შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში


8-06-2017, 14:15
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 883

შესავალი

24 წლის წინ, ახალი ორლეანი, ობოლთა თავშესაფარი
-მისტერ და მისის ჯონს გამომყევით გთხოვთ -თავშესაფრის თანამშრომელი წინ წაუძღვა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს. მათ გაიარეს რამდენიმე კარი და მყუდრო ოთახში შევიდნენ, ეს თავშესაფრის ხელმძღვანელის კაბინეტი იყო
-დიდხანს მოგვიწევს ლოდინი -მოუთმენლობისგან იკითხა მისის ჯონსმა
-არა ქალბატონო ხელმძღვანელი ახლავე მოვა -თავაზიანათ უპასუხა თანამშრომელმა. რამდენიმე წუთი წყვილისთვის რამდენიმე წლად გადაიქცა თუმცა ლოდინი ამად ღირდა, კაბინეტში ხელმძღვანელი შემოვიდა ხელში ახალშობილი გოგონა ეჭირა, ბავშვი მისის ჯონსის მკლავებზე დააწვინა და მისტერ ჯონსს მიულოცა
-გილოცავთ მისტერ ჯონს თქვენ ახლა მამა გახდით -გახარებულმა წყვილმა თავშესაფარი დატოვა და სასწრაფოდ გაეშურა სახლისაკენ.
24 წლის წინ იმ დღეს ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, მე დიანა ქეროლ ჯონსი ვარ, ჰელენ და რობერტ ჯონსებმა ჩემი ცხოვრება გადაარჩინეს მათ ყველაფერი მომცეს რაზეც კი მიოცნებია. ჩემი მშობლები ახალ ორლეანში დიდი ხანია ცხოვრობენ, ჯონსების რამდენიმე თაობა გაიზარდა ჩვენს სახლში, მამაჩემს საკუთარი საკრუიზო კომპანი აქვს Jones Cruise Industry. ჰელენმა და რობერტმა ოჯახი მომცეს, ის რაზეც ყველა ობოლი ბავშვი ოცნებობს, ჩვენ ერთი დიდი ბედნიერი ოჯახი ვართ, მე მამაჩემი, დედაჩემი და ჩემი ძმა კევინი. მე მამის გულის მოსაგებად ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლა დავამთავრე, რათა საბოლოოდ საოჯახო კომპანიას ჩავდგომოდი სათავეში. როდესაც სწავლა დავიწყე ვერ წარმოვიდგენდი რომ იმაზე ადრე ჩავუდგებოდი კომპანიას სათავეში ვიდრე მოველოდი, თუმცა არავინ იცის ბედი რას უმზადებს. ერთმა საშინელმა დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა, ჩემი ოჯახი შეცვალა, სიბნელეში დამალული სააშკარაოზე გამოიტანა.



თავი 1

ვაშინგტონი, დილის 10 საათი. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა
-დედა მოხდა რამე ასე ადრე რატომ მირეკავ? - ადრიანი ზარით გაოცებულმა ვკითხე დედას
-დიანა სახლში როდის ბრუნდები? -ჰელენის ხმაში რაღაც უცნაური ვიგრძენი
-რამდენიმე საათში გამოვფრინდები, დღეს მხოლოდ ერთი რეისია ახალ ორლეანის მიმართულებით და ისიც სამ საათზე, მოხდა რამე?
-დიანა მოემზადე, ჩვენი კერძო თვითმფრინავი გამოვგზავნე, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდი სახლში
-დედა ასეთი საჩქარო რა არის? -მისმა სიტყვებმა ძალიან ამაღელვა
-დრო მოვიდა ოჯახის გვერდით იყო -ჰელენმა ტელეფონი დაკიდა. მე სასწრაფოდ ავდექი საწოლიდან, ბარგი ჩავალაგე და აეროპორტში წავედი, თვითმფრინავი უკვე მელოდებოდა აფრენიდან რამდენიმე საათში უკვე სახლის შესასვლელში ვიდექი. ჩემი სახლის წინ პოლიციის მანქანა იდგა, სახლში კი უამრავი უცხო ადამიანი ირეოდა, მე სასწარფოდ გადმოვედი მანქანიდა და სახლში შევირბინე
-დედა ჩამოვედი - წინადადება არ მქონდა დასრულებული როდესაც მისაღებ ოთახში ატირებული ჰელენ ჯონსი დავინახე, ქალი რომლის თვალზეც აქმდე ცრემლი არ მინახავს -დედა რა მოხდა?
-საშინელება მოხდა ჩემო გოგონა -ჰელენმა წინადადების დასრულება ვერ შეძლო
-მამა აღარ არის -ზურგს უკან კევინის ხმა გავიგე, ამ სიტყვებმა თავზარი დამცა, მოულოდნელად თავბრუ დამეხვა და იქვე სავარძელს დავეყრდენი, კევინი სასწრაფოდ მოვიდა ჩემთან და მაგრად მომეხვია
-კევინ რას ნიშნავს მამა აღარ არის?
-დიანა მამას ცხედარი ამ დილით იპოვნა პოლიციმა
-რა მოუვიდა მამჩემს ვინმე ამიხსნის -იმდენად ხმამაღლა დავიყვირე რომ სახლში მყოფი ყველა ადამიანი მე მომაჩერდა, უეცრად ჩემთვის სრულიად უცხო შუახნის მამაკაცი მომიახლოვდა
-შვილო მე მამაშენის მეგობარი ენტონი გრინი ვარ, მოდი სამზარეულოში გავიდეთ და ყველაფერს აგიხსნი - უცხო მამაკაცი წინ გამიძღვა, სამზარეულოში სულ მარტოები ვიდექით, ენტონი მომახლოვდა მხარზე ხელი დამადო და მითხრა
-დიანა მამაშენი პორტში მოკლული იპოვნეს, პოლიცია ვარაუდობს რომ ეს ძარცვა იყო
-ეს შეუძლებელია სერ, მამაჩემი დაცვის გარეშე არსად დადიოდა
-დიანა მესმის რომ ახლა შოკირებული ხართ, რობერტი ჩემი მეგობარი იყო და მეც ძალიან განვიცდი მის უდროო წასვლას მაგრამ ახლა ოჯახს ჭირდები მათ გვერდით უნდა იყო -მე უსიტყვოდ შემოვბრუნდი და მისაღებში დავბრუნდი, იქ კვლავ უამრავი ხალხი ირეოდა, ყველას თავისი ვერსია და მოსაზრება გააჩნდა რობერტის სიკვდილთან დაკავშირებით და ამას ისე განიხილავდნენ თითქოს ჩვენ იქ არც კი ვიყავით. სტუმართა ამ საქციელმა მოთმინება დამაკარგვინა
-ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის მაგრამ აჯობებს წახვიდეთ
-დიანა შვილო არ გინდა ისინი ... -ჰელენს არ დავასრულებინე წინადადება
-ნახვამდის, ახლა მე და ჩემს ოჯახს მარტო გვირჩევნია ყოფნა -სტუმრები უსიტყვოდ გაემართნენ კარისაკენ, მხოლოდ ის შუა ხნის მამაკაცი მივიდა დედასთან
-ჰელენ ვწუხვარ რობერტის გამო მაგრამ შენი იცი რაც უნდა გააკეთო, ყველასთვის ასე აჯობებს -დედამ თავი დაუქნია და მანაც დაგვტოვა
-დედა რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს? მამს წუხელ ვესაუბრე და ვერ ვიჯერებ რომ აღარ არის
-დიანა შენ აქ არ იყავი ასე რომ არაფერი იცი -აგრესიულად მითხრა კევინმა
-რას გულისხმობ კევინ? შენ კარგად იცი რომ ვაშინგტონში სწავალა მამას იდეა იყო
-ჰო სანამ შენ ვაშინგტონში ერთობოდი მამა მოკლეს
-კევინ ახალვე მოუხადე ბოდიში შენს დას -დედა კევინის სიტყვებმა ძალიან გააბრაზა
-არ ვაპირებ, ის ჩვენი ოჯახის წევრიც კი არ არის, უბრალოდ მამას ფულით ცხოვრება მოიწყო -კევინის სიტყვების გაგონებაზე თავი ვეღარ შევიკავე და სილა გავაწანი
-არ გაბედო ჩემთვის იმის თქმა რომ რობერტი არ მიყვარდა და რომ ის მამაჩემი არ არის
-ბავშვებო გეყოფათ, ახლა ისე როგორც არასდროს ერთად ყოფნა გვჭირდება -ჰელენის სიტყვების მიუხედავად კევინთან ერთად ერთ ოთახში გაჩერება არ შემეძლო ამიტომ სასწრაფოდ ჩემს საძინებელში ავედი. თუმცა ერთ ადგილას გაჩერება არ შემეძლო, კაცი რომელმაც ყველაფერი მომცა და რომელიც ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო აღარ არის. რობერტ ჯონსი ის მარტო მამა არ იყო ჩემთვის ის მეგობარი, მესაიდუმლე და დასაყრდენი იყო, ახლა კი ის წავიდა, რობერტი მკვდარია. ამაზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებდი, გამუდმებით ჩამესმოდა კევინის სიტყვები „მამა აღარ არის...ის ჩვენი ოჯახის წევრიც კი არ არის, უბრალოდ მამას ფულით ცხოვრება მოიწყო“ ეს მაგიჟებდა ძმა რომელზეც ბავშობიდან ვზრუნავ ოჯახის წევრად არ მთვლის, ეს ძალიან მტკივნეულია, კევინის სიტყვებმა უკურნებელი ჭრილობა მომაყენა პირდაპირ გულში და რაც უფრო მეტს ვფიქრობ მის სიტყვებზე მით უფრო მტკივნეული ხდება ეს ჭრილობა. ღრმა ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამომარკვია
-შემოდით, კარი ღიაა -კარი გაიღო და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, კარში ჩემი საუკეთესო მეგობარი ელის მილერი იდგა, ელისს ბავშვობიდან ვიცნობ ის ჩვენს მეზობლად ცხოვრობს, თუმცა დიდი ხანია არ მინახავს რადგან სასწავლებლად სხვადასხვა ქალაქში წავედით, თუმცა ახლა ის ჩემი ოთახის კართან დგას ეს დაუჯერებელი და სასიხარულო ამბავია -ელის მილერ ნუთუ მართლა შენ ხარ?
-რა თქმა უნდა მე ვარ დიანა, გეგონა ასეთ დროს მარტო დაგტოვებდი -ელისი მომიახლოვდა და მაგრად მომეხვია, სწორედ მაშინ ვიგრძენი რომ ნამდვილად სახლში ვარ -ვწუხვარ ძვირფასო ბიძია რობერტის გამო, მამამ როდესაც მითხრა ვერ დავიჯერე
-მეც ვერ ვიჯერებ ელის ის აღარ არის, მამამ სამუდამოდ დამტოვა, ის წავიდა და უამრავი პასუხისმგებლობა დამიტოვა
-გამაგრდი დიანა ახლა ძლიერი უნდა იყო რადგან სულ მალე ადვოკატების მთელი ბრბო შემოგეხვევა და მათთან გამკლავება მოგიწევს, დიანა ახლა შენ ხარ ოჯახის უფროსი, რობერტი შენ გენდობოდა და ოჯახს უნდა გაუფრთხილდე
-ელის არ ვიცი ეგ როგორ გავაკეთო, სულ რამდენიმე საათია რაც რობერტი აღარ არის და კევინმა უკვე გამომიცხადა რომ მისი ოჯახის წევრი არ ვარ
-ვერ ვიჯერებ, მაგ ყეყჩს ჩემგან მაგრად მოხვდება
-არ გინდა, ეხლა ერთადერთი რაზეც შემიძლია ფიქრი ეს მამაჩემის დაკრძალვა -მე და ელისს საუბარი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა, ტელეფონს დავხედე სრულიად უცხო ნომრიდან მირეკავდნენ, ეს ზარი იმის მანიშნებელი იყო რომ სვავები ახლოს არიან -გისმენთ
-დიანა ჯონსს ვესაუბრები ? -ოფიციალური ტონით მკითხა მოსაუბრებ
-დიახ დიანა ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე დამკრძალავი ბიუროდან გირეკავთ, უნდა მოხვიდეთ და ყველაფერზე შევთანხმდეთ, მისამართს შეტყობინებით მოგწერთ
-უკაცრავად ჩემი ნომერი საიდან გაიგეთ? -მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ ჩემს კითხვაზე პასუხი მივიღე
-კომპანიაში მომცეს, რობერტ ჯონსს პასუხისმგებელ პირად თქვენ ჰყავხართ დასახელებული
-გასაგებია, მალე ადგილზე ვიქნები
-ვინ იყო დიანა და ასეთ დროს სად გიბარებენ? -გაკვირვებულმა მკითხა ელისმა
-დამკრძალავ ბიუროში უნდა წავიდე
-რატომ შენ? ამას დეიდა ჰელენი არ უნდა აგვარებდეს? -კიდევ უფრო გაოცდა ელისი
-მამას პასუხისმგებელ პირად მე ვყავარ დასახელებული, ასე რომ მაპატიე სასწრაფოდ უნდა წავიდე
-კარგი ძვირფასო, საღამოს ისევ შემოგივლი -ელისს დავემშვიდობე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და მისაღებსი ჩავედი
-დიანა ასეთ დროს სად მიდიხარ? -დაღლილი ხმით მკითხა ჰელენმა
-დამკრძალავ ბიუროში, უკვე დროა დეტალები შევათანხმო
-დედასთვის არავის დაურეკავს, შენ საიდან მოიტანე რომ რამის მოგვარება გევალება? -გაბრაზებული ტონით მკითხა კევინმა
-კევინ არ გინდა, ახლა ამის დრო არ არის -წყნარად სცადა ჰელენმა კევინის დამშვიდება
-ყველაფერი რიგზეა დედა, მე იმიტომ ვაგვარებ დაკრძალვის საქმეებს რომ მამამ პასუხისმგებელ პირად მე დამასახელა
-ეს დიდხანს არ გაგრძელდება დიანა
-რას გულისხმობ კევინ? -გაოცებულმა შევხედე ძმას
-როცა მემკვიდრეობას მივიღებ ჩემი სახლიდა წასვლა მოგიწევს
-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ძვირფასო ძმაო -ირონიულად გავუღიმე კევინს
-საკითხავი რა არის? -გაოცებულმა შემომხედა კევინმა
-ის თუ ვის დაუტოვა რობერტმა ქონება -ეს ვთქვი შემოვბრნდი და სახლი დავტოვე, საკუთარ თავზე ვბრაზობდი რადგან ძმას ასეთი რამე ვუთხარ, თუმცა სიბრაზისთვის და ფიქრისთვის ბევრი დრო არ მქონდა რადგან დამკრძალავ ბიუროსთან ჟურნალისტების მთელი ბრბო მელოდა, ისინი სვავებივით დასტრიალებდნენ იქაურობას. მანქანიდან გადასვლისთანავე კითხები დამაყარეს
-მის ჯონს მამამ ქონება თქვენ დაგიტოვათ? რას აპირებთ მომავალში? კომპანიას სათავეში თქვენ ჩაუდგებით? -ამ კითხვების გამო მზად ვიყავი ჟურნალისტი მეცემა თუმცა დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა ისნი მომაცილეს
-მის ჯონს გმადლობთ რომ ასე სწრაფად მოხვედით -ღიმილითა და სევდიანი თვალებით მითხრა ჭაღარა მოხუცმა, რომელიც დამკრძალავ ბიუროს ხელმძღვანელობდა
-აბა რა საბუთებს უნდა მოვაწერო ხელი? -მე ყველაფრის დასრულება მეჩქარებოდა, მინდოდა სწარაფად დავბრუნებულიყავი სახლში. დამკრძალავ ბიუროში ყველაფერი მოვაგვარე, საბუთებს ხელი მოვაწერე ჩეკი გამოვწერე და დაკრძალვის დღე და საათი გავაფორმე, ეს ხუთშაბათს სამ საათზე მოხდება. დაკრძალვამდე დარჩენილი ორი დღის მანძილზე ყველაგნ ჟურნალისტები იყვნენ თავიანთი მომაბეზრებელი კითხვებით, მე მათთან გამკლავებით უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი, მეგონა რომ არასდროს დასრულდებოდა, თუმცა დაკრძალვის დღემ ამ სვავებისგან ყურადრება გადამატანინა. ხუთშაბათი იმაზე სწრაფად მოვიდა ვიდრე მოველოდი, 48 საათი ერთი წამივით სწრაფად გავიდა.



№1  offline წევრი BarBare))

ძალიან მაგარია heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent