ბიზნეს ვუმენი (თავი 4)
-იმავეს ვერ ვიტყვი ბატონო ალექსანდრე - ვუთხარი თამამად, რადგან მივხვდი, რომ ჩემი რეაქცია კარგად შეამჩნია. -ვიცი, სახეზე გაწერია -მითხრა ღიმილით და სკამზე დაჯდა. მეც მის თქმას აღარ დაველოდე და მივბაძე, რაზეც უფრო გაეღიმა. -კარგი, სიმართლე რომ გითხრა კარგად არ გადამიხედავს შენი საქმისთვის, მხოლოდ სურათი, სახელი და გვარი, ამიტომ პატარა გასაუბრება გვექნება -მითხრა უკვე სერიოზული სახით. -კარგით. -მითხარი რატომ გინდა, რომ ბიზნესში ჩაება ? რატომ ეს საქმიანობა? რა მოგწონს მასში? ეს ხომ დაუნდობელი სამყაროა, რომელსაც სუსტები და მშიშრები ხშირად ვერ უძლებენ და ამის გამო თავსაც იკლავენ. გაკოტრება, ციხე და ძალიან ბევრი საშიშროება შეიძლება გელოდეს წინ თუ ეს საქმე კარგად არ იცი, თუ ის შენში არაა, ამიტომ მითხარი რა არის შენში ისეთი, რაც მაიძულებს ამ პრაქტიკის შემდეგ კვლავ მომინდეს შენი ჩემს ბიზნესში დატოვება. ამ კითხვებზე გულახდილი პასუხები მაინტერესებს და იმედი მაქვს, რომ მხოლოდ გასართობად და ადამიანებისათვის თავის წარმოსარჩენად არ გინდა აქ ყოფნა. -როდესაც პატარა ვიყავი მინდოდა, რომ მდიდარი ვყოფილიყავი,ამიტომ მამაჩემს ვკითხე, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ ბევრი ფული მეშოვა, მან კი მიპასუხა, რომ ამისათვის ბიზნესმენი უნდა გავმხდარიყავი, ხოლო ეს ადვილი არ იყო, რადგან ბიზნესს საჭირო განათლება და თავდაჯერებულობა უნდოდა, მაგრამ არა ისეთი სადაც მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა გექნებოდა და სხვა არაფერი. თუ კარგი ბიზნესმენი მინდოდა რომ გავმხდარიყავი ამისათვის ყელაფერი სხვა გვერდით უნდა გადამედო და მხოლოდ ამით უნდა ვყოფილიყავი დაკავებული. ამის მერე მძიმე პერიოდები მქონდა ცხოვრებაში ფინანსების მხრივ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბიზნესში ჩავრთულიყავი და ამით იმდენი ფული მეშოვა, რომ სხვა ადამიანების დახმარება ცოტათი მაინც შემძლებოდა და ზუსტად ვიცოდი თუ რა მელოდა წინ თუ ამას მოვინდომებდი, ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ, რომ იმ ადამიანს დავემსგავსო , რომელსაც პირველივე ჩაძირვაზე ამოსვლის სურვილი ეკარგება, მე არასდროს ვყოფილვარ ემოციური და მარტივად ფარ-ხმლის დამყრელი ადამიანი, ამიტომ ვთვლი რომ ამისთვის სრულიად მზად ვარ, ემოციურადაც და ფსიქიკურადაც. -ვეუბნები მე, ის კი კმაყოფილი სახით მიყურებს და ვხვდები, რომ აშკარად გამიგო ჩემი ნათქვამი. -ძალიან კარგი, ვფიქრობ საინტერესო იქნება შენთან ერთად მუშაობა.- ფეხზე დგება და ხელს მართმევს-ახლა ნიკა შენს სამუშაო ადგილს განახებს, რამე შეკითხვა ხომ არ გაქვს? -დიახ. რაიმე შეზღუდვა ხომ არ არის ჩაცმულობაზე? -მეგონა ამასთან დაკავშირებით იცოდი, რომ აქ ქალებს მხოლოდ კაბებისა და კოსტუმბის ჩაცმა შეუძლიათ, ამის განხილვას კი არავისთან ვაპირებ და შენც უნდა დაემორჩილო წესებს. -კარგით ბატონო ალექსანდრე გასაგებია.-ვეუბნები და იქაურობას ვტოვებ. ნიკას ჩემ ადგილას მივყავარ და რვა საათამდე იქ ვრჩები, მერე კი იგი შემოდის და მიცხადებს, რომ დანარჩენ დოკუმენტებს სახლში შემიძლია გავეცნო, ამიტომ მეც წასასვლელად მოვემზადე, როდესაც ტელეფონზე ზარი შემოვიდა გიგასგან, უცნაურია ასე არ შვრება ხოლმე, გადარეკვა გადავწყვიტე, როდესაც მესიჯი მოვიდა: „სასწრაფოდ გამოდი!-გ“. როდის იყო ასე მწერდა? გამიკვირდა გარეთ სწრაფად გავედი და გასვლისას ბატონი ალექსანდრეც დავინახე, მანაც შემამჩნია, მაგრამ ტელეფონზე ლაპარაკი განაგრძო. გარეთ გასვლისას გიგა ვერ დავინახე, მაგრამ ვიღაცის მოახლოვება ვიგძენი. -ელონები ვინმეს?- გავიხედე და ალექსანდრეა , რომელიც უკვე ჩემს გვერდით იდგა და ალბათ თავისი მანქანის მოსვლას ელოდებოდა. -არ ვიცი.- დაბნეულმა შემომხედა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მხოლოდ მერე გამახსენდა, რომ ჩვეულებრივად მივმართე და არა, როგორც ჩემს უფროსს, ამიტომ სწრაფად დავაყოლე.-ბატონო ალექსანდრე. -სამსახულის გარეთ შეგიძლია ჩვეულებრივად მომმართო. -კარგით, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ სამუშაო ადგილის ფარგლებში ვართ, ბატონო ალექსანდრე.-და აი მისი მანქანაც . -გაგიყვან. -არა, გმადლობთ ბატონო ალექსანდრე.- გარშემო ვიხედები და რას ვხედავ, გიგა რაღაც ძველ მანქანაში ზის და მიყურებს, თვალები გამიშეშდა ასეთი მაგარი მანქანა ამას საიდან? მისკენ ვიძრები, როდესაც მანქანიდან გაბწყინებული სახით გადმოდის და ხელებს შლის, არ ვაქცევ ალექსანდრეს დაჟინებულ მზერას ყურადღებას და ისე ვეხუტები გიგას. -ბიძაჩემმა გამომიგძავნა, კარგი ბიჭი ხარ შენო მთვრალმა და გამოუშვა, ახლა გავიგე მეც. ამერიკიდან ჩამოსვლას ერთი კვირა რატო მოანდომაო? ლამის გაჭედა, მაგრამ შენ ჩემი გაჭედვა უნდა გენახა.-გვერდზე დავუდექი და მანქანის თვალიერება დავიწყე.- ხო მაგარია? -კი. მგონი პირველი ქართველი იქნები ესეთი საკაიფო მანქანით-გვერდიდან მეხუტება და თავზე მკოცნის. -წამო გავიკატაოთ. არავინ არ ჩავსვი ჩემს გარდა სალო უნდა იყოს პირველი-თქო. -რა პატივია-დავიძერი მანქანისკენ და მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რომ ალექსანდრე რაღაც გაღიზიანებული მიყურებდა. არ ესიამოვნა გიგას უფრო კარგი და მაგარი პიპია რომ ყავს? -რაო რატო გვაშტერდება ასე? -ფიქრებიდან გამოვყავარ გიგას მხიარულ ხმას.-შეყვარებული ვგონივარ მგონი- მეუბნება ირონულად. -კარგი, მაშინ ვეგონოთ. გავერთობით და იქნებ უფრო აღარ შემიმჩნიოს და თუ ვერ შემამჩნევს შენიშვნებიც არ იქნება-ღმერთო რა დამპალი ვარ. გიგასკენ ვიხრები და ვეხვევი მაგრამ, ეს ნაგლიც იგივეს აკეთებს-გვიყურებს? -კი და მალე გაჭედავს თუ არ შემეშვები-მუბნება თან იცინის- ისე კი მომენატრა ერთი ასეთი ჩახუტება. რატო არ მეხუტები ხოლმე?- მეკითხება და უკან მიწვა, პატარა ბავშვივით ქცევაც დაიწყო. -კარგი რა შენზე მეტად ვის ვეხუტები? -იმ სკლეროზიან ქალს შენს უბანში, რომ მოდის ხოლმე და მისი და რო გონიხარ-სიცილს ვიწყებთ. -აბა ხო არ ვაწყენინებ ასეთ საყვარელ ქალს? -იცი მშურს მარო შენ რომ გეფერება ხოლმე.-ტუჩებს წინ წევს და ისე ამბობს. -მართლა?-ვეკითხები სიცილით და ამ დროს ქოქავს და მიდის. წასვლის წინ ალექსანდრეს ვამჩნევ, როგორ ჯდება მანქანაში გიჟივით. რა სჭირს ნეტავ რამე ხომ არ მოხდა? როდესაც ტელეფონზე ლაპარაკობდა ძალიან სერიოზული ჩანდა, იქნებ რამე ცუდი მოხდა? -კი, მართლა მე არ მეფერება საერთოდ. -არადა იცი, როგორ უყვარხარ? -მართლა?- მეკითხება გაბწყინებული. -კი, სულ შენზე მეკითხება ხოლმე, მაგრამ ამობობს სირცხვილია რამე , რომ ვუთხრა ცუდად არ გაიგოსო-ვამბობ სიცილით და ის კი მიყურებს დაბნეული- აა არ იცოდი თავი ახალგაზრდა გოგო რომ გონია? -არა-ჯერ მიყურებს და მერე სიცილი უტყდება-ვაიმე ცუდად ვარ მეც არ ვთქვი არ მოვწონვარ-თქო, ისე მეც მინდა ერთი ეგეთი ბებო, ხო იცი როგორ მიყვარს მოხუცი ადამიანები? -ნანულიც? -არააა!- მეჯღანება და მალე დანიშნულების ადგილამდეც მივყავარ.- რომელზე ამთავრებ? -თორმეტზე. -აუუ მე რომ სხვას უნდა შევხვდე? -გიგა რას მეუბნები ვის უნდა შეხვდე? მე რა უნდა ვქნა აბა? შენი ბრალია იმ დღეს ვიღაცეები რომ ამეკიდნენ და ჩემს უფროსიც კინაღამ იმათთან ერთად მივაყოლე. რას ქვია ვიღაცას უნდა შევხვდე და ჩემთვის არ გცალია?- ვეუბნები და ისიც მიყურებს დამნაშავის თვალებით. აი დებილი. -ხო ვი...-არ ვაცლი დამთავრებას. -ამის გაგონება გინდოდა?-სიცილი წამსკდა, რა ვქნა ამის ესეთ შეშინებულ და დაბნეულ სახეზე სულ მეცინება. -შენ რა... აუ რა დამპალი ხარ, აუუ მე კიდე გამისკდა გული და ლამის თავი მოვიკალი აქვე.-მეუბნება ბუზღუნით -კარგი რა იყო ამდენი ხანია მიცნობ და რით ვერ გამიცანი?-ვეუბნები ხარხარით. -რაომც მოვკვდე მაინც ვერ გავიგებ ბოლომდე რას ფიქრობ. -ეგ მართალია. გოგოა? -კი- მიღიმის ეშმაკურად და წარბებს ათამაშებს. -კარგი? -გადასარევი. -კი, როგორ არა ღამის თორმეტ საათზე, რომელი პატიოსანი გოგო გაყვება ბიჭს სადმე? განსაკუთრებით შენნაირს, რომელი? -უფრო გვიანაც წამომიყვანიხარ, ლამაზო- ამითამაშა წარბები. -ვაიმე, ვაიმეე გიგა არ გამაგიჟო ახლა თორემ იმ გოგოს მაგივრად კუბოში ჩაგაწვენ. -ვაიმე რა გარყვნილი აზრებია-ვითომ გაიოცა ბიჭმა- რა იცი, რომ მიწვება? ღმერთო რაებზე ფიქრობ რა გარყვნილებაა. -კარგი მაშინ დღეს გავაცდენ და შენთან ნერთად წამოვალ მეც და გამაცანი ბარემ-ამის თქმა და გიგას სახის წაშლა ერთი იყო. რაო ჩიტო არ გგონოვარ ამის გამკეთებელი? გავიფიქრე და ლამის წამსკდა სიცილი. -არა... იცი...-დაიწყო ლუღლუღი- მე... ის... ისეც არაა საქმე რომ გაიცნო. -კარგი რა იყო მართლა კი არ ჩაგიშლი სიამოვნებას-გადავდივარ სიცილით და ფანჯრიდან ვუყურებ. -აუუ... როგორ მეცოდება შენი ქმარი, ეჰ საწყალი. -გიგა! -კარგი, მიდი შედი- ვბრუნდები და მივდივარ როცა მომაძახა-იქნებ ალექანდრეს კიდევ შეხვდე- მესმის მისი ხმა. მეც უკან შეუბრუნებლად ვწევ მაღლა ხელს და შუა თითს ვუჩვენებ. შევდივარ და სამუშაოს ვუდგები, მთელი საღამო ერთფეროვანია, როგორც ყოვლთვის, სანამ მას დავინახავდი. ალექსანდრე ისეც ამ ადგილას იჯდა ამჯერად ჩვეულებრივ ტანსაცმელში და აქეთ-იქით იყურებოდა და მგონი მე მეძებდა. ამის გაფიქრებისას რაღაც უცნაურად ვიგრძენი თავი. მისკენ წავედი და თავზე დავადექი. ამომხედა და მიყურებდა. -რას ინებებთ?- მე დავარღვიე ჩამოწოლილი სიჩუმე. -ბერძნული სალათა და წითელი მშრალი ღვინო 1900 წლის. არც შემოუხედავს ისე მომცა შეკვეთა. ისე ცოტა უცნაური იყო ასე ყოფნა, მე ხომ მასთან ვმუშაობდი, აქ კი მისი მოსამსახურე გავხდი. თავი უხერხულად ვიგძენი. მისი შეკვეთა მალე მიუტანა სხვამ და ამაზე უფრო აენთო თვალები, რომელიც ჩემსკენ იყო მომართული. როცა მორჩა თანხა უხალისოდ გადაიხადა და წავიდა. წასვლისას არც შემოუხედავს ისე გავიდა. მალე მეც მოვრჩი, გარეთ გავედი და აი ჩემი გაოცებული სახე კი მაგარი დასანახი იყო მანქანაში მჯდომი ალექსანდრეს ჩვენი თანამშრომელი გოგო, რომ ეჯდა კალთაში და საკმაოდ ომახიანად კოცნიდა. მაშინვე გიგას ნათქვამი გამახსენდა: „ქალებს დიდად ყურადღებას არ აქცევსო“. ხო გიგაც ისე არ აქცევს ქალებს ყურადღებას როგორც შენ. სიცილი დავიწყე ჩემს ფიქრებზე და გიგას ნათქვამზე. სამწუხარო ის იყო სიცილს თუ ვიწყებ ვეღარ ვიკავებდი თავს და აქიდან გასასვლელად კი მათთვის მომიწევდა გვერდის ავლა და ჩემი სიცილი რომ შეემჩნია სამუდამოდ გადამეკიდებოდა ,მაგრამ რა მექნა ?დავიწყე მოძრაობა და მანქანას გვერდის ავლა რომ დავუპირე გოგო მეცნო. ის იყო შევკვეთა რომ მიუტანა. რა იყო ერთი ნახვით რა გიქნა ასეთი? კბილებს შორის მოვიქციე ზედა ტუჩი და ის იყო დავაპირე გასვლა, როდესაც იმ გოგოს ხმა გავიგე და თავი ვეღარ შევიკავე, გამეცინა, მაგრამ მალევე ავიფარე ხელი. მათკენ გავაპარე თვალი და დავინახე, როგორ მიყურებდა ალექსანდრე ისე რომ ჯერ კიდევ არ შეეწყვიტა თავის საქმე. ამაზე უფრო გამეცინა, ამიტომ სწრაფად გავეცალე იქაურობას. ღმერთო კარგი იყო, ესე დიდი ხანია არ მიცინია. ტაქსი გავაჩერე და შიგნით ჩავჯექი. მალე ჩემი კორპუსიც გამოჩნდა, მძღოლს ფული გადავუხადე, მანქანიდან გადმოვედი და ლიფტისკენ წავედი, მაგრამ ვიღაცის ხელმა შემაჩერა. უკან მივბრუნდი და სახე წამით დავინახე, ის იყო ის კაცი გუშინ, რომ „ვცემე“, რაღაც ცივის შეხება ვიგძენი მუცელზე, წავბარბაცდი , მუცელზე დავიხედე, სისხლი. მან რა...დამჭრა?საშინელი ტკივილი ვიგძენი. არა არა არა. არ მინდა სიკვდილი. ახლა ვერ მოვკვდებოდი, მხოლოდ ეს ვიცოდი, ამიტომ კედელს ავეყუდე და ჭრილობაზე ხელი მაგრად დავიჭირე მეორეთი კი ტელეფონის აღებას შევეცადე და ძლივს მოვახერხე, ძლივს ჩავრთე და გიგასთან დარეკვა ვცადე, როდესაც ტელეფონი ხელიდან გამივარდა. იმდენას ვკანკალებდი მეც მასთან ერთად ჩავიკიცე ტელეფონს მივწდი და მწვანე ღილაკს ხელი დავაჭირე. საშინელ ტკივილს ვგძნობდი. მალევე გავიგე გიგას ხმა. -რა იყო სიხ? -გი..გა ...მიშ ვე ლე-ლაპარაკი მიძნელდება და უფრო ცუდად ვარ. საშინელ ტკივილს ვგრძნობ. არ მინდა მარტო სიკვდილი. ვინმემ მაინც იყოს აქ, თუნაც სულ უცხო, თუნდაც ადამიანი რომელსაც ვძულვარ გინდ მიყურებდნენ და არაფერს აკეთებდნენ ჩემს გადასარჩენად...ვაღაც მაინც. -ღმერთო, სალომე-გონების დაკარგვამდე მესმის ხმა და ეს ნამდვილად არაა გიგა, სხვა ხმაა უცნობი და ამავდროულად ძალიან ნაცნობი, თვალს ვახელ და ჩემს წინ ჩაკუზულს საშინლად შეშინებულ ალექსანდრეს ვხედავ.- არა! არა! არ გაბედო! სალომე გამეცი ხმა! გთხოვ სალომე...-მისი ხმა ძლივს ჩამესმის, მაგრამ მის მკლავებში რომ ვარ ვგრძნობ. თვალებს ძლივს ვახელ და ვუღიმი, რადგან მან სუვილი შემისრულა მარტო ყოფნის უფლება არ მომცა. -მადლობა-მხოლოდ ამის თქმა ვასწრებ , თვალებს ვხუჭავ და ვითიშები, მაგრამ მისი ხმა მაინც ჩამესმის თუ როგორ იძახის ჩემს სახელს. სახეზე წვიმის წვეთებს ვგძნობ და აი ამიხდა კიდევ ერთი სურვილიც, წვიმაში მოვყევი ისე რომ ეს ძალით არ გამიკეთებია, ყოველთვის მინდოდა, რომ წვიმას დავესველებინე , მაგრამ ისე რომ ეს თავისით მომხდარიყო და არა მე გავსულიყავი წვიმაში. ეს სურვილიც ამიხდა. -სალომე... -და აი უკვე ვეღარაფერს ვგრძნობ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.