შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლის იმედი....(4თავი)


24-03-2016, 18:09
ავტორი niino
ნანახია 3 069

ნანას პასუხის მოლოდინში მშვიდად ჩაჰყურებდა ბლოკნოტს სადაც შეკვეთა უნდა ჩაეწერა..
- ჯერ ვისკით დავიწყებთ..3 ვისკი-უთხრა ერთ-ერთმა და აათვალიერა ნანა, რაც ძალიან არ ესიამოვნა და ელვის სისწრაფით მოშორდა მათ მაგიდას..შეკვეთაც მალევე მიუტანა,ისინი საუბარში იყვნენ გართული,ამიტომ ეგრევე გამოეცალა მათ..მაგიდებს შორის შეკვეთბს ასრულებდა,როცა ხელის აწევით იხმეს ისევ მე-4 მაგიდიდან..
-გისმენთ!(ნანა)
-ისევ 3 ვისკი-ისევ იმან მისცა შეკვეთა თან უყურებდა უტიფრად თვალებში,ნანა გრძნობდა მაგრამ არ შეუხედავს,გამობრუნება დააპირა,როცა იმავე ხმამ კითხა მომთხოვნად
-ბეიჯი რატო არ გიკეთია?როგორც ვხედავ აქ ყველას უკეთია
ნანა ამაზე დაიბნა არადა მართალი იყო უცნობი..რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ მისმა მომთხოვნმა ხმამ გააღიზიანა,გადაიფიქრა და მხოლოდ ესღა უთხრა
-ნანა!შეგიძლიათ ასე მომმართოთ..და პირველად შეხედა პირდაპირ თვალებში..უცნობს ამაზე ირონიულად ჩაეცინა ბიჭებს გადახედა და როცა ისევ ნანასკენ მობრუნდა ნანა იქ აღარ იდგა..
-ლაშა როდის მოვრჩები მუშაობას(ნანა)
-ჯერ ადრეა,წინასწარ შეეგუეე გვიანობამდე მოგიწევს დარჩენა-იცინოდა ლაშა
-ვაიმე როგორ გამახარე რო იცოდე..ლანა ასეთ დღეშია სულ?ან ამ ხალხს არ ეძინება შუაღამე აქ რო მოდიან?-ისე სასაცილოდ ბუზღუნებდა ლაშა სულს ძლივს ითქვამდა,ნანა გააგრძლებდა ბუზღუნს ლაშას რო არ ენიშნებინა შეკვეთაზე მიდიო..ნანამ გაიხედა და ისევ მე-4 მაგიდიდან რომ ნახა უცნობი როგორ უყურებდა და ანიშნებდა მისულიყო არ ესიამოვნა.
-ლაშ გთხოვ რა სალომე გაუშვი იმ მაგიდასთან(ნანა)
-რა იყო ლამაზო გკბენენ თუ?-ღიმილით უთხრა ლაშამ
-შენი იუმორი მკლავს პირდაპირ..საპირფარეშოში უნდა გავიქცე და გაუშვი რა სალომე-ყელი გამოიწელა თხოვნით
-თუ უნდა გაიქცე აქ რას დგახარ გოგო,არ ჩაიფსა აქვე იცინოდა ლაშა
-ოხ ლაშა ლაშა და გავარდა..
ლაშამ სალომეს დაავალა და ისიც მივიდა შკვეთის ასაღებად..
-უცნობმა გაკვირვებით შეხედა.მიხვდა რომ ნანა სპეციალურად არ მოემსახურა მათ მაგიდას და ბრაზი გაუკრთა თვალებში..
-როგორც მახსოვს ნანა ემსახურებოდა ჩვენს მაგიდას-უთხრა უცნობმა
-ნანას შეკვეთა აქვს,მე ვიყავი თვაისუფალი.გისმენთ რას შეუკვეთავთ თუ ანგარიში გნებავთ?(სალომე)
სალომე იწერდა შეკვეთას ნანა,რომ გამოვიდა მადლიერი თვალით შეხედა,და ახლოს მდგარი მაგიდიდან აიღო შეკვეთა.ცდილობდა მეოთხე მაგიდისკენ არ წასულიყო..ნანა ბართან იდგა შეკვეთის ასაღებად ლაშას ელოდებოდა,როცა ის უცნობი ამოუდგა გვერდით..
-მინდა ჩემს მაგიდას ეს გოგო მოემსახუროს-მიმართა ლაშას მან..
-როგორც გნებავთ..ახლავე მოვა თქვენს მაგიდასთან(ლაშა)
ნანას ბრაზისაგან ალმური წაეკიდა-რა ჯანდაბა უნდა ნეტა რას გადამეკიდა..როგორც კი მოშორდა უცნობი ლაშას მიუბრუნდა
-ლაშა თანხმობა რატო მიეცი? რა უნდა რა ჯანდაბა?(ნანა)
-რას ამბობ ნანა ეგენი უბრალო ხალხი არ გეგონოს.თუ რამე არ მოეწონათ წამში დახურავენ აქაურობას ასე რო მათი გაბრაზება არანაირად არ გვჭირდება,მიდი მიხედე..მალე წავლენ დიდხანს არასოდეს დარჩენილან..შენც ეს ერთი ღამე აიტანე რა(ლაშა)
სხვა გზა ჰქონდა რო? გულში ლანას ლანძღავდა გემრიელად..მიუახლოვდა მათ მაგიდას
-გისმენთ(ნანა)
-აი ასე ჯობია ლამაზო-თვალის ჩაკვრით უთხრა ისევ უცნობმა,რომელცას ნანამ გულში უჟმური უწოდა და კვლავ აათვალიერა ხარბად..მიუხედავად იმისა რომ ნანას შავი ჯინსები და ოდნავ გულამოღებული თეთრი ზედა ეცვა მაინც ლამაზად გამოკვეთდა მის სხეულს..
-რატომ გაცვია უბრალოდ?აქ მგონი თანამშრომლებს ყველას ერთნაირად აცვიათ,შენ კიდევ ფორმა არ გაცვია(უჟმური) ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს ღიმილით.ერთ-ერთმა უთხრა
-კაი რა შეეშვი,ნახე რა სახით დგას..
ნანამ ბრაზისგან ბლოკნოტს ხელი მოუჭირა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა
-ჯერ ერთი მე თქვენი ლამაზო არ ვარ და მეორეც აქ არამგონია იმისთვის იყოთ მოსული რომ განგეხილათ ჩემი ჩაცმულობა-მტკიცედ უთხრა და თან თვალები არ მოუშორებია უჟმურისთვის,რომელიც ნანასგან ასეთ საუბარს არ ელოდა..
-შეუკვეთავთ რამეს თუ ანგარიში გნებავთ?ახლა უკვე ჩვეული სიმშვიდით უთხრა ნანამ და ყველას თვალი მოავლო სათითაოდ...
-ანგარიში თუ შეიძლება უთხრა ერთერთმა,უჟმურმა მას გაბრაზებით გადახედა მაგრამ თვალით ანიშნა-წასვლის დროაო და მასაც ხმა არ ამოუღია
-ახლავე(ნანა)
-აუ რა ჩაგიტარა ბიჭოოო,არა რა გინდოდა მაინც რას გადაეკიდე?მოგსვა ადგილზე-სიცილით უთხრეს ბიჭებმა
-ასე გგონიათ?(უჟმური)
-გგვგონია კი არა ასეა და შენც მშვენივრად იცი.პროსტა აღიარება არ გინდა რა..კიდევ რაღაცის თქმა უნდოდათ მაგრამ ნანა მიუახლოვდათ და ანგარიში დაუდო მაგიდაზე..უჟმურმა ამოიღო ფული და უთხრა ირონიულად-ხურდა დაიტოვეთ
ნანამ ფული აიღო შეკვეთის გამოაკლო და აშკარად დიდი თანხა დარჩა ხურდად..ელვის სისწრააფით აიღო ფული და უკვე კარებში გასულებს დაეწია..
-ერთი წუთით(ნანა)
აშკარად არ ელოდნენ..უჟმური პირველი მიდიოდა..ნანამ უხმოდ ჩაუარა მის მეგობრებს მასთან მივიდა ხელი მოკიდა და დარჩენილი ფული ჩაუდო ხელში
-ხურდა დაგრჩათ-ეგრევე გამობრუნდა უკან და გაუჩინარდა კარებში..ყველა გახევებული იდგა და უყურებდნენ ძმაკაცს რომელიც ხელში ჩაჩრილ ფულს დაჰყურებდა..
-ეს რა იყო ტო? მიუახლოვდნენ ბიჭები
-მე ვანახებ მაგას როგორ უნდა უკარებას როლში ყოფნა და უკან მობრუნება გადაწყვიტა მაგრამ ბიჭებმა არ მისცეს უფლება...ძლივს ჩასვევს მანქანაში..
-შენთვის დავბრუნდები გეფიცები და განანებ ამ საქციელს ლამაზო ნანა-გულში დაიქადნა..



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დადე რა მალე ^_^ love ძალიან კარგია <3

 


№2 სტუმარი tamuna

Kargia velodebi shemdegsss

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესოა ველი შემდეგ თავს და უფრო დიდები დადე.

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Male dadeeeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent