stay with me
ჩემი ისტორიაც განსხვავებულია, მე უდარდელად ვცხოვრობდი 15 წლის მანძილზე, არაფერი მადარდება , მივყვებოდი ყოველდღიურ ცხოვრებას , როცა ჩემს ოჯახში აურზაური დატრიალდა მეც მომიწია რაღაცების დათმობა ,მომიწია საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლა,ასევე სკოლის შეცვლაც და დრო დადგა იმისი, რომ გამეცნო ჩემი ახალი კლასელები..!! დაძაბული სიტუაცია იყო როცა კარებთან ვიდექი და ერთი ნაბიჯი მაშორებდა იმისა რომ გამეცნო ის უცნაურიი და ამავდროულად არანორალური ჯგუფი 10 -ა კლასი , რომელიც ცნობილი იყო თავიანთი თავისმომწრელი ,ხმაურიანი და ასე რომ ვთქვათ ,,ხულიგანი'' საქციელების მქონე ბავშვები. ცრემლიანი თვალებით ჩემი დის დაჟინებული თხოვნით თვალებზე ცრემლ მორეული შევედი და ყველა გაოგნებული თვალებით მაშტერდებოდნენ და დამსვეს უკანა მერხზე სადაც მხოლოდ ბიჭები იჯდნენ . მესაუბრებოდნენ და ცდილობდნენ ჩემზე მეტი გაეგოთ ცდილობდნენ მოეწონებინათ ჩემთვის თავი . მხოლოდ ერთი გოგო შევამჩნიე ჩემი ყურადღება მისმა სიარულის მანერამ მიქცია ყურადღება . მისიი გაცნობა და დაახლოება არ გამჭრვებია .. დრო გადიოდა და უფრო ვეჩვეოდი მათ .. ერთ დღეს შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ყველაზე რთული დღეები დაიწყო . გავიცანი ერთი ბიჭი ის ისეთი ბავშური ამავდროულად სიმპატიური ,ქერა და თანაც უცნაური გამოხედვა ქონდა და მოხიბლული დავრჩი . ჩვენი უერთიერტობა 14 აპრილს დაწაიწყო და უცებ დასრულდა დიდიხანი არ გაგრძელებულა .. ამავდროულად მე მის ძმაკაცს ვემეგობრებოდი და ვლაპარაკობდით დავდიოდით ვსეირნობდით და ვერთობოდით , მასთან ერთად ძალიან მსიამოვნებდა ყოფნა . ის იმდენად საინტერესო ამავდროულად მტკიცე და ამაყი იყო, მე მაში ბევრი დადებითი თვისება დავინახე და ალბათ ჩემშიც ნახაა ის სითბო რომელსაც მე მის მიმართ გამოვხატავდი .. უაამრავი გათენებული ღამებიი .. უამრავი სულელური საქციელები რომლითაც ჩვენ ვერთბოდით. ამ დროის მანძილზე მე ეს სიტუაცია ავუხსენი ჩემს დაქალს და მან მირჩია რომ ის გამომეტეხა რადგანაც ის ბევრ ისეთ თემაზე მესაუბრებოდა. სიყვარულზე ,ოჯახის შექმნაზე და საერტოდ სიყვარულზე რომელიც ორ ადამიანს აერთიანებს . მე ვცადე და ვუთხარი რომ მის მიმათ რაღაც უცნაურს ვგრძნობდი და მე მას ვუთხარი რომ მიყვარდა -- ეს სიტყვები კი მანაც დამიდასტურა რომ ისიც გრძნობდა იგივეს , მაგრამ მე ეს სიტყვები უკან აგარ წავიღე და არ მითქვამს რომ მე ეს იმიტომ ვთქვი რომ ის გამომეტეხა , ასე უბრალოდ და უცნაურად ჩვენ შორის სიყვარულის პირველი ვარსკვლავი გაჩნდა მე მსიამოვნებდა მის გვერდით და ყველა ხვდებოდა რომ ჩვენ შორის რაღაც უხილავი გრძნობა იყო და დაიწყო ჩვენი უთიერთობის რთული ეტაპი ამ ურთიერთობაზე ყველამ საუბარი დაიწყო და ამბობდნენ რომ მე იმ ქეერა ბიჭის შეყვარებული ვიყავი და შემდეგ მისი ძმაკაცის ეს სიმართლეა მაგრამ ჩვენ ერთმანეთის დასაცავად ეს ურთიერთობა დავმალეთ ჩუმად ვაცდენდით სკოლას ცაალ-ცალკე დავიწყეთ სიარული დილით სანამ ეძინათ ვიპარებოდით და ვნახულობდით ერთმანეთს და სრულიად უცხო ქუჩებში დავდიოდით რომ არავის ვენახეთ . მე კი მუდამ მუქარის და განცდის წინაშე ვიყავი . მემურქრებოდა ის ქერა ბიჭი რომ თუ მას არ დავშორდებოდი ის მას ზიანს მიაყენებდა . არვიცოდი რა მექნა ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ . მე კი ბევრჯერ ვცადე მასთან დაშორებას მაგრამ განშორება ორივეს ზიანს გვაყენებდა . გადიოდა დღეები ,თვეები , წლები და ჩვენ ისევ ვიცავდით ერმანეთს ძალიან ლამაზი დღეები მაჩუქა და დამიტობა მოგონებად ის მე მაბედნიერებდა . ჩვენ ერთმანეთს ვზრდიდით და ვუვლიდით . ორიგინალურად ვულოცავდით დრესასაწაულებს ერთმანეთს ვიპარებოდით ახალი წლის გამეს გარეთ რომ ორივე ერთად შევხვედრილიყავით . ვცდილობდით უკვე ჩვენი ურთიერთობის შესახებ ხმამაღლა გვესაუბრა , ბევრი პრობლემების წინაშე ვდგებოდით მაგრამ ამას ვაცნობიერებდით და ვუმკლავდებოდით . ეს ამად ორივეს გვიღირდა . მან მე მაჩუქა თავისი თავი და ამით ბედნეირი და სრულყოფილი ადამინი ვიყავი . ის იყო ის ვისაც მე ვეძებდიი და ვიპოვე . ორ წელიწდ ნახევარი ერთმანეთს იდეალურ დღეებს ვჩუქნიდით , მაგრამ მე ჩემმა ოჯახმა ისევ დამაბრუნა უკან საიდანაც წავედი ისევ უკან წამომიყვანა და ჩვენს შორის მაძილი აღმოჩნდა მაგრამ მაინც ვიბძOდით ერთმანთისთვის მაინც ძლიერად ვიდექით და ვუმკლავდებოდით ამ საშინელ მანძილს და ბოლოს მაინც მოხდა ის რაც უნდა მომდარიყო ჩვენი განშორების წუთები ..!! ჩვენი დაშორებიდან 4 თვის შემდეგ დამირეკა და შეხვედრა მთხოვდა მე მისთვის უარი არ მითქვამს და იმ იმედით ვნახე რომ ისევ დავუბრუნდებოდით ერთმანეთს მაგრამ ამაოდ , მე ის ვნახე ოღონდ მის თვალებში დიდი თკივილი დავიანხე და აცრემლიანებული მრგვალი მუქი თაფლისფერი თვალები დავიანხე .. რომელიც შველას ითხოვდა და მიამბო მისიი მამიდაშვილის თრაგედისს შესახებ რომლიც 15 წლის გოგო კუჩის კიბოთი და მწვავე დიაგნოზით იტანჯებოდა . მისი თვალები ეხლაც არ ამომდის თვალებიდან მიამბო ისიც რომ მას შეყვარებული ყავდა და მე კი იმ წამს ფეხებში ძალა დავკარგე და დავიშალე . მან მთხოვა ბოლოჯერ ჩავხუტებოდი და მეკოცნა მისთვის მაგრამ მე მას მხოლოდ ჩავეხუტე არ მინდოდა მისი გაშვება და როცა მე ჩემიი სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი უკან გავედეე და მხოლოდ ის ვკითხე თუ უყვარდა ის და მან მიპასუხა რომ სიმთვრალეში უთხრა რომ უყვარდა და ახლა სიმათლის თქმას ვერ უბედავდა რადგან ეცოდებოდა . მე კი მას ბედნიერება ვუსურვე თვალებზე ვაკოცე და ვუთხარი რომ ყოველთვის მემახსოვრებოდა მისი თვალები ,მისი მრგვალი მუქი თაფლისფერი და მრავლისმთმელი თვალები . გზაში ვიხსენებდი როგორ ედო ჩემ მუხლებზეე თავი და ვეუბნებოდი რომ ულამაზესი თვალები ქონდა ,ვიხსენებდი ჩვენ პირველ კოცნას ვიხსენებდი ყოველ დღიუ ცხოვრებას და მტკიოდა გული .... რამოდენიმე თვის სემდეგ სოციალური ქსელით გავიგე რომ მისი მამიდაშვილი გარდაიცვალე მე ვცადე მისთვის მიმეწერა და მიმესამძიმრებინა დარეკვა ვერ გვაბედე , მან კი არ მიპასუხა , გამიკვირდა მაგრამ ვიფიქრე ახლა ჩემთვის არ ცალია და ალბათ განიცდის ამ ამბავსთქო . ზუსტად ერთი თვის მანძილზე 5 მაისს ამ უსაშინლეს დღეს გვაიგე მისიი თვითმკვლელობის შესახებ ის დღე ჩემთვის მწარე სიზმრად იქცა , ჩამოვიშალე თავზე დამემხო ყველა ჩემი ოცნება ,ყოველი მასთან გატარებული დღე მწარე სიზმრად მექცა , როცა ეს სახში ვთქვი მამაჩემა მითხრა რომ წავსულიყავი და მისი ოჯახისთვის მიმესამძიმრებინა და ჩავლაგდი და წავედი და ჩასვლისთანავე ვიყიდე წითელი ვარდები რომელიც ის მუდამ მიმეორებდა რომ წითელი ვარდები მიმეტანა მისთის და ხშიად მევლო მის სასაფლაოსთნ როცა ის გარდაიცვლებოდა არ ვიცი რატომ მეუბნებოდა ამას მაგრამ მე ძალიან განვიცდიდი და ის ალბათ გრძნობდა ამას ... როცა მე მისი გაციებული ცხედარი დავიანხე გული შუაზე გამეყო ვერ ვიკავებდი თირილს და ახლაც კი მახსოვსვ მის გაციებულ ხელებს როგორ ვაკოცე და როცა მივხვდი რომ ის უკვე ცოცხალი აგარ იყო და როცა მივხვდი რომ უკანასკნელად ვნახულობდი და როცა მივხვდი რომ ის უკვე ამ ქვეყნად აღარ იყო გვიანი იყო მისთვის პატიება მეთხოვდა .პატიება მეტხოვა იმსითვის მე ის ვერ დავიცავი ვერ დავუდექი გვერდით როცა ვჭირდებოდი .. მიდიი დასაფლავება ძალიან მძიმე აღმოჩნდა არაასდოს ვიფიქრებდი რომ მასგულზე მიწას მივაყრიდიი და მის სუნთვას რომ ვერ გავიგებდი . ახლა კი ერთი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და ხანდახან ვფიქრობ რომ დრო გვაჩვევს ყველაფერს მაგრამ მისი ამქვეყნად წასვლა არშეიძლებოდა .მისი ბოლო სიტყვები კი მხოლოდ ეს იყო და ყველას ამით დაგვემშვიდობა: ახლა კი მართლა მივდივარ დედი დე მართლა ვრჩები საუბარს შენთან გახსოვს პატარას მიყვარდა დედი თამაში ძილისწინ შენს გაშლილ თმებთან აი ლამაზი ფიქრებით ვკვდები ვრჩები საუბარს მივდივარ ღმერთთან აი ლამაზი ფიქრებით ვკვდები ვრჩები საუბარს მივდივარ თქვენგან ეს იყო მისი ბოლო სიტყვები და ამით დაგვემშვიდაობა .. არ ვიცი რატომ ვწერ , უბრალოდ მინდა მინდა რომ მასთან ერთად ვიყო . მენატრება და ვერავის ვერ ვეუბნები ალბათ ამითომ დავწერეე ესეც რომ ვერავის ვუყვები ამ მონატრების შესახებ .. მაპატიეთ ..!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.