შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ენძელა და ია ფაიტონზე ზიან...


13-06-2017, 14:51
ნანახია 2 199

მე ენძელა გედენიძე .. დიახ სწორად გაიგეთ ენძელა მქვია რაც ყველაზე საშინლად არ მომწონს და ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა სხვა პრობლემებთან ერთად ... მშობლებმა რატომ დამარქვეს რომ ჰკითხოთ ალბათ იმიტომ რომ ენძელასავით ქათქათა თეთრი ვიყავი და ნაზი, სწორედ ენძელები უყვარდა დედაჩემს ყველაზე მეტად თუმცა ახლაც ვერ ვხვდები ეს რა კავშირში იყო.. თუმცა ყველას ვეუბნები რომ მქვია ელა და მორჩა ... ვარ 20 წლის სკოლა დამთავრებული მაქვს თუმცა საშუალება არ მომეცა უმაღლესში გამეგრძელებინა სწავლა რადგან ამისთვის არც თანხა მქონდა და არც შესაძლებლობა... ჩემს გარეგნობას არ ვუჩივი ამაყად შემიძლია ვთქვა რომ ლამაზი ვარ ... სხეულის ფორმებზე ლაპარაკიც არ მაქვს ასევე ჩემს პატარა კურნოსა ცხვირსა , ლურჯ თვალებზე და რაც მთავარია ჟღალ თმებზე... ბიჭების რაოდენობას სკოლაში არასდროს ვუჩივოდი თუმცა ახლოს არავის ვიკარებდი სამწუხაროდ მამაჩემისგან ნდობა დაკარგულ ბიჭებზე... 8წლამდე მართლაც ბედნიერი ვიყავი... მქონდა ყველაფერი რაც მომესურვებოდა.. ვუყვარდი მშობლებს.. მამაჩემსაც კი იმდენად რომ ყველა სურვილს მისრულებდა... სასეირნოდ დავდიოდით ... ერთად ვთამაშობდით არც გვიჭირდა... თუმცა ერთ ხანსაც გაგვიუცხოვდა ... ფიქრობთ უღალატა დედაჩემს? არა დამეფიცება რომ უყვარდა თუმცა კომპანიის გაკოტრებამ იმხელა სტრესი მოუტანა რომ დალევა დაიწყო... განა გაგება არ ვცადეთ და გვერდში არ დავუდექით თუცმა როდესაც არაფერი ჭრის აზრი ეკარგება ყველაფერს... ყოველდღე ნასვამი მოდიოდა და დედას და მე გვეჩხუბებოდა გვცემდა... ახლაც ასე გრძელდება და შემიძლია ზუსტად ვთქვა თუ როგორ შემძულდა კაცების მოდგმა..! აქამდე ვიტანდი და ახლაც თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რომ სულ მალე გავეცლები ამათ და მარტო ვიცხოვრებ! დედასაც არ ვამართლებ და მის მიმართაც გავცივდი! ცივად რომ ვექცევი განა იმიტომ რომ არ მიყვარს არა უბრალოდ ზედმეტად ძნელია ვუყურო მის თვალებში სევდას და ვამართლო მისი სიტყვები რომ მამას ვჭირდებით და უყვარს! ახლაც როგორც ყოველთვის კობას (მამაჩემის) ღრიალი მაღვიძებს! ძილი ეს არის ჩემი ერთ-ერთი მანტრა რომელსაც უკვე 11 წელია მირღვევს მამაჩემი ! კარებზე მომიკაკუნეს ეტყობა ისევ დედაჩემია და მთხოვს რომ ავდგე რათა კობა უფრო არ გავაბრაზო რადგან ამდენ ხანს მძინავს..
-ენძელა
-ჰმმ...
-დედი ადექი გთხოვ.. არ მინდა ისევ გეჩხუბოს
-ღმერთო როდის დასრულდება ეს ჯოჯოხეთი ვდგები მარტო დამტოვე!!
-შვილო უნდა გაუგო ის მამაშენია ... ახლა ცუდი პერიოდიაქვს და მხარში უნდა დავუდგეთ
-11 წელი მაკა? 11 წელი სულ ცუდი პერიოდიაქვს და სულ მას ამართლებ ! არ შეგიძლია რომ ადგე და წახვიდე გაშორდე!
-რატომ არ გესმის მას ვჭირდები და თან მიყვარს
-ჰო მას შენ ჭირდები და თავსაც იღუპავ ამ უაზრო ფიქრებით...ახლა დამტოვე ავდგები და გამოვალ ...
გავიდა და კარებიც მიიხურა ჩუმად... ავდექი როგორც ყოველთვსი მოვემზადე და თავს ვიმშვიდებდი რომ სულ ცოტაც და ამათ გავეცლებოდი... უნდა გავსულიყავი ზარის ხმა რომ მომესმა .-ჯანდაბა ვინ უნდა მირეკავდეს?
-გისმენთ
-გამარჯობათ, ქალბატონი ენძელა მინდოდა
-დიახ მე ვარ ელა! რა გნებავთ
-გასაუბრებაზე ხართ დაბარებული თქვენი სივი ვნახე მოხუცის მოვლასთან დაკავშირებით და თუ შეძლებთ დღეს 2 საათისთვის მოსვლას?
-დიახ , დიახ რასაკვირველია მისამართი მითხარით და აუცილებლად მოვალ
-კარგი მისამართს მოგწერთ , ნახვამდის
ძლიივს, მგონი მეშველა და შევძლებდი მუშაობის დაწყებას და ჩემს ცხოვრებას მარტოც გავაგრძელებდი ამათ გარეშე! მისამართი ჩავიწერე და ტანსაცმელიც შევარჩიე შესახვედრად არ მინდოდა რომ გარეგნობაზე ცუდად ამსახვოდა ამიტომ შავი კლასიკური შარვალი , შავი მაღლები, თეთრი ფართო ტოპი და თმები კოსად შევიკარი ... ალბათ გაინტერესებთ ეს საიდან მაქვს მაშინ როდესაც არც მშობლებსაქვთ ამის ფული და არც მე... ჩემი ერთადერთი დაქალი სკოლიდან რომელიც ყოველთვის იზიარებდა ჩემს ტკივილს სოფი ისიც ჩემხელაა თუმცა ის სწავლობს რის გამოც ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს..თუმცა დღეს ხომ შაბათია და ისვენებს ამიტომ ეს ერთი დღე და ხვალინდელი დღე რომელიც ჩვენ გვეკუთვნის.. ყოველთვის გვერდში მედგა და ახლაც მიდგას! ოთახიდან გავედი როგორც ჩანს მამას უკვე ეძინა გათხლეშილს ... კუხნაში დედასთან გავედი და მოვახსენე
-დღეს გასაუბრებაზე უნდა წავიდე და ძალიან გთხოვ შენი რჩევებით თავს ნუ გამიბურღავს, იმიტომ გეუბნები რომ მერე არ ინერნვიულო და მამა რომ გაიღვიძებს... თუმცა რა მნიშვნელობააქვს როგორცკი გაიღვიძებს ისევ დასალევად წავა! წავედი მე ჯერ სოფისთან უდნა წავიდე
-ჩემო ჭკვიანო გოგო, კარგი შვილი ძალიან არ დააგვიანო ვიცი რომ არ გჭირდება რჩევა დარიგებები მაგრამ ხოიცი მამაშენი...
-არანაირი მამაჩემი კობა მამაჩემი 8 წლის შემდეგ აღარაა! წავედი ეხლა
-ეგრე ნუამბობ შვილო..კარგი აბა შენიცი წარმატებები კარგად (როგორც სჩვევია სახლიდან რომ გავდივარ მოდის და თავზე მკოცნის და მეც რათქმაუნდა არ შემიძლია ყველაფრის მიუხედავად უხეშად მოვექცე ვუღიმი და სახლიდან გამოვდივარ)

ღმერთო როგორ დამღალა ყველაფერმა ვბურტყუნებ ჩემთვის და ქუჩაში გავდივარ... ტელეფონს ვიღებ და სოფის ვურეკავ რომ გავახარო და ვუთხრა ჩემი დღევანდელი გასაუბვება თუმცა ვინ მაცდის იმხელაზე მიყვირის ტელეფონს ყურიდან ვწევ
-ენძელაააააა , ჩემო ძვირფასოოო როგორ მომენატრე და როგორ მოხდა რომ გაგახსენდიი? ერთხელ მაინც მოგეკითხე იქნება დავკვდებიი და თან ისეთიი ამბებიი ამქვს მოსაყოლიი გააფრეენ შენ რასშვრები სამსახური იშოვე?
-ისე თუ დამაცდი ყველაფერს გეტყვი და ორი რაღაცით გაგახარებ! (ვიცინი მის რეპლიკაზე )
-კაი, კაი ვჩუმდები (სერიოზულ ტონს ინარჩუნებს თუმცა ვხვდები რომ ისიც ვერ იკავებს თავს)
-პირველი შენთან მოვდივარ და ჯობია სახლში დამხვდე და მეორე შენთან რომ მოვალ გაგახარებ!
-სასწრაფოდ გელოდები! რა ამოვიტანო? ცივი ყავა დავლიოთ და რამე გემრიელობა კაი?
-გემრიელობას მე წამოვიღებ შენ ყავა დამახვედრე!
-კაიიი გელოდებიი იცოდე და მალე თორემ ვეღარ ვითმენ !!! ( სანამ პასუხს გაცემას მოვასწრებდი უკვე გამითიშა, უნდა ავღნიშნო რომ გიჟია თუმცა საყვარელი )
ტელეფონს ჩანთაში ვიდებდი და თან გზაზე გადავდიოდი დამუხრუჭების ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენად და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ მანკანა აშკარად ჩემს გვერდით გარერდა და 2 წამით ადრე რომ გადავსულიყავი ალბათ გამიტანდა კიდეც მაგრამ ჩემს მეორე მეს რა ვუთხარი რომელიც ეგრევე თავდასხმაზე გადადის მაშინაც კი როდესაც მტყუანია
-შენ ნორმალური თუ ხარ?! ( მივუტრიალდი და ეგრევე ვაჯახე დავინახე როგორ გააღო კარები და გადმოვიდა უნდა ვაღიარო სიმპათიური იყო თუმცა სადააქვთ ამათ ტვინი !
-კარგად ხართ? (ხმაცრომ ბოხი აქვს! კაი კმარა ელა კინაღამ გაგიტანა რადროს მაგაზე ფიქრია!)
-კი კარგად ვარ! და ისე წინ რომ იყუროთ ცუდი არიქნება!
-მე უნდა ვიყურო გოგო წიინ? გზაზე რომ გადადიხარ იქნებ მაგ ტელეფონს თვალი მოსწყვიტო და გაიხედო აქეთ მე რომ მადანაშაულებს !
-სიტყვებს დაუკვირდი მე რომც არ ვიყურებოდე შენ თვალები სად გაქვს ეს უუნარო მძღოლები!!!
-შენს ადგილად მადლობას მეტყოდი რომ არ გაგიტანე თორემ დამერწმუნე მარტო მაგ გრძელი ენის გამო უნდა დამერტყა რიჟა
აი აქ რომ გადამეკეტა და აქ რომ გავცხარდი უნდა გენახათ ისედაც წითური მთლად რომ გავწითლდი ჩემი თმიანად
-იცი რას გეტყვი ერთი თავხედი და გაბღრენძილი იდიოტი ხარ და შენ ვინც პრავა მოგცა ის უარესი !
-ამას დამიხედეთ რა! ჯობია სიტყვები შეარჩიო გოგონი (ირონიულად ჩაილაპარაკა და თვალებით გამბურღა...
-შენც იგივეს გირჩევდი ! იდიოტო! (მივახალე და ეგრევე წამოვედი არც დავლოდებივარ მის უაზრო რეპლიკას .. ერთი მამიკოს ფულებით გატუტუცებული ბიჭი იქნებოდა! და ვგონებ ამ იდიოტის გამო სოფისთანაც დავაგვიანე მსივლა და ალბათ გასაუბრებაზეც ვეღაც მოვასწვებ! ერთხელ მაინც შეიძლება დღე მშვიდობიანად დავწიყო და დავასრულო? ვკითხე ჩემს თავს და ისევ გაცეცხლებული სოფის გზას დავადექი ...


აბა როგორ მოგწონთ? ჩემი პირველი ისტორიაა! ველი კრიტიკას) და მირჩიეთ გავაგრძელო თუ შევეშვა წერას? <3



№1  offline წევრი ნინია ნოზაძე

ბავშვებო მოკლე აღწერაში რაც დავდე სამწუხაროდ ისტორიაში არ გამოჩნდა რის გამოც ცოტა გაურკვევლად ჩანს და თან ცოტა პატარა თავია ( ამის შემდეგ გავითვალისწინებ თუ მოისურვებთ რომ დავდო <3

 


№2 სტუმარი ელენე ახვლედიანი

დაწყება ისეთი იყო თითქოს ჩქარობდიო თუმცა კომენტარი რომ დადე მივხვდი <3 მომეწონა კარგად შეგიძლია აღწერა უკვე ვამჩნევ რაც კარგია! სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება და გადახედე ხოლმე ნაწერს! ისტორია მომეწონა რაღაც ინტრიგული მგონია .. რავიცი ვნახოთ <3 მოკლედ ველოდები შემდეგ თავს <3 და დიდ თავს!!

გააგღრძელე!!

 


№3  offline წევრი ნინია ნოზაძე

ელენე ახვლედიანი
დაწყება ისეთი იყო თითქოს ჩქარობდიო თუმცა კომენტარი რომ დადე მივხვდი <3 მომეწონა კარგად შეგიძლია აღწერა უკვე ვამჩნევ რაც კარგია! სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება და გადახედე ხოლმე ნაწერს! ისტორია მომეწონა რაღაც ინტრიგული მგონია .. რავიცი ვნახოთ <3 მოკლედ ველოდები შემდეგ თავს <3 და დიდ თავს!!

გააგღრძელე!!

მადლობა <3 შეცდომებს გამოვასწორებ <3

 


№4 სტუმარი Guest ანა

და კიდევ "პრავა" არა, მართვის მოწმობა არის სწორი. კარგი ისტორიაა.

 


№5 სტუმარი l,m not sick

გადმოვარდა ია კაბა დაიხიააა...

 


№6 სტუმარი Guest ninako

Daade shemdegii tavii

 


№7  offline მოდერი bibo

ნინია ნოზაძე
ბავშვებო მოკლე აღწერაში რაც დავდე სამწუხაროდ ისტორიაში არ გამოჩნდა რის გამოც ცოტა გაურკვევლად ჩანს და თან ცოტა პატარა თავია ( ამის შემდეგ გავითვალისწინებ თუ მოისურვებთ რომ დავდო <3

რასაც მოკლე აღწერში წერ ეგ ისტორაშიც უნდა დაწერო და გამოჩნდება kissing_closed_eyes აღწერაში რო წერ მარტო მაგიტო არ ჩანს აღწერა არ ჩან აწი იცოდე heart_eyes

 


№8  offline წევრი ნინია ნოზაძე

bibo
ნინია ნოზაძე
ბავშვებო მოკლე აღწერაში რაც დავდე სამწუხაროდ ისტორიაში არ გამოჩნდა რის გამოც ცოტა გაურკვევლად ჩანს და თან ცოტა პატარა თავია ( ამის შემდეგ გავითვალისწინებ თუ მოისურვებთ რომ დავდო <3

რასაც მოკლე აღწერში წერ ეგ ისტორაშიც უნდა დაწერო და გამოჩნდება kissing_closed_eyes აღწერაში რო წერ მარტო მაგიტო არ ჩანს აღწერა არ ჩან აწი იცოდე heart_eyes
ჰო ამის შემდეგ გავითვალისწინებ, მდლობა

 


№9 სტუმარი ლიზი ახალაია

ვინ დაწერა ეს ლექსი ენძელა და ია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent