შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობაში დაკარგული


6-06-2017, 11:08
ნანახია 1 493

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ჩემი ცხოვრების მზიანი და თან ნოსტალგიით სავსე მართალია ზამთარი ცივია თავისი ბუნებით, თუმცა ეს დღე თბილი იყო.....საათები საათებს მისდევდა და თანდათან ბინდდებოდა, სიცივე იპყრობდა სამყაროს, მზეც მიიმალა.....
მე ჩვეულებრივ ვიჯექი ჩემთვის ფიქრებში ჩაძირული, რთული მომენტი მქონდა და ვცდილობდი გამოსავალი მეპოვნა, თუმცა ამაოდ, თითქოს მთელი სამყარო მე დამიპირისპირდა, შინაგანად შიშიც მიპყრობდა, ფიქრები სულს ღაფავდა. ეს მდგომარეობა აუტანელი იყო... უმოქმედოდ ჯდომა ადამიანს ართმევს ცხოვრების ხალისს და აკარგვინებს ბედნიერების შეგრძნებას...სწორედ ეს ის დღე იყო, როდესაც მეორე სამყაროში (ესე ვუწოდებ)...გავიცანი ადამიანი , რომელიც საინტერესო ჩანდა თავისი შინაგანი ბუნებით, თავდაჯერებული საუბრით და სწორი ხედვით დღევანდელობის მიმართ……. ადამიანი რომელიც ცოტათი რთული ცხოვრების მიუხედავად მაინც გულწრფელი და კეთილი იყო და მჯერა რომ სამომავლოდ ეგეთი დარჩება, რადგან, რაც შიგნით ხარ იმ მდგომარეობას ვერაფერი შეგიცვლის და დროის დინებასთან ერთად შინაგან სამყაროს აუცილებლად ცხადყოფ.....
ეს ის პოზიტივია, რომელიც მე ჰაერივით მჭირდებოდა, თითქოს ოთახში უჰაერობა იგრძნობოდა და ის იყო ნიავი, რომელიც ფრთხილად და თავაზიანად შემოვიდა იქ, სადაც გულით ელოდებოდნენ.....
პირველ დღეს ჩვენი დიალოგი დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ვიგრძენი რომ ის სხვებს არ ჰგავდა და რომ ის რაღაცნაირი იყო სიტყვებით ახსნაც კი მიჭირს....24 წლის მანძილზე პირველი შემთხვევა იყო, როცა მე ადამიანს გულით მივენდე და ვგრძნობდი რომ არ ვცდებოდი.....თითქოს ის ჩემთვის უცხო კი არა და დიდი ხნის ნაცნობი იყო ნაცნობი, რომელიც მეორე სამყაროში დამეკარგა და 24 წლის შემდეგ განგებამ შეგვახვედრა.... სწორედ ეს ის ჩვეულებრივი დღე იყო ნოსტალგიით დატვირთული თუმცა საათების შემდეგ წარმოქმნილი სუსხიც კი არ მციოდა...ვგრძნობდი ღიმილს, ბედნიერებას და მე არ მაწუხებდა ჩემი უმოქმედოდ ჯდომა, პირიქით მინდოდა დრო მეტი ყოფილიყო მისთან სასაუბროდ.....ის უსასრულოდ შორს იყო ჩემგან.... თუმცა ეს სიშორე და ჩვენს შორის არსებული კილომეტრები ვერ ქმნიდა ბარიკადებს....როცა მასზე ვსაუბრობ რეალურ სამყაროს ვეთიშები....აი მისი სახელიც კი არ დამიწერიაა ისე გამოვშტერდი  ....ის არის შოთა....სახელის ჟღერადობაც კი გულის დიაფრაგმებს უცვლის დეფორმაციას.....
ამ საღამოს ბედნიერმა და კმაყიფილმა დავიძინე, რადგან მე ვისაუბრე იმ ადამიანთან ვინც ჩემნაირი იყო....
არ მახსოვს რა რიცხვი იყო სავარაუდოდ 16-17 დეკემბერი იქნებოდა, როცა დილით ბედნიერმა გავიღვიძე, ვიგრძენი მზის მცხუნვარე სხივები, რომელიც არღვევდა არსებულ ღრუბლებს და დედამიწისთვის სითბოს არ იშურებდა.....
ამ დღეს სხვანაირად ვსუნთქავდი, თითქოს ჰაერიც ჩემებური აი ისეთი მთაში რომ იცის....
ვიღიმოდი და სარკეში ჩემს თავს ბედნიერს ვხედავდი.....საათს ვუმზერდი თითქოს რაღაცას ველოდებოდი და სწორედ ეს რაღაცა ჩემი ღიმილის მიზეზი იყო.....
ჩამოჰკრა საღამოს ჟამმა....ვუმზერ მეორე სამყაროს თუმცა ის არ სჩანს, ვგრძნობ ვნერვიულობ, მაგრამ რატო არ ვიცი. გადის რამოდენიმე წუთი და ვხედავ სმაილს :-) რომელსაც თავადაც ვემსგავსები :-) .....ჩვეულებრივი დიალოგი განსაკუთრებული არაფერი თუმცა ამავედროს ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერია.... მთელი ჩემი ცხოვრებაა... ცხოვრება...., რომელიც მე უნდა შემეგრძნო...თითქოს ვიცნობ, მისთან იმდენად თავისუფალი ვარ, ანალოგიურს ვგრძნობ მისგანაც.... მისი სიტყვები იმდენად შიინაარსიანი, რომ მინდა სულ მან ისაუბროს და მე მოუსმინო მაგრამ ისიც ანალოგიურს ფიქრობს და მწერს კიდეც....ჩვენ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, სიყვარულზე და ისეთ თემებზე, რაც ადამიანს უკეთ გაცნობს თავისი ბუნებით, შინაგანი სამყაროთი.....ის ჩემნაირია...ერთმანეთს ვგავართ შეხედულებებით და ცხოვრებისეული ხედვით....მისი ყოველი სიტყვა გულში ჩამწვდომია....
კარგად მახსივს პირველი ზარი და მისი ხმა.... არ ვიცი, როგორ გადმივცე ის ემოცია, რაც განვიცადი, თუმცა განსაკუთრებულად მახსივს.... ათრთოლებული გულის ხმაც, რომელიც გამალებით ფეთქავდა ლამის გამოვარდნას ლამობდა.... ვცდილობდი არ შემემჩნია... ჩვეულებრივ ვისაუბრე, თუმცა საუბრისას ტუჩებიც მითრთოდა.... მართალია ცივი ამინდი იყო, მაგრამ ვნერვიულობდი, ცოტა მრცხვეოდა კიდეც....., რადგან მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა.... ჩემი თავისაც კი მიკვირს, თუმც უნდა ვაღიარო რომ შოთასთან საუბარი ამაღლებულ გრძნობას მგვრიდა... გულში კი სითბოს აღვივებდაა....
ბავშვობიდან განსხვავებული ვიყავი, ვერ ვეგუებოდი ბიჭების ყურადღებას და ყოველთვის თავს ვარიდებდი... ერთი შეხედვით ამაყი ვჩანდი და უკარება, თუმცა სინამდვილეში ეგეთი არ ვიყავი. ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, რომელიც ოცნებიბდა ნამდვილ სიყვარულზე.... აი ისეთზე...., როგორიც ფილმებშია...., რომელიც ძლიერი და მარადიულიაა......
ჩვენი დიალოგი ყოველთვის საინტერესო და განსაკუთრებული ხიბლის მქონე იყო....მასთან საუბრის დროს ვერ ვგრძნობდი დროის დინებას...., თითქოს ფილმის გმირი ვიყავი...გმირი რომელიც თავის სამყაროში ცხოვრობს....სადაც ოცნებები სრულდება.....
დღე დღეს მისდევდა ზამთარი მეტად აუტანელია თავისი სუსხით, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ წელიწადის ეს დრო არ მიყვარს.... დღეს სულ სხვანაირად ვარ, ეს სუსხიანი ამინდიც კი მომწონს და მეჩემება.....
არც ისე დიდი დროა გასული რაც შოთა გავიცანი თუმცა მისი შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში გაზაფხულის მზიან ამინდს ჰგავს.....მართალია მხოლოდ საღამოთი ვსაუბრობთ თუმცა ეგეც საკმარისია იმისთვის რომ დილა ღიმილით დაიწყოს და ესე ბედნიერი წუთებით გაგრძელდეს....საღამო ჟამს კი ყოველთვის სულმოუთმენლად ველოდები რადგან ვიცი რომ ის აუცლებლად შემოვა და როგორც ყოველთვის ეხლაც საინტერესო საუბარი გვექნება.....სულ რაღაც 7 დღეა რაც ვიცნობთ ერთმანეთს თუმცა ამ დროის მანძილძე არ გვიკამათია და სწორედ ამ საღამოს რატომღაც ნაწყენმა დავემშვიდობეთ და ვგრძნობდი რომ ეს არც მისთვის იყო მარტივად ასატანი......ძილიც კი გამიუცხოვდაა.....გული რაღაცნაირად ჩუმად ფეთქავს....ფიქრები თავს არ მანებებს.....სუნთქვაც კი დამიმძიმდა......რთულია იმ მდგომარეობაზე საუბარი რასაც განვიცდიდი....საათები წელიწადს უდრიდა, დრო გაიყინა და არ ჩქაოდა.....ჩემს გულს კიი ეს მდგომარეობა უსუსურს და მეტად ბავშვურს ხდიდა....თვალებში უღიმღამო გამოხედვაა, სადღაც შორიდან ვგრძნობ რომ ქარიშხალი მიახლოვდება და აი ეგრეც მოხდა....ლოყები ცრემლებით მისველდება თავადაც ვერ გამიაზრებია რატო.....მხოლოდ ის ვიცი რომ ცუდად ვარ....თითქოს მზე დაიმალა და მხოლოდ ღრუბლების ამარა დავრჩი....
უცნაურია რაც ჩემში და ჩემს თავს ხდებაა.....მხოლოდ ის ვიცი რომ შოთასთან არსებულმა გაუგებრობამ ჩემში არეულობა გამოიწვიაა....ვცდილობ აზრები და ემოციები დავალაგო თუმცა უშედეგოდ....ემოციური ადამიანი კი ვარ მაგარმ ესეთი ემოციურიც ვერ წარმომედგინა ჩემი თავი.....
საღამოს საათებია ჩვეულებრივ ამ დროს ჩვენ ვსაუბრობდით თუმცა ეხლა ორთავე ჩუმად ვართ და დუმილს ვარჩევთ.....სწორედ ეს დუმილი შინაგანად მთრგუნავს მინდა მივწერო მაგრამ რატომღაც ველოდები......საათები გადის დაა არაფერი იცვლება...ჩემი თითები არ მოძრაობენ პირიქით უსიცოცხლოდ ალაგია....ესე უსიცოცხლოდ გავიდა სამი დღე....საღამო ჟამია ვგრძნობ რომ არაფრია ახალი...ოთახში განათებული შუქუც კი უკუნითს ჰგავს და ამ ყოველივესთან ერთად ვხედავ ყვითელი ფერის მოციმციმე შუქს რომელიც მიზიდავს და თითქოს მექაჩება.....თითები თავისით მოძრაობენ...ვხედავ რომ უკვე სმს დამიწერია.....წამები და ადრესატთან მივიდაა.....ვხედავ რომ წაიკითხა....გული საგულეში აღარ ეტევა...ხელებიც მითრთის.....კომპიუტერის ეკრანს გამალებით მივჩერებივარ.....სმს იწერება და აი მოვიდა კიდეც....სუნთქვაც გამიხშირდა.....დიალოგი ჩვეულბრივად გრძელდება არცერთი ვიმჩნევთ არაფერს, თუმცა მაინც დაძაბული სიტყვებიაა რაც არასასიამოვნოაა......
ისევ პაუზაა და ისევ წამები გაყინული....მისი შინაგანი განცდები თითქოს ჩემთვის ნაცნობიაა თითქოს იმას ვგრძნობდე რასაც ის......ვსაუბრობთ ჩვენს ემოციებზე და შინაგან მდგომარეობაზე სიტყვებიც კი ერთი შინაარსისა, თითქოს ჩემი თავს ვესაუბრებოდე ისეთი შეგრძნება მეუფლებაა....
წუთს წუთი მისდევს და ჩნდება ჩემს ეკრანზე სმს სადაც გამოკვეთილად წერია სიტყვა მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.....ვგრძნობ სულში სხეული აღარ ეტევაა......ძარღვებში სისხლი სწრაფად იწყებს მოძრაობას....სამყაროს ჩემად ვგრძნობ....მინდა მთელი დედამიწა ჩავისუნთქოო...აფორიაქებულ გულს ცოტათი ვამშვიდე, ვნერვიულობ და შიში მიპყრობს.....მინდა ის ემოცია გადავცე რაც განვიცადე თუმცა გულს კარი ჩაუკეტე და გონებას მივენდეე.....მინდოდა ბევრი კარგი რამ დამეწერაა, დამეწერა ჩემი სიტყვებით განცდილი იმწუთიერი ბედნიერებაა, რომელიც მთელს სხეულში ტრიალებს....ეს ის მომენტია როცა არ ვიცი რა გავაკეთო როგორ მოვიქცეეე.....განსაკუთრებული არაფერია ჩემს სმს-ში....წარმოიდგინეთ რაოდენ ცუდია გრძნობდე ერთს და წერდე მეორეს....
ჩვენს ურთიერთობაში თანდათან იგრძნობა თავშეკავება და თითქოს გაუცხოებისმსგავსი რაღაც გვიახლოვდებაა....მე თავს დაძაბულად ვგრძნობ მიჭირს საუბარი რადგან რასაც ვწერ ეს ყველაფერი არ არის რაც შეიძლება წარმოვსთქვა........
რთულია ეს რაც ჩემს თავს ხდება.....ერთი უცებ ყველაფერი რაზეც მიოცნებია......და მეორემხრივ ჩემი ოცნებები ჩემგან ძალიან შორს იმდენად შორს რომ თვალით შეხედვაც კი შეუძლებელიაა....სადღაც უასრულობაში.....ეხლა მხოლოდ გრძნობებია...გრძნობები რომლეიც თავისით მოვიდაა ესეთი შორი მანძილიდანაც კიი შეაღწია ჩემს გულში და კარები მიიხურა იმდენად ძლიერ რომ ავდარის დროს წვიმის წვეთებიც კი ვერდაასველებს.......
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თავად ღ მ ე რ თ ი ა დედამიწაზე.......სწორედ სიყვარულია გულში.....სულში.....ფიქრებში.....ჩემს ირგვლის სიყვარულის სურნელი ტრიალებს.......
ჩემი სამყარო გაზაფხულივით ლამაზი და მიმზიდველია.....მიყვარს...მიყვარს... მიყვარს...რაც ჩემს ირგვლივ ხდება,ეს მისი დამსახურებაა, ეს მისი სიყვარულია, ის სიყვარული, რომელიც ჩემშია და ვგრძნობ, რომ ვიგუდები, მახრჩობს დუმილიი...უთქმელი სიტყვები ყველაზე რთული და აუტანელი განცდა ყოფილაა....ვგრძნობ ესე დიდხანს ვერ გავძლებ უნდა ვთქვა რაც ჩემს თავს ხდება.....რაღაც მომენტში ვფიქრობ ნუთუ ეს შესაძლებელია მაგრამ სწორედაც, რომ შესაძლებელია მე ის მიყვარს....სიყვარული კი ჩემთვის სიმდიდრეა...უფლის წყალობა...განადა ყველას ძალძს სიყვარული ეგ ხომ გამორჩეული ადამიანების ხვედრია....სიყვარული არ ისწავლება...სიყვარული თანდაყოლილი ნიჭია...სიყვარული ფუფუნება რომელიც ყველაფერშია.....სიყვარული ის გრძნობა რომელზეც შეგიძლია დაუსრულებლად ისაუბრო და არ გაჩერდე...
ის არის ადამიანი ვისზეც საუბარი ბედნიერებების შეგრძნებას მგვრის....ხვალინდელი დღის სიხარულს მაწვდის....ის სამყაროა სადაც ჩემი თავი აღმოვაჩინე და დავინახე აი ისეთი როგორიც ფიქრებში და ილუზიებშე წარმომედგინაა....ის ღიმილია ჩემს სახეზე არსებული რომელიც ყველასათვის შესამჩნევი და თვალისმომჭრელია......ღიმილი რომელიც გულიდან მოდის გულწრფელი და ბედნიერი........
ის სულ სხვანაირია.... განსხვავებული ბუნების....მისში დიადი სულია რომელიც ვფიქრობ მხოლოდ ჩემთვის კი არა და ყველასთვის შესამჩნევი იქნება.....კარგად მახსოვს როცა პირველად ფოტოზე დავინახე რამდენად ამაღლებული ემოცია დამეუფლა ბაგეზე სიტყვები გამეყინა.....თითქოს ვიცნობდი და სადღაც ნანახი მყავდაა....შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ მონეტრების შგრძნებაც გამიჩნდაა....მისი თვალებშიც კი დაინახავდით ადამიანურ ფასეულობებს რომლეიც დიადს და განსაკუთრებულს ხდის...
ბევრს ვფიქრობდი ძალიან ბევრს ხოლმე როგორ ბინდდებოდა ვერც კი ვამჩნევდიი.....ჩემი სულის ნაწილად გავიხადე....ცუდი კი ის იყო რომ ამ ყოველივეზე ვარ ვსაუბრობდი მისთან რადგან ვფიქრობდი კარგი იქნებოდა თუ რეალურად შევხვდებოდი და მაშინ გაუმხელდი ჩემს გრძნობებს....ვგრძნობდი განიცდიდაა და წუხდა რომ მე ვსდუმდი და მხოლოდ მის კარგ თვისებებზე ვაკეთებდი აქცენტს.....ჩვენი დიალოგი დაძაბული იყო იმ დღემდე სანამ ჩემს გულმა არ მაგრძნობინა რომ დიდი ვიყავი და საჭირო არ იყო გრძნობების კონტროლი თუ მიყვარს უნდა ვაღიარო აუცილებლად მართალია სიყვარულს დამალვა უხდება თუმცა ვისთან უნდა დამალო? იმ ადამიანთან ვინც გიყვარს.... ეგ ხომ უსამართლობა საკუთარი თავის და იმ ადამიანის წინაშე ვისთვისაც ხვალინდელი დღე გიხარიაა.....მოკლედ მიჭირდა ამ მდგომარეობის ატანაა....მინდოდა მეც ისე მესაუბრა რასაც გული მკარნახობდა....
არ მახსოვს რამდენი დღე ყო გასული ჩვენი გაცნობიდან....სავარაუდოდ 10 ან უფრო მეტი როდესაც გულში გრძნობებმა ადგილი ვეღარ დაიტია დაა ამოფეთქა ვულკანის მსგავსად თბილი და გრძნობით სავსე სიტყვა „მიყვარხარ“.....სწორედ ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაა...სიყვარულის რომელსაც ორთავე პირველად ვგრძნობთ....სიყვარულის რომელიც ნამდვილიაა...სიყვარული რომელიც მხოლოდ ჩვენია...სიყვარული რომელიც ჩვენს მომავალს ქმნის და სიყვარული რომელიც დაუვიწყარი და დაუძლეველი იქნება რადგან ეს ის არის რასაც ჩვენ ნამდვილი დავარქვით და ჩვენ ორმა მივიღეთ ერთმანეთი მხოლოდ შინაგანი ბუნებით....სულიერი მდგომარეობა სიყვარულთან დაკავშირებით პირველ ადგილას დგას თუ ადამიანი სულიერად შენად მიგაჩნია მას სხვა ვერ შეგიცვლის ვერასოდეს.....



№1 სტუმარი Guest nata

ees iyoo ragac saoocarii...dzaan magarii....iss rac realobashi xdeba...❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent