ბიზნეს ვუმენი (თავი 5)
ალექსანდრეს თვალით: სალომე რომ მომწყდა და ვიღაცას ჩაეხუტა ტანში ერთიანად დამიარა ბრაზმა. მისი ესეთი ბედნიერი სახე ისეთი საშინელი დასანახი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ საკუათარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და იქამდე მივედი ლამის სალომეს ხელი დავავლე და ძალიათ მოვგლიჯე იმ ბიჭის მკლავებს, მან კი რა გააკეთა არც შემოუხედია ესე დამტოვა, ჩაჯდომისას კი ისე ჩაეხუტა იმ ბიჭის ლამის მოახჩო, ამაზე უფრო ავენთე და უკონტროლო, რომ არ გავმხდარიყავი იქაურობა მალევე დავტოვე. მთელი დღე მათი ჩახუტება არ ამომსვლის თვალიდან, ბოლოს გადავწყვიტე, რომ მასთან წავსულიყავი რესტორანში. მისვლისას არც კი შევუმჩნევივარ, შეკვეთა აიღო და წავიდა არაფერი უთქვამს ვიცი, რომ არ შეიძლება კლიენტს ესაუბრო, მაგრამ ესეთი საქციელი? მერე შეკვეთა სულ სხვა გოგონამ მომიტანა, სადღაც ოცი წლის იქნებოდა, მაგრამ თვალებით მანიშნა ყვლაფერი, ამან კი სულ გადამიყვანა ჭკუაზე ვიცოდი, რომ უკანა კართან თუ დავაყენედი მანქანას სალომე გამოსვლისას აუცილებლად შეგვამჩნევდა, მეც მეტი რა მინდოდა, ამიტომ გავყევი გოგონას უკან. მანქანაში რომ ჩავჯექით გოგონამ მაშინვე ჩემს კალთაში ჩახტა და კოცნა დამიწყო, მეც არ შემიშლია ხელი მაგრამ დიდად არ ავყოლილვარ სანამ სალომე არ დავინახე თუ როგორ გვიყურებდა აი მაშინ კი მეც ავყევი გოგონას და მასაც გაუტკბა, კვნესა დაიწყო. სალომე კი ჯერ გვიყურებდა მერე კი სიცილი დაიყო. იცინოდა? რა აცინებდა? მანქანას ისე მოუახლოვდა რომ თავს ძლივს იკავებდა, მაგრამ გოგოს კვნესა რომ გაიგო მაშინ აუტყდა ხარხარი, არც შემობრონებულა ისე გააჩერა ტაქსი და წავიდა. მალე გავიაზრე რომ დიდ სისულელეს ვაკეთებდი გოგოსათვის რომელსაც არც კი უეჭვიანია ან გაბრაზენულა, ამიტომ გოგონა მალევე გადავსვი მანქანიდან და სახლისკენ დავიძარი, როდესაც რაღავ ძალიან ცუდი შეგძნება დამეუფლა და ადგილზე გამყინა. სიცივე და სიმძიმე გიძენი ამიტომ მანქანა მოვავბრუნე და სალომეს სახლისენ გაურკვევლად დავიწყე სვლა არ ვიცი როგორ მიხვდი რომ ეს სიცივე მისგან მოდიოდა, ის საშინელი ტკივილი რომელიც კვეთდა მის სხეულს და აკანკალებული უცდიდა ვინმეს. ვინმსე ვინც დაეხმარებოდა. სალომეს სადარბზოსთა ნ რომ გავაჩერე იქვე მივიხედ-მოვიხედე და ადგილზე გავშეშდი, ცივმა ოფლმა დამასხა და ლამის ჩავიკეცე , ლამის რა ჩავიკეცე , მაგრამ თავი ძლივს შევიკავე და მასთან მივედი. ჩაკეცილი იჯდა კედელზე აყუდებული, სახეზე ფერი არ ედო, ოფლისგან იყო დაფარული მისი ნათელი შუბლი და ღაწვები, ერთი ხელი კი მთელი ძალით ქონდა მოჭერილი ტელეფონისთვის, მეორეთი კი რაღაცას აწვებოდა მუცელზე. სისხლი. სისხლი სდიოდა. მასთან მისვლისას ჯერ არაფერი მქონდა გააზრებული ისე დავიწყე ყვირილი, ხელი ვტაცე და ავიყვანე ამაზე გომოახილა თვალები და გამიღიმა. ამ ღიმილით თითქოს მეუბნებოდა, რომ სურვილი ავუსულე, რომ მარტო არ დამეტოვებინა, მისი ტუჩები შერხა ჩუმად, ნაზან და ხმის კანკალით მითხრა: „მადლობა“. ესღა იყო და თვალები ისეც დახუჭა. მისი სხეულის თრთოლა, რომ ვეღარ ვიგძენი მანქანაში მაშინვე ფრთხილად ჩავსვი და გიჟივით დავძარი მანქანა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ მისი დაკარგვა არ შემეძლო, ვიცოდი რომ ეს ბოლომდე გამტეხდა რადგან ეს ჩემი ბრალი იყო მე არ გავყევი უკან და პატარა ბავშვივით მოვინდომე თამაში, მას რომ გავყოლოდი ეს მე ვიქნებოდი და არა ის, იქ რომ ვყოფილიყავის არ ვიცი რას ვუზავდი იმ არაკაცს. ადამიანს რომ არც კი უნახავს ისე მოვკლავდი მაგ არაკაცს, როგორ გაბედა! -როგორ!-ვიღრიალე ბოლო ხმაზე და სალომეს გავხედე მას არც კი გაეგო ჩემი ხმა. მალე სავამდყოფოში მოვედი. მანქანიდან გადმოვხტი და სალომეც ხელში აყვანილი წავიყვანე სირბილით. არც კი მიფიქრია რომ შეიძლებოდა ამით მისი მდგომარეობა დაემძიმებინა. -მიშველეთ! მუცელში დანით არის დაჭრილი, უგონო მდგომარეობაში სავარაუდოდ ორმოცი წუთია რაც არის, არ ვიცოდი რა მექნა ბევრი სისხლი დაკარგა-სალომეს სისხლში აოსვრილ სხეულს საკაცეზე ვაწვენ ამ დროს ექიმები ავლებიან თავზე და რაღაცეებს უკეთებენ. -დაიცადეთ ჩვენ მივხედავთ- მეუბნება ექთანი და უკან მწევს. -რას ქვია მიხედავთ მასთან უკნა ვიყო.- ყვირი გამწერაბული და ვაიგნორებ იმას რომ ყველა მე მიყურებს. -ვიცი გეშინიათ და ნერვიულობთ, მაგრამ ამით მას ვერ დაეხმარებით და მხოლოდ აქიდან გაგაგდებენ და ამით მას სართოდ ვეღარ ნახავთ.-მეუბნება წყნარი მაგრამ მაღალი ტონით. -სად მიგყავთ?-მზერა გადამაქავს სალომესკენ, რომელსაც სადღაც მიაქანებენ. -ქირურგული ჩარევაა საჭირო, ბევრი სისხლი დაკარგა თან დანა დიდი ზომის აღმოჩნდა ამიტომ მისი ორგანოები დააზიენა, ოპერაციაა საჭირო რომ, სიცოცხლე შევუნარჩუნოთ და თუ ამ ოპერაციას გადაიტანს მაშინ დიდი შანსია რომ გადარჩეს...-კიდე ბევრ რამეზე მელაპარაკებოდა ექიმი მაგრამ არც ერთი სიტყვა არ გამიგია. გავითიშე სრულიად გავითიშე. საოპერაციოს წინ ვიჯექი სკამზე და თავი მქონდა დახრილი. ცოტა გონზე უნდა მოვსულიყავი, ამიტომ დაბლა კაფეტერიაში ჩავედი და წყალი ვიყიდე. ყველა მე მიყურებდა მაიკაზე, დავიხედე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე სისხლი. სალომეს სისხლი. ამის გახსენებაზე სასწრაფოდ დავიწყე სვლა, მაგრამ ვიღაცის შეხებამ გამაჩერა ექიმის გვერდით პოლიციელები იდგნენ. -გამარჯობათ. შეგიძლიათ მომხდარის შესახებ მოგვიყვეთ?- მკითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა. -თუ შეიძლება ამაზე ოპერაცისს მერე რომ ვისაუბროთ ეხლა მაინც ვერ ვაზროვნებ. -კარგით აქვე ვიქნებით თუ საუბარი მოგინდებათ. მათი წასვლისასღა გამახსედა სალომეს ხელში მყოფი ტელეფონი. მაშინვე ექთანთან მივედი. -უკაცრავად მისი ნივთები მომიტანეთ თუ შეიძლება?! -ეხლავე.-წავიდა და მალევე მომიტანა მისი დაწრილი და დასასხლიანებული ტანსაცმელი ამის დანახვაზე უფრო ავბრაზდი მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ისევ განვაგძე ტელეფონის ძბნა, მალევე ვპოვე და ჩავრთე. 138-ი გამოტოვებული ზარი და ყველა ერთი ნომრიდან გადარეკვა დავაპირე როდესაც თვითონ დაიწყო სიმღერა ტელეფონმა, ეკრანზე იმ ბიჭის სურათი გამოჩნდა დილით რომ ვნახე. გავბრაზდი მაგრამ მაინც ვუყასუხე. -სალომე! სალი სად ხარ? როგორ ხარ? რა მოხდა? როგორც კი დამირეკე ეგრევე წამოვედი. რა მოხდა უფროსმა გაგიჭედა იმ რაღაც სულელური ჩახუტებისთვის და რემე გიქნა? გამოგაგდო? იმედია სიმართლე უთხარი რომ ვთამაშობდით. ხმა გამეცი! გადავირიე იმდენჯერ დაგირეკე. სად ხარ მითხარი და მოვალ!-ესე სწორაფად ლაპარაკობდა ვერაფერი ვერ გავიგე, მოლოდ ის რომ ის ბიჭი ნამდვილად არ იყო სალომეს შეყვარებული და ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. მაინც რა ვართ ადამიანები ამ ამბავმა ისე გამაზარა რომ ბედნიერებისგან გამეღიმა, მართალია ამ ღიმილში აშკარად იყო დიდი ტკივილი მაგრამ ბედნერებაც იგძნობიდა. -მე სალომე არ ვარ.- უცებ ვბრუნდები დედამიწაზე და სერიოზული ხმით ვეუბნები ღან აღლვებაც მეტყობა. -რააა? სალომე სად არის ? რა უქენი? შემომაკვდები იცოდე რომ რამე დაუშავო იცოდე არ გაცოცხლებ ის მოგკლავ თვალსაც არ დავახამხამებ-უცებ შეიცვალა წეხანდები თბილი ხმა და საშინლად ცივ და უხეშ და ზიზღით სავსე ხმა გაისმა. ეს ხმა იმდონეზე იყო შეცვლილი რომ არც გაიფიწრებდი, რომ ესეთი საშინელი და შემზარავი ხმა არსებობდა დედამიწაზე. -მე არაფერი მაგრამ ვიღაც ნაბი*ვარმა დაწრა მუცელში და ეხლა საავადმყოფოშია და ოპერაციას უკეთებენ. დაგილის მისამართს მოგწერ.- ვეუბნები და ვთიშავ მესიჯთ მისამართს ვგძავნი და სუსტად ათ წუთში ვიღაცის ყვირილი მესმის მერე ჩერდება და ამ ხმას სირბილის ხმა ცვლის. ის ბიჭის გაგიჟებული თვალების ცეცხლი ანთებს. ჩემსკენ მოდის და წინ მიდგება. -ეხლა კარგად ამიხსენი რა იცი.-მეუბნება სეროზული სახით და გიჟის თვალებით. -არაფერი ვიცი, თავისივე სახლის სადარბაზოსთან ვნახე ესეთ მგომარეობაში. -შენ იქ რა გინდოდა? -მას მივაკითხე. -რა იყო იეჭვიანე?- და უცებ ისევე შეეცვალა სახე და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა გულიანად გაცინა მე კი გაკვირვება ვერ დავმალე. -კი. -კარგი დაწყნარდი არ ვართ ერთად, მე მისი ბავშვობის მეგობარი ვარ და ესევე საუკეთესოს ადგილიც მერგო. -მეუბნება უცნოაური ხალისით- შენ კი მისი უფროსი ხო, აი ის უკვე რო დაავასებინა თავი.- ამის გაგონებაზე მეცინება და სკამზე ვჯდები ის კი გვერდით მიჯდება. -ხო, ეგ ვარ.-თავს ვადებ კედებს და თვალებს ვხუჭავ. -ეჰ ერთი თვე აცადე სულ შეგშლის ჭკუიდან და მერე მის გარდა სხვა გზა არც გექნება- სიცილს იწყებს და მეც ვყვები, მერე საოპერაციოსკენ ვიხედები და ისივ მამჩნევს- ნუ ნერვიულობ არაფერი დაემართბა ამიზე საშინელებიბესთვისაც გუძლია და დღემდე მაგრად დგას. ხორციელი ტკივილი არ მოკლავს მაგას, მხოლოდ სულიერს ვერ გაუძლებს და იმ ჩიტს დაემსგავსება ფრთები რომ აქ მაგრამ ისეთი მძიმეა რომ ვეღარ ერევა და მიწისკენ ეშვება, მაგრამ ეს იცოდე რომ დახმარებას არასდროს გთხოვს. ამისთვის არა გთოვს რომ სულიერი ჭრილობა მოუშიშო მხოლოდ ხორციელზე.- მეუბნება სევდიანი ღიმილით მეც აღარაფერს ვამბობ ისედაც მივხვდი რისი თქმა უნდოდა. სადღაც ექვსი საათი ველოდეთ ოპერაციის დამთავრება. -ჩემი ბრალია-ჩავჩურჩულე ჩემთვის, მაგრამ გაიგო და გამომხედა. -არა არ არის, მისი მიხედვა ჩემი მოვალეობაა და მე უნდა ვყოფილიყავი იქ მაგრამ მაინც იმ დიდ *რაკიან გოგოს ავეკიდე და ჩემი ერთად-ერთი არა ბილოგური და ისე მივაგდე.-ამბობ მკაცრად და საკუთარი თავის განსჯას იწყებს. -რო არ მებავშვა და არ გავგიჟბოდი თქვენს დანახვაზე და უბრალოდ სახლში წამეყვანა ასე არ მოხდებოდა, მაგრამ მეც ყველაფერი გავაფუჭე და სავარადოდ მას რომ წრიდნენ მე მისი თნამშრომელი მესვა კამთაში. -რა?-მკითხა გაოცებულმა ღიმილით. -ხო მეთქი გავამჭარებ-თქო მაგრამ რომ არ გომომივიდა აშვარაა. -აუუ მაგას ესეთების დანახვაზე სულ სიცილი უტყდება-მეუბნება და თნ გიჟვით იცინის და კი ეხლა ნამდვილად ვხვდები რატომ არიან საუკეთესო მეგობრები- და ისე მეც ეგეთ პოზიდან წამოვხტი- მეუბნება და უფრო უმატებს სიცილს, მეც მიყოლიებს, მაგრამ მალევე ვსერიოზულდები ის კი არ ჩერდება. სადღაც ნახევარ საათში კარი იღება და ექიმი გამდის მეც და გიგაც(ის უკვე ისე კარგად გავიცანი ნომერიც მაქ მისი) ერთად ვდგებით და დაფეთებულები მივრბივართ ექიმისკენ. -როგორ არის?-ვეკითხები ექიმს. -ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, არაფერი გართოლება არმოყოლია. ძალიან ძლიერი აღმოჩნდა რადგან სხვა უკვე დიდი ხნის მკვდარი იქნებიდა ესეთი ჭრილობები სასაცილო არაა, საკმოად სერიოზულად იყო საქმე მაგრამ ვიღაცას ძლიერი იმუნიტეტი აღმოაჩნდა თუ ავითვალისჭინებთ მის წლების წიმდელ შემთხვევას მართლაც რომ ძლიერი გოგოა-გვეუბნება ექიმი ღიმილით და ცოტა მეშვება. -ეხლა რა იქნება?-ეკითხება მომღმარი გიგა. -მალე განავიყვანთ პალატაში დაიქ შეგეძლებათ მისი ნახვა მაგრამ სუსტადა ამიტომ ჯერ იქნებ ოჯახს გავაგებნოდ და მათ ნახონ პირველი. -არა!-მკაცრი ხმით ამბობს გიგა და მიკვირს მისიეს მედება მე მომხრევარ რომ ჯერ ოჯახმა ნახოს და მერე როგორმე მეც მიმშვებენ.-წამომყევით თუ შეიძლება, ცალკე დაგელაპარრაკებით. -გვერდით გაყავს გიგას ექიმი დაღაცას ეუბნება და მალე ბრუნდება იქიმს კი ღიმილი სევდიანი სახით ეცვლება. -რა უთხარი ესეთი? -ესეთი არაფერი. -მისი ოჯახი... -გაიგებ როცა დრო მოვა და როცა სალომე გადაწყვეტს.-ამის გაგებისაც ვიბნევი მაგრამ ეხლა მხოლოდ სალომეს ნახვა მინდა. მელე მოდის ექთანი და გვეუბნება რომ ნარკოზიდან არ გამოსულა მაგრამ მისი ნახვა შეგვიძლია.გიგამ მე ხელს არ შეგიშლი ესედაც ბევჯერ მინახავს მძინარე როგორი ანგელოზიცაა ეხლა შენი ჯერიაო და სიგარეტის მოსაწევად გავიდა. ოთახში შესვლის თანავე მუცელში უცნაურმა გძნობამ დამიარა და რაღაც უცნაურად ვიგძენი თავი. მას გავხედე, გიგა მართალი იყო ესეთ მდგომარეობაშიც კი ანგელოზი იყო, ნამდვილი ანგელოზი. იწვა და ნაზად სუნთქავდა ისე ნაზად და ჩუმად რომ მისთან ახლოს მივიწიე და მისი სუნთქვის შესამოწმებლად მის ბეგეთან ძალიან ახლოს მივედი, იმდენად ახლოს რომ ცოტაც და სურვილი ამიხდებოდა და მის ბაგეებს შევეხებოდი, ვცადე კიდეც მაგრამ მერე უცებ გონებაში იმ მომენთმა გამიარა რას რესტორანში მოხდა და მალევე მოვცილდი. მასთან ახლოს დავჯექი მის გაუხეშებულ ხელებს შევეხე, გამიკვირდა რადგან ამ ასაკში ესეთი უხეში და მძლიერი ხელი ბერს არ ქონდა, ეს კი იმის დასტური იყო რომ არ ქონია ლაღი და ბედნიერი ცხოვრება. ხელზე თითით მოვეფერე, მერე დავიწიე და ტუჩები მის ხელს შევახე, სველი კოვნა დავუტოვე. მალე კარი გაიღო და გიგაც შემოვიდა. -კიდე კარგი თავი შეიკავე-მეუბნება ხარხარით.- ამ დროს ისეთი სათნოა, რომ მიკვირს რომ არაფერი უქენი-თვალს მიკრავს და მეც მეღიმება.ღმერთ გიჟია ეს ბიჭი. რეებს ამბობს მისი საუკეთესო მეგობარი ისეაა და არა მე. -როგორ გაიცანი? -აუუ ვგიჟდები მაგ ამბავზე- თბილად გამიღიმა და მოყოლა დაიწყო-ხუთი წლისების ვიყავით რო შევხვდით ერთმანეთს, სათმაშო მოედანზე დაგვტოვეს მშობლებმა ამ დროს ერთმანეთს არ იცნობდნენ, სალომეს მშონლები...-ამის თქმისას სევდინად გაიღმა და კიდევ განაგძო ჩემთვის ისეთი გრძნობის დატოვება თთქოს რაღაც არ ვიცოდი, შემეძლო ამის შესახებ მომეძიებინა იმფორმაცია მაგრამ იმედი მაქ სალომე მომიყვებოდა ყველაფერს ამიტომ გავჩერდი.-ისინი რომ წავიდნენ სალომე დატოვეს და უთხრეს ყურადღებით იყავიო ამან კიდე ნამეტანი გაიგო ეს და იქ მყოფებს აკვირდებოდა თითქოს წესრიგს ამყარებდაო. მეც გამკვირდა და მივაშტერდი რას აკეთებს მეთქი? მერე ვიღაც ბავშვს მეორესთვის სათამაშო წაურთმევია ეს კიდე ეცა და იმას დაუბრუნა მერე მეორე გაბრაზდა მეც მინდაო და დაუწყო ამ გიჟი ჩხუბი ეს კიდე ბავშვობიდან შვარცნეგერი იყო ამიტომ ცემა დაუწყო იმ საცოდავ ბიჭს, ამაზე მოვარდნენ მშობლები და ჩხუბი დაიწყეს რატო შეოხოო და ეგეთები. მე ყურურებდი და რომ შევამჩნიე ეს აქ იტირებს-თქო ჩემი ჯემტენიზმი ჩავრთე, დავავლე ხელი ამ ქაჯს და დავერეკეთ, მაშინ მითხრა რა ერქვა და ასშ, მერე თვლაში შევჯიბრებივართ მე არ მახსოვს ეგ ამ ქაჯს დამახსომებია, რადგან მოუგია. დავდიოდით პარკში ხელი-ხელ ჩაკიდებულები, მერე თურმე მთელი პარკი ვეძებდა, ამას კიდე არ მინდა რომ მეჩხუბონო და მეც ხეზე ასვლა შევთავაზე, იქ ვიყავით მთელი ღამე მერე რაღაც ჩიტმა შემაშინა და ვიკივლე, ეს გაიგეს და გვიპოვეს. ისე არ მდომებია წასვლა და ისე გვიტირია არ წაგვიყვანოთ არ გვინდა დაშორებაო, რო ჩავხუტებივართ ძლივს ავუხეხივართ ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც გავიმარჯვე და შუა ღამისას დავადექით ამის ოჯახს თავზე, არც ამას ძინებია თურმე გიგა მინდაო და მერე გვეძინა ერთად სამი კვირა იმდენი ვქენით ერთმანეთთან ახლოს გადავედით საცხოვრებლად. მერე კიდე ამკიდა და ვეღარ ვიშორებ რა ჭირია იცი, მაგრამ სულ მისწორდება რომ ვიხსენებ ჩემს გამო რო იტირა.აბა ისე ამას ხახვიც არ ატირებს.-ორივეს სიცილი აგვიტყდა. -ერთმანეთზე ყველაფერი იცით ხო? მაგარია. -კი, ყველაფერი. აუ გაღადაო?- მეობნება და უკვე იგუდება სიცილით-ბიჭო, მოკლედ ერთ ბიჭს მოწონდა ეს მერვე კლასში , არა ისე რამ მოაწონა ეს ქაჯი მთელი სკოლის ბიჭებთან ძმაკაცობდა და აზრზე არ იყო გოგო მეგობარი არ ყოლია მე ვიყავი გოგოც და ბიჭიც. მოკლედ ამ ბიჭს უთქვა რო მოწონდა და საკოცნელადაც გაუწევია ამას კიდე ყბებით დაუწერია და უთქვამს:“ რო მოკცნი ვინ გთხოვაო, მომისმინე იქნებ საგინებელი მაქო“ ამაზე აი ბიჭს გადაკეტია და ჩემი ქაჯისთვის დაურტყააავს-გაუცინა ჩემ გაკვირვებულ სახეზე- გიკვის ხო მაიცა სად ხარ ამის იცი რატო დაუთმია? დირექტორიდაუნახია და იმ ქალმაც მერე გააგდო ეგ საცოდავი ბიჭი. ესე დარჩა დღმდე კოცნის გარეშე. -მოიცა არავისთვის უკოცნია?-ვკითხე გაკვირვებულმა. -ხოო, ვუთხარი კარგ ტიპს გიშოვი ისეთი კოცნა იცის რო დავინახე დაადნო გოგო-მეთქი მაგრამ ამად ისე ჩამარტყა თავი ეხლაც მტკივა.- გამეცინა და სევდიანად გადავხედე სალომეს რომელსად ჩემი შაშინელი საქციელის მერე, ლამის პირველი კოცნაც მოვყარე. -არაა მართლა შენი ბრალი-მემგონი დაიწირა ჩეი აზრები გიგამ. -კი ჩემი ბრალია. -არა. -კი, არის. -არა, არა. -კი. -არა. -კი. -არა! -კი! -კარგი მაშინრო გამოიფხიზლებს ეგრე უთხარი მე მაგის თქმას არ ვაპირებ თმა ეხლა დავიბანე არ მაქ ჯერ დასაბანი-რა? რაზე ლაპარაკობს სართოდ? სალომეს თვალით: ხელზე ვიღაცის ძალიან ძლიერი ხელების შეხებას ვგძნობ, მაგრამ არა უხეშად პირიქით ესე ნაზად წლებია არავინ შემხებია, მერე ვგძნობ, რომ მკოცნის. მისი დანახვა მინდა იმის ვინც პირველი ადამიანია ვისაც კოცნის მერე არ ჩავარტყავ ან არ გავამწარებ, ისაა ვისი ნახვა მინდა, რადგან ვხვდები რომ პირველად მეხება ვინმე და მისიშეხებისას მეც მინდა რომ შევეხო და მთელი არსებით შევიგძნო. არაფერი მესმის და ვერც ვხედავ მხოლოდ ძალიან კარგ სუნს ვგძნობ მაგრამ ეს არა სუნამო, წვერის გაპარსვის შემდეგ წასასმელი ლოსიონია. ვგიჟდები მათ სულნზე გიგას სულ ძალიათ ვასხმევინენ ხოლმე იმ გასაპარს წვერზე. ვინაა? ვინ? ეს სუნი უკვე შემიგძნია მაგრამ ძალიან შორიდან და მასთან ახლოს მისვლა ვერ გამიბედია. თვალების გასელისას პირველად მის სახეს ვხედავ. ისაა. ისაა ვინამაც გადანარჩინა. ისაა ვინამაც საყვარელი საქმიანობის უკეთ გაცნობის საშვალება მომცა. ისაა. ალექსანდრეა. ჩემთანაა. გიგააა. გიგა????? ჯანდაბა გიგა. ამას რაღა უნდა? ეხლა უნდა დამცინოს როგორ დაგწრესო. ესღა მაკლდა სრული ბედნერებისთვის. -ქაჯო. გაღვიძე ?ვაიმე ცუდად ვარ, იცი რას გავხარ. ის იმ ტუპს ბანკეტზე რომ ცემე და მერე ისეთი დადიოდა გეგონება მესამე მსოფლოიო ომი დაიწყო და ამას პირველი უთხრესო.-ხო ვთქვი რაღა გააჩუმებს ამას.- აუ სიხ, როგორდაგწრეს ტო რა სუსტი ხარ რაა ვერ უნდა მოერიო ერთ დანიან ტიპს? -ბნელოდა გიგა. თან არ ვიცოდი იქთუ იყო. -აუ შენ თუ ვერ შეამჩნიე რომ უკან ვინმე მოგყვებოდა ესეიგი სხვა რამეზე ფიქრობდი-იმის თქმისასალექსანდრეს გადახედა. აა გაახსენდა რო ეგეც აქქ თუ რა ხდება? -გიგა ერთი ავდგე მერე განახევ შენ სუსტს. -აწი მეც დანას ვატარებ და ალექსანდრეს დაიყენებ ხომლე წინ მერე სულ მე მოვიგე ხომლე. -გიგა ჩემი უფროსია გამაგდებს მოკეტე-ვეუბნები იაპონურად და ალექსანდრეს სუყურებ აშკარად ვერ მიხვდა რა ვუთხარი გიგას. -კარგი რა. ეს რო მოკლა შენ ვერ მოგაწყვეტენ-მეუბმება ისიც იაპონურად და სიცილი გვიტყდება დაგრამ მერე დაწრილი ადგილი მტკივდება და კვნესას რომ ბიწყებ ალექსანდრე დაფეთებული დგება და შეშინებული მიყურებს. -რა გჭირს? ცუდად ხარ? გტკივა? დავუძახო ვინმეს?- მიყურებს და ეტყობა რომ შევაშინე არა იქნება ფაქტურად ხელებში ჩავაკვდი. -ხო გითხარი-მეოუბნება გიგა მხიარულად მაგრამ ქართულად. -მოგკლავ გიგა.-ვეუბნები უკვე კარიდან გასულს, მაგრამ მერე ისევ ტკივილს ვგძნობ. ჯანდაბააა! -აბა ... როგორ ხარ?-მეკითხება ალექსანდრე რაღაც სხვანაირი ხმა აქ, გეგონება რაღაც დააშავა. -კარგად ბატონო ალქსანდრე ძალიან დიდ.... -რა გითხარი?-რა ? რა მითხრა? მიდი სამოლე დაძაბე გონება.-ააჰ ხომ გითხარი ბატონი მხოლოდ სამსახურში გარეთ კი მარტო ალექსანდრე. -კარგი. -აბა როგორ ხარ? -რავი კარგად მაგრამ როცა ვიცინი და რამე მუცელი მტკივდება. -ძალიან?-მეკითხება შეწუხებული სახით. -არა, არც ისე. ჩარწობის მომენტი უფრომტკივნეული იყო-გავუღიმე მაგრამ მუცელი მეტკინა ამიტომ გავჩერდი.-ესე შენთან ვალში ვარ სიცოცხლე შემინარჩუნე. მადლობა როგრო უნდა გადაგიხადო მერე მითხარი მე ისე კარგად არ გიცნობ. -სამადლობლი არაფერის. მე... მე უნდა მოგიხადო ბოდიშუ რომ ვერ...-შეჩერდა ჩისუნთქა და თავი ხელენში ჩარგო.-უფრო სწორედ არ წაგიყვანე სახლში, ესე არ ვიქცევი ხოლმე... მე არ ვიცი... არ ვიცი-სიტყვა ვერ დაამთავრა წყლის ჭიქას რომ ვწვდი და თავჩახრულს ზედ გადავასხი. გკვირვებისგან პირი დააღო. -მუცელი რომ არ მტკიოდეს რაღაცას ჩაგარტყავდი, ეგ მერე გამახსენე კაია? და არ გაბენო ეს შენ თავს დააბრალო, რადგან მაშინ რომ წამოსულიყავი შენ დაგემართბოდა რამე და მეც შენ დღეში ვიქნებოდი და დამიჯერე ეს გრძნობა ჩემთან ესე მარტივად არაა, ამიტომ დამიწყნარდი სნამ დამიწყნარებიხარ. -ეხლა მივხვდი რა მითხრა თმებზი-გაიცინა და რაღაც ტილოს მიწვდა რომელიც მაგიდაზე იყო გადახრისას მთელი მაიკა ტანზე მოეჭიმა, კარგად გამოჩნდა მისი დაკუნთული ფგურა. თვალები გამიშეშდა ისეთი... გასაცვიფრებელი იყო და ისეთი მიმზიდავი ლამის გახდილმა იარე მეთქი ვთხოვე, ჩემი მზერა შენიშნა და ეშმაკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე და უფრო გადაიჭია, მის ამ ქმედებაზე გამეცინა მაგრამ ისეც მუცელი ამტკივდა და დავიკრუსენე. წამოხტა და ჩემთან მოვიდა. -კარგად ხარ?აკი ისე არ მტკივაო? რას მატყუებ, დაგჭრეს, როგორ არ გტკივა. -საწყნარდი. ეჰ ნეტა შენც გიგას ნაირად გეკიდოს. -მეკიდოს?-გაუფართოვდა თვალები-არც იოცნებო და ხო იცი რომ იმასაც არ კიდია ისეთი მელაპარაკა პირველად ტელეფონზე გული გამისკდა.-სიცილი დაიქყო. -ხოოო, უნახებია ყველაფერი და ეგაა.კიდე რა გითხრა? -როგორ გაიცანით ერთმანეთი. -აუუ ხოო...-წინადადება ვერ დავასრულე რომ ექიმი შემოვიდა. -გამარჰობათ. რამე ხომ არ გჭირდებათ? -კი. ადგომა, როდის შევძლებ? -სამ დღეში და მერე ორი კვირა უნდა დაისვენოთ უკეთსი იქნება სადმე თუ წახვალთ, რადგან ანალიზებში საკმაოდ დიდი ვარაოდია იმის რომ რაიმე გულის დაავადება დაგემართოთ, ამიტომ სადმე სუფთა ჰაერზე კარგი იქნებოდა თქვენთვის დასვენება. -ხოო ეგ მართლა კარგი იქნებიდა-თავი შემოყო გიგამ-ჩემთან გავუშვედი სოფელში მაგრამ ი ვერ გაძლებს საწვალებელია ძაან და სხვაგან კიდე ისე არ წავა, თავის ნაცნობებში უყვარს გოგო , რომლებიც არ ყავს.-ბოლოს მაინც წამკბინა. -არაუშვას სახლში დავისვენებ. -არა!-გაბრაზებულმა თქვა ალექსანდრემ.-მე მაქ აგარაკი მთაში და იქ წაცვალ. -არა არ მინდა. -წეხან მკითვე მადლობა როგორ გადაგიხადოოო ამიტომ წამოდი ჩემთან ერთაად მთაში.-მთაშიო? მთააა? ვგიჟდები მთაზე გასაკუთრების სვანეთის მთებზე კოშკში სულ მინოდა ყოფნა. -სადაა?-კითხა გიგამ. -სვანეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში.-ვგიჟდები სვანეთზეეეეე. -ვაიმე გიჟდება ეს ქაჯი სვანეთზე-ოხ გიგა დააჭირე ენას კბილი. -კარგი მაშინ გადაწყვეტილია ჩემთან რჩები ორი კვირა.-მითხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ია აქ კიდე ცუდად გავხი არ იყო ეს კაი იდეა ის და მე მარტო? ესედაც ძლივს ვაკონტროლებ თავს რომ არ შემოვახიო ეგ ზედა და მე კიდე ეს მინდა? ჯანდაბა მუცელი კიდე ამტკივდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.