შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილიანა


4-06-2017, 13:02
ავტორი Iliana23
ნანახია 1 301

ზამთრის სუსხიან ამინდში,მარტოდმარტო მისეირნობდა ილიანა,ნაცრისფერი ბეტონით მოკირწყლულ გზაზე.მიმართულება
მარტოობიდან მარტოობისკენ ჰქონდა აღებული.რაღაცნაირად მოჟამული ჰქონდა სახე,თუმცა ნაკვთებით დიდ სილამაზეს
დაატარებდა.მერედა მისი თვალები?ჰაერივით გამჭვირვალე იყო,შეხედავდი და იკარგებოდი მის სულში.ფარდაც არ
ჰქონდა მის დასაფარავად,ან კი რა გააჩნდა ისეთი,რომ დაემალა...
ბილიკი ჩაამთავრა და სველ ქვიშაზე დაიწყო ნაკვალევის დატოვება.ზღვა უყვარდა ილიანას,ზღვა და სურნელი მისი.
უყვარდა,რადგან უზიარებდა მარტოობას,რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო ანადგურებდა მის შიგნეულს.უკვე რახანია
დუნედ მიედინება მისთვის დრო,მომაბეზრებელ მარტოობასა და მოწყენილობაში გატარებული საათები.
_შეიძლება?
მოულოდნელობისაგან შეხტა და თვალებგაფართოებულმა შეათვალიერა უცნობი ბიჭი.
_შეიძლება?
_დიახ.ვიცნობთ ერთმანეთს?
_შორიდან.მე თქვენი მეზობელი ვარ,უკვე რახანია ერთი და იმავე გზით მოსეირნეს გაკვირდებით და ვიფიქრე ურიგო არ
იქნებოდა ერთმანეთი გაგვეცნო.
_დიახ,მე ილიანა ვარ.
_ლამაზი სახელი გქვიათ,გამიგია,რომ მზეს ნიშნავს.
_მსგავსს არაფერს,უბრალოდ ილიანა დამიძახეთ.
_კარგით.რას საქმიანობთ ილიანა?
_მე მწერალი ვარ,უფრო სწორად ვწერ.
_ანუ მწერალი...
_არა,არა მწერალი არა ვარ
_რატომ?
_მე მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვწერ,საზოგადოება არ იცნობს ჩემს შემოქმედებას.
_და ამიტომ არ უწოდებთ საკუთარ თავს მწერალს?
_დიახ.
_ვინ არის თქვენთვის მწერალი?
_ადამიანი,რომელიც წერს რაიმე სასარგებლოს,რომელსაც შეუძლია,თუნდაც ერთი ადამიანის შეცვლა უკეთესობისაკენ.
_და თქვენი ნაწერები?
_მე არ ვიცი რას ვწერ,არ ვიცი არის თუ არა იგი სასარგებლო.
_მაშინ რატომ წერთ?
_არ ვიცი,უბრალოდ სხვაგვარად არ შემიძლია.
_წამიკითხავთ?
_არა...არა.
_რატომ?
_მე არ მსურს ზიანი მივაყენო თქვენს ფიქრებს.
_მე შემიძლია თავად გადავწყვიტო.
_თავად გადაწყვიტოთ რა?
_ზიანის მომტანია თუ არა იგი.თქვენ უბრალოდ წამიკითხეთ.
_არა.
_თუ არ ცდით,ვერასოდეს მიხვდებით თქვენი ნაწერები კარგის მომტანია თუ ცუდის.მე მკითხველი ვარ და შემიძლია
წაკითხულის გააზრება.თუკი ცუდია ის,მე არ მივიღებ მას და ეს იმას ნიშნავს,რომ თქვენს ნაწერებს ოდნავი ზიანის
მოყენებაც კი არ შეუძლიათ,თუკი ამას თავად არ მოვინდომებ.
_თქვენი არგუმენტი ძლიერია,მაგრამ მე მაინც არ წაგიკითხავთ მათ.
_ილიანა,თქვენ ძალიან ჯიუტი ბრძანდებით.
_ან უბრალოდ პრინციპული.
_თქვენივე პრინციპები გზღუდავთ კარგო.
_მე არა ვარ შეზღუდული.
_მაშ თავისუფალი ბრძანდებით?
_დიახ,მე თავისუფალი ვარ.
ბიჭს გაეცინა
_თქვენ არ იცით რა არის თავისუფლება.
_როგორ არა..
_წლების შემდეგ,ოდესღაც გაიხსენებთ შანსს,რომელიც თქვენივე პრინციპებმა დაგაკარგვინათ.უარი,რომ არ გეთქვათ,იქნებ
მომწონებოდა კიდეც ის,რასაც წავიკითხავდი და უფრო უკეთესი გავმხდარიყავი.თქვენ ეს მწერლად გაქცევდათ.რომც არ
მომწონებოდა და მეტიც ზიანის მომტანი ყოფილიყო იგი,როგორც გითხარით ჩემი სურვილის გარეშე,იოტისოფენადაც კი
ვერ დამაზიანებდა.თქვენ ინანებთ უმოქმედობას და არა მოქმედებას,ცდას.იფიქრეთ ამაზე ილიანა.
იგი წამოდგა და ტანთშერჩენილი ქვიშა ჩამოიფერთხა.გოგონას თვალი შეავლო და წავიდა.
_მოიცადეთ.
_ასე უცებ?
_მე თქვენი სახელიც კი არ ვიცი.
_ეს არაფერს ცვლის.
ილიანა გაჩუმდა,უცნობდა კი გზა განაგრძო.გამორჩეული იყო იგი ღამე,სხვა ღამეებისაგან ილიანასთვის.გვანობამდე ფიქრობდა
საკითხებზე,რომლებიც უცნობმა დაუტოვა.ფიქრობდა,როგორი უცნაური იყო მათი შეხვედრა და თავად უცნობიც,რომლის
არამცთუ ასავალ-დასავალი,სახელიც კი არ იცოდა.
მეორე დღეს ისევ იგივე გზა განვლო,იგივე ამინდში,თუმცა ამჯერად ჩაფიქრებული ადამიანის გამომეტყველება ჰქონდა.
იმავე ნაკვალევს ახლიდან შეახო კიდურები და ნაცნობ ადგილას მოიკალათა.ისევე,როგორც განვლილი ღამე,დღეც
განსხვავებული იყო სხვა დღეებისაგან.ილიანა ელოდებოდა უცნობს.ელოდებოდა,მაგრამ მანამ არ გამოჩნდა ნაცნობი სილუეტი,
სანამ მისი გამოჩენის იმედი არ დაეკარგა.
_შეიძლება?
_რა თქმა უნდა.
_თქვენ მე მელოდებოდით არა?
_არა.
ბიჭს ჩაეღიმა
_ეს პრობლემას წარმოადგენს?
_რა?
_სიმართლის აღიარება.
_არა.
_მაშ რატომ ამბობთ ტყუილს ილიანა?
_მე არ ვტყუი!
_მოჩვენებითი სიმტკიცე...
_უკაცრავად?
_უფრო თამამად მითხარით,რომ დამაჯეროთ.
_თქვენ...თქვენ...
ბიჭს ამჯერად ირონიულად ჩაეღიმა.
_თქვენ მე დამცინით.
_რას ბრძანებთ.
გოგონამ პირი გააღო რაღაცის სათქმელად,მაგრამ უცნობმა დაასწრო
_გადაწყვიტეთ?
_რა?
_გადაწყვიტეთ წამიკითხავთ თუ არა?
_მე...დიახ.
_ანუ იფიქრეთ.ეს კარგიაძალიან კარგი.
_რატომ არის კარგი?
_ფიქრი უმთავრესია ადამიანისათვის.ის ერთგვარი საზრდოა ტვინისა.
_მე,ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ,რომ ღირს.
_თქვენ უკვე დამთანხმდით ილიანა.
_რატომ გინდათ ასე ძალიან მათი წაკითხვა?
_უბრალოდ მაინტერესებს.
_საერთოდ ვინ ხართ?
_დაკითხვაზე ვარ?
_არა.უბრალოდ მინდა გიცნობდეთ.
_რატომ?
_უბრალოდ მაინტერესებს.
ამჯერად გოგონამ ჩაიღიმა ირონიულად.
_ეს უკვე მომწონს.თქვენ ნელ-ნელა,თუმცა მაინც იხსნებით.
_მიამბეთ თქვენს შესახებ!
_მკითხეთ ილიანა.
_რა გქვიათ?
_სეიდი.
_უკაცრავად?
_მე მქვია სეიდი.
_უცნაური სახელია.
_ისევე,როგორც თქვენი,ილიანა.
_რამდენი წლის ხართ?
_მალე 23 შემისრულდება.თქვენ?
_21.რას საქმიანობთ?
_ვფიქრობ.
_თქვენ...დამცინით?
_არა.
_რას ნიშნავს ფიქრობთ?
_ჩემი საქმიანობა ფიქრია.
_და ფიქრით შოულობთ ფულს?
_ფიქრს ფულზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამეების მოცემა შეუძლია.
_თქვენ ძალიან უცნაური ხართ.
_რატომ?
_არ ვიცი.მოიცადეთ,მერედა რა მოაქვს მაგ თქვენ ფიქრს?
_ევოლუცია,განვითარება,ზრდა,იდეა და მუზა.
_მუზა?რისი მუზა?
_ხან რისი,ხან რისი.
_დამისახელეთ რომელიმე მაინც.
_ხატვის,წერის და...
_თქვენ წერთ?
_დიახ.
_მოთხრობებს თუ?
_ყველაფერს,რაც თავში მომივა.
_მე მსურს წამიკითხოთ ისინი.
_არ მკითხავთ?
_რას?
_მსურს თუ არა წაგიკითხოთ.
_არა!მე თუ წაგიკითხავთ,თქვენც უნდა წამიკითხოთ.
_და თუ არ წაგიკითხავთ?
_მაშინ...მაშინ არც მე არ წაგიკითხავთ!
_თქვენ ბავშვი ხართ ილიანა,პატარა ბავშვი.
_ეს არაფერს ცვლის.
სეიდს გაეცინა.
_რა გაცინებთ?
_კიდევ გაქვთ კითხვები ილიანა?
სიცილით ჰკითხა ბიჭმა
_დიახ,მაქვს
_ყურადღებით გისმენთ.
_რატომ მოხვედით გუშინ ჩემთან?
_მინდოდა ერთმანეთი გაგვეცნო.
_სულ ეს არის?
_სხვა მიზეზსაც ხედავთ?
ისევ ირონიული გამომეტყველება მიიღო ბიჭის სახემ.
_დიახ,მაგრამ...
_მაგრამ?
_არაფერი,დაივიწყეთ.თქვენ გუშინ მითხარით,რომ მე არ ვიცი რა არის თავისუფლება.
_დიახ.
_თქვენ იცით?
_ეს არცერთმა სულიერმა არ იცის.
_ანუ?
_ანუ არც მე არ ვიცი.
_რა გარკვევით საუბრობთ.
თვალები გადაატრიალა გოგონამ.
_მითხარით ილიანა,რა არის თქვენთვის თავისუფლება?
_არ ვიცი.ალბათ,დამოუკიდებლად ცხოვრება,შეზღუდვების გარეშე...
_მე გითხარით,რომ საკუთარი პრინციპები გზღუდავთ,მაგრამ თქვენ მითხარით,რომ თავისუფალი ხართ.როგორ გავიგო ეს?
_მე არა ვარ შეზღუდული.
_ნუ ცდილობთ საკუთარი თავის მოტყუებას.
_საიდან იცით,რომ ვიტყუები?
_თვალები...თქვენი თვალები ზედმეტად გამჭვირვალეა იმისთვის,რომ დამაჯერებლად მოიტყუოთ.
_რით დამიმტკიცებთ ამას?
_თქვენ შეზღუდული ხართ,მაგრამ ეს თავადაც არ იცით,რადგან არ ფიქრობთ.დღეს,სანამ თქვენთან მოვიდოდი,შორიდან
გაკვირდებოდით.თქვენ მოუსვენრად აცეცებდით თვალებს აქეთ-იქით,ეს თქვენც მშვენივრად იცით,მაგრამ ეს პრინციპი,თუ
გსურთ ქალური პრინციპი დავარქვათ,გზღუდავთ და არ გაძლევთ ამის აღიარების საშუალებას.როდესაც თქვენთან მოვედი,
ბრმაც,რომ ვყოფილიყავი,მაინც დავინახავდი თქვენს თვალებში გამკრთალ ბედნიერების სხივს.
ილიანა გაწითლდა.
_ამ სიწითლესაც,ალბათ,მცხუნვარე ამინდს დააბრალებთ,არა?
ბიჭმა ხელი აიშვირა საავდრო ღრუბლებისაკენ.
_დიახ,მე გელოდებოდით,მერე რა?
_არაფერი.
_რის მიღწევას ცდილობთ ამ ქადაგებებით?
_მე მსურს დაგანახოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფიქრი,რომ ურთიერთობაში მთავარი ნდობა და გურწრფელობაა,რომ
თქვენ ბევრი რამე არ იცით.
_თქვენ არეულობა შემოიტანეთ ჩემს ცხოვრებაში!
_მერედა დალაგებული იყო იგი?
_როგორ ბედავთ?
_მომიტევეთ თუკი რაიმე ცრუ გითხარით.
_ჩემი წასვლის დროა.
_სად გეჩქარებათ?
_კარგად იყავით.
გოგონა გაცეცხლებული წამოვარდა ფეხზე და არეული ნაბიჯებით გადაკვეთა თავისივე ნაკვალევი.
_ილიანა!
გოგონამ მხოლოდ თავი შემოაბრუნა.
_თითოეულ არეულობას ოდესღაც აუცილებლად მოყვება დალაგება.ეს თქვენი ცხოვრებაა და ღმერთმა არია ის,რათ
უკეთესად დაალაგოთ.იფიქრეთ ამაზე.



№1  offline მოდერი MoonDaughter

ძალიან საინტერესო დიალოგი იყო, ძალიან მომეწონა ისტორიის დასაწყისი. ის, რომ მხოლოდ დიალოგებიდან შემიძლია გავიგო თუ ვინ არიან ან როგორები არიან პერსონაჟები, ესეც უზომოდ საინტერესოა, თუმცა მაინტერესებს ილიანას პიროვნება, საქმიანობა და ა.შ. სეიდი ჩამთრევია :) ველოდები გაგრძელებას, ვგრძნობ ძალიან საინტერესო თავგადასავალი მელის წინ :) <3

 


№2  offline წევრი Elenekakh

ძალიან ძალიან საინტერესო იყო, რაღაც განსხვავებული ძალიან მომეწონა. აი ეს პატარა დიალოგიც რომ გაფიქრებს საკუთარ თავზე, თავისუფლებაზე. ველოდები გაგრძელებას heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent