შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსკვლავები ყოველთვის გვიყურებენ


7-06-2017, 21:39
ავტორი ნინა9
ნანახია 1 258

როდესაც ცხოვრება ყველაფერს გართმევს, შენს გონებას არ შორდება ფიქრი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ფენიქსივით ფერფლისგან აღდგები, თითქოს ამ ოცნებანარევი ფიქრებით ცხდილობ რეალობას გაექცე და შემდეგ სამუდამოდ დაემალო. ვიცი, ძალიან რთულია ადამიანად მოვლენა და მთელი ცხოვრება ამ არსებად ყოფნა, ზოგჯერ შეუძლებელიც კი, მაგრამ განგებამ ან შემქმნელმა, როგორც გსურთ უწოდეთ, ასე გადაწყვიტა. თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ცხოვრება აქვს, განსხვავებული პრობლემებით სავსე, ამ პრობლემებთნ გამკლავების მეთოდებიც განსხვავდება- ზოგი ამაზე საჯაროდ საუბრობს და შვებას ასე პოულობს, სხვები კი საკუთარ თავში ვიკეტებით და გარესამყაროს ჩვენივე ფიქრით შექმნილი ჯავშანი გვაშორებს.
მარტოობაში ცხოვრებამ შედეგი გამოიღო - აღარ ხარ დამოკიდებული სხვებზე, პასუხს მხოლოდ საკუთარ თავზე აგებ. დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილმა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიპყრო ჩემი გონება, მაღიზიანებდა კითხვები, რომლებსაც მშობლები მისვამდნენ სახლში დაბრუნებისას.
როდესაც სასწავლებლად სხვა ქალაქში გადავედი, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, ერთი შეხედვით ჩემი ახალი სახლი არც ლამაზი იყო, არც მყუდრო- თხელი კედლები ქუჩიდან შემოსულ ხმაურს ვერ ახშობდა, განსაკუთრებით საშინელი საღამოს დადგომა იყო- ხალხი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, საცობში მოხვედრილები კი ერთმანეთს სიგნალებით ამცნობდნენ, რომ სიჩქარისთვის მოემატებინათ, თუმცა მე მაინც მომწონდა.
ნათელი ფერები ყოველთვის ძალიან მაღიზიანებდა, სწორედ ამიტომ სახლის კედლები მუქ ნაცრისფრად შევღებე, საწოლის გადასაფარებელიც მსგავსი ფერისა იყო, მოკლედ ჩემ მიერ შექმნილ ნაცრისფერ სამყაროში გამოვიკეტე.
სახლი პატარა იყო, თუმცა ეს სივრცეც საკმაოდ დიდი მეჩვენებოდა, საწოლთან მაგიდა იდგა, რომელზეც არეულ ქაღალდებს, ძველ ლეპტოპსა და უამრავ წვერმოტეხილ ფანქარს დაედო ბინა, ფანჯარასთან პატარა აკვარიუმი იყო, რომელშიც ჩემი ერთადერთი მეგობარი- თევზი, სახელად ელფი ცხოვრობდა, არ მახსოვს, ეს სახელი რატომ დავარქვი, ალბათ, საუბარი რომ შეძლებოდა, მისაყვედურებდა, რადგან მისი თევზური თავმოყვარეობა შევურაცხყავი. ის ერთადერთი იყო, ვინც არ მსაყვედურობდა, თავისი უემოციო თვალებით მიყურებდა და კმაყოფილდებოდა იმ საკვებით, რომელსაც ვაჭმევდი.
დამავიწყდა მეთქვა, რომ ჯეინი მქვია, დედამ ასე დაამტკიცა ოსტინის მიმართ სიყვარული, მეც მომწონს ჩემი სახელი. ლიტერატურის მცოდნეობაზე ვსწავლობ და საერთოდ, კითხვა ბავშვობიდანვე მიყვარს, უნდა ვაღიარო, ესეც ოსტინის დამსახურებაა. თითქოს მის ისტორიაში ჩავიკარგე და ვერაფრით ვაღწევ თავს. გამუდმებით მისი სიყვარულის ტრაგიკულ დასასრულზე მეფიქრება.
მარტო ცხოვრება გარკვეულ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული- მუდამ სახლის დალაგება გიწევს, მე კი ეს სულაც არ მომწონს. ჩემს კარადაში ყოველთვის ქაოსია, ვერაფერს იპოვი.
ერთერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ისეთში, სადაც სწავლასთან ერთად შეგიძლია კარგად გაერთო და ბევრი მეგობარიც შეიძინო, თუმცა მეგობრების ყოლა ჩემი მოწოდება არასდროს ყოფილა, მარტო ყოფნა და წიგნის ფურცვლა უფრო საინტერესოდ მიმაჩნდა.
ჩემი დილაც საკმაოდ მარტივად იწყება - ვიღვიძებ 07: 30, საწოლიდან ადგომისას ფეხს ძირს დაყრილი ნივთებიდან რომელიმეს წამოვკრავ გვერდით მოვისვრი და აბაზანისკენ თვალდახუჭული მივიკვლევ გზას.
მაცივარში არასდროს მაქვს ბევრი საჭმელი, ძირითადად კვერცხის შეწვა გამომდის, დასვენების დღეებში კი რამე უფრო ''რთულის'' გაკეთების უფლებასაც ვაძლევ თავს.
ყავა- აი, რის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება, თეთრ ღამეებს სწორედ მისი წყალობით ვუმკლავდები. დილითაც ისაა ჩემი ერთადერთი შვება, მიუხედავად იმისა, რომ ჩაწითლებულ თვალებს ვერაფერს შველის, ენერგიას ნამდვილად მმატებს.
ყოველთვის ცუდად გამოვიყურები, უფრო სწორად - მარტივად. ჩემს ყოველდღიურ ტანსაცმელს ჯინსის შარვალი მაისური და კედები წარმოადგენს, დიდი ზომის ზურგჩანთა, რომელსაც სიძველე უკვე ზედმეტად ეტყობა, ყველგან ჩემი თანამგზავრია, უამრავი რამის პოვნა შეიძლება მასში.
სახლიდან გასვლამდე ელფს ვაჭმევ, ვპირდები, რომ დავბრუნდები და ვთხოვ, უჩემოდ არ მოიწყინოს, ყველაფერს ვამოწმებ, კარს ვკეტავ და გავდივარ.
ლიფტში ხურდას ვაგდებ და პირველი სართულზე ჩავდივარ. ფეხით სიარული რომ სასარგებლოა, ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ მეშვიდე სართული მაინც ზედმეტად მაღლა მგონია. ჩემი მანქანა პარკინგის ბოლოს დგას - მივეჩვიე, რომ აქაც კონკურენციაა. MINI COOPER შავი ფერის არც ისე ამაყად გამოიყურება, ის ჩემი დანაზოგით ვიყიდე მანქანების ბაზრობაზე, ყოველთვის ცუდ დროს ფუჭდება და ამის გამო საათობით მიწევს პროფილაქტიკაში ყოფნა.
მანქანაში ვჯდები და უნივერსიტეტისკენ მივდივარ, ჩემი სახლიდან დაახლოებით 45 წუთის სავალზე, გზაში წვიმას იწყებს- ეს დაგეგმილი არ მქონდა, დღეს აშკარად დასველება მომიწევს.სიმღერას ვრთავ, ჩემი საყვარელი ჯგუფი არის ARCTIC MONKEYS, ყოველთვის მათს სიმღერებს ვუსმენ და გარესამყაროსთან შეასხვედრად ვემზადები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent