შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში თავი 5


8-06-2017, 12:23
ავტორი ლუსია
ნანახია 1 373

-ჯანდა ახლა რა უნდა ვაკეთო? არა ასე ვერ ვიჯდები, შეუძლებელია სახლში სადაც ვიღაც აჩრდილივით დაყიალობს მარტო უნდა ვიყო? არა, არ შემიძლია არანაირად.
ტელეფონს ვიღებ და ახლა მახსენდება რომ ავგუსტუსის ნომერი არ მაქვს.
- ჯანდაბა შენ თავს, კიდევ კარგი ის მაინც ვიცი შესვენება რომელზე გაქვს.
ვდგები და აბაზანაში მაკიაჟის გაკეთებას ვიწყებ, რა ხანია არ გამიკეთებია ხომ არ დამავიწყდა ვითომ? არა მეც ასეთ რთულ სიტუაციაში ღადაობის თავი რომ მაქვს? წამწამებს ვიპრეხ პუდრას სახეზე „ვიტყაპუნებ“ და ტუჩებს გამომწვევი ფერით ვიღებავ. მერე ოთახში ავდივარ და სანამ ტანის სამოსს ავარჩევ ფანჯრიდან ვიყურები
ახლა უკვე აღარ მიწევს ფიქრი იმაზე თუ რა ჩავიცვა, კარადის სათავსოდან ჩემი დაბალყელიანი ჩექმები გადმოვვიღე რომლებიც მაღალ ქუსლზე იყო, გავწმინდე და დავაკვირდი.
-ეს ერთხელ მეცვა არა? რა მივეცი? სადღაც 200 ლარამდე, დებილი ვარ!
დავასკვენი და ჯინსი ამოვიცვი ზედ თეთრი ნაქსოვი სვიტერი გადავაცვი და შავი ჩექმებიც კოხტად მოვიხდინე ფეხებზე. კმაყოფილი შევხედე საკუთარ თავს სარკეში და ჩანთას დავავლე ხელი.
-აბა მაკა ყოჩაღად.
კარი გავიხურე და სახლიდან გავედი.

2013 წლის 4 ივნისი:
- პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ
-აბა გისმენ რა გინდა?
-ყალბი პირადობის მოწმობა ასევე დაბადების მოწმობაც, მინდა რომ მხოლოდ გვარი შეცვალო.
ახალგაზრდა თამბაქოს სუნით გაჟღენთილი ბიჭი ფურცელზე ინიშნავს ყველაფერს და მაღალ ტანად მამაკაცს ემშვიდობება.

2013 წლის 5 ივნისი:
- აბა რა ქენი?
- მოვაგვარე 1 კვირაში იქნება.
- ჰო მშვენიერია. იმედია ყველაფერი ისე წავა როგორც გვინდოდა. უფრო სოწრე როგორც გვინდა.
- მხოლოდ გვარს ვაცვლევინებ
- და სახელი რატომ არა?
-არ მინდა.
-და ვინმემ რამე რომ იეჭვოს?
- ნუ ნერვიულობ რა მა ყველაფერი ისე წავა როგორც ვგეგმავთ.
- იმედია არ შემარცხვენ ჩემო ბიჭო, იმედია.
სიგარეტს აქრობს და ფეხსაცმლის ქუსლით სრისავს.

2015 წელი.
-ეს შენობაა ხო?
ვეკითხები ჩემ ტავს და პოლიციის შენობაში შევდივარ, წინ მეგებება სათვალიანი და ღიპიანი ოფიცერი და თავაზიანად მიღიმის, არა უფრო იდიოტურად
-რიდ დაგეხმაროთ ქალბატონო, რაიმე მოგპარეს? ან საჩივარი ხომ არ გაქვთ ვინმეზე?
- არა მე ავგუსტუსს ვეძებ.
-უკაცრავად? ძველი მითოლოგიის გმირი დაიარება თბილისის ქუჩებში და ჩვენ არ ვიცით?
მეკითხება და ხმამაღლა ხარხარებს.
-ძალიან კარგი ნაკითხიც ყოფილხარ ახლა წადი და დავით კაპანაძეს გადაეცი რომ მაკამ მოაკითხა.
- მისი ნათესავი ბრძანდებით?
- არა გენაცვალე საცოლე.
ვეღრიჭები და მის გამოშტერებულ სახეს ვხედავ.
- სსს... საცოლე?
-ხო რაიყო?
-არა არაფერი მოიცა დავუძახებ.
კიბეებზე ადის და ჟალუზჩამოფარებულ კარში შედის
- ვიღაც მაკა გკითხულობს მისი საცოლე ვარო არვიცი ხუმრობით თქვა თუ, რაარი შენ არაბი გახდი?
- მოკეტე. უბრალოდ იხუმრა ეს ის ფსიქოლოგია და ჩვენ ვმეგობრობთ.
- აა მეგობრობთ ხო, აა ასე ხო?
საჩვენებლ თითებს ერთმანეთზე უხახუნებს და ხარხარებს.
- თუ ძმახარ რა. პერერივზე გავდივარ მე.
ბღვერით მიახლოვდება ავგუსტუსი, მკლავში მწვდება და გარეთ მიბიძგებს, გაოგნებული ვარ მისი ასეთი საქციელით.

-ვერ გავიგე ერთი წუთით?
მკლავს ვინთავისუფლებ და გაბრაზებული ვუყურებ.
-არ შეიძლება აქ ასე უცებ გამოცხადდე და გამოაცხადო რომ საცოლე ხარ! ეს რა ბავშვური ხუმრობაა?
-რა მოხდა არ შეიძლება?
-წამოდი ყავაზე დაგპატიჟებ, წამო, წამო რას მიდგახარ.
-არმინდა. მადლობა.
მანქანაში ვხტები და კარებებს ვკეტავ.
-ოო კაი მაკა რაგჭირს?
ხელებს მიბრახუნებს ფანჯარაზე, მე ფეხებზე ვიკიდებ მანქანაქ ვქოქავ და იქაურობას ვეცლები.
სახლში შესულს გრილი სიო მესიამოვნა და დივანზე წამოვწექი, მერე არვიცი რა დამემართა, ფეხზე წამოვვარდი და კომპიუტერში კლასიკური მუსიკის ფაილი გავხსენი, იქიდან ამოვარჩიე შოპენის კომპოზიციები და Enter-ზე თითის დაწკაპებით გაისმა სულიერი სიმშვიდის მომგვრელი „CHOPIN - NOCTURNE NO.20“ მუსიკას ბოლო ხმაზე ვუწევ და აბაზანაში გავდივარ, და აი ახლა სრული გაურკვევლობით მოცული ვიხდი ტანსაცმელს და ჩემი აბაზანის ყვითელ კედლებში სარკის წინ შიშველი ვდგავარ როგორც აუქციონზე გაყიდული იაფფასიანი ეროტიკული ხელოვნების ნიმუში და ვხვდები რომ საკუთარმა სხეულმა ბევრჯერ მიღალატა, ახლა რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ფეხი დამადგეს, ტვინს ვიჭ....ტ იმაზე ფიქრით რომ აქ რაღაც რიგზე ვერარის, რომ მთელმა სამყარომ გააფრინა, რომ მეც გავაფრინე, ყველამ ყველამ! ყველაფერი უსასრულო ჯოჯოხეთს ემსგავსება, მე კი არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემი აჟამინდელი ასეთი მდგომარეობა იმან თუ როგორ მომექცა ჩემი ავგუსტუსი თუ იმ ყველაფერმა რაც ხდება, არ ვიცი რა ვიფიქრო რა გავაკეთო, ალბათ გავიყინე, ან ნაადრევად დავბერდი ამ ყველაფრის გამო, არვიცი.
ჩემი აზრებიდან კარზე ზარის ხმა მაფხიზლებს ფეხშიშველი ვიფართხუნებ ხალათს და ჰოლში მივდივარ, უკითხავად ვაღებ კარებს და იმ მამაკაცს ვეხუტები რომელიც წლობით დამსდევდა, ვეხუტები და ტირილს ვიწყებ.
- ჰეი, ჰეი, მაკა ძვირფასო, დამშვიდდი მოდი შინ შევიდეთ და მომიყევი რა გჭირს.
თავზე ხელს მისვამს და მკოცნის, მეც ზმუილით ვეთანხმები შინ შესვლაზე და დივანზე ვსხდებით. ხელს ხელზე მადებს და თბილი თვალებით მიყურებს.
- რამოხდა მაკუნა?
ჯერ ვერ ვხვდები რა უნდა ვუპასუხო, რადგანაც თავადაც ვერ ვხვდები რა მოხდა, საერთოდ რა ხდება არვიცი, მაგრამ ერთი ვიცი რომ მძიმე დაღლილობას ვგრძნობ, უბრალოდ შიგნიდან მიბრახუნებს და მაწიოკებს ეს წყეული.
პასუხს რომ არ ვუბრუნებ სამზარეულოსკენ მიდის და მტოვებს ასე საკუთარ აზრებთან მარტო. მე კი ვფიქრობ და ვფიქრობ, თავს ვიტანჯავ ამ ყველაფრით, და მგონია რომ ყველაფერი რაც აქამდე გამაჩნდა და ვიცოდი დაიკარგა, მეც დავიკარგე, გზა ამებნა და არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ასე, გრძნობა მაქვს, რომ ჭკუიდან ვიშლები, მაგრამ ამავდროულად რაღაც მაფიქრებინებს რომ ჩემი მოვალეობაა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. ცოტახანში ბრუნდება ლევანი, ცხელი ჩაი მოაქვს და მაგიდაზე დგამს ფინჯნებს, ისევ თბილ თვალებს მანათებს და დაბალი ტონით მეუბნება,
-აბა მომიყევი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent