უკვე ჩემი დაგარქვი ფერია (2)
-თვალებში არ გიჩანს პატარა?-ანი ისედაც თავმდაბალი პიროვნებაა, მისი მეამიტობაც ხომ ამაში გამოიხატება. ნელი მოძრაობით ახედა მასზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს, რომელიც ირონიით შესცქეროდა აწითლებულ გოგონას. -მე..ისა..უკაცრავად-ძლივს გადააბა ორი სიტყვა-თავი დახარა და მეგობრისაკენ წავიდა. გულში ათასნაირი სალანძღავი სიტყვით შეამკო მამაკაცი და სალომემდეც როგორც იქნა მიაღწია. -სალომე რასშვრები? -გიო სადაა- კითხვაზე კითხვითვე უპასუხა სალომემ და ირგვლივ მყოფი საზოგადოება შეათვალიერა. -მგონი შენობაში შევიდა, რა მოხდა?-აშკარად დაბნეული ეჩვენა ანის თავისი მეგობარი. -აქ სადღაც ბექა უნდა იყოს მითხრა მოვალ და გინახულებო და ხო გესმის არა?-ბექა სალომეს შეყვარებულია ნუ მაგასაც თუ შეყვარებული ქვია?! მოკლედ რომ ვთქვათ, ბექა და სალომე არიან ერთად მაგრამ ამის შესახებ ანისა და ბექას მეგობრის გარდა არავინ არ იცის. გიომ კი მითუმეტეს. ეხლა კიდე ზვერავს ახლომახლო არ იყოს... -ვაიმე რა თქვენ რა გეშველებათ ნეტა?! ისე ეგ ტიპი არ მომწონს თუ ნამდვილად უყვარხარ აქამდე შენს ძმასაც ეტყოდა და ასე დამალობანას თამაში აღარ მოგიწევდათ. ყოველიშემთხვევისთვის მე ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე -გულწრფელად უთხრა ანიმ. ანი და სალომე ყოველთვის პირდაპირები იყვნენ ერთმანეთთან რაც ან ვინც არ მოსწონდათ პირდაპირ ეუბნებოდნენ, და არაფერს არ უმალავდნენ...იქედან გამომდინარე, რომ ანი არაა პირდაპირი ადამიანი და ყოველთვის თავს იკავებდა ზედმეტი საუბრისაგან, ასე საერთოდ არ იყო გიოსთან და სალომესთან. აი სალომე კი ისედაც პირდაპირ და გიჟ ადამიანს წარმოადგენდა. -აუ კაი რა-გაიბუსა სალომე და როგორც კი შენობის გარეთ ნაცნობი სილუეტი დალანდა პირდაპირ მისკენ გაიქცა... ანიმ ჯერ გაოგნებული შემდგომ კი უკვე სიტუაციაში გრკვეულმა ჩაიღიმა და შენობისაკენ აიღო გეზი. ფეხი ადგა პირველ საფეხურზე და როდესააც შენობიდან გამომავალი გიორგი დაინახა წინ აესვეტა -გიო ჩემს აუდიტორია მაჩვენე რა? -კარგი მოიცა მეგობარს ვეტყვი, რომ... -წამო რა მაგ მეგობარს მერეც ნახავ-გაიწელა ანი და შრეკის თვალებით შეხედა გიორგის. -კაი ჰო წამო. -სადაა სალომე?-გიორგიმ იკითხა და სალომეს გადახედა, რომელიც მორიგი ტყუილისათვის ღმერთს პატიებას სთხოვდა. -სალომე.... -ვაა გიოო რავა ხარ ძმა?-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა როდესაც გიორგის გვერდით ვიღაც ამოუდგა და გულში დიდ მადლობას უხდიდა მანამ სანამ მისი სახე არ დაინახა... -კარგად ბიჭო სად დაიკარგე შენ ჰაა?-გიომ გადაეხვია მონატრებულ ძმაკაცს. -რავიცი ბიჭო ვეღარ გავძელი და დავბრუნდი რა -ძალიან კარგი მაგრამ აქ რას აკეთებ? -შეჩ**** დაგავიწყდა რო ჯერ კიდევ ვსწავლობ? -აა ხო. მააგარია სასტავში შენ გვეკელი მხოლოდ და ეს საკითხიც მოგვარებულია-ჩაიცინა გიორგიმ და მსუბუქად დაკრა მეგობარს მხარზე ხელი. -სხვა რა ხდება?-კითხვა დაუსვა გიორგის და მხოლოდ ახლა შეამჩნია გოგონა, რომელსაც კვლავ საყვარლად შეფაკლოდა ლოყები, მისი შემხედვარე კი დემეტრემაც შეუმჩნევლად ჩატეხა ტუჩის კუთხე. -ანი მოდი-ანიც წამსვე გაჩნდა გიორგისთან და კითხვისნიშნიანი თვალებით შეხედა. -გაიცანი ეს დემეტრეა ჩვენი სასტავიდან მაგრამ შენ არ გეცოდინება საზღვარგარეთ იყო და ეხლა დაბრუნდა, დემეტრე გაიცანი ეს არის ანი ჩემი დაიკო-გიორგიმ გააცნო ერთმანეთი ანასა და დემეტრეს. დემეტრეც არ დაბნეულა და თავისი ძლიერი ტორი გაუწოდა გოგონას, გოგონამაც იგივე გაიმეორა და თავისი თლილი თითები მამაკაცის ტორს შეახო. -სასიამოვნოა ანი. -ჩემთვისაც. -ანი აი შენი აუდიტორიაც წარმატებები! -მადლობა შენც გიო-გიოს მოეხვია მადლობა გადაუხადა დემეტრეს კი თავის დაკვრით გამოემშვიდობა და სასწრაფოდ შევიდა მითითებულ აუდიტორიაში საიდანაც სავარაუდოდ სალომეც უნდა დაენახა. მაგრამ მის ფანჯარასთან მისვლამდე სალომე შემოვარდა აუდიტორიაში. -ანი მიშველეე..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.