შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები ( დასასრული )


4-06-2017, 23:08
ავტორი gonegirl
ნანახია 20 776

ზუსტად 1 აპრილს დავდე პირველი თავი და 2 თვეზე მეტია ერთად მოვდივართ. როცა იანვარში რასაც ქვია ლომკა დამეწყო „გაიტაცე ბებიაშენი“ დაიწერა, ახლა არ ვიცი რას ვიზამ და საერთოდ თუ ვიზამ რამეს. მათთვის ვინც ბაჩუკის დაბრუნებას ელოდებით, „მე, შენ და ცუდი ბიჭები“ ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში დაიდება (სავარაუდოდ სრულად) თავისი ორივე ბონუს თავით (სხვა თუ არაფერი ბონუს თავებით ინოვაცია ხომ შემოვიტანე :დ). „ბურდული და სხვა კატასტროფები“ კი ის მესამე ისტორიაა რომლის დაწყების საკითხზე დიდხანს ვყოყმანობდი, ახლა ზუსტად ვიცი რამდენს დავკარგავდი ამის გარეშე რომ წავსულიყავი.
ეს საიტი ფაქტიურად ჩემი მეორე ცხოვრება გახდა, მაგრამ ახლა ორ ფრონტზე ბრძოლით დაღლილი მე და ჩემი მუზა ერთად ვაპირებთ კომაში ჩავარდნას.
ვერ ავღწერ რა გრძნობაა როცა შემოდიხარ და ერთმა „რეგვენოზავრი“ ან მსგავსი ფრაზა აიტაცა და გამხნევებს, მეორეს ტექსტის მოცულობა არ ეყო და გეწუწუნება, მესამემ გაგასწორა უკვე მიწასთან, მეოთხე იმ მესამეს ეჯუჯღუნება, მეხუთე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და მხოლოდ შემდეგი თავის თარიღს გეკითხება, ამ დროს მეექვსე ემატება ბაირონსაც რომ არ სმენია ისეთი ქებით და ემოციებისგან უკვე ჭკუაზე აღარ ხარ, მეშვიდეს მოეწონა მაგრამ დაგვიანების შემთხვევაში საკუთარ თავზე პასუხისმგებელი არაა :დ. ვერ ვიტან დამშვიდობებებს, ამიტომ ბოლო სიახლეს სავარაუდოდ საერთოდ არაფერს აღარ მივაწერ, აქედან იცოდეთ რომ მომენატრებით ცალ-ცალკე და ყველა ერთად!
პ.ს facebook-ზე მხოლოდ საიტის მომხმარებლების დატოვება მინდოდა მეგობრებში, თუ რომელიმე მკითხველი წაშლილთა სიას მივაყოლე მაპატიეთ, თავიდან დამამატეთ და დააყოლეთ თითები დაგემტვრევა შემდეგში თქო :დ.
ახლა კი დროა საკუთარ თავზე შეყვარებული გმირი, მეამბოხე ზღარბი, ბოთე ნინელი, უფრო ბოთე ფაჩულია კაცი და რაღა თქმა უნდა ფენომენი ხვედელიძე შემოვიდნენ საქმეში
---------------------------------------------------------------

ნინი.
ნეტარების დღეების დასასრულში დასარწმუნებლად კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს დაფის გვერდით კალენდარზე აღნიშნულ 15 სექტემბერს, აქ დაიწყო შენი ტექსტების ზეპირობის სეზონი ნინი! გადასარევია, ზაფხულის სამმა თვემ გაქცეული პანტერის სისწრაფით ჩამიქროლა და შენგელაიას ორსაათიანი ლექციის დამთავრებას აღარ დაადგება საშველი. უკვე წამების თვლაზე გადასულს ომახიანად ჩამესმის ნანატრი ზარის ხმა და მობილურმომარჯვებული მივალაჯებ გასასვლელისკენ
„დამიმთავრდა ლექციები,თორმეტზე მანდ ვარ“ -ნაჩქარევად ვკრეფ კლავიატურაზე.
„ნინელი აწიე თავი“-კიბეებზე ჩამავალს მომდის პასუხი და სუნთქვაშეკრული ვასრულებ ბრძანებას. ტრადიციულად მანქანასთან აყუდებული სილუეტი ყურებამდე გაკრეჭილი მიქნევს ხელს
-თამაში რომ გაქვს დღეს?-ყოველ დანახვაზე ხელახლა აჩქარებული გული არც ახლა ღალატობს ჩვეულებას
-თერთმეტია ჯერ-შესახვედრად წამოსული ფართოდ შლის მკლავებს, მორჩა, დამეწყება პარანორმალური მოვლენები ახლა. ჯერ წელზე ვგრძნობ თითების შეხებას, მერე თმაზე, საფეთქელზე ლოყის დადება და სამყაროსგან მოწყვეტა ერთია, ისე ვეკიდები ყელზე თვით აჯანყებული ლუკაც ვერ ჩამომხსნის აქედან!
-გაკოცებდი მაგრამ მტერი გვიზის მანქანაში-სიცილნარევი ხმა ჩამჩურჩულებს ყურში, ტვინი კი წინასწარ იაზრებს მთელი დღე პირგამოტენილი ინდივიდისგან გაზეპირებული ლექციების სმენა რომ მოუწევს და წამის მეასედში ისევ თავის ადგილას ვაბრუნებ ხელებს, უხ ხვედელიძე! მაინც ჩამომხსნა.
-შიკოც ზის?-ცნობისმოყვარედ ვიგრძელებ კისერს
-არა ავტოსერვისში ვარო ,იქ უნდა გავუაროთ-მანქანისკენ ბრუნდება რომ არ უნდა მოვშორებოდი და მაინც მოვშორდი ის ერთადერთი. უკანა სავარძელზე გამაგრებული ბოროტი სულის გამო ძლივს ნაღირსებ შეყვარებულს წესიერად ვერ ვეხუტები, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს!
-ეს ჩვენი რომეო არაა?-უკნიდან ჩამესმის შენგელაიას ხმა და მანქანისკენ წასასვლელად მომზადებული ისევ რობოტივით ვბრუნდები უკან, ესეც უარესის მოხდომა, ახლა ტერორისტი ლუკა კი არა თვით კინოს სფეროში მოღვაწე ალქაიდას ბელადი გვიდგას წინ.
-დიახ, ისაა-გაჭირვებით ვყლაპავ ნერწყვს და მზერა გვერდით დამნაშავე ბავშვივით აწურულ ლექსოზე გადამაქვს.
-მსახიობობაზე არ გიფიქრია ყმაწვილო?-სათვალეების სწორებით წკურავს თვალებს შენგელაია. მომესმა ვითომ? მგონი ლექტორი გამიგიჟდა
-არა-თავს უმანკო სახით აქიცინებს ლექსო
-კარგია, არც არასდროს იფიქრო ყმაწვილო-ტუჩებმოპრუწული გვაქცევს ზურგს კინემატოგრაფიის მამა. გადავრჩით, არ გაგიჟებულა.
-ეს სულ ასეთია?-გრძელ საჩვენებელ თითს უკვე მიმავალისკენ იშვერს ლექსო
-ასეთში მწარეს გულისხმობ თუ საშიშს? კი სულ ორივენაირია-გამოტანილი დასკვნით მივაბიჯებ ლურჯი სუბარუსკენ.
მანქანაში ჩაჯდომა და გიგანტური თავის წინ გადმოყოფა ერთია
-რამდენჯერ გითხარით ჩემ წინ ნუ სიყვარულობთ მეთქი-ლიმონათიან ხელს იქნევს ლუკა. სამი თვის მანძილზე აშკარად პროგრესი გვაქვს, ადრე თუ თვალების ქაჩვით გამოდიოდა სიტყვაში ახლა მოვალეობის მოსახდელად მშვიდი ტონით დუდღუნებს.
-ჯერ ერთი ჩვეულებრივად ვეხუტებოდით და მეორე, ვინც ეგ მთელი საწყობი ლიმონათები გაჩუქა ხომ უნდა დაამტვრიო ხელები ძირში-გაბუსხული ვაწიწკნი ლოყას.
-კონტრაქტში წერია ასე, თვალსაჩინო რეკლამაცაა საჭიროო-მხრებს იჩეჩავს ხვედელიძე
-რა ეწერა ხალხში ნატახტარით გამოჩნდი ხოლმეო თუ დღეში ათი ბოთლი დაიცალე თავზეო-საჭეს ხითხითით აბრუნებს ლექსო. ავტოსერვისთან მისვლამდე ოთხმოცდამეათეჯერ ვისმენთ როგორ დაურეკეს ივნისის ბოლოს კომპანიიდან, როგორ მეცადინეობდა „ნატახტარის ლიმონათი გინდა?“-ს თქმაში, რა გმირულად დადგა კამერების წინ და როგორ შეემატა ფეისბუქზე თაყვანისმცემლების ორიათასიანი არმია.
-მოდი ვიდეო გაჩვენოთ-ახლა ტელეფონისკენ მიაქვს თავისუფალი ხელი. ღმერთო! ოღონდ ეს არა
-დავიზეპირეთ ლუკა-უკანა ხედვის სარკეში განწირული სახით იყურება ლექსო
-აღარ შემიძლია გული მღერის გული ხარობს ბრუნავს დედამიწას მოსმენა-სასოწარკვეთილი ვიდებ ყურებზე ხელს
-ერთხელაც ნახეთ და დღეს ჩახუტებაზე აღარ ვიწუწუნებ-წინ გადმოხრილი გამეტებით გვიტრიალებს იუთუბში ჩართულ ვიდეოს.
-ანუ შენს წინ ხელს რომ გადავხვევ ტერმინატორივით არ მეცემი მკლავზე-ხარხარით არაკრაკებს ლექსო
-და ბოლოსდაბოლოს აღიარებ ჩვენს ერთად ყოფნას და სუვერენიტეტს-საჩვენებელ თითს დემონსტრაციულად ვწევ
-ნწუ-თავს აქნევს ხვედელიძე, მგონი ეს არას ნიშნავდა. ახლა გადაიქცევა შაურმის გადამამუშავებელი ფაბრიკიდან აუღებელ ციხესიმაგრედ!
-მაშინ არ ვნახავთ-ცხვირაბზუებული ვაჯვარედინებ ხელებს-ტელევიზორში რომ გამოჩნდები იქაც სხვა არხზე გადავრთავ!
-ჰო მეც-ბანს მაძლევს ლექსო
-შენ საერთოდ არ უყურებ ტელევიზორს-საჭესთან მჯდომისკენ თითს მბრალდებელივით იშვერს ლუკა. მგონი ბერლინის კედელი ნელ-ნელა იშლება. ორწუთიანი დუმილის შემდეგ სიჩქარეების კოლოფამდე გადმოწოლილი ხვედელიძე მარდად რთავს სანაქებო ვიდეოს, აშკარად შევცდი ბერლინის კედელთან დაკავშირებით.
-შეთანხმებას არ მიგვიღწევია-პროტესტის გრძნობით სავსე ვაბრუნებ თავს
-ჩემთვის ჩავრთე-ცხვირს იბზუებს ლუკა
-მისთვის ჩართო-აკაკანებული ლექსო ზედ ჩემ ცხვირწინ აფარებული ხვედელიძის მობილურისკენ იშვერს თითს. ისევ ჩამესმის ფიზიკის მასწავლებლის ხმასავით შემაძრწუნებელი ბრუნავს დედამიწაა, უღრუბლო ცა, კრიალა ზღვა, რა გინდა სხვა. დანებებული ვეგუები ბედს, ახლა ეკრანზე გამოჭიმული ხვედელიძის ნახევარი ჩანს ანუ ის ნაწილი რომელიც კამერამ დაიტია, ჰოდა ორ წამში ეკრანიდან ერთი ლუკა ყვირის „ნატახტარის ლიმონათი გინდა“-ს მეორე ლუკა კი ზედ ჩემს ყურთან აძლევს ბანს. გადასარევია, მანქანაში ტრადიციულად ერთი ყველაზე ბედნიერი გვიზის და ის ერთიც როგორც ყოველთვის ხვედელიძეა!
კლიპის დამთავრება და ავტოსერვისთან მისვლა ერთია,ხუთ წუთში მაშოც ხელების ქნევით სკუპდება უკანა სავარძელზე
-რა ქენი შიკო?-თავს აბრუნებს გადასაკოცნად მომზადებული ლექსო
-ხვალ დილით მოაკითხე მზად იქნებაო-ხელებგაშლილი არაკრაკებს მაშო
-რა ჭირს შიკო?-ღაბაბიან კისერს იგრძელებს ლუკა
-გადაცემათა კოლოფი აქვს შესაკეთებელი-მანქანას ძრავს ლექსო
-აა ჰო-კოპებს კრავს ხვედელიძე. კი ლუკა ერთი შენ ჩაწვდი პრობლემის არსს და მეორე მე.
სტადიონის გზაზე მიმავალებს უკვე პროგრესი გვაქვს, ახლა ფანებთან გადაღებული სურათების მეასეჯერ დათვალიერების პატივიც დაგვდო ნატახტარის სახემ.
-აქ რომ გოგო იდგა სად გაქრა?-ინტერესით ვაჩერდები სურათზე ხვედელიძის გვერდით მდგარ საყვარელ ქერას და მეორე ფოტოზე უკვე ქერას გარეშე იგივე პოზაში მდგარ ხვედელიძეზე გადამაქვს მზერა
-ლუკა, რამდენჯერ გითხარი ადამიანების ჭამა ცუდი საქციელია მეთქი?-კისკისით ჩქმეტს მაშო
-მეღიტინება, გაჩერდი მეღიტინება!-ტორების ფრიალით კარს ეწებება ჭარბწონიანი მსხვერპლი
-ლუკა დაუბრუნდი ცენტრს თორე ცალ მხარეს გადაიხარა მანქანა-სავარძლიდან გადაყოფილი ხელით მეორე მხრიდან ვუღიტინებ
-ორი ერთზე უსამართლობაა! ლექსო მიშველე!-აფართხალებული მკლავებით ხან ერთს გვიგერიებს ხან მეორეს
-კი ლუკა ახლავე გავუშვებ საჭეს და დაგეხმარები-ჭკუაზე არაა ლექსო.
ზუსტად 11:40-სთვის სტადიონის წინ ვჩერდებით ორი მებრძოლი, ერთი მძღოლი და ერთიც ძალადობის მსხვერპლი. სანამ ხვედელიძე თავის ლეგენდარულ ზურგჩანთას ექაჩება გადმოსატანად სამივე ბოლთის ცემით ვიცდით შესასვლელის წინ
-გავიქეცი სანამ მწვრთნელი გამოვარდნილა-მაგრად გვეხვევა ლექსო
-შენთან ვართ ლექსიკუნა-თითის წვერებზე იწევა მაშო
-წარმატებები-მეორე მხრიდან ვეკიდები ყელზე. გრძელი მკლავების შეშვების და ორივე თვალის ჩაკვრის შემდეგ სირბილით გვშორდება კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი.
-ზოგჯერ მგონია აჩეხილი კაცი უდევს იმ ჩანთაში და იმიტომ დაათრევს ყველგან-მზერა ძლივს გამოტეულ ლუკაზე გადამაქვს
-მაქსიმუმ აჩეხილი ძეხვი იპოვო მანდ-თავს აქიცინებს მაშო
-თქვენ თუ გგონიათ ვერ დავინახე როგორ ეხუტებოდით ძალიან ცდებით!-ქართლის დედასავით აწეული ხელით მოაბიჯებს ხვედელიძე. მორჩა, დაიწყო.
-ნუ ხარ კუდიანი დედაბერი-თვალების ტრიალით ექაჩება მაშო
-გაგვიშრო სისხლი-ფრუტუნით ვბრუნდები შესასვლელისკენ.
მესამე რიგში გამწკრივების და ვიღაც ვიღაცეების გიგანტური ჩანთის ჩათვლით ოთხი ადგილის დაკავების შემდეგ მონუსხულები ვუყურებთ თამაშს, ნუ მე და მაშო თამაშს, ლუკას ჯერ ორი სკამით დაშორებული შორტებიანი გოგონები ყავს დასაზვერი. მთელი ორი ტაიმის განმავლობაში ან ფეხზე წამომხტარები ვუწივით ლექსოს ან ხვედელიძის ხმამაღალ რეპლიკებს ვისმენთ რეკლამაში გადაღების თაობაზე თან მარჯვენა პროფილს უტრიალებს უემოციოდ მჯდარ შორტებიანებს
-ხომ ხედავ არ გაქცევენ ყურადღებას დამეღალა ტვინი-ხელებს აფრიალებს წყობილებიდან გამოსული მაშო
-ვერ მცნობენ დავიჯერო?-ნიკაპზე თითს იდებს ლუკა
-ვერა-ყურდაგუბულს მზერა შესვენებაზე ამოკუნტრუშებულ ლექსოზე გადამაქვს და გაორმაგებული გულისცემით ვხტები ფეხზე
-აყლაყუდა შე მაგარო-გვერდით მიდგება მაშო
-არ მომეკაროთ ოფლიანი ვარ-სახის მშრალებით გვანათებს შავ თვალებს, ერთი შენგელაიამ დაიჯერა ამის ნათქვამი და მეორე ჩვენ, დაბარებულებივით ვიხვევთ ხელებს მხრებზე. ჩაფიქრებული შოთა რუსთაველის პოზაში მჯდარ ლუკას გამომწვევი სახე მიუღია და ჯონი დეპის მზერით გაჰყურებს ისევ ურეაქციოდ მსხდარ შორტებიანებს, მეც არ ვიფიქრე როგორ არ გვეცა აქამდე აჯაჯღანებული მეთქი
-ლუკა,მგონი ფრანგები არიან ეგენი-ხითხითით ატყობინებს ლექსო
-მართლა ბიჯო? უხ რატო ვერ მიცნეს თურმე-ყბაჩამოვარდნილი აბრუნებს თავს. აბა, სად გადავრჩით რომ ვერ იცნეს, ხომ მოგვტაცებდნენ ამ ჩამოსხმულ ბიჭს.
-შენ გაგისკდა უხეირო თავი ხვედელიძე-შუბლზე ხელს იტყაპუნებს მაშო
-შიკო ფრანგული ხომ იცი შენ-ლეკვის თვალებს ანათებს ლუკა-როგორ მივესალმო?
-ბონჟუღ მადმუაზელ თქო უთხარი-არ აყოვნებს პასუხი.
-იწყება მესამე ტაიმი-ისევ გვემშვიდობება ლექსო-წარმატებები მისურვე ნინელი
-წარმატებები-ახლართულ მკლავებზე ფრთხილად ვუსვამ თითებს
ჩვენს ადგილას დაბრუნებულებს მძიმეწონოსანი რომეო უკვე საქმეში გვხვდება გართული, ერთი გამაგებინა რას ებურტყუნება მეტი არ მინდა არაფერი
-გაუღვიძია-მარცხენა მხრიდან ჩამესმის მაშოს გაბზარული ხმა
-ისევ სურათი გამოგიგზავნა?-ანთებულ მობილურში ვრგავ თავს. ეკრანზე გამოვარნილ ფოტოზე თავისი უნივერსიტეტის წინ მდგარი გაბადრული აპოლონი ჩანს, ქვემოთ მოყოლილი მესიჯით „გმირმა პატივი დაგდო და ისევ გათვალიერებინებს ბონს, ორ საათში დაგირეკავ ზღარბო-შენი გმირი“
-ორი კვირაა სწავლა დაეწყო და ხან დერეფნებში იღებს სელფებს ხან ბეთჰოვენის ქანდაკებასთან-თავს აქნევს მაშო
-გენატრება?-მოწყვეტით ვაბრუნებ თავს, ყელზე ჩამოკიდული ყელსაბამი უსიტყვოდ მცემს პასუხს და სანამ სიტყვიერსაც მოვისმენდე სასიყვარულო ლაშქრობაში წასული მეომარი ყურებჩამოყრილი გვიბრუნდება უკან
-მგონი ჩაუვარდა ვიღაცას კოვზი ნაცარში-ცნობისმოყვარედ ვიგრძელებ კისერს
-შიკო ფრანგულად დაგიდგი კუბო როგორაა?-მთელი სერიოზულობით კითხულობს დოინჯშემორტყმული ლუკა, ჰო აშკარად ჩაუვარდა
-დაეგდე ხვედელიძე-ხელზე ექაჩება აკისკისებული მაშო
-ისე ადამიანი სიყვარულს რომ აგიხსნის როგორ უნდა უპასუხო-ბრძანებას ემორჩილება მომდევნო ზოგადსაკაცობრიო კითხვით შეპყრობილი უარყოფილი რომეო.
-პირდაპირ უნდა ატაკო მეცო-გამოცდილებიდან გამომდინარე დაუფიქრებლად ვღაღადებ.
-ჯერ დაველოდებოდი როდის ამოღერღავდა, შემდეგ მთელი წელი ვარბენინებდი ქეციანი ძაღლივით და რომ ამოძვრებოდა სული მერე ვეტყოდი შენ ხარ ოთახში ბალიშზე მეტი მეთქი-მხრებს იჩეჩავს აშკარად დასევდიანებული მაშო.
-დარჩები გაუთხოვარი-დასკვნა გამოაქვს ლუკას
-შენ შეგიძლია ბალიშის მაგივრად კეკელიძის ლობიანი ჩასვა-ტუჩებმოპრუწული ვაბრუნებ თავს
-ან გლდანის შაურმა-ბანს მაძლევს მაშო-რომელიც უფრო გეძვირფასება რა.
-ყველაზე საშინელი დაქალები ხართ-თვალებს აწვრილებს ხვედელიძე.
-ჩვენც გვიყვარხარ ლუკა, გავიქეცი ახლა ლექციაზე-ფეხზე ხტება მაშო და წასვლის წინ პირდაღებულ ხვედელიძეს გამწარებული ეჩურჩულება რაღაცას. ბოლო ტაიმის ათი წუთის, პლიუს ლექსოს ლოდინში გატარებული თხუთმეტის და მანქანასთან მისავლელი დროის განმავლობაში ზუსტად იგივე სახით მოარული ხვედელიძე არაფრის დიდებით არ იღებს ხმას.
-სანამ გამოუხედავს მაკოცე-გასახდელიდან მოაბიჯებს გაბადრული ლექსო. სასწრაფოდ ვეგებები გამოშლილ მკლავებს და ავტოსადგომის კუთხეში აწურულები დირექტორისგან გაქცეული ბავშვებივით ვემალებით მრისხანე ხვედელიძეს. ლექსოს სახის მოახლოვება და სამყაროდან მოწყვეტა ერთია
-მიყვარხარ ნინელი-ჩურჩულით მკიდებს ხელს
-მეც მიყვარხარ-კისკისით მივუძღვები უკვე მანქანასთან აყუდებული და სივრცისკენ მომზირალი ლუკასკენ.
-რა ჭირს ამას?-უკვე საჭესთან დაჯდომისას ლუღლუღებს გადმოხრილი ლექსო
-აზრზე არ ვარ, მაშომ უთხრა რაღაც და იმის მერე ასეა გაჩიჩინებული
-რომ დავემალეთ მაშინაც არ ამოუღია ხმა
-არც ხელის გადახვევაზე მოვარდნილა ცოფიანი ძაღლივით-ნელ-ნელა ვაჯამებ მოვლენებს. ამასობაში ისევ შოკურ მდგომარეობაში მყოფი ლუკა უკანა სავარძელზე გაშტერებული ებერტყება. რა ხდება ჰიპნოზი გაუკეთა?
-მაშო ძაან მოწყენილი იყო დღეს-მდუმარე სულიერის კორპუსთან მისვლისას შავ თვალებს გვანათებს ლექსო
-მთელი ზაფხული ეგრეა-ჰოი საოცრებავ თვით ხვედელიძემ ამოიდგა ენა!
-საღამოს ჩვენთან შევიკრიბოთ და გავამხიარულოთ ცოტა-მათკენ ვაბრუნებ თავს.
-ბალიაშვილიც ამოდის?-კოპებს კრავს ლუკა, ვინმემ ამიხსნას რა ჭირს ამას.
-ყველას დავურეკოთ, სიხარულიძე და მაღრაძეც ამოვლენ ალბათ-მხრებს იჩეჩავს ლექსო
-პიცებს და არაყს ამოვიტან მე-ისეთი ტონით გვიჭრის ხვედელიძე ამოტანამდე არ შემოგეჭამოს მეთქი მიძახებასაც ვერ ვბედავ.
-რამე გაწყენინეთ?-მანქანიდან გადასულს წინ უდგება ლექსო, წამში დამნაშავესავით ვესვეტები მის გვერდით და მკაცრის მაგივრად ახლა ლეკვის გამომეტყველება აკრულ ლუკას ვუსწორებ თვალს
-აუ ჩახუტებას აღარ დაგიშლით, არც ვიწუწუნებ, შევეჩვევი მართლა-ფეხებს ორი წლის ბავშვივით აბაკუნებს თვალებამღვრეული. მგონი აპოკალიფსი გვიახლოვდება და მე არ ვიცი.
-ისევ მე ხომ გეყვარებით სხვა ძმაკაცებზე მეტად?-სასოწარკვეთილი სახით აგრძელებს ზემოთხსენებული აპოკალიფსის მომასწავებელი. მგონი ვიღაცამ გულჩვილობის ჰორმონები გაურია იმ ლიმონათში.
-ისედაც გვიყვარხარ შტერო-ბეჭზე უტყაპუნებს გაკრეჭილი ლექსო
-სამივეს-თავის ქნევით ვადასტურებ
-მოდი ჩაგეხუტოთ!-სიტყვის დამთავრებიდან გააზრების მოსწრებამდე უკვე ყურებამდე გაკრეჭილი ლუკა მოექანება გაშლილი ხელებით. არა, არა ოღონდ ეს არა! მომდევნო ორ წამში ზედ სადარბაზოს წინ ვდგავართ სამნი, სუნთქვაშეკრული და შუბლით შესკლეცილი მე, გაბადრული ლექსო იმ დაჟეჟილი ნიკაპით წეღან რომ ვგლიჯე შუბლი და რაღა თქმა უნდა ჩვენზე მოხვეული ყოველთვის ყველაზე ბედნიერი ლუკა. ყოჩაღ ხვედელიძე, შენ გმირობა ჩაიდინე, ისევ!

.მაშო.
ნაცნობი შენობის წინ ტაქსიდან გადმოვდივარ და წინა შესასვლელისკენ ვიღებ გეზს, ახლა ვხვდები რომ საერთოდ არ მომნატრებიხარ ძვირფასო უნივერსიტეტო! უმანკო სახეებით შეჯგუფულ ბავშვებს კაკუნით ვუვლი გვერდს, სავარაუდოდ პირველკურსელების დაბნეული არმია შეესია დერეფნებს. წელსაც ისევე როგორც ყოველ სექტემბერს ვიღაც ბიჭს აშკარად სართული აერია და ოცდამერვე აუდიტორიას პირველის მაგივრად მესამე სართულზე ეძებს, წითელმაისურიანი გოგო საცოდავი სახით არტყამს კრუგებს ლიფტის ძიებაში, ხუჭუჭას გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გადაიმტერა ორი ლექტორი და ახლა მესამის გასამწარებლად მიემართება, ნინელის სულიერი სამეგობროს წევრებმა კი კუნჭული არ დატოვეს სელფი რომ არ გადაეღოთ. სოციოლოგიის აუდიტორიისკენ მიმავალი გუბაზის კაბინეტს ვუვლი გვერდს და ახლა ვხვდები რომ მომნატრებია, უნივერსიტეტიც, ლეცქიებიც, რუსუდანის წიკვინიც და ყველაზე მეტად მაინც ის იდიოტი მთელი კურსის გადარჩენის მისიით რომ შემიყოლა ამ კაბინეტში, მაკედონელივით გაჯგიმული რომ დაალაჯებდა მერხებს შორის, მოსვლის დღიდან სისხლს რომ მიშრობდა და პრინციპში ახლაც წარმატებით მიშრობს ოღონდ შორიდან, ახლოდან ჯობდა, არ შეიძლება ასე...
ის-ისაა კარი უნდა გამოვაღო მობილურის წკრიალს რომ მოვყავარ აზრზე, ერთი საათიც ვეღარ გაძელით უჩემოდ ნინელი?
-მაშო-მეორე მხრიდან ჩამესმის ჯაშუშური ჩურჩული
-ჰო
-შიკო ხვედელიძეს ჯადო გაუკეთე?-ახლა ლექსოს მხიარული ხმა ერთვება. ოჰ ჩაურთავთ სპიკერზე გვრიტებს
-რა ჩაიდინა გაფიცებთ-კისკისით ვეყრდნობი ფანჯრის რაფას
-რა და გამოვსწორდებიო, აღარ ვიწუწუნებო და შევეგუე მორჩაო-ხმის ტემბრით თუ ვიმსჯელებთ ორჯერ გადიდებული ლურჯი თვალებით უნდა მიკარკლავდეს ნინელი.
-დააფასეთ გონებამახვილი მაშო-ლამის ტაშის კვრით ავღნიშნო გამარჯვება
-შიკო რა გაუკეთე-ისევ ფაჩულია კაცი იკავებს თავის რიგს
-მოკლედ ხომ იცი რამდენი ხანია შენს მეჯვარეობაზე ოცნებობს ეგ ხინკლების მტერი?
-მეოთხე კლასიდან
-ჰოდა წამოსვლამდე ვუთხარი თუ ამათი ურთიერთობის წინააღმდეგი ხარ შენ არ ინერვიულო ბალიაშვილს აირჩევს მეჯვარედ ოდესმე ქორწილს თუ დააპირებენ თქო-ბოროტი ქირქილით ვამჟღავნებ საუკუნის შეთქმულებას
-ეს თუ უშველიდა აქამდე გვეთქვა-მხიარულად წივის ნინელი
-ვალში ვართ შიკო-ახლა ლექსო როხროხებს ყურმილში
-კარგი წავედი და გნახავთ საღამოს-გამარჯვებულის სახით მივაბიჯებ აუდიტორიაში. ფეხის შედგმისთანავე თვალები თავისით იწყებს მესამე რიგში რაღაცის ძებნას, ჰო მგონი ვიღაცას უფრო ეძებდა. სადარბაზოში მეზობელი კარის წინ ახალი მოსახლეების დანახვისას რომ ჩამწყდა რაღაც, ზუსტად ისე მწყდება ნაცნობი ადგილის დაკავებისას, ოღონდ ამჯერად არავინ არ მისკუპდება დაჯდომისთანავე, ბლაგვკუთხა სამკუთხედივით გადაჭიმული ფეხებიც აკლია თვალს და აღარც მომდევნო სიბრძნის შესავალში ნათქვამი ზღარბო ჩაესმის ყურებს, არ შეიძლება ასე...
ერთიანად ავარდნილი ყიჟინის ხმაზე ინსტიქტურად ვწევ თავს, მაგიდისკენ მიმავალ გაბადრულ გუბაზს ზოგი სტვენით ეგებება, ზოგი ტაშით და ვატყობ ვიღაც სალტოების კეთებასაც დაიწყებს მალე ბედნიერებისგან. როგორც იქნა, პალტოში გახვეული კრუელას ფონზე ათმაგად ბუნჩულა გუბაზი დაუბრუნდა ბუდეს ,მადლობა ზეციურო ძალებო!
სანამ მთელ სალექტორეთში ყველაზე დაბალი და საყვარელი არსება აღფრთოვანებული ხსნის სოციოლოგიის მომდევნო საფეხურის მიზნებს, წამდაუწუმ ვამოწმებ ინტერნეტ კავშირს, დარეკოს ახლა თორე ჩავღუნე ეკრანი! ერთსაათიანი ტანჯვის, დასვენების ზარის აწკრიალების და დერეფანში უკვე იმედგადაწურული სახით გასვლის შემდეგ მესენჯერში შემომავალი ზარის ხმა სწვდება სმენას, მგონი ამ წამს სუნთქვა და გულისცემა ერთდროულად შევწყვიტე. ჯანდაბა მაშო, ჯერ დაელაპარაკე და მერე მოკვდი თუ გინდა! სამჯერ მიშეშდება answer ღილაკისკენ წაღებული თითი და მეოთხე მცდელობაზე ყურში გარჭობილი ნაუშნიკებით ვეყრდნობი ფანჯრის რაფას
-გახსოვს ოთხმოცდათორმეტი დღის წინ რომ მაკოცე ზღარბო?-ნაწყვეტებად ჩამესმის ნაცნობი ხმა, ჯანდაბა, მგონი ახლა უფრო მენატრები იდიოტო
-ნუ მაიმუნობ სანდრო, ხუთ წუთში რუსუდანთან უნდა გავიქცე-მძიმე შესვენებებით ვუკარკლავ დიქტოფონს
-ცოტა დააგვიანე, ბოლოჯერ გირეკავ ზღარბო-თბილად მატყობინებს ბოხი ბარიტონი. რას ქვია ბოლოჯერ, ჯუნგლებში აპირებს გადასახლებას?
-თავს იკლავ სანდრო?-მგონი დაგეგმილივით მხიარულად არ გამომივიდა ნათქვამი
-არა, გადავწყვიტე აღარ დაგეკონტაქტო...მენატრები მერე-ისევ წყვეტილად მოდის ხმა და უკვე ორივე ხელით ვეყრდნობი რაფას.
-კარგი
-ხომ შევხვდებით ერთ დღეს? ჯოკონდასთან
-კი-ძლივს ამომდის ბგერები
-და შენ ათ წელში ისევ ისეთი ზღარბი იქნები როგორიც დღეს ხარ
-შენ კი ისევ ერთადერთი კატასტროფა იქნები ორი ფეხით
-გახსოვს პრეზენტაცია რომ ჩაგიშალე ზღარბო?-მთელი სამყაროსგან მწყვეტს ბოლოჯერ მოსასმენად განწირული ხმა
-და ხალიჩაზე რომ დაგაწებე სადარბაზოში გახსოვს?
-სახეზე მინდორი რომ დაგახატე-სიცილი ერევა ხმაში
-მინდორის გარდა ყველაფერს გავდა-ცივ კედელს ვადებ თავს-ქუსლიანით რომ გადამტვრიე ფეხები
-კევი რომ ჩაგაწებე თმაში
-არაყი რომ დაგალევინე წყ’ლის ნაცვლად
-და ობსერვატორიაში ჩავრჩით-საუბრის დასასრული ეტყობა ტემბრს
-და კოშმარულ კარუსელზე ვიჯექით ციცინათელაში-ყველა შეგრძნება ფილმის კადრივით მეხვევა ირგვლივ.
-მე კი შენი ხელი მეჭირა სანამ კიოდი
არეული გულისცემა და აკანკალებული თითები შეთქმულებივით მღალატობენ ერთმანეთის მიყოლებით, და ახლა ზუსტად ვიცი ერთი სიტყვის თქმაც რომ მოვინდომო უკითხავად გამცემს სათითაოდ ყველა ბგერა. ჰოდა ვდგავარ ხალხით სავსე და მაინც ცარიელ შენობაში, დადუმებული ვუსმენ სმენამდე სუსტად მოღწეულ სუნთქვას და წარმოდგენაც არ მაქვს რა ჯანდაბა გავაკეთო ორი წუთის შემდეგ როცა ამ სუნთქვასაც ვეღარ გავიგებ
-ათ წელში შევხვდებით ზღარბო-დუმილს არღვევს სმენამდე მისული ხმა
-ათ წელში შევხვდებით სანდრო-ჩურჩულით ვაბრუნებ პასუხს
-ზღარბო
-რა?
-ბავშვებს ციალა და კუკური არ დაარქვა
გაღიმებამდე წყდება კავშირი და მაინც ვერ ვიმეტებ ასე უბრალოდ გასაშვებად. ჯიუტად ველოდები სუნთქვის გაგრძელებას მანამ სანამ ჩამქვრალი ეკრანი არ მიდასტურებს რომ უკვე დიდი ხანია დამტოვა, არადა არ შეიძლებოდა ასე...
არ ვიცი რა დროს გადის არქეოლოგიის კაბინეტში აღმოჩენამდე, მაგრამ იქ, იგივე მერხზე დაჯდომისას ეჭვიც აღარ მეპარება რომ ნამდვილად ღირდა პირველი დღიდან ბოლო წუთამდე. ათ ან თხუთმეტ წელშიც რომ ვეღარ ვნახო თავისი სულელური ქოჩორით და შუბლზე აზიდული წარბებით მაინც ღირდა, ჯანდაბა, მაინც არ შეიძლებოდა ასე...
ზარის დარეკვისას მაშინვე შლიან ჭორთა მონატრებულ საბჭოს გაქაფული რუსიკო, ფორმაში ჩამდგარი გუბაზი და ამჟამად ფხიზელი ფილოსოფიის ლექტორი, მსგავსი სამთა კავშირი ჯერ არ ახსოვს პლანეტას პირველ მსოფლიო ომში რუსეთ-საფრანგეთის და ბრიტანეთის გუნდს თუ არ ჩავთვლით. უკანა რიგიდან ვიღაც ისევ გამწარებული ატკლაცუნებს საღეჭ რეზინს, მაღალი ბიჭი კი მგონი ყველა კურსის დასაწყისში თავიდან თვლის თავის საგვარეულოს, ასეა, ყველა ჯგუფს ყავს ერთი თარხან მოურავი. რუსიკო ისევ გამწარებული ცდილობს პროექტორი თეთრ დაფას დაუმიზნოს, მე კი მგონი ისევ სახლში დამრჩა ის უნივერსალური რვეული ათი სხვადასხვა საგნის ჩაწერა რომ შეგიძლია თითო ფურცლის დაშორებით.
-სანდრო!-შეკივლებასავით ჩამესმის რუსუდანის ბედნიერი ხმა და ინსტიქტურად ვიღებ თავს ჩანთითან, კართან ატუზული ნაცნობი სილუეტი გაბადრული აბიჯებს აუდიტორიაში. ჯანდაბა, ასათიანში დარეკეთ ვინმემ, მგონი გავგიჟდი...აშკარად შოკში მყოფს ისიც არ მესმის რას ბუტბუტებენ ხელების ქნევით, ახლა მერხებისკენ ბრუნდება სანდროს მოჩვენება და ჩვეული „დედამიწა ჩემ გარშემო ბრუნავს“ სახით მოაბიჯებს მეოთხე რიგისკენ...კი ნამდვილად გავგიჟდი!
-ამხელა გოგომ პირის დამუწვა რით ვერ ისწავლე ზღარბო?-ზემოდან დამყურებს მომწვანო მონაცროსფრო თვალები, აჩრდილიც აშკარად ისეთივე ნერვებისმომშლელი ყავს როგორიც თვითონ იყო.
-სანდრო?-ხრიალით ამომდის ბგერები
-ზღარბო?-იგივე ტონალობით იმეორებს და გვერდით მისკუპდება, ჯანდაბა, ფეხებსაც პატრონივით ფარჩხავს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მორჩა, ეს უნდა გავაკეთო! ცერა თითს საჩვენებელი თითის თანხლებით მივაქანებ და პირდაპირ გვერდებში ვჩქმეტ, არ არსებობს, ისაა!
-ეს რით დავიმსახურე ზღარბო?-აწკმუტუნებული ისვამს ხელს
-ნამდვილობაში ვრწმუნდებოდი-ახლა იმაზე მეტად მჭირდება ვალიდოლი ვიდრე იმ დღეს პლიაჟზე რომ დატანტალებდა კუნთების თამაშით. შენ გაგისკდა მოულოდნელობებით აღსავსე თავი სანდრო! მატყუარა თავიც მიყვა ზედ და უტვინოც!
-რატო მომატყუე დეგენერატო?-მეორედ ჩასაფრენად მიმაქვს თითები
-შენი სახე უნდა მენახა-მაჯაში იჭერს გაშვერილ მარცხენას და ჩამოყრილი ქოჩორის ქვემოდან მისწორებს მზერას. ჯანდაბა, აღარ შემიძლია მეტი. პროექტორის შესაცვლელად რუსიკოს გასვლიდან სამ წამს ითვლის გონება, მეოთხეზე უკვე ჩანთამოკიდული გავდივარ აუდიტორიიდან, მეშვიდეზე ცარიელ დერეფანში მივაბიჯებ გასასვლელისკენ, მეათეზე მკლავში ჩაფრენილი ხელი მატრიალებს უკან
-ნუ იბუტები რა ზღარბო, აღარ ვიზამ მეტს-მხარზე მადებს მეორე თათს, ტვინი კი პირველად აღიქვამს მართლა რომ დაბრუნდა.
-პირაპირ აეროპორტიდან მოვდივარ, ხედავ გმირს როგორ მოენატრე?-მთელი ტანით იწევა ახლოს, ჰო მართლა დაბრუნდა.
-ჩამეხუტე თორე წავედი-შუბლზე მადებს ლოყას. ისევ ვრგავ თავს ყელში, წახვალ და ხომ ჩაგკალი სანდრო.
-ჰო მართლა ლამბორჯინმა დახურა გული ზღარბო?-სიცილით დამყურებს მოშორებული, მეჩვენება თუ ვიღაც ისევ აუგად იხსენიებს ჩემს პიპიას!
-ხვალ დამიბრუნებენ გაკეთებულს,გასკდი გულზე!-თვალებმოწკურული მივყვები ავტოსადგომზე.
ლექსუსში ჩაჯდომა მობილურის აწკრიალება ერთია
-მაშო-სმენის წართმევამდე ღრიალებს ყურმილში გამოსული ხმა
-დაგარტყა ჯიშმა ხვედელიძე?-აფორიაქებული ჩავწივი საპასუხოდ-რა მოხდა?
-სოკოს პიცა გირჩევნია თუ ყველის?-მეტად საჭირბოროტო კითხვას მაგებებს როხროხით, ამისთვის გამხადა ყურის ექიმთან ჩასაწერი?
-ყველის ლუკა
-კაი ორივეს ავიღებ-ხვედელიძის ხმა და კავშირი ერთდროულად წყდება. ვინმემ კარგ ფსიქიატრიულში განათავსოს ერთი კვირით!
-მითხარი რომ ის ბინა ისევ თავისუფალია-მარცხენა მხრიდან ჩამესმის ბურდულის ბურდღუნი
-მთელი ოჯახია შესახლებული სკლეროზიანი ბებოს თამადობით
-აუ რა გაუძლებს ახლა დედაჩემის ყაყანს-საჭეს ჩაფრენილი აქნევს კისერს
-ახლა მოყევი რისთვის გამოგრიცხეს მეორედ-გახარებული ვბრუნდები მძღოლის სავარძლისკენ
-ჯერ ერთი საკუთარი ნებით წამოვედი, მეორეც,ჩავდივარ ზღარბო და პირველ კვირას ვხვდები რომ რაღაც ვერ ვარ, ერთი თვის თავზე იმ მუსიკის მოსმენა დავიწყე შენ რომ მეკონწიალებოდი კისერზე, ორ თვეში ზარად დავაყენე, ორი კვირის წინ შენი ფოტოთი შევცვალე ფონი, აი იმით მეგა დროპის გაჩერებისას თვალებდაჭყეტილი და პირდაღებული რომ იჯექი სანამ ჩამოგიყვანდი, გუშინწინ საბოოლოდ მივხვდი უგმიროდ რომ ვერ გაძლებდა ცუდი ზღარბი და გამოვქანდი-კორპუსთან მისული ამთავრებს წინადადებას. ჯანდაბა, სამი ჯადოსნური სიტყვაც მითხარი და მოისვენებს გაბოროტებული მაშო!
სადარბაზოს წინ გადმოსულს მობოდიალე ფუმფულა მხვდება აშკარად უკმაყოფილო სახით, მგონი ჩემი მანქანის გაფუჭება ჩემზე მეტად შენ გეწყინა გათახსირებულო კატავ! მიდი ახლა ბურდულისას შეახტი.
-ნარგიზა!-კორპუსისკენ მიმავალს ჩამესმის ქალის ხმა, ჯანდაბა, ოღონდ ახლა არა! მორჩა მიეცემა ახალი გასართობი ვაჟბატონს!
-ესეც შენი სკლეროზიანი ბებო-ხმის ამოღებამდე ვასწრებ ცნობისმოყვარედ გაკრეჭილ ქოჩრების მეფეს-უბრალოდ ყველაფერზე დაეთანხმე და წავა!
-ნარგიზას რატო გეძახის ზღარბო-ხითხითით ჩამჩურჩულებს ყურში
-თავის ძველ ნაცნობებს ამსგავსებს ყველას-გასაჩუმებლად ვექაჩები მკლავზე
-ბავშვები ხომ კარგად არიან ნარგიზა?-სათვალეების სწორებით გვიდგება წელში მოხრილი ქალი
-კი ნათელა ბებო
-ომიდან დაბრუნდი უშანგი?-ახლა მარჯვენა ფლანგზე გადააქვს მზერა. უშანგიო? აქ დამიდგით საფლავის ქვა წარწერით გარდაიცვალა ოცდაოთხსაათიანი ხარხარისგან!
-ამოიღე ხმა-მაისურზე ვექაჩები ერთბაშად დადუმებულს
-კი-თავს აქიცინებს სახეზე ღიმილშემხმარი ომის გმირი და ნათელაც კმაყოფილი სახით აგრძელებს გზას.
-ზღარბო
-ხო უშანგი
-სანამ ავალთ რაღაც უნდა გავაკეთო-მომწვანო თვალებს მანათებს წინ ასვეტებული. სანამ ტვინი ნათქვამის გააზრებას დაიწყებდეს მზერა ჩვენი აივნის მოაჯირთან იდეაში ჩამალულ მოქანავე თავზე გადამაქვს, ნინელი კარგი პატარაა და დაეტია მაგრამ ეს აყლაყუდა რომ იმალები სად იმალები, სულ ასეთი ბოთე იქნები ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი! ქვემოთ გადმოტანილ თვალებს ახლა ლიფტის კუთხესთან წინ გამოწეული ღიპი და პიცის ყუთის კუთხეები ეჩეხება, დამალვის მესამე ოსტატი! შენი ჯეიმს ბონდობა არ გაიშვა ხვედელიძე! ის-ისაა ბურდულისკენ მიბრუნებულმა რის თქმაც არ უნდა გინდოდეს გადადე მეთქი უნდა ჩავუკარკლო რაღაც რბილი რომ მეხება ტუჩებზე და ვიღას ახსოვს სამი ჩასაფრებული აგენტი, სკლეროზიანი ციალა და მორალურობის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი კატა.
უფრო ახლოს მწევს თმაში ახლართული თითები და ახლა ზუსტად ვიცი ვინაა ოთახში ბალიშზე მეტი
წელზე მოხვეული ხელიც ემატება და ოთხ თვემდე ვამცირებ ქეციანი ძაღლივით სარბენ პერიოდს
მის გულისცემას ვგრძნობ მკერდზე აკრული და ჯანდაბას, ორი კვირა ვაწვალებ ოღონდ თქმა მაღირსოს
-სანამ აიფოფრები ახსნა მაცადე ზღარბო-სიცილით მშორდება სხეული
-ხუთი წამი გაქვს სილის გაწნამდე-ჯერ კიდევ არეული სუნთქვით ვშლი ხუთ თითს
-გახსოვს ქერას შეშლილი თაყვანისმცემელი რომ მოგივარდა ის დღე?-კბილებს შორის მოქცეული ტუჩით მისწორებს მზერას
-ოთხი წამი სანდრო!
-მაშინ გითხარი რომელ იდიოტს შეუყვარდებოდი ზღარბო მეთქი
-სამი წამი სანდრო-სუნთქვაშეკრული ვხრი მომდევნო თითს
-გეშველა,შენი გმირი იდიოტია ზღარბო!
ბურდული და სხვა კატასტროფები ( დასასრული )



№1 სტუმარი Guest ანა

ვაიმეეე რა საყვარლობა იყოოო <3 ისეთი საყვარლობა თავი იყო რომ მზად ვარ შევურიგდე ჩემ ბიჭს ❣ საოცარი გოგო ხარ შენ,რაც შეიძლება მეტი წერე რომ დაგვატკბო შენი ფანები ❣

 


№2  offline წევრი Tuska

აიი რა მაგარიი იყოო <3 ფაჩულია კაცი და ჩემი სანდროო <3 <3 ძაან მაგარი გოგოხარ მოუთმენლად ველოდები ბაჩუკის დაბრუნებაას

 


№3 სტუმარი Guest ანი

ვაიმეე რა იყო ეს ^^ რომ იცოდე როგორ არ მემეტება დასამთავრებლად და როგორ მეტირება :( მადლობა შენ ამ საოცარი ისტორიისთვის ♥♥

 


№4 სტუმარი Sali

Dzalian momwons sheni yvela motxroba es ki gansakutrebit tan ar minda odesme rom dasruldes

 


№5  offline წევრი karma

ვუააიმეე, რა საყვარლობა და სიტკბოება იყო, გათბა გული ♡♡♡♡ მეც მინდა ასეთი იდიოტი გმირი. ♡
მართლა ძალიან დამაკლდება ეს ისტორია ყოველთვის შეეძლო ჩემი კარგ ხასიათზე დაყენება და ახლა აღარ ვიცი რა მეშველება ნინელის, ფაჩულია კაცის, ზღარბის, ბურდულის და ხვედელიძის გარეშე :(( ან შენი ფრაზების გარეშე რა მეშველება არ ვიცო, მე ვიყო სურამელაშვილის ფანი :დდ
ამიტონ აუცილებლად უნდა დაბრუნდე ახალი ისტოროით როცა შეძლებ, თორემ გიპოვით და ხვედელიძეს გირტყამთ თავში იცოდე :დდ ♥ ♥ ♥

 


№6  offline მოდერი gonegirl

Guest ანა
ვაიმეეე რა საყვარლობა იყოოო <3 ისეთი საყვარლობა თავი იყო რომ მზად ვარ შევურიგდე ჩემ ბიჭს ❣ საოცარი გოგო ხარ შენ,რაც შეიძლება მეტი წერე რომ დაგვატკბო შენი ფანები ❣

დიდი მადლობა საყვარელო
წერის გაგრძელების რა გითხრა
მიხარიხართ

ლილეშკა
აუუუ

ჰო ვიცი :/
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№7  offline წევრი Kukrali

ვაიმეე რა იყო ესს გავგიჟდი აი მართლა არ მყოფნის სიტყვები ვაიმეე ძაან ძაან მაგარი იყო აი გასაგიჟებლად მაგარი საუკეთესო არაჩვრულებრივი ყველაზე მაგარი ხარ ვაიმე დედაააა აუ რა კაები აიან მოკლედდ როგორი გოჟები იყვნენ სიყვარულის ახლსნაც ეგეთი გიჟური ქონდათ აიი ძაან ძაან მიყვარს ეს წყვილები და შენნ შენი ისტორიებით საუკეთესო ხარ მართლა. აღარ ვიცი რამდენჯერ ამიფრთხიალდა ამ ისტორიის წაკითხვისას გული უკვე :დ და რამდენჯერ ჩავბჟირდი სიცილით მართლა :დ არაჩვეულებრივი ხარ უბრალოდ ვერც კი აღვწერ ისეთი კარგი ხარ მართლა
უდიდესი მადლობა ასეთი კარგი ისტორიებისთვის :*

 


№8  offline მოდერი gonegirl

Tuska
აიი რა მაგარიი იყოო <3 ფაჩულია კაცი და ჩემი სანდროო <3 <3 ძაან მაგარი გოგოხარ მოუთმენლად ველოდები ბაჩუკის დაბრუნებაას

მადლობა ტკბილო
მოვა ბაჩუკი ერთ თვეში
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№9  offline მოდერი gonegirl

Guest ანი
ვაიმეე რა იყო ეს ^^ რომ იცოდე როგორ არ მემეტება დასამთავრებლად და როგორ მეტირება :( მადლობა შენ ამ საოცარი ისტორიისთვის ♥♥

პირიქით მადლობა

Sali
Dzalian momwons sheni yvela motxroba es ki gansakutrebit tan ar minda odesme rom dasruldes

ძალიან მიხარია ^^

Ta-Ta
ვგიჟდები შენზე ❤


კნუტო ^^ ❤

karma
ვუააიმეე, რა საყვარლობა და სიტკბოება იყო, გათბა გული ♡♡♡♡ მეც მინდა ასეთი იდიოტი გმირი. ♡
მართლა ძალიან დამაკლდება ეს ისტორია ყოველთვის შეეძლო ჩემი კარგ ხასიათზე დაყენება და ახლა აღარ ვიცი რა მეშველება ნინელის, ფაჩულია კაცის, ზღარბის, ბურდულის და ხვედელიძის გარეშე :(( ან შენი ფრაზების გარეშე რა მეშველება არ ვიცო, მე ვიყო სურამელაშვილის ფანი :დდ
ამიტონ აუცილებლად უნდა დაბრუნდე ახალი ისტოროით როცა შეძლებ, თორემ გიპოვით და ხვედელიძეს გირტყამთ თავში იცოდე :დდ ♥ ♥ ♥

წავედი მისამართი შევიცვალო :დდ
არც მე ვიცი უთქვენოდ რა მეშველება
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№10  offline წევრი Timea25

მინდა რომ სულ წერო ❤

 


№11  offline მოდერი gonegirl

Kukrali
ვაიმეე რა იყო ესს გავგიჟდი აი მართლა არ მყოფნის სიტყვები ვაიმეე ძაან ძაან მაგარი იყო აი გასაგიჟებლად მაგარი საუკეთესო არაჩვრულებრივი ყველაზე მაგარი ხარ ვაიმე დედაააა აუ რა კაები აიან მოკლედდ როგორი გოჟები იყვნენ სიყვარულის ახლსნაც ეგეთი გიჟური ქონდათ აიი ძაან ძაან მიყვარს ეს წყვილები და შენნ შენი ისტორიებით საუკეთესო ხარ მართლა. აღარ ვიცი რამდენჯერ ამიფრთხიალდა ამ ისტორიის წაკითხვისას გული უკვე :დ და რამდენჯერ ჩავბჟირდი სიცილით მართლა :დ არაჩვეულებრივი ხარ უბრალოდ ვერც კი აღვწერ ისეთი კარგი ხარ მართლა
უდიდესი მადლობა ასეთი კარგი ისტორიებისთვის :*

მადლობა შენ საყვარელო ამდენი ხანია რომ მომყვები
არ ვიცი როგორ შევეგუები აქ რომ შემოვალ და შენი "შემდეგს როდის დადებ" არ დამხვდება :დ
შეგეჩვიეთ ხალხო

Timea25
მინდა რომ სულ წერო ❤

მეც მინდა მაგრამ არ ვიცი რამდენად გავაგრძელებ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№12  offline წევრი Kukrali

შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ შეგრჩვიეე მალე დაბრუნდი თორე დავრჩი ცალადდ შენი ისტორიები მავსებენ მართლა (ისე ბევრი რამ ვისწავლე მაშოსგან რაიცი ვისი გამწარება მომინდება მომავალში :დ) მართლა საიკეთესო ხარ სიტუვებს ვერ ვპოულობ ემოციების აღსაწერად უბრალოდ ყვეეეელაზე კარგი ხარ:*:*:*

 


№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,მაგრამ რა გვეშველება ახლა უფ.არ მინდოდა ამ ისტორიის დასრულება ისე მიყვარს.ძალიან მხიარული და საყვარელი ისტორია არის.მომენატრება მისი ლოდინიც კი.მალე დაგვიბრუნის
--------------------
ლანა

 


№14  offline წევრი Indigo

რა დასასრული? მეღადავები?
ესე უცებ რო მაჯახე ვერ შემომაპარე ნელ-ნელა? გამისკდა კინაღამ ჩემი ისედაც საცოდავი გული.

არ მჯერა, ნუთუ?
ეღირსა ამ რეგვენოზავრს, მოვიდა ცოტა აზრზე და ისე რეგვენოზავრულად აუხსნა სიყვარული როგორ შეეფერებოდა. მოსიარულე კატასტროფისგან ნაკლებს არც მოველოდი.
რო წავიდა იმ წამიდან ველოდი რო დაბრუნდებოდა რაღაც მსგავსი სცენით, მარა ხელმეორედ კინაღამ გამისკდა გული, ათ წელში გნახავო რო ეუბნებოდა 'იმ' სცენაში.

ის ორი ბოთედ ბოთე, ბოლომდე ბოთეებად დარჩნენ.
ისიც მიკვირს როგორ გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში და დღემდე ვერ ვხვდები როგორ მოახერხეს.
ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები არიან, ბოთე ნინელი და კიდე უფრო ბოთე ფაჩულიას სორეული ნათესავი.

ჯერ ხო ინტერესით კინაღამ განვუტევე სული, ისე მაინტერესებდა რა უთხრა მაშომ ხვედელიძეს და მერე სიცილისგან კინაღამ გავიგუდე, რო გავიგე რაც უთხრა.

პ.ს. ისე, ეხა დავფიქრდი და რამდენი ხანია არ დამიკომენტარებია შენ ისტორიაზე.
მომენატერა რაღაცნაირად. heart_eyes kissing_heart
პ.ს.ს. წინასწარ მენატრები რო წარმოვიდგენ შენ იუმორით ვეღარ დავტკბები. ამ ორ მოთხრობაში როგორ შემაყვარე ისე? ჩვეულებრივად ვხარხარებდდი ხოლმე.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№15 სტუმარი Guest მარიამი

ვაიმეე დააბრუნე ხო მაინც.ვაიმე როგორ მიყვარხარ და რაკარგი ხარ რო ესეკარგად დაასრულე.იცი ძაან განსხვავებულია ეს ისტორია სხვებისგან თუნდაც დასასრული ავიღოთ ყველა ისე ამთავრებს ისტორიას რომ წყვილი ქორწინდება შვილები ყავთ და ასე შემდეგ.მარა შენ მართლა განსხვავებული ხარ.როგორ გამახარე იცი რო დადე ვიცოდი რო დღესუნდა დაგედო და მთელი დღე აქ ვტრიალებდი რო არ გამომრჩენოდა თუ დადებდი და როდავინახე დადებული ისტორია პროსტა ისე გამიხარდა არვიცი. ცოტა სევდიანიც იყო შუა ნაწილი სანამ სანდრო არ გამოჩნდა.პროსტა როგორ გავძლებ ამ ისტორიის გარეშე არვიცი.იმედია დრო გექნება ხოლმე და ახალ ისტორიასაც დადებ ♥ აი ძაან გამიხარდა დასაწყისში რო გეწერა ,,მე შენდა ცუდი ბიჭები" ივლისის დასაწყისში გავაგრძელებო მოუთმენლად დაველოდები მაგასაც ♥♥♥ მიყვარხარ მართლა ♥♥

 


№16  offline წევრი ლილიტიი

ერთადერთი ისტორიაა, რომელიც არ მინდოდა დასრულებულიყოოოოოოოო.
და ზუსტა ისე დაასრულე, რომ არ დასრულდა!!!
არ მორჩა
"ხელი ჩაკიდეს და დარჩენენ ყველა ერთად და ბედნიერად"
ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს ბურდული (ჩემი საყვარელი გვარია) და სხვა კატასტროფები ბურდულთან ერთაააად !!!!!
ძალიან მაგარი გოგო ხარ ძაააალიან

 


№17  offline მოდერი gonegirl

Kukrali
შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ შეგრჩვიეე მალე დაბრუნდი თორე დავრჩი ცალადდ შენი ისტორიები მავსებენ მართლა (ისე ბევრი რამ ვისწავლე მაშოსგან რაიცი ვისი გამწარება მომინდება მომავალში :დ) მართლა საიკეთესო ხარ სიტუვებს ვერ ვპოულობ ემოციების აღსაწერად უბრალოდ ყვეეეელაზე კარგი ხარ:*:*:*

კიდევ ერთხელ დიიიდი მადლობა kissing_closed_eyes
La-Na
კარგი იყო,მაგრამ რა გვეშველება ახლა უფ.არ მინდოდა ამ ისტორიის დასრულება ისე მიყვარს.ძალიან მხიარული და საყვარელი ისტორია არის.მომენატრება მისი ლოდინიც კი.მალე დაგვიბრუნის

ძალიან მიხარია relaxed
Indigo
რა დასასრული? მეღადავები?
ესე უცებ რო მაჯახე ვერ შემომაპარე ნელ-ნელა? გამისკდა კინაღამ ჩემი ისედაც საცოდავი გული.

არ მჯერა, ნუთუ?
ეღირსა ამ რეგვენოზავრს, მოვიდა ცოტა აზრზე და ისე რეგვენოზავრულად აუხსნა სიყვარული როგორ შეეფერებოდა. მოსიარულე კატასტროფისგან ნაკლებს არც მოველოდი.
რო წავიდა იმ წამიდან ველოდი რო დაბრუნდებოდა რაღაც მსგავსი სცენით, მარა ხელმეორედ კინაღამ გამისკდა გული, ათ წელში გნახავო რო ეუბნებოდა 'იმ' სცენაში.

ის ორი ბოთედ ბოთე, ბოლომდე ბოთეებად დარჩნენ.
ისიც მიკვირს როგორ გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში და დღემდე ვერ ვხვდები როგორ მოახერხეს.
ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები არიან, ბოთე ნინელი და კიდე უფრო ბოთე ფაჩულიას სორეული ნათესავი.

ჯერ ხო ინტერესით კინაღამ განვუტევე სული, ისე მაინტერესებდა რა უთხრა მაშომ ხვედელიძეს და მერე სიცილისგან კინაღამ გავიგუდე, რო გავიგე რაც უთხრა.

პ.ს. ისე, ეხა დავფიქრდი და რამდენი ხანია არ დამიკომენტარებია შენ ისტორიაზე.
მომენატერა რაღაცნაირად. heart_eyes kissing_heart
პ.ს.ს. წინასწარ მენატრები რო წარმოვიდგენ შენ იუმორით ვეღარ დავტკბები. ამ ორ მოთხრობაში როგორ შემაყვარე ისე? ჩვეულებრივად ვხარხარებდდი ხოლმე.

ხომ შეგაპარეთ წინა თავის შესავალში smile
ჰო ყველა ისეთი დარჩა როგორიც იყო, უბრალოდ ვიღაც ვიღაცეები დაახლოვდნენ ამდენი ბრძოლის შემდეგ და მიხარია რომ დაინახე ^^
მიხაროდა შენი მსუყე კომენტარები
ახლაც მიხარია relaxed
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№18  offline წევრი f43i3zxv

უკმაყოფილო ვარ :დ არ მინდოდა დასრულებულიყო ახლა რა გამამხიარულებს ასე რა ახალიფრაზები ავიტაცო? მეტ ისტორია რომ აღარ დადებ გავბრაზდი და კომენტარის ღირსი არაა ეს თქო და არ უნდა დამეწერა მაგრამ მერე ეს თავი წავიკითხე მერე კიდევ ერთხელ წავიკითხე და მეთქი ამ თავის უკომემტაროდ დატოვება მსოფლიო დანაშაულია :დ
ბოლო ფრაზა იყო ის რითაც ეს სასწაული უნდა დასრულებულიყო თვალმოუშორებლად რომ წავიკითხე მერე მაშოს მსგავსად აუდიტორიაში ბურდული რომ დაინახა აი ისე პირი დავაღე და აღარ დავხურე მერე მეთქი ეს ბოლოა? ეგ აღარ მომეწონა :დ ხვედელიძე მახე შენ :დ აუუუ აუუუუ აუუუ აუუუუ კიდევ მინდა ახლა ტრადიციულად მალე დადე შემდეგი თქო რატომ არ უნდა მივაწერო? ასე არც ერთი ისტორიის დასრულება არ მწყენია :/ შენივე სიტყვებმა გიხსნა რომ ჩემი ბაჩუკი მალე დაოჯახდება და მე ქორწილში ვიქნები ისე იმ ქორწილში შიკო და ბურდულიც რომ ვნახო არ ვიტყოდი უარს :დ ბაჩუკი და სანდრო კარგი ძმაკაცები კი იქნენოდნენ :დ
მადლობა შენ რომ ასე გამიმხიარულე ეს რამოდენიმე თვე დღე თუ კვირა აღარ მახსოვს როდის დავიწყე კითხვა :/ :* ყოჩაღ იმედია მუზა არ მოგასვენებს ღამე არ დაგაძინებს დღეც არ მოგშორდება შემოგიჩნდება და კიდევ დაწერ რამეს და გაგვახარებ :* წარმატებები იმ ფრონტზე რის გამოც გვტოვებ :დ :*

 


№19  offline წევრი Geta

რამდენი ხანია უკვე კითხვა დავასრულე და კიდევ ასე ვიღიმი ეჭვიმაქვს ტუჩები დამეხეთქება.♡ როდესაც პირველად ვესტუმრე საიტს, პირველ გვერძე სწორედ შენი იმწამს გამოქვეყნებული ისტორია დამხვდა♡ალბათ პირველად სხვა სიახლე რომ წამეკითხა არც შემიყვარდებოდა და ასე დამოკიდებული არ გავხვდებოდი ამ საიტზე♡ იმის შემდეგ ძალიან ბევრი მოთხრობა წავიკითხე მაგრამ, შენი ნამუშევარები ყველაზე მეტად მიყვარს.მოთხრობა რომელზედაც ტირილამდე მიცინია, მინიმუმ 10ჯერ წამიკითხავს და პერსონაჟის ძიებაში 2დღე მიწვალია(ესეიგი მერამდენჯერუნდა წავიტრაბახო რომ მე გითხარი კატოს პროტოტიპის სახელი :დ)♡ ძალიან გული მწყდება რომ მეტი ისტორიის დაწერას აღარ აპირებ, ბოლობოლო შენი დაახლოებით 10კაციანი ფანკლუბი ჩამოვაყალიბე♡ ხო და კიდევ დღიურიც გავხსენით მე და ჩემმა დაქალმა სადაც ყველა შენი საფირმო გამოთქმა წერია :დ (შენ ხალხის სახე უნდა ნახო როცა ვინმეს 9თაობა დადობლილი შთამომავლობის ყოლით ვემუქრებით) ნუ ბევრი რომარ გავაგრძელო, ძალიან მიყვარხარ და დიდი იმედი მაქვს ისევ დაწერ რაიმე ისტორიას ჩემს გასახარებლად

 


№20  offline მოდერი gonegirl

Guest მარიამი
ვაიმეე დააბრუნე ხო მაინც.ვაიმე როგორ მიყვარხარ და რაკარგი ხარ რო ესეკარგად დაასრულე.იცი ძაან განსხვავებულია ეს ისტორია სხვებისგან თუნდაც დასასრული ავიღოთ ყველა ისე ამთავრებს ისტორიას რომ წყვილი ქორწინდება შვილები ყავთ და ასე შემდეგ.მარა შენ მართლა განსხვავებული ხარ.როგორ გამახარე იცი რო დადე ვიცოდი რო დღესუნდა დაგედო და მთელი დღე აქ ვტრიალებდი რო არ გამომრჩენოდა თუ დადებდი და როდავინახე დადებული ისტორია პროსტა ისე გამიხარდა არვიცი. ცოტა სევდიანიც იყო შუა ნაწილი სანამ სანდრო არ გამოჩნდა.პროსტა როგორ გავძლებ ამ ისტორიის გარეშე არვიცი.იმედია დრო გექნება ხოლმე და ახალ ისტორიასაც დადებ ♥ აი ძაან გამიხარდა დასაწყისში რო გეწერა ,,მე შენდა ცუდი ბიჭები" ივლისის დასაწყისში გავაგრძელებო მოუთმენლად დაველოდები მაგასაც ♥♥♥ მიყვარხარ მართლა ♥♥

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო
ჰო დასასრულები რაღა დაგიმალო და 2 ძირითადი მიზეზითაა ასეთი 1.არ მიყვარს მოვლენებზე რამდენიმე წლით გადახტომა და ძალიან ახალგაზრდებს ვერ "ავკიდებ" ბავშვებს :დ 2.ყოველთვის ბოლომდე დაუსრულებლის შეგრძნებას ტოვებს და ნებისმიერ დროს სემიძლია გავაგრძელო blush
მიხარია თუ მოგეწონა

თინათინი88
უბრალოდ დანაშაულია შენ რომ არ დაწერო

არ ვიცი, მეც ძალიან მწყდება გული, თუ შევძლებ ალბათ კიდევ დავწერ

ლილიტიი
ერთადერთი ისტორიაა, რომელიც არ მინდოდა დასრულებულიყოოოოოოოო.
და ზუსტა ისე დაასრულე, რომ არ დასრულდა!!!
არ მორჩა
"ხელი ჩაკიდეს და დარჩენენ ყველა ერთად და ბედნიერად"
ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს ბურდული (ჩემი საყვარელი გვარია) და სხვა კატასტროფები ბურდულთან ერთაააად !!!!!
ძალიან მაგარი გოგო ხარ ძაააალიან

ძააალიან დიდი მადლობა blush
ბურდულსაც უყვარხართ თავისი კატასტროფებიანად
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№21  offline წევრი CRAZY GILR

ვაიმეე... გული მიწუხს joy
საკუთარ თავზე შეყვარებული გმირით დაწყებული ფენომენ ხვედელიძით დამთავრებული ყველა მიყვარსს bowtie heart_eyes
შენი საქმეა გააგრძელებ თუ არა წერას, მაგრამ იცოდე რომ თუ გააგრძელებ ერთგული მკითხველი ვიქნები შენი ახალი ისტორიების. და დარწმუნებული ვარ რომ უამრავია ჩემნაირი. heart_eyes
წარმატებებს გისურვებ ყველა წამოწყებულ საქმეში და მთლიანად ცხოვრებაში.
იცოდე რომ სადგაც, ვიღაცა გიჟდება შენზე და შენ ისტორიებზე kissing_heart heart_eyes

 


№22  offline მოდერი gonegirl

f43i3zxv
უკმაყოფილო ვარ :დ არ მინდოდა დასრულებულიყო ახლა რა გამამხიარულებს ასე რა ახალიფრაზები ავიტაცო? მეტ ისტორია რომ აღარ დადებ გავბრაზდი და კომენტარის ღირსი არაა ეს თქო და არ უნდა დამეწერა მაგრამ მერე ეს თავი წავიკითხე მერე კიდევ ერთხელ წავიკითხე და მეთქი ამ თავის უკომემტაროდ დატოვება მსოფლიო დანაშაულია :დ
ბოლო ფრაზა იყო ის რითაც ეს სასწაული უნდა დასრულებულიყო თვალმოუშორებლად რომ წავიკითხე მერე მაშოს მსგავსად აუდიტორიაში ბურდული რომ დაინახა აი ისე პირი დავაღე და აღარ დავხურე მერე მეთქი ეს ბოლოა? ეგ აღარ მომეწონა :დ ხვედელიძე მახე შენ :დ აუუუ აუუუუ აუუუ აუუუუ კიდევ მინდა ახლა ტრადიციულად მალე დადე შემდეგი თქო რატომ არ უნდა მივაწერო? ასე არც ერთი ისტორიის დასრულება არ მწყენია :/ შენივე სიტყვებმა გიხსნა რომ ჩემი ბაჩუკი მალე დაოჯახდება და მე ქორწილში ვიქნები ისე იმ ქორწილში შიკო და ბურდულიც რომ ვნახო არ ვიტყოდი უარს :დ ბაჩუკი და სანდრო კარგი ძმაკაცები კი იქნენოდნენ :დ
მადლობა შენ რომ ასე გამიმხიარულე ეს რამოდენიმე თვე დღე თუ კვირა აღარ მახსოვს როდის დავიწყე კითხვა :/ :* ყოჩაღ იმედია მუზა არ მოგასვენებს ღამე არ დაგაძინებს დღეც არ მოგშორდება შემოგიჩნდება და კიდევ დაწერ რამეს და გაგვახარებ :* წარმატებები იმ ფრონტზე რის გამოც გვტოვებ :დ :*

ძალიან დიიიდი მადლობა საყვარელო kissing_closed_eyes
არ გამიბრაზდე,ყველაზე მეტად მე განვიცდი "მეორე ცხოვრება" რომ მექაჩება
მაგრამ ხომ ხედავ არ დაგემშვიდობეთ რაიცი რაიქნება რა დროს დამარტყას ტვინში თქო :დ
ყოველთვის მახარებდი და ახლაც გამახარე

Geta
რამდენი ხანია უკვე კითხვა დავასრულე და კიდევ ასე ვიღიმი ეჭვიმაქვს ტუჩები დამეხეთქება.♡ როდესაც პირველად ვესტუმრე საიტს, პირველ გვერძე სწორედ შენი იმწამს გამოქვეყნებული ისტორია დამხვდა♡ალბათ პირველად სხვა სიახლე რომ წამეკითხა არც შემიყვარდებოდა და ასე დამოკიდებული არ გავხვდებოდი ამ საიტზე♡ იმის შემდეგ ძალიან ბევრი მოთხრობა წავიკითხე მაგრამ, შენი ნამუშევარები ყველაზე მეტად მიყვარს.მოთხრობა რომელზედაც ტირილამდე მიცინია, მინიმუმ 10ჯერ წამიკითხავს და პერსონაჟის ძიებაში 2დღე მიწვალია(ესეიგი მერამდენჯერუნდა წავიტრაბახო რომ მე გითხარი კატოს პროტოტიპის სახელი :დ)♡ ძალიან გული მწყდება რომ მეტი ისტორიის დაწერას აღარ აპირებ, ბოლობოლო შენი დაახლოებით 10კაციანი ფანკლუბი ჩამოვაყალიბე♡ ხო და კიდევ დღიურიც გავხსენით მე და ჩემმა დაქალმა სადაც ყველა შენი საფირმო გამოთქმა წერია :დ (შენ ხალხის სახე უნდა ნახო როცა ვინმეს 9თაობა დადობლილი შთამომავლობის ყოლით ვემუქრებით) ნუ ბევრი რომარ გავაგრძელო, ძალიან მიყვარხარ და დიდი იმედი მაქვს ისევ დაწერ რაიმე ისტორიას ჩემს გასახარებლად

ძალიან დიდი მადლობა ტკბილო
მახსოვს შენი მესიჯები და სულ მემახსოვრება smile
დაქალებს მოკითხვა, არ დაინდოთ გაანადგურეთ ყველა satisfied
არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ იმედი მაქვს ახლებს თუ არა ძველების გაგრძელებას მაინც მივუბრუნდები smile

CRAZY GILR
ვაიმეე... გული მიწუხს joy
საკუთარ თავზე შეყვარებული გმირით დაწყებული ფენომენ ხვედელიძით დამთავრებული ყველა მიყვარსს bowtie heart_eyes
შენი საქმეა გააგრძელებ თუ არა წერას, მაგრამ იცოდე რომ თუ გააგრძელებ ერთგული მკითხველი ვიქნები შენი ახალი ისტორიების. და დარწმუნებული ვარ რომ უამრავია ჩემნაირი. heart_eyes
წარმატებებს გისურვებ ყველა წამოწყებულ საქმეში და მთლიანად ცხოვრებაში.
იცოდე რომ სადგაც, ვიღაცა გიჟდება შენზე და შენ ისტორიებზე kissing_heart heart_eyes

ამათაც უყვარხართ blush
დიდი მადლობა ყველაფრისთვის
თქვენც იცოდეთ რომ ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№23  offline მოდერი gonegirl

Mariiiiami
ხმა ჩავარდნილი ვარ <3 <3ვამაყობ იმით რომ მთელი პერიოდი ვიყავი შენ გვერდით <3 არაჩვეულებრივი 2 თვე იყო.არაჩვეულებრივი ხარ შენცც!!ჩემთვის ასეეეა!!მიყვარს ყოველთვის ნარტივად რომ წერ.დრამების გარეშე და მაინც ასეთი ემოციური რომ გამოდის.დასაწყისიდანვე ვიცოდი ასეთი მაგარი რომ იქნებოდა.მთელი სერიოზულობით გეუბნები შენ რომ აქ მოთრობებოს დადება არ გააგრძელოო გასასვენებელი ვიქნები.რას ქვია არ უნდა წერო?სულლ უნდა წეროო სულლ!!მესმის რომდრო არ გაქქ.მაგრამმ გთხოვვ არ დაიკარგოო რაა.facebookze სულლ შეგეხმიანებიი რომ არ დაგავიწყდეე!(აქვე გაგაფრთხილე მერე რომ არ თქვა ნუ შემჭამე დამანებე თავიო:დდდდდ)ცალცალკე აღარ დავიწყებბ ხოო პერსონაჟების დახასიათებასს ჩემიი დამოკიდებულება იციი ისედაცც სულ ვცდილობდიი რომმ მეთქვაა.მე,შენ და ცუდი ბიწების ბონუს თავა იციი როგორც ველოდებიი და აღარ ვამბობ არაფერსს :დდდ მაგრამმ იცოდეე ახალსაცც დიდი სიამოვნებით სევხვდებით <3 ვგიჟდები შენზეე!!!მიყვარსსს მე შენიი ისტორიებიიი დააა შენნ მიყვარხარრრ!!მალე დაბრუნდიიი რაა <3არ უნდა ახლა დასვენება :დდდ მომავალ შეხვედრამდე baby :დდდ <3 <3 <3 <3 <3მიყვახარრრ

ვაიმე ტკბილოო joy
გამამწარე ფეისბუქზე სანამ არ გამაუქმებინებ ან არ დავნებდები არ მოისვენო joy
მადლობა რომ მამხნევებდი, ცალკე ამათ ბალეშიკობდი და ცალკე მე
რაც არ უნდა მოხდეს იმდენი რაღაც მივიღე თქვენგან მარტო ამ კომენტარების კითხვადაც კი ღირდა აქ ჩემი დარეგისტრირება
მაიმუნ ავტორსაც უყვარხართ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№24  offline წევრი gogona tbilisidan

auu vitiro ro bolo tavia tu gamixardes ro gvegirsa?:(((((chemi xvedelidze <3 katac ki momenatreba:dd<3

 


№25  offline წევრი japara

სანდომ რო თქვა აღარ დაგირეკავო და ათ წელში ხო შევხვდებითო იქ ვიტირე და მერე რუსიკომ სანდროო რო თქვა ისე გავბრაზდი რორავიიიი.... რატო გამიხეთქე გული? აუ ეს იყო საოცრება და აზრზეარვარ შიკოს სიგიჟეების, ბურდულის სიბრძნეების, ნინელის გულიფართხალების, ლექსოს უძალიანსაყვარლესობის, კატის ბრჭყალების და რაც მთავარია ლუკას ხაჭაპურების გარეშე რა მეშველებააააააა

 


№26 სტუმარი Guest lile-eli

ძალინ კარგი, რომ ხარ გითხარი, წინა ისტორიის დასარულს. ამიტომ გეტყვი, რომ საოცრება ხარ!!! საოცრებაა ყველა შენი ისტორია..
ყოველივე საუკეთესოსა და ბევრ მუზას გისურვებ!
პ.ს. ბაჩუკის ქორწილის მოსაწვევს ველოდები

 


№27 სტუმარი Nene

Saocrad mxiaruli da kargi istoria iyo didi madloba shen!

 


№28 სტუმარი Guest თამარი

როგორ მიყვარხართ შენ და შენი ეს ისტორია შენ ხომ არ იცი. გაიტაცე ბებიაშენიც წაკითხული მაწვს. არ მახსოვს იქ კომენტარი დაგიწერე თუ არა მაგრამ ახლა გეტყვი ორივე ძალიან მაგარი იყო. თან იმდენად კარგად წერ გინდა არ გინდა შემიგელუთხება :დდ მოკლედ.მე ძალიან ვიმხიარულე ძალიან მომწონს ასეთი ისტორიები და ძალიანაც ვისიამოვნე. და ეოგორც ზემოთ წავიკითხე მგონი წასვლას აპირებ და არ ვიცი შენ რას ფიქრობ მაგრამ მე ვფიქრობ არასწორი იქნება შენნაირი მწერლის ამ საიტიდან წასვლა.. ❤❤

 


№29 სტუმარი Guest Lia

Magarii iko.
Axla sxvas haujeqi aseti rom ikos
Damenana rom damtavrda
Kargi xar

 


№30  offline მოდერი gonegirl

gogona tbilisidan
auu vitiro ro bolo tavia tu gamixardes ro gvegirsa?:(((((chemi xvedelidze <3 katac ki momenatreba:dd<3

მეც არ ვიცი რომელი გირჩიო :))
კატასაც მოენატრებით smile
japara
სანდომ რო თქვა აღარ დაგირეკავო და ათ წელში ხო შევხვდებითო იქ ვიტირე და მერე რუსიკომ სანდროო რო თქვა ისე გავბრაზდი რორავიიიი.... რატო გამიხეთქე გული? აუ ეს იყო საოცრება და აზრზეარვარ შიკოს სიგიჟეების, ბურდულის სიბრძნეების, ნინელის გულიფართხალების, ლექსოს უძალიანსაყვარლესობის, კატის ბრჭყალების და რაც მთავარია ლუკას ხაჭაპურების გარეშე რა მეშველებააააააა

ამ ბოლო დროს როცა მეუბნებიან მატირეო მიხარია
გავბოროტდი მგონი :დ
მადლობა საყვარელო

Guest lile-eli
ძალინ კარგი, რომ ხარ გითხარი, წინა ისტორიის დასარულს. ამიტომ გეტყვი, რომ საოცრება ხარ!!! საოცრებაა ყველა შენი ისტორია..
ყოველივე საუკეთესოსა და ბევრ მუზას გისურვებ!
პ.ს. ბაჩუკის ქორწილის მოსაწვევს ველოდები

დიდი მადლობა ^^
ბაჩუკის ქორწილში დაპატიჟებული ხარ
ზუსტი თარიღი არ ვიცით ოღონდ :დ

Nene
Saocrad mxiaruli da kargi istoria iyo didi madloba shen!

მადლობა და მიხარია რომ მოგეწონათ :))
Guest თამარი
როგორ მიყვარხართ შენ და შენი ეს ისტორია შენ ხომ არ იცი. გაიტაცე ბებიაშენიც წაკითხული მაწვს. არ მახსოვს იქ კომენტარი დაგიწერე თუ არა მაგრამ ახლა გეტყვი ორივე ძალიან მაგარი იყო. თან იმდენად კარგად წერ გინდა არ გინდა შემიგელუთხება :დდ მოკლედ.მე ძალიან ვიმხიარულე ძალიან მომწონს ასეთი ისტორიები და ძალიანაც ვისიამოვნე. და ეოგორც ზემოთ წავიკითხე მგონი წასვლას აპირებ და არ ვიცი შენ რას ფიქრობ მაგრამ მე ვფიქრობ არასწორი იქნება შენნაირი მწერლის ამ საიტიდან წასვლა.. ❤❤

ძალიან დიდი მადლობა
ივლისიდან უნდა წავიდე თორე გადავიწვები არ გამოვა სხვანაირად
მაგრამ სახელიც მახსოვს პაროლიც და მოვშლიგინდები ხოლმე smile

Guest Lia
Magarii iko.
Axla sxvas haujeqi aseti rom ikos
Damenana rom damtavrda
Kargi xar

დიიიიდი მადლობა kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent