შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხრამეტი წლიდან


10-06-2017, 20:21
ავტორი Anbe
ნანახია 1 134

"იმ ღამეს კარგად ვერ დავიძინე,ლონდაზე და ზოჟეზე ვფიქრობდი,ვერ გამეგო მაინცდამაინც ახლა რატომ გაახსენდა ეს კაცი,ის ხომ უბრალოდ ტვინს უჭამდა ხშირი რეკვებითა და უაზრო მიზეზებით შეხვედრებით?! მაგრამ რას გაუგებ ქალებს,სულ არეული აქვთ გონება...მე კი ჩემი საქმე მქონდა,ათასი ფსიქოლოგიურად შეშლილი ადმიანის ფენომენს ვიკვლევდი,ახლა ერთი ქალი იყო ჩემი საფიქრალი,ხვალ დილით მას უნდა შევხვდე,ჩაიზე დავპატიჟე იქნებ რამე გავარკვიო,რაღაცას მისტიროდა და თვითონაც არ იცოდა რას... ძლივს ჩამეძინა და გათენდა კიდეც...
დილით ლონდას დავხედე,ტკბილად ეძინა. ყავა დავლიე და ჩქარი ტემპით გავემართე იქ სადაც ასე ძალიან მიყვარდა ყოფნა,რადგან ზაფხულია,სიგრილეს დაეძებს ადამიანი...
იმ ქალს შევხვდი,უცნაურია მისტიროდე იმ ადამიანს რომელიც თვალით არ გინახავს და გგონია რომ მოკვდა,ასეთი რამ სჭირდა ამ ქალს,მთელი 30 წელი მას ელოდა და დარწმუნებილიც იყო რომ მოვიდოდა და სადმე შეხვდებოდა,მერე ერთ დღეს სახლში წასვლისას გულის მხარე ატკიებია და ეს იმას დააბრალა,რომ იმ ადამიანს რარაც დაემართა,ესიზმრებოდა კიდეც რაც არუნდა გასაკვირი იყოს,ვთხოვე მოეყოლა რა შემთხვევებში ესიზმერობდა და როგორ,ვერაფრით იხსენებდა დღეებს,თუმცა ხვდებოდა რომ ძალიან ამშვიდებდა მისი ნახვა...
არვიცი,რაღაც ვერ იყო რიგზე,ან მართლა გიჟი იყო ან მართლა არსებობდა მისი სულის ნაწილი,რომელიც მას სრულფასოვანს ხდიდა... მთელი დღე ამ ამბავზე ფიქრში გავატარე...
ტელეფონზე თითქმის არავინ მირეკავდა და არც ვრიცხავდი ანგარიშზე,ვთვლიდი რომ თუ ვინმეს ვჭირდებოდი ისედაც მოახერხებდნენ დარეკვას,ამართლებდა და ათასში ერთხელ ვიღაცას ვახსენდებოდი,იმ შემთხვევაში თუ სამყარო ეცოტავებოდა,მათ შორის ერთი ჩემი ძველი მეგობარი იყო,რომელთანაც სულ პრობლემა მქონა,რადგან ვერაფრით გამეგო რა სურდა მის ეგოს...
ლონდამ დამირეკა ისევ იმ მიზეზით,ბოლოს ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ვკითხე :- ლონდა,რატომ ეძებ? - არვიცი,მინდა რომ გამოჩნდეს - ჰო,მაგრამ რატომ? - არვიცი,მომენატრა... - გინდა მის მოძებნაში დაგეხმარო? - კი,შენ თუ მაგას იზამ არასდროს დაგივიწყებ - კარგი ვეცდები...
ქალი ოცდაათს გადაცდა და კიდევ ვერ მოვიდა აზრზე რა უნდა,ისე ეს რა ჩვევა გვაქვს ადამიანებს?! რას გაიგებ,ახლა ორი ამბავი მაქვს მოსაგვარებელი ლონდა და ზოჟე და ის ქალი და ვიღაც ზეციური ტიპი,რომელიც არც კი ვიცი არსებობს თუ არა..ჩემი თავი გამომძიებელი მგონია..
ყავა მარტო დავლიე იმ დღეს რაღაც კაფეში და კმაყოფილიც ვიყავი,ბუკოვსკის ვკითხულობდი,თავიდან მაგრად არ მომეწონა,მაგრამ მერე მივხვდი რომ სიმართლეს წერდა...წიგნები ბევრია და მათი მკითხველი არც ისე ბევრი,მე რომ რამეს განვაგებდე განათლების სფეროში,ყველას ვალდებულებად ვუქცევდი წიგნის კითხვას,კარცერლუქსის ამბავში...
ნეტავ როგორ გაგრძელდება ჩემი ამბავი,ნუთუ ასე უნდა ვიძიო ყველას ფსიქოლოგიური დრამები? ან თუ ეს არის ჩემი საქმე,რატომ არასდროს მიცდია,რომ ჩემი სულისთვისაც მიმეხედა? არვიცი,რაღაც ვერ არის რიგზე თითქოს...
19 წლის ვიყავი,როცა შეცდომა შეცდომაზე დავუშვი და გამოუსწორებელ ტრამვად მექცა,ჯერაც ვერ გადავხარშე,რომ ეს ტრაგედია არ იყო,თუმცა ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავდა... მაშინაც ბევრს ვფიქრობდი,უბრალოდ სისულეელედ მეჩვენებოდა ჩემი აზრები.
ერთი ბიჭი იყო,აკაკი ერქვა.ადრე იყო ძალიან ადრე და როგორ მინდოდა მისი ამბავი გამეგო ახლა.არვიცი მგონი მეც ლონდას ამბავი გადმომედო,იმ განსხვავებით,რომ მას არ ვუყვარდი...ჩაის ვსვამდით ხოლმე ერთად,მერე სადღაც გაქრა,არვიცი სად,მაგრამ როგორც მახსოვს ვიღაცას აეკიდა და სულ აკიდებული დარჩა,მგონი სხვა გზით მიდიოდა,თუმცა მაშინ მაძლიერებდა მისი ეს არეული ხასიათი და ვფიქრობდი,რომ მარტო მე არ ვაფრენდი ამ ქალაქში..
სახლში გვიან მივედი,ლონდა ჯერ არ ჩანდა,რომ დავურეკე ესე მითხრა მალე მოვალო,კარები არ ჩავკეტე,თუმცა მე დასაძინებლად დავწექი,ზედმეტი იყო კიდევ მეფიქრა ასეთ რამეებზე და დასვენება გადავწყვიტე...
ღამის 2 საათია და ლონდა სიცილით შემოდის ოთახში,ვიფიქრე სადღაც დალიათქო და ასეც აღმოჩნდა,გამაღვიძა და აივანზე ჩაის დასალევად დამპატიჟა - რამე მოხდა?- არა არაფერი,უბრალოდ ცოტა გავერთეთ,შენ რატომ აღარ დადიხარ ჩვენთან ერტად? - არვიცი,აღარ მცალია ისე კი ძალიან მინდა - კიდევ იმ ქალზე ფიქრობ,მისტიკური ტიპის რომ სჯერა? - ჰო,ჯერ ვერ გავიგე მართლა ვერ არის თუ მართლა არსებობს ის ვიღაც იდეალური - კარგი რა არ არსებობს,აკვიატებაა ერთგვარი - შენ ასე ფიქრობ? -კი აბა სხვა რა უნდა იყოს? -არვიცი,მართლა არ ვიცი...იმ ღამეს აივანზე ძილი მეწერა ალბათ,თუმცა ბედისწერის არ მჯერა.
ადამიანები ცხოველები არიან,სულ დაბლა იყურებიან,ოცნებაც აღარ შეუძლიათ და ეს ქალი ამიტომ მომწონდა,ამიტომ მინდოდა გამეგო რა იყო მისი სიზმრები და ის ტიპი ვინც მას მოსვნებას არ აძლევდა..იმ ქალს ოცნება შეეძლო. მეც მინდოდა შემძლებოდა ეს და ვერაფრით ვახერხებდი„




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent