ცხრამეტი წლიდან
"ვერ ვიტყვი ფეხებზე თთქო ასეა თუ ისეა თქვენ მაინც ის ადამინები ხართ,რომლებმაც რაღაც შემძინეს,ცუდის და კარგის გარჩევა მასწავლეს...ყველანი ძალიან მიყვარხართ,შენ განსაკუთრებით,მაგრამ სიყვარული არაფერია იმასთან რასაც მთელი ამწლების მანძილზე ვსწავლობდი...ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლები ვართ. ნუ აღიარებთ,საჭირო ნამდვილად არ არის,უბრალოდ ბევრი ისეთი რამ უნდა გადაილახოს ცხოვრებაში,რომელიც შეუძლებლად გვეჩვენება... სიყვარული - ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა,როგორი ადამიანი უნდა იყო,რომ სიყვარული აღიარო.. მონატრება - რთული ასატანია სუსტი კაცისთვის! ვნება - მიზიდულობა,რომელიც მხოლოდ ფიზიკურს არ გულისხმობს,თუმცა ადამიანებიც უმრავლესობას ეს მხოლოდ ერთ ასპექტში წარმოუდგენია. მარტოობა - მუღამი უნდა დაუჭირო მარტოობას,ამით უნდა გაერთო,ზოგჯერ შენს თავსაც წამოარტყა თავში ხელი და "ეღადაო" იმდენად მარტო უნდა იყო,რომ სიახლეები აღარ გიზდავდეს,აი ისეთი მარტო უნდა იყო,როგორც უავეჯო ოთახი,სულ ცარიელი რომაა და დიდი სივრცე რომ ჩანს,მარტოობა კარგია. ტყუილით მაინც ვერავინ გატყუებს,რადგან მარტო ხარ და დიდად არ გაინტერესებს ვინ რას მოგიყვება. გულრწფელი საუბრები - ესეც მაგრად მოგბეზრდება,თვალებში რომ ჩახედავ და შენს სულს რომ ხედავს,მე მაგრად არ მომწონს რავიცი. შენი გზა - ეს პრობლემაა,რადგან ჩვენ სოციუმის უაზრო მსხვერპლნი ვართ,აღარ დავიწყებ ამის გაშიფვრას ყველას უფიქრია ამ თემაზე,შენი გზა იქ არის სადაც ფიქრობ რომ ყველაზე კარგად იგრძნობ თავს,თუნდაც ეს სხვისთვის სიგიჟე იყოს,შეიძლება ვერ იყო წარმატებული,მაგრამ იყო იდეალური მეოჯახე,რომელიც ყველას არ გამოსდის,შეიძლება ვერ იყო მეოჯახე,მაგრამ იყო იდეალური შენს საქმეში,რაც ყველას არ გამოსდის,შეიძლება არ იყო ბერი ან მონაზონი,მაგრამ იყო ერში უკეთილშობილესი და სამართლიანი,ყველა გზას აქვს თავისი ბილიკები,რომელიც არცისეთი მარტივი გასავლელია. შეძლებით ყველაფერი შეგვიძლია,მაგრამ მთავარია რას ირჩევ,რომელ გზას... ჩვენ ადამიანები,ყოველთვის ვგრძნობთ მომავალში ვინ ვიქნებით,ჰოდა ვიბრძოლოთ ამ გზისთვის. ვერ ვიტყვი,რომ მიყვარხართ,იმიტომ რომ ამ სიტყვამ ძალიან დამიმახინჯა ყველაფერი,ვერ ვიტყვი რომ ფეხებზე თ,ვერც იმას გეტყვით წყალსაც წაუღიხართთქო... იმ დღეს ლონდამ დარეკა,ვიღაცას ეძებდა გამწარებული,ნომრები ამომაქექინა იქნებ ეწეროს ესეთი სახელი "ზოჟე"ო,კარგა ხანია აღარ შემხმინაებია ნეტავ რა დაემართაო,მერე გამახსენდა ეს ზოჟე ის კაცი იყო ბავშვობიდან რომ უყვარდა ლონდა,ეს კიდევ გარბოდა ხან სად ხან სად და ახლა როცა ზოჟე გაქრა ეძებდა,რად გინდა მეთქი რომ ვკითხე დაბნეულმა და თვალცრემლიანმა მიპასუხა: "არვიცი,დიდი ხანია აღარ დაურეკავსო" ნომერი ვერ ვიპოვე,რომც მეპოვა აღარ ექნებოდა ეგ ნომერი. ლონდა იმ ღამეს მის წერილებს კითხულობდა,ვერ გავიგე რას ეძებდა,ამბობდა რაღაც მინიშნებას დამიტოვებდაო,მაშინ ვიფიქრე რომ ადამინები ყველაზე დიდი შეშლილი არსებები ვიყავით. კედლის მხარეს გადავბრუნდი და საშინლად მომინდა ვიღაც მყვარებოდა ასე." "19 წლიდან" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.