შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში


11-06-2017, 14:45
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 537

თავი 2

ხუთშაბათი სამი საათი, ყველანი სასაფლაოზე შევიკრიბეთ, შავებში ჩაცმული ჩემთვის უცხო ადამიანები, მამას კოლეგები, მეგობრები და პარტნიორები, ყველა დაღვრემილი სახით დასცქეროდა რობერტის კუბოს, გარდა ერთისა, შუახნის მამაკაცი ენტონი გრინი მის სახეზე რაღაც აუხსნელი ემოცია იკითხებოდა, პასტორმა პარაკლისი ჩაატარა, შემდეგ დედას შეხედა და სიტყვის წარმოთქმა სთხოვა, თუმცა ჰელენმა თავი შეიკავა
-რობერტი ჩემი მეორე ნახევარი იყო, თუმცა ის ყველაზე დიდ სიამაყედ და მიღწევად ჩვენს ქალიშვილს თვლიდა ამიტომ უკანასკნელ გზაზე მიმავალს გამოსათხოვარ სიტყვას დიანა ეტყვის -დედის ამ სიტყვებმა სიამაყითა და სითბოთი ამივსო გული, პასტორმა წინ გამოსვლა მთხოვა, უცებ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა იქ მყოფმა საზოგადოებამ კუბოს მოაშორა თვალი და მე დამიწყო ყურება, ამ დროს რობერტი გამახსენდა, გამახსენდა თუ როგორ მამხნევებდა და ჩემი ყველა შიში გაქრა
-პირველ რიგში აქ მყოფებს მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, მადლობელი ვარ რომ მამაჩემი დააფასეთ. რობერტი მარტო მამა არ იყო, ის კაცი იყო რომელმაც ყველაფერი მომცა, ის ადამიანი იყო რომელიც გამუდმებით ჩემს გვერდით იდგა, 24 წლის წინ რობერტსა და ჰელენს რომ არ შევხვედროდი ახლა არ ვიცი სად ვიქნებოდი, რობერტმა მე ყველაფერი მომცა, ყველა ოცნება ამისრულა და ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა. მამა დამიჯერე იმედს არასდროს გაგიცრუებ, ისეთს არაფერს ჩავიდენ რაც შენს სახელს ჩრდილს მიაყენებს, არ ვიცი ცხოვრება უშენოდ როგორ განვაგრძო, თუმცა ძალებს შენ მაძლევ მიყვარხარ და ყოველ წამს მენატრები -მე ცრემლი შევიმშრალე, დავიხარე, მუჭით მიწა ავიღე და კუბოს დავაყარე. ეს ძალიან მტკივნეული იყო ეს დასარული იყო, ამის შემდეგ რობერტის გარეშე უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება და გამემართლებინა მისი იმიედები. სასფლაოზე მყოფები მიმოიფანტნენ, მე მესაფლავებს რამდენიმე განკარგულება მივეც და მანქანისკენ გავემართე სადაც დავინახე როგორ ესაუბრებოდა ენტონი გრინი დედაჩემს და ჩემი მისვლისთანავე გაჩუმდნენ, მე არ მიკითხავს ჰელენისთვის არაფერი რადგან შესაფერისი მომენტი არ იყო. სახლში მისვლისთანავე შხაპი მივიღე და საწოლზე წამოწოლი ჭერს ვუყურებდი, როცა გავიგონე თუ როგორ გვეწვია ვიღაც, მე ამაზე ყურადღების გამახვილებას არ ვაპირებდი, თუმცა კევინი მოვიდა და მითხრა რომ ადვოკატი ანდერძის წასაკითხად გვეწვია, მეც მაშინვე დაბლა ჩავედი.
-რადგან ყველანი აქ ხართ დავიწყოთ -ადვოკატმა პორთფელი გახსნა, დალუქული კონვერტი გვაჩვენე შემდეგ ისიც გახსნა და კითხვა დაიწყო,ის მამის უკნასკნელ სურვილს გვიკითხავდა -მე რობერტ ჯონსი სრულ ჭკუაზე მყოფი ჩემი ნებით ვიღებ გადაწყვეტილებას და მთელს ჩემს ქონებას ვუტოვებ ჩემს შვილს, ვიცი რომ ის იმედს არასდროს გამიცრუებს და ოჯახზე ყოვეთვის იზრუნებს -ამ სიტყვების გაგონებაზე კევინი წელში გაიმართა, ის იყო სიხარულით ხტუნვას დაიწყებდა, მაგრამ,ადვოკატმა კითხვა განაგრძო -ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე რაც პირველად ავიყვანე ჩემი პატარა ხელში, მიუხედავად იმისა რომ მე და ჰელენს არ მოგვივლენია ის ამ ქვეყნად, თუმცა ის მაინც ჩემი შვილია, ის ჩემი სულის ნაწილია, ასე რომ დიანა ქეროლ ჯონს მე მამაშენი რობერტ ჯონსი გიტოვებ ყველაფერს რაც კი ჯონსებს შეუქმნია გაუფრთხილდი და მართე ისე როგორც საჭიროდ ჩათვლი, მე საკუთარ სიცოცხლესაც დაუფიქრებლად განდობდი ასე რომ იმედი არ გამიცრუო ჩემო პრინცესა და ჩემი ხსოვნა არ შეურაცყო -ადვოკატმა ანდერძი უკან კონვერტში ჩადო და პორთფელში რაღაც საბუთების ძებნა დაიწყო
-ეს შეცდომა, მამა ამას არ იზამდა, როგორ შეეძლო რომ მთელი ქონება უცხო ადამიანისთვის დაეტოვებინა -კევინის სიბრაზეს საზღვარი არ ჰქონდა
-არავითარი შეცდომა ახალგაზრდავ, მისტერ ჯონსმა ეს სრულიად ჯანმრთელმა დაწერა ამას სამედიცინო ცნობებიც ადასტურებს -წყნარად მიმართა კევინს ადვოკატმა -ახლა კი დიანა ხელი მოაწერეთ საბუთებს რათა ყველაფერის თქვენს სახელზე გადმოფორმება შევძლო
-დედა თქვი რამე, ამას ნუ დაუშვებ, ნუ მისცემ ამ გოგოს ჯონსების მემკვიდრეობის დაპატრონების უფლებას -კევინი არ ცხრებოდა და ყვირილს განაგრძობდა
-მამაშენმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მეც იგივეს გავაკეთებდი კევინ დიანას შეუძლია ჩვენი კომპანის მართვა, ის ახლა ოჯახის უფროსია და მეტი პატივისცემა გმართებს -ამ სიტყვებმა კევინი სულ გააცოფა
-მისის ჯონს ეს წერილი თქვენთვის არის, რობერტმა მთხოვა მისი გადმოცემა - ადვოკატმა დედას ორი წერილი მისცა, ერთზე დედას სახელი ეწერა მეორეზე კი არაფერი, დედამ წერილი გახსნა და წაიკითხა
-„ჰელენ ჩემო ძვირფასო მაპატიე რომ მარტო დაგტოვე და შენ მოგიწევს ყველაფერის გაკეთება, მეორე წერილი იცი როდის უნდა მისცე მას, ეცადე მან არ შეგვიძულოს“ -მხოლოდ ეს ეწერა წერილში.მე ადვოკატის მიერ მოცემულ საბუთებს ხელი მოვაწერე და უკან დავუბრუნე
-დიანა ორ დღეში ისევ მოვალ და დანარჩენ საბუთებს მოგიტან, მანამდე კი ეს კონვერტი გამომართვი აქ მამაშენის სეიფისა და დახურული უჯრების კოდებია, სახლში და კომპანიაში -მე კონვერტი ავიღე და ადვოკატი კარამდე მივაცილე, როდესაც უკან მისაღებსი დავბრუნდი, ჩემი საყვარელი ძმის თვალებში სიძულვილი დავინახე, ის მე სიძულვილით მიყურებდა
-ვერ ვიჯერებ რომ მამამ ყველაფერი შენ დაგიტოვა, იმედია კმაყოფილი ხარ. მიიღე ის რაც ამდენი წელია გინდა, მამას ფული ახლა შენია, ახლა არ მოგიწევს თავის მოჩვნება რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ
-კევინ ამ საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ, დედა მე ჩემს ოთახში ვიქნები თუ დაგჭირდები -მე საძინებელში ავედი, საწოლზე წამოვწექი და ჭერზე ყურება განვაგრძე, ვცდილობდი ჩემი აფორიაქებული გონება დამემშვიდებინა. ჩვენი საშინელი კამათის შემდეგ დედა მამას კაბინეტში შევიდა და ადვოკატს დაურეკა
-საღამო მშვიდობისა მისის ჯონს, ასე გვიან რატომ რეკავთ? -კითხა ზარით გაკვირვებულმა ადვოკატმა
-ქონების გადაფორმების თაობაზე გირეკავთ
-რაიმე პრობლემაა?
-არა მინდა რომ ხვალ დილით ყველა საბუთი მზად იყოს, ხვალ უკვე დიანა უნდა იყოს ყველაფრის მესაკუთრე
-როგორც გნებავთ მაგრამ იქნებ მითხრათ აჩქარების მიზეზი
-ფულს საქმის კეთებაში გიხდი და არა კითხვების დასმაში
-კარგით მისის ჯონს ხვალ დილით შევხვდებით -დილით ადრე გამეღვიძა ამიტომ სავარჯიშოდ წასვლა გადავწყვიტე, დაბლა ჩამოსულს კი სიურპრიზი დამხვდა
-დიანა კარგია რომ უკვე გღვიძავს, ადვოკატმა ყველა საბუთი მოამზადა
-დილა მშვიდობისა დედა, მეგონა საბუთები ორ დღეში იქნებოდა მზად
-მისის ჯონსმა დაჩქარება მთხოვა -ადვოკატის სიტყვებმა ცოტა გამაკვირვა თუმცა საბუთებზე ხელის მოწერის გადადების აზრს ვერ ვხედავდი
-კარგით მოდით მამას კაბინეტში შევიდეთ -კაბინეტში შევედით, ადვოკატმა პორთფელიდან საბუთების დიდი დასტა ამოიღო, მე კი ყველა მათგანს მოვაწერე ხელი
-გილოცავთ მის დიანა ახლა თქვენ ჯონსების მთელი იმპერია გეკუთვნით
-ადვოკატი მართალია გუშინ შენ ჩემი პატარა პრინცესა იყავი ახლა კი დედოფალი ხარ -ჰელენი ნაზად მომეხვია
-კარგი დედა მე საბუთებს შევინახავ შენ კი ადვოკატი გააცილე- ჰელენი ადვოკატს კარამდე გაჰყვა, მე ყველა საბუთი შევინახე სეიფში და ის იყო სეიფის კარი უნდა დამეკეტა რომ შემოსასვლელიდან ხმაური გავიგონე, კაბინეტის კარი ფრთხილად გამოვაღე და დავინახე როგორ უყვიროდა ჰელენი ენტონი გრინს
-ჰელენ მე და რობერტს გარიგება გვქონდა, შენს გოგოს მოუწევს ამაზე დათანხმება -მკაცრად ამბობდა ენტონი
-გარიგება რობერტთან გქონდა ის კი ახალი ორლეანის სასაფლაოზეა, შეგიძლია იქ წახვიდე და გააპროტესტო
-ამას არ გირჩევ, მე თუ დამიპირისპირდები დიანა ვერასდროს გახდება ჯონსების იმპერიის მმართველი
-დააგვიანე ენტონი რამდენიმე წუთისწინ მთელი ქონება დიანას გადავუფორმე -ამ სიტყვებმა ენტონი წყობილებიდან გამოიყვანა
-ამას განანებ ჰელენ ჯონს, ჩემი სიტყვები კარგად დაიმახსოვრე -მუქარა ბოლო წვეთი იყო მე კაბინეტიდან გამოვედი
-დედა აქ რა ხდება?
-მიდი ჰელენ უთხარი შენს შვილს რა ხდება აქ
-დიანა არაფერია ყველაფერი რიგზეა ენტონი უკვე მიდის
-არა არსად არ მივდივარ, დიანა დროა შენი სათაყვანებელი მშობლების შესახებ სიმართლე გაიგო
-ჰელენ რაზე საუბრობს ეს კაცი? -მე გამაოცა ენტონის სიტყვებმა
-ჩემო ძვირფასო გულუბრყვილო დიანა, წლების წინ როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყავი მამაშენმა ჩემთან გარიგება დადო, ამ გარიგების თანახმად მე მას ფინანსურად დავეხმარე, სანაცვლოდ კი ის დამპირდა რომ შენ ჩემს შვილზე დაქორწინდებოდი
-ეს სიგიჟეა რობერტი ამას არ იზამდა
-სწორედაც რომ ასე მოიქცა, იმისათვის რომ მე კანონიერად შევძლო ჯონსების ბიზნესთან თანამშრომლობა შენ ჩემს შვილს უნდა გაჰყვე ცოლად -მკაცრად და გადაჭრით წამომიყენა ულტიმატუმი კაცმა რომელიც ორი დღის წინ გავიცანი
-ვწუხვარ ბებერო მაგრამ მე საქონელი არ ვარ და არ ვიყიდები ასე რომ გაეთრიე ჩემი სახლიდან
-ფრთხილადა დიანა ეს ასე არ დამთავრდება -ენტონიმ ეს სიტყვები თქვა და წავიდა, მე თავზარდაცემული ვიყავი მომხდარით
-დედა რაც იმ კაცმა თქვა სიმართლეა? -ჰელენს ცრემლები წამოუვიდა
-მაპატიე დიანა, ეს არ უნდა დამეშვა მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გთხოვ მაპატიე შვილო
-რა გაპატიო დედა ის რომ საქონელივით მიმიყიდეთ ვიღაც მაფიოზს რათა მდიდრულად გვეცხოვრა -ამ საუბარს შორიდან კევინი უსმენდა
-რას იზამ დაიკო სიმდიდრე გინდოდა ჰოდა ახლა საფასურის გადახდა მოგიწევს -ირონიულად გამიღიმა ძმამ
-ჩემთვის ფული პრიორიტეტი არასდროს იყო
-ვაშინგტონში მაგიტომ გაიქეცი სასწავლებლად? -კევინი არ ჩუმდებოდა, განაგრძობდა ჩემს გაბრაზებას
-ვაშინგტონში იმიტომ ვისწავლე რომ ეს რობერტს სურდა, ჩემი ერთადერთი სურვილი ფრანგულ კვარტალში არსებულ სამხატვრო აკადემიაში სწავლა იყო
-ორივემ შეწყვიტეთ. დიანა არავინ გაიძულებს გათხოვებას ეს შენი გადასწყვეტია, თუმცა მინდა რაღაც მოგცე -ჰელენი კაბინეტში შევიდა იქედან კი კონვერტით დაბრუნდა, იმ კონვერტით რომელიც ადვოკატმა გადასცა -მამაშენს უნდოდა რომ ეს შენთვის მომეცა
-მე წერილი გამოვართვი და კაბინეტში განვმარტოვდი, წერილი გავხსენი და კითხვა დავიწყე „ძვირფასო დიანა არ ვიცი საიდან დავიწყო, ალბათ პირველ რიგში პატიება უნდა გთხოვო იმ გარიგების გამო რომელიც ენტონი გრინთან დავდე. არ ვიცი შეძლებ თუ არა რომ მაპატიო მაგრამ უნდა გამიგო ჩვენი კომპანია გაკოტრების ზღვარზე იყო მე ფული მჭირდებოდა ამ დროს კი ენტონი გამოჩნდა შემოთვაზებით, თავიდან მას სურდა რომ ჩვენი კომპანიის აქციები ეყიდა თუმცა ეს კანონიერი გზით არ გამოვიდა ამიტომ შემომთავაზა შენი და მისი შვილის დაოჯახება, მე სხვა გამოსავალი არ მქონდა, შენი და შენი ძმის მომავალზე ვფიქრობდი. დიანა ერთი წამითაც არ გაიფიქრო რომ მთელი ქონება მხოლოდ გარიგების გამო დაგიტოვე, ქონება იმიტომ დაგიტოვე რომ ვიცი შეძლებ ჩვენი კომპანიის მართვას, შენი ძმა სუსტია მას ვერ ვანდობდი ასეთ რთულ საქმეს. დიანა შეგიძლია ამ გარიგებაზე უარი თქვა მაგრამ დაიმახსოვრე ენტონი გრინი ძალიან საშიში კაცია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჩემო პრინცესა მე შენ ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ შენით ამიტომ გთხოვ არ შემიძულო ჩემი შეცდომის გამო“. მამის წერილმა ამ გარიგებას ნათელი მოჰფინა თუმცა მისი საქციელის გამართლება აქ ნამდვილად ვერ დავინახე. წერილი დავხიე და კაბინეტიდან გამოვედი კართან ჰელენი და კევინი მელოდებოდნენ
-აბა ახლა რას აპირებ დიანა? -წყნარად მკითხა ჰელენმა
-გარიგება არ შედგება, მე მხოლოდ შემიძლია ენტონის ის ფული დავუბრუნო რომელიც გვასესხა და ამით მორჩება
-დარწმუნებული ხარ რომ ენტონი გრინის გადაგდება ღირს? -ცოტათი აღელვებულმა მკითხა კევინმა
-მე არ ვაპირებ გარიგებით გათხოვებას ეს საკითხო დახურულია, ახლა კი თქვენის ნებართვით სავარჯიშოდ წავალ -მე სავარჯიშოდ გავემართე, თუმცა არ ვიცოდი წინ რა მელოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent