შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული 4


9-06-2017, 21:15
ავტორი ki si
ნანახია 1 587

ვალერია განერვიულებული დაეშვა კიბეებზე და სამზარეულოში გიჟივით შევარდა
-სადაა ნიკი,-ჰკითხა მზარეულს რომელიც მის სახეს განცვიფრებული უყურებდა
-ახლახანს მოდის და იცვლის
ვალერია სასწრაფოდ გავიდა დერეფანში ნიკის ოთახში დაუკაკუნებლად შევიდა და ნახევრად შიშველ ბიჭს დაუყვირა.
-არც გაბედო ჩაცმა
-რაგინა ალქაჯო,-ნიკი გაოცებული შეაჩერდა გოგონას რომელცი ადგილს მოსწყდა კარადა გამოაღო მისი ფორმა იღლიის ქვეშ ამოიჩრა და ისევ ნიკს მიუბრუნდა
-შენ რა დაყრუვდი არ ჩაიცვა გაიხადე ეგ ჯინსები და მომყევი
-სულ შეიშალე,-ნიკი ცდილობდ გოგონა რომელიც მის ქამარს ეჯაჯგურებოდა მოეშორებინა
-კარგი შარვალს ზევით გაიხდი მომყევი
-ვალერია რა ჯანდაბა ხდება?-ნიკმა გოგონა მოიშორა და საწოლზე მოისროლა
-დენიელს ჩაცმა და ადგომა არ უნდა არც საწოლში ჭამა ან რამის კეთება მხოლოდ მთხოვს რამე თამაში მოიფიქრეო ასე რომ ასწიე შენი უსაქმური უკანალი და წამომყევი რომ ბავშვს ჩაცმაში შეეჯიბრო.
-მერე ასე გეთქვა ერთი წამი მეგონა რომ ჩემს გაუპატიურებას აპირებდი და ლამის ვიკივლე.-დამცინავად ამოიოხრა ბიჭმა
-სასაცილოა,-ირნიულად დაიმანჭა გოგონა,-ნეტა ვის რაში სჭირდები.
ნიკს ერთი წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი რომ ვალერია არ ატყუებდა დიდიხნის წინ მიხვდა რომ გოგონას არც ის და არც მისი სხეული არ აინტერესებდა და ამიტომაც ახლაც დაჟნებით აშტერდეობოდა თვალებში.
-კარგი წავედით,-ნიკმა იცოდა ტონიო სახლში არ იყო და მისი და ჯერ არ დაბრუნდებოდა მოდის კვირეულიდან ასე რომ შარვალი კარადაში შეაგდო და დენიელის ოთახისაკენ წავიდა.
კართან მისულმა ვალერიამ ფორმა იქვე დადო და ისე შევიდა ოთახში
-სადაა ბავშვი?
-ალბათ სააბაზანოში,-ამოიოხრა გოგონამ
-საყვარელო სადახარ?
-აქ,-სააბაზანოდან გამოსულმა დენიელის ხმამ ნიკს გული მოუწურა და კართან ახლოს მივიდა
-მეგობარო მე ვარ შეიძლება რომ შემოვიდე?
-კი,-ამოიბუტბუტა ისევ დენიელმა და კარი გააღო.
-სიურპრიზიიიიიი!-ნიკმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე მოხვდა სახეში საღებავით სავსე ბუშტი რომელიც მაშინვე გასკდა და სახე სულ შავად შეუღბა
-რა... რა ჯანდაბას აკეთბთ?
-ომი დაიწყო კაპრალო,-დაიყვირა ვიალერიამ და თავადაც ესროლა ნიკს ბუშტი.
სულ მალე ნიკმა გაიაზრა რომ ონავრებს სააბაზანო სავსე ჰქონდათ ასეთი ბუშტებით ჯერ ერთი მერე მეორე დაიჭირა და შიგ ჩასვა მერე ბუშტები სათითოდ დახეთქა და ვალერიაც და დენიელიც ისე შეღება მშობელი დედა ვერ იცნობდა ვერც ერთს
-ცხოველი ხარ ეს ხომ დენიელის გასართობად იყო,-დაიყვირა ვალერიამ
-გიხდება მელნისფერი თმა,-ნიკმა დენიელი აბაზანიდან ამოიყვანა და სახე გაუწმინდა
-მაგარი იყო არა მეგობარო? როგორ მოგატყუეთ,-დენიელი ისეთი ბედნიერი იყო ნიკს სულ გადაავიწყდა ანგარიში რომ ჰქონდა გასასწორებელი მის ძიძასთან და ბავშვი ხელში აიყნავა.
-წამოდი გაგასუფთაო
-მე ვიცი სადაც უნდა გავსუთავდეთ,-დენილი ნიკს გაექცა და ისიც სირბილით მიჰყვა ბავშვს რომელიც საბოლოოდ აუზში გადაეშვა.

ნასადილევს დენიელი დასაძინებლად დაწვა და ვალერიამაც გადაწყვიტა ცოტახანს ბაღში გაესეირნა თანაც სახეზე ეწერა რომ რაღაც აწუხებდა.
გოგონა ბაღში დენიელის ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა ხის ქვეშ და მარაო მომარჯვა მაგრამ მალევე მობეზრდა და სასეირნოდ წავიდა. აქამდე დენიელს შუადღის ძილი არასოდეს მოსდომებია და ეზოც ვერ დაათვალიერა ახლა კი ამის შანსი ჰქონდა ასე რომ წამოხტა და ბუჩქნარისაკერ წავიდა როემლიც სახლას ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა და მის იქეთ იშვიათი მცენარეების ტყე გაეშენებინათ.
ტყეში ახლად შესულ გოგონას უცნაური ხმები მოესმა ამიტომ გეზი იქეთ აიღო საიდანაც ხმა მოისმოდა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იქვე დაგდებულ ტოტს წამოედო და ორი წყვილი ფეხის წინ სახით დაეცა.
-ოღონდ ეს არა,-ვალერიამ მაშნვე იცნო ნიკის ხმა და სასწრაფოდ აიხედა.
ნიკს ჯერ კიდევ მოქცეული ჰყავდა მკლავებში მოახლე და მისი გაშვება მხოლოდ მაშინ მოიფიქრა როცა ვალერია წამოდგა და გაოცებული დააცქერდა. ერთხანს ასე უემოციოდ იდგა და უყურება მერე კი ისეთი სიცილი მორთო ხეებიდან ფრინველები აფრინდნენ.
-არა, არა, არ იფიქროთ რომ დაგცინით უბრალოდ მეცინება ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი,-სულს ძლივს ითქვამდა გოგონა
-ვალერია შენი წასვლის დროა,-გამოსცრა კბილებს შორის ნიკმა
-ისე.....,-გოგონამ სიტყვის დასრულებაც ვერ მოახერხა რომ მზარეულმა დაუძახა დენილეს ღვიძავს და დაგეძებსო.

მთელი დღის ფიქრისა და საკუთარ თავთან ჩხუბის შემდეგ ვალერიამ გადაწყვიტა ნიკისთვის და დენიელისათვის ეთხოვა რაც სურდა
-თუ დამთანხმდებიან კარგი თუ არა და არც მე წავალ,-დაიბუზღუნა ბოლოს და დენიელის ოთახში ავიდა რომ ბიჭებს დალაპარაკებოდა.
ნიკს დენიელი კალთში ეჯდა და ვიდეო თმაშს ერთად თმაშობდნენ
-ბიჭებო, ბიჭებო, ბიჭებო,-ვალერია ქარივით შევარდა ოთახში
-მოვიდა,-გადაუჩურჩულა დამცინავად დენიელს ნიკმა
-გავიონე მე ასე მიყვარხართ თქვენ კი დამცინით
-რა მოხდა ვი?-დენიელს ძალიან აინტერესებს რამ შეაყვარა მის ძიძას ასე მოულოდნელად ნიკი.
-რაღც უნდა გთხოვოთ
-რათქმაუნდა,-ისევ დაიჩურჩულა ნიკმა
-ამ საღმოს,-ვალერიამ ნიკის სიცილი ისევ დააიგნორა და საზეიმოდ დაიწყო,-ნება გეძლევათ სპეკტაკლში სახელად „დავარწმუნოთ სულელი, კუდაბზიკა სკარლეტი რომ მართლა მყავს ქმარ-შვილი და ბედნიერი ვარ“ ჩემი ქმრის და შილის როლი შეასრულოთ.
ბიჭებმა თამაშს თავი მიანებეს და ვალერიას ისე შეხედეს თითქოს მერვე საოცრება აღმოაჩინესო მერე კი ისეთი სიცილი მორთეს ლამის გაიგუდნენ.
-რა არის აქ სასაცილო მე გაჭირვებაში ჩავარდნილს თქვენი დახმარება მჭირდება თქვენ კი დამცინით უნდა გრცხვენოდეთ
-შენ უნდა გრცხვენოდეს ასეთ სულელურ რაღაცეებს რომ ამბობ
-გთხოვთ რა დამეხმარეთ,-ვალერია შრეკის კათასავით დადგა და ისე შეხედა ბიჭებს ლამის ორივეს ცრემლი წასკდა.
-გავერთობით წავიდეთ რა?-დაიწყო დენიელმა წამოხტა და ვალერიას ხელზე ხელი მოკიდა,-მოდი მამიკო
-დავუშვათ დაგთანხმდეით ტონიოს რას ეტყვი რომ სპეკტაკლის დასადგმელად მივდივართ?
-არა რატომ დღეს საქმიანი ვახშამი აქვს და გვიან დაბრუნდება გპირდებით თერთმეტზე სახლში ვიქნებით
-არა!,-თქვა ნიკმა მკაცრად და ისევ თამაშს მიუბრუნდა
-დენილე ცოტახანს ვერ დაგვტოვებ?
-კი, წავალ წვენს დავლევ,-ბავშვი ოთხიდან გავიდა და კარი გაიხურა
-მისმინე ნიკოლას,-ვალერია ნიკის მუხლზე მოკალათდა და თვალებში ისე ჩააშტერდა ბიჭმა დაიმორცხვა,-თუ არ გინდა ბოსმა გაიგოს როგორ ეკურკურები მოახლე გოგონებს ასწიე შენი ზარმაცი უკანალი და წამომყევი წვეულებაზე გაიგე?
-შენ ამას არ იზამ?
-არ გირჩევ ჩემს გამოცდას,-ვალერია ისევ ჩააშტერდა თვალებში დაბნეუ და განერვიულებულ ბიჭს.

...........................
-დაიმახსოვრეთ ჩვენ ნიკის ვილაში ვცხოვრობთ ნიკი ბიზნესმენია და შენ საყვარელო საუკეთესო სკოლანდელ აკადემიაში დადიხარ მე ამჯერად მთელ დროს ბავშვს ვუთმობ,-ვალერია ჯერ კიდევ აბაზანაში იყო და იქედან იძლეოდა ინსტრუქციებს
-დღეს თუ გამოხვალ მადლობლები ვიქნებით,-წუწუნებდა ტონიოს პიჯაკში გამოწყობილი ნიკი და ვალერიას საწოლზე დაწყობილ ბალიშებს ათმაშებდა.
-მე ყველაფერი გავიგე,-დენიელს ყველაზე მეტად მოსწონდა შექმნილი ვითარება სახლიდან გადიოდა და სახალისო სანახაობასაც ნახავდა
-აბა როგორ გამოვიყურები?-ყბა ჩამოვარდნილი ბიჭების წინ დატრიალდა ვალერია: შავი კაბა ეცვა რომელიც წინა მხარეს მუხლის ზევით იყო უკან კი ბადისებრი ნაჭერი ბოლომდე ეშვებოდა თმა მაღლა აეწია და თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა.
-დედიკო,-გაიკრიჭა დენიელი,-მგონი მამიკოს ექიმი სჭირდება
-ერთი ამას დამიხედეთ თუ ჭკვინად არ მოიქცევი დაგსჯი,-განაწყენდა ნიკი და ბავშვი ხელში აიყვანა.
-თუ დამსჯი ჩემს ძმას ვეტყვი და ხელფასს ჩამოგაჭრის,-დენიელმა ნიკს ხელები შემოხვია კისერზე და ჩაეხუტა.
სამეული დაფინეს გამომცდელმა მზერამ გააცილა და მშვიდობიანად დატოვეს მექსიკელების უბანი.

ნიკი თავს ცირკის მაიმუნივით გრძნობდა რომელსაც სულელური კოსტიუმი ჩააცვეს და სცენაზე ცეკვას აიძულებენ მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა თუ არ უნდოდა სამსახურს დამშვიდობებოდა „ცოლისთვის“ წელზე უნდა მოეხვია ხელი „შვილის“ ხელის მტევანი დაეჭირა და გაღიმებული უნდა შესულიყო შენობაში.
-ვალერია,-სკარლეტი ვალერიას კლასელი იყო რომელიც მუდამ ეჯიბრებოდა მას და ხშირ შემთხვევაში იმარჯვებდა ალბათ სწორედ ამიტომ იყიდა ვალერიამ საქორწინო ბეჭედი და შეყვარებულთნ ახლად დაშორებულ სკარლეტს ცხვირწინ აუფრიალ მე დავქორწინდიო.
-სკარ,-ვალერიაც ყალბი ღიმილით გადაეხვია გოგონას და ლოყაზე ნაზად აკოცა,-გაიცანი ჩემი მეუღლე ნიკოლასი და შვილი დენიელი
-რას საყვარელი ბავშვია,-სკარლეტი დაიხარა და დენიელს იმდენჯერ აკოცა ბავშვს ლამის გული წაუვიდა,-და რა სიმპათიური კაცი,-ახლა ნიკი გადაკოცნა დიდი მონდომებით
-საყვარელო თქვენ წადით გაერთეთ მე და სკარი ვილაპარაკებთ ცოტას.

ყველაფერი კარგად მიდოიდა და ვალერიაც ისეთი ბედნიერი იყო მთლი საღამო იდგა თავის „ოჯახთან“ ერთდ და იღიმებოდა მაგრამ ვინ მისცა ჩვენს გოგოს იმის ბედი ყველაფერი რომ კრაგად დასრულებულიყო.
-ვალერია გაიცანი ჩემი ახალი მეგობარი,-ვალერია შემობრუნდა და სახეზე მკვდრის ფერი დაედო,-ტონიო საილასი
-ვალერია?-ტონიომ ისე შეხედა გოგონას ლამის ერთიანად დაფერფლა
-ღამე მშვიდობის,-სიმწრით გაიცინა გოგონამ
-საყვარელო იქნებ წავიდეთ ბავშვს ეძნება,-ახლად მოსულ ნიკს ლამის ბავშვი გაუარდა ხელიდან და დენიელსაც მაშინვე დაავიწყდა ძილის ქვეყანა
-ნიკოლას?
-იცნობთ ერთმანეტს?-სკარლეტმა სკანდალის სული იყნოსა და საქმეში ჩერია
-დიახ,-ვალერიას პირი გაუშრა და ნერწყვი ხმაურიანად გადა....პა
-დიახ რათქმაუნდა ნიკი ხომ ჩემი ბიზნეს პარტნიორია,-ამოთქვა მოულოდნელად ტონიომ და ისე ესიამოვნა დენიელის მადლიერებით აღსავსე მზერა ნიკს ბავშვი გამოსტაცა და ჩაიხუტა
-მგონი წასვლას აპირებდით არა? მეც ბავშვი ძიძას დავუტოვე და უნდა წავიდე მიგიყვანოთ?
-დიახ ჩვენ მძღოლი გავუშვით ცოლი ჰყავს შეუძლოდ,-ამოთქვა ნიკმა და უფროსს კარისკენ გაუძღვა.
-შენ რა ქმარს ღალატობ,-ჰკითხა ჩუმად სკარლეტმა ვალერიას როცა აცილებდა
-არა საიდან მოიტანე?-ისე იუკადრის ვალერიამ დაეტყო რამდენად იყო როლებში შეჭრილი
-ბავში ტონიოს ასლია თანაც არც შენ ხარ ბუნებრივად ქერა და არც შენი ქმარი ბავში კი ქერაა
-სკარ რას ამბობ ქმარს როგორ ვუღალატებდი,-ვალერია ნაწყენი ჩაჯდა მანქანაში და მთელი გზა ხმა არ ამოუღია.

ტონიომ თავად შეიყვანა მძინარე დენიელი ოთახშ და საწოლში ჩააწვიდა მერე ნიკს ელაპარაკა კაბინეტში რამდენიმე წამს და ბოლოს ვალერიაც იხმო.
-რათქვა?
-ძალიან ნაწყენია ალბათ გაგვყრის
-საშინელებაა მაპატიე ნიკ
-წავალ გამოვიცვლი დაგელოდო?-ნიკმა ყურადღება არ მიაქცია მობოდიშებას
-არა მეგობარს დავურეკავ და ის მომიყვანს,-ვალერიამ ღრმად ჩაისუნთქა და კაბინეტისაკენ გასწია.

ტონიო კაბინეტში ისეთი კუშტი სახით იჯდა ვალერიას ყველა იმედი ერთბაშად გადაეწურა სკამზე ჩამოჯდა და დაუცადა როდის ამოიღებდა ხმას ბოსი.
-ვალერია,-დაიწყო კარგა ხნის დუმილის შემდეგ,-მე მესმის რომ შენ ბევრი ისეთი რამ მოგაკლდა რაც ადრე შენი დღის ნაწილი იყო მაგრამ მეტისმეტია შუა ღამით ბავშვის გარეთ გაყვანა,-ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა ადამიანი თუ ამ კაცს შეეძლო ასეთი მკაცრი გამხდარიყო.
-უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი სერ ღირსი ვარ გამაგდოთ მაგრამ ნიკს არაფერი დაუშავებია მე ვაშანტაჟებდი
-ძალიან კეთილი ხარ მაგრამ პასუხს აუცილებლად აგებს ნიკიც
-კი მაგრამ არ გააგდოთ გთხოვთ,-გოგონამ ისევ მიიღო საცოდავი სახე
-მაგას მე გადავწყვეტ,-ტონიო ისევ გაჩუმდა ადგა და ფანჯარასთნ მივიდა საიდანაც ოთახშ სიბნელე ცდილობდა შემოჭრას.
-წავიდე სერ?-კაცმა არაფერი უპასუხა,-გთხოვთ დიდიხანს ნუ მაწამებთ მითხარით გაგდებული ვარ არა?
-ჯერ არ გადამიწყვეტია
-მე ძალიან მიყვარს ჩემი ბიჭი და არასოდეს არ დავუშვებ რომ მას თუნდაც ერთი თმის ღერი ჩამოუვარდეს თავიდან თუ თქვენ თვლით რომ მე მას საფრთხეს ვუქმნი ერთი წამითაც არ გავჩერდები აქ
-თქვენ ყველასათვის წარმოადგენთ საფრთხეს ვალერია,-ტონიოს ხმა ღიმილმა გაუბზარა
-უბრალოდ სერ თქვენ არ იცით რომ გაეგო როგრო საშინლად მომექცეოდა სკარლეტი,-ვალერია სკამიდან წამოხტა და ოთახში სიარულს მოჰყვა
-თქვენ სიცოცხლით სავსე ადამინი ხართ და ეს მართოს მიუხედავდ იმისა რომ სულ რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ არამგონია ადამინს თქვენთან ყოფნა მობეზრდეს ოდესმე
-აბა ნიკს ან ჩემს მამიდაშვილს ჰკითხეთ მაშნვე გეტყვიან რომ მე აუტანელი, ქარაფშუტა და დებილი ვარ
-ისინი ცდებიან?
-შეიძლება არც ცდებინა მაგრამ,-გოგონამ მხრები აიჩეჩა და იქვე ჩამოკიდებულ სარათთან შედგა. ნახატი საოცრად იყო შესრულებული მთის ფერდობებს მიღმა ამომავალი მზე კაშკაშებდა და ირგვლივ ყველაფერს ანათებდა ქვეშ კი პატარა თითქმის შეუმჩნეველი წარწერა ჰქონდა,-ო’ცეოლა,-ჩუმად წარმოთქვა გოგონამ,-ამომავალი მზე,-მერე კი ისევ მონუსხულივით შეაჩერდა ნახატს
-იცით მის შესახებ?
-დამცინით თომასი (მაინ რიდი) ჩემი უსაყვარლესი მწერალია
-აი კიდევ ერთი მტკიცებულება რომ თქვენ ჯერ კიდევ ბავშვი ხართ
-თუ გინდათ დამიძახეთ ბავშვი დამცინეთ ან რავიცი რაც გინდათ მაგრამ მე მაინც სიცოცხლის ბოლომდე შ
ჩემს საყვარელ მწერლად ჩავთვლი ამ კაცს რადგან წლის დასაწყისში მხოლოდ მისი წიგნი მიბიძგებდა სხვა რამის წაკითხვისკენ. ჩემი მსოფმხედველობის შექმნაში მან ისეთვე წვრილი შეიტანა როგორიც სხვა მრავალმა ფაქტორმა. ეს კაცი ჩემთვის მაინც იქნება უდიდესი მწერალი რადგან მე წიგნიერ სამყაროს სწორედ მისმა ო’ცეოლამ მაზიარა.
-და თქვენი საყვარელი პერსონაჟიც რათქმაუნდა ისაა არა?
-სულაც არა ჩემი საყვარელი პერსონაჟი კარლოსია „თეთრი ბელადიდან“
-როგორ შეგიძლიათ ასეთ რამეზე ასე გატაცებით საუბარი ეს ხომ მხოლოდ ლიტერატურაა
-ეს ხოლოდ ლიტერატურა არაა. არ არსებოს კარგი და ცუდი მწერალი, არ არსებობს კარგი და ცუდი ნაწარმოები თითოეული მათგანის გაცნობა გაზიარებს რაღაც ახალს და სანამ ბოლომდე მიხვალ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. შენც ერთ-ერთი გამვლელი ხარ იმ განსხვავებით რომ მეტი იცი. ყოველი ნაწარმოები გაძლევს რაღაცას იმიტომ რომ ის მგრძნობიარე გულმა შექნა არცერთი დიალოგი არ იბადება გრძნობის გარეშე მწერალი იმას წერს რასაც გრძნობს და იმიტომ წერს რომ გულში მეტს ვეღარ ატევს.

............
აბა საყვარლებო grimacing



№1 სტუმარი Guest Liza

Hm.. niki tu tonio??

 


№2  offline წევრი ki si

Guest Liza
Hm.. niki tu tonio??

აი გეფიცები მეც მაგას ვფიქრობ რაც მეოთხე თავი დავიწყე არც მე ვიცი ჯერ რა მოხდება sweat

 


№3 სტუმარი Guest bubu

dzalian momwons

 


№4  offline წევრი ki si

Guest bubu
dzalian momwons

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent