შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინელი წესები გასართობად


11-06-2017, 10:35
ავტორი annalisa
ნანახია 1 615

თავი 6

სალოს p.o.v
- ვაუ გაიღვიძე ძვირფასო ცოლო? - რაააა?არა!არა და კიდევ ერთხელ არაა!ეს მე არ გამიკეთებიააა!შეშინებული წამოვდექი.თვალები გავახილე და ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი დავინახე.წაბლისფერთმიანი,მწვანე თვალება,მაღალი,უცნაურად მომღიმარი ბიჭი დავინახე.შეშინებულმა მოვავლე ოთახს თვალი, უცნაური ვერაფერი შევ...ხელზე ბეჭედი მიკეთია.საქორწინო ბეჭედიი!
- აააა!ეს..ეს რა?ვინ ხაარ?! - მაშინვე ყვირილი დავიწყე
- დაწყნარდები? - ბიჭმა თვალები აატრიალა და საწოლზე ჩამოჯდა - ვინ ვარ და შენი ქმარი - იდიოტივით გამიღიმა და გამომიცხადა
- ვიინ? - სიცილი ამიტყდა - რაღაც არ მახსოვს უახლოვეს წარსულში გავთხოვილიყავი
- ის გახსოვს როგორ გამოთვერი გუშინ? - ისევ გამიცინა,მე კი ალბათ ლოყები საშინლად ამიწითლდა - ანუ გაგახსენდა?კარგია!მერე მართლა ვეღარ გაიხსენებ,მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა.თუ შეგიძლია ადგომა გამოდი სასტუმრო ოთახში
- რა ჯანდაბას ბოდავ?! - ძლივს დავიყვირე - ისე სხავათაშორის რომ იცოდე სალო მე გიორგი მაჭავარიანი ვარ!ამიერიდან შენი ქმარი.მეც მიხარია შენი გაცნობა.

****

ნელ-ნელა ყველამ დაიწყო გამოფხიზლება.უკვე სასადილო ოთახში იყვნენ შეკრებილები,როცა სესილიც მივიდა.ყველას თვალი მოავლო და უცებ წარბი აწია
- სალო სადაა?
- სადმე ეგდება - უდარდელად უპასუხა თამუნამ და წვენი მოსვა - გუშინ თქვა მე მივდივარო - თქვა ელენემ და მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა რა თქვა როცა უამრავი დაჟინებული მზერა იგრძნო
- ვაიმეე!
- სახლში წავიდოდა დაწყნარდით - ანიმ ცადა აკივლებული სალიოს და ელენეს დაწყნარება,მაგრამ სულ ტყუილად - არა!არ წავიდოდა!მაგას მთვრალიც არ იზამდა! - ახლა ანამ „დააწყნარა“ ყველა - ჯანდაბა
- მე თქვენ რა გითხარით?!!სახლის კარი უნდა ჩამეკეტა გარედან მაინც და მაინც?!ასეთი შტერები როგორ ხაართ?! - სესილი გამწარებული ყვიროდა თან სალოს ნომერზე რეკავდა
- გისმენთ - ბოხი ხმა გაისმა ტელეფონში,რამაც გოგოები საერთოდ გააგიჟა - გეხვეწებით მითხარით,რომ მისი მამიდაშვილის ხმაა - ჩაილაპარაკა ანნამ - კაი გეტყვი - უპასუხა გაშეშებულმა თამუნამ - თქვენ...უკაცრავად!მე სალოს მეგობარი ვარ
- მართლა?სალო ახლა სააბაზანოშია და..
- ვაი გული - ჩაილაპარაკა სალიომ - რა ვაი გული ქალო მემგონი ეშველა ერთს მაინც - თამუნას სიცილი აუტყდა,მაგრამ პირზე ხელი დროულად ააფარეს - თქვენ ვინ ხართ?! - სესილიმ ვეღარ მოითმინა და უცებ წამოიყვირა - გიორგი მაჭავარიანი!სალოს ქმარი!
- ბოლო ორი სიტყვის თქმის შემდეგ ნამდვილი საგიჟეთი გახდა სახლი.სალიო მართლა ცუდად გახდა.თამუნა გიჟივით ყვიროდა.ანამ შემთხვევით იმდენი ჭიქა გატეხა სათვალავიც აერიათ... - სად...სად ხართ?! - ძლივს თქვა სალომემ
- ჩემ..უკაცრავად ჩვენ სახლში.
- მისამართი მომწერეთ,უნდა შევხვდეთ!...

****

სასადილო ოთახში ისხდნენ ყველანი.გოგონები გაგიჟებულები იყვნენ,მას შემდეგ რაც სალოს ხელზე ბეჭედი დაინახეს - მაპატიეთ, მაგრამ მინდა მე სალომ,ანამ და სალომემ ცალკე ვისაუბროთ - ფეხზე წამოდგა სესილი - კარგი - გიორგიმ ღიმილით გააცილა გოგონები
- სალო ღადაობთ ხო? - მაშინვე წამოიძახა ანამ
- ასეთ რაღაცეებზე ვინმე ღადაობს?! - წარბ შეკრულმა გახედა ანას,სალომ - აბა ამას ცოლად რატომ გაყევი?! - ამჯერად სალომემ დაიწყო წუწუნი - თქვენ საერთოდ გაჩუმდით!მგონი თქვენ არ უნდა გაგეშვათ სალო სახლიდან!ხომ იცი სიმთვრალეში რასაც აკეთებს ხოლმე?! სალო მოყევი რა მოხდა?
- სახლიდან რომ წამოვედი გზაზე გადავდიოდი,მერე კინაღამ მანქანა დამეჯახა,ვიღაც მელაპარაკებოდა და გონება დავკარგე - ჩაილაპარაკა სალომ - მოიცა!მარტო ეგ გახსოვს? - გაეცინა ანას და სალომეს გადახედა,რომელიც ასევე უცნაურად იღიმოდა - ხოო
- სალომემ ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა
- და რა გითხრა?ჯვარი დაიწერეთ თუ ხელი მოაწერეთ?
- ეგ არ მიკითხია
- აუ რა შტერი ხარ - საუბარში სესილიც ჩაერია - არ აქვს მაგას მნიშვნელობა ჩვენ გავარკვევთ მაინც!ახლა გავიდეთ უხერხულია სიძესთან - ყველას სიცილი აუტყდა სალომეს სიტყვებზე.გარეთ გასულები „ძვირფას“ სიძეს დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ - ახლა რა იქნება?სალო ამ ტიპთან იცხოვრებს? - წამოიყვირა სალიომ - დამშვიდდი!მემგონი ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს
- რას გულისხმობ ანა?
- წავიდეთ!

****

- ბიჭებოო! - სახლში შევარდა ბატონი მაჭავარიანი - რა გაღრიალებს?
- ცოლი მოვიყვანე და აღარც ვიყვირო?!
- რა ქენიი?! - წყალი გადაცდა იქვე მდგარ ბიჭს - რა იყო იო არ გაგიხარდაა?!
- რა არ..როგორ არ...მოიცა ვინ მოიყვანე ცოლად?!
- დანარჩენებსაც დაურეკეთ და ერთად რომ იქნებით გეტყვით - გაიცინა ბიჭმა და ჯერ კიდევ გაკვირვებული მიშოს გვერდით მოთავსდა...
- ვაიმეე გიორგი!რაც ამ გიჟმა თქვა სიმართლეაა?! - ყვირილით შემოვარდა თორნიკე,უკან ალექსანდრე,ლუკა,დემეტრე და ნოდარი შემოყვნენ - კიი
- უყურე როგორ იცინის!ვითომ საამაყო გააკეთა რამე!დაიღუპა თავი!ბიჭო აქედან რო წახვედი პახმელიაზე იყავი და ისე როდის გამოთვერი,რომ ცოლი მოიყვანე?! - თორნიკე ისევ ვერ წყნარდებოდა - არ ვყოფილვარ მთვრალი!
- აბა?ასე ვინ შეგიყვარდა გუშინ ჩვენც,რომ არ გვითხარი ისე დაავლე ხელი და ცოლად მოიყვანე?! - თორნიკეს სათქმელი იოანემ გააგრძელა - არც არავინ!
- გვეღადავება?
- მაგას კითხვა რათ უნდა?რა თქმა უნდა ხუმრობს!
- აი თუ ვხუმრობ! - ბიჭმა ალექსანდრეს ტელეფონში გახსნილი ფოტო წინ დაუდო
- ეე ეს სალო სალუქვაძე არაა? - წამოიძახა ნოდარმა
- კი!იცნობ?
- ანას მეგობარია!
- დეიდაშენის?
- კი!შენ ამასთან რა გინდა?
- ხოო!

****

- ხომ ვამბობდი!ყველაფერი ტყუილია!
- რაა?
- შეგიძლია მოკლა ის ტიპი




****


გოგონებისგან წამოვედი,სახლში მისვლა ძალიან არ მინდოდა ამიტომ სეირნობა გადავწყვიტე...უეცრად სახეზე სისველე ვიგრძენი,ერთ წვეთს მეორე მოყვა.გაწვიმდა!სერიოზულად?ერთხელ გადავწყვიტე!მხოლოდ ერთხელ სიცანცარით აღარ დამემალა ჩემი თავი!წყნარად ვყოფილიყავი!აიშ!სანამ უფრო მეტად დავსველდებოდი,ერთ-ერთ კაფეს შევაფარე თავი.მიმტანს ჩაი შევუკვეთე და კუთხესთან მდგომ მაგიდასთან დავიკავე ადგილი.აქაურობა უკეთ დავათვალიერე.ლამაზი და მყუდრო ადგილია.ჩაი მოვსმი და გარეთ დავიწყე ყურება.იმდენ ხანს წვიმდა უკვე წუთებს ვითვლიდი.საათს თუ დავუჯერებთ მალე თერთმეტი საათი გახდება,მართალია გარეთ არაფერი არ ჩანს,მაგრამ...წვიმა შეწყვეტის მაგივრად უფრო ძლიერდება!აღარასდროს გავისეირნებ მარტო!რა წესია მხოლოდ მე რომ დავსველდი?...უკვე ტაქსი უნდა გამომეძახა ვიღაცის ხმა რომ გავიგე - შეიძლება აქ დავჯდე? - თავი ავწიე და...ჯანდაბა!...მუქი ყავისფერი თმა და ჭაობისფერი თვალები...მხოლოდ ამას ვხედავთქო არასდროს და ვერასდროს ვერ ვიტყვი!არ შემიძლია ერთი ნახვით შეყვარება,მოწონება ან რამე მსგავსი და საერთოდ ახლა მხოლოდ ერთ იდიოტს ვხედავ,რომელმაც სიმყუდვროვე დამირღვია
- რატოომ?ადგილს ვერ ხედავთ?მიგაცილებთ თუ გნებავთ,შიძლება მისვლას ვერ ახერხებთ
- საერთოდ ეს ჩემი ადგილია.ამიტომ გთხოვეთ აქ დასაჯდომად ნებართვა,შეიძლება ვინმეს ელოდებით..
- შენი ადგილია?!ვაა „ამაზონიდან“ გამოიწერე? - ჩემ სისულელეზე გაეცინა და წინ ჩამომიჯდა - მე არ მითქვამს,რომ არავის ველოდები - წარბ აწეულმა შევხედე - ხო მაგრამ შენ მხოლოდ ჩემ პირველ წინადადებაზე გააკეთე კომენტარი.თანაც ნახევარი საათია აქ ზიხარ და თუ მართლაც ვინმეს ელოდები ალბათ მხოლოდ იმიტომ,რომ ცემო
- მე ვიცი ვისაც ვცემ ახლა - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ისევ ფანჯრიდან გავიხედე.მართალია დამაინტერესა საიდან იცოდა რამდენ ხანს ვიყავი აქ,მაგრამ არ მინდა მასთან საუბრის წამოწყება
- სიჩუმე გიყვარს?
- არა! - ისევ გაეცინა - ანუ ენა მწარე ხარ,ამჟამად გაბრაზებული ალბათ იმიტომ,რომ ეს ამინდი გაიძულებს ნამდვილი სახე გამოაჩინო და ვერ ჩხუბობ ან ხუმრობ ყველაფერზე ასეა? - გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა,მაგრამ ის ნამდვილად ვერ შეამჩნევდა ამას - ფსიქოლოგი ხართ?თუ წინასწარმეტყველი? - მოჭუტული თვალებით შევხედე - ადამიანი...ადამიანები კი თავიანთი მხიარულებით ცდილობენ სევდა დამალონ.ზოგი სიმართლეს იმდენად ღრმად მარხავს საკუთარ თავში,რომ ავიწყდება ის...ადამიანები ასე იქცევიან.
- კარგად ქადაგებთ,მაგრამ თქვენი ლექცია აღარ მჭირდება.უკვე ბევრს მოვუსმინე!
- მართლა?საინტერესოა.რა პროფესიის ხარ?
- პირადი იმფორმაცია არ გაიცემა!ნახვამდის - წვიმამ უკვე გადაიღო.ფეხზე წამოვდექი და მანაც იგივე გააკეთა - ჩემზეც არ გაინტერესებს არაფერი?
- არა!
- კარგი!იქნებ კიდევ იწვიმოს,მაშინ როცა მარტო ისეირნებ და ისევ აქ მოხვიდე...კიდევ „ვიქადაგებ“ თუ არ გენდომება ხმასაც არ ამოვიღებ - გამეღიმა,მაგრამ ესეც არ შეუმჩნევია - კარგი - წასვლამდე არც ისე ხმამაღლა ვუთხარი.მისი ღიმილით მივხვდი,რომ გაიგო...

****

- მიმიღებ დაკარგულს? - კარები გაიღო თუ არა მომღიმარი ბიჭი გამოჩნდა
- ეე როდის ჩამოხვედი?! - კარებში მდგომს გადაეხვია მამაკაცი და სახლში შეიყვანა
- დღეს დილით
- დილით?იცი რომ უკვე შუა ღამეა?
- არ მითხრა,რომ გაგაღვიძე - გულრწფელად გაეღიმა სტუმარს და დივანზე ჩამოჯდა - აბა ბიჭოო!ცხრაზე უკვე მეძინა.აქამდე რატომ არ მოხვედი?
- გავისეირნე,ჩემ საყვარელ კაფეში მივედი
- რატომ ჩამოხვედი?
- როგორც ყოველთვის პირდაპირ საქმეზე გადადიხარ!
- ჩემგან გიკვირს?
- არა რა თქმა უნდა.მეც შენგან ვისწავლე ყველაფერი და შენ დამეხმარე...
- ისევ თავიდან არ დაიწყო!
- შენი დახმარება მჭირდება ამილახვარო
- რაში?
- შენი ძმა დამიანე..მირიან ყველა დიდ შარში ვართ!

****

ანნას p.o.v

იმ გიჟს თავი ძლივს დავაღწიე...სახლში მივდიოდი,როცა ვიგრძენი რომ ვიღაც მომყვებოდა.გზას რამდენჯერმე გადავუხვიე,მაგრამ ისევ მომყვებოდა ის ტიპი.ჩიხში დავიმალე იმ ვიღაცამაც შემოუხვია.ჩემი ძებნა დაიწყო,ჩანთაში რაც ვიპოვე ის ამოვიღე და თვალებში შევასხი - აააა!ეს რა უბედურებაა?!მეწვიის! - გიჟივით ყვრიოდა.ტელეგონით გავანათე ყველაფერი,ჯანდაბა!სუნამო შევასხი...ეს..ეს ის მიშო?
- ჯანდაბა!ექიმი მეგონე! - ძლივს გასწორდა,თვალები სულ ჩაწითლებული ქონდა.
- შენ ნორმალური ხარ?
- მე თუ შენ?შენი დაბრმავება მე არ მიცდია!
- არც მე აგკიდებივარ სერიული მკვლელივით!
- კარგი რაა!სულ ასეთი პესიმისტი ხარ?
- შენი აზრით?
- ისეთი შეიარაღებული დადიხარ მგონი კი.სიმართლე ყოფილა
- რა?
- რომ მითხრეს საშიშიაო!
- ორი წლის ხარ?
- არა თვრამეტი წლით აცდი
- ანუ მართლა ბავშვი ხარ!
- და შენ დიდი ხანია ოცდაოთხის ხარ?
- მომისმინე პატარავ.უკვე გვიანია ჯობია სახლში წახვიდე,რძე დალიო,ზღაპარს მოუსმინო და დაიძინო თუ გზა არ იცი და დედიკოს დავურეკო? - ჩემ სიტყვებზე გაეცინა - სახლში წადი.ფრთხილად იაყვითქო აღარ დავამატებ,ჯობია სხვები იყვნენ ფრთხილად - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისევ შემოტრიალდა - და ხო.ჩემ ასაკზე აღარ იხუმრო.ინანებ...



№1  offline წევრი Kukrali

აუ ძაან მაგარი ისტორიააა ახლა წავიკითხე ყველა თავი და იმდენი ვიცინე თავი ამტკივდა მალე დადე ძაან ძაან მაგარია

 


№2  offline წევრი annalisa

Kukrali
აუ ძაან მაგარი ისტორიააა ახლა წავიკითხე ყველა თავი და იმდენი ვიცინე თავი ამტკივდა მალე დადე ძაან ძაან მაგარია

მადლობა ვეცდები

 


№3  offline წევრი M-morieli

დღეს არ დაამატებ? confused

 


№4  offline წევრი annalisa

mzeo kapandze
დღეს არ დაამატებ? confused

საღამოს დავდებ

 


№5  offline წევრი nini :)

ვერ მოვახერხე გუშინ წაკითხვა... თორე შენს ისტორიას ჩასაფრებული ვარ ხოლმეეე... :) მალე დადე... ველოდები დღეს ახალ თავს❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent