უკვე ჩემი დაგარქვი ფერია (3)
გიოს მოეხვია მადლობა გადაუხადა დემეტრეს კი თავის დაკვრით გამოემშვიდობა და სასწრაფოდ შევიდა მითითებულ აუდიტორიაში საიდანაც სავარაუდოდ სალომეც უნდა დაენახა. მაგრამ მის ფანჯარასთან მისვლამდე სალომე შემოვარდა აუდიტორიაში. -ანი მიშველეე!!!! -რახდებაა? -ბექას... მოკლედ, ბექას ვიღაცა ნაგავთან უჩხუბია-თან ცრემლებს იწმენდდა თან ანი ელაპარაკებოდა. -ეს როგორ და საერთოდ რატომ უნდა ეჩხუბა? -არ ვიცი არაა ანიიი! -კაი დამშვიდდი-გულში ჩაიკრა მეგობარი და მისი დამშვიდება სცადა. -რატომ აან თან არ მიპასუხა რატომ იჩხუბა ან რა პრობლემა აქვს საერთოდ. იცი?! ამ ბოლო დროს საერთოდ აღარაფერს მიყვება აღარ არის ისეთი თბილი, როგორიც აქამდე იყო. -კაი დამშვიდდი ჯერ არვიცით რა ხდება ასე, რომ ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ-ანიმ თავიდანვე იცოდა, რომ სალომეს ეს ურთიერთობა არაფერს მოუტანდა კარგს მაგრამ გოგონას ამას ასე პირდაპირ ვერ ეტყოდა. -როგორმე უნდა გავარკვიოთ გესმის!-ამოიგმინა სლომემ. -გიორგის რომ... -არა, არა გიორგის ამას ვერ ვეტყვი, ჯერ მას მოკლავს მერე მეც მის გზას გამაყოლებს. -კაი რაღაცას მოვიფიქრებთ. -შენ რომ არ მყოლოდი რა მეშველებოდა ნეტა. -შენი ტვინით აქამდე ცოცხალი ვერ მოაღწევდი სხვა არაფერი არ მოხდებოდა. -ჩემი ცხოვრება ხარ! -შენ კიდე ჩემი! ნელ-ნელა შეივსო აუდიტორიაც და როგორც ყოველთვის, პირველი დღე ერთმანეთის გაცნობით შემოიფარგლა. სალომემაც ცოტა დაწყნარდა და ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანა, მაგრამ მაინც გაკაწრავდა გულში და დიდი სევდა ეღვრებოდა. სახლის გზასაც დაადგნენ. ამჯერად არ უკამათიათ წინა სავარძელზე დაჯდომაზე, რადგან სალომე, როგორც კი მიუახლოვდა მანქანას, პირდაპირ უკანა კარიი გამოაღო და სავარძელზე უღონოდ მიესვენა. -ამას რა ჭირს?-როდესაც გიორგიმ დასევდიანებული სალომე შეამჩნია ანის მიუბრუნდა და კითხვისმიშნიანი თვალები მიაპყრო. -არაა არაფერი რაუნდა ჭირდეს უბრალოდ დაიღალაა. -უბრალოდ დაღლილს არ გავს-ეჭვის თვალით შეხედა გიორგიმ, რადგან სალომეს საკუთარ თავზე კარგად იცნობდა. -არაფერი არ მჭირს ვაა-ამოილუღლუღა სალომემაც. -ვიცი შენი არაფერიც რას ნიშნავს, გელოდები რა ხდება თქვი. -არაფერი ბიჭო ა რ ა ფ ე რ ი რა ვერ გაიგე?-სალომემ მობეზრებულად უთხრა და შეეცადა რომ ნერვიულობა დაეფარა. -ენა გოგო! -კაი რა გიორგი რა დაგემართა შენც ვაა-სალომე ჩაერთო დიალოგში -შენც აღარ მომწონხარ ამ ბოლო დროს და გაფრთხილებთ ორივეს უცებ არაფერი მიქაროთ გასაგებია!-გაბრაზებულმა უთხრა გიორგიმ და გადახედა გოგონებს, რომლებიც არაფერს არ ამბობდნენ-გასაგებიათქო? -ვაიმე შემოგევლე რა უნდა მივქაროთ?-ანიმ გადახედა მის გვერდით მჯდომს. -მე გაგაფრთხილეთ ყოველი შემთხვევისთვის! -ოკ-ორივემ ერთად თქვეს და უცებ ორივემ სიცილი დაიწყო. -ღმერთო შენ მიშველე!-თქვა და ხელები მაღლა აღმართა. ამასობაში სახლამდეც მივაღწიეთა. -აბა ჭკუით! -ასევე-ენა დაუგდო ანიმ და წასვლას აპირებდა როდესაც გიორგიმ მიაძახა და უკვე სახლის კარებთან მდგარ სალომეზე ანიშნა. -იმას გადაეცი არ დამისრულებია საუბარიი, რომ მოვალ მერე მივხედავ. -რა ხდება რაა აქ დასასრულებელი ვერ ვხვდები მე. -დარწმუნებული ხარ? -კი 100%-ით და ყველაფერზე პრობლემას რატო ქმნი შენ?-არადა თვითონაც იცოდა ტყუილუბრალოდ არაფერს არ უტყოდა გიორგი. -კაი მე ვქმნი პრობლემებს? ნუთუ?-ირონიულად ჩაილაპარაკა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ანამაც არ დააყოვნა და სასწრაფოდ სახლში შევიდა, ვინაიდან გიორგი სახლში არ იმყოფებოდა და ყველა წამი უნდა გამოეყენებინათ. სახლში შესულს სალომე არ დახვდა და გეზი მისი ოთახისკენ აიღო. იქ კი უკვე საშინაო ტანისამოსში გამოწყობილი დახვდა, რომელიც ერთ წერტილლს მიშტერებოდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა. ფაქტი იყო ღრმა ფიქრებში იმყოფებოდა რაადგან ანი ვერ შეამჩნია შემდგომ კი როდესაც მისი ხელის შეხება იგრძნო ავტომატურად დაიწყო საუბარი ისე რომ კვლავ ერთ წერტილს გსშტერებოდა და თითებსაც იგივენაირად აწამებდა როგორც წამის წინ. -ანი იცი რაა? -რაა?-ანის ცოტა არ იყოს გაუკვირდა, ასეთი კითხვა და კითხვითვე უპასუხა. -დიდი ხანი არ არის, რაც ბექას ვიცნობ ასე დაახლოებით, 5 თვე იქნება. ამ ხუთი თვიხან კი 1 თვის შემდეგ ამიხსნა სიყვარული ნიუთუ შესაძლებელია ასე მოკლე დროში ადამიანის შეყვარებაა?! მითუმეტეს სიყვარულის ახსნამდე არცერთხელ არ დაინტერესებულა ჩემი ცხოვრებით. არ იცოდა ვინ ვიყავი, სად ვცხოვრობდი, ოჯახი მყავდა თუ არა, არაფერი არ იცოდა ჩემზე, ვინაიდან შეყვარებული ადამიანი ასე არამგონია იქცეოდეს. მაგრამ მაშინ რა დაეტაკა არ ვიცი.მეც მომხიბლა მისმა გარეგნობამ დაჩემი დაუფიქრებლობით წამოვაყრატალე მეცთქო. თავდაპირველად ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მაგრამ მაინც მაკლდა რაღაც, ეს ყველაფრი კი გულს ბოლომდე ვერ ავსებდა. მერე შენს სიტყვებზეც დავფიქრდი, რომ ეგ ტიპი რაღაცნაირად არ მოგწონდა. ამმ ბოლო დროს ურთიერთობაც გაგვიცივდა ეს კი ნამდვილ სიყვარულს არ ახასიათებს. დღეს წერილი მომივიდა მაგრამ ფარული ნომერია ვინაობა არ ვიცი მწერდა, რომ „ბექა საშიში ადამიანია და ერიდე“-ო. ეჭვები გამიჩნდა, რომ არც ვყვარებივარ და უბრალოდ მიყენებდა...გესმის ანიი? მიყენებდა ეგ არაკაცი!!! მაგას როგორ დავუჯერე არა...რა სულელი ვარ...-კვლავ დაიწყო ტირილი და ანის კალთაში მოათავსა თავი... -გთხოვ გთხოვ დაწყნარდი რაა-თითებსმონოტორულად უსვამდა თავზე და მის ასე დანშვიდებას ცდილობდა... -ვაიმე გიორგი- უცებ წამოვარდა სალომე -რა მოდა რა გეტაკა? -გიორგის სასწრაფოდ ყველაფერი უნდა მოვუყვე სასწრაფოდ. -ეხლლა სადღაც წავიდა და რომ მოვა დაველაპარაკოთ იმედია გაგიგებს შენც-ანი ჩაფიქრდა და გიორგის სიტყვები გაახსენდა „მაგას გადაეცი რომ ჯერ არ დამისრულებია“ ერთი ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში და შიშის გრძნობა იგრძნო რადგან მიხვდა, რომ მართლაც ყველაფერი იცოდა გიორგიმ. -კარგი სხვა გზა მაინც არ გვაქვს და.... დიდხანს ელოდნენ გიორგის უკვე ღამის 11 საათი იყო და ეს დაძაბულობაც მატულობდა, თან ამ ყველაფერს იმის შიშიც ემატებოდა, რომ გიორგის არ დაურეკავს. -ნეტავ აქამდე სად არის-იკითხა მოთმინება დაკარგულმა სალომემ და კარზეც გაისმა ზარი -როგორც იქნა მობრძანდა-თქვა ანიმაც და ორივე ერთად გაემართა კარისაკენ. კარი გამოაღეს მაგრამ ნეტა არ გამოეღოთ თვალებჩასისხლიანებული გიორგი იდგა, რომელსაც მარცხენა წარბი გახეთქილი ჰქონდა და მისგან წამოსულ სისხლს უკვე დაედო ბინა მიმდებარე ტერიტორიაზე. -გიორგი ეს რა....-როგორც კი დიწყო საუბარი სალომემ მაშინვე იგრძნო ძმის ის გამოხედვა, რომელმაც გული სამუდამოდ გაუყინა! -რაც მე გავიგე სიმათლეა???-მაშინვე წამოენთო გიორგი... ________________________ დიდი მადლობა ვინც კითხულობთ, თქვენი დამოკიდებულება მაინტრესებს თითოეულ პერსონაჟზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.