შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალებით მოცული მკვლელობა(თავი 2)


11-06-2017, 20:23
ავტორი Deachkkaa
ნანახია 1 521

გაბრაზებულმა მუშტები შეკრა და მძიმედ დაიწყო სუნთქვა.უნდა დამშვიდებულიყო.სწრაფად მოაგროვა დოკუმენტები,ჩანთაში ჩააწყო და შენობა დატოვა.გეზი ლიზას სახლისაკენ აიღო.რატომღაც დარწმუნებულიი იყო,რომ იქ რაღაცას აუცილებლად აღმოაჩენდა.ვის შეეძლო ლიზას ასე წამებით მოკვლა?ან დაკავშირებულია თუ არა მისი ურთიერთობა სიკვდილთან?რატომ დაწერა,რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა და ამის გამო მრავალჯერ სცადა თვითმკვლელობა ან რატომ იყო ფურცლები დაყრილი და არა ერთ ადგილას დალაგებული ან დამალული?ერთი შეხედვით ადვილი ,მაგრამ რატომღაც ძალზედ ჩახლართული საქმე იყო.მანქანა სახლთან გააჩერა,ჯერ დაზვერა, ვინმე ხომ არ იყო ახლო მახლო,ფანარი ამოიღო და მანქანიდან გადავიდა.კართან სწრაფად მიირბინა და შეღება სცადა.რათქმაუნდა ჩაკეტილი იყო.როგორ ვერ მოიფიქრა უფროსისთვის გასაღები ეთხოვა.დაბალ ხმაზე ამოიოხრა და გადაწყვიტა სახლი გარედან შეეთვალიერებინა.სახლის წინ პატარა ეზო იყო,სადაც წვრილი ბილიკი მიიკლაკნებოდა.მის ჩამოყოლებაზე კი სხვადასხვა ჯიშის ვარდები დაერგათ.სახლს სულ 9ფანჯარა ჰქონდა .ორი-წინ,ორ-ორი -მარჯვენა და მარცხენა კედლებზე იყო განთავსებული,დანარჩენი სამი კი მეორე სართულზე.ფანჯრებს სათითაოდ აკვირდებოდა და ცდილობდა რამე ხელჩასაჭიდი ეპოვა.მთელი ამ დროის განმავლობაში ინას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა.კიდევ ერთხელ დაზვერა ადგილი,მაგრამ გონებაში ერთხელაც არ გაუფიქრებია,რომ შესაძლოა ვინმეს ლიზას სახლიდან ეთვალთვალა.გადაწყვიტა შორიახლოს მსხდომ მოხუც წყვილთან მისვლა და რამდენიმე კითხვის დასმა
-გამარჯობა,მე დეტექტივი კირვალიძე ვარ.იცნობდით იმ სახლში მცხოვრებ გოგონას?-ხელი სახლისაკენ გაიშვირა და გაიღიმა.
-ვის?-გაკვირვებულმა იკითხა მოხუცმა კაცმა
-ნუგო იმ გოგოზე გვეუბნება სახლის დალაგებაში,რომ დამეხმარა -მიუბრუნდა ქმარს
-აა ხო ,გამახსენდა-ნიკაპზე ხელი მოისვა და ინას ახედა-მოხდა რამე?
-არგაგიგიათ?-გაუკვირდა ინას-დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
-რასამბობ-შეიცხადა ქალმა და პირზე ხელები აიფარა
-დაწყნარდი ნანა-მიბრუნდა ცოლს კაცი და მხარზე ხელი მოუთათუნა.-გოგონა თქვენი სახელი?
-ინა
-მისმინე ინა.სიმართლე გითხრა ლიზას კარგად არ ვიცნობდით
-ერთი-ორჯერ დამეხმარა სახლის დალაგებაში და ეზოს დასუფთავებაში-მხარი აუბა ნანამ
-კარგიით-ამოიოხრა გოგონამ-რამე უჩვეულო ხომ არ შეგიმჩნევიათ ამ დღეებში?
მოხუცები რამდენიმე წუთით ჩაფიქრდნენ-გამახსენდა-საკუთარი თავით კმაყოფილმა წამოიძახა ნუგზარიმ.-გუშინ მე და ნანა ქუჩაში ვსეირნობდით როცა ჩხუბის ხმა შემოგვესმა.ლიზა მგონი თავის მეგობარს ეჩხუბებოდა.რაერქვა იმგოგოს ნანა? აი ის თმაწითელი,ბოლოპერიოდში ხშირად რომ ვხედავდით.
-რაღაც ჯ...-თვალები მოჭუტა და ჩაფიქრდა -მგონი ჯუნა თუ ჯინა ერქვა.ზუსტად არმახსოვს.
ინას სახელი ყურში ცუდად მოხვდა.რატომღაც გონებაში თავისი ბიძაშვილის სახე წარმოუდგა.გამორიცხულია ის ყოფილიყო.მაგრამ რატომაც არა?დილით ჯინამ დაურეკა და დაშორების შესახებ უამბო.ლიზას ცოლიან კაცთან ჰქონდა რომანი.უცებ ინას გონება გაუნათდა.რატომღაც ამყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებდა.რატომ უნდა ყოფილიყო დამთხვევა?გვიანი რომ არიყოს ახლავე წავიდოდა ჯინასთან და ყველაფერს ჰკითხავდა.
-კიდევ სტუმრობდა ერთი კაცი.ბოლო პერიოდში ხშირად მოდიოდა-განაგრძო ნანამ
-სახელი ხომ არიცით? ან გარეგნულად როგორი იყო?
-სახელი არა,მაგრამ საშუალო სიმაღლის სრული კაცი იყო.იქნებოდა სადღაც 40 წელს მიღწეული.მეტი რაგითხრათ შვილო,რასგაუგებ ამ ახალგაზრდებს ხან ერთი ჰყავთ ხან მეორე-მხრები აიჩეჩა მოხუცმა.
-კარგით.დიდი მადლობა დახმარებისთვის-წყვილს გამოემშვიდობა,მანქანაში სწრაფად ჩაჯდა და სახლისაკენ აიღო გეზი.რა ექნა? დაერეკა ბურდულისთვის და ეთქვა რაც გაიგო? იქნებ არღირდა?სჯობდა თვითონ გაერკვია ყველაფერი.არავის დახმარება არ სჭირდებოდა.
დილით უჩვეულოდ ადრე გაეღვიძა.საათის ისრები ჯერ მხოლოდ ექვს საათს უჩვენებდა.ძილის შებრუნება სცადა მაგრამ ვერაფრით გამოუვიდა.ზანტად წამოიზლაზნა საწოლიდან,შხაპი მიიღო და გაემზადა.მაგიდაზე უწესრიგოდ მიყრილ დოკუმენტებს ჩააჩერდა და საქმეზე ფიქრი დაიწყო.ვინ უნდა ყოფილიყო კაცი,რომელიც ბოლო პერიოდში ლიზას ხშირად სტუმრობდა?ჰქონდა თუ არა კავშირი ჯინას ლიზასთან?სწრაფად სწვდა ინა ტელეფონს,კონტაქტებში ჯინას ნომერი მოძებნა და დაურეკა.გადიოდა ერთი,ორი,სამი ზარი მაგრამ ტელეფონს არავინ იღებდა.კიდევ ერთხელ სცადა გადარეკვა,მაგრამ ისევ უშედეგოდ.გაბრაზებულმა ამოიფრუტუნა ,გასაღები აიღო და ბიუროში წავიდა.
-ინა?-მანქანიდან გადმოსვლისას მოესმა ლუკას ხმა.გოგონა შეტრიალდა და მას მიაშტერდა.-ასეთი ადრიანად რატომ მოხვედი?
-რაიყო არ შეიძლება?-გაბრაზებულმა მიახალა და შუბლი შეკრა
-არა,ისე -გაიცინა და კეფაზე ხელი მიიდო-წამოდი შევიდეთ.
შენობაში ერთად შევიდნენ,შემდეგ ლუკას გაახსენდა რომ მანქანა ჩასაკეტი დარჩა და ისევ უკან გაბრუნდა.მობეზრებულად აატრიალა ინამ თვალები და ლიფტში შევიდა.
-ლიფტი შეაჩერეთ-მოესმა ბურდულის ძახილი.ყურად არ იგდო და დაელოდა კარის დაკეტვას,მაგრამ ვიღაცის ფეხმა შეაკავა თითქმის დაკეტილი კარი.
-არიყო საჭირო-ირონიულად წარმოთქვა ბურდულმა და გოგონას გვერდით ამოუდგა.დაბნეულმა ხმაც ვერ ამოიღო და რაც შეეძლო მისგან შორს გაიწია.
-სართული?
-რა?
-რომელ სართულზე ადიხარ-ირონიიღ გაჟღენთილი ხმა მისწვდა გოგონას ყურთასმენას.
-მეხუთე სართულზე-ამოიღრინა და ხელები მომუშტა.რატომღაც ბურდულის გვერძე ინსტიქტურად ერთვებოდა თავდაცვის ფუნქცია.არა განა რამეს უშავებდა ბიჭი?ზედაც კი არ უყურებდა,მაგრამ ინას რაღაცნაირი გრძნობა ეუფლებოდა მის გვერდით,თვითონაც არ იცოდა როგორი.როგორც კი ლიფტი გაჩერდა მაშინვე გამოვარდა და უფროსის კაბინეტისაკენ აიღო გეზი.ფრთხილად დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ კაბინეტში შევიდა.
-გამარჯონა ბატონო დავით
-გამარჯობა ინა,რაშია საქმე?
-როგორც ვიცი მაჭავარიანის სახლის გასაღები თქვემ გაქვთ და თუშეიძლება მომეცით,რომ სახლი შევამოწმო.
-გასაღები?გუშინ მივეცი ლუკას.-ცხვირზე ხელი გაისვა
-ლუკას?-გაიოცა გოგონამ
-ხო.შენ არ გამოგზავნე?-წარბაწეულმა გახედა გოგონას
-ააა დიახ დიახ-ძალით გაიღიმა გოგონამ-სულ გადამავიწყდა.კარგით დაგტოვებთ მაშინ.-წამოდგა და კაბინეტი დატოვა.ლუკამ გამოართვა უფროსს გასაღები ინას სახელით?რატომ მოიქცა ასე?საეჭვოდ მოეჩვენა ინას ლუკას საქციელი.იქნებ ბურდულმა დაავალა? მაგრამ ლუკა ხომ ბურდულის თანაშემწე არ იყო და არ ჰქონდა ამის უფლება?ამ საქმეს საშინელი სუნი ასდიოდა.ტელეფონის ზარმა მოსწყვიტა ინა ფიქრებ.
-გისმენთ
-ინა ნიკა ვარ.
-ნიკა?
-ჯინას ნიკა
-რაგინდა?-იცოდა ნიკა მოკითხვისთვის არ დაურეკავდა
-შეგიძლია ჩვენთან მოხვიდე?
-არმცალია საქმე მაქვს
-ინა,არმინდა ტელეფონით გითხრა.უბრალოდ მოდი-ამოიოხრა ბიჭმა და შუბლი შეჭმუხნა
-კარგი-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ უპასუხა და გათიშა.ჯინამ უთხრა მე და ნიკა დავშორდითო.ახლა კი ნიკა იბარებდა მათთან შესახვედრად.რატომღაც გრძნობდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და ლიფტთან მდგომ ლუკასკენ წავიდა
-ლუკა ლიზას სახლის გასაღები შენ გაქვს?
-მე საიდან უნდა მქონდეს?-გაიოცა ბიჭმა
-დავითს ხომ გამოართვი?-შუბლი შეკრა გოგონამ და ბიჭს მიაჩერდა
-არაფერი გამომირთმევია მე-თავი გააქნია ლუკამ
-კარგი-დაეჭვებულმა შეხედა გოგონამ.თუ ლუკამ არ გამოართვა უფროსს გასაღები რატომ მოატყუა დავითმა?ან თუ არ მოატყუა დავითმა მაშინ რისთვის დასჭირდებოდა ლუკას ინას მოტყუება?როგორც უკვე ვთქვი ამ საქმეს ცუდი სუნი ასდიოდა.გადაწყვიტა ყველაფერი თვითონ გაერკვია და არავინ ჩაერია მის საქმეში.ჩანთას ხელი დასტაცა და შენობიდან გავიდა.მანქანის კარს აღება როდესაც ბურდულის ძახილი შემოესმა.
-ინა,მოიცადე!
მანქანასთან გაჩერდა გოგონა და ბიჭს დაელოდა.
-რა გინდა?
-ტელეფონის პაროლი გავიგეთ.მაგრამ იქ არაფერი დაგვხვდა.
-როგორ თუ არაფერი?
-პროგრამები წაშლილი იყო.როგორც ჩანს მკვლელმა ამაზეც იზრუნა-მხრები აიჩეჩა ალექსანდრემ
-გასაგებია-თავი დაუქნია და ჩაფიქრდა
-სად მიდიხარ?
-რა შენი საქმეა?
-შეგახსენო რომ საქმეს ერთად ვიძიებთ?-ჩვეულ ირონიას არ უღალატა ბიჭმა
-ლიზას სახლი უნდა დავათვალიერო
-გასაღები გაქვს?
-არა
-აბა როგორ აპირებ შესვლას?
-კარის გაღება მხოლოდ გასაღებით შეიძლება?-ხმაში ირონია გაურია.
ალექსანდრემ ტუჩის კუთხე ატეხა და დაუკითხავად ჩაჯდა მანქანაში.როდესაც უმოძრაოდ მყოფი ინა დაინახა მიაძახა
-ასე აპირებ დგომას?დრო არ იცდის ინა
სწრაფად გამოერკვა გოგონა.საჭეს მიუჯდა და ლიზას სახლისაკენ აიღო გეზი.
გზაში ხმა არცერთს ამოუღია.მანქანა სახლის წინ გააჩერა და გადმოვიდა.ჩანთა მხარზე მოიგდო,რომელშიც კვლევისთვის საჭირო ნივთები ელაგა.კარს მიუახლოვდა და რამდენიმე სწრაფი მოქმედებით მალევე გააღო.ამ დროის განმავლობაში ალექსანდრე ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი,თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ინას.
-პირველი სართულიდან დავიწყოთ.ყველაფერი შეამოწმე.იცოდე არაფერი გამოგეპაროს-თითი გამაფრთხილეებლად დაუქნია გოგონამ და სამზარეულოში შევიდა.რა შეიძლება აღმოეჩინა იქ? ალბათ არაფერი მაგრამ მაინც აუცილებელი იყო თითოეული ადგილის ძირფესვიანად შესწავლა.


***
ვიცი ვიცი,რომ პატარა თავია.რატომღაც ორი დღე მოვუნდი ამ პატარა ნაწილის დაწერას.არვიცი რატომ მაგრამ მიჭირს წერა.ყოველ წამს ვფიქრდები როგორ გავაგრძელო,ახალი რა შევმატო ისე რომ უინტერესო არ იყოს და იმედები არ გაგიცრუოთ.ფიქრებით სულ ადვილად ვხაზავ მაგრამ როდესაც წერას ვიწყებ მიჭირს თუნდაც იმ მოქმედებების და ემოციების გადმოცემა.ვიცი არაა საკმარისი და ყველანაირად ვეცდები გამოვასწორო.ასევე მადლობას გიხდით თითოეულს ვინც კითხულობთ და ერთ დადებით თუ უარყოფით კომენტარს(ჯერ არ შემხვედრია,მაგრამ მაინც ) იმეტებთ. დიდი სიყვარულით დეაჩკა <3



№1 სტუმარი Guest Liza

Kargi iyo martla, anu nayopi gamoigo shenma shromam:) shen ar idardo, dagelodebit rogorme, mtavaria ar miapuchecho da ase gaagrdzelo <3

 


№2 სტუმარი Guest ანი

ორივე თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა,კარგად წერ და რაც მთავარია საინტერესოდ .. ძალიან გთხოვ არ დაგვიგვიანო ხოლმე რა ^^

 


№3  offline წევრი Deachkkaa

Guest Liza
Kargi iyo martla, anu nayopi gamoigo shenma shromam:) shen ar idardo, dagelodebit rogorme, mtavaria ar miapuchecho da ase gaagrdzelo <3

ძალიან დიდი მადლობა <3 ყველანაირად ვედები კიდევ უფრო დავხვეწო წერა და უკეთესი გავხადო

Guest ანი
ორივე თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა,კარგად წერ და რაც მთავარია საინტერესოდ .. ძალიან გთხოვ არ დაგვიგვიანო ხოლმე რა ^^

დიდი მადლობა <3 ყველანაირად ვეცდები მალე დავდო ხოლმე ^^

 


№4 სტუმარი Guest Darkness

რამტომღაც მგონია რომ მკვლელი დავითია ...:დ რავიცი რავიცი ვნახოთ ...მალმალე მაინც დადე ხოლმე რა

 


№5  offline წევრი Deachkkaa

Guest Darkness
რამტომღაც მგონია რომ მკვლელი დავითია ...:დ რავიცი რავიცი ვნახოთ ...მალმალე მაინც დადე ხოლმე რა

კი ვეცდები ხშირად დავდო

 


№6  offline მოდერი sopiko

უფრო მეტად დაიხლართა სიტუაცია. სიამოვნებით ვკითხულობ მიუხედავად შეცდომებისა და ეს შენი პლუსია.
როცა სიტყვების, ასოების გაგრძელება გინდა, ნუ დაწერ კარგიიიი, ასე :დდ ცუდად ჩანს. დაწერე კარგი-ი-ი და კიდევ სხვაგანაც ასევე.
მკვლელი ვინ არის, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჯინა და ნიკა რომ რაღაცაში გარეულები არიან, ეს ჩემთვის ნათელია. ჩემი აზრით, ლუკას ბრალი არაფერია და ვიღაცამ მოუწყო. გასაღები სულ სხვა ადამიანს აქვს და ლიზას სახლშიც ჩვენს გამომძიებლებს რაღაც ახალი დახვდებათ.
გელი heart_eyes

 


№7  offline წევრი Deachkkaa

sopiko
უფრო მეტად დაიხლართა სიტუაცია. სიამოვნებით ვკითხულობ მიუხედავად შეცდომებისა და ეს შენი პლუსია.
როცა სიტყვების, ასოების გაგრძელება გინდა, ნუ დაწერ კარგიიიი, ასე :დდ ცუდად ჩანს. დაწერე კარგი-ი-ი და კიდევ სხვაგანაც ასევე.
მკვლელი ვინ არის, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჯინა და ნიკა რომ რაღაცაში გარეულები არიან, ეს ჩემთვის ნათელია. ჩემი აზრით, ლუკას ბრალი არაფერია და ვიღაცამ მოუწყო. გასაღები სულ სხვა ადამიანს აქვს და ლიზას სახლშიც ჩვენს გამომძიებლებს რაღაც ახალი დახვდებათ.
გელი heart_eyes

იმდენი ხანი ველოდი შენს კომენტარს ^^ მადლობა დიდი. აუცილებლად გავითვალისთინებ შენს რჩევას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent