შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო (თავი 24 ეპილოგი)


4-06-2017, 15:01
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 641

სახლში მარტო იმყოფებოდა და სიმშვიდით ტკბებოდა. მყუდროება კი კარებზე კაკუნმა დაურღვია. კარების გამოღებისას მეგობრები დაუხვდნენ გაღრეჭილი სახეებით.
- ჩემი პრინცესა როგორაა? - ტყუპები მივიდნენ და გულში ჩაიკრეს.
- კარგად ვიყავი აქამდე. მაგრამ, ხელს თუ არ შემიშვებთ, ფაიფურის თოჯინასავით შემოგემტვრევით. - სიცილით უთხრა და ორივეს გვერდებზე მიუღიტინა.
- ო, კარგი რა გეყოს.. - ცდილობდნენ მოეცილებინათ, სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდნენ.
- მოგენატრეთ ხომ? - გაეკრიჭა ბართლომე.
- ოჰ, იმდენად რომ ვინატრე გაქრნენთქო. - მასაც გაეცინა.
- ნუ დარდობ თორნიკეც მალე მოვა.. - სიცილით უთხრა ლაზარემ.
- აუ, ყავა მინდა რა, გარეთ ისე ცხელა სუნთქვა ჭირს.. - აწუწუნდა ანაბელი.
- სამზარეულოს ადგილსამყოფელი იცი და შეგიძლია შებრძანდე და მოამზადო ყველასთვის. - უთხრა და დივანზე მოთავსდა.
- რა ზარმაცი რძალი მყავს რა, არ გამოდგები ოჯახში, ჩემს საბრალო თორნიკეს მოკლავ შიმშილით. - წაკბინა ბათუმ.
- თორნიკე არ არის აქ ამიტომ თავი რატომ უნდა შევიწუხო?! - თვალი ჩაუკრა და ბიჭი გააჩუმა.
- ვინმემ მომეხმარეთ რაა.. - გამოსძახათ ანაბელმა. თაკო წავიდა და გამოატანინა ტკბილეული და ჭიქები.
- იმედია ენა არ ჩაყავი ხომ.. - ვაჟიკომ გაკენწლა და გაეცინა მის გამომეტყველებაზე.
- თუ არ გინდა ნუ დალევ რა.. - ენა გამოუყო.
თორნიკეც მალე მოვიდა. მართლაც ლიზამ მოუმზადა ყავა და გვერდით მიუჯდა. ბიჭმა ხელი მოხვია და გვერდიდან მიიხუტა.
- მომენატრე ძალიან.. - ყურში ჩაჩურჩულა.
- გვრიტებო ნუ გავიწყდებათ აქ ვართ, თვალები ხომ არ დავხუჭოთ?! - სალომემ გაკენწლა. ლიზას კი ლავიწები აუფორაჯდა.
- ქორწილი სამ კვრაში გვექნება. ყველაფერს მე მოვაგვარებ. ლიზა დიზაინერთან ხვალ ვართ კაბაზე ჩაწერილები.
- კარგი რაა, ხომ იცი არ მინდა დიდი ქორწილი. უბრალოდ ჯვარი დავიწეროთ და ხელი მოვაწეროთ. ანაბელმა ისეთი მზერა სტყორცნა, აგრძNობინა წუწუნს აზრი არ ჰქონდა, მაინც ისე იქნებოდა როგორც მას სურდა.
ანაბელმა დიდი დარბაზი შეარჩია. მოსაწვევები დააბეჭდინა და გააგზავნინა. დრო მალე გავიდა, კაბებიც მზად ჰქონდათ.
ლიზა არაფერში არ ერეოდა. უფროსის თხოვნით სამსახურში ძველ თანამდებობას დაუბრუნდა. იმდენად ჰქონდა მონატრებული სავადმყოფო, წამლების სპეციფიკური სუნი. ღამეც კი იქ რჩებოდა. მეგობრის მოთხოვნით სამი დღით ადრე გაინთავისუფლა თავი. ,, ასეთი ჩაშავებული თვალებით, თორნიკეს შეეშინდება და მიგატოვებსო’’ სიცილით ეუბნებოდა ხოლმე.
ქორწილის დღეს ადრიანად რესტორანში წავიდა რაღაცეების გადასამოწმებლად. მაგრამ, შიგნით არ შესულა, არ უნდოდა ყველაფერი წინასწარ ენახა.
- ნატა ყველაფერი მოაგვარეს დარბაზში?
- დიახ, ყველა მზარეული ადგილზეა. დეკორატიტორებმაც ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ მორთეს. არავითარი ხარვეზი არ არის და არც იქნება. მზადება დაწყებულია, ცხრა საათზე სტუმრებს მივიღებთ. მომღერლებიც თავის დროზე მოვლენ. როგორც დაგეგმეთ ისე იქნება ყველაფერი. - თბილად გაუღიმა.
- გმადლობ ნატა. ოპერატორებთან დაკავშირებით რა ხდება?
- ყველაფერი რიგზეა, ყველა მომენტს დააფიქსირებენ. ფოტოგრაფებიც თქვენთან მოვლენ, დანიშნულ დროს.
- მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის.- ყველას გაუღიმა და სახლისკენ გაემართა.
გადაწყვიტეს ანაბელის სახლიდან წაიყვანდნენ ბიჭები. სახლში ორომტრიალი იყო. სტილისტები და ვიზაჟისტები დაფაცუნოდნენ.
თორნიკე და დამიანეც ერთად იყვნენ, ნერვულობისგან ბოლთას სცემდნენ.
- დაწყნარდით ტო, რა გჭირთ?! ცოლს ირთავთ, სამჯავროზე კი არ მიდიხართ. - სიცილით უთხრა ბართლომემ.
- ბიჭო რას ამშვიდებ?! უარესი არ არის, მალე უღელში გაყოფენ თავს. - ვაჟიკოს ნათქვამზე ყველას გაეცინა.
- რას უგდებ ამათ საუბარს ყურს ტო. გაჩერდით ერთ ადგილას თავბრუ დამეხვა უკვე. - მობეზრებულად ატრიალა თვალები ლევანმა.
- შენ ჩუუ, თორე მეჯვარეობიდან გაგანთავისუფლებ. - შეუბღვირა დამიანემ. - უნდა მაწყნარებდე შენ.
- ვაიჰ, გული ეს რა მითხარი. - ბალიში ესროლა.
- არც ჩემი მეჯვარე უქნია ღმერთს. - თორნიკემ ლაზარეს შეუბღვირა.
- ბოდიში მოიხადეთ რა, ყველას კი არ ჰყავთ ჩვენნაირი ძმაკაცები ტო. - ენა გამოუყოთ.
- აბა რაა.. - აჰყვა ლევანიც.
- აი, ეს დალიეთ და დაგამშვიდებთ. - ჭიქებით ხელში შემოვიდა სალომე. მის ბრწყინვალება გრძელი, ალისფერ კაბაში გამოწყობილი, რომელიც ძალიან ელეგანტური და სადა იყო. ლამაზი კოლიე და საყურე ეკეთა ბროლის თვალებით. ბეჭედით მსგავსი თვალით იყო გაფორმებული. თმა გაშლილი და ბოლოში დახვეული ჰქონდა. მსუბუქი მაკიაჟი და საოცრად გამოიყურებოდა. ბართლომეს სუნთქვა შეეკრა, თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა. - დროა წავიდეთ. - შემდეგ ბართლომეს მიუბრუნდა, რომელიც დივანზე იყო მოკალათებული. - ამოისუნთქე თორე არ დაიხრჩო და ყველაფერი არ ჩაგვაშხამო. - ირონიულად ამოილაპარაკა. თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა.
- ძმაო ჩაგიტარა რა. ფერი არ გადევს ბიჭო. - ყველას გაეცინა მის გამომეტყველებაზე.
- წადი თქვენი რა.. - ამოიბურტყუნა და გასვლისას კარები ცხვირ წინ მიუჯახუნა თორნიკეს. გადარჩა რომ მისი ლამაზი პატარა ცხვირი არ გაელამაზებინა.
მანქანები ერთად შელაგდნენ ეზოში. სახლში ერთად შევიდნენ ბიჭები, თაიგულებით ხელში. ყველამ თავის გულის სწორს აჩუქა. ტყუპები გაშტერებული შეჰყურებდნენ იდენტურ გოგოებს რიჟა თმებით. მათ ვარდები მიართვეს და მომნუსხველად გაუღიმეს.
სანამ გოგოები გამოჩნდებოდნენ, თორნიკესთან ირაკლი მივიდა. ხელი ჩამოართვა და გულში ჩაიკრა.
- მეამაყები ხომ იცი, ყოველთვის შვილად მიმაჩნდი და ასეც იქნება მუდამ! როგორც საკუთარი ვაჟი ისე მიყვარდი და ვამაყობდი შენით! ღმერთმა დაგლოცოთ და ისეთი ქმრობა გაგეწიოს ჩემი ქალიშვილისთვის, რომ ცამდე ამაყი ვიყო. ვიცი რომ გულს არ ატკენ და ასი პროცენტით გენდობი. მთელი ცხოვრება ისე გაგევლოთ, რომ თქვენი სიყვარული ყოველ დღე ფრთებს შეისხავდეს და გაძლიერდეს.
უკვე გრძნობდნენ სისუსტეს, თავბრუსხვევას, თითქოს ძალა ეცლებოდათ. სანამ მისაღებში ჩავიდოდნენ და სადაც ბედნიერების საწყისი ელოდათ.
კიბეებზე ჯერ ლიზა მიაბიჯებდა. რომელსაც წელიდან გაშვებულიკაბა ეცვა. საკმაოდ დიდი დეკოლტეთი. მკლავების გარეშე, საკმაოდ მოხდენილი იყო. ლამაზი ვარცხნილობა ამშვენებდა, სახეზე ორი კულული ეყარა. ამბობენ ყველა პატარძალი თავის ქორწილში ბედნიერებისგან ბრწყინავს და ლამაზი არისო. მაგრამ, ელიზაბეტი სიხარულისგანაც და ყველანაირად ბრწყინავდა. ბრილიანტს არ ჩამოუვარდებოდა სიკაშკაშეში. თორნიკეს სუნთქვა შეეკვრა. ლიზა კი მას შეჰყურებდა სიყვარულით. ლურჯი ჯინსის შარვალი და კლასიკური ტუფლი ეცვა. თეთრი პერანგი ნავარჯიშევ სხეულზე ჰქონდა შემოტკეცული და მიმზიდველს ხდიდა. ზევიდან კი ლურჯი პიჯაკი მოეცვა.
ანაბელიც გამოჩნდა, რომელიც ყველაზე სექსუალური პატარძალი იყო. მისი საოცნებო კაბა ეცვა. ძლივს იშოვა ისეთი დიზაინერი, რომელიც მის კაპრიზებს აასრულებდა. მარტო მკერდი ჰქონდა დაფარული. ტანზე უფერული მატერიით იყო, უმკლაო, ლამაზი ყვავილებით გაფორმებული. ტანს ქვემოთ, მატერიის შიგნით კრემისფერი სარჩულით. თმები, გვერდებზე დაწნული ჰქონდა, შუაში კი კოსად შეკრული. სადაც გრძელი ფატა ჰქონდა დამაგრებული.
წინ მიიწევდნენ, უფრო და უფრო მცირდებოდა მათ შორის მანძილი. ერთმანეთის თვალებში იძირებოდნენ. ერთმანეთის გარდა ვერავის ხედავდნენ, არავინ არსებობდა. წელზე შემოაჭდეს ხელები საყვარელ ადამიანებს და ზედ აიკრეს. მათი ბაგეებიც შეეწყნენ ერთმანეთს. ვერ იტყოდით ბიჭი სჯობსო, ანდაც გოგო უფრო ლამაზიაო. ერთმანეთს ავსებდნენ და ალამაზებდნენ. მზის სხივებივით ანათებდნენ და ათბობდნენ მათი ბედნიერებით გარშემო მყოფებს.
- ჩემი პირადი სიცოცხლის ელექ ხარ, სამხარაძეების ქალიშვილო. - ყურში ჩაჩურჩულა თორნიკემ.
- უზომოდ მიყვარხარ ნაროზაულო! - მანაც სიყვარულით ამოილაპარაკა.
აღარ არსებობდა ღელვა, მხოლოდ ბედნიერებისგან უკრავდა ოთხი გული ერთ მელოდიას.
ფოტოები გადაიღეს და გაუდგნენ საოცნებო სვანეთისკენ გზას. ბავშობის ოცნების ასახდენად.
ჯვარი მაღლობზე მდგარ პატარა ტაძარში დაიწერეს.
საკუთხევლის წინ იდგნენ, ბედნიერებისგან გაცისკროვნებულები და თანხმობას უცხადებდნენ საყვარელ მამაკაცებს.
მამაომ როდესაც დაასრულა ცერემონია, ღვთის წინაშე უკვე ცოლ ქმარნი იყვნენ.
ფოტოგრაფი ყველა მომენტს აფიქსირებდა.
- გილოცავთ ჩემო ლამაზებო. ძალიან მიყვარხართ და დიდ ბედნიერებას გისურვებთ. - სიხარულის ცრემლებს ძლივს იკავებდა ანასტასია. გულში ჩაიკრა წყვილები.
- ჩვენც გვიყვარხარ. - ყველა ერთად ჩაეხუტა.
- სიდედრო ცრემლები არ იყოს. - სიცილით უთხრა თორნიკემ. ტაოს გაეცინა. - რა ლამაზი სიდედრი მყავს რა.. - აგურისფერი ტანზე გამოყვანილი კაბა ეცა. რომელშიც ელეგანტურად გამოიყურებოდა. ცალ ბარძაყამდე შეხსნილი. ზურგი კი მოშიშვლებული.
- მართლაც ლამაზი ცოლი მყავს. მეშინია კიდეც არ მომტაცონ, მოდი ქალო ჩემთან. - სიცილით უთხრა და ზედ მიიხუტა. ბაგეებზე დაეკონა. ამაზე ანასტაისას პატარა გოგოსავით ლავიწები აუფორაჯდა.
- მეც სიმპატიური ქმარუკა მყავს. ყველას დავთხრი თვალებს ვინც შემოგხედავს, შენ კიდევ სახლში მოგივლი თუ ვინმეს შეხედავ. - ამაზე ყველას გაეცინა. ირაკლის ტანზე მომჯდარი შავი, კლასიკური შარვალი ეცვა. თეთრი პერანგი და შავი კოსტუმი.
- გილოცავთ უკვე ცოლ ქმარნი ხართ, ბედნიერ მომავალს გისურვებთ. - შემდეგ ბიჭებს მხრებზე ძლიერ მოუჭირა ხელები. - თუ რომელიმეს აწყენინებთ და ამას მე შევიტყობს. ხომ იცით რა მოხდება?! - ყველაფერი სახეზე ეტყობოდა, ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, ,,შარში ვართ ძმაოვო’’. ორივეს გაეცინათ.
გზაში სიგნალებით მიჰქროდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ იქნებოდა ნეფე დედოფალის წინ. ტყუპები იმხობდნენ ყველაფერს. პირველობას არ კარგავდნენ.
რესტორანში შევიდნენ წყვილები და სტუმრების ყურადღებას მიიპყრეს.
დარბაზში ყველაფერი დახვეწილი და ლამაზი იყო. ლიზა აღფრთოვანებული ათვალიერებდა, ყველაფერი ისე იყო როგორც მას სურდა. ისამნებით იყო ყველა მაგიდა გაფორმებული. იასამნისფერს, ანაბელის საყვარელი ლურჯი ფერი ერწყმოდა.
ხელმოწერაც მშვიდად დასრულდა. წყვილებმა თავიაანთი ადგილი დაიკავეს.
- კლასი უნდა გაჩვენოთ - ტაში შემოკრა ლაზარემ და დაისის მელოდიაზე დაიწყო ლამაზად ცეკვა. ლიზას წამოდგა და ქალური, დახვეწილი მოძრაობებით ცეკვას შეუდგა. ყველა მონუსხულად და გასუსული შესცქროდა. თორნიკე და ანაბელიც შეუერთდათ მათ, მელოდიის დასრულების შემდეგ ადგილს დაუბრუნდნენ.
ქართულ სუფრას როგორც ახასიათებს წავიდა მამაპაპური სადღეგრძელოები.
მოულოდნელად დარბაზი ჩაბნელდა, მხოლოდ დიდი მონიტორიდან მოდიოდა კაშკაშა სინათლე. ანაბელი, წამოდგა ახლოს დადგა და სურათის გამოსვლასთან ერთად დაიწყო სიმღერა. მათი ბავშობის კადრები ერთმანეთს ეცვლებოდნენ. ყველა გაოგნებული უყურებდა, განსაკუთრებით დამიანე და ლიზა, არასდროს მოუსმენიათ მისი ნამღერი, ცრემლებმა იწყეს დენა ბედნიერებისგან. თორნიკესთან და ახალ შეძენილი მეგობრებთან გადაღებული ფოტოებიც გამოჩნდა. ზოგ სურათზე იცინოდნენ კიდეც. სადაც ანაბელის მაიმუნობები იყო ასახული.
ფეხზე წამოდგნენ და გულში ჩაიკრეს მეგობარი. სამნი იყვნენ, ბავშობიდან მოდიოდნენ და უყვარდათ ერთმანეთი. და კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ერთად.
სინათლე მოიცვა დარბაზი და აპლოდისმენტებმაც არ დააყოვნეს.
- საოცრება ხარ ანაბელ! - გადაულაპარაკა ლიზამ და ლოყაზე აკოცა.
- ეს დღე არადროს დაგვავიწყდება, არავის დაავიწყდება! - ამოილაპარაკა სიყვარულით გაჟღენთილი ხმით ანაბელმა.
- როგორ დაავიწყდებათ, საქართველოს ყველა ჟურნალის ჟურნალისტები გყავს მოწვეული. - სიცილით უთხრა დამიანემ.
წყნარი მელოდია გასიმა ახალ დაქორწინებულებისთვის. ფეხზე წამოდგნენ, მამაკაცებმა ხელი ჩაჰკიდეს საყვარელ მეუღლეებს და დაიწყეს ვალსის ცეკვა.
სიყვარულით შესცქეროდნენ, ერთმანეთის ბაგეებს აგემოვნებდნენ. ანაბელმა ხელები კისერზე შემოაჭდო, სახე ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა.
- სულ, სულ, მალე მამა გახდები ! - დამიანე გაქვავდა ყინულივით, ვეღარ ინძრეოდა. გულმა ფეთქვა შეწვიტა. ანაბელს ეგონა არ გაუხარდა ჯერ ადრე არისო და ცრემლებით აევსო თვალები. ყველა გაოგნებული შესცქეროდა წყვილს. როდესაც გაანალიზა ნათქვამი, ყინული გალღვა, გულმა გაორმაგებულად დაუწყო ფეთქვა, პულსაცია აუჩქარდა. თვალზე ერთი ეული სიხარულის ცრემლი გადმოვარდა.
- მამა გავხდებიიიი ხალხოოო.. მამაააა.. - მთელი ხმით იღრიალა, ხელში აიტაცა და ბზრიალი დაიწყო. გონს მოსულმა ფრთხილად დასვა და შეშინებულმა შეეკითხა. - რამე ხომ არ გატკინე?
- არაფერი.. - სიცილი ვერ შეიკავა მის სახეზე. დამიანე დაიხარა და წელზე შემოაჭდო ხელები და მუცელზე აკოცა.
- მამაიკო როგორ მიყვარხარ. როდის გიხილავ და გულში ჩაგიკრავ. როდის შევიგრძნობ შენს სურნელს. - ყური მიადო თითქოს პასუხს მიიღებდა. შემდეგ წამოდგა და ბააგებზე დაეკონა. - ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მამაკაცი გამხადე!
- მიყვარხარ! - უთხრა ანაბელმა და ჩაეხუტა.
ყველას გადაედო მათი ბედნიერება. ელიზაბეტი მივიდა და ჩაეხუტა, ნათლია გახდებოდა და უბედნიერესი იყო.
ამის მერე რა იყო?! ულევი ბედნიერება და სიხარული. კამათიც იყო. მაგრამ, შერიგება განსაკუთრებული. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და მთავარი ეს იყო, მისი მეშვეობით კი პრობლემებსაც ადვილად მოაგვარებდნენ. ახალი წყვილებიც შეიქმნა და სამეგობრო გაფართოვდა.



ძალიან, ძალიან მიყვარხართ.
იმედია მოგეწონათ დასასრული..
მადლობას გიხდით, რომ კითხულობდით.
გამიზიარეთ თქვენი საბოლოო აზრი.
მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

რახან ეს გვეღირსა და ყველა ჯანმრთელი და ბედნიერია აწი რაღა მომკლავს ❤
ჩემი ირაკლი მაინც რა ელეგანტურია ❤(ფანტაზიის უნარი მაქვს მკვლელი :დ)
ვეკიდები ახალი ისტორიას კუსკუსა ❤

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Maiaabuladze
რახან ეს გვეღირსა და ყველა ჯანმრთელი და ბედნიერია აწი რაღა მომკლავს ❤
ჩემი ირაკლი მაინც რა ელეგანტურია ❤(ფანტაზიის უნარი მაქვს მკვლელი :დ)
ვეკიდები ახალი ისტორიას კუსკუსა ❤

ჩემო ლამაზო

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,მომეწონა ძალიან და იმედია მალე დაგვიბრუნდება ახალი ისტორიით
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი tamuna

ისტორია მომეწონა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "ყველა გზა შენათან მოდის მარიამ" დიალოგებს ვკითხულობდი. არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა,მაგრამ აშკარად ერთი ერთში იყო ამონარიდები. შენ კიდევ წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent