შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭორფლიანი (2 თავი)


9-06-2017, 10:53
ავტორი Ana Stepnadze
ნანახია 1 745

1:13
1 თვეა შუა ივნისში ისეთი რეჟიმით ვმუშაობ, რომ სახლში მხოლოდ დასაძინელად მივდივარ. გაგვითხოვდა ერთი ჟურნალისტი და დანარჩენმა შვებულებები აიღეს. ვსო ამდენს ვერ მოვითმენ ჩემი გრაფიკის გადატვირთვისთვის ფულსაც არ მიმატებენ დალის გავატყავებ ხვალ რომ მივალ.
8:10
გემრიელად გავიზმორე და საათს კმაყოფილმა შევხედე. წამოვდექი და სააბაზანოში გავედი, როგორც კი მოვწესრიგდი ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. საბოლოოდ დავადგი საშველი და შავი ტყავის კაბა, შავი მაღლები და თეთრი საროჩკა ჩავიცვი. ხელზე საათი გავიკეთე და როგორც ყოველთვის სახეზე ტონალური შევიზილე, ტუჩზე წითელი კონტური წავისვი და რიჟა თმა გავიშალე. ჩანთას ხელი დავავლე და სამსახურის გზას დავადექი. ოფისში ათიოდე ჩემნაირი თუ იჯდებოდა. დალის კაბინეტის კარები ურცხვად შევაღე, მოვიჯახუნე და სავარძელში მოწყვეტით დავჯექი.
-ოჰ მობრძალებულა ქალბატონი-სათვალის ზემოდან გამომხედა და სკამზე გასწორდა-რვაზე ინტერვიუ გქონდა ჩასაწერი დაგავიწყდა?-აშკარად დაეტყო გაბრაზება
-მე ჩემს სამუშაო დროზე მოვედი, ფულს თქვენ არ მიმატებთ და ვირივით მამუშავებთ, მერე მე ვარ დამნაშავე. ხომ გაგითხოვდათ შვილი და ჩამოურიგეთ მაგის დაქალებს შვებულებები მე რა დავაშავე? სულ არ ვარ ვალდებული სხვისი სამუშაო ვაკეთო თან შემიძლია გიჩივლოთ ერთი თვეა 6 საათზე ვიწყებ, ღამის პირველზე ვამთავრებ და ისევ 850 ლარს მაძლევთ. მგონი ამ ფასად არ უნდა ვმუშაობდე ხო? ამიტომ, ამ თვეში დამიმატებთ ორას ლარს და ორ თვიან შვებულებას მომცემთ, თუ არა თქვენც კარგად იცით ჩემნაირი თანამშრომლის დაკარგვა რეპუტაციის შელახვის ტოლია-იმდენად გავღიზიანდი ყველაფერი ერთად ვუთხარი და ისევ მშვიდად მივეყუდე საზურგეს.
-კარგი იყოს შენებურად-დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მეუბნება-დღეს გაგიშვებ და სექტემბერში გელოდები-გამიღიმა და ფული გამომიწოდა-დღეს ანგარიშზე ვერ დავდებ ამიტომ ასე აიღე-ფული გამოვართვი ჩანთაში ჩავიდე და მანქანაში ჩავჯექი. სახლში მისულს დინამ დამირეკა.
-გოგო სად ხარ ეს ერთი თვე?-გაკივის ტელეფონიდან
-აუ დინა, ეს ერთი თვეა დალი მამუშავებს ვირივით-ამივიკვნესე და დივანზე დავებერტყე-აუ გამოდი ჩემთან ვიჭორავოთ და ვაბშე ჩემს ძმას უთხარი დამირეკოს, გაკოცე
-აუ შენს ძმას შენთვითონ დაურეკე გამიშრო მაგ იდიოტმა სისხლი მე ნინიას დავურეკავ და ამოვალთ-ისეთი ხმა ქონდა მეგონა მე მომკლვდა
-კაი მასე იყო-ვაიმე დავცოფავ შმაგს. ტელეფონი გავთიშე თუ არა მაშინვე ჩემმა ძმამ დარეკა
-ნესა უნამუსო ვიყო მოვკლავ დინას-ჰაჰ ეს მეორე დეგენერატი
-აბა თქვენ იცით დახოცეთ ერთმანეთი-სიცილით ვუთხარი მე
-გოგო გადამიყვანა ჭკუიდან უნამუსო ვიყო
-კაი რა განერვიულებს დღეს გამოუშვი ადრე რა და საღამოს შენც გამომიარე-ზუსტად ვიცი ასეთ საწყალ ხმაზე გამოუშვებს
-კარგი მაგრამ შენ დაურეკე და საღამოს ამოვალ-დამშვიდდა მგონი-მომენატრე ფისო-ვაიმე დაიწყო
-შმაგთა შორის შმაგო გაბრაზებული ვარ მე-ფისო თავი აბია მეზიზღება კატები
-კაი ფისო-სიცილით მეუბნება და ტელეფონს ვუთიშავ. ოთახში შევდივარ მაკიაჟს ვიცილებ, მაღალწელიან შორტს, თეთრ მოტკეცილ ტოპს, ფეხზე კონვერსებს ვიცმევ და თმას ვიკოსავ. მშია გამომაქვს დასკვნა და მაცივარს ვაღებ.
-ოღონდ ეს არა-საცოდავად ვფრუტუნებ და საფულიდან ფულს ვიღებ. ქვევით ჩავბივარ და მაღაზიისკენ მივდივარ. დიდ კალათას ვიღებ და დახლებისკენ მივემართები, ტელეფონმა რეკვა, რომ დაიწყო.
-ნესა სად ჯანდაბაში ხარ?-ჩამკივის დინა
-რა იყო იფრინე?-სიცილით ვუპასუხე
-აუ შენს ძმაზე გაბრაზებული შენზე ვიყრი ჯავრს-კივის
-ნუ უსმენ ნესა ამას ეზოში ვართ და წინასწან ხომ უნდა ეჩხუბა-აშკარად ტელეფონს გლეჯს ნინია
-გოგო მარკეტში ვარ და გამოდით აქეთ
-მოვფრინავთ-სიცილით მეუბნებიან და ორ წუთში მოჯუჯღუნე დინას და სიცილისგან აჭარხლებულ ნინიას ვხედავ
-გეფიცები შმაგზე მაბოდებს-სიცილით მეხუტება ნინია და დაბღვერილ დინას უყურებს
-მოგტეხეს რქები?-წარბებს სასაცილოდ ვათამაშებ
-ნესა შემეშვი-ღრიალებს მარკეტში და ათი წყვილი თვალი, რომ უყურებს იმათ უბღვერს-ცირკია?-ხალხი ბრუნდება მე და ნინია კი ჩაკეცილები ვართ. ისეთი საყვარელია მინდა ჩავყლაპო. მაღაზიიდან გამოვდივართ და სახლში შესულები დანას კივილს ვისმენთ.
-რა მოხდა გოგო-გაბრაზებული ვეუბნები
-ნახე-ხელს ტელეფონისკენ იშვერს სადაც შმაგს აქვს მოწერილი რაღაც რასაც არ გავკითხებს ტელეფონს ახალ კოდს გამწარებული ადებს და დივანზე წყნარად ჯდება
-თუ მკითხავთ რა გააკეთა პასუხს არ გაგცმთ არაა საჭირო-ბურტყუნებს და ტელევიზორს რთავს.
-აუ მე ორ თვიანი შვებულება მაქვს და მინდა, რომ სადმე წავიდეთ-დანას ვიქნევ
-ნელა გოგო-მიბღვერს ნინია
-მეც მინდა-დინა კივის-დასვენება-ამატებს სიცილით
-ამას რა სჭირს?-გაკვირვებული ნინია მხრებს იჩეჩავს და ჩაბჟირებულ დინას უყურებს
-გააფრენინა შმაგმა აშკარად-თავს აქნევს და ცივი ყავის გაკეთებას აგრძელებს.
-მე ესპანეთში მინდა-აცხადებს ნინია
-აუ მე არა-ვწუწუნებ მე
-აუ რატო-იბღვირება ნინია
-რავი ერთხელ ვიყავით უკვე და მეორეჯერ რა გვინდა
-მაშინ პარიზი-ყვირის დინა
-ნუ დაგვაყრუე შენი ჭირიმე რა საფრანგეთში შარშან არ ვიყავით?-ტუჩებს პრუწავს ნინია
-მაშინ მაიამიში-ყავას ხლუპუნით ვსვამ
-ნუ შვები ეგრე რა გვინდა მაიამიში შორია-ბუზღუნებს დინა
-სვანეთში?-ვამბობ მე
-აუ ხო თან ბავშვებს ვნახავთ იქ-ჩემს აზრს იწონებს ნინია
-მერე თეთრები ხო არ ვიქნებით?-ბრაზდება დინა
-დინა ჯერ მთა მერე ზღვა არ შეიძლება?
-კაი ხო-ცხივრს იბზუებს და დგება
-მე წავალ მაშინ ბარგს ჩავალაგებ შმაგს შენ მოელაპარაკე, რომ მომცეს შვებულება თუ არადა მეყოლეთ ვარდებიცით-ტელეფონს იღებს და გადის.
-რა სჭირს გოგო ამას?-თვალებს სასაცილოდ ვაფართოვებ
-არ იცი რა ტიპია? მოუშლიდა ნერვებს და შენი ძმაც მთლად დალაგებული, რომ არაა გეცოდინება-მხრებს იჩეჩავს და დგება-მეც წავალ დედაჩემს ვეტყვი, რომ მინიმუმ ორი თვე მოუწევს ლოლათი ჩამანაცვლოს-მკოცნის და გადის. ახლა რა ვქნა მარტო ვარ. ჩემი ძმის ოთახში გავდივარ და დალაგებას ვიწყებ. გამოხვეტის დროს კი ხელში ანგელოზის კულონს ვაწყდები. ვასუფთავებ და ტუმბოზე ვდებ. საღამომდე უაზრობაში გამყავს დრო და საბოლოოდ დააგა ჩემს ძმას საშველი. კარები გავაღე თუ არა შმაგი, მირო და მიშო დამხვდნენ.
-რა იყოთ ხალხო?-სათითაოდ გადამკცნეს
-აუ კაროჩე მე, შმაგი და მირო ვაპირებთ სვანეთში წასვლად და თან რაღაც მანძილს დავლაშქრავთ-კმაყოფილი ამბობს მიშო
-აუ რა ლაშქრობა-ვბუზღუნებ მე
-დინას ორი თვე გავათავისუფებ-ეშმაკობს შმაგი
-კარგი ოღონდ გოგოებიც წამოვლენ და არ დაიწყოთ-ვამბობ მე
-წამოიყვანე ჩვენც მოგვყავს ხალხი-ამაყად ამბობს მირო
-მირო შენს თავს ვფიცავარ დეა იქ, რომ დავინახო მოვკლავ-ვბრაზდები უცებ
-ვნახოთ-მიჭრის მოკლედ
-აღარ წამოვალ უნამუსო ვიყო-ვიბუტები მე
-გეფიცები თუ რამეს იზამს წავიყვან უკან-ხელს მხვევს მირო
-კარგი-მაინც გაბრაზებული ვდუდღუნებ
-ნესა მე დღეს აქ ვრჩები-ამაყად მიცხადებს შმაგი
-ოხ რა პატივია-ხელებს ვიქნევ
-აუ გვშია-ხელს მუცელზე ისმევს მიშო
-ღამის თორმეტია რადროს ჭამაა-ვბუზღუნებ მე
-ხო კარგი წავალთ ჩვენ და სხვაგან შევჭამთ შენ მაინც არ ადგები სულ რომ დაგიჩოქოთ-ქოთქოთებს მირიანი.
-პაკაა-ორივეს ვკოცნი და ვაცილებ
-ახლა შენ მითხარი რა მოხდა-შმაგისკენ ვბრუდები
-ოოო არაფერი-იკრიჭება და ოთახში მიდის-ათამდე არ გამაღვიძო-მიბარებს და ჰაეროვან კოცნას მიგზავნის.
11:23
-ოხ დაგვადგი საშველი?-ვბურტყუნებ ოთახიდან გამოსულ შმაგს რომ ვუყურებ
-რა გინდა გოგო რას გადამეკიდე-მიგღვერს და წყალს სვამს
-დღეს შუა დღეს გავალთ ასე ორის ნახევრისთვის-მეუბნება და გვერდით მიჯდება-აუ ჩანთა ჩამილაგე რა-ყელს სასაცილოდ იწელავს
-აქ რაც არის გეყოფა?
-კი თან იქაც დავტოვე რაღაცები და მეყოფა-აცხადებს და თავს ფეხებზე მადებს
-აუ ნესა-ბუტბუტებს
-ახლა რაღა გინდა?
-მგონი კუბიდონმა დამჭრა-ამბობს და ჩემი კაკანი მთელს სახლში ისმის
-ვაიმე შმაგ რეებს ბოდიალობ?-სიცილს ძლივს ვწყვეტ
-არა მართლა-გულაღმა წვება და პირდაპირ მიყურებს
-ვაიმე ჩემო საწყალო ლოყაზე ვკოცნი და ვეხუტები
-მომძვრა გოგო თავი-მიბღვერს
-ვიცი მე ვინ დაგჭრა შენ-სიცილით ვეუბნები
-ასე მემჩნევა?-სახეს მანჭავს
-ამხელა კაცს თავში ჭკუა ვაფშე არ გაქვს?
-რა გავაკეთო გოგო მე-ტუჩებს წინ წევს-გამაგიჟა გადამიყვანა ჭკუიდან-დაჭრილი დათვივით როხროხებს
-რა გეშველბაააა-თავზე ხელს ვუსმევ-ადექი უნდა ჩავალაგო
-ოოოოო-წუწუწნებს და უფრო მეხუტება
-ადექი შმაგ-იქამდე ვეჭიდავები სანამ არ დგება. ჩემოდანი ჩავალაგე ორივესი და ოთახიდან გავიტანე.
-რა იყო ნესა გოგო ხარ თუ ბიჭი?-სიცილით მეუბნება ერთ ჩემოდანს რომ ხედავს
-სვანეთში რათ მინდა?-ვიკვირვებ მე
-ხო რავიცი-მიცინის და მიროს ტელეფონში ჩაყვირის ჩამოვალთო. ქვევით ჩასულებს მე გოგოები და ჩვენი თანამშრომელი, ანუ ბიჭი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი სანდრო.
-გოგო რა ქენი ასეთი დალი ცოფებს, რომ ყრიდა-სიცილით მეუბნება და მეხუტება
-კაი ნუ მახსენებ-მეც სიცილით ვპასუხობ და ხელს ძმაკაცივით ვხვევ
-მანქანებში უნდა გადავნაწილდეთ ეკონომიურად, მესტიაში ამდენი მანქანით ვერ ავალთ-აცხადებს მიშო და მერე ვუყურებ იქ მყოფ რამდენიმე უცნობ სახეს. მათ შორის ერთი ძალიან მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ.
-აუ შმაგ რაღაც დამრჩა და ჩამოვალ მალე-ლოყაზე ვკოცნი და კიბეებზე ავბივარ. სახლში სირბილით შევდივარ და მაცივრიდან შოკოლადს ვიღებ.
-როგორ დამავიწყდი მე შენ-ერთს მეორეს მეორეს მესამეს ვაყოლებ და გასასვლელისკენ მივდივარ. ტუმბოზე დადებულ კულონს ვკრავ თვალს და გაუცნობიერებლად ვიდებ ჯიბეში. კიბეებზე სირბილთ ჩავდივარ და შმაგს ვეჯახები.
-გოგოო ნუ გამაგიჟე შენ-სიცილით მეუნება
-რა გინდა?-ვუბღვერ მე
-მაგ შოკოლადს გზაზე ვერ იყიდიდი?
-ვერა-ენას ვუყოფ და შოკოლადს ვკბეჩ
-მეც მინდა ნესა-წილში მიდგება დინა
-გადი გაიარე-ხელს გამაფრთხილებლად ვუფრიალებ და პირგამოტენილი წრეებს ვუტყავთ ბავშვებს
-შმაგ მიშველე-ვკივი და შმაგიც თითქოს ელოდაო დინა ხელში აიტაცა მანქანაში ჩასვა და კარები ჩაკეტა.
-მე და დინა მარტო წავალთ თქვენ მორიგდით-სიცილით ამბობს და მანქანაში ჯდება.
-ესეიგი ნინია სანდრო მე და მირო ერთად წავალთ-ვაცხადებ მე
-მასე არ გამოვა-მიშო მითითებს დეაზე
-მაშინ მე მიშო სანდრო და ნინია
-არც ეგრე ერთი ისეთი უნდა იჯდეს საჭესთან ვინც იცის შენი სახლის გზა
-კარგი მე დავჯდები ჩემს მანქანაზე და ვინმე ჩამისვი დეას და მიროს გარდა-ვიღრინები და მანქანას ვაღებ. ჩემი მანქანის წინ შმაგის მანქანა დგას სადაც მინიდან კარგად მოჩანს, როგორ ურტყავს დინა შმაგს. ტელეფონს ვიმრჯვებ და ვიდეოს ვუღებ აქ კი საოცრება ხდება, შმაგი დინას ტუჩებს ეტანება და კოცნის. ვიდეოში ყველაფერი ჩანს. სანამ კოცნან ვრთავ მანქანიდან გადავდივარ და მინაზე ვუკაკუნებ.
-ბავშვები თამაშობენ აქ-ვეკრიჭები, ონიანის და დევდარიანის გაბრაზებულ სახეებს, რომ ვხედავ მანქანაში გიჟივით ვჯდები და ვკეტავ. ვიდეოს ვუყურებ ისევ და სიცილით ვიგუდები წინა მხრიდან კი ორი სვანი გაავებული მიყურებს მე ვეკრიჭები და ხელს ვუქნევ ამ დროს კი ვიღაც ეჯაჯგურება კარს.
-ფრთხილად დეგენერატო-მიშო მგონია მაგრამ სრულიად უცხო მრჩება ხელში. კარებს ვაღებ და სამი უცნობი პიროვნება, რომ ჯდება მანქანაში თვალები მიფართოვდება. წინ, რომ ვიყურები და სვანების გამარჯვებულ მზერას ვაწყდები ჰაეროვან კოცნას ვგზავნი და გვერძე მჯდომ შავ სფეროებს ვაწყდები.


პ.ს ბოდიშით, რომ დავაგვიანე გამოცდები მქონდა და თან მუზამაც მიღალატა. დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ heart_eyes



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომეწონა კი არა ძალიან მომეწონა.მაგარი გოგო ხარ შენ და იმედია აღარ დააგვიანებ.რა მოითმენს ახალ თავამდე.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent