შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ! (თავი 1)
ყველაფერი იდეალურად იყო, იდეალური სახლი, იდეალური უნივერსიტეტი, იდეალური მეგობრები, იდეალური კალათბურთის გუნდი, მაგრამ ახლა ყველაფერი იცვლება. მე და დედა ამ სახლს ვტოვებთ და სრულიად სხვა ქალაქში გადავდივართ საცხოვრებლად, ჩემს არ ვიცი როგორ ვთქვა ახალ მამიკოსთან?! ხო მგონი სწორი შესატყვისია. არც კი ვიცი ვინ არის ის კაცი.მხოლოდ ის ვიცი რომ პოლიციის უფროსი თუ ვიღაც მსგავსია. მოკლედ ჩემს ნივთებს უკანასკნელი ნივთებისგან ვცლი, და ყუთში ჩემს სიგელებს ორ მედალს და დაჩუტულ კალათბურთის ბურთს ვდებ რომელიც წლების წინ ვიყიდე და პურველად სწორად ამ ბურთით ვითამაშე კალათბურთი. დედაჩემი ოთახში შემოდის - ყველაფერი ჩაალაგე -მეკითხება ის -წასვლის დროა. ლუკა უკვე დიდი ხანია გველოდება. ხო მართლა ლუკა ჩემი ახალი მამიკოა. გარეთ გავდივარ. მანქანაში ვჯდები და ღვედს ვიკეთებ. ყურსასმენებში მუსაკას ბოლო ხმაზე ვრთავ და ფანჯრიდან ჩემს საყვარელ ადგილებს ვაყოლებს თვალს. რომელსაც ალბათ ვეღარასოდეს ან მინიმუმ უახლოეს მომავალში მაინც ვერ ვნახავ. როგორც იქნა რამდენიმე საათის შემდეგ მივაღწიეთ ერთ-ერთ ნორმალური ზომის სახლს რომლის წინაც მაღალი ცოტა კუნთა ჭაღარა შერეული მამაკაცი დგას. დედაჩემი მანქანიდა გადადის და ამ კაცს ეხუტება. რამდენიმე წამში მეც გადავდივარ მანქანიდან და შორიახლოს ვდგები. ახლაღა ვამჩნევ რომ წვიმს. -სალი მოდი აქ. გაიცანი ეს ლუკაა. -მეძახის დედაჩემი. -გამარჯობა ბატონო ლუკა- მორცხვად ვეუბნები. სახლი საშუალო ზომისა, გემოვნებიანადაა მოწყობილი მისაღებში დივანზე ვზივარ და ველოდები ფრაზას "სალი ეს შენი ოთახია შეგიძლია შეხვიდე და მოეწყო". მე კი ოთახიდან აღარასდროს გამოვიდოდი. თუმცა მექნება თუ არა ამ სახლში ჩემი ოთახი ისიც არ ვიცი. -სალომე წამოდი შვილო შენს ოთახს განახებ.-და მესმის სანატრელი სიტყვები.და ლუკა მეორე სართულზე ასასვლელ კიბისკენ მიძღვება. მეც მას მივყვები, ზევით 3 კარს ვხედავ. კედლებზე ვიღაც გოგოს და ბიჭის ფოტოებს. იმედი მაქვს ისინი მისი შვილები არ არიან და ამ სახლში არ ცხოვრობენ. -დერეფნის ბოლოს სააბაზანოა -მეუბნება ლუკა -ეს შენი ოთახია. -ერთ-ერთ კარზე მანიშნებს და იმ წამს ჩემი ოთახის წინ მდებარე კარი იღება და იქიდან ის ბიჭი გამოდის ვინც ფოტოებზეა აღბეჭდილი. -ეს ვინ არის ?!- ეკითხება ლუკას. -ეს შენი ახალი დაა სალი - პასუხობს ლუკა. -რას ქვია ჩემი ახალი და ?! მე ახლა უნდა ვიგებდე ამას გაბრაზებულმა ყვირილი დაიწყო. -აქამდე მომისმინე ?-ლუკაც ყვირის. - ახლა კი შეგიძლია უბრალოდ შეეგუო ამ ყველაფერს სანდრო გაბრაზებული გარბის გარეთ. - ნუ მიაქცევ ყურადღებას. შედი ოთახში მოეწყვე.მეუბნება ლუკა. მეც მეტი რა მინდა ოთახში შევდივარ სადაც საწოლი,გარდერობი, მაგიდა და დივანია ოთახის კედლები ზღვისფერია.მომწონს ეს ოთახი თუმცს ჩემს ძველ ოთახში მირჩევნია ყოფნა. ფანჯრიდან ვიხედები და ვიღაც გოგოს აშკარად მე მიყურებდ ალბათ თავისი ოთახის ფანჯრიდან. -გამარჯობა!- ამბობს ის. არც ისე შორსაა ჩვენი ოთახის ფანჯრები. -გამარჯობა!- ვპასუხობ მეც -მე ელენე მქვია შენ?- როგორც ჩანს მეცნობა ის. -მე სალი.-ვპასუხობ. ის კი რამდენიმე წუთში ჩემს ოთახში ჩნდება. მგონი ამ სახლს და აქ ყოფნასაც აქვს დადებითი მხარეები. ნუ ჯერჯერობით ასე ვფიქრობ. ოთახი ასეა თუ ისე დალაგებულია.ოთახში მარტო ვარ. შორტები და მაისური მაცვია როგორც ყოველთვის მეცვა ჩემს სახლში. კარზე კაკუნის შემდეგ ხმა ისმის -შეიძლება? -დიახ მობრძანდით ბატონო ლუკა -სალომე შვილო ჩამოდი დაბლა ვივახშმოთ -ახლავე ჩამოვალ. -ვეუბნები კაცს. ის გადის. რამდენიმე წამში სამზარეულო მაგიდის წინ ვჩნდები.ჭამას ვიწყებთ. კარები იღება. სახლში სანდრო შემოდის -ეს რა რამე ხუმრობაა?! -ბრაზით ამბობს ის. -შეგეძლო უბრალოდ საღამომშვიდობისა გეთქვა. ახლა კი უბრალოდ დაჯეი ჩვენთან ერთად ივახშმე. -ამბობს ლუკა და მის ხმაშიც იგრძნობა სიბრაზე. -არა გმადლობთ. არ მშია. გაგასთან ვჭამე უკვე. თქვენის ნებართვის ჩემს ოთახში ავალ. -ცინიზმით ამბობს და ოთახში ადის. -ღმერთო მაგაგიჟებს ეს ბავშვი. ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევა. -ამბობს ლუკა ის ჩემს გამოა ასეთი. მე რომ აქ არ გადმოვსულიყავი მის ცხოვრებაში არ შევჭრილიყავი ის ისევ ნოემალური იქნებოდა. თავს ვხრი და მზერა ჩემს თეფშზე გადამაქვს. ვფიქრონს არაფერზე აღარ ვიფიქრო. მადლობას ვიხდი ვახშმისთვის და ჩემს ოთახში ავდივარ. მისი ოთახის კარი ღიაა. ის მაიკის გარეშეა და კომპპიუტერით ვიღაც გოგოს ალბათ შეყვარებულს ელაპარაკება. ოთახში შევდივარ და საწოლზე ვწვები. მუსიკევს დაბალ ხმაზე ვრთავ და თვალებს ვხუჭავ. ------------------------------------------------------------------------------ იმედია მოგეწონებათ. ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.