ნაბიჯი წინ (თავი 1)
მოკლედ ამ ისტორიის დაწყება,რომ გადავწყვიტე დიდხანს ვიჯექი თავზე ხელებ-შემოლაგებული და ვცდილობდი მეპოვა გზა...გზა ამ ყველაფრის დასაწყებად.ჰოდა მეც ვიწყებ. მახსოვს პირველად დედაჩემს ბიჭების შესახებ,რომ დავუწყე საუბარი,წარბებშეკრულმა გადმომხედა და სწრაფადვე განაჩენივით არც მეტი,არც ნაკლები ზუსტი დიაგნოზი დამისვა:“დედის ალღოთი ვგრძნობ,რომ დაიღუპები“.მეც ავდექი და ჩვიდმეტი წლის ასაკში დედას იმედები არ გავუცრუე და ერთი ფეხის დაკვრით სუფთა ჯოჯოხეთში გადავეშვი. დავიწყებ იქიდან,რომ ჩემი და რატის ურთიერთობა ერთობ არეულ და ნამდვილად არასრულყოფილ,გაუმართავ კადრთა ერთობლიობას წააგავდა.ამ ფილმის ფინალში ისევ მე გამოვეჭყლიტე და როგორც ოჯახის დამქცევ-დამანგრეველმა, ჯოხი ჩემზე გადატყდა. რატი ოცი წლის,ნერვებშენგრეული ბიჭი იყო,მე-თავზეხელაღებული,ტუტუცი გოგო. დედაჩემი მთელი ცხოვრება მიჩიჩინებდა,თვალები გაახილე, ყველაფერი გაიაზრე და დარწმუნდი,რომ სწორ ნაბიჯს დგამ_ო.დავფიქრდი,როგორ არა მთლად ასეთი უპასუხისმგებლოც კი არ ვარ:მთელი სამი საათი ვფიქრობდი და ბოლოს მაინც ჟივადინოვიჩების ოჯახში ამოვყავი თავი,რძლის სტატუსით. საერთოდ ადამიანი,(მითუმეტეს ქალი)ყოველთვის გრძნობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს რა შეხედულება და აზრი აქვს მეორეს მიმართ.მე თავიდანვე გადაჭრით და ზუსტად ვიცოდი,როგორ ძლიერ ვუყვარდი სერბ ჟივადინოვიჩს და შანსი ხელიდან აღარ გავუშვი.მთელი ბავშვობა ვნერვიულობდი იმაზე,რომ შეიძლებოდა ვიღაცას დავეწუნე და მე სამუდამოდ შინაბერა დავრჩენილიყავი,ჰოდა გავები ჩიტი მახეში. ბავშვობაში ხშირად მიფიქრია,თუ როგორი იქნებოდა ჩემი და ჩემი მეუღლის ცოლ-ქმრული თანაცხოვრება,მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ იმედები ასე გამიცრუვდებოდა.ვფიქრობდი,რომ ჩემი ქმრის მაისურში გამოწყობილი,ყოველ დილით სამზარეულოში ვიფუსფუსებდი და ახალგაღვიძებულ მამაკაცს გემრიელ ყავას და კრუასანებს მივართმევდი.შენც არ მომიკვდე,გათხოვებიდან პირველივე დილას ჩამეფუშა ჩემი სანუკვარი და საოცნებო გეგმები. სულ ყველაფერი კი ჩემი დაქალის,ნატალია ამირეჯიბის დაბადების დღის ფართიზე დაიწყო.კარგად გამომთვრალმა ამირეჯიბმა,კარგად გამომთვრალ ჟივადინოვიჩთან მიმიყვანა და რატის ჩემი თავი სულ თითის ქნევით ჩააბარა: „ამ გოგოს მიმიხედე,დასაკარგი არ არის“_ო.ჰოდა ჩამკიდა ხელი ამ ვაჟბატონმაც და მთელი სამი წელი აღარ გამიშვა.არა შე კაი ადამიანო,თუ თავი არ გაქვს რა ქორწილზე და ბავშვებზე მელაპარაკები,ადექი და ფსიქიატრიულს მიაკითხე.მაგისთვის,რომ გეკითხათ მე ვიყავი მისთვის ყველანაირი წამალიც,ექიმიც,საავადმყოფოც და ექიმის დამხმარე ასისტენტიც.ასე შემოძვრა ჩემს გულში.ასე თბილი და ლამაზი სიტყვებით ჩასახლდა მარცხნივ მფეთქავ ორგანოში და ყოველი შემთხვევისთვის გასასვლელი კარები ფართოდ მოაფრიალა.ალბათ თვითონვე ხვდებოდა მაგის გაფრენებს და კაპრიზებს,რომ არ ავიტანდი და გამიშვა.გამიშვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,წასვლა,რომც მომენდომებინა ვერავინ დამაბამდა.გათხოვებისა და რატისთან ცხოვრების შემდეგ მივხვდი,რომ თავისუფლება ყველა აკრძალულ ხილზე უფრო უტკბესია და ჩემი „ვერსაჩეს“ ჩანთით ისევ დედაჩემთან გადმოვბარგდი. ქალბატონმა მარინამ წარბაწეულმა და დოინჯშემორტყმულმა გამიღო კარები და <<ხომ გეუბნებოდი>>_ის სახით გადმომხედა. ამხელა ქალი დედის მზერამ ისე დამაპატარავა,როგორ შევიძურწე სახლში დღემდე არ მახსოვს. ასე და ამგვარად აგერ უკვე 26 წლის ვხდები და წარსულის შეცდომებზე ჯერ კიდევ ვსწავლობ.მას შემდეგ სერიოზულად აღარავისთვის შემიხედავს.ყველა კაცში ვგრძნობ რაღაც რატისეულს და რამდენი რომანის წამოწყებაც ვცადე იმდენი პირველივე პაემანზე დავამთავრე.ბავშვობის შემოტევები არ ვიცი,მაგრამ ახლა მართლა მეშინია,იმის,რომ ვეღარასოდეს შევძლებ ნორმალური ოჯახის შექმნას. 'ჩემი პირველი ისტორია ამ საიტზე და რიგით "ნამდვილადარვიცი" მერამდენე თავგადასავალი ჩემს "შემოქმედებებში". ცუდი არ უნდა გამოვიდეს.' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.