შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრის ხათრით (დასასრული)


6-06-2017, 21:01
ავტორი ნასტია
ნანახია 3 910

* * *
გაბრაზებულმა იმ დღესვე ჩავალაგე ბარგი, როგორც ჩემი, ისევე ბავშვების.
დედაჩემი ეთო ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ვნახე გულიანად გაღიმებული. უხაროდა ჩვენი ‘შერიგების’ ამბავი. ბავშვებისთვის მართლა ასე აჯობებდა, მგონი. ცალ-ცალკე ცხოვრება ყოველთვის ცუდად მოქმედებს ბავშვზე. მაგრამ უფრო ცუდად მოქმედებს მშობლების ყოველდღიური კამათი და ყოველი უკმეხი საუბარი. უნდა შევეცადო, რომ რატისთან ცოლ-ქმრული თუ არა მეგობრული ურთიერთობა მაინც ჩამომიყალიბდეს, თავიდან.
- ხან მე დაგეხმარები, ხან რატის დედა, ხანაც თვითონ რატი.. - მამშვიდებდა დედაჩემი. - მაგაზე ნუ ინერვიულებ, არ გადაიღლები!..
- ვნახოთ აბა ერთი, როგორ დამეხმარებით.. - ვერ ვისვენებდი მე.
- რატიც მშვენივრად მოუვლის ბავშვებს. - გაეღიმა ეთოს. - ასეთი თბილი მამა იშვიათად თუ მინახავს სადმე...
- ისეთი სერიოზული და ცხოვრებაზე დაფიქრებული პიროვნება, როგორიც რატია არ იქნება ცუდი მამა. - საუბარში ჩაერთო ნატა. - მეც მასე ვფიქრობ, რომ თქვენი ცოლ-ქმრობა მარტივად აღდგება.
- მაგის იმედი მაქვს.. - გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე. - შემომიარეთ ხოლმე...
- აუცილებლად!.. - ხელები შემომხვია მან.
ამასობაში რატიც მოვიდა. კარი დედაჩემმა გაუღო. დოინჯშემორტყმული შემოვიდა მისაღებში. ნატა გადაკოცნა. ჩემსკენაც დაიხარა და მეც ლოყაზე მაკოცა ეშმაკურად გაღიმებულმა.
- მზად ხართ?..
- მზად არიან. - ჩემ მაგივრად უპასუხა ეთომ. - ბარგი შესასვლელთან აწყვია, ბავშვებს ჩვენ ჩამოვიყვანთ.
ბარგის თრევა მე და რატის მოგვიწია. დედაჩემს და ნატას ბავშვები მიჰყავდათ.
- მაგხელა ჩანთის ჩამტანი ხარ, რომ ეკიდები?.. - სიცილი აუტყდა ჩემს დანახვაზე რატის.
- მაშინ მოკიდე ხელი და ჩაიტანე. - შევუბღვირე და შედარებით უფრო პატარა ჩანთას დავწვდი.
- ჩავიტან აბა აქ ხომ არ დავტოვებ?.. - მარტივად აიღო ხელში და გვერდით ამომიდგა.
- რაღაც ფეხები ამტკივდა, ვეღარ ჩამოვიტან ვერაფერს.. - დედაჩემის გასაგონად აფერისტობა დავიწყე მე.
- ჩამოვიტან მე თვითონ, დაისვენე შენ!.. - მკვლელი მზერით შემომხედა მან.
მეც მხოლოდ მის დასანახად ეშმაკურად ჩავიცინე და მანქანაში ჩავჯექი.
მთელი დღე ბარგის ამოლაგებას და სახლის მილაგებას მოვუნდი. რატი ბავშვებს ართობდა და ჩემს მიცემულ მცირე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდა. დაღლილი საწოლზე წამოვწექი. ცოტა ხანში ‘მეუღლეც’ შემომიერთდა.
- ძლივს დაიძინეს... - ამოიოხრა და თმები აიჩეჩა. - რა რთული ყოფილა პატარების მოვლა...
- რატი, თუ ისევ ჩემს სახლში მოყვანას აპირებდით, რაღაზე დამთანხმდი განქორწინებაზე?.. - სულ სხვა თემაზე დავიწყე საუბარი.
ცოტა ხანს იფიქრა, მერე კი სიცილი დაიწყო.
- შემომთავაზე და უარს ხომ არ გეტყოდი?..
- დებილი ხარ, ხომ?.. - ხელი წამოვარტყი მე.
- ნაწყენი ვიყავი შენზე და მაგიტომ დაგთანხმდი, მაგრამ შემდეგ ბავშვების შესახებ რომ გავიგე, ჩვენი განქორწინების ამბავი აღარც გამხსენებია. - დასერიოზულდა იგი.
- შენმა მშობლებმა იციან ხელი რომ გავაწერეთ?..
- არა.
- უნდა გეთქვა!..
- შენ წარმოიდგინე და დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ შევრიგდებოდით. - ეშმაკური ღიმილით გადმომხედა.
- შერიგება სულ სხვა რაღაცაა.. - ღრმად ჩავისუნთქე ფანჯრიდან შემოჭრილი გრილი ჰაერი.
- მგონი ჩვენ შევრიგდით, ხომ?.. - გაეღიმა მას.
- ნუ სულელობ!.. შენთან მხოლოდ იმიტომ გადმოვედი, რომ ჩემი შვილების მამა ხარ. - გავუბრაზდი მე.
- ძალიან მაინტერესებს, რატომ მიბრაზდები და რატომ გამოგყავარ დამნაშავედ?.. - მოიღუშა რატიც.
- არ გამომყავხარ დამნაშავედ!.. - თავის მართლება დავიწყე მე. - უბრალოდ ვამბობ, რომ შერიგება და ხელახლა შეყვარება ასე მარტივად არ ხდება!..
- ყოველთვის, ყველაფერს შენ ართულებ და დამნაშავე გამოვდივარ ისევ მე!.. - გაბრაზებული საწოლიდან წამოდგა.
- ვინმე რამეში გადანაშაულებს?.. - შეტევაზე გადავედი.
- შენი საქციელი და საუბარი სხვას არაფერს მოწმობს!.. - აივანზე გავიდა.
ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიწექი, შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი და მეც აივანზე გავედი. მოაჯირზე იდაყვებით დაყრდნობილი რატი სიგარეტს ეწეოდა.
- სიგარეტის მოწევა როდის დაიწყე?.. - ვკითხე ჩახლეჩილი ხმით და გვერდით ამოვუდექი.
- გითხრა თუ შენ თვითონ მიხვდები?!.. - ირონიულად ჩაეღიმა.
- მაპატიე!.. - ამოვიკრუსუნე და წელზე ხელები შემოვხვიე.
- რომელი ერთი?.. - ისევ გაეღიმა, მაგრამ ამჯერად ირონიულად არა.
სიგარეტის ნამწვავი იქვე საფერფლეში დააგდო და ჩამიხუტა.
მდუღარე ცრემლებით ავტირდი. მართალი იყო რატი!.. ამდენი რამ გადაიტანა ჩემ გამო, მე კი ისევ მას ვადანაშაულებდი.
რატის ეცინებოდა ჩემზე. ჩურჩულით მამშვიდებდა და თმებზე მეფერებოდა გაღიმებული.
- ყველაფერი გამოგვივა!.. ხომ გჯერა ჩემი?.. - გახურებული ტუჩებით საფეთქელთან მაკოცა.
- რა თქმა უნდა!.. - თავი მის ყელში ჩავრგე და იქ დავუტოვე კოცნა.
- ნინა!..
- ჰო..
- იცი როგორ მიყვარხარ?..
- როგორ?..
- იმაზე მეტად მიყვარხარ.. ვიდრე ქართველ გოგონებს ოთარ ჭილაძე, მთიულებს ხინკალი და მეგრელებს აჯიკა. - თვითონვე გაეცინა თავის სიტყვებზე.
მეც სიცილი ამიტყდა.
- საიდან მოიფიქრე ასეთი დიდი სისულელე?.. - თმები ავუჩეჩე.
- ეჰ, ჩემო პატარა ქალბატონო, შენ გგონია ეს სიტყვები სისულელე.. ჩემთვის კი რეალობაა!.. - გაღიმებული თმებზე მომეფერა ისევ.
- ვხუმრობ, რატი... - მეც უნდა მეთქვა რამე მსგავსი სისულელე, როცა ერთ-ერთი ბავშვის ხმა შემოგვესმა. - ბავშვი ტირის!.. - წამოვიძახე შეწუხებულმა.
- მე მივხედავ, შენ დაისვენე!.. - ბავშვების ოთახისკენ წავიდა რატი.
- შენ დაისვენე, რატი!.. სულაც არ ვარ დაღლილი და მე თვითონ მივხედავ!.. - შევაჩერე მე.
- გეუბნები დაისვენე-მეთქი!.. სულ ასე კი არ გეტყვი.
- მე მივხედავ!..
- მოგხედავ მე შენ!.. - ეშმაკურად გამიცინა და ოთახში შესვლა დამასწრო.

* * *
- ბოლოს და ბოლოს შერიგდით?.. - ყავა მოსვა და კითხვით აღსავსე მზერით შემომხედა ნატამ.
- ჰო.. - გავუღიმე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.
- ასე მალე?.. ყოჩაღ თქვენ!.. - ეშმაკურად ჩაეცინა მას.
- ნეტავ იცოდე რა საყვარელია როცა გაბრაზებული იბუტება!.. - ისევ გამეღიმა რატის სახის გამომეტყველების გახსენებისას.
- მე არ მომწონს ბუტია ბიჭები. - ენა გამომიყო მან.
- ჰო და გყავდეს შენი უჟმური დათა!.. - იგივე გავიმეორე მეც.
- სულაც არ არის უჟმური.. - ახლა ნატა გაიბუტა.
- გეხუმრე სულელო!.. - ლოყები გავუწელე მე.
- შენი გადამკიდე ვინ არ გაიბუტება?.. - ახარხარდა ნატა.
ყავა დავისხი და ისევ სკამზე მოვკალათდი, ნატას გვერდით.
- ნეტავ იცოდე, როგორ უყვართ შვილიშვილები დედამთილს და მამამთილს.. - უაზროდ გამეღიმა. - ასეთი თბილი ბებია-ბაბუა იშვიათად თუ შეგხვდება სადმე!..
- გაგიმართლა მაგ საკითხში!.. ჩემები, რაც არ უნდა მოხდეს, შვილიშვილს არ დაიტოვებენ. - სახე დაეჭყანა ნატას.
- ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი შვილიშვილი?! - ფიქრებმა გამიტაცა მე.
- წადი და იმათ კითხე, მე რას მეკითხები?.. - გაეცინა მას.
- შენ არ გეკითხები, ისე ვთქვი, უბრალოდ.. - შევუბღვირე, მაგრამ ბოლოს მაინც გამეცინა.

შერიგება თამარასთანაც აღვნიშნეთ, სოფელში. გახარებული დაატარებდა ბავშვებს მეზობლებში და სიამაყით უყვებოდა ყველას თავისი შვილიშვილების ამბებს.
მე და რატი სახლში განვმარტოვდით.
- ძლივს არ ჩაგიგდე ხელში, პატარა ქალბატონო?.. - ხელში ამიტაცა მოულოდნელად.
- გაგიჟდი, რატი?.. - წამოვიყვირე მე.
- ჰო, როგორ მიხვდი?.. - სიცილით აირბინა კიბეები.
- რა გეშველება?.. - ავხარხარდი მეც.
- არც არაფერი... - საწოლზე ჩამოჯდა და მეც კალთაში ჩამისვა.

* * *
როგორც იქნა, ბავშვები დავაძინე. ახლა მეც მომეცემა საშუალება, როგორმე დავისვენო. ვიცი რასაც ფიქრობთ დასვენებაზე! თუმცა ჩემთვის დასვენება სულ სხვა რაღაცაა...
ჯერ სამზარეულო მივალაგე, შემდეგ სააბაზანო, ბოლოს კი მისაღები.
ქანცგაწყვეტილი დივანზე დავეგდე და ნოუთბუქი ჩავრთე. რამდენიმე შეტყობინება შევამოწმე. ნატა მიგზავნიდა რაღაც ფოტოს. როგორც მოგვიანებით ვნახე, ფოტოზე გამოსახული იყო რატი, ვიღაც ქერათმიან გოგოსთან ერთად.
„ეს ვინ არის?..“ მწერდა იგი.
„არ ვიცი“ ძლივს დავწერე პასუხი.
„იქნებ ნათესავია? ან კლასელი?..“ დაიწყო შესაძლო ვარიანტების ჩამოთვლა.
ნოუთბუქი დავკეცე, სამზარეულოში გავედი და იქვე მდგარი წყლით სავსე ჭიქა გამოვცალე.
ვინ არის ის გოგო?..
იქნებ მართლა ახლობელია, ან თუნდაც კლასელი?..
მთელი დღე მოუსვენრად გავატარე. ამ ფოტოზე თვალებს ვერ დავხუჭავდი, მაგრამ ვერც კამათს დავუწყებდი რატის.
ნატამ რამდენჯერმე დამირეკა, მაგრამ არ მიპასუხია. არ მქონდა მისი ახალი ვარიანტების თავი.
რატი სახლში რომ მოვიდა მე ტელევიზორს ვუყურებდი, ბავშვები კი იქვე თამაშობდნენ მანქანებით. ჯერ ჩემთან მოვიდა და ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი ბავშვებს დაუწყო თამაში.
- ნინა, მაჭმევ რამეს?.. - მოიწყინა თუ არა ბავშვები ფეხზე წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა.
არაფერი მითქვამს, სამზარეულოში გავედი და საჭმელი გაზზე შემოვდგი.
ცოტა ხანში ისიც შემოვიდა. შარვალ-კოსტუმის ნაცვლად უკვე სპორტულები ეცვა.
- მოხდა რამე?.. - ჩემი სახის გამომეტყველებამ გააკვირვა.
- არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?! - ვუპასუხე ურეაქციოდ.
- რამეს მიმალავ?.. - მომიახლოვდა.
- არაფერს.. - მისგან ზურგით შევტრიალდი და უჯრიდან ჩანგალი ამოვიღე.
- თუ არაფერი მომხდარა, ასე უხასიათოდ რატომ ხარ?.. - ვერ ისვენებდა რატი.
- სულ კარგ ხასიათზე ვერ ვიქნები, რატი!.. - ბავშვებს გავხედე და ისევ უკან დავბრუნდი.
ის საჭმელს ჭამდა, მე ჩაის ვსვამდი.
მთელი ამ დროის განმავლობაში დაჟინებული მზერით მიყურებდა. მე შეძლებისდაგვარად მზერას ვარიდებდი.
მორჩა თუ არა ჭამას, ფეხზე წამოდგა და სამზარეულო დატოვა.
ცოტა ხანში მეც გავედი მისაღებში, თუმცა იქ არ დამხვდა. მისი ძებნა არ დამიწყია. სათქმელი არაფერი მქონდა და იმიტომ.
ბავშვების ძილის დრო რომ მოვიდა, მხოლოდ მაშინ შევედი საძინებელში.
აივნის კარი ღია იყო და მეც მივხვდი რომ სიგარეტს ეწეოდა.
ბავშვები დავაძინე და მეც დასაწოლად მოვემზადე.
ღამის პერანგი ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი. მიუხედავად იმისა, რომ სიცივე შემოდიაოდა აივნის კარი არ დამიხურავს. ცოტა ხანს ვუცდიდი რატის, მაგრამ ის შემოსვლას არ აპირებდა.
წამოვდექი უკვე გამთბარი საწოლიდან, ხალათი მოვიხვიე და აივანზე გავედი.
რატი იქვე მდგარ სკამზე იჯდა თვალებდახუჭული.
- ძილს აქ აპირებ?.. - გამოაფხიზლა ჩემმა ხმამ.
არაფერი უთქვამს. უბრალოდ ჯდომის პოზა შეიცვალა.
- შიგნით არ შემოხვალ?.. - ისევ მე ვცადე საუბრის წამოწყება.
- შედი და შემოვალ!.. - მიპასუხა ჩახლეჩილი ხმით.
ოთახში არ შევსულვარ. მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი სკამზე.
- ვინ იყო ის ქერათმიანი გოგო, ფოტო რომ გაქვს გადაღებული?.. - ურეაქციოდ წარმოვთქვი.
მსუბუქად ჩაეღიმა.
- შენი საბერძნეთში ყოფნის დროსაა გადაღებული... - მიპასუხა მეტად დაბოხებული ხმით.
- რა გარანტია მაქვს იმის, რომ არ მატყუებ?.. - დაჟინებით დავაკვირდი მისი სახის გამომეტყველებას.
მხრები აიჩეჩა.
- მინდა მჯეროდეს, მაგრამ ქალური ფიქრები არ მასვენებს. - გამეცინა მე.
ისიც ამყვა სიცილში.
- მაგას კი ვხვდები, რომ ქალური ფიქრები არასდროს გასვენებს!.. - თმები ამიჩეჩა სიცილით.
- ჰო, ლოგიკურია!..
- წამოდი დავწვეთ, თორემ სულ მთლად გაიყინები.. - ფეხზე წამოდგა და მეც გამომიწოდა ხელი წამოსაყენებლად.

დილით ერთმანეთზე ჩახუტებულებს გაგვეღვიძა. როგორც ჩანს, ღამით მართლაც შემცივდა და ჩავეხუტე კიდეც მეუღლეს.
ჯერ მე გამეღვიძა, შემდეგ კი ჩემს მოძრაობაზე რატიმაც გაახილა თვალები.
- რა არ გასვენებს?.. - შემომიბღვირა ახალგაღვიძებულმა.
- შენი ხელები, რომლებსაც თავი ვერაფრით დავაღწიე... - შევუბღვირე მე.
რატიმ ხელებისგან გამათავისუფლა და ჩემ მაგივრად ბალიშს ჩაეხუტა.
მე წამოვდექი, ხალათი შემოვიცვი და ბავშვების ოთახისკენ წავედი. ორივეს ტკბილად ეძინა. არადა, მალევე იღვიძებენ ხოლმე.
მხოლოდ ამის გაფიქრების შემდეგ შევამოწმე საათი. 7 საათი ხდებოდა.
ისევ საწოლში ჩავწექი.
რატისგან ზურგით ვიწექი. მან ბალიშიდან ჩემზე გადმოიტანა ხელები და წელზე შემომხვია. გამეღიმა მის საქციელზე და ჩემს მუცელზე დაწყობილ თითებზე დავუწყე ფერება.
- რატი!..
- ჰო!..
- რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ!..
- მჯერა შენი.
- რა?.. - მოულოდნელად წამოყო თავი.
- მჯერა-მეთქი შენი!.. - გავუღიმე მე.
- გუშინდელზე მეუბნები?.. - გაეღიმა მასაც.
- ჰო!..
- ჭკვიანი გოგო ხარ!.. - საფეთქელთან მაკოცა და ისევ ბალიშზე დადო თავი.
საწოლიდან ადგომა დავაპირე.
- სად მიდიხარ?..
- უნდა ავდგე, საუზმე უნდა გაგიმზადო!..
- დარჩი რა!.. არ მინდა საუზმე, იქ შევჭამ რამეს... - ხელი დამიჭირა და იძულებული გამხადა, ისევ მის გვერდით წამოვწოლილიყავი.

* * *
- რატი სად არის?.. - ყურში ჩამჩურჩულა ნატამ.
- მითხრა დამაგვიანდება, მაგრამ აუცილებლად მოვალო!.. - შემოსასვლელ კარებს თვალს არ ვაცილებდი მე.
- ცოლის დაბადების დღის წვეულებაზე აგვიანდება?.. - ეშმაკურად აათამაშა წარბები მან. - ალბათ რამე სიურპრიზი აქვს შენთვის!..
- იმედი მაქვს ახლა ვარიანტების ჩამოთვლას არ აპირებ!.. - შევუბღვირე აკისკისებულს.
- სხვათაშორის ვაპირებდი!..
- მომწყდი თავიდან!.. - მაინც გამეცინა მასზე.
წვენი დავისხი და ერთი ამოსუნთქვით დავცალე ჭიქა.
- ნინა, რატი სად არის აქამდე?.. - მომიახლოვდა ახლა უკვე დედაჩემი.
- მოვა!.. - ცოტა ხმამაღლა მომივიდა მე.
კიდევ ერთი საათი გავიდა, ის კი არ მოსულა.
მთელი ამ დროის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას ვიჯექი და კარებს არ ვაშორებდი მზერას. რა სურპრიზს მიმზადებს ისეთს, რომ ასე ძალიან დააგვიანდა?.. ან იქნებ სულაც არ მიმზადებს საჩუქარს?... იქნებ თავს რამე უბედურება გადახდა და არ გამიმხილა?..
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჩემთან დათა მოვიდა და მითხრა, რომ ჩუმად გარეთ გავსულიყავი. მაშინვე წამოვხტი ფეხზე და გასასვლელისკენ წავედი, ჩქარი ნაბიჯებით. მგონი ყველამ შეამჩნია, რომ წვეულება დავტოვე.
რატის მანქანაში ვიღაც უცხო მამაკაცი იჯდა. სხვაგან არც გამიხედავს, ისე ჩავჯექი მანქანაში. მძღოლმა ორი სიტყვით მომილოცა დაბადების დღე, მეტი არაფერი უთქვამს. არც მე ამომიღია ხმა.
მანქანაში გადაღლილს მალევე ჩამეძინა. მხოლოდ ის შევამჩნიე, რომ საკმაოდ დიდ ხანს ვიმგზავრეთ.
რატის ვეჭირე ხელში, როდესაც გამომეღვიძა.
- გაიღვიძე, პატარა ქალბატონო?.. - გამიღიმა და ნაბიჯი შეანელა.
- სად ვართ, რატი?.. - გარემოს თვალი მოვავლე.
- თბილისიდან შორს.. - ისევ უაზროდ გაეღიმა მას.
- მაგას მეც ვხვდები!.. - შევუბღვირე. - ბავშვები სად არიან?..
- ჩემებთან დავტოვე...
ამასობაში შენობაშიც შევაღწიეთ. გარედან საკმაოდ უცნაური შესახედაობის ნაგებობა, საკმაოდ კომფორტულად მოწყობილი სახლი აღმოჩნდა.
- დამძიმდი ვარდენის ქალიშვილო!.. - სიცილით სკამზე ჩამომსვა რატიმ.
- რა დროს ეგ არის, სულელო, - ისევ მოვიღუშე მე. - აქ რა მინდა?..
- ეს არის შენი დაბადების დღის საჩუქარი!.. - ლოყაზე მიჩქმიტა გაღიმებულმა.
- რა არის ჩემი საჩუქარი?.. - დაბნეულმა იქაურობას თვალი მოვავლე.
- ეს სახლია შენი საჩუქარი... - ჩემზე გაეცინა და ხელები გაშალა.
- სახლი?.. - პირი ღია დამრჩა მე. - და ახლა სად ვართ ჩვენ?..
- სვანეთში...
- რა?.. - წამოვიყვირე გახარებულმა და ფანჯარასთან მივირბინე. - არ არსებობს! დამცინი?..
- სულაც არა!.. ეს სახლი შენი საჩუქარია... დიდი იმედი მაქვს, რომ შემომიშვებ ხოლმე... - ისევ ახარხარდა რატი.
- მაგაზე დავფიქრდები!.. - ეშმაკურად ავათამაშე წარბები.
- ჩემი დაფიქრებული გოგო!.. - გაღიმებული მომიახლოვდა და ხელში ამიტაცა. - ცოტა ხანს კიდევ უნდა მოგიტაცო...

- ბავშვები უკვე მომენატრნენ.. - ამოვიკრუსუნე და რატის უფრო მაგრად შემოვხვიე ხელები, თითქოს ამ ჩახუტებით მონატრებას ავინაზღაურებდი.
- მეც ძალიან!.. - მანაც შემომხვია ერთი ხელი წელზე, მეორეთი კი თმებზე დამიწყო თამაში.
- როდის უნდა წავიდეთ?.. - სახე მისკენ შევატრიალე.
- როცა შენ გინდა... - გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
- ხვალ საღამოს წავიდეთ!.. - ისევ მკერდზე დავადე თავი. - მერე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდეთ ხოლმე!..
- საღამოს სასეირნოდ წავიდეთ!.. - თმები ყურებს უკან გადამიწია.
- რატომაც არა?!
- ახლა კი დავიძინოთ, თორემ მოსიარულეს ჩამეძინება. - სიცილი დაიწყო რატიმ.
- დავიძინოთ!.. - ვუთხარი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ დავიძინებდი.
ხმა აღარ ამომიღია, მისი სუნთქვის დათვლა დავიწყე.
- ნინა!.. - დუმილი დაარღვია მან.
- ჰო!..
- გღვიძავს?
- არა!.. - სიცილი ამიტყდა მე.
- არ გეძინება?..
- არა.
- მაშინ არც მე დავიძინებ!..
- რატი, თუ გეძინება დაიძინე!.. ჩემ გამო გამოუძინებელი ნუ დარჩები!..
- შენ რომ მოიწყენ, ასე ჩუმად წოლით?!..
- მაშინ მეც დავიძინებ!.. - დავაიმედე და თვალები დავხუჭე.
ჩემზე გულიანად გაეცინა, თავი კომფორტულად მოათავსა ბალიშზე და გაისუსა.

* * *
- ალბათ, მაგ საჩუქარს ვერც ვერასდროს მოვიფიქრებდი!.. - გაეცინა ნატას და წვენი დააგემოვნა.
- მეც ძლივს დავიჯერე!.. - უაზროდ გამეღიმა. - რამდენიმე დღეში ბავშვებთან ერთად ვაპირებთ წასვლალს...
- სურათები გადაუღე და როცა ჩამოხვალ, აუცილებლად მაჩვენე!.. - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა მან.
- აბა რას ვიზამ?.. - გავიცინე მე.
- იმედი მაქვს, სიძე როდესმე მეც მანახებს მაგ სახლს!.. - მეოცნებეს მზერა მიიღო ნატამ.
- სიძეს ვინ ეკითხება?.. - ავხარხარდი მე. - სახლი ჩემია და როცა მოიცლი, დამირეკე!..
- სულ დამავიწყდა... - სიცილში ამყვა ჩემი შეშლილი დაქალი.
ჩვენს ხმაურში ძლივს გავიგონეთ ბავშვების ხმა.
სწრაფად წამოვდექი ფეხზე და საძინებელში გავედი. გაბრიელს თავის სათამაშოსთან ერთად სხვა მანქანაც ეჭირა, იოანე კი ტიროდა. გამეცინა მათზე. გაბრიელს ძლივს გამოვართვი სათამაშო და ატირებულ იოანეს მივაწოდე. ძლივს დამშვიდდა.
- ცუღლუტობ დედა?.. - სიცილით დავუქნიე საჩვენებელი თითი გაბრიელს, თითქოს ის რამეს გაიგებდა.
- ჰო მშვიდობაა?.. - მომესმა ნატას სიცილნარევი ხმა.
- ჰო!.. - გაღიმებულმა გამოვხურე საძინებლის კარები და ისევ სამზარეულოში გავედი.
- ისევ გაბრიელი?.. - ღიმილით შემომეგება იგი.
- ისევ გაბრიელი!.. - გამეცინა და ისევ ჩემს ადგილზე დავჯექი.

* * *
- დაიძინეს ბავშვებმა?.. - ფეხაკრეფით შემოვიდა რატი ბავშვების ოთახში.
- ჰო.. - ჩავჩურჩულე და მსგავსი მოძრაობით წავედი კარისაკენ.
- როგორც იქნა!.. - გამოვხურე თუ არა კარები ხელები შემომხვია და ტუჩებში მაკოცა. - როგორ მიყვარს შენი ტუჩების გემო!..
ვნებიანად ჩაიჩურჩულა და ტუჩებიდან ყელისკენ გადაინაცვლა.
- რატი, სახლის მილაგებას ვაპირებდი!.. - ამოვიკრუსუნე მის მკლავებში მომწყვდეულმა.
- მე სულ სხვა გეგმები მაქვს!.. - ეშმაკურად აათამაშა წარბები.
- ვხვდები, რომ სახლის დალაგება შენს გეგმებში არც ახლაა და არც არასდროს იქნება!.. - გამეცინა მასზე.
- რა ჭკვიანი მყავხარ!.. - ხელში ამიტაცა და საწოლისაკენ წავიდა.

* * *
აი, ასე რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება...
ერთ დროს –
ბიჭი მიყვარდა სრულიად უიმედოდ...
ერთ დროს –
დეპრესიაში ჩავვარდი სრულიად უაზროდ...
ერთ დროს –
ჩემი რჩეული გამოჩნდა სრულიად მოულოდნელად...
ერთ დროს –
მე ის დავკარგე სრულიად დაუფიქრებლად...
და ახლა –
მე დავიბრუნე ჩემი რჩეული, ჩემი მეორე ნახევარი, რომლის გარეშეც ცხოვრება აღარ წარმომიდგენია. მისგან მყავს ორი უსაყვარლესი არსება და მე დღეს ბედნიერი ვარ...
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების მოვლა მღლის,
სახლის დალაგება ჩემთვის უკიდურესი სასჯელია,
საჭმელების მომზადება მეხერხება, თუმცა ძალიან მეზარება...
მიუხედავად ამისა, მე მაინც უსაზღვროდ ბედნიერი ვარ...
გავა დრო და
მე და რატი მოვუყვებით შვილებს, რომ სიყვარელს წარმოუდგენლად დიდი ძალა აქვს და ჩვენ ეს ერთად დავამტკიცეთ...
მე სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქმარი.
რატისაც სიგიჟემდე ვუყვარვარ.
აი ეს არის ბედნიერება... მეტი არაფერი...
დიდი დამსახურება აქვს ბედნიერებაში მეგობარს. თუმცა მეგობარსაც გააჩნია. მე მყავს ნამდვილი, ღირსეული და ერთგული მეგობრები... ყველას ასეთს გისურვებთ!..
იცით რა არის მეგობრობა?..
რატომღაც ჩემთვის მეგობრობა ერთგულების, სიყვარულის, გვერდში დგომის, ნდობის სიმბოლოა.
თუმცა ეს მხოლოდ ჩემთვის, თქვენთვის მეგობრობა შეიძლება სულაც სხვა რამესთან იყოს დაკავშირებული.
- და ჰო, მართლა, ნუ მიენდობით ნურავის, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგრძნობთ, რომ შეგიყვარდათ.
ამ შემთხვევაში მეგობარსაც არ უნდა ენდოთ. შეიძლება გყავდეთ მესაიდუმლოები, მაგრამ რაღაც თქვენთვისაც უნდა დაიტოვოთ, გულში...

ველოდები შეფასებებს



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian kargi iyo, yochag shen.

 


№2  offline მოდერი zia-maria

ძალიან კარგი იყო,მომეწონა.

 


№3  offline წევრი ნასტია

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent