Take a deep breath, tomorrow will be worst! (საცდელი)
პროლოგი "სიკვდილის არ მეშინია,მაგრამ არ მინდა შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებოდე,როცა ის მოხდება." –ვუდი ალენი ჩემი ისტორია არც ისე უჩვეულო გახლავთ ან იქნებ მე არ მეუცნაურება და შენ კი, ძვირფასო მკითხველო გაოცებს? არ ვიცი ალბათ მე შევეჩვიე უცნაურს და ამიტომაც არის ჩვეულებრივი ის რაც მოხდა მაგრამ ფაქტი ერთია ყველაფერმა რაც კი მოხდა შემცვალა კარგისკენ თუ ცუდისჯენ ამის გარკვევა თქვენთვის მომინდია. რომ გითხრათ სიკვდილზე არასდროს მიფიქრია მეთქი მოგატყუებთ და თავსაც მოვიტყუებ ალბათ არც დამიჯერებთ რადგან აგერ უკვე 20 წელს მივუკაკუნე, უცნაურიც კი იქნებოდა სიკვდილზე არ მეფიქრა. არ დაიჯერებთ და მიოცნებია სიკვდილზე ვინაიდან ის ჩემი ახლო მეგობარი იყო და ხშირად ვხედავდი ხშირად ვეხვეწებოდი წავეყვანე იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან. გაჩუმდით, ყურადღება მოიკრიბეთ სულ თავიდან ვიწყებ. გამარჯობა მე ნია ვარ და როგორც ხვდებით ეს ჩემი ისტორიაა. სალფეტკები მოიმარჯვეთ და მზად იყავით ზოგჯერ გაგეღიმებათ ზოგჯერ კი ცრემლებსაც ვერ შეიკავებთ შესაძლოა განმსაჯოთ კიდეც მაგრამ ეცადეთ ლმობიერება გამოიჩინოთ და მოთმინება იქონიოთ. როგორც ყოველთვის გაკვეთილზე ვზივარ და ლამისაა ჩამომეძინოს. დიახ, მერვე კლასში ვარ და მერხზე თავდადებული "ვუსმენ" პატივცემულ მასწავლებელს. კარზე აკაკუნებენ. თავსაც კი არ ვწევ ვიცი რომ დირექტორია რადგან კარის გაღების თანავე მეცა მისი იაფფასიანი პარფიუმის სუნი. მერე კი სკამებიდან ყველანი წამოხტნენ ჩემს გარდა. ეს ქალი არ იმსახურებს ფეხზე წამოდგომას. ალბათ ისევ არების თაობაზეა შემოსული რით ვერ მოსწყინდა იგივე სიტყვები? -თავი აწიე მუჯლუგუნს მირტყავს და მეჩურჩულება ანი -ზუსტად ვიცი რასაც იტყვის -საიდან? -უსმინე ვუთხარი და სიტყვასიტყვით დავიჩურჩულე მისი ნათქვამი: "ყველას არები დააფიქსირეთ, ჟურნალს შევამოწმებ." -ხომ გითხარი ავატრიალე თვალები და თავი ისევ მერხზე დავდე. დასვენებაზეც არ გავნძრეულვარ და შეფიქრიანებულნა ანიმ მკითხა: -რა გჭირს? -სასტიკად მეძინება. -გუშინ ისევ ისე მოვიდა ხო? მიმიხვდა საიდუმლოს ანი და სიბრაზისგან კინაღამ ბოლი გამოუშვა -დამშვიდდი არაფერი დაუშავებია -არ მჯერა! კბილებში ცრის ანი და ვხვდები როგორ განიცდის ჩემს ამბავს. ინსტიქტურად დალურჯებულ ხელს ვისრეს. ხვდება. და გ გრძელსახელოებიანი ზედის სახელოს მიწევს -აბა ეს რა არის?! ჯანდაბა! რა მხეცია! -გადავიტან -ეგ ვიცი ნია. შენ ძლიერი გოგო ხარ! მაგრამ მაინც ვნერვიულობ რამე არ დაგიშაოს მაგ ველურმა ხმა დაუტკბა ანის. -ანი მივხედავ! სიმკაცრე გამერია ხმაში ცოტა გავღიზიანდი რადგან ისეთი ხმით მესაუბრება თითქოს ის ბავშვი ვიყო რომელსაც კამფეტი დაუვარდა და დედა უხსნის არ იტირო ახალს გიყიდიო. და თან არ მომწონს როცა ვინმეს ჩემს შესაძლებლობაში ეჭვი შეაქვს. დიახ ასეთი იდიოტი ვარ ერთადერთ საუკეთესო მეგობარს მუდამ ვტკენ გულს. თუმცა ანი ის ადამიანი არ არის ტუჩს რომ გადმოაბრუნებს და გეტყვის "ბუტე ბუტე გაგებუტე აღარ გელაპარაკები"-ო ახლაც ჩემი სიტყვები "გაატარა" და მითხრა -ხომ იცი შემიძლია მამაჩემს ვუთხრა და ციხეში ჩასვამენ მაგ არაადამიანს. არასრულწლოვანზე ძალადობას პლიუს ნარკოტიკებით ვაჭრობა და მინიმუმ 10 წელი ციხეში დალპება იქნებ იქვე მოკვდეს! -მეშინია -მესმის. მეუბნება ჩემი ერთადერთი ახლობელი და მალე კლასში ყაყანი წყდება მასწავლებელი შემოდის კლასში. ო ღმერთო, რატომ გძულვარ ასე? გეოგრაფია?! დამცინი ხო. დამავიწყდა დავალების დაწერა ფუ დაიწყებს ეხლა ლექციებს. -თუ ამ გაკვეთილს გადავურჩი ჩათვალე აღარაფერი მომკლავს ანი მხიარულად ფხუკუნებს და მხარზე ხელს მითათუნებს სამძიმრის ნიშნად. -როგორც იქნა! ვამბობ აღტაცებული და დამღლელი ქიმიის გაკვეთილის შემდეგ კაფეტერიისკენ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. -გიჟი ხარ მეუბნება გამხიარულებული ანი და მიღიმის საპასუხოდ მეც ვტრიალდები და Gზაში ჩამორჩენილ ანის ვუღიმი, თან უკუ სვლით მივდივარ. როგორც ჩანს უკუ სვლა არც ისეთი კარგი აზრია გადატენილ კაფეტერიაში და მეც ვიღაცას ვასკდები მთელი ძალით. ჯანდაბა! ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ბეტონის კედელს შევასკდი. -ჯანდაბა მეტკინა ვყვირი გამწარებული მერე კი დაბლა დაღვრილ წვენზე ფეხი მისრიალებს და მთელი ჩემი სიდიადით ვეხეათქები დაბლა. მშვენიერია ზურგი და საჯდომი ერთიანად მტკივა. იატაკზე ვწვები და ვყვირი -ღმერთო! მგონი წელში გადავტყდი. მე ჯერ კიდევ დაბლა ვარ გაშხლართული როდესაც ვირის ყროყინი მესმის. რაა? ვინ შემოიყვანა შენობაში სახედარი? მომესმა ალბათ. მაგრამ არა! კიდევ ისმის ხმა და დიდის ცაი-ვაგლახით თავს ვწევ. ღმერთო! ღმერთო! ღმერთო! თავს ძლივს ვიკავებ რომ ჩამწვარი სანთელივით ისევ ძირს არ დავიღვენთო. მგონი ზუსტად იმ დღიდან ჩემს ჯერ კიდევ გულუბრყვილო გულსა და გონებას, სიყვარული ინფექციასავით შეეყარა და მალე მთელი სხეულის თითოეულ უჯრედში გაჟონა. პ.ს ვიცი ძალიან პატარაა მაგრამ მაინტერესებს ღირს თუ არა გაგრძელება. გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ ღირს თუ არა გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.