შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხვალ დილით ალიონს ღიმილით შევხვდები


8-02-2017, 23:44
ავტორი dikunia
ნანახია 1 871

ხვალ დილით ალიონს ღიმილით შევხვდები,
ნაწვიმარ გვირილებს მზის სითბო გააშრობს,
სიბნელევ,ტკივილზე რა ცივად მეხები!
და მერე რიჟრაჟთან უცოდველს თამაშობ!
იცი?მე განთიადს შენზე არ ვუყვები,
წყვდიადმა რამდენი მზის სხივი დაღუპა,
თუნდაც რომ გამხადოს დღე-ღამემ სულერთი,
დავტოვებ ღიმილებს,იმედებს საჩუქრად!
გინახავს ღიმილი ცრემლიან თვალებში?
ყინვისგან შემკრთალი აპრილი თუ ნახე?
ღამე რომ მთვარეზე ინთება სანთლები?
მოწყვეტილ ვარსკვლავებს გზა-კვალს რომ უნათებს?
მე ვნახე...ეს ღამე ბარბაცით გავლიე!
და მაინც განთიადს ფხიზელი შევხვდები,
დავლიე ცრემლები,ბოლომდე დავლიე,
მთვარე კი ჩაიქცა თავდახრილ ვერხვებში...
გათენდა,თითქოს და არც არა ყოფილა,
სიბნელის აჩრდილი სინათლით მოირთო,
სარკმელთან ერთგული ბეღურა მოფრინდა,
ნაწვიმარ გვირილამ მზის სხივი მოირგო!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

გათენდა,თითქოს და არც არა ყოფილა,
სიბნელის აჩრდილი სინათლით მოირთო,
სარკმელთან ერთგული ბეღურა მოფრინდა,
ნაწვიმარ გვირილამ მზის სხივი მოირგო

 


№2 სტუმარი გიკი გოგო

მომეწონა <3

 


№3  offline წევრი yalbi gmiri

შესანიშნავი ლექსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent