შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნდობის ფასი (თავი II)


4-06-2017, 14:40
ავტორი tamo1804
ნანახია 1 731

შუადღე მშვიდობისა, მეგობრებო, დიდი ხანია არაფერი ამიტვირთავს და რაღა დაგიმალოთ, მომენატრეთ ძალიან.. ესეც მეორე თავი, ნელნელა უფრო ნათელი ხდება მგონი ყველაფერი :) იმედია, მოგეწონებათ და აზრსაც გამიზიარებთ, რას ფიქრობთ მთავარ გმირზე, „ტაქსისტზე“, მოვლენების განვითარებაზე.. გელით <3
სიყვარულით.. <3

ჩვენს მომზადებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა, თუმცა ისე კარგად გამოვიყურებოდით, ამად ნამდვილად ღირდა. ბენდს დაკვრა დაწყებული ჰქონდა, ბარში რომ შევედით. ვერ ვიტყვი, რომ ყველას ყურადღება მივიქციეთ და გაოცებულები მოგვაშტერდნენ, თუმცა ჩვენც სწორედ ეს გვსურდა. კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავიკავეთ ადგილი, რომ არავის შევეწუხებინეთ. კოქტეილები შევუკვეთეთ და ნამდვილი გართობაც დაიწყო.
*************
მე და ნინო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მახსოვს ერთხელ კახეთის მიყრუებულ სოფელში ვისვენებდით, ყველას ეგონა 3 დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდებოდით, მაგრამ ერთი, დაუვიწყარი თვე გავატარეთ იქ..
–თქვენ მთის წვერზე რომ დაგსვათ კაცმა, იქაც გაერთობით–ქოთქოთებდნენ სახლში და ასეც იყო! გამოუვალი სიტუაცია არ არსებობდა ჩვენთვის, ყველგან ვერთობოდით და ამაში იყო სწორედ ჩვენი მეგობრობის ხიბლიც.. ჭირშიც და ლხინშიც.. იყო დრო, ყველას ეგონა, ნდობას დავკარგავდი ადამიანების მიმართ და მეგობარი აღარასდროს მეყოლებოდა, თუმცა ნინო რისთვის არსებობდა?! მის შემხედვარეს მწამდა, ათასი მოღალატეც რომ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში, ის, ერთი, თავისი ნამდვილი, გულწრფელი გრძნობებით ყველას ხაზს გადაუსვამდა და არ მომცემდა დანებების უფლებას.. ასეც იყო!
–გოგო, გახსოვს „სკრიპკით“ რო ვიდექით გაჩერებაზე?–ფიქრებიდან მისმა ხარხარმა გამომიყვანა.
–ვაიმე ხოო, ტაქსს რომ ველოდებოდიით–მეც ავყევი.
დაახლოებით ერთი წლის წინ, რეპეტიციიდან სამსახურში გამომიარა და ჩვენს საყვარელ ბარში წავედით, მაშინ ჯერ კიდევ დედაქალაქში ვცხოვრობდი..
საკმაოდ გვიან წამოვედით, ტაქსის გამოძახება ვარჩიეთ რატომღაც და ხალხმრავალ ქუჩაზე ველოდით მის მოსვლას.. საეჭვოდ გვიჩერებდნენ მანქანები, გვისიგნალებდნენ, ტანზე დავიხედე კეტებსა და ჯინსებში ვიყავით გამოწყობილები..
–რა იყო აქ, ბ..ები დგანან, თუ რას გვიჩერებენ ვერ გავიგე–ამოვისისინე გაბრაზებულმა.
–რა ბ... გოგო, ვერ ხედავ, „სკრიპკიანი“ ვდგავარ–მიმითითა მხარზე გადაკიდებულ ვიოლინოზე, თავისზე ორჯერ დიდი მაინც რომ იქნებოდა და კიდევ უფრო კომიკურს ხდიდა სიტუაციას.
–მერე რა, „სკრიპკიანი“ ბ..ები არ არსებობენ?–ავტეხე ჭიხვინი.
სულზე მოგვისწრო ტაქსმა. როგორც ყოველთვის, მძღოლი საუბარს მოწყურებული გამოდგა და გზაში ბევრი ვიხალისეთ.
–არაფრით არ მესმის, ყველას რატომ უნდა საჭესთან ჯდომა?–ვასკვნიდი.–ეგ იგივეა, რაღაც პატარა კურსი რომ გავიარო, ქირურგობა მოვინდომო და ეგრევე ოპერაციაზე შევვარდე. ყველას არ გამოსდის ეს მძღოლობა და თუ მაინცდამაინც მანქანა გინდა, მძღოლი დაიქირავე რაა, მაგდენი ფული თუ გაქვს.
–ჩაირთო–თვალები ამოატრიალა ნინომ.
–რა ჯიგარია, არა?–მიმართა გახარებულმა ტაქსისტმა ნინოს, როგორც ჩანს, პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც მის აზრს სრულად იზიარებდა.
–კი, ძაან–გაეცინა მასაც.
–იცით, გოგოებო, ერთი ქალი მომწონს უკვე დიდი ხანია და ვერაფრით გამიბედავს მისთვის თქმა–დაიწყო მოულოდნელად.
–რაა მანდ გაუბედავი?–შევაგულიანე.
–არ ვიცი, უარის მეშინია თითქოს.
–ვერასდროს გაიგებთ, თუ არ ეტყვით, იქნებ მასაც მოსწონხართ, მთელი ცხოვრება ინანებთ, თუ არ გაუმხელთ გრძნობებს.. ვინ იცის, რამდენიმე თვის შემდეგ როგორი ბედნიერი ოჯახი გქონდეთ...
–მოიცა, ასე პირდაპირ მივიდე და ვუთხრა, კაცო?
–ჯერ სადმე დაპატიჟეთ, რამდენიმე პაემნის შემდეგ, გამოუტყდით–სარკეში გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
–ჯიგრები ხართ რაა, თუ მართლა ასე მოხდა, ქორწილში დაგპატიჟებთ აუცილებლად–გაგვეცინა.
ამასობაში სახლსაც მივუახლოვდით, კარს სანამ მივხურავდი, კიდევ ერთხელ გავუმეორე:
–აუცილებლად, უთხარით, ხვალვე!
–ვეცდები, მადლობა, გოგოებო–მოგვაძახა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
*************
მოგონებებიდან სიმღერის ხმამ გამომიყვანა, სოლისტი აშკარად შეეცვალათ, ტკბილი, თბილი, ოდნავ ხრინწიანი და საოცრად ნაცნობი ხმა ჰქონდა.. ყურები ვცქვიტე, ვერაფრით გავიხსენე, საიდან მეცნობოდა.. სცენა ჩაბნელებული იყო, მის სახეს ვერ ვხედავდი.. მივაშტერდი.. Muse-Unintended–ს ასრულებდა, პირველად მომეწონა ასე cover..
–ვინაა?–მკითხა ნინომ.
–საიდან უნდა ვიცოდე?
–ისე მიაშტერდი, ვიფიქრე იცნობდი..
–არაა, თუმცა მისი ხმა ძალიან მეცნობა..
სცენა ისე დატოვა, მის სახეს თვალიც ვერ მოვკარი, აპლოდისმენტები არ წყდებოდა, ხალხი კვლავ მის სიმღერას ითხოვდა, ბენდი გაჩერდა, ეძახდნენ, ის კი არ ჩანდა, ამხელა ხმაურში არ მესმოდა, რა სახელით მიმართავდნენ.. აი ისიც გამოჩნდა.. მიკროფონს მიუახლოვდა და თავი დაგვიკრა. გიტარა მიაწოდეს და სკამი მიუტანეს..
–გიტარაზეც უკრავს–აღმომხდა..
გრძელი, თლილი თითები გიტარის სიმებს ჩამოკრა და სასიამოვნო მელოდიამაც არ დააყოვნა.. ჩარკვიანის–მენატრება..
–არ ვაპატიებ, ცუდად რომ იმღეროს–ჩავიდუდღუნე ჩემთვის..
საოცრება იყო, სხვა სამყაროში გადამიყვანა, მარტო მე და ის ვიყავით, მეგონა, მხოლოდ ჩემთვის მღეროდა, მთელი გულით და სულით.. სუნთქვაშეკრული ვუსმენდი ბოლო აკორდამდე და ვერც კი გავიაზრე ისე წამოვხტი ტაშის დასაკრავად.. ჩვენ გვერდით მაგიდიდან სტვენა და ოვაციები არ ჩერდებოდა, მისი ყურადღებაც მიიქციეს, უცბად წამიერად, მისი მზერა მეც ვიგრძენი, სულ ოდნავ, ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.. დიდხანს ვიდექი ასე სარგადაყლაპულივით, სანამ ნინომ არ შემაჯანჯაღარა.
–რა გჭირს, გოგო?
–აამ, არა, არაფერი–დავიბენი.
–წავიდეთ? ანგარიშს მოვატანინებ–მითხრა.–დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ?
–კი, კი–თავი გაუაზრებლად დავუქნიე.
–ამ შუა ზაფხულში, შეგცივდა ვითომ? ერთიანად კანკალებ–„მისი“ ხმა ზურგს უკან მომესმა, ოდნავ დამცინავი ტონი ჰქონდა შეპარული..
–საერთოდ არ ვკან–სიტყვა შუაზე გამიწყდა, როცა მოვტრიალდი და არავინ დამხვდა.. თვალსა და ხელს შუა გამქრალიყო, თითქოს არც მოსულა.. რომ არა მაგიდაზე დატოვებული ფურცელი, ვიფიქრებდი კიდეც, რომ მომეჩვენა..
–„ზეგ როკ ფესტივალია ბათუმში, გელოდები“–იუწყებოდა ის.
სახლში მისული დიდხანს ვფიქრობდი მომხდარზე, ფაქტებს ვერ ვაკავშირებდი, ვერ ვიხსენებდი, საიდან მეცნობოდა, ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდა ჩემგან, ღამის ორი საათი იქნებოდა, აივანზე დიდხანს მყოფს უკვე ძალიან რომ შემცივდა და დაწოლა გადავწყვიტე.. საბანში გავეხვიე და ის იყო, თვალები მიმელულა, რომ უცბად წამოვხტი, საწოლის პირდაპირ მდგარ სარკეში საკუთარ თავს თვალი გავუსწორე და მივხვდი, ერთ რამეს მაინც მივხვდი, Muse–ს unintended-ს გუშინწინ ღამით, მთელი გზა ვუსმენდით მე და „ჩემი“ ტაქსის მძღოლი..
*************
ნინო მეორე დღეს წავიდა. დავრჩი ისევ მარტო, ფიქრებთან, აზრებთან, სიგიჟის ზღვარზე მყოფი..
ბოროტი ფიქრები ზარის ხმამ გამაწყვეტინა: ნინო ვიდეო ზარით მირეკავდა.
–ვიპოვეეე–ყვიროდა გახარებული.
–ვინ?–დავიბენი.
–ვინ კი არა, რა, შტერო–გაიბუსხა.
–დამენახე კარგად.. ღმერთო, რა ლამაზი ხაარ–აღმომხდა გაოცებულს. ულამაზესი თეთრი კაბის ბოლო იატაკამდე დაშვებულიყო, მკერდთან თეთრი თვლებით იყო გაწყობილი და ყვავილების ფორმა ჰქონდა, მუხლს აცდენილი იყო და ზემოდან გამჭვირვალე, თხელი ნაჭერი დასდევდა.. სადედოფლო კაბა იყო ნამდვილად, თუმცა ნინოს განსხვავებული, არნახული სილამაზე სძენდა განსაკუთრებულობას..
–მგონი დროა, გაგათხოვო–გამეცინა.
–ხოო, მთავარია კაბა მაქვს–ახარხარდა–ზეგ კონცერტია, თავს წაგაცლი ბათუმში რომ არ დაერჭო 6 საათზე–დამემუქრა.
–წამსვლელია–გავიფიქრე და ნაჩქარევად დავუქნიე თავი.
–ისიც იქ იქნება–ჩავილუღლუღე.
–რა თქვი? წყდება შენი ხმა.. დაგირეკავ საღამოს, გკოცნი–გამითიშა.
*************
რამდენიმე შესაძლო ვარიანტი გონებაში დავამუშავე, day-off–ის აღებას ნორმალურ სამსახურში ამდენი ამბავი არ სჭირდებოდა, მაგრამ ჩემთან.. გაუბედავად დავაკაკუნე კარზე და ნებართვას დაველოდე.
–მობრძანდით–გაისმა ხმაც. უჩვეულოდ კარგ ხასიათზე ბრძანდებოდა ჩემი უფროსი, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ღირდა. არც არავის მოკვლა დამჭირვებია, არც დასახიჩრება ან გათხოვება, უპრობლემოდ დამთანხმდა! ღიღინით დავტოვე შენობა და ასკინკილით წავედი სახლისკენ. მატარებლის ბილეთები ინტერნეტით ვიყიდე და პატარა ჩანთის ჩალაგება დავიწყე. თავს არ ვუტყდებოდი, რომ მასზე ბევრს ვფიქრობდი.. მასზე–მძღოლზე, სოლისტზე, გიტარისტზე, იდუმალ ბიჭზე, რომელმაც ჩემი ცხოვრება, გონება და ძლივს დალაგებული აზრები ააფორიაქა.
–ახლა ამის დრო არაა–უკმაყოფილოდ გავიქნიე თავი და სააბაზანოს მივაშურე.
რამდენიმე საათში უკვე ჩემ ვაგონში ვიყავი და ბათუმისკენ მივდიოდი. დათო ტურაშვილის „სხვა ამსტერდამი“ ამოვიღე და ფანჯარასთან კარგად მოვკალათდი, კითხვაში ისე გავერთე, ვერც გავიგე, როგორ შევედით ქალაქში. წიგნი შევინახე, ზურგჩანთა მხარზე გადავიკიდე და ვაგონიდან ჩამოვედი. ტაქსის მოძებნა არ გამჭირვებია, მაშინვე შემომეხვია ხუთი–ექვსი ადამიანი, ერთერთ მათგანს გავყევი და სასტუმროს მისამართი ვუკარნახე. ნინო ასე ადრე არ მელოდა, ვიცოდი გავახარებდი და წინასწარ ვცმუკავდი, მისი სახის წარმოდგენაზე. არ მიკითხავს, რომელ ნომერში გაჩერდა, ვიცოდი არ ჰქონდათ თქმის უფლება და არ მინდოდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა ვინმე. გამოცნობა ძალიან იოლი იყო, ოთახი აუცილებლად ზღვის ხედით იქნებოდა, დიდი აივნით, ასეთი სულ რამდენიმე იყო, ერთერთი მათგანიდან კი ვიოლინოს საოცარი ჰანგები გამოდიოდა, ნინო მეცადინეობდა..
გახარებული ისეთი ძალით ჩამეხუტა, კინაღამ თვალი გამომთხარა ხემით..
*************
მოსაღამოვდა, ფესტივალის დაწყების დრო ახლოვდებოდა, სცენა ღია ცის ქვეშ, პიაცაზე მოეწყოთ, ნინოს ჯგუფი პირველი უკრავდა, ფესტივალში არ მონაწილეობდნენ, მიიწვიეს გახსნაზე, შავ–თეთრებში იყვნენ გამოწყობილები, საოცარი სანახაობა იყო, სიამაყით გაბერილი ვიდექი პირველ რიგებში და სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა მის შემყურეს..
ვიღაცის მწველი მზერა თავგზას მირევდა მთელი საღამო, გავიხედავდი თუ არა, სცენის უკან იმალებოდა, დავიბენი, უნდოდა, აქ მოვსულიყავი და თვითონ არ ჩანს, მანიაკია მგონი..
წამყვანმა შემდეგი ჯგუფის სახელი გამოაცხადა, რასაც მაყურებლებში დიდი ოვაცია მოჰყვა, აქეთ იქით ვიყურებოდი, ვათვალიერებდი, ვეძებდი, მხოლოდ მას შემდეგ გავიხედე წინ, რაც ნაცნობი მელოდია მომესმა.. Muse-Hysteria–ს უკრავდნენ..
–ამჯერად საკუთარ თავსაც აჯობე–გავიფიქრე, როცა მის დაკრულ ბას გიტარის სოლოს ვუსმენდი.. –ეს ბიჭი ჭკუიდან შემშლის..
–ამ სიმღერას ერთ საოცარ გოგოს ვუძღვნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა–ასე დაასრულა თავისი გამოსვლა და დამტოვა გახევებული, გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როცა ჩემკენ მომავალი დავინახე, ბრბო გადაკვეთა, მომიახლოვდა, ხელში ამიყვანა, ზურგზე მომიგდო და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანა.. ხალხი ტაშით და სტვენით შეხვდა მის საქციელს, მე კი გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი ნაცნობ მერსედესში, რომელსაც ტაქსის არაფერი ეტყობოდა ამჯერად..



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაუ მაგარია ძაან

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

Chikochiko
ვაუ მაგარია ძაან

მადლობა <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მომეწონა ძალიააააან ველი გაგრძელებას მომწონს ეს იდუმალება

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ანი ანი
მომეწონა ძალიააააან ველი გაგრძელებას მომწონს ეს იდუმალება

მალე იქნება გაგრძელება <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

მალე რომ არ დადო ჭკუიდან შემშლი

 


№6  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo
მალე რომ არ დადო ჭკუიდან შემშლი


დღეს რომ არ ვაპირებდი დადებას? :)

 


№7  offline წევრი Timea25

გელოდები, მალე დადე ❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი tamo1804

Timea25
გელოდები, მალე დადე ❤

ვეცდები, დღეს იყოს :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent