შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლში მტერთან(ნაწილი 3)


1-06-2017, 18:27
ავტორი Salome5
ნანახია 3 734

დილით ადრე ავდექი, მოვწესრიგდი და სავარჯიშოდ წავედი. დილა განსაკუთრებით მიყვარს, ცოტა ხალხია და თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ,,just a dream'' ჩავრთე და შევეცადე ალექსზე არ მეფიქრა. ვინ არის საერთოდ ეს ბიჭი? ან რა უფლებით მომპარა პირველი კოცნა? ნერვები მაწყდებოდა ამაზე რომ ვფიქრობდი. თან ყველა სიკეთესთან ერთად ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ. ,,ძალიან კარგი, ბატონო ალექსანდრე, განანებ ამ საქციელს აი ნახავ'' ბოროტულად და გეგმები დავაწყვე მის გასამწარებლად. სახლში კარგ ხასიათზე დავბრუნდი. ღიღინით შევედი სამზარეულოში და წყალი დავისხი.
-მეც დამისხი რა-ოთახში წელს ზემოთ შიშველი დადიშქელიანი შემოვიდა. თვალი მის დაკუნთულ სხეულს შევავლე და ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე. ვცდილობ მისდამი გაჩენილი სიმპათიები დავაიგნორო და წარბაწეული ,,სწერვა'' სახით ვაწვდი ჭიქას. თვალებში ჭინკები უხტოდა და ირონიულად მიღიმოდა როგორც ყოველთვის თითქოს დამცინოდა.
-მადლობა-ტუჩებზე დამაშტერდა, უნებურად გავილოკე რაზეც გაიცინა. ნერვებმოშლილი მოვტრიალდი და ზურგი შევაქციე.
-ტკბილი ტუჩები გაქვს-ყურთან მიჩურჩულა.
-იცოდე განანებ მაგას-გესლიანად ვესროლე და მკლავებიდან მოხერხებულად დავუძვერი.
-არ გიხდება ეგ უხეშობა, ლამაზო. მიხარია რომ ერთ სახლში ვიცხოვრებთ, ახლოს ვიქნები შენთან.
-მე კი საერთოდ არ მიხარია, რომ იძულებული ვიქნები ყოველდღე შენს სიფათს ვუყურო- მოვუტრიალდი და სახეში მივაჩერდი.
-არ მესმის რატომ არ მოგწონვარ?-ხელები გაშალა და თავისი თავი აათვალიერა-რას მიწუნებ?-ქვემოდან ამომხედა, ისეთი საყვარელი იყო თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამღიმებოდა.
-დილამშვიდობისა, ბავშვებო.-დედა და ავთო შემოვიდნენ. სწრაფად მოვშორდი ალექსს და მაგიდას მივუჯექი.
-დედა, დასასვენებლად სად აპირებთ წასვლას?-საუზმის დროს ვკითხე დედაჩემს.
-იტალიაში. ყოვეთვის მინდოდა იტალიის ნახვა.-ბედნიერი ღიმილით მიპასუხა. დიდი ხანია დედაჩემის სახეზე ასეთი ბედნიერი ღიმილი არ მინახია. ალბათ მას შემდეგ რაც მამა წავიდა, ახლა კი ავთოს წყალობით ისევ იღიმის. ამის გამო უნდა მომწონდწს ეს კაცი, მაგრამ რატომღაც პირველივე დღიდან არ მომეწონა. არვიცი რატომ მაგრამ არის მასში რაღაც არასანდო.
-როდის მიდიხართ?
-ჯერ საბუთები უნდა მოვაგვაროთ, ლილე, მანამდე კი შენ და ალექსს მოგიწევთ მარტო დარჩენა.-საუბარში უჟმური ავთოც ჩაერთო. სასწაული პირდაპირ, ისეთი სიტყვაძუნწია.
-მარტო ამ იდ.. ალექსთან ერთად?-გამოვენთე მაშინვე.
-ხო რა მოხდა მერე? კიარ შეგჭამ-ჩვეული მზერით გამომხედა.
-რამდენი ხნით მიდკხართ?
-ალბათ ერთი თვით ან მეტით.
-რა? დედა!
-კარგი, შვილო, უფრო მალე დავბრუნდებით თანაც ჯერ არ მივდივართ, დამშვიდდი.
-ძალიან კარგი.-ხელები გადავაჯვარედინე-ჩემს ოთახში შევალ.-სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო, მეც მათთან ერთად უნდა წავიდე ან საერთოდ არავინ წავა ჩემს გარეშე. თანაც ალექსთან ერთად როგორ უნდა დავრჩე აქ? არა. მთელი დღე ტვინს ვიჭ....ტდი ფიქრით, მაგრამ ნორმალური მაინც ვერაფერი მოვიფიქრე. ვიცი, ვიცი რაც უნდა ვქნა! აჟიტირებული გამოვარდი ოთახიდან და დედაჩემს მივარდი.
-დედა, იცი რა მოვიფიქრე? მოდი სადმე მთაში წავიდეთ ყველა ერთად. დავისვენებთ, გავერთობით და რაც მთავარია თაფლობის თვეც გამოგივათ. ჰე აბა, რას იტყვით?
-კარგი იდეაა, არა ავთო?-ავთოს ნამდვილად არ მოეწონა ეს იდეა, წარბშეკრული გვიყურებდა.
-მერე იტალია?
-იტალიაში სხვა დროსაც წავალთ. ახლა კი ხევსურეთში წავიდეთ, ბარისახოში პატარა სახლიც გვაქვს და დავისვენოთ.-ავთომ როგორც გინდაო დაეთანხმა. ბარგის ჩალაგებას შევიდექი, ერთი სული მაქვს როდის ჩავალ თორემ უკვე სული მეხუთება თბილისში. იქ კი სხვაა, ისეთი ბუნებაა და სიმშვიდე თავს ბედნიერად იგრძნობ. სწრაფად გავემზადეთ ყველა და უკვე გზას დავადექით. დედაჩემი ავთოს მანქანით წავიდა წინ მე კი იძულებული გავხდი ალექსთან ერთად გავყოლოდი უკან. მის გვერდით დავჯექი. თავისებური ღიმილით გადმომხედავდა ხოლმე რაზეც ერთს გემრიელად შევუბღვერდი ხოლმე.
-მაინც ვერ ვხვდები რატომ მერჩი-საუბარი ისევ თვითონ წამოიწყო.-გამუდმებით მეუხეშები.
-ეგ შენი დამსახურებაა.-მკვახედ მივახალე. ტუჩის კუთხე ჩატეხა და გამომხედა, არ მომეწონა მისი მზერა.. რაღაც უცნაური შიში დამეუფლა.
-ქორწილის დღეს უტაქტოდ მოვიქეცი, მაპატიე.-უნებურად ტუჩებზე მოვისვი ხელი, ჩემს საქციელზე გაეღიმა.
-მართალია, ნამდვილად არ იყო კარგი საქციელი-წარბაწეულმა დავხედე საკუთარ ფრჩხილებს.
-დავივიწთოთ კარგი? ნამდვილად არ მინდა შენთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს.-თვალებში ჭინკები უხტოდა. დავეთანხმე და მზერა მოვარიდე.
-ლილეე-შეხებამ გამაღვიძა. თვალები გავახილე.
-ვერ გავიგე როდის ჩამეძინა-უკვე ჩამოვსულიყავით, ბედნიერი მზერა მოვავლე სახლს და ეზოს. მთელი ბავშვობა თვალწინ დამიდგა, ჩემს მეგობრებთან ერთად მთელ დროს მხიარულად ვატარებდი. კარვებში გვეძინა და ტყეში ვჭამდით საჭმელს. ჩემი პირველი სიყვარულიც გამახსენდა, ჩემი შკუპა. 6წლის ვიყავი ხელი რომ მთხოვა, ვამბობდი როცა გავიზრდები ცოლად უნდა გავყვე თქო. დღეს კი გიო ჩემი საუკეთესო მეგობარია. გამეღიმა, მინდოდა ისევ ბავშვი ვყოფილიყავი მაშინ არაფერი მადარდებდა და თანაც მამაც ჩვენთან იყო..
სახლში სწრაფად შევედი და გამოვიცვალე.
-ლილე, სად მიდიხარ?
-ჩემები უნდა ვნახო, დედა, მალე მოვალ-სწრაფად გამოვედი ცენტრისკენ გავემართე.
-ჭამე და მერე წადი, ლილეე-კარებიდან მომაძახა ბოლოს. ხელი დავუქნიე უარის ნიშნად და გზა გავაგრძელე. დიდი ინტერესით ვათვალიერებდი ყველაფერს, დიდი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ და შეცვლილი მეჩვენება აქაურობა. დედაჩემის ნათესავი ცხოვრობდა ადრე აქ მოხუცი, მარტოხელა ქალი იყო. მერე გარდაიცვალა და სახლი ჩვენ გვისახსოვრა. ბოლოს მგონი 15ის ვიყავი აქ რომ ჩამოვედით.
-ლილე?-წინ მეგი გადამიდგა.
-მეგიი-კივილით გავემართე და მაგრად ჩავეხუტე. მეგი ყველაზე მეტად მიყვარდა, ყველაზე განსაკუთრებული იყო. პოზიტიური, ცოტა გიჟიც. მოწყენილს ვერასდროს ნახავდით და არც არაფერი სწყინდა.
-ლილე, როგორ მომენატრე რომ იცოდე. რამდენი ხანია აღარ ჩამოსულხარ, იცი რამდენი რამე მოხდა. წამო ჩამოვჯდეთ და მოგიყვები.
-მოიცადე, ჯერ სხვებიც ვნახოთ. ყველა მომენატრა.
-კარგი, ახლავე დავურეკავ ყველას.-ამ სიამოვნებას ვერ მოვაკლებდი ნამდვილად. ცოტა ხანში ყველა შეიკრიბა, ჩვენს ადგილას შევიკრიბეთ ისევ და კოცონს შემოვუსხედით.
-ლილე, ყველას მოგვენატრე-თქვა ბარბარემ.
-ხო, განსაკუთრებით გიოს.
-მართლა, აჩი, გიორგი სად არის?
-ალბათ არ იცის აქ რომ ხარ-მხრები აიჩეჩა და ლუდი მოსვა.
ფეხზე წამოვდექი, გიოს მოსაყვანად წავალთქო რომ უცებ ვიგრძენი როგორ ამიტაცა ვიღაცამ ხელში და გამარბენინა. მთელი ხმით დავიწყე კივილი.
-როგორ ხარ ჩორნა?-ყურთან ნაცნობი ხმა გავიგონე. იქვე დამსვა და ჩემს შეშინებულ სახეზე სიცილი ატეხა.
-გიორგი, შე იდიოტო-გავეკიდე მაშინვე. ბოლოს დავიღალე და მეც სიცილი დავიწყე.
-როგორ მომნატრებიხარ ტო-ძლიერად ჩამეხუტა. გვერდებში ვუჩქმიტე.
-როგორ შემაშინე, შკუპა-ასე ვეძახდით ბავშვობიდან, ალბათ იმიტომ რომ პუტკუნაა.
-ჰეიი, გვრიტებო, ჩვენც მოგვაქციეთ რა ყურადღება.
-აჩი, გაგხევ შენ ძმობას ვფიცაბარ-მათკენ წავედით და ისევ ჩამოვჯექით. მთელი საღამო მხიარულად გავატარე, ძველ ამბებს ვიხსენებდით, ვსვამდით, ასე კარგა ხანია არ მიმხიარულია. მთელი სახით ვიღიმოდი აჩის იდიოტურ ხუმრობებზე და გიოს ვეხუტებოდი. სახლამდე ისევ შკუპამ მიმაცილა, დამშვიდობებისას მაგრად ჩავეხუტე და სახლში შევედი.
-ამ დრომდე სად იყავი?-წინ ალექსი ამესვეტა.
-მეგობრებთან ერთად ვიყავი და გვიანობამდე შემოვრჩით-ინსტიქტურად ვუპასუხე.
-შენ რა დალიე? ან საერთოდ ის ბიჭი ვინ იყო?-გაღიზიანებას ვერ ფარავდა.
-შენი თავი ვინ გგონია? რა დაკითხვებს მიწყობ საერთოდ შენ ვინ გეკითხება?-შევუტიე მეც.
-მომისმინე, გოგო,-კბილებში გამოსცრა-წესიერად მოიქეცი იცოდე გესმის? იმ ტიპთან აღარ დაგინახო იცოდე.-ხელებს შორის მომიქცია და საკოცნელად გამოიწია, მაგრამ ხელი ვკარი.
-შენ არავინ გეკითხება. ჩემთვის არავინ ხარ, რომ რამე ამიკრძალო და რასაც მინდა იმას ვიზამ.-დავიყვირე და კიბეზე ავედი ჩქარი ნაბიჯით.
-ლილე, რა მოხდა?
-არაფერი, დედა-ოთახში შევარდი და კარები მთელი ძალით მივკეტე. ,,თავი ვინ გონია? იდიოტი.'' ამ იდიოტმა მოახერხა და მთელი დღე ჩამაშხამა. კიდევ დიდ ხანს ვამკობდი ალექსს და გვიან დამეძინა.
* * * *
-დამიჯერე, მაკა, ეს ერთადერთი გამოსავალია.
-არვიცი, ასეთი რამე როგორ უნდა გავაკეთო? ლილე ხომ ჩემი შვილია.
-ლილეს სასიკეთოდ გეუბნები,მაკა. მას კარგად ვიცნობ არ მოისვენებს სანამ ლილეს თავს არ შეაყვარებს.
-იქნებ სხვა გამოსავალი ვიპოვოთ, ავუკრძალოთ ლილესთან მიახლოებაც კი.
-ეს არ გაჭრის. ასე ბევრჯერ მოქცეულა, ბევრი გოგო შეაცდინა. არ მინდა ლილესაც იგივე გაუკეთოს, ეს საქმე მე მომანდე.
-გენდობი, ავთო. თუ სხვა გზა არ არის-მაკას საშინლად გაუჭირდა, მაგრამ თავისი ერთადერთი შვილისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი. არ დაუშვებდა ვინმეს მისთვის რამე დაეშავებინა..
* * * *
დილით თავი საშინლად მტკიოდა. მოკლე პენუარზე ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი წყლის დასალევად. ჩაცმა არც მიფიქრია, ამ დილიანად ალბათ ყველას სძინავსთქო ვიფიქრე, მაგრამ შევცდი. ალექსი იყო სამზარეულოში და წყალს სვამდა.
-მეც დამისხი რა-თავი მოატრიალა და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. წყალი დამისხა და მომაწოდა თან თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
-რას მიყურებ, იდიოტო.-გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ კედელს მიმაყუდა და მაკოცა. სწრაფად გამოვერკვიე, ხელი ვკარი და წყალი შევასხი.
-შენ სულ გაგიჟდი? როგორ მიბედავ-მთელი ხმით ვუკიოდი. ოთახში მაკა შემოვარდა.
-რა მოხდა?
-ისეთი არაფერი, მაკა. მე და ლილე გავარკვევთ.
-ისეთი არაფერი?-სულ გავგიჟდი-როგორ მიბედავ საერთოდ? ვინ მოგცა ჩემი კოცნის უფლება?-თავბრუსხვევა ვიგრძენი და მაგიდას დავეყრდენი.
-ლილე, კარგად ხარ?-ჩამომსვა და წყალი დამალევინა.
-ალექს, უნდა ვილაპარაკოთ-უთხრა მკაცრად ავთომ. დიდხანს ვიწექი და დაწყნარებას ვცდილობდი. ეს ბიჭი თან მომწონს და თან მაშინებს. თან მისი საქციელი, ისე იქცევა თითქოს მისი საკუთრება ვარ. ჯერ კიდევ რვა საათი იყო, კიდევ ცოტა ხანს ვიწრიალე და დავიძინე.



№1 სტუმარი Guest bubu

kargad wer, sainteresoa dzalian, male dade xolme shemdegi tavi.

 


№2  offline წევრი Salome5

Guest bubu
kargad wer, sainteresoa dzalian, male dade xolme shemdegi tavi.

ძალიან გადატვირთული ვარ, თითქმის მთელი დღე არ მცალია და მერე კიდე ისეთი გათიშული მივდივარ სახლში რთულია რამის დაწერა..ჩემიც გაიგეთ გთხოვთ. რაც შეეხება ამ თავს ვცდილობ სიახლე შევიტანო და სულ სხვანაირი გავხადო.

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Kargia progresi igrdNoba da es yvelaze mtavaria!!!!

 


№4  offline წევრი Salome5

nawkas12345
Kargia progresi igrdNoba da es yvelaze mtavaria!!!!

ვცდილობ დავიხვეწო relaxed

 


№5 სტუმარი King1

amas rogor kitxulobt normaluri gemovmebiani mkitxveli
ra uazro scrnaria
rogori banaluri da bavshvuria
emocia ar igrdznoba arc vneba
arc grdznoba
prosta wer da dro gagyavs ra
gadaavle tvali shramians, napirs, chitebs da cota raime iswavle.
ra sisuleleebs wer

 


№6  offline წევრი Salome5

King1
amas rogor kitxulobt normaluri gemovmebiani mkitxveli
ra uazro scrnaria
rogori banaluri da bavshvuria
emocia ar igrdznoba arc vneba
arc grdznoba
prosta wer da dro gagyavs ra
gadaavle tvali shramians, napirs, chitebs da cota raime iswavle.
ra sisuleleebs wer

თუ არ მოგწონს არ წაიკითხო, არ ვაპირებ ვინმეს მივბაძო. ეგ გემოვნების საკითხია, კომენტარებში უმრავლესობა წერს, რომ მოსწონს და მათთვის ვწერ მეც. რაც შეეხება სცენარს ჯერ არ გადავსულვარ მთავარ ნაწილზე და შემდეგ თავში გაირკვევა ყველაფერი.

 


№7 სტუმარი Guest bubu

me dzalian momwons sheni naweri, martali xar yvela individualuria, ar aris aucilebeli mdzafri emociebi igrdznobodes, rom kitxulob unda gsiamovnebdes, shenc ise wer rom roca vkitxulob msiamovnebs. tanac sxvadasxva nawarmoebs sxvadasxva datvirtva aqvs.

 


№8  offline წევრი Salome5

Guest bubu
me dzalian momwons sheni naweri, martali xar yvela individualuria, ar aris aucilebeli mdzafri emociebi igrdznobodes, rom kitxulob unda gsiamovnebdes, shenc ise wer rom roca vkitxulob msiamovnebs. tanac sxvadasxva nawarmoebs sxvadasxva datvirtva aqvs.

კარგია ვიღაცას მაინც, რომ მოსწონს relaxed მადლობა შენ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent