შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლში მტერთან(ნაწილი 4)


6-06-2017, 21:40
ავტორი Salome5
ნანახია 3 441

გაბრუებულს გამეღვიძა, თავი საშინლად მტკიოდა. ხელი უნებურად ტუჩებზე მოვისვი, ალექსის კოცნა გამახსენდა..თბილი და ცოტა უხეში, წამიერი. თვალები დავხუჭე რომ უკეთ შემეგრძნო, უცნაური გრძნობა მაქვს როცა ალექსთან ვარ. მომწონს, მაგრამ თან ცოტათი მაშინებს, მისი ღია თვალები როცა უელავს, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს რაღაცას მატყუებს, მაგრამ არვიცი ან იქნებ სულაც ვცდები..არვიცი რა მინდა, არვიცი მინდა თუ არა მის გვერდით ყოფნა, ის ისე მაბნევს. ,,სულაც არ არის ნორმალური იცოდე რა გსურს'' გამახსენდა უცებ, ალბათ ჯობს დინებას მივყვე და ალექსი უკეთ გავიცნო. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და საწოლიდან წამოვდექი. უკვე შუადღე ყოფილა, ფანჯარაში გავიხედე. საოცარი ამინდია, აი ისეთი გარეთ გასვლას რომ გაიძულებს. სწრაფად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
-დილამშვიდობისა ყველას-მხიარულად მივესალმე ,,ოჯახობას''
-უკეთესი იქნება თუ იტყვი შუადღემშვიდობისა, ლილე-წიგნიდან თავი არ აუწევია ისე მითხრა მაკამ.
-შუადღემშვიდობისა, დედა-იგივე ტონით ვუთხარი მეც და კედების ჩაცმა დავიწყე.
-სადმე მიდიხარ?
-კი, ცოტას გავისეირნებ. კარგი ამინდია.-ცივად ვუპასუხე ალექსს.
-რამე გეჭამა და ისე წასულიყავი, შვილო.
-მერე შევჭამ, დედა.-მობილური ავიღე და გასასვლელისკენ წავედი.
-ისა და-მოვტრიალდი უცებ-შენც წამოდი. თუ გინდა.-ტუჩებდაბრუცულმა შევთავაზე ალექსს. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და გამოსაცვლელად გავიდა.
-რა საჭირო იყო მისი წამოსვლა?-ჩუმად მკითხა მაკამ როგორც კი დამიმარტოხელა.
-რა მოხდა მერე თუ ვიმეგობრებთ?-მშვიდად ვუპასუხე მე.
-იმეგობრებთ?-ირონიულად გაიმეორა.-დაგავიწყდა რა მოხდა ამ დილით?
-არ დამვიწყებია. უბრალოდ ბოდიში მომიხადა და ვაპატიე.-თავის გამართლება დავიწყე ჩემი ჭკუით.
-ლილე, არ მომწონს ეს ბიჭი. არ მინდა მას დაუახლოვდე გესმის?-კატეგორიული ხმით მითხრა. ვერ ვიტანდი დედაჩემის ასეთ ტონს. მაშინ განსაკუთრებით მკაცრი იყო და არ მოისვენებდა სანამ ისე არ მივიქცეოდი როგირც მას სურდა, ამას ვგრძნობდი.
-დედა, მას არც კი იცნობ. ისეთი არ არის როგორიც გგონია და ძალიან გთხოვ ჩემს პირად ცხოვრებაში ნუ ჩაერევი.-კიბეებზე მომავალ ალექსს დაველოდე და ერთად გავედით სახლიდან.
-ლილე, რამე მოხდა? ცუდად გამოიყურები.-მკითხა როდესაც სახლს კარგა მანძილით მოვშორდით.
-ისეთი არაფერი. დედაჩემს ვეკამათე.
-მგონი დედაშენს დიდად არ მოვწონვარ.-მის სახეზე გაღიზიანება შევნიშნე, მაგრამ უცებ შეიცვალა გამომეტყველება, გამიღიმა.
-მას არავინ და არაფერი მოსწონს.-ნაწყენი ხმით ვუთხარი მეც. მზერა გამისწორა და თვალებში ჩამხედა. დიდხანს ვერ გავუძელი მის მწველ მზერას და თავი ჩავხარე.
-ლილე, მოცადე.-ხელი დამიჭირა და გამაჩერა. ინტერესით შევხედე. ხელი მხარზე ნაზად ამისრიალა და სახე ზემოთ ამაწევინა.-დღევანდელისთვის ბოდიშის მოხდა მინდოდა, თავხედურად გამომივიდა უბრალოდ..თავი ვერ შევიკავე. ისეთი ლამაზი იყავი არ შემეძლო არ მეკოჩნა.-თვალები უელავდა თავისებურად. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და შევეცადე დავსხლტომოდი.
-სხვა დროს ასე აღარ მოიქცე, ალექს.-მკაცრად ვუთხარი და გამოვტრიალდი. მინდვრისკენ წავედი, მთელ სოფელს მოვივლი დღეს, ყვავილების კრეფა დავიწყე. ცოტა ხანში ალექსიც დამეწია.
-ვიცი რომ ნაწყენი ხარ ჩემზე, მაგრამ გთხოვ დავივიწყოთ დღევანდელი, კარგი?
-მე უკვე დავივიწყე.-არც შემიხედავს ისე ვუპასუხე.
-წამოდი, ერთი აზრი მომივიდა.-ხელი ჩამკიდა და სწრაფად წამიყვანა სადღაც. დიდხანს ვიარეთ და მიუხედავად ჩემი წუწუნისა მაინც არ მითხრა სად მივყავდი.
-ალექს, დავიღალე მე თანაც მშია, იცოდე მალე თუარ მივალთ სახლში ვბრუნდები.
-მოვედით უკვე.-მობეზრებულმა გავიხედე. მეგონა სადღაც სულელურ ადგილას მიმიყვანდა მაგრამ შევცდი.
-ალექს, რა ლამაზია.-გავიღიმე და ცხენს ხელით მოვეფერე.
-მოგწონს?
-თანაც ძალიან, ნახე როგორი ნაზი ბეწვი აქვს.-აღფრთოვანებას ვერ ვფარავდი.
-ცხენები მეც ძალიან მიყვარს. ავთოსთან ერთად ხშირად დავდიოდი დოღზე. გინდა
გაისეირნო?
-კი, მაგრამ ცოტა მეშინია.
-მოდი-ცხენზე მოხერხებულად შეხტა და ხელი გამომიწოდა.-ფეხი მანდ დაადგი და ძლიერად მომეჭიდე.-ცხენზე რასაც ქვია ამათრია და წინ დამისვა. სწრაფად გააჭენა.
-ჩემი თმა ხელს გიშლის არა-უხერხულად შევიშმუშნე და შევეცადე თმები გვერდზე გადამეწია.
-სულაც არა, ლამაზი თმა გაქვს.-ცხენი რაღაცაზე დაფრთხა და ჰაერში შეთამაშდა. შეშინებული მოვეჭიდე ალექსის ხელს.
-დამშვიდდი, არ გადაგაგდებ-გაიცინა შა კიდევ უფრო ძლიერად მომხვია ხელი წელზე.
-საკმაოდ შორს წამოვედით, არ დავბრუნდეთ?
-როგორც გინდა.-მოატრიალა და უკან დავბრუნდით. ცხენიდან ჩამოვხტი და ვიგრძენი როგორ მიკანკალებდა მუხლები, ისეთი აჟიტირებული ვიყავი სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. ცხენი ისევ პატრონს მიუყვანა და წამოვედით.
-ამაზე კარგს ვერაფერს მოიფიქრებდი, ალექს-ვუთხარი ღიმილით-ძალიან ვისიამოვნე. თვითონაც გაიღიმა და ხელი მსუბუქად მომხვია.
-ერთი წუთით, მირეკავენ.-მოშორებით გავედი და ვუპასუხე.
-ლილე, სად ხარ?
-სასეირნოდ ვარ, გიო. რა არის?
-დღეს ჩვენები ვიკრიბებით და შენც უნდა მოხვიდე.
-რამეს აღნიშნავთ?
-კი, ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა და უნდა დავლიოთ.
-მოკლედ თქვენ ოღონდ დალევის მიზეზი იპოვოთ რა-ჩავიფრუტუნე ვითომ მობეზრებულად.-მოვალ მა რა. ოღონდ ვიღაც მეხლება თან.-ჩუმად მზერა ალექსისკენ გავაპარე.
-რა პრობლემაა წამოიყვანე. კარგი იქნება თუ ახლა მოხვალ, მეგის დაეხმარები ცოტას.
-კარგი ხო.-გავუთიშე და ალექსთან დავბრუნდი, ინტერესით რომ მომშტერებოდა.
-გიო იყო, მეგობრები ვიკრიბებით და შენც მოდიო. წავიდეთ?
-რატომაც არა.-ერთად წავედით შკუპას სახლისკენ. მისვლისას კარი მეგიმ გაგვიღო და ეჭვის თვალით შემოგვხედა.
-მეგი, ეს ალექსია. ალექს, მეგი და გიო წიკლაურები.-ღიმილით გავაცანი ერთმანეთი.
-სასიამოვნოა-მეგიმ ნაზად გაუღიმა და თვალებით რაღაც მანიშნა. დარწმუნებული ვარ გვარიანი დაკითხვა არ ამცდება, თვალები მობეზრებულად ავატრიალე და სამზარეულოში გავყევი. სწრაფად გამაქანა და სკამზე დამსვა.
-აბა?
-რა აბა?
-ვინა არი ეს ალექსი?
-ავთოს დისშვილია, ჩვენთან ერთად ჩამოვიდა აქ.
-მერე?-არ მეშვებოდა მაინც, ამას ხო ვერაფერს გამოაპარებ.
-რაღა მერე?-გავიკვირვე.
-ლილე, იცი რასაც გეკითხები. დაიწყე მოყოლა.
-კარგი ხო. მგონი მომწონს.-ტუჩი მოვიკვნიტე.
-მგონი მოგწონს თუ მოგწონს?
-არც მე ვიცი.-ამოვიხვნეშე- ძალიან დავიბენი, მეგ, თან მომწონს და თან არა ანუ მოკლედ რა..
-რას ბოდიალობ, გოგო, თავიდან დაიწყე.-მეც მოვუყევი ყველაფერი როგორ გავიცანი, როგორ აღმოჩნდა მამინაცვალის დისშვილი და რაც მთავარია კოცნაზეც მოვუყევი.
-მოიცა, მართლა გაკოცა?-გაოცებას ვერ ფარავდა ჩემი დაქალი.
-აბა ვითომ კოცნა სად გაგიგია, მეგი?
_კაი, ანუ ესე უბრალოდ მოვიდა და გაკოცა? ნახე რა თავხედი. მერე შენ რა ქენი.
-რა უნდა მექნა, ვეჩხუბე-მხრები ავიჩეჩე და წვენი დავისხი.
-იცი, გიოს უნდოდა შენთვის ცოტნე გაერიგებინა-ვითომ სხვათაშორის თქვა მეგიმ.
-ვინ ცოტნე?-წვენი მოვსვი.
-აი ვისი ჩამოსვლასაც უნდა ავღნიშნოთ რა დღეს.
-ხოიცის ვერ ვიტან ამ გარიგებებს და ასეთ სისულელეებს არა?
-იცი რა კარგი ბიჭია ცოტნე? სიმპატიური, ჭკვიანი, თავაზიანი იმ ხეპრეს კიარ ჰგავს-ტუჩი აიბზუა.
-ნუ ეძახი ხეპრეს. ვერ ვხვდები რას გადაეკიდეთ, მაკასაც არ მოსწონს.
-ჭკვიანი ქალია დედაშენი და დაუჯერე. მაკასაც რო არ მოსწონს ესეიგი არ არის საშენო ტიპი.
-შენ ამდენ ლაპარაკს გირჩევნია საჭმელს მიხედო დაიწვა მგონი.
-ვაიმეე-წამოვარდა და ქვაბი გადადგა.-აუფ გადავრჩი მგონი.
-რო არ შეგიძლია ეს საჭმელის კეთება ხელი არ უნდა მოკიდო.-ჩავიფხუკუნე მის გამწარებულ სახეზე.
-შენ რო შეგიძლია მაგიტომაცაა ლამის სახლი რო გადაწვი მაშინ.-არ ჩამომრჩა ისიც და ენა გამომიყო.
-ეგ ადრე იყო, პატარა ვიყავი მაშინ-თავი ვიმართლესავით.-და საერთოდაც მაგიდა გაშალე თორე მოვიდნენ სტუმრები სადაცაა.-მაგიდის გაშლაში მივეხმარე. ტრადიციული სუფრა გამოვიდა გიო და ალექსიც მოვიდნენ.
-ახლავე მოვალ, დედაჩემს უნდა დავურეკო.-აივანზე გავედი და თან ზარიც დარეკეს. ,,ალბათ მოვიდნენ'' გავიფიქრე და დედაჩემის ნომერი ავკრიბე. ალო, დედა, ხო მევარ..გიორგისთან ვარ ჩემებიც აქ არიან..ხო, დედა, ალექსიც ჩემთან ერთადაა..არ დაიწყო ისევ რა..ხო, მალე მოვალ..კარგი. გავუთიშე და სტუმრებთან გავედი.
-ლილე, მოდი აქ ვიღაც უნდა გაგაცნო.-ხელი ძლიერად მომხვია.-ეს ცოტნეა, ცოტნე ზვიაადაური. ცოტნე, ეს კი ჩემი და და მეგობარი ლილე მეტრეველი.-ღიმილით გაგვაცნო ერთმანეთს გიომ. ცოტნემ ხელი გამომიწოდა, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მის შეხებაზე. ბნელი თვალები მომანათა და თავიდან ბოლომდე შემათვალიერა.
-წამოდით, მაგიდას მივუსხდეთ.-გიოს ხმამ გამომაფხიზლა. ალექსის გვერდით დავჯექი. დაიწყო მერე სადღეგრძელოები და დალოცვები ყველა ჩამოსვლას ულოცავდა ცოტნეს. ჩუმად გავაპარებდი მზერას და მის შესწავლას ვცდილობდი. ათლეტური აღნაგობა აქვს, ალბათ ბევრს ვარჯიშობს. შავი მეტყველი თვალები აქვს, თითქოს თვალებით გესაუბრება ყველა ემოციას ამოიკითხავ და თან როგორი სერიოზულია..მეგის ეშმაკური მზერა დავიჭირე და ალექსისკენ მივტრიალდი რაღაცას რომ ბურდღუნებდა.
-შენ რა არ მისმენდი?
-არა, გისმენდი.-ვიცრუე უცებ. რომ ეკითხა ერთი სიტყვა მაინც მითხარი რა ვთქვიო ვერ ვუპასუხებდი. შევატყვე გაბრაზდა, თვალებით ბურღავდა ცოტნეს და თან ბევრს სვამდა. ალექსს დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას, ცოტნეს მზერა მწვავდა. მასზე ვფიქრობდი, საშინლად მინდოდა მისი გაშიფრვა. მინდოდა გამეგო რას ფიქრობდა, ვინ იყო საერთოდ. მისი თვალები იმდენად ბნელი და უცნაური იყო პირდაპირ გონებას მითიშავდა. ჯანდაბა, ლილე, ესღა გაკლდა. გამეფიქრა უცებ, მეგონა ალექსი მომწონდა ძალიან, მაგრამ, ისე არა როგორც ეს ჯმუხი და სერიოზული ტიპი.



№1 სტუმარი Guest ანკა

საინტერესოა და კარგად წერ

ალექსი მომწონს ძალიან დაარაფერიდამართო❤️

 


№2 სტუმარი Ucnobi

Es cotnes gamokvexeba sul Ar momewona lilednair qarafshuta tipebze nervebi meshleba jer erti mowont mere meore vitom axla cotne moewona araseriozuli gogoa me aleqsi momwons ratomgac ar vici ra chaifiqre magram cotne ar momewonaaa

 


№3 სტუმარი girl

dzalian sainteresoa, imedia male dadeb shemdeg tavs.

 


№4  offline წევრი Salome5

Ucnobi
Es cotnes gamokvexeba sul Ar momewona lilednair qarafshuta tipebze nervebi meshleba jer erti mowont mere meore vitom axla cotne moewona araseriozuli gogoa me aleqsi momwons ratomgac ar vici ra chaifiqre magram cotne ar momewonaaa

შემდეგ თავში უკეთ გაიცნობ wink

 


№5  offline მოდერი ენემი

იმედია ლილე ალექსანდრესთან დარჩება. ისე ერთი სული მაქვს გავიგო ეს სათაური რატო ჰქვია, მარა მგონი ვხვდები ალბათ ლილესა და ალექსს შორის რამე მოხდება ხო? ნუ მე ასე ვფიქრობ wink joy

 


№6 სტუმარი Guest bubu

dzalian kargad wer, momewona, male dade shemdegi tavi

 


№7  offline წევრი Salome5

baby girl for everyone
იმედია ლილე ალექსანდრესთან დარჩება. ისე ერთი სული მაქვს გავიგო ეს სათაური რატო ჰქვია, მარა მგონი ვხვდები ალბათ ლილესა და ალექსს შორის რამე მოხდება ხო? ნუ მე ასე ვფიქრობ wink joy

ალბათ მაგას ბოლო თავში გაიგებ, გეგმები შემეცვალა joy

Guest bubu
dzalian kargad wer, momewona, male dade shemdegi tavi

მადლობა heart_eyes ხვალ დავდებ❤

Guest ანკა
საინტერესოა და კარგად წერ

ალექსი მომწონს ძალიან დაარაფერიდამართო❤️

მეც მწონს ალექსი relaxed joy მადლობა ❤

girl
dzalian sainteresoa, imedia male dadeb shemdeg tavs.

ხვალამდე ვერ დავდებ confused blush

 


№8 სტუმარი the best

dzalian sainteresoa, male dade ra shemdegi tavi

 


№9  offline წევრი Salome5

the best
dzalian sainteresoa, male dade ra shemdegi tavi

უკვე ვწერ smile უბრალოდ მინდა დიდი თავი დავდო, არვიცი როდის დავამთავრბ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent