იდუმალებით მოცული მკვლელობა(თავი 1)
-ვერსად დამემალები-გაისმა უცნობის ამაზრზენი ხმა და ხელში დანა შეათამაშა.-გპირდები უმტკივნეულოდ ვიზამ-ირონიით გაჟღენთილი ხმა მისწვდა გოგონას ყურთასმენას.ოთხად მოკეცილი ყუთების უკან იმალებოდა,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ღმერთს დახმარებას სთხოვდა. -კაკ კუკ გიპოვე-ამაზრზენად გადაიხარხარა და გოგონას წინ გაჩნდა. -არა გთხოვ-სასოწარკვეთილმა დაიწივლა და ადგილიდან განძრევა ვერც კი შეძლო. -ოო როგორ მსიამოვნებს შენი ასეთ მდგომარეობაში დანახვა-ბოროტულად ჩაიცინა და გოგონასკენ დაიხარა.-შემეხვეწე დაგინდო. -გთხოვ,გე...გე..ხვეწები-ტირილი ლაპარაკში ხელს უშლიდა,მაგრამ მაინც აგრძელებდა-მაპატიე,მასე არ უნდა მოვქცეულიყავი.ამას..ამას აღარასდროს გავიმეორებ. -მომბეზრდა-დაიყვირა და ყელზე დანა მიაბჯინა.-მართალიხარ ამას აღარასდროს გაიმეორებ-ყურთან წაუსისინა და დანა ყელზე ზედაპირულად გაუსვა.-შენი წამება ჯერ ახლა იწყება. *** როგორც ყოველთვის ინა სამსახურიდან სახლში დაღლილი დაბრუნდა.მოსაცმელი გაიხადა და დივანზე მიაგდო.სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ცხელი შხაპის მიღება და გონების განიავება.საშინლად დაღალა უაზრო საქმეებზე სირბილმა.ზოგი მაღაზიას ქურდავდა,ზოგიც მეზობელს კლავდა და ამას ისე აკეთებდნენ,რომ ინა იმავე დღეს იჭერდა დამნაშავეს.რაიმე ისეთი საქმე უნდოდა რაშიც მთელი გრძნობით ჩაებმებოდა და სიამოვნებით გამოიძიებდა.აბაზანაში სწრაფად შევიდა,ცხელი წყალი მოუშვა და დუშის ქვეშ დადგა.ხვალ აუცილებლად მივიდოდა უფროსთან და მოსთხოვდა წესიერი საქმის ჩაბარებას.ბიუროში ერთადერთი ქალი იყო,ამის გამო ზოგიერთ რამეში პრივილეგიებით სარგებლობდა,მაგრამ როდესაც საქმე მძიმე დანაშაულის გამოძიებას ეხებოდა მას ყოველთვის მეორე პლანზე სწევდნენ.სძულდა როცა სათანადოდ არ აფასებდნენ.ყოველთვის უჩიჩინებდნენ არგინდა იურიდიულზე ჩაბარება ისეთი რამ აარჩიე რაც გოგოს შეეფერებაო,იმასაც ეუბნებოდნენ რთული იქნება შენთვის ვერ შეძლებო.ხოდა მანაც იმდენი ქნა ყველას დაუმტკიცა რამდენად ძლიერი იყო და რამდენად უყვარდა თავისი საქმე.აბაზანიდან მალევე გამოვიდა,ღამის პერანგი ჩაიცვა და საწოლში შეწვა.ძილმა მალევე წაართვა თავი და სიზმრების სამყაროში გადაეშვა. დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა.ერთი ამოიოხრა და უპასუხა -გისმენთ -ინაა როგორ ხარ?-ტელეფონში გაისმა გოგონას ათრთოლებული ხმა. -უკაცრავად.რომელი ხარ?- -მე.. ჯინა ვარ.ვერ მიცანი? -აჰჰ ჯინა.არამიშავს შენ? -რავიცი.ნიკას დავშორდი -ვაა-გაუკვირდა გოგონას და სიტყვა გაწელა -ხო.გავიგე რომ მღალატობდა. -გასაგებია. -მხოლოდ ამას მეტყვი? -აბა რაგინდა მოისმინო ჩემგან?-გაღიზიანდა გოგონა -არაფერი-ნაწყენმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. ჯინა ინას ბიძაშვილია,რომელთანაც ადრე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.მაგრამ როდესაც ჯინა მალულად გათხოვდა ყველაფერი აირია.არშეეძლო ინას წყენის დავიწყება და ისევ ძველებურად ყოფნა ამიტომ ერთმანეთს ჩამოშორდნენ. თვალები მობეზრებულად აატრიალა და საათს შეხედა.მალე უნდა გამზადებულიყო თორემ სამსახურში დააგვიანებდა.სწრაფად წამოხტა საწოლიდან, მოწესრიგდა და სახლიდან სწრაფად გავარდა.როგორც კი ბიუროში შევიდა გეზი უფროსის კაბინეტისკენ აიღო.კარზე ფრთხილად დააკაკუნა და შიგნით შევიდა -გამარჯობა ბატონო დავით გცალიათ?-როგორც კი თანხმობა მიიღო მაშინვე სკამზე ჩამოჯდა. -უკვე ორი წელია რაც თქვენთან ვმუშაობ და დიდ პატივსაც გცემთ-რამდენიმე წამით გაჩუმდა და კვლავ განაგრძო-მოგეხსენებათ ყოველთვის ისეთ საქმეს მაძლევთ,რაც მარტივად მოსაგვარებელია.ჩემი დიდი თხოვნა იქნება თუ უფრო სერიოზულ დავალებას მომცემთ და ასევე ამით საშუალებაც მექნება ჩემი თავი უკეთ წარმოგიჩინოთ და უკეთ დაგანახოთ რა შემიძლია-ბოლოს სწრაფად მიაყარა და თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.რამდენიმე წუთით უყურა დავითმა და ბოლოს უთხრა: -კარგი,მოგცემ შანსს მაგრამ იცოდე თუ ჩაფლავდები აღარ იწუწუნებ იმ საქმეებზე რასაც დაგავალებ-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.ფურცელი აიღო და რაღაც დაწერა-ამ მისამართზე წადი.ახალი საქმე გელოდება-მკრთალად გაუღიმა -მადლობა-თავდაჭერილად გაუღიმა ინამ და ფურცელი გამოართვა.სწრაფად დატოვა კაბინეტი და შენობა მის მეწყვილესთან ერთად დატოვა.ნეტავ რა საქმეა?იქნებ მკვლელობა?ძარცვა? ამ ფიქრებშიიყო გართული როდესაც მითითებულ მისამართზე მივიდა.ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქუჩაზე რაღაც საშინელება დატრიალებულიყო.ერთ-ერთ სახლთან ბუზებივით ირეოდნენ პოლიციელები და ჟურნალისტები.ინამ და ლუკამ გეზი იმ სახლისკენ აიღეს. -რამოხდა?-ერთ-ერთ პოლიციელს ჰკითხა და თავისი ჟეტონი აჩვენა. -ახალგაზრდა გოგო წამებითაა მოკლული-შუბლი შეჭმუხნა პოლიციელმა.-სავარაუდოდ დილის 5 საათზე გარდაიცვალა. -ანუ მანამდე აწამეს?-გაოცებულმა იკითხა ლუკამ.ინამ თვალები აატრიალა და გვამის სანახავად წავიდა.სადრდაფში შესულს წინ საშინელი სანახაობა გადაეშალა.ორთხივე კედელი სისხლით იყო მოსვრილი.იქვე მდგარ ყუთებზე ათლილი კანის პატარა ნაწილები ეყარა.ოთახის შუაში სკამი იდგა სადაც დაახლოებით 23წლის გოგონა იყო მიბმული. -როგორც ჩანს საქმე ნამდვილ ფსიქოპატთან გვაქვს-გვერდით საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი ამოუდგა -არმგონია ეს თქვენ გეხებოდეთ-ყელი მოიღერა ინამ ,თითქოს ამით აჩვენებდა,რომ ეს საქმე მისი იყო. -თქვენ დეტექტივი კირვალიძე არა?-ცალყბად ჩაიცინა მამაკაცმა -დიახ-სიმტკიცე არ დაკარგა გოგონამ მიუხედავად იმისა ,რომ გაუკვირდა. -როგორც ჩანს ამ საქმეზე მუშაობა ერთად მოგვიწევს -მხრები აიჩეჩა და გვამს მიუახლოვდა.ინას თავში ბომბი აფეთქდა.სახეზე ალმური მოედო და უნდოდა ჯერ დავითი ეცემა,შემდეგ ეს თავხედიც მიეყოლებინა.ახლა გასაგებია ასეთი ადვილად რატომაც დათანხმდა.მაგრამ ვინ იყო მისი ახალი "პარტნიორი"? ბიუროში არასდროს ენახა.თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და საქმეზე კონც ენტრირდა.ამასობაში ლუკამ საქმეზე დეტალები გაიგო და ინასთან მივიდა. -აბა რაგაარკვიე? -ლიზა მაჭავარიანი.22 წლის.მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს.3თვეა რაც შეყვარებულს დაშორდა და ამ სახლში გადმოვიდა.როგორც მეზობლები ამბობენ საკმაოდ თბილი და მეგობრული გოგო იყო. -კარგიი ,გასაგებია-თვალები მოჭუტა და ჩაფიქრდა. -პირველ რიგში მისი ყოფილი შეყვარებული უნდა დავკითხოთ-საუბარში ჩაერთო მამაკაცი. -შენ რომ არგეთქვა ისე არვიზავდით-გაკაპასდა გოგონა და ცხვირი აიბზუა. -თქვენ დეტექტივი ალექსანდრე ბურდული ხართ?-მამაკაცმა თავი დაუკრა-ბევრი მსმენია თქვენზე -გაუღიმა ლუკამ და ხელი ჩამოართვა-პატივია თქვენთან თანამშრომლობა. -ასევე-გაუღიმა ბურდულმა და ქათქათა კბილები გამოაჩინა.რატომღაც ინას ეს ბიჭი საშინლად აღიზიანებდა.თვითონაც არ იცოდა რატომ მაგრამ უბრალოდ მისი ყოველი ქმედება მის გაბრაზებას იწვებდა. -საქმეს დავუბრუნდეთ-ჩაახველა გოგონამ .-თქვენ რა გაიგეთ?-მიუბრუნდა ბურდულს -პირველ რიგში კარი შემომტვრეული არაა ,რის გამიც შესაძლოა ვივარაუდოთ რომ მსხვერპლი მკვლელს იცნობდა.ასევ -მაგრამ ხომ შეიძლება მკვლელი ფანჯრიდან შემოპარულიყო?-გააწყვეტინა ინამ. -ყველა ფანჯარა ჩაკეტილია.თუ ფანჯრიდან შემოიპარებოდა მაშინ ერთ-ერთი ჩამტვრეული უნდა იყოს.-თვალი ჩაუკრა და განაგრძო-მეზობლები უნდა დავკითხოთ ,ასევე ახლო მეგობრენი,ნათესავები და რაც მთავარია ყოფილი შეყვარებული.შესაძლოა მთავარ ეჭვმიტანილად ისიც მივიჩნიოთ.ლუკა შეგიძლია ყველა ბიუროში დაიბარო? მანამდე მე და ქალბატონი კირვალიძე კიდევ ერთხელ დავათვალიერებთ სახლს. -კი რათქმაუნდა -გაუღიმა ლუკამ და საქმის შესასრულებლად წავიდა. -მისი ოთახიდან დავიწყოთ-არაფრის თქმა დააცადა გოგონამ და მოკლულის ოთახისკენ წავიდა. ოთახი ლურჯ ფერში იყო გაწყობილი.კედლები ცნობილი მსახიობების და მომღერლების პოსტერებით იყო აჭრელებული.კუთხეში სამუშაო მაგიდა იდგა,საწოლის გვერდით კი ორი ტუმბო.ფანჯარასთან სარწეველა სკამი იდგა ,სადაც რამდენიმე ფუმფულა ბალიში ეყარა.კედელში შესმული იყო გარდერობი სადაც ტანსაცმელთან ერთად ფურცლები ეყარა. -მე საწოლს და საწერ მაგიდას შევამოწმებ,დანარჩენი შენ ნახე -საქმიანად წარმოთქვა ინამ და საქმეს შეუდგა.მთელი საწოლი გადაქექა ,ისეთი ადგილიც სადაც შეიძლება რამე დამალული ყოფილიყო,მაგრამ ვერაფერი იპოვა.ასევე არაფერი იყო საწოლის ქვეს და სამუშაო მაგიდაზე. -ინა რაღაც ვიპოვე. -რაა?-გოგონა ბიჭს მიუახლოვდა და ჩაიმუხლა-ეს რა წერილებია?-წარბები შეჭმუხნა -როგორც ჩანს რაღაც საშინელი ჩაიდინა წარსულში რის გამოც ც დააპირა-უპასუხა და ჩაფიქრდა. -რა შეიძლება ჩაედინა ასეთი?-ტუჩი მოიკვნიტა გოგონამ და ჩაფიქრდა. -რაც მალე დავკითხავთ მის მეგობრებს და ნათესავებს მით უკეთესი. -მგონი სჯობს ბიუროში დავბრუნდე და როცა ყველა წავა შემდეგ დავათვალიერებ-წამოდგა -არ დაგავიწყდეს ჩვენ ერთად ვმუშაობთ-ცალყბად ჩაიცინა ბურდულმა,ფურცლები წამოკრიფა და ოთახი დატოვა.რამდენიმე წუთით კიდევ გაჩერდა ინა თავის დასამშვიდებლად ბოლოს კი მანაც დატოვა ოთახი და ბიუროში დაბრუნდა.პირველად ლიზას ყოფილი შეყვარებული ნიკა კანდელაკი დაკითხეს -რატომ მომიყვანეთ აქ?-გაოცებას არ მალავდა ბიჭი. -თქვენ მოკალით ლიზა მაჭავარიანი?-არც აცხელა არც აცია პირდაპირ მიახალა ბურდულმა.ინამ გაბრაზებულმა გახედა მას და თვალები დაუქაჩა .უფრო და უფრო უშლიდა ბურდული ნერვენს. -რაა?-გაოცებისგან აღმოხდა ბიჭს-ლიზა მოკვდა?-საწყლად ამოიკნავლა და თვალები აუწყლიანდა. -შეიძლება ვილაპარაკოთ?-მიმართა ალექსანდრეს და გარეთ გავიდნენ. -რაიყო ეს?როდის იყო ასე პირდაპირ ვიწყებდით მივარდნას?შენ საერთოდ წარმოდგენა გაქვს როგორ მიმდინარეობს დაკითხვა?თავში რამე გიყრია -გაბრაზდა გოგონა და პირდაპირ მიახალა რაც თავში პირველად გაუელვა. -უნდა გიხაროდეს ჩემთან ერთად რომ გიწევა მუშაობა -ირონიულად გაუღიმა,მხარი გაჰკრა და დაკითხვის ოთახში დაბრუნდა,ხოლო ინა ერთ ადგილას მიყინული დატოვა.მალევე გამოერკვა გოგონა და ისიც დაბრუნდა ოთახში. -მართლა გარდაიცვალა? როგორ მოხდა ეს? როდის? მას ხომ მტრები არ ჰყავდა? ის ისეთი სუფთა იყო-მაღალ ხმაზე მოთქვამდა ბიჭი. -როგორც ჩანს დამნაშავე არაა-თავისთვის ჩაილაპარაკა ალექსანდრემ.-შეგიძლიათ წახვიდეთ-ცივად მიახალა და ოთახი დატოვა.როგორ შეიძლება ყოფილიყო ადამიანი ასეთი გულქვა და უგრძნობი?აი ინას კი გული შეეკუმშა ბიჭის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას.რამდენიმე წამით თვითონაც წარმოიდგინა თავი მის ადგილზე. -დამშვიდდი -ხელი მხარზე გამამხნევებლად დაადო.-ყველაფერი კარგად იქნება-არაფრის მომცემი,გაცვეთილი ფრაზა გაუმეორა ,მკრთალად გაუღიმა და ოთახი მანაც დატოვა.არუნდოდა გრძნობებს აჰყოლოდა,რადგან მას საქმეზე ცივი გონებით უნდა ეფიქრა.რამდენიმე წუთის მერე ნიკამ დაკითხვის ოთახი დატოვა .ჯერი მეგობრებზე და ნათესავებზე დადგა.ყველა იმას ამბობდა თუ როგორი კარგი,კეთილი და გონიერი გოგონა იყო ლიზა ,რომ მას არ ჰყავდა მტრები და ყველასთვის მისაბაძი იყო .მაგრამ ფაქტი ერთი რჩებოდა ,ლიზა მაჭავარიანმა წარსულში საშინელი რაღაც ჩაიდინა და შესაძლოა ამის გამოც მოკლეს წამებით. -ლიზას თვითმკვლელობა უცდია?-მიმართა ინამ ლიზას ერთ-ერთ მეგობარს. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს ,თითქოს მზერით აზრები გაცვალესო -დიახ,რამდენჯერმე სცადა. -ხომ არ იცით რატომ?-წარბი აზიდა ბურდულმა -მას-ტუჩი მოიკვნიტა გოგონამ- ვიღაც ცოლიან კაცთან ჰქონდა კავშირი.შემდეგ როგორც ვიცით ცოლმა გაიგო მათ შესახებ. -არიცით ვისთან? -სამწუხაროდ არა.ლიზა არ გვიმხელდა ამას -არიცით როდის გაიცნეს ერთმანეთი? -ოთხი თვის წინ.როგორც ლიზამ გვითხრა გაიცნობის საიტიდან.შემდეგ ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. -მაგრამ მაგ დროს ხომ ნიკას ხვდებოდა?-თვალები მოჭუტა ინამ -კი, ადრევე უნდოდა დაშორება.როდესაც ის ბიჭი გაიცნო გადაწყვეტილებაში ბოლომდე დარწმუნდა და დაშორდა ნიკას. -თქვენი აზრით ნიკას შეეძლო მოეკლა ლიზა? -არმგონია.ნიკას ლიზა ძალიან უყვარდა. -მართალია-მხარი აუბა მეორემაც -კარგი მეტი კითხვები აღარ გვაქვს -წყნარად წარმოთქვა ბურდულმა და გოგონების გასვლას დაელოდა. -ტელეფონზე პაროლიაქვს ხო?-ინას შეხედა -კი როგორც ვიცი. -მაგას რეზისთან გავაგზავნი.უცებ გატეხავს პაროლს.შემდეგ კი ვნახავთ თუ ვის სწერდა. -მართალია-პირველად დაეთანხმა ბიჭს. -აქ კიდევ გაქვს საქმე? -არა.დოკუმენტების სახლში წაღებას და შესწავლას ვაპირებ -კარგი-შებრუნდა და ოთახიდან გავიდა. -იციი-წამოეწია ინა -მგონი სჯონს შენც წამოხვიდე და ორივემ ერთად გადავხედოთ დოკუმენტებს.ორივე ერთად უკეთესაც შევისწავლით.-არიცოდა ინამ რატომ შესთავაზა მასთან წასვლა.თავს აჯერებდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქმის გამო ხდებოდა ,მაგრამ თვითონაც ხვდებოდა რომ ბურდულის მიმართ სხვანაირი ინტერესი აღეძრა.აი რა აცოფებდა მას ასე ძალიან. -არმცალია,საქმეები მაქვს-არც შეუხედავს ისე მიახალა და გზა განაგრძო. **** გამარჯობაა იმედიმაქვს მოგეწონებათ პირველი თავი ჩემი პირველი ისტორიაა და საშინლად ვნერვიულობ.არვიცი მოგეწონეათ თუ არა თუ რამე შენიშვნა გაქვთ მითხარით რომ გამოვასწორო ასევე დააფიქსირეთ თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით.დიდი სიყვარულით დეაჩკა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.