შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი სუნთქვა #2


8-06-2017, 23:24
ავტორი elokklia
ნანახია 1 453

- კაი რა გჭირს, მარიამ? ასე უაზროდ ნუ ბრაზდები ყველაფერზე რა.
- კაი თაია. როგორც შენ იტყვი. - სწერვულად მეუბნება და თმებს უკან იყრის. ხელები მიკანკალებს, საშინლად მინდა ყელში ვწვდე და დავახრჩო.
- იცი, ხვეწნას ვერ ვიტან და თუ არ მეუბნები წავალ. მკ’იდია. - მართალიცაა. მარიამს მე ვჭირდები. მე მარიამი- არა. მოკლედ, ის თავისმა მეგობრებმა მიაგდეს და “ჩვენ” შევიკედლეთ. ხვეწნას კი მართლა ვერ ვიტან.
- მთელი დაბადების დღე გარეთ იყავი. ხო, შეიძლება არ იყო კარგი, მაგრამ ელემენტარული უპატივისცემულობაა…
- ორი კვირა რო გავიდა ხვდები?
- კი! - თვალების ტრიალით ვბრუნდები და კლასში შესულ ფიზიკის მასწავლებელს ვედევნები.
- მას დრო გაქვთ?
- რა იყო თაი?
- ის 500 საკითხი დავწერე. მე ხო არ ვემზადები და შეგიძლიათ, გადახედოთ?
- გაკლია შენ. აბა რა… მიდი მომიტანე. - ჩანთიდან ფურცლების დიდ დასტას ვაჩოჩებ და მასწავლებელს ვუხეთქებ მაგიდაზე. - როდის მოასწარი?
- გუშინ მოვიწყინე და ერთიანად მივადექი. - სიცილით ვეუბნები და კლასს ვტოვებ.
მეთერთმეტე კლასში ვარ და ჩვენი უაზრო სისტემისდა გამო ოთხ საგანს ვაბარებ. აქედან მხოლოდ ბიოლოგიაში ვემზადები, ისიც მხოლოდ ერთი თვეა. მეტი რად მინდა?
სკოლიდან საშინლად დაღლილი მოვბობჭავ. ჩემს ორ გოგოსთან და ორ ბიჭთან ერთად. როგორც გეოგრაფია გვეძახია, ოქროს ხუთეული მოვდივართ. სკოლის წინ ათი წუთი ვჩერდებით. ბიჭები თავის სასტავებში წავიდნენ, რაღაც საქმე გვაქვსო. ნახავენ ახლა ვინმეს, წააყრიან და წამოვლენ. ლიკას მამამ მოაკითხა, თეკუნა კიდე შეყვარებულთანაა. დავრჩი ისევ მარტო. მაგრამ ვინ გაცდის? ანდრო ბღავილით მეწევა და გვერდით მიდგება.
- მარტო ხარ კვაწო?
- კი ბატონო.
- რატო მერე?
- აბა მე რა ვიცი. რას გაუგებ ამ ცხოვრებას.
- ეჰ, როდის შენ გეშველება.
- რაზე ამბობ?
- სიყვარულზე, მილაია.
- ოღონდაცა რა. - თვალებს ვატრიალებ. სახეზე ეშმაკური ღიმილი დაურბის. ახლა რა მოიფიქრა?
- ის ბიჭი სად გაქრა?
- აბა ბიჭი.
- იმ დღეს ერთად რო დატყდით.
- არავისთან ერთად არ დავმტყდარვარ. - დაბნეული ვეუბნები და ველოდები.
- აბა რა. იმ ბიჭს ეძებდა მთელი სასტავი. მერე ერთმა თქვა იმათიან გოგოსთა ერთადააო. თან გარეთ რო ლაპარაკობდით გამოვედი მარა შევბრუნდი… კიდე… იტოკში რა. ვიცი.
- ხო მე არ ვიცი. სახელიც არ ვიცი. - ამაზე ორივე გაგვეცინა. - არავინ ყოფილა რა.
- რა ქენით? - წარბები აათამაშა. თვალები გადავატრიალე.
- მარტო ვილაპარაკეთ.
- ხო?
- მე მარტო ლაპარაკი მახსოვს. - ტელეფონზე დამირეკეს. - ხო ეკა. არა. კაი წავალ. მივდივარ-თქო! რა სამი, ხო არ ღადაობ? ხუთიო, შენ არ თქვი? აუ კაი.
- რა იყო?
- ექიმთან უნდა გავიქცე.
- კაი მიდი. - გადამკოცნა და წავიდა. არადა საშინლად მეზარება არა თუ ექიმთან წასვლა, მოძრაობაც კი. ის ისაა მთქნარებით წვრილი ქუჩა უნდა გადავკვეთო ჩემს წინ მოტოციკლეტი რომ ჩნდება და ჩერდება. ერთი ნაბიჯიც და დამეჯახებოდა. ხელებს სახეზე ვიფარებ და ვცდილობ აჩქარებული გული დავაწყნარო. სუნთქვას ძლივს ვირეგულირებ და როგორც იქნა ხელებს ვიშორებ.
- კინაღამ გაგიტანე! - გაბრაზებული მეუბნება სავარაუდოდ მოტოციკლის პატრონი და ხელებს მაშორებინებს. ავხედე თუ არა გავშეშდი. ჯერ პირდაღებული ვუყურებ, ის კი ღიმილით დამყურებს ზემოდან, თავისი შავი თვალებით. ეს კარგად მახსოვს. მერე კი სიცილი მიტყდება და ვერ ვმშვიდდები. აშკარად ძალიან ბევრი თვალი იყურება აქეთ. მაგრამ სიცილისას ამისი პრობლემა არასდროს მაქვს.
- ვერ… ვსუნთქავ… - მერე ძლივს ვმშიდდები.
- მორჩი? - სიცილისგან აწითლებული თავს ვუქნევ. - ხოდა გამარჯობა.
- დედამ მითხრა უცხოებს არ ელაპარაკოო. - ცხვირს ვიბზუებ და გზაზე გადასვლას ვაპირებ. ხელს მავლებს და უკან მაბრუნებს… ზუსტად წინ ვუდგავარ და მშვიდად ვუყურებ თვალებში. მათი ყურებისას ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს დიდი ხნის მონატრებულ მეგობრებს შევხვდი და ახლა მინდა გადავეხვიო, სახეს ვუთვალიერებ და ჩემი ამ ქცევისგან გამოწვეულ ღიმილს ვაიგნორებ. მერე ისევ თვალებს ვუბრუნდები, ახლა ტუჩებზე რომ დამყურებენ. - გამარჯობა, უცნობო.- პატარა ბავშვივით ვეკრიჭები. მესმის როგორ იცინის და მერე ხელებს მხვევს.
- მომენატრე.
- მხოლოდ ერთხელ გყავარ ნანახი.
- საკმარისზე მეტიც იყო, მონატრების გამოსაწვევად. - მის ასეთ დასერიოზულებაზე მეღიმება და სულ ოდნავ მეც ვეხვევი. მშორდება და ისევ ის ახლოს მიდგას, ისევ ისე დამყურებს ზემოდან. ამ დროს საშინლად უცნაურ რაღაცას ვგრძნობ. შიშის მაგვარს. ასე მგონია მშთანთქავს. ჩემს ამ სულელურ ფიქრზეც მეღიმება. - რა იყო?
- ჩემს თავზე მეღიმება.
- მაინც?
- ჩემს ფიქრებზე.
- გარყვნილი გოგო ხარ. - ამ კომენტარზე ისევ მეცინება. - რა ფიქრებზე?
- ისე მიყურებ, მეშინია რომ შემჭამ. - ეღიმება და კიდევ ერთხელ მეხუტება. ოღონთ უფრო ცოტა ხნით და უფრო მაგრად..
- სად მიდიხარ?
- კლინიკაში.
- რატომ?
- ჩაწერილი ვარ.
- წაგიყვან.
- იყოს. აქვეა.
- ხოდა აქვე მიგიყვან. - მიღიმის და ჩაფხუტს მაფხატებს თავზე. როდესაც ამ ბავშვური ღიმილით დამყურებს სულ ყველაფერი მავიწყდება. მოტოციკზე უკან ვუჯდები. - დიო. - ხელი გამომიწოდა. მეც ჩამოვართვი.
- თაია.
- ლამაზი სახელია.
- დიო?
- დიომიდე. ბერძნული სახელია. - მოტოციკლი დაძრა. მსიამოვნებდა სიცხეში სახეზე ცივ ქარს რომ ვგრძნობდი. გადაღლილმა თავი მხარზე დავადე და თვალები დავხუჭე. მალე მივედით. ჩაფხუტი მოვიხადე და მივეცი.
- მადლობა, დიომიდე. და ნახვამდის. - გავუღიმე და კლინიკაში შევედი. რიგი არ იყო, რადგან ჩაწერილი ვიყავი.
- გამარჯობა თაია.
- გამარჯობათ.
- ყველა ანალიზის პასუხი მოვიდა. საერთოდ ყველაფრის.
- მერე როგორ არის საქმე?
- თავს როგორ გრძნობ?
- დღეს დილით გული ისევ მაწუხებდა. მიფრიალებდასავით. ისევ ისე, რა.
- მგონი დროა ჩვენს კარდიოლოგს შეხვდე. - ფურცელზე რაღაც დამიწერა და გამომიწოდა. - ჩემი აზრით, ოპერაცია გჭირდება. აჰა შენ მიმართვა და ბატონ დავით კაკულიას გაესაუბრე. კარგი? დღეს ცალია შვიდამდე და ხვალ მთელი დღე. რაც მალე მიხვალ მით უკეთესი.
- ასე ცუდადაა საქმე?
- კარდიოლოგი არ ვარ. ვერ გეტყვი, მაგრამ ვხვდები, რომ საქმე კარგად ნამდვილად არაა.
- მადლობა. - მიმართვა გამოვართვი და გამოვედი. კლინიკიდან გამოვედი თუ არა იქვე მყოფ სკამზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. ოპერაცია. უცებ გამახსენდა სიტყვები, რომელიც უცნობმა იმ ღამეს მითხრა. მითხრა, რომ დაზღვეული არავინ იყო… ჯანდაბა! არეული სახით წამოვდექი და ახლაღა დავინახე მოტოზე აუდებული დეო.
- ყველაფერი კარგადაა?
- კი.
- არ გეტყობა. - თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვიხვნეშე. თავი მკერდზე მივეყრდენი და შევეცადე ცოტა ხნით დამესვენა. - კარგად ხარ?
- არა. - გამტყდარი ხმით ამოვილაპარაკე.
- გცალია?
- კარგეოლოგიის ცენტრში უნდა მივიდე.
- დღეს?
- ხო აქ წერია რომ… აქ ნომერიც წერია. დავრეკავ. - ტელეფონი ავიღე და კაკულიას დავურეკე. - გამარჯობათ, ბატონო დავით. მე თაია გავაშელი ვარ.
- გამარჯობა თაია.
- ექიმმა მითხრა უნდა გაესაუბროო და…
- ხო… საყვარელო, ოპერაცია გჭირდება.
- სასწრაფოა?
- ერთ თვეში შეიძლება. აორტა უნდა გადაგინერგოთ. რა მოხდა?
- შემდეგი კვირა გამოცდების მაქვს. ვიცი სასაცილოა. თქვენ ჩემს სიცოცხლეზე მელაპარაკებით, მე კი ამ უაზრობებით გაწყენთ თავს.
- ხვალ დილით მოდით შენ და მეურვე, გაფორმდით და ერთ თვეში დავნიშნოთ.
- კარგით. - ტელეფონი დაუმშვიდობებლად გათიშა. სახე ხელებში ჩავრგე. - გცალია? - საწყალი თვალებით ავხედე დიოს, აი ისეთით უარს რომ ვერ გეტყოდა.
- კი.
- შეიძლება სადმე წავიდეთ?
- თაი, კარგად ხარ?
- გულის ოპერაცია უნდა გამიკეთონ. ერთ თვეში. ვიცი არ უნდა ვინერვიულო. ყოველ დღე სამ-სამს აკეთებს ეს კაცი ასეთს. ვიცი, არაფერი მომივა… ვიცი… - თვლები ცრემლებმა დაახრჩეს და უკვე ყელშიც მიჭერდნენ. ხმას ვერ ვიმორჩილებდი, ვცდილობდი ჩემი მშვიდი იერი შემენარჩუნებინა, მაგრამ იმ მომენტში ეს ყველაზე რთული იყო. - მეშინია. - ჩუმად ამოვიხვნეშე. ხელები მაგრად შემომხვია. ახლა უბრალოდ ვინმე მჭირდებოდა, ვინც თავს კითხვებით არ შემაწყენდა. არ მთხოვდა რამეს… ცხოვრებაში პირველად მინდოდა რაღაც ეგოისტურად. რაღაც, რაც მიშველიდა მხოლოდ და მხოლოდ მე. სახე დავიწყნარე და მოვშორდი. - შენ არ ხარ ვალდებული. საერთოდ არა. მე კი, თავს გაწყენ ჩემი პრობლემით. შენთან ვტირი. - სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოვისვი. - ღმერთო, რა სირცხვილია. ალბათ უკვე მოგბეზრდა არა? მე წავალ. - შევბრუნდი და მშვიდი ნაბიჯებით წავედი გაჩერებისკენ. არადა ეს იყო ყველაფერი, მაგრამ არა სიმშვიდე.
- ერთი ძალიან მაგარი ადგილი ვიცი. - გამიღიმა და ხელში ამიტაცა.
- დეო… რას აკეთებ?
- რას და არსად არ გაგიშვებ.
- სად მიგყავარ? - დამსვა და ჩაფხუტის დაფარება დააპირა.
- კარგ ადგილას. და კიდევ… დღეს მთლიანად ჩემი ხარ. - ისევ ისე ბავშვურად გამიღიმა. დაფარებაში ხელი შევუშალე, სახე დავუჭირე და ლოყაზე ძალიან მაგრად ვაკოცე. მერე ქუდი ჩამოვიცვი და დავჯექი. ისევ ისე შემოვეხვიე და დავადე თავი მხარზე. ვგრძნობდი, როგორ მშვიდად სუნთქავდა, და მომწონდა შუქნიშნებთან გაჩერებისას, როგორ აბრუნებდა “შეუმჩნევლად” თავს და როგორ ჩაისუნთქავდა ხოლმე ღრმად.
მოტციკლი სასტუმრო რედისონ-ბლუს წინ გააჩერა. ხელი ჩამკიდა და ჩქარი ნაბიჯებით გამიძღვა წინ. ჩემზე ერთი თავით იყო მაღალი. სიარულისას შავი ტალღები თავიდან უცურდებოდა და ორ წუთში ერთხელ იძულებული იყო, სახეზე ჩამოყრილი თმები გადაეწია. ლიფტში შევედით, რომელიც ჩვენს ბედზე ცარიელი იყო.
- მომწონს, რომ მენდობი.
- რა?
- კითხვებს რო არ მისვამ.
- ასე უკეთესია.
- ყველას ასე ენდობი?
- სიმართლე რომ გითხრა, ბოლომდე ჩემს თავსაც არ ვენდობი.
- პატივი რითი დავიმსახურე?
- ბავშვური ღიმილით.
- ანუ იმით, რომ ბავშვი ვარ?
- რამდენი წლის ხარ?
- ჩემს ბავშვობას ჩემი ასაკი კი არა, ჩემი სილაღე, გულწრფელობა და ოცნებები განსაზღვრავს. ისე კი, ბიოლოგიურად 19 წლის ვარ.
- ბიოლოგიურადაც ბავშვი ხარ.
- ხმაში სევდა რატომ შეგეპარა.
- არ მახსოვს უკვე გითხარი თუ არა… ყველაზე და ყველაფერზე მეტად დროის მეშინია. მისი ამოწურვისა და დაკარგვის.
- მართლა?
- ხო… მეშინია, რომ ცუდად გამოვიყენებ და… მალე გავა ჩემი…
- აღარ დაამთავრო, ეს არ მოხდება.
- შენ თვითონ არ თქვი, დაზღვეული არავინააო?
- შენ ხარ.
- ვითომ რატომ? - ამასობაში ლიფტიდან გავედით. მის გვერდით მყოფ პატარაში შემიყვანა, რომელიც ქვემოთ არ იყო. ბოლო სართულის ღილაკს დააჭირა და ლიფტიც დაიძრა.
- შანსი არაა, ახლა შენი დრო არ ამოიწურება. ამის გარანტიც კი გაქვს. - კაბინის კარი გაიღო და თბილისის ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე აღმოვჩნდით.
- ღმერთო ჩემო.- ჩემდაუნებურად აღმომხდა. წინ წავედი და მოაჯირს მივეყრდენი. მთელი ქალაქი ხელის გულზე ეტეოდა. ეს ყველაზე ლამაზი ხედი იყო, რაც კი მინახავს. აქაურობა მთაწმინდასაც კი მირჩევნია, რადგან აქედან ისიც ჩანს. ასე ჩუმად ვაკვირდებოდი მტკვარსა და მასზე გაშენებულ ქალაქს, თავისი ისტორიებით. აქაურობამ უფრო დამამშვიდა და შამახსენა, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში ჩემი პრობლემები უმნიშვნელოა და საკითარი თავი ბატონ-პატრონი მე ვარ. მე ვაწესებ საზღვარს. არავინ სხვა. თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცი და მხოლოდ ახლა გამახსენდა. მე ვირჩევ რას უნდა ერქვას პრობლემა და რას უბრალო ფაქტი... რაზე უნდა ვიფიქო და რა დავივიწყო. რაზე ვინერვიულო და რა დავი'კიდო. ვინ დავაფასო და ვინ არა. ვის უნდა ვსცე პატივი, ვის -არა… გამახსენდა, რომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობ და თუ შანსებს არ გამოვიყენებ, მეორედ იგივე არ მომეცემა. მეორე სხვა იქნება, პლაგიატობა… დიომიდეს მოვუბრუნდი, რომელიც მთელი ეს დრო უკან მედგა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მე მაკვირდებოდა. ბავშვურად, მთელი გულით გავუღიმე.
- შენ კიდევ ბევრი დრო გაქვს.
- და შენ რა იცი?
- ზუსტად ვიცი, ღმერთმა ჩვენთვის ბევრად მეტი დრო გამოყო.
- განა 17 წელი ცოტაა?
- კი! ძალიან… მაგრამ მე ამას არ ვგულისხმობ… მე და შენ ერთმანეთს მხოლოდ ახლა შევხვდით… არა მგონია ღმერთს ჩვენთვის მხოლოდ ერთი თვე გამოეყო.
- იქნებ გამოყო?
- არ შეიძლება ასეთი კარგის ასე მარტივად გაქრობა.
- ასეთი კარგის?
- ერთ თვეში ისეთი არაფერი იქნება, რაც ერთ ან ათ წელიწადში.
- იქნებ ათ წელიწადში სულ ვეღარ ვიცნოთ ერთმანეთი.
- მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ერთმანეთს ისე შევცვლით, პირვანდელის აღარფერი გვიგავდეს.
- შენ გინდა რომ ან მე შევიცვალო ან შენ?
- არა, მაგრამ ეს თავისთავად მოხდება.
- მეც ასე ვფიქრობ.
- დროის რატომ გეშინია?
- ერთადერთია რასაც ვერ მართავ… და მხოლოდ ის შეგიძლია, გამოიყენო. ზოგჯერ არის პერიოდები, როცა ყველაფრისგან დაღლილი პლედში ვეხვევი და მარტო ვწვები. თვალებს ვხუჭავ. არც მუსიკას ვუსმენ, არც ვკითხულობ და არც მძინავს. უბრალოდ ვწევარ და დასვენებას ვცდილობ, ამ დროს შიში მიპყრობს, რომ დრო გამეპარება და მას ვეღარ დავეწევი. წავა… მე კი უმისოდ დავრჩები. ადამიანი დროის გარეშე კი არარაობაა.
- ალბათ უფრო თავისუფალი არსება.
- რომელიც, დროს ვერ აფასებს და უფრო მეტს კარგავს. რომელიც არ შეეცდება ყოველი წამის გამოყენებას. დაავიწყდება მისი არსებობა და ბევრ კარგს აღარ დააფასებს? თუ ესაა თავისუფლება, მზად ვარ მთელი ცხოვრება დროის ტყვეობაში გავატარო, ოღონდ ჯერ ეს შიში უნდა დავძლიო. - სიჩუმე. დიო ისევ ჩუმად მიყურებდა თავისი ადგილიდან. მე კი მას ვუყურებდი. ქალაქს კი არა, ამ უცხო ბიჭს. უცნაურად მიყურებდა…
- გჯერა, რომ ყველა ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს?
- კი.
- იმისაც, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა?
- კი.
- მგონი ვხვდები, ღმერთმა როგორიც ჩაგიფიქრა.
- როგორი?
- ამას ყველა ვერ დაინახავს.
- მხოლოდ რჩეულები ხედავენ?
- არა... ყველას არ შეუძლია ყველა დაინახოს… მე აქამდე არავინ დამინახავს. მგონი ყველა ჩვენგანი ბრმაა… მე კი შენ გხედავ.
- არ მომწონს საზღვრები.
- რა? - აშკარად უადგილოდ მოეჩვენა ჩემი რეპლიკა.
- მინდა ვთქვა, გავაკეთო, ვიმოქმედო, მაგრამ საზღვრები ნერვებს მიშლიან. მე მათ უბრალოდ დავივიწყებ.
- კარგი.
- ხოდა მაშინ გეუბნები, რომ მინდა ჩაგეხუტო. - გაეღიმა და ხელები სასაცილოდ გაშალა. - ზოგადად ჩახუტება არ მიყვარს. სხვებთან… ეს ზედმეტად ახლო კავშირი მგონია… - ჩუმად დავიდუდუღუნე და ჩემი პატარა ხელები ტანზე შემოვხვიე.
- არ ვიცი მიყვარხარ თუ არა, ან ოდესმე მეყვარები თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შენი ციმციმა თვალები და შენი სიარულის მანერა მიყვარს. - ენა ჩამივარდა და საშინლად მესიამოვნა მის მძაფრ სუნამოში არეული ეს სიტყვები. თავი მის კისერში მქონდა ჩამალული და თითქოს მეძინა. ამ მომენტში, დროის საერთოდ არ მეშინოდა და დამეფიცება ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ამოვისუნთქე ნორმალურად. მთელს სხეულში სიცარიელეს ვგრძნობდი. და ეს იყო საუკეთესო, რაც შეიძლება მეგრძნო. ჩემში მყოფი ბუშტის არსებობას ვგრძნობდი, მაგრამ თავისუფლება უფრო მეტი იყო. ვგრძნობდი როგორ დააცურავებდა თითებს ჩემს თმაში და უფრო მეტად ვითიშებოდი. ხელებს უფრო და უფრო ვუჭერდი და ისე ღრმად ვსუნთქავდი მეგონა შევისუნთქავდი და ჩემი სამუდამო ნარკოტიკი იქნებოდა. ნარკოტიკი, რომელმაც მოქმედება სიკვდილამდე არ დაკარგა. მოვშორდი და წინ ხელებ ჩამოყრილი დავუდექი. - დღეს როდემდე გცალია?
- რა იყო?
- შენებს დაურეკე. გვიანობამდე არ გიშვებ.
- გვიანობამდე?
- შეიძლება ათამდე მაინც ჩემი იყო?
- კი.
- ასე მარტივად?
- არ ვაპირებ უაზრო ფიქრითა და წუწუნით თავის დაღლას. მეც ხომ ვიცი, რომ წამოსვლა მინდა?
- დარწმუნებული ვარ, ღმერთს არც კი უფიქრია არა თუ შენნაირი, შენი მსგავსი მაინც შეექმნა ვინმე. ყველა ხომ განსხვავებულია. ხომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თავიის იდენტობითა და საკუთარი ფერით… მაგრამ შენ სხვანაირად ინდივიდუალური ხარ… ისეთი, რომლის მსგავსიც ვერავინ იქნება. ალბათ ვერც ვერავინ მოგბაძავს…
- ამეტებ.
- პირიქით, ისე ვერ ვამბობ, როგორც საჭიროა.
- მინდა რამე გითხრა, მაგრამ ზედმეტად ეგოისტური იქნება ყოველი სიტყვა რასაც წარმოვთქვამ. ასე რომ… - ტელეფონი ამოვიღე და დედას დავურეკე. - ეკა… დღეს გვიანობამდე ვარ გარეთ. თეკუნასთან… არ ვიცი… ირასთან დავრჩე? კარგი. - გავთიშე და ისევ მძღოლს შევხედე. - დღეს საღამოს შენი ვარ.
- არა მგონია მერე მაინც შევძლო შენი გაშვება.

****
მეორე თავია და ახლაც ისე ვნერვიულობდი რომ ვდებდი, ამას გადავყვები მგონი. :დდ მადლოვბა დრო რომ იპოვეთ და წაიკითხეთ. და კიდევ უფრო მადლიერი ვიქნები თუ შემაფასებთ (თავხედი მე)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent