შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინელი წესები გასართობად


10-06-2017, 10:07
ავტორი annalisa
ნანახია 1 487

თავი 5

ანას p.o.v

ანნა იქ დამხვდა როცა მივედი,აღმოჩნდა რომ სალომესაც წამოუყვანია ვაკო - ცუდად ვარ - როგორც კი ბავშვები „გავყარეთ“ მაშინვე ამოვიღნავლე - რა გჭირს?
- რა კი არა ვინ
- კარგი,თქვი ახლა
- ალექსანდრე!
- ეგ ვინაა? - იკითხა სალომემ და წვენი მოსვა - ჯანდაბა და არ გადარჩენაა ეგ!
- რა კეთილი ხარ ანა.ასეთი რა დაგიშავა... - გაეცინა ანას,მაგრამ უცებ დასერიოზულდა და ისევ სიცილით დაიწყო - არაა,არა.ის შენი მეზობელი?
- ხო - დავიჩურჩულე და თავი მაგიდაზე დავდე - ალექსანდრე ქვია?
- ლოგიკურად - თვალები დავუბრიალე სალომეს!
- და გვარი?
- ეგ აღარ ვიცი.არ უთქვია ნოდიკოს და რომ მეკითხა ცოტა უცნაური იქნებოდა.
- მოიცა,ნოდიკო რა შუაშია?
- აუჰ - ყველაფერი მოვუყევი და ესენიც ძალიან საყვარლად იცინოდნენ.იმის მაგივრად,რომ დავემშვიდებინე! - ანუ იცოდა თავიდანვე ვინ იყავი?
- ალბათ!
- შეიძლება ნოდიკომ ყველა შენი გაკეთებული სისულელე იცის!
- მაგაზე არ მიფიქრია! აააა - დავიყვირე და იქ მჯდომების ყურადღებაც მივიქციე - ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს ახლა იმ ტიპს ვეღარ იტან და აღარც არაფრის მოგერიდება
- მართალია სალომე!აქამდე თუ შემთხვევით გამოლენჩებული მართებდი რამეს ახლა მიხვალ ხოლმე და ნაგლად ჩაარტყავ აგურს თავში!
- მორჩით?
- ნუუ ჩვენ კი აი თამუნა რო გაიგებს მერე იკითხე შენ!
- აუუუ ბანძელაძეე!
- რა ბანძელაძე.ვტყუი?
- არა.ესენი ნახე რაა!სულ სველები არიან!
- ბექა.რა გჭირთ?
- რა მჭირს დაა.მოკლედ ვიდექით აუზთან ახლოს,ვლაპარაკობდით.ამ ლაპარაკში ერთი ისტორია გაგვახსენდა მე და ვაკოს და სანდრო ბატონი გაბრაზდა ამხელა ფილარმონია კაცს ვერ მხედავთ აქ,რომ დამცინითო?ხოდა რო დაგვეჯახა ორივეს ჩვენც გადაგვყარა აუზში,თვითონაც გადმოგვყვა და ლაზარეც გამოიყოლა.ჰა გაიგეთ რამე?
- ისე მოუყომარე გაიგებდნენ აბა რა იქნებოდა?ენაჭარტალა - გაბრაზებული სანდრო თან დუდღუნებდა,თან ჩანთაში იქექებოდა - ბარემ ისეც მოგეყოლა შენ და ვატოს რა გაგახსენდათ
- კაი ახლავე,მოკლეედ
- ე ბიჭო გააჩუმე! - წამოიყვირა სანდრომ,და ვაკომაც პირზე ააფარა ხელი ,თან გვიღიმოდა - კაი ხო ჩუმად ვარ - დახშული ხმით ამოილაპარაკა ბექამ - ანა მაისური და შარვალი მომეცი
- აჰა!
- ბავშვებო დაუჩქარეთ უნდა წავიდეთ!
- ოჰ მორჩნენ ესენი ჭორაობას და ახლა ეჩქარებათ
- ე ბიჭო გაჩუმდი - ისე სასაცილოდ წამოარტყა სანდრომ,ბექას თავში, ყველას სიცილი აგვიტყდა...
- და შენ სად გეჩქარება ანნა?
- ხომ გითხარით,ჩემი ექიმი ცოტა დარტყმული ვიღაცაა.სულ ჩხუბობს
- ლუკა ჯაყელი?
- ხო ეგ
- არადა ამბობენ მაგარი ექიმიაო
- ექიმი ხო!მაგრამ თავში ყველაფერი კარგად არ აქვს!
- კარგი,კარგი წავიდეთ

ანნას p.o.v

სამსახურში სირბილით შევედი,გასახდელში შევვარდი და ფორმა ჩავიცვი.უცებ სესილი გამოვარდა და დამეტაკა - სად იყავი გოგო?
- ხომ გითხარი?სანდრო მყავდა წაყვანილი.
- გეძებს ის გიჟი!
- ვაიმეე! - ყვირილით გავვარდი,თან მისი კაბინეტისკენ გავრბოდი თან ხალათს ვიცვამდი.ცოტაც და კაბინეტთან ვიქნებოდი მაგრამ ვიღაც იდიოტი შემეჯახა?არა!ცხვირში მგლიჯა ხელი!!! - აახ!დებილი ხართ?!
- რამე მოხდა? - იმის მაგივრად,რომ ბოდიშის მოხდა ეცადა შემოტევაზე გადმოვიდა! - კიი!იდიოტო ცხვირი ამაძვრე!
- ცხვირი ისედაც არ გაქვს მე ნუ მაბრალებ!ეგ გენეტიკურია! და რაც არ გაქვს,მაგას ვერ გაგიტეხავდი!
- შენ...
- ქალბატონო ანნა!როგორც იქნა გამოცხადდით სამსახურში.მე დამავიწყდა თუ არ გაგიფრთხილებილვართ,რომ დააგვიანებფით ან საერთოდ არ მოხვიდოდით?
- მე ხომ უკვე აქ ვარ!
- მაგრამ დააგვიანეთ!
- მაპატიეთ! - ჯანდაბაა!ვუყვირე!ვაუ დავუყვირე!იმ ტიპზე გაბრაზებულმა! - მიშო აქ რა ჯანდაბას აკეთებ?ან ჩემ ინტერნი როგორ გააბრაზე ისე,რომ ამდენი ხნის შემდეგ არა თუ ნორმალურად დაილაპარაკა.ხმასაც კი აუწია?!
- მხოლოდ ხელი ავიქნიე!
- ჩემ კაბინეტში დამელოდე!
- კარგი
- და მე?
- დღეს პედიატრიაში!
- მარიამთან?
- ის უბრალოდ მარიამი არაა!
- ჩემი მეგობარია ასე,რომ არის!
- ასეთი რა დაგარტყა ამ იდიოტმა?!
- მას კითხეთ!
- კარგი დროზე წადი! - მიშო!იდიოტი!ისე ამ გიჟის ვინმე თუა კიდე კარგად ყოფილა!ეს იდიოტი ეხლა საერთოდ არ მადარდებს.მართალია კარდიო-ქირურუგობა მინდა,მაგრამ პედიატრიაში ყოფნა ძალიან მსიამოვნებს.არ გეგონოთ,რომ ცუდად მყოფი ბავშვების დანახვა მიხარია,მაგრამ ძალიან მიყავს ჩემი საქმე და მითუმეტეს ბავშვების დახმარება.მარიამთან მივედი თუ არა დავალება მომცა.ისეთი ამბავი იყო ძლივს ვსუნთქვდით.შესვენება არ გვქონია,მაგრამ მარიამმა კაფეტერიაში გამგზავნა რომ ყავა მაინც დამელია.ზემოთ ასულს იქ ანა დამხვდა,ბექა ყავდა მიყვანილი - რა ჭირს?
- არაფერი სერიოზული,უბრალო გაციებაა - ღიმილით თქვა მარიმ - მე წავალ სხვა პაციენტებს მივხედავ.ანნა თავისუფალი ხარ!
- ხო,მაგრამ შენ...
- ანნა შენ ინტერნი ხარ!შენი მუშაობის დრო ამოიწურა,თანაც მე დღეს მორიგე ვარ.პატარა ბატონს კი შეუძლია წავიდეს სახლში.
- მადლობა მარ
- არაფერს ანა!
- დაგელოდებით ჩვენ,ერთად წავიდეთ
- კარგი - გამოვიცვალე და ჩემ ავადმყოფ ზედამხედველთან ჩავედი - ექიმო ლუკა - კაბინეტში შესვლა არც დამჭირვებია დერეფანში დამხვდა.ის იდიოტი ისევ აქაა - უკვე მიდიხარ?
- დიახ!მარიამმა გამათავისუფლა!
- კარგი,მიბრძანდი - საავადმყოფოდან გამოვედით თუ არა ანა ხელზე მწვდა - ბექა მიდი მანქანაში ჩაჯექი - ძლივს შენარჩუნებული ღიმილით მიმართა ბავშვს - კარგი
- რა ხდება? - მაშინვე ვკითხე
- ეს იყო!
- ვინ იყო ვინ?
- შენი ექიმის გვერდით,რომ ტიპი იდგა
- ხო ეგ იდიოტი,დღეს ცხვირში მგლიჯა ხელი და არც უფიქრია ბოდიშის მოხდა. წარმოგიდგენიაა?აქეთ შემომიტია. მოიცა შენ რატომ დაგაინტერესა?
- ეგაა ის ტიპი!
- ვინ ის ანაა?!მართლა წინასწარმეტყველი კი არ ვარ
- ის ნოდიკომ,რომ დამახვედრა სახლში.
- რაა?!მოიცა ის ტიპი გული,რომ გაგიხეთქა?დაჭრილი იყოო რომ თქვი?!
- ხოო ეგ!
- ეე ეს მიშო ნახეე!
- მოერიდე,მაგ ტიპს
- ნოდარს ცუდ ტიპთან ექნებოდა საქმე?
- არ ვიცი ეგ იმ იდიოტსაც ემეგობრება. ნუ არ აქვს ამას მნიშვნელობა,მაინც მოერიდე მაგ ტიპს
- კარგი. მაინც არ მომეწონა. იდიოტი,ბაბნიკია

****
- ეს იყო ის გოგო!
- ვინ გოგო?
- ვის სახლშიც ვიყავი!იდიოტო ხომ მოგიყევი!
- ვინაა შენი იდიოტი ორი შენხელა ვარ მარტო ასაკით!
- გეშლება ბაბუ ერთი მესამედით მეტი ხარ!
- ოხ მიშო!
- და ის ინტერნი ვინ იყო?
- რა გინდა ყიფიანო?შარზე ხარ ხო?
- რატო?
- დიდია ეგ გოგო შენზე,თან საშიშია დაივიწყე!
- კარგი,როგორც შენ იტყვი ჯაყელო!
- ანუ აზრი არ აქვს რამის თქმას ხო?
- ანუ!წამო წავიდეთ ნათლია დაბრუნდებოდა,თან ბიჭებს ვნახავ
- ხო ყველა შენი ჭკუისაა.
- ჩემი ნათლია შენზე დიდია.არ გეკადერება ბიძაშვილო!
- ალექსანდრეთი მაშანტაჟებ?
- დაახლოებით
- ოხ მიშო ყიფიანო!


სალიოს p.o.v

სახლში ძლივს მივაღწიე.ტიგრიკოს ვაჭამე და საწოლზე დავენარცხე,უკვე მომიყვანეს პაციენტი.თინეჯერი გოგოა,სერიოზული პრობლემები არ აქვს...კარებზე ზარი გაისმა,ძლივს წამოვდექი.კარები გავაღე
- გამარჯობა - ბოხი ხმა გაისმა.ჯანდაბაა!ნეტავ საერთოდ არ შემეხედა...შავ თმიანი,ლურჯ თვალება,მაღალი ზომიერად დაკუნთული,წვერებიანი,მოზრდილი თმით...არ გეგონოთ,რომ მივაშტერდი.ეს ყველაფერი ზუსტად ორ წამში შევამჩნიე - გამარჯობა? - სასწაულია,მაგრამ როცა შენთან სამი ანაა და როგორც ყველასთვის ცნობილია (ან არ არის) ყველა ანა გიჟია! და მეც როგორც მათმა მოსწავლემ თავის შევიკავება ვისწავლე
- მე იოანე ვარ! - ბიჭმა ხელი,გამომიწოდა.მე კი უნდობლად შევათვალიერე.ხელი უხერხულად დაუშვა
- ხო მართალია,გიჟს ვგავარ
- არ გავხარ.ნამდვილი გიჟები მინახავს,შეგიძლია მენდო - გავუცინე და ახლა ხელი მე გავუწოდე.მანაც სიხარულით ჩამომართვა - ესე იგი იოანე?
- ხო!იოანე დანელია.შენი მეზობელი ვარ.გვერდით სახლში ვცხოვრობ.
- სასიამოვნოა!სალომე მიქელაძე!სალიოს მეძახიან.
- სალიოს?
- ხო.შემოხვალ?
- კარგი - შემოვიდა თუ არა ცემინება აუტყდა - კარგად ხარ?
- კიი.აქ კატა გყავს?
- საიდან მიხვდი?
- სურათი!სურათზე ხარ კატასთან ერთად.
- ა ხო - გემეცინა - რამეს მიირთმევ?
- წყაალი!მხოლოდ წყალი - ისე საცოდავად ამოიხრიალა,თან ოფლიან სახეზე მოისვა ხელი.თმა გადაიწია,შემომხედა და გამიღიმა.მეც წყლიანი ჭიქა დავუდე წინ.წყალი ერთი ამოსუნთქვით დალია - ნამდვილად კარგად ხარ იოანე?
- კი!შენ სახელზე არ მეტყვი?რატომ სალიო?სალომეს ყველა გადაკეთებული ვარიანტი მსმენია - ისევ დააცემინა - ნუ აქამდე მეგონა,რომ მხოლოდ „სალო" და მსგავსი შემოკლებები არსებობდა - გამეცინა მის ბურდღუნზე,მაგრამ მეეჭვება ეს დაბნეულობის ბრალი იყოს - სამეგობროში ბევრი სალომე ვართ და ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა სახელები „გადაგვიკეთა",გაუგებრობაც ხშირად ხდებოდა და ამიტომ
- გასაგებია - გაეცინა და ისევ დააცემინა,ძალიან უცნაურია.
- კარგი,მოდი მე წავალ.კიდევ გესტუმრები.
- კარგი - გავუღიმე და გავაცილე.ნეტავ რა დაემართა?

სალომეს p.o.v

დღეს სამსახურში სერიოზული არაფერი მომხდარა,მაგრამ წვრილმანმა დანაშაულებმაც დამღალეს.ტელეფონზე ზარი გაისმა.ალბათ ანაა,მაგრამ ისე მეზარება ადგომა ვივიწყებ და ძილს ვაგრძელებ...საკმაოდ გვიანია,ორი სამი საათი იქნება,მე კი ხმაური მაღვიძებს.ტელეფონს დავხედე ჩემი მოსაზრება,რომ გადამემოწმებინა და ასეც აღმოჩნდა.კიდევ აღმოვაჩინე რომ ათამდე ზარი მქონდა გამოტოვებული და არც ერთი არ ყოფილა ნაცნობი.არც ის ანა რომ მეგონა.ხმაური ისევ გაისმა...ეს რა უბედურებაა?წამოვდექი,ხალათი მოვიცვი,კარადაში შენახული იარაღი ავიღე და სასტუმრო ოთახისკენ წავედი.იარაღის ტარების უფლება პირველივე საქმის შემდეგ მომცეს,სიმართლე რომ ითქვას მაინც და მაინც მარტივ საქმეებს არ ვეჭიდები და თავდაცვის ცოდნა არ მაწყენდა...ოთახში შევედი და ვიღაცის სილვუეტი შევნიშნე - იარაღი დაუშვი.ძალიან შეშინებული ხარ.ამაცდენ! - მეტის მეტად თავდაჯერებული ხმა გაისმა და შუქიც აინთო - ჯანდაბაა!
- მიცანი?
- რა გინდა ტვილდიანო?!
- ნუ ღელავ შურის საძიებლად არ მოვსულვარ.
- მე ისეთი სამხილები წარვადგინე მინიმუმ ოცი წელი ვერ გამოხვიდოდი ციხიდან! - თავი წინ წამოწია და აქეთ - იქით მიმოიხედა.თითქოს ვინმე უსმენდა - მოსამართლეს დავპირდი რომ კარგი ბიჭი ვიქნებოდი - თქვა და ხარხარი აუტყდა.რა თქვა სასაცილო?თვალები ავატრიალე.იარაღი მაგიდაზე დავდე მე კი სავარძელში ჩავესვენე - ჰაჰაჰა ძალიან სასაცილო იყო.
- რატომ ასე მკაცრად?შეიძლება კარგად ვერ ვხუმრობ,მაგრამ იქნებ ქალბატონმა ადვოკატმა მასწავლოს? - გამიღიმა,ისე როგორც ჩვევია.ერთდროულად საყვარლად და ბოროტულადაც.ხელი კი ფეხის მოშიშვლებულ ნაწილზე გადამისვა.მაშინვე მოვიშორე - დამიანე აქ რა გინდა? - როგორც კი ეს ვთქვი ჩვეული სახე დაუბრუნდა.თვალები ჩაუშავდა,იქ მხოლოდ სიბოროტეს თუ დაინახავდა ადამიანი.სახეზე კი საშინელი ღიმილი აიკრა - ასე ძალიან გეშინია სამსახურის გარდა სხვა თემაზე საუბარი?იქნებ იმიტომ,რომ ასეთი მაგარი და ძლიერი, ეგრედ წოდებული „რკინის ლედი" მხოლოდ სამსახურში ხარ.პირადი ცხოვრება საერთოდ არ გაგაჩნია არა? - მხრები აიჩეჩა,ცალი თვალით ამათვალიერა და სასმელი მოსვა.რომელიც წარმოდგენა არ მაქვს როდის გაჩნდა მის წინ - გამოვიცანი? - ისევ სიცილი დაიწყო.ვიცი სიგიჟეა მაგრამ მომწონს როცა იცინის.მხოლოდ ამ დროსაა გურლწფელი,ბავშვივითაა.
- რა ვერ გაიზარდე სალომე?ოთხი წელი გავიდა!აქ რატომ დაბრუნდი?!სიკვდილი გინდა გოგო!?!! - ისევ ღრიალზე გადავიდა - ვერავინ ვერაფერს დამიშავებს! - მშვიდად ვუთხარი.ამ სიტვაციაში ერთი გადარეულიც საკმარისია.ჯობია წყობილებიდან არ გამოვიდე - ვერავინ ვერაფერს დაუშავებს თურმე - ისევ სიცილი აუტყდა ოღონდ ამჯერად ისტერიული - შენ გოგო აზრზე თუ ხარ რას როშავ ჰა?!მოგკლავენ! თან წარბსაც არ შეხრიან ისე მოგკლავენ.ამით შეაშინებ?! - ჩემ იარაღს დაწვდა და ჰაერში შეათამაშა - მითხარი ამით აპირებ თავი დაიცვაა?!!თუ გგონია შენი პოლიციის შეეშინდებათ?!გაგაქრობენ და ამას ვერც ვერავინ გაიგებს!!! - გაუჩერებლივ ყვიროდა,თან ხელებს იქნევდა.მთელი სახე აწითლებოდა,ხელებზე ლურჯი ვენები ეტყობოდა,მთელი სხეული დაჭიმული ქონდა.მომწვანო,ცისფერი თვალები სულ ჩასისხლიანებოდა - არ მესმის.შენთვის უკეთესი არ იქნება ასე თუ მოხდება? - ჩემმა სიტყვებმა თითქოს გაყინა - რ..რა?!
- მე ხომ შენი თავი დავაჭერინე!მართალია ერთ თვეში დაიხსენი თავი,მაგრამ...
- მართალი ხარ! - უცებ დამშვიდდა.ქურთუკს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წავიდა.უცებ შემობრუნდა.მომეხვია და ტუჩები შუბლზე მომაკრო - არ იქნება უკეთესი.არაფერი არ მოგივა - მითხრა და კარს უკან გაუჩინარდა...ტელეფონი ავიღე და ლიზის დავურეკე
- მოდი რა
- რა ხდება?
- მოდი!

****

- სად იყავი დამიანე?
- საქმეზე
- ხომ იცოდი ბიჭებს რომ უნდა შევხვედროდით,ასეთი რა საქმე გქონდა?
- შემეშვი მირიან!



სალომეს სახლში იყვნენ ყველანი.ზოგი იატაკზე იწვა,ზოგი დივანზე,სალო დაბალ შუშის მაგიდასთან იჯდა,თავი ზედ ჩამოედო და სოჯუს ბოთლს მიშტერებოდა
- ყველაფერი ჩვენ როგორ უნდა დაგვემართოს? - ზურგით სავარძელზე მიყდრნობილმა, იატაკზე მჯდომმა ანამ იკითხა და სოჯუ ბოთლიდან მოსვა - აახ - ამოიხრიალა და ფეხი აიქნია - გაჩერდი! - ფეხზე მწარედ დაარტყა ანიმ რომელსაც თავი ანას კალთაში ქონდა მოთავსებული - ყველაფერი ჩვენ იმიტომ გვემართება რომ დაბდურები,შტერები და სულელები ვართ! - სავარძელზე ფეხ მორთხმით მჯდარმა თამუნამ სიბრძნე დააბრეხვა.ბოთლიანი ხელი აიქნია და დაასლოკინა.
- მიდი იმ შენ იოანეზე მოყევი - ამოიკრუტუნა სალომ.დივანზე გულ-მკერდით დაენარცხა და სალიოს ფეხი ჩაცხო.
- აუუ
- ნუ ყმუი სალომე - ერთადერთმა ფხიზელმა სესილიმ თქვა და თვალები აატრიალა.სესილის ტელეფონმა დარეკა,მანაც უპასუხა,რამდენიმე სიტყვის შემდეგ ამოიოხრა და გოგონებს გადახედა - ხომ ყველა აქ რჩებით?
- კი! - წამოიყვირა ლიზიმ - მე სახლში არ მივალ.ვერ გაიგეს,რომ გავიზარდე - ისევ ამოიკრუტუნა სალომ - აიშ შტერებო!მე უნდა წავიდე საქმე მაქვს!ფეხი არ გაადგათ სახლიდან არცერთმა!
- კარგი...

****

- აუ თავი მისკდება - დაიყვირა და დივანზე დაენარცხა
- არ დაგელია მაგდენი და არ გაგისკდებოდა
- ოჰ ღაღადებს ბატონი იო.შენ დალევის ტრ*** არ გქონდა თორე მაგასაც ვნახავდით ვინ ვის ეტყოდა მაგასაც - გაიცინა ბიჭმა
- გიორგი ნუ ღადაობ მაგაზე რაა!აუ ჩემი.არა ეს როგორ დამემართა ჰა?
- როგორ და დებილი ხარ - გაეკრიჭა ეგრედ წოდებული გიორგი იოს და „ნაბეღლავის“ ბოთლი ჩაიხუტა - აუუ თავი!
- ამას კიდე რა პახმელია აქ რა!დაღამდა და ისევ წუწუნებს - ამჯერად იოანეს გვერდით მჯდომი ბიჭი „გამოვიდა სიტყვით“ - აუ თორნიკე არ გამამეორებინო რაც იოს ვუთხარი
- ნუ გაიმეორებ აი დარდი - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ტელევიზორის პულტი შეათამაშა - აბააა მოვიდა ცხელ-ცხელი „ასპირინებიი“! - სასადილოდან გამომავალ მიშოს წინსაფარი ეკეთა,ხელში დიდი ლანგარი ეჭირა,მასზე დაწყობილ თევშებზე კი წამლები იდო
- აუ ეს რა მასხარაა ჩემი - ხარხარი აუტყდა თორნიკეს
- რა გაცინებს?!უყურე ერთი ამას!შენთვის არ მომივლია მე ხო?!უმადურო შენ! - დედაბერივით დაიწყო ქოთქოთი.ლანგარი მაგიდაზე დადო და თვითონაც სიცილი დაიწყო - რას ჩამომიჯექი შე ჩემა,მიდი საჭმელი არ მიგეწვას!
- მე შეიძლება საჭმელი მიმეწვას,მაგრამ ჩემ მეზობლად მცხოვრებ მაგარ ნაშას ხელიდან კატის გამო ნაღდად არ გავუშვებ!
- აუ რა შეჭამეთ იმ გოგოს გამო ტვინი!ქალები დაილია ტო?!
- ოხ გიორგი!ნაშებს და ქალებს რო ვერ ანსხვავებ ეგაა პრობლემა შვილო!
- ეეე მიშკაა?ყველაზე პატარა რო ხარ ხო არ დაგავიწყდა? - წამოჯდა გიორგი,წამალი აიღო და დალია - ეგ არ დამვიწყებია მარა დიდები რო მოვლენ მერე რას იზამთ? - ჩურჩულით თქვა ბიჭმა - აუ ისე მაგათ მართლა რა გაუძლებთ? ვსო წავედი მე!მადლობა მიშკა ბებო!
- მოიცა სად წახვედი.აღარ ხარ ცუდად?
- არა თოკუ.ხო იცი რა ოქროს ხელები აქვს ჩვენ მიშკა ბებოს!
- დაახვიე მაჭავარიანი! - კარებისკენ მიმავალს თავში ბალიში გაარტყა მიშომ და მანაც მკვლელი თვალებით გამოხედა - ჭკვიანად იარე ბებოთქო რა! - გაეღრიჯა მიშო
- ისე წესიერი ქალის დაკერვა არ შეგიძლია და ვაფშე ინვალიდი არ დარჩეო - იოანემ დაამატა - მართლა ეგრე ფიქრობ? - გაბრაზება დაეტყო მაჭვარიანს - დაწყნარდი გიო - სიტავციის განეიტრალება არველაძემ ცადა - მოიცა თოკო რომელი მშვიდობის მტრედი შენ ხარ?თავი არ აცემინო რომელიმეს - გადაუჩურჩულა მიშომ - ხო ეგრე ვფიქრობ!
- დავნიძლავდეთ,რომ ბევრად მალე ვიპოვი მაგარ ქალს და შევაბამ ვიდრე შენ მაგ კატებზე გაგიჟებულ ნაშას!
- დავნიძლავდეთ!

****

გოგოები იგივე მდგომარეობაში იყვენენ როგორც სესილიმ დატოვა.იმ განსხვავებით,რომ ახლა ბევრად მთვრალები იყვნენ
- აუ მე წავედი - ძლივს წამოდგა ფეხზე სალო და ისე გამოაცხადა - რატო? - ამოიღმუვლა ელენემ - არ ვიცი - ბურდღუნით უპასუხა და კარისკენ წავიდა - კაი - მხრები აიჩეჩა და ძილი გააგრძელა...გოგონა ბარბაცით მიუყვებოდა გზას.ტრასაზე უნდა გადასულიყო,ასეც მოიქცა მაგრამ პატარა ბიძგმა აიძულა ძირს დაცემულიყო.საშინელი ხმა გაისმა.საბურავების სუნი დადგა და ყველაფერი დაიმტვერა.სალომ ძლივს გაარჩია მანქანიდან გადმოსული სილუეტი - კარგად ხარ? - ვიღაცამ ფეხზე წამოაყენა.სალომ თავი სუსუტად დაუქნია თანხმობის ნიშნად - გიჟი ხარ?ვერ დამინახე? - უცნობი აშკარად ცხარობდა,მაგრამ ხმას არ უწევდა - მე... - ძლივს ამოილუღლუღა სალომ - მთვრალი ხარ? - ბიჭს სიცილი აუტყდა - ვინ ხარ სად მიდიოდი?მე მიგიყვან - უცნობმა ისევ სიცილით უთხრა - არ..ვიცი
- არ იცი?კარგი რა გქვია ეგ მაინც იცი?
- სალო..მე - გოგო უცებ გაითიშა და მომღიმარი ბიჭის მკლავებში ჩაესვენა - სალო...სად წაგიყვანო ეხლა?აახ

****

- რა დროს გასეირნებაა? - გაბრაზებული სესილი პატარა ბიჭს უბღვერდა - და რა უდროისია? - მისივე სიტყვებით უპასუხა გოგონამ და ყველას სიცილი აუტყდა.
- წამოდით! - ცოტა ხნიანი სეირნობის შემდეგ ერთ-ერთ კაფეში დასხდნენ - აბა რას შეჭამთ?
- ნამვხვარი!
- კარგი.შევუკვეთავ უკაცრავად - სესილიმ დაძახება დააპირა როცა წინ ვიღაც გოლიათი დაუდგა - არ დაგირეკია - ბიჭი სახეზე იცნო.ამ იდიოტმა დაარტყა მანქანით! - უკაცრავად?აა გამახსენდი შენ ის ბრმა ტიპი არ ხარ,მანქანა რომ დამიმტვრია
- მეგონა დამირეკავდი.
- რატომ უნდა დამერეკა?
- თუნდაც იმიტომ,რომ დემეტრე აბაშიძე ვარ
- ვინ ხარ? - გოგონამ გაკვირვებით შეხედა
- არ იცი ვინ ვარ? - ბიჭს კი კიდევ უფრო დიდი გაკვირვება გამოესახა - დეიდა ეს ტიპი ვინაა? - პატარა ვაჟკაცმა სიტვავიაში გარკვევა ცადა - გააჩერე ბიჭო ენა!შენ ვინ გეკითხება? - გოგონა ჩუმად ბუზღუნებდა.ეგრედ წოდებულ დემეტრეს მათი დანახვისას გაეცინა - შენი დისშვილები არიან?
- ლოგიკურად - ბიჭუნა ისევ არ ჩერდებოდა - ეს ბიჭი მაშინებს,მგონია რომ მცემს
- საერთოდ არაა სასაცილო! - პატარა ქლაბატონმა ვერ მოითმინა ძმის დაცინვა - დეიდა წავიდეთ!
- კარგი წავიდეთ!
- მოიცა!შენი სახელი?
- არ იცი? - სესილიმ ისევე გაიკვირვა როგორც რამდენიმე წუთის წინ ბიჭმა - კიდევ შევხვდებით!

****

მეორე დილით თავის საშინელმა ტკივილმა,გაიღვიძა.ელოდა რომ სხეულიც ეტკინებოდა,ბოლოს და ბოლოს იატაკზე ეძინა,მაგრამ ასე არ იყო.არც იატაკზე იწვა და არც სხეული ტკიოდა.საწოლზე იწვა?სერიოზულად?გოგოებმა დააწვინეს საწოლში?შანსი არაა ეგენი ისე გადაუვლიდნენ არც შეიჩნევდნენ!აბა სადაა? - სალომეე?ლიზიი?ანაა? - თვალებ გაუხელად ყვიროდა და ნელ-ნელა ხმასაც უკლებდა - ვაუ გაიღვიძე ძვირფასო ცოლო? - რაააა?არა!არა და კიდევ ერთხელ არაა!ეს მე არ გამიკეთებიააა!



№1  offline წევრი nini :)

ოოოო... საინტერესო იყოოო.... ბოლოს დავინტრიგდიიი..... და იმედს ვიტოვებ გამადკვევ მალე რა ცოლოოოო... ძლივს დავამთავრე კითხვა ამ თავის.... სამუშაოზე ყოფნის დროს არ გაცლიან წაკითხვას ნორმალურად... არადა კიდევ მინდოდა გაგრძელებაააა... მართლა საინტერესო იყოოო... ველოდები რომ მალე დადებ შემდეგ თავს....

 


№2  offline წევრი annalisa

nini :)
ოოოო... საინტერესო იყოოო.... ბოლოს დავინტრიგდიიი..... და იმედს ვიტოვებ გამადკვევ მალე რა ცოლოოოო... ძლივს დავამთავრე კითხვა ამ თავის.... სამუშაოზე ყოფნის დროს არ გაცლიან წაკითხვას ნორმალურად... არადა კიდევ მინდოდა გაგრძელებაააა... მართლა საინტერესო იყოოო... ველოდები რომ მალე დადებ შემდეგ თავს....

მადლობა ვეცდები მალე დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent