შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 19)


13-06-2017, 16:49
ნანახია 1 837

ემა დილას მაღაზიებში წავიდა.უნდოდა ერიკისთვის რამე ეყიდა. საჩუქრებში დაიწყო სიარული და ფიქრობდა რა აერჩია. ბოლოს ვერაფერი მოიფიქრა და საათი უყიდა.
-ერიკკკ!-დაიყვირა უცბად,როცა კაცმა ხელები მოხვია და მიიხუტა,ზყრგით როიალზე მიყრდნობილი ქალი,-ერიკკ! გაჩერდი რას აკეთებ და სადდ!-თქვა გაბრაზებულმა და კაცის ხელებიდან დასხლტომა სცადა.
-მხოლოდ გკოცნი ჩემო ცოლოო!-თქვა კაცმა და ქალს აკოცა თუ არა გაეღიმა.
-ერიკკ! რა ხდება ზემოთ სართულზე?! რამე აფეთქდა?!
-კი ემააა! რაღაცეები უნდა შემემოწმებინა ჩვენების მერე და ამიტომაა ეგრე.
-მერე დაგელაგებინა მაინც!
-გამოძიებას ვატარებდით და აქ ვიმუშავეთ!
-კარგი ხო. ახლა გამიშვი,დასვენება მინდა,რომელი საათიააა?! -იკითხა და კაცის გაკვირვებულს სახეს შეხედა.
-ემააა შენ ქურდიც ხარ! როგორ მოახერხე ასე ჩემს ხელზე საათის შეკვრა?!
-მე შენ დიდიხანია გაგქურდე ერიკ! ჯერ კიდევ მანქანაში ჩაჯდომისას! არა ვცდები! ჩემი ფოტოები,რომ დაინახე მკვლელის მაშინ გაგქურდე! მაშინ მოვიპარე შენი გული! -უთხრა და თვითონ მოეხვია! -უცბად კაცს ხელი მაგრად მოუჭირა და ანიშნა აქედან გავიდეთო! მალევე ლიფტში გააგრძელა კაცმა კოცნა. -ერიკკ! დაუყვირა მალევე და კაცი გვერდზე გაიწია.
-ერიკკ! შენ დამარღვევინე სამსახურის კანონები! ამიტომაც დაგსჯი! აქ მოსვლა გეკრძალება! დაცვა გაფრთხილებულია,რომ დღეის მერე აქ არ დაგინახო!
-მართლა?! ისემც მაგათ რა ვუთხარი ეგ პირობა დაცვამ შეგისრულოს!
-რატომ ვითომ?!
-ყველა ჩემი ნაცნობია! ჯერ ვერავინ გაბედავს მითხრას ცოლთან არ შეგიშვებთო!
-შენ ვერ გაიგე ერიკ! მე კანონები დავაწესე კანონები აქ სამსახურში თანამშრომლების და უფროსის!
-მერე?! მე შენი არც თანამშრომელი ვარ და არც უფროსი! შენი ქმარი ვარ!
-ერიკ! მაშინ აქ ყველამ თავისი შეყვარებული ან ქმარი უნდა მოიყვანონ და თავი დაკარგონ! მე ამას არ დავუშვებ! არა!-თქვა ხმამაღლა ქალმა და კაცმა როგორც კი ლიფტი გაიღო ხელი წაავლო ქალს და კაბინეტში შესვლისთანავე,კარები მიხურა და ქალი დივანზე ჩამოაჯინა:-ემაა...მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ! დაივიწყე ის წარსულის ლანდი! დავიწყეეე! ის ნაძირალაააა! ის ნაძირალაა მკვდარიაა და თუ მკვდარი არ იქნებოდა მე მოვკლავდი! დაივიწყეეეე! ის თავხედი ადამიანი,რომელმაც გაბედა შენთან მოახლოება! შენ მხოლოდ ჩემი ხარ ჩემი ცოლიი და მეტი არავისიი არ ხარრ! პირველად იყავი ჩემი და ჩემი იქნებიიი! შენ ვერავინ მოგიახლოვდება და ვერავინ გატკენს გულსს! დაივიწყე ეს შენი სულელური ახირებები,რომ აქ არ შეიძლება შემოვიდე და ცოლს ვაკოცო ან მოვეფერო!
-ერიკკ...ვიცი,რომ ჩემთან გინდა ახლოს აქაც იყო,მაგრამ...მაგრამ არ მინდა აქ,რომ სიყვარული გვქონდეს...არ მინდა! არ მინდა კანონები დავარღვიო! უბრალოდ მე შენს სამსახურში არ მოვალ და შენ ჩემს სამსახურში არ მოხვალ,ხოლმე ასე ხშირად!
-კარგიი...ემააა...კარგიიი...-თქვა ნელა სევდიანად კაცმა და ქალს შეხედა,-მაგრამ მაგიერში სახლში სულ სულ ჩემი იქნები ჩემი! ჩემიიი...რაღაც საქმეებს დავამთავრებ და აღარ შეგაწუხებ აქ. სახლში დაგელოდები...იცოდე,რომ ძალიან მიყვარხარ და შენს გარდა არავინ მიყვარს ასე...ქალს ტუჩებში მისწვდა და უკან დაიხია: -ეს საათის გამო უთხრა და კარებისკენ დაიძრა.
-ერიკკკ... მოესმა ქალის ხმა და უცბად მიტრიალდა მისკენ.
-ერიკკ...მასთან ახლოს მივიდა და ჩაეხუტა: -მე შენ მიყვარხარ...შენ აქ რომ ხარ,ის ამბავი კი არ მახსენდება,მხოლოდ არ მინდა თანამშრომლებზე ცუდი გავლენა მოვახდინოთ...თორემ შენი სიყვარული ყველგან მომინდება და მესაჭიროება უთხრა და ხელი მოხვია: მე შენ მიყვარხარ გულში და იმ სულში,რომელიც გაქვს და მაბედნიერებს...უთხრა და აკოცა ისევ.
ერიკმა ქალს ხელი მოხვია, რამოდენიმეჯერ აკოცა ისე ნაზად,რომ ქალი დადნა...
-ემააა...თქვა და გაიცინა,ჩემო გოგო სახლშიიი,სახლშიი! აქ არც იოცნებოო უთხრა და ქალს ხელი დაუქნია.
-მშიაა მაცივარში არის რაიმე?! -მივარდა მალევე კარლოსთან,როგორც კი ერიკი წავიდა და კაცს გაუღიმა.
-არის,რაც მოგეწონოს გამოიღე.
-რაც მომინდება?! სხვისი ლუკმა,რომც იყოს მაინც?!
-დიახ,ამ ბოლო დროს სულ გშია და ცოტა გასუქდი?!-ჰკითხა კამილამ და ემა უცბად მოტრიალდა. მშიაა... კამილა აქ რა გინდა?!
-ცოტა ბუზღუნაც გახდით უფროსო! -მოესმა ქალის თბილი ხმა და ემამ მას გაკვირვებულმა ახედა და ქალის ხმაც მოესმა ისევ:- ვისვენებ და მაჭამეთ უთხრა და გაუცინა,ორივეს შეხედა და თეფში ხელში აიღო კამილამ. ემა ჭამას მორჩა და კაბინეტისკენ დაიძრა. რამოდენიმე უჯრაში დაიწყო ქექვა და უცბად დაიყვირა:-
-აქ რაღაცეები მეწყო და სადაა?! უჯრებში ჩაიხედა და მერე პოლზე დაუწყო ძებნა,იფიქრა ძირს ხომ არ დავარდაო.
-აბა რა ხდებაა?! -იკითხა ერიკმა,როცა კაბინეტში შეიხედა. ქალი დაინახა,ნახევრად ძირს დახრილი და მისკენ წავიდა ჩუმად,სხეულზე თვალი ააყოლა და ქალს დაელოდა,როდის გასწორდებოდა.
-სადაა?! სად წავიდაა?! ერიკმა ყველაფერი დაყარა ძირს!
-ოხ ეს კაციი! -თქვა და ქალიც უცბად გასწორდა.
-ერიკკ?! რა გინდა აქქქ?!
-რა ხდება აქქქ?! იატაკზე რამე დაკარგეე?!
-გამომძიებლისთვის საინტერესო არაფერი! -თქვა და უცბად დაჯდა სავარძელში. შენ აქ რას აკეთებ?!
-საქმეებს მოვრჩი და მე წავალ!
-კარგიი...-თქვა და კაცისკენ საკოცნელად მოემზადა,მაგრამ კაცი გაიწია და კარებისკენ წავიდა: ნახვამდის ცოლო სახლში...
-ნახვამდისს ქმაროოო...მიაძახა გაბრაზებულმა და ისევ უჯრა გამოაღო,მერე გაახსენდა და ჩანთაში ჩაიხედა. ამოიღო და კარგად დააკვირდა: ერიკის გამო ჩანთაში ჩავაგდე,რომ არ ენახა და ძლივს ვნახეეე...თქვა და ახლა დააკვირდა და უცბად წამოხტა ზეზე.
-კამილააა! იმხელა უყვირა ტელეფონში ქალი,კარებში შემოვარდა.
-დიააახხხ...ემაა რამე დავაშავეთთთ?! -თქვა შეშინებულმა და ემას თვალი აარიდა.
-არააა! მივდივარ და არ დავბრუნდები დღესს. ჩანთას დაავლო ხელი და ქალს ჩაეხუტა: -კარგად კამილა,თუ რამეა დამირეკე ან არ დამირეკო დღესსს... უთხრა ბოლოს და ქალს შემოუტრიალდა.
-ხვალამდეე უფროსოო...
-ბედნიერ დღეს გისურვებ კამილა უთხრა და ლიფტში შევიდა.
-კარგად ემაა...საქმეს მივხედავ.
-დაისვენე...შეგიძლია სახლში წახვიდე ან სიყვარულთან. უთხრა და მშვიდად დახურა ლიფტის კარები.
-ცოტახანში ემა დაჯდა ტაქსში,დამშვიდებული. თვალები დახუჭა და თავის სხეულს ჩაეხუტა:-გამოდის პატარა გვეყოლება,რომელიც პატარა ლამაზ კაბებს ატარებს და გულში ჩავიკრავ,ან პატარა ბიჭუნა ერიკისნაირი.
ემას ბედნიერმა ჩათვლიმა. მოესმა თუ არა მძღოლის ხმა,მაშინათვე გაახილა თვალები და სახლისკენ დაიძრა.
-ერიკკკ...თქვა ჩუმად და რამოდენიმეჯერ დაუძახა. კაცმა ხმა არ გასცა და დივანზე წამოწოლილი ელოდებოდა ქალს,როდის გააღებდა კარებს. ემამ ტანსაცმელი გაიხადა და ოთახში შევიდა. შუქი აანთო და დაიყვირა:
-ერიკკკ! რომ გეძახი არ გესმისს?!
-ასე ადრე რატომ მოხვედი,მოგენატრეე?! -თქვა და ქალს ხელი წაავლო.
-ერიკკ არ მინდააა თქვა ჩუმად და კაცს შეხედა.
-ემა ცუდად ხარ?!
-არაა დასვენება მინდა! -და ერიკს ჩაეხუტა.-მომენატრე და აკოცა.
-წეღან არ გახსოვდა რომ გენატრებოდი!
- ასე რატომ მიყურებ?!
-იმიტომ რომ შენ მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ ერიკ უთხრა და შუბლზე აკოცა.
-ერიკ აქაურობა ძალიან აგირევია!
-ჰოო ემა ბოდიში,მათზე ვიყარე ჯავრი!
-მერე ჩემს ტანსაცმელს რას ერჩოდი?!
-ეს კაბა ჩაიცვი რა ძალიან მომეწონა და მინდა გნახო ამ კაბაშიი...შეევედრა და ქალმა უცბად აკოცა: აბაზანაში შევალ და მოვალლ უთხრა და ოთახიდან გავიდა.
ემა მალევე გამოვიდა აბაზანიდან და ერიკს დაეჯახა. კაცმა ხელი წაავლო და მის შიშველ წელს შეეხო,ემა გადნა და კაცს საწყლად ახედა. ემაა შენთვის ვახშამი მაქვს მზად ხომ მიირთმევ?!
-კიი და რატომ მომიმზადე?!
მაჯა დაანახა და ემამაც გაიცინა.
-ერიკკ...მიმართა როცა საჭმელს მორჩნენ. -მე წამოვწვები კარგიი?!
-კარგი ემააა...უთხრა და ქალიც ოთახისკენ წავიდა. ცოტახანში კარები შეაღო და ქალს შეხედა,რომელიც ლოგინზე იწვა და ესკიზებს უყურებდა.
-ერიკკკ?! მანდ სარკესთან მომაწოდე რაა, ბანტით რომ არისს!
-რაა ესსს?! დახედა და ახლოს მიიტანა.
-ხოო რამე აწერიაა?!
-კიი...ესს...მოიცადეეე?! ეს ისააააა?!
-რა ისსს?! გაიკვირვა და ფეხზე ადგა. კაცს ხელიდან გამოგლიჯა და ზედ დახედა,უკვე მერამდენს.
-შენნ რაა ორსულად ხარრ?! ემაააა! ორსულად ხარრრრ?! -იყვირა და ქალმა უკან დაიხია შიშისგან.
-თავი დაუქნია და ჩაეხუტა. კაცმა ხელები მოხვია და ქალს კოცნა დაუწყო ჩემიიი გოგოოო...ემააა რა მაგარიააა მაგარიიი! მიყვარხართ ძალიანნნ...
-ერიკკ...კაბა დაგავიწყდა?! -თქვა და მის წინ დატრიალდა.
-კაბააა...მშვენიერია,მაგრამ ახლა ეს უფრო მშვენიერიააა ჩემიი ლამაზიიი...კაბა აუწია და მუცელს შეხედა. ხელი მიადო და აკოცა. ჩემიი გემრიელებიიი...
-ბავშვს ესმის ერიკ...
-ხოდა დედიკოო აღარ უნდა იტირო და აღარც უნდა იფიქრო იმ სულელურ ერთ დღეზე! გააფრთხილა თითით და მუცელს შეხედა ისევ,მერე მოატრიალა და გვერდულად დააყენა: -ჯერ არ ჩანსსს!
ქალს გაეცინა: -ჯერ ძალიან პატარაა...
-მაგრამ უკვე ჭირვეულობა დაიწყო დედამ თქვა და ქალს ხელი მოხვია,ლოგინზე დააწვინა და ტუჩებში კოცნა დაუწყო. ცოტახანი გაჩერდა და ქალს თვალებში ჩახედა:
-ახლა ცოტათი მოგეფერები და სამსახურშიც მოვალ ხოლმეე! გააფრთხილა და ისევ გაუმეორა: ახლა მე ვარ შენი და მისი უფროსი! თქვა და ქალის სახე კოცნით გაათბო. -აბა რა გშიათ ჩემო გემრიელებოო?!
-მეძინებაა ერიკკ უთხრა და მის გვერდით მიწვა რამოდენიმე ხანში. კაცმა ძლიერად მოხვია მკლავები, ალერსში ნელ-ნელა გაეხვივნენ და ჩაეძინათ კიდევაც ბედნიერებს...
ღამე ემამ შეიღვიძა,მუცელზე ხელი გადაისვა და ბედნიერმა წაიჩურჩულა:-ჩემიი...ჩემი და ჩვენი პატარა არსებაა...პატარა არსება,რომელიც საოცარი ქმნილება იქნება ჩემთვის ჩემს ცხოვრებაში და სიცოცხლის მომნიჭებელი,ყველაფრის დამავიწყებელი და მომშუშებელი...ხელი გადაისვა მუცელზე და ბედნიერს შეაჟრჟოლა:-ჩემო პატარააა...აქ ხარ შენ აქ ჩემში და ჩემში უნდა გაიზარდო...ახლა უნდა ვიზრუნო ჩემზე და შენზეც...ჩემი საოცარი ქმნილება...ჩემი სიყვარული...-თქვა და კაცს ჩუმად აკოცა და ბედნიერმა უჩურჩულა გულში ბავშვს:-თქვენ ჩემი სიყვარულები ხართ...ეს კი შენი მამიკოა ჩემო პატარაა...-ნელ-ნელა ბედნიერს ჩაეძინა თავის ახალ სასიამოვნო ზმანებაში...
ემილია რამოდენიმე დღეები ბებიასთან იყო,ჟაკლინი და ქეტრინის რამოდენიმე თანამშრომელი კი შვებულებაში იყვნენ წასულები. ბედნიერებმა დაათვალიერეს ევროპის ადგილები და რამოდენიმე ქსოვილების მაღაზიებსაც ესტუმრნენ...
ახლა ჟაკლინი სრულიად სხვანაირი და ბედნიერი დასეირნობდა ქუჩებში...შვილს რამოდენიმე კაბა უყიდა და ბედნიერი უცქეროდა მის ხელებში მომწყვდეულ კაბებს,რომელიც მალე მის საყვარელი არსების ემილიასი გახდებოდა...
დილას ერიკი ადრე ადგა,საჭმელს გავუმზადებო იფიქრა და სანამ გაეღვიძება აბაზანასაც მოვასწრებო. წყალი გააღო და მის ქვეშ ბედნიერმა დაისხა თავზე შამპუნი: ჩვენი პატარააა...მალე მამიკო და დედიკო ვიქნებით და ერთად ავურევთ სახლსსს...დედასაც დავიტოვებთ სახლში და აღარ გაიქცევა სამსახურშიი უთხრა და ბედნიერმა ჩამოიბანა შამპუნით გაჯერებული თმები. კარები გააღო და პირსახოცს დასწვდა. სარკისკენ გაიხედა და ქალის სხეული აათვალიერა პიჟამაში მდგარი.
-აქ რა გინდა?! დიდიხანია აქ ხარ?!
-უკვე 5 წუთია!
-რატომ, მერე?!
-მომინდა აქ ყოფნა და ვსიო! არ შეიძლება?!
-კიი თქვა და ხელი მოკიდა ქალს ვიფიქრე ვიბანავებ და სანამ გაეღვიძება,საჭმელს მივუტან ლოგინშითქო.
ქალს გაეცინა და კაცის სხეული აათვალიერა. -ჩაიცვიი! ან მოიფარეე! და საერთოდ კარგია თუ ტანსაცმლიანა დაიძინებბ!
-რატომ?! ვერ გაძლებ ჩემს გარეშეე?!
ქალს გაეცინა და კარებისკენ წავიდა და თან მიაძახა: -დავწვები გავიღვიძებ 1 წამში და საჭმელი მომიტანეეე უთხრა და მალევე ლოგინში შევარდა.
კაცმა ლანგრით მიუტანა საჭმელები,ქალმა ზემოდან დახედა,ჩაფიქრებული, ეს მინდა, ეს არაა...ეს მინდაა, ეს არააა.ეს რაა უნდა ამას აქქ წაიღეე უცბად უყვირა და ხელით ანიშნა.
-აიი უკვეე ჭირვეულიი...-თქვა კაცმა და ღიმილით ააცალა ქალს წინ დადებული საჭმელის ნაწილი. ქალს ლოყაზე აკოცა და უჩურჩულა: -კიდევ რა გნებავთ?!
-ჯერ ესენი და კიდევ მიაძახა კარებში: -მეორე ლანგრითაც მოიტანე შენთვის! კაცს გაეღიმა და მალევე მის გვერდით დაჯდა. ქალს უყურებდა,როგორ ჭამდა და როგორ იღებდა ლანგრიდან საჭმელს,თვითონაც შეჭამა. ქალი,როცა ლოგინზე დაინახა,ლანგრის გარეშე,თვითონაც გადადგა ლანგარი და მუცელზე აკოცა:
-ახლა გაიღვიძე ჩემო პატარაა,დილამშვიდობისაა მამიკოსს...შვილოო -თქვა ბოლოს და ისევ მოეფერა მუცელზე.
-მაგას დიდიხანია ღვიძავს! უთხრა ქალმა და კაცს შეხედა.
-აჰაა დედიკო გვყავს ზარმაცი!
ქალმა მკაცრად გახედა და თმებში წაავლო ხელი,თავისკენ მისწია და თავზე დასუნა: -კარგიააა...რა სურნელიააა.ჯერ მომწონსსს...
-შენ სუნზე ალერგია გაქვს?!
-ჯერ არა და მერე არ ვიცი უთხრა და გაეცინა.
-სად გადაყარე ჩემი ნივთები?! ერიკ?!
-კაბას ვეძებდი და ცოტა ავურიეე მაპატიეეე...ზოგი წინ წავსწიე ზუგი უკან,ზოგი დავარდა დაა...
-და აფეთქებულს გავს აქაურობაა!
-არაუშავსსს! დაისვენებთ და დაალაგებთ! -უთხრა და ქალს ხელები მოხვია. დღეს პატარა მოვა ჩვენთან სტუმრადდდ უჩურჩულა და ქალს გაუხარდა: -ემილიააა?! მაგარიააა რა ვაჩუქოოთ?!
-კოცნა უყვარს იმ ბავშვსსს...საჩუქრებიი... მე უკვე ვუყიდე სათამაშოებიი.
-მართლააა?! მანახეე რააა!
-შენც გინდა ითამაშო ჩემო პატარაააა?! ჯერ გაჩნდი, გაიზარდე და მერე ვითამაშოთ ჩვენ სამმა უთხრა და ქალს მუცელზე დახედა. ექიმთან წავიდეთ მინდა დავინახოოო!
ცოტახანში სათამაშოებიც დაათვალიერეს და მერე ექიმთანაც იყვნენ,მთელი დრო სახლში მოსვლამდე ერიკი სულ პატარაზე ფიქრობდა და სულ პატარა ფოტოს დასცქეროდა,ჯერ პატარააოო თქვი და აბა ეს პატარა უკვე ჩანს...-თქვა კაცმა და ქალს ხელი გადაუსვა მუცელზე.
რამოდენიმე ხანში გოგონამ მიირბინა და ჩაეხუტა.რა მაგარიაა მალე მეც პატარა მეყოლებაააა... გაიფიქრა და გოგონას აკოცა. ისევ ისეთი გემრიელი ხარ იმ დღეს რომ დამეჯახე ლიფტში და გოგონას ისევ აკოცა. შენთვის საჩუქარი მაქვს და გარდერობი გამოაღო. კაბები გასწია და პატარა კაბა გამოიღო ეს შენთვის ვიყიდეთ მე და ერიკმა.
-რა მაგარია დიდი მადლობაა ჩავიცვამმმ?-შეეხვერწა ბავშვი და ყველამ თავი დაუქნია.
ემას ბავშვი ლოგინზე ეწვინა ახალ კაბაში და ბავშვს უღუტუნებდა და კოცნიდა. ორივე იცინოდა და ემასაც უღუტუნებდა თუ არა ემაც იცინოდა.
-აბაა ახლა ვნახოთ მე თუ გადამირჩებით თქვა ერიკმა და ორივესკენ წავიდა. ორივე დაიჭირა თავის ხელებში.
-ერიკ გამიშვი მეტკინა.
ერიკმა უცბად ხელი გაუშვა და ადგა.
-ზოგჯერ რა მხეცი ხარ! -წამოდგა ემა და ხელი წყალზე შეუშვირა.
-ემა მაპატიე შემთხვევით მომივიდა. და მასთან მივიდა ხელი შემოხვია და კისერთან აკოცა,ერიკის ხელები მუცელთან მოხვდა და ემას გაეღიმა.
-ჩემოოო პატარა შენც მაპატიეე რააა...
-კარგი არაუშავს,მაგისთვის არაფერი დაგიშავებია,უბრალოდ ხელი მომიჯირე მაჯაზე,ახლა აღარ მტკივა,მაინც მიყვარხარ! -თქვა და კაცს თავზე ხელი გადაუსვა,წამოაყენა და ემილიას გასძახა: თვალები დახუჭეო და ტუჩებში აკოცა უცბად კაცს. კაცს გაეღიმა და ხელები მოხვია. ემილია დაიჭირა ცოტახანში და მასთან ერთად იბზრიალა,ემა კი გვერდზე იყურებოდა,რადგან თვალს ვერ აყოლებდა მათ ტრიალს.
ორივენი გამოვიდნენ აბაზანიდან და ემილიასთან ერთად სამზარეულოში გავიდნენ.
გემრიელი სუნია თქვა ემამ და სკამზე ჩამოჯდა.
ცოტახანი და მზად იქნება,ბოდიში უჯრები რომ გამოვაღე.
ემას გაეცინა, არაა რას ამბობბ!
წამოვწვები და მერე გამოვალ საჭმელად თქვა და ადგა.
-ემა სულ ჭამას და დაწოლას ითხოვ თქვა ერიკმა და მასთან ლოგინზე ჩამოჯდა.
-მეტი საქმე არ მაქვსს დღეს, უთხრა და კაცს ჩაეხუტა. ერიკმა დასაც ახარა ეს ამბავი ორივეს ეხუტებოდა ბედნიერი.

ემას ადრე გაეღვიძა, ადგა,აივანზე გავიდა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა,ოთახში შევიდა და ხელები მაღლა ასწია გაივარჯიშა ცოტა. რამოდენიმე ვარჯიში გააკეთა და ოთახისკენ შემობრუნდა სახით.
-დიდი ხანია მიყურებ?!
-იმდენიხანი რომ შემემჩნია როგორი საყვარელი და ლამაზი ცოლი მყავს,რომელიც ნახევრად შიშველი ვარჯიშობდა ოთახში.
-შორტიკი და მაიკა მეცვა!
-ჩემთვის შიშველი ხარ ემა.
ემას გაეცინა,-შხაპს მივიღებ და სამსახურში შევივლი.
-უკვეე მეგონა წუხანდელის მერე სახლში იქნებოდი ცოტახნით.
-მალე დავბრუნდები თქვა და აკოცა.
სამზარეულოში გავიდა ხორციანი საჭმელი შეჭამა ერიკთან ერთად. ცოტახანში გაემზადა შარვალი ჩაიცვა შავი და მწვანე ზედა. ერიკის ნაჩუქარი ბეჭედი გაიკეთა. ქორწილის ბეჭედიც გაიკეთა და კაცს მიუბრუნდა.
-მე მზად ვარ თქვა და კარებიდან ერთად გავიდნენ. ორივე ერთად შევიდნენ ლიფტში და კაცი ემას მოეხვია: -მიყვარხარრ ჩემოო ემააა...
-მეც მიყვარხარრ ერიკკ..ერიკ ახლა აქ ვარ შენთან ერთად ლიფტში გამომწყვდეული და კაცს ჩაეხუტა და აკოცა. -მიყვარხარრრ... უთხრა რამოდენიმეჯერ და ლიფტიდან გარეთ გავიდნენ. კაცს დაემშვიდობა და ორივენი სამსახურისკენ დაიძრნენ.
რამოდენიმე ხანში ემა დარბაზში შევიდა ყველამ მისკენ გაიხედა.
-იმედია ჩემი დანახვა გიხარიათ თქვა ემამ და გაიღიმა,მაგიდას მიეყრდნო.
-ხართ მზად ახალი საქმის დაწყებისთვის?! -იკითხა ქალმა და თანხმობის მიღების მერე მაგიდას მიუჯდნენ ყველანი.
დღეიდან გავამზადებთ სასაჩუქრე კოლოფებს,სადაც ჩვენი სამკაულები იქნება მოხატული,ასევე იქნება ყველა კოლოფში მჩუქნელისადმი მიძღვნილი წერილი,რომელსაც მყიდველი დაუტოვებს... ჩვენივე სამკაული ჩვენი დიზაინით შექმნილ ყუთში იქნება მოთავსებული,შიგნითვე იქნება დატოვებული წერილისთვის გამზადებული ბარათი... და ფეხზე წამოდგა,ყველას გადახედა და დიზაინერებს მიუბრუნდა:-დღეიდან შეგიძლიათ ასევე ყველა სამკაულის სასაჩუქრე კოლოფებზეც იფიქროთ და გაამზადოთ ესკიზებიო და კამილასთან ერთად დაიძრა კაბინეტისკენ,სადაც კიდევ ერთხელ უნდა გადაევლოთ თვალი ამ ორ ჩვენებაში გასავალ-შემოსული ხარჯებისათვის.

ერიკი სამსახურში მივიდა,რამოდენიმე ნახაზები გაამზადა და რამოდენიმე საათის მერე ემასთან შეიარა. ქალი საუბარს მორჩა თუ არა აივნისკენ დაიძრა,გარემოს გადახედა და გრილი სურნელი ჰაერში გაპნეული ჩაისუნთქა. თავის ჩანთისკენ წავიდა და სუნამო აიღო ხელში,მის გაფრქვეულ სურნელს თვალებდახუჭული შეხვდა და უცბად კოცნაც იგრძნო და უკან დაიხია,შეშინებულმა.
-აქ რა გინდა როგორ შემაშინე?!-იყვირა,როცა ერიკი შერჩა წინ.
-უკვე გაშინებ კიდევაც ემაა?!
-ასე ნუღარ შემოიპარები აქ ერიკ! მე მხოლოდ შენი ვარ შენი და სხვა არავისი!
-ემაა ვიციი და ჩამეხუტეეე...მომენატრეთ ორივენიი.
ემამ ხელები მოხვია და ჩაეხუტა: -ჩვენც მოგვენატრე,მაგრამ უნდა ვიმუშაოთ,დღეს ცოტა ადრე დავბრუნდები.
-მამაა გახდები 8 თვეში!
- ემაააა...მამაააა ვიქნებიი შენ დედიკოოო...მშობლები ვიქნებით პატარავ მშობლებიიი... ქალს ჩაეხუტა, ხელები მოხვია და მერე მუცელზეც აკოცა.
-კარგი ერიკ, ჩვენ მოვალთ შენთან და ჩაგეხუტებით! რამოდენიმე საათში.
-მალე მოდით, მინდა მოგეფეროთ და გაკოცოთ გააფრთხილა ქალი და სახლში წავიდა.
ერიკმა მალევე სადილი გაუმზადა ქალს და ბედნიერი დაელოდა მის მოსვლას.
ქალმა კარები გააღო და სახლში შეაბიჯა თუ არა კაცი აესვეტა წინ.
-ჩემიი გემრიელებიი მოვიდნენ უთხრა და ქალისკენ დაიხარა,ქალს აკოცა, მერე მუცელზე აკოცა,ქალს გააჟრჟოლა,ახლა იგრძნო ბავშვის იქ ყოფნა და ბედნიერებამ დაუარა სხეულში. კაცმა ხელი მოკიდა და აბაზანის მერე სამზარეულოში შეიყვანა.
-ერიკკ რამე ხდებაა?! რა ლამაზიააა?! -კაცს ჩაეხუტა და აკოცა.
-თქვენი მოსვლა მიხარიაა უთხრა და ქალი სკამზე დასვა. გემრიელად ივახშმეს ერთად,რამოდენიმე ხანში ქალს ანიშნა ლოგინისკენ დაწექიო და თვითონაც მივიდა მასთან წამოსაწოლად. ერიკი მალევე წამოიწია და ემას მუცელზე დაადო თავი და აკოცა.
-ემაააა...ძალიან ძალიან გამახარეეეე! რა ბედნიერებააა ჩვენ პატარა გვეყოლებააა! ერთად გავზრდით ერთად მოვეფერებით! მერე ვასწავლით ჭკუას დავარიგებთ და ბევრს ვაკოცებთ და მოვეფერებითთთთ... 8 თვე როგორ უნდა მოვიცადოო?!
ემას გაეცინა და კაცს თავზე ხელი გადაუსვა. -უნდა მოიცადო და მოემზადო მამობისთვის...
-როგორრ?! რა უნდა გავაკეთოოო?!
-ჯერ მოგიწევს ჩემს წუწუნს და ჭამას მიხედოო. რომ დაიბადება ხელში უნდა დაიჭირო და ცოტა ელაპარაკოო,ზღაპრები წაუკითხო,ზოგჯერ აჭამო,რომ გაიზრდება ეთამაშო და ჭკუა დაარიგო და ასწავლო რა არის ცუდი და კარგი... ესაა მთავარი. იცოდეე ყველაფერზე კის ნუ ეტყვიიი!
-ჩემიიი პატარაააა...აბაა როგორ ვუთხრა არათქო!
-ერიკკ! რაც არ შეიძლება უნდა დაუშალო და გააგებინო რომ არ შეიძლება! ცემით არ უნდა ვცემოთ,სიტყვით უნდა გააგებინო და სიტყვით უნდა გაუბრაზდეე! გაიგეე?!
-ამდენი რამე მევალებაა?!
-ვერ ვიტან როცა მამა მოვა სამსახურიდან და ბავშვს ერთხელ აკოცებს და მერე სულ დედას მიუგდებს მისახედად,ზოგჯერ მამამაც უნდა მიხედოს ბავშვს გოგო იქნება თუ ბიჭი,მამამაც უნდა მიხედოს,ეთამაშოს და მასთან ახლოს იყოს. ის შენი ნაწილიცაა ერიკ... უნდა მოეფერო,ეთამაშო გაუწყრე და შეაქო.
-კარგი მამა რომ ვერ ვიყოო?!
-ერიკკ...შენ კარგი ქმარი ხარრ,აბა ისე ბავშვი აქ ვერ იქნებოდა თქვა და გაეცინა,კარგი მამა იქნები,ნელ-ნელა მასთან იქნები და მის გარეშე ვერ გაძლებ,სამუშაოზეც გაგახსენდება და გამოიქცევი ვნახოო ჩემი ცოლი და შვილიო! აი ემილიასთან როგორც ხარ ისე იქნები,ეთამაშები, მოეფერები და ზღაპრებს წაუკითხავ.
-კარგიი...ცოტათი დამაწყნარე. ანუ კარგი მამა ვიქნები?!
-ჰოო ერიკ...ის ვინც კარგი ქმარია კარგი მამაცააა! შენ კი კარგი ქმარი ხარ! კარგი და სიმპატიურიი! ჩემი სიმპატიური! -თქვა და კაცს აკოცა.

ემას წინ საღებავები ჰქონდა.ნახატს ხატავდა და ფუნჯი ხელში ეჭირა,რამოდენიმე ფერების პალიტრაც ხელში დაეჭირა და ტილოს მიჩერებოდა ჩაფიქრებული. ერიკი ქალისკენ ჩუმად დაიძრა და ქალის სხეულს შეეხო თუ არა ქალი შეხტა. კაცმა ჩაიღიმა და ქალის ფუნჯს ხელი მოკიდა,საღებავში ჩააწო და ნახატზე თავისი ფერი ჩაასხა. -მთავარი ბოლო მომენტია ემააა..-თქვა კაცმა და ქალი შემოატრიალა,მის საკოცნელად დაიხარა და არ აკოცა,მაშინათვე საღებავიანი ფუნჯი მოუსვა ლოყაზე და გაუცინა. გაბრაზებულმა ქალმა კაცის სახელი წამოიძახა და კაცს მკაცრად გადახედა. კაცმა ქალს მეორე ლოყაზე აკოცა. ქალმა ხელი წაიღო დასვრილ ლოყაზე და კაცმაც გააჩერა: -მე მოგაშორებ,თუმცა გიხდება წითელი ლოყა თქვა და სველი ტილოთი მოწმინდა ქალს საღებავი. ქალის ტუჩებისკენ დაიძრა და აკოცა თუ არა მაშინათვე წავიდა კარებისკენ.
-ვნახოთთ...ვნახოთთ...რას იზამმ ერიკ...-თქვა ჩუმად ქალმა და ჩაიღიმა,თან ნახატის დახატვა განაგრძო.

კაცი სახლში შემოვიდა და ქალისკენ დაიძრა. -სად ხარ ჩემო გოგოოოო?!
ქალს გაეცინა და გაღიმებული მოუტრიალდა კაცს,რომელიც ოთახში შემოვარდა. -რაიყო ძვირფასოო?!
-ეს რა არისს ემააა! და საროჩკაზე წითელი საღებავი აჩვენა.
-რაოოო...შენი მდივანი ვერ დაგეხმარა მოშორებაშიი?! რა გეგონა შეგარჩენდი დღევანდელ საღებავს?! -გაიცინა ქალმა და კაცის საროჩკა აათვალიერა: -უხდებაა!
-გამხადეე! -თქვა კაცმა და ქალთან ახლოს მივიდა.
-რააა?! მეტი საქმე არ მაქვს! -თქვა ქალმა და საღებავებს მიუბრუნდა.
ქალს ხელებში წვდა და საროჩკა გაახსნევინა თუ არა თავისი ხელებით,ქალს მიუბრუნდა:
-რაც შეეხება მოშორებას,ეს რომ გაგეკეთებინა მაგიტომ არ მოვიშორე. ქალმა წითელი საღებავს შეახო თითები და კაცისკენ წავიდა,ხელები მოხვია და წითელი ლაქებიც ისევ გადავიდა საროჩკაზე.
ემააა ახლა ვეღარ გადამირჩები! და ქალისკენ გარბოდა,რომელიც ოთახისკენ მირბოდა.
-არაუშავს! უკვე წითელი იყო! -თქვა ქალმა სიცილით და გაიქცა.
-ვნახოთ თუ დამიჯერ! და ქალი სხვა ოთახისკენ გაიქცა.
კაცი პიანინოსკენ დაიძრა და ქალს დაუძახა: -ცდები ძვირფასო შენვე მოხვალ ჩემთან ზუსტად 3 წუთში... და დაიყვირა 1.2...
-ერიკკკ! არგაბედოოოო!
-აი შენვე მოხვედი ჩემთან! აბა რომელი ფერი მოუხდება ლურჯი რომელიც გიყვარს თუ წითელი? არა მწვანეც კარგი იქნება და ლურჯიც.ყველაზე ორიგინალური კლავიშები გექნება!
-გეყოფაა! გაჩერდი თუ მოხვდა საღებავი კლავიშებს ფერი, არ ჩამოირეცხება!
-მთლად უკეთესი ახალი ფერებიანი კლავიშები გექნება,მეც ახალი საროჩკა მაქვს წითელი-თეთრში. და მაინც აირჩიე რომელი ფერი გინდა.
-არ მინდა საღებავი კლავიშებს შეეხოს ხომ ხედავ მოვედი არსად გავრბივარ. ხატვის ოთახში შევიდეთ წამოდი გთხოვ.არ მიყვარს აქ საღებავები რომ არის,წამოდიიი.
-კარგი იქ გავასწოროთ ანგარიში!
-რას აკეთებ??! ერიკკ...
-დამშვიდდი ნუ გეშინია,მაგიერში შენი პიანინო გადარჩება.
ქალს თვალები ახვეული აქვს და ქმრის წინ დგას. მისი ხელი ლოყას შეეხო და ქალმა იგრძნო საღებავი როგორ შეეხო მის ლოყას. კაცის ორივე ხელი მის წელს ეხებოდა და ქალი დნებოდა,ამისგან თუ გავრბოდი არ მეგონა და ქალმა გაიცინა. ვიცოდი რომ პიანინო შეგაშინებდა და შენ კი დაიჯერე რომ იმას შევეხებოდი,რაც ასე გიყვარდა. მე შენ მიყვარხარ და პიანინო თქვა ქალმა და გაეცინა.
კაცმა ქალს თვალები აუხსნა.რა თქვი ემაა კიდევ მითხარი მითხარიიი...
-მე შენ მიყვარხარ,შენ მიყვარხარრრ!
-რომ იცოდე ეს სიტყვები ახლა როგორ წარმოთქვი...რა თბილია ჩემი გულისთვის,და ქალის ხელი გულზე დაიდო.ჩემი გული მხოლოდ შენ გაათბე ემაა,მხოლოდ შენ შეძელი მისი გათბობა.
-მე შენ მიყვარხარ გაიმეორა ქალმა და ქმრის საღებავებიანი ხელი ისევ მის სხეულს შეეხო.
-მიყვარხარ,ჩემო ემა და მის საღებავებიან სხეულს ჩაეხუტა. ახლა იგრძნო ემამ რომ საროჩკა არ ეცვა კაცს.
-საროჩკა სად წაიღე?
-ძირს დავტოვე!რომ შევინახო ანაბეჭდები. დროა ვიბანავოთ ჩვენ და ცუდია,რომ ეს ჩემი ანაბეჭდები წაიშლება.
ემამ კაცს საროჩკა ჩააცვა და ძლიერად ჩაეხუტა. ახლა აქ არის ეს ანაბეჭდებიც თქვა და კაცს აკოცა სწრაფად,საროჩკა გახადა და აბაზანისკენ დაიძრნენ ორივენი.
კაცმა პირსახოცი აიღო ქალის სხეულს მოაფარა და თვითონაც ქალის სხეული მიიხუტა პირსახოციანა. ორივენი ერთ პირსახოცში გახვეულები მიდიოდნენ ოთახისკენ და იცინოდნენ.
ერიკკკ...დღეს ძალიან ბევრი საღებავი დახარჯე,რომელსაც ორი საათი ვიხეხავდი ჩემი ტანიდან! ცუდი ბიჭი ხარ!
-იდიოტი დაგავიწყდა!-თქვა კაცმა და გაიცინა,ქალმა გაბრაზებულმა გახედა და კაცს მოექუფრა სახე თუ არა ახლა ქალმა გაიცინა და კაცის მოღუტუნებაც იგრძნო თუ არა უცბად გავარდა პირსახოციდან...მწველი მზერა იგრძნო თუ არა უცბად დასწვდა პირსახოცს და კაცს მიეხუტა და გაეცინა. ქალი შეირხა,ისე იყო ძლიერად კაცის მკლავებში მომწყვდეული.
-გიყვარს გიყვარსსს თქვა კაცმა და ქალის სხეული ხელში აიტაცა. ლოგინზე დააწვინა და პლედი გადააფარა ორივე სხეულს: -2 საათი საღებავს კი არ იშორებდი,სიყვარულით ვტკბებოდით ერთად! -თქვა კაცმა და ქალს ლოყაზე აკოცა,რომელიც წითელი და ცხელი გამხდარიყვნენ.
-ყველაფერი რაც ჩვენს შორის დაიწყო ძალიან ლამაზი და მშვენიერია შენსავით ემააა... საიდუმლოებებით სავსე და ზოგჯერ ამოუხსნელი ქალი ხარ,რომელიც ულამაზესია...

ქალმა საროჩკა გამოიღო კარადიდან,თეთრ საროჩკას წარწერები და წითელი პომადა ესვა. ერიკს კარები გაუღო და კაცს გაეღიმა,მის ასე დანახვაზე,ქალს ხელები მოხვია და მუცელზე აკოცა.
-ჩემიი ლამაზებიიი...როგორ უხდება მამიკოს საროჩკააა...მიყვარხარ ჩემო ლამაზო გაბერილოოო...აკოცა ცოლს და ხელი მოხვია. როგორ არის ჩემიი პატარააა?!
-შენს პატარას კითხულობ მარტოო?! კარგად არის...ცელქობს ხოლმეე!
-ჩემიი ლამაზიი ბრაზიანიი! შენც პატარა ხარ ჩემო გოგოოო...ჩემი პატარა არსებაა მელოდება სახლშიი...თქვა და ცოლს აკოცა... ძალიან გიხდება დედიკო ეს საროჩკაა... მეორე საროჩკა სადაა?!
-გარდერობშიაა...-თქვა ქალმა და კაცს მაგიდა დაანახა უკვე გაშლილი.კაცი მალევე მიბრუნდა სამზარეულოში და ქალს ხელები მოხვია.
ქალს გაეცინა და კაცს აკოცა: -თეთრი-წითელი საღებავიანი საროჩკა...
-ბედნიერი ვარ ემაა... თქვა და ქალს აკოცა,მაგიდასთან დაჯდა და ქალი კალთაში ჩაისვა. მალევე ქალი წამოდგა: -გეყოფაა...უკვე მძიმეები ვართოო.

-ერიკკკ! ერიკკ! რომ გეძახი რატომ არ მპასუხობბ?! -თქვა ქალმა და მასთან მივიდა.
-ნახაზებს ვაკეთებ და თან მინდოდა აქ მოსულიყავი და ქალს ხელი წაავლო და ჩაიხუტა.-აბა რისთვის ეძახდი ერიკს და ქალს აკოცა.
-რას აკეთებ?! და ხელი წაავლო ხის ნიმუშებს.
-ესს პატარასია.მომავალი პატარასი... და ქალს ჩაეხუტა და მერე მუცელზე აკოცა. ჩემიიი პატარაააა...-თქვა და ქალს ისევ აკოცა მუცელზე.
ემას გაეცინა. - ბევრი რამის შესრულება მოგიწევს ამ პატარას გამო!
-თანახმა ვიქნები ყველაფერზე და ყველა ახირების ასრულებაზე!
ერიკმა ქალს ხელი მოხვია,ჩაიხუტა,მუცელზე ხელი დაადო და ქალს უჩურჩულა:-მალე ჩვენს პატარას თავისი საწოლი ექნება და იქ ინებივრებს ხოლმე.ემაა... მე შენზე ყოველთვის გავგიჟდები,ისე,როგორც პირველი დანახვისას და მანქანაში ჩაჯდომისას გამაგიჟე და მიმახვედრე,რომ შენს ხელში აღმოვჩნდებოდი! და რომ არ შემეშინებინე,იმ დღესვე ჩემს კაბინეტში მოგეფერებოდი!
-ჰმმ!-თქვა გაბრაზებულმა ქალმა და კაცს ახედა:-მერე და ვინ გაძლევდა მაგის უფლებას?! თანაც მკვლელ ქალს უბედავდი მაგას?!
-მე მაინც გავბედავდი!- ქალს გაუღიმა,-მაგრამ შენ არ ხარ ის შავი ლანდი იებით ხელში შენ მხოლოდ ჩემი ემა ხარ და მუდამ ჩემი იქნები, რომ ის სულელური დღე დაგავიწყო და წავშალო შენი ცხოვრებიდან, ისე, რომ, მხოლოდ მე და ეს პატარა და კიდევ დანარჩენი პატარა არსებები ვიყოთ მხოლოდ აქ შენს სულში... ის რომ არ მომკვდარიყო მე მოვკლავდი მაინც და შენს თავს მაინც ხელში ჩავიგდებდი ისე, როგორც ახლა ჩაგიგდე ხელში და ემას მუცელს აკოცა და მის ყელს მოეფერა მერე გულთან გააჩერა ხელი. -ეს გული მიყვარს და ამ გულის პატრონიც- ემაა გალიანი!
-ერიკ ფრანკი, ამ გულის პატრონი ახლა უკვე შენც ხარ!
შენ ჩემი გული დაატყვევე ემა და დაიმორჩილე კიდეც, იმ დღიდან როდესაც შენი ფოტოები ვნახე სანამ აქ ჩემთან ჩამობრძანდებოდი! -უთხრა და ქალის ტუჩებს დაეწაფა.
-შენთან ჩამოვბრძანდი თუუუ?! მე ჩემ საქმეზე ჩამოვბრძანდი! ახლა გასაგებიაა რატომაც მომაჯადოვე პირველივე საუბრისას ისე, რომ პირველად კაცის წინაშე ტუჩებს ენა შევახე და კაცს ისევ თავისი ენა დაანახვა თუ არა მაშინვე კაცის მკლავებში აღმოჩნდა მომწყვდეული...
-ამას უყურე დედა რას ამბობს შვილო! შენთან კი არა საქმეზე ჩამოვედიო!-თქვა კაცმა,როგორც კი ქალს მოშორდა.
-ჰო საქმეზე!
-მერე ესეც საქმეა! -მუცელზე ანიშნა და ქალს ხელი მოხვია. ჩემიი გოგოო...

ერიკი უცბად შევარდა ქალის კაბინეტში,მის სავარძლის სახელურს ხელი ისე უცბად და ძლიერად ჩასჭიდა,ქალმა წამოყვირება ნახევრად მოასწრო,კაცმა არც აცადა არაფრის თქმა მაშინათვე ახლოს მისწია სავარძელი და კოცნა დაუწყო თვითონ კი მაგიდას მიყრდნობოდა და ქალის სავარძელს ჩაფრენოდა. ქალს მისცა თუ არა სუნთქვის საშუალება,მაშინთვე ხელი ააფარა პირზე,რომ არაფერი ეთქვა ქალს. უცბად ჩაავლო ხელი მის სხეულს და მაგიდაზე შემოსვა,თვითონ კი სავარძელში ჩაჯდა და ქალი კალთაში ჩაიჯინა. ქალმა წამოყვირება და ერ...-ძლივს მუასწრო,კაცმა მაინც არ აცალა და ისევ ქალის სხეულს მოხვია ხელები და კოცნა დაუწყო. ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ ისევ ქალის ტუჩებს მისწვდა...იგრძნო ქალის გაბრაზება,უკან დახევა,სიტყვის და ყვირილის წამოწყება,მაგრამ ქალს მაინც არ შორდებოდა და არ აძლევდა საუბრის ან ყვირილის უფლებას. უცბად გაუშვა ქალის ბაგეებს და ხმამაღლა მიმართა:-ემაა...ნუ ფართხალებ! მომენატრე! -უთხრა გაბრაზებულმა და ქალის სხეულს ისე ძლიერად შეახო ხელები,რომ ქალი შეხტა,მისი ასეთი სიძლიერის შეგრძნებისას და კაცის ალერსში ჩაიძირა...

ქალს მუცელი ეზრდებოდა. რამოდენიმე თვე კიდევ დადიოდა სამსახურში, ხატავდა ახალ ესკიზებს და ქეტრინის გამოგზავნილ ტანსაცმელს ნახულობდა, ამოწმებდა და მაღაზიაში ისე შეჰქონდათ. ყველა მოდელის გარშემო, პატარა აუზებიდან ლამაზი შუქი ანათებდა და საოცარ გარემოს ჰქმნიდა ორივე სართულზე. მოდელები მოძრაობდნენ იცვლებოდნენ და ყველა მოდელს თავისი აღწერა ჰქონდა, მასალის, ფერის, ზომის მიხედვით. მუცელგაბერილი დაჯდებოდა და ფიქრს მიეცემოდა ახალ ესკიზებზე, ზუსტად 2 საათზე და 6 საათზე მაშინათვე კარლოს გამზადებული საჭმელი ედო წინ და მადიანად მიირთმევდა. გამოყვანილი ტანსაცმელები ამ დროს თავისუფალმა სამოსმა ჩაანაცვლა, გრძელი ფართე კაბებით დადიოდა, თავისუფლად და ლამაზად. თავის პატარას ხელს ადებდა ეფერებოდა, ხან ჭკუას არიგებდა ხან რამე ზღაპარს წაუკითხავდა, ჯერ კიდევ იქ მყოფ პატარა არსებას. ზღაპარს მოუყვებოდა და ისევ ხატვას უბრუნდებოდა. ამ უჩვეულო ახალ მდგომარეობაში მყოფი ქალი,მშვიდად და ბედნიერი როიალთან დაჯდებოდა. შავ-თეთრ კლავიშებზე რამოდენიმე მოკლე ნაწარმოებებს გააჟღერებდა, მერე ბავშვს დაადებდა,ხოლმე ხელს და დაელაპარაკებოდა მოეწონა თუ არა ეს მუსიკა და ცოტახნით გარეთ გავიდოდა სასეირნოდ და მინდორს მიუყვებოდა ამჯერად დაბალი ფეხსაცმელებით.
შვილო, ახლა სუფთა ჰაერიც გვინდა, ზღაპრების და მუსიკის მერე, ჩემო ლამაზო. შენ ჭკვიანი და კეთილი უნდა იყო... მამიკოსა და დედიკოს საყვარელი ჭკვიანი ბიჭუნა ან გოგონა. მინდორს გაუყვებოდა და შეისუნთქავდა გრილ ჰაერს. დილასაც გავიდოდა სასეირნოდ და მერე იწყებდა მუშაობას. ბოლო თვეებში სახლში იყო, თავის საკერავთან იჯდა და პატარასთვის თავისი ხელით სამოსს კერავდა, თეთრი და ლურჯი პატარას ტანსაცმელი ისეთი პატარა საოცარი და ლამაზი იყო, ხელში დაიჭირა თუ არა დასრულებული ბედნიერებისგან დაფრინავდა, ეგონა ფრთებიც ჰქონდა გაფრინდებოდა და ამჯერად ვერანაირი მტერი ვერ შეძლებდა მის დაჯერას და გულისტკენას. ერიკმა ხელი შეახო თუ არა პატარა არსების ასეთ სამოსს, რომელიც ქალმა შეკერა ემას ხელი მოხვია და ასატირებლად მოემზადა, მაგრამ ემამ დაუბრიალა თავისი ლამაზი თვალები და გაჩერდა, ახლა ისიც ისეთი ბედნიერი და საოცარი სითბოთი იყო ავსილი, რწმუნდებოდა და უფრო უყვარდებოდა ქალი. ქალი, რომელმაც ასეთი პატარა ნაზი საოცარი პიჟამა და სამოსი შეუკერა თავის პირველ არსებას. სახლში მოსვლისას მთელ დროს ემას უთმობდა, საჭმელზე წავიდოდა თუ რამე მოუნდებოდა და მოუტანდა, ღამე მის გვერდით იწვა და თან ქალს ყარაულობდა, რამე არ დასჭირდესო, ყოველ მის გამოძრავებაზე სტარტზე-ფეხზე იდგა, რა გინდა რას დამაბარებ საყიდლადო. მუცელს ყურს მიადებდა და უსმენდა, ესაუბრებოდა და თვითონაც უყვებოდა ლამაზ ამბებს ან ზღაპრებს. ტუჩებს მიადებდა და აკოცებდა რამოდენიმეჯერ და მერე ნაზად ხელს ადებდა და უცდიდა როდის მოარტყამდა ფეხს.გაბრაზებული დგებოდა როცა მის შეხებას ვერ გრძნობდა ან იმ დროს ირხეოდა ბავშვი, როცა ემასთან არ იყო, ქალს უბღვერდა და გაბრაზებული რომ მხოლოდ მას ეხმაურებოდა პატარა არსება.
ერთ დღესაც იგრძნო თუ არა უცბად წამოხტა ლოგინიდან და უკან დაიხია. ძლივს დაიწყო საუბარი და გაკვირვებული უყურებდა ქალს, ამას რომ ასე უძლებდა და შეგუებოდა მის ასეთ შერხევას.

შაბათ- კვირა დილაობით ორივე ცოლ- ქმარი ერთად სეირნობდნენ ფეხით, მერე სახლში ერთად იყვნენ და ბავშვის შესახებ წიგნს კითხულობდნენ, ხან ერთი ხან მეორე.
ერიკი სახლში იყო როცა ემა ფეხზე წამოდგა,ახლა მის სახეს სრულიად შერეოდა სიმშვიდე და ფორიაქი, ერიკს ისე შეხედა,მაშინათვე მიხვდა კაცი და მანქანაში ჩასვა ქალის სხეული...

ემა მალევე შეიყვანეს სამშობიაროდ. ერიკი გარეთ წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თითქოს გრძნობდა რაღაცას და სამშობიაროს ცივ ფილაქანს მიუყვებოდა ჩაფიქრებული...

-არაა არაა ეს მძიმე ბედისწერის დღე იყო... თქვა მისმა გონებამ და გონება უკან დატრიალდა წარსულში და გაითიშა... მისი გული შენელდა...ემაში!
-ემააა! ისუნთქეე ისუნთქეე! ნახე შენი ბავშვიი უკვე დაიბადა და გელოდება,როდის შეიგრძნობს შენს სხეულს ახლა გარედან! ემააა! ისუნთქეეე! ჩაესმა სადღაც შორიდან და ისევ თავის ფიქრებს უბრუნდებოდა.
გაიარა გზა...გრძელი თეთრი გზა შავ გზას ენაცვლებოდა და ფეხით მიუყვებოდა. რამოდენიმე კიბეები აიარა და ისევ ის დაინახა,ადამიანი,რომელიც შიშს მარცხს,ტკივილს,სიკვდილს,ურჩხულს ყველაფერს იწვევდა მასში და კიბეებზე დაეშვა თუ არა პატარა ბავშვი დაინახა ხელებ გაშვერილი,როგორ ელოდებოდა რომ ქალი ჩაიკრავდა და ხელში აიტატებდა.ბავშვისკენ გაიქცა და მისკენ დახრა სცადა მაგრამ ვერ დაიხარა,თითქოს არ შეეძლო ბავშვისკენ ხელები წაეღო და აეწია მისი პატარა მოლოდინით აღსავსე სხეული,მისი ლამაზი თვალების შეხებაც ვერ შეძლო და ცრემლები წამოუვიდა. იდგა ისე გაყინული და ცრემლები მოდიოდა,თითქოს ისევ გაიყინა და გაქცევა სურდა,სადღაც შორს თავის დასაღწევად. ბუნდოვნად მოესმა კაცის მკაცრი ხმა,როცა ერიკი მისკენ დაიძრა გაგიჟებული ქალს ხელი მოკიდა ხელში და კოცნა დაუწყო სახეზე,ემაა...ჩემო სულოოო! ასე ვერ დამტოვებ! მეც მოვკვდები უშენოდ! მერე ჩვენი პატარა ჩვენი პატარა ასე როგორ უნდა მიატოვო! იცოდეე თუ მიმატოვებ მეც შენთან წამოვალ და მოვკვდები! პატარა მაინც შეიცოდეე! მას ხომ შენ სჭირდები! ემააა! ჩემს გამო კი არა მხოლოდ ბავშვის გამოც უნდა ისუნთქოო! ემააა! ხელში მისი ნაჩუქარი კულონი მოიმწყვდია და უფალს ახედა თითქოს სადღაც თეთრ ჭერში:-შენ ხომ მაინც იცი...როგორია ის...როგორი სათუთია ემა...არ მისცე უფლება დაგვტოვოს,მას ხომ არაფერი დაუშავებია...ის ხომ უბრალოდ პატარა შეშინებული მსხვერპლი იყო,როცა მისი სიკვდილი გონებაში გაიფიქრა,ის ხომ პატარა შეშინებული არსება იყო,როცა სიცოცხლის შეეშინდა და არარაფერი აღარ სურდა...მიეცი შანსი...სულ მცირე შანსი,ჩვენთან დაბრუნების და ცხოვრების თავიდან დაწყების...მოგვეცი სამივეს შანსი,რომ ისევ ერთად ვიყოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ...გთხოვ...ხელი მოუჭირა ქალის ხელს და ემამაც დაინახა მისკენ წამოსული კაცი, ხელი შეახო ქალს და მის სახეს შეხედა. ემააა... ეს ჩვენი პატარააა პატარაა,რომელსაც ერთად ვჭირდებით თქვა და ბავშვი მიუყვანა ახლოს,ქალმა ხელი გაშალა და ბავშვს შეეხო თუ არა თითქოს ცრემლებიც და ყველა წარსულის ლანდიც სადღაც დაიფერფლა მოკვდა და ბავშვს აკოცა,ხელში იჭერდა და კოცნიდა,კოცნიდა და მის სხეულს აღარ იშორებდა...ჩვენი პატარა პრინციიი... თქვა ქალმა და ბავშვს ახლა თვალები დაუკოცნა. სხეულზე მიიკრა,იგრძნო მისი სითბო,მისი სუნი და თვალები დახუჭა...ერიკმა ბავშვი მუცელზე დაუწვინა და ისევ ქალს ემუქრებოდა: -გაახილე თვალები ემააა! იცოდე არასდროს გაპატიებ ამას! არასდროსსს! ემაააა! ჩვენ ორივეს გვიყვარხარ და ჩვენთან უნდა დაბრუნდეეე! ემააა! -თქვა და აკოცა ქალს.მის ბაგეებს შეეხო,რომელიც უნდოდა გაეთბო და მისთვის შეგრძნებები დაებრუნებინა. მის ტუჩებს ეხებოდა და ეშინოდა,მისი უფრო დაკარგვის.უკან დაიხია და ქალს თავი დაადო გულზე: ემაა დაგვიბრუნდიი...დამიბრუნდი,ხომ გიყვარვარრ! ემააა მიყვარხარ და ვერ მიმატოვებბ! ემააა! უშენოდ მოვკვდები და ჩვენი პატარას მარტო დარჩება! გთხოვ ემაა დამიბრუნდი! დაგვიბრუნდი ორივესსს! ყვიროდა კაცი და ქალს თავზე ხელს უსვამდა.დაივიწყეე დაივიწყე ის ადამიანი და მისი სისასტიკე! მისი ეს სისასტიკე დაივიწყე და მოიშორე გულიდან! შენ ეს უნდა გააკეთო დაივიწყო ეს წარსული და ჩვენთვის უნდა იცხოვროო! ემაააა! მოდი გონსსს! ნუთუ იმ ერთი პატარა რამის გამო გინდა სიკვდილი და ჩვენს გამო არ გსურს სიცოცხლეე! სულ ცოტათი მაინც არ გიყვარვართ არცერთიიი?! მე თუ არაა ეს პატარა მაინც შეიცოდეეე! როგორ წევს ახლა შენს მკერდზე და უნდა რომ მოეფერო და ხელები მოხვიოოო! უთხრა, რომ დედამისი ხარ და შენი ხმა უნდა რომ გაიგონოს! მეც მინდა შენი ხმა შენი სიტყვები მესმოდეს! მინდა ისევ მოვისმინო იმ ქალის სიტყვები და სიყვარული ვიგრძნო! მინდა ისევ ვიგრძნო რომ გიყვარვარ! გიყვარვარ და გჭირდები! ისე რომ ამ მტერს დაამარცხებ და ისევ ჩვენთან დაბრუნდებიი! ემაააა! ემაააა! ემაას ისევ ბავშვი ეკავა ხელში და ეხუტებოდა,კაცის სიტყვები ბუნდოვნად ჩაესმოდა გულში,და ბავშვიც ავიწყდებოდა რომ ხელში ეჭირა,რამოდენიმე სარკეების ანარეკლში მოსული კაცის რამოდენიმე ლანდი დაინახა და გული შეეკუმშა. შიში,ტკივილი,სიკვდილი ყველაფერი ერთმანეთში აერია და თავი ისე იგრძნო,რომ ახლა რომ შესძლებოდა ყველა მათგანს მოკლავდა. ყველა მათგანს მოიშორებდა და გაანადგურებდა. მთელი ტკივილი გაახსენდა,რაც ამ ჭრილობამ მიაყენა,რომ ასე დაიკარგა და სიცოცხლე აღარ უნდოდა...მაგრამ ახლა ბავშვი გაახსენდა და ისევ ბავშვს დაუწყო მოძებნა,რომელიც რამოდენიმე ხნის წინ მის ხელებში იყო...შვილოოოო...დაიყვირა უცბად და ბავშვს დაუწყო ძებნა. ერიკმა ბავშვი დაამშვიდა და ისევ დაუწვინა ქალს თუ არა ქალმაც ხელები მოხვია შვილს და კოცნა დაუწყო. ის მოკვდა ემააა! მოკვდა და შენ არ მისცემ უფლებას რომ დაგამარცხოს! მაშინ არ მიეცი უფლება რომ ბოლომდე დაემარცხებინე! ახლაც არ მისცე უფლება დაგამარცხოს! ის მკვდარიაააა! მკვდარიიი შენ კი ცოცხალი ხარრ და უნდა დაბრუნდეეე! უნდა დაბრუნდე ჩვენთან ემააა! ის მკვდარიააა! მკვდარიააა! მხოლოდ მოსული ლანდიააა! შენ კი ცოცხალი ხარ ემააა! ცოცხალიიიი! ცოცხალიიი! მარიაააა! მარიაა! მარიააააა!-მოესმა ქალს და უცბად ყველა სარკე გაქრა სადღაც,ლანდიც წაიყოლა თან და თეთრი გზა გამოჩნდა. წინ გაიხედა და კაციც დაინახა,ერიკის სახე შეიცნო და კაცს გაუღიმა ბედნიერმა...მთელ სხეულში სისხლმა დაიწყო სვლა,მთელი ორგანიზმი გაიარა და გულსაც მიაღწია.გულს მიუახლოვდა თუ არა გულმაც მოუხშირა ფეთქვას და ემამ სუნთქვაც დაიწყო...
- ემაააა...ემაააა....მარიააა...-იმეორებდა კაცი თავგზააბნეული ორივე სახელს.
-პაცინეტის გული ნორმალურად მუშაობს! გთხოვ ერიკ ახლა გადით! ისედაც მოგეცით უფლება ბავშვიანა აქ ყოფილიყავით! -დაუყვირა ექიმმა და მაშინათვე ანიშნა გადითო,მაგრამ ემას ხელი მოეჭირა კაცისთვის და მის ხელს არ უშვებდა.
-ემააა...ემააა...გესმის ჩემიიი?! მიყვარხარრ... ვიცი რომ იბრძოლეე!არ დანებდი ახლა დღეს...იბრძოლე ისევ იმ ურჩხულთან და შენს თავთან! არასდროს არ მოვა ის ურჩხული შენთან რეალობაში! იმ ერთი დღის გარდა ის შენთან მომავალში ვერასდროს ვერ მოვა და ვერ გატკენს! ემააა...ემაა...
-ექიმოოო...თვალები გაახილა!
-ერიკ! დამშვიდდი! ბავშვი გაიყვანეთ!
ემამ თვალები გაახილა,გაიგონა ბავშვი რომ უნდა წაეყვანათ და თავი გააქნია,მეორე ხელი ბავშვს შეახო და მუცელზე წამოწვენილ ბავშვს ზურგზე ხელი მოუსვა და ახლა ამოილაპარაკა: -კკარგგადდ ვარრრ...ერიკკკ...
-კარგით! პირველი შემთხვევაა პაციენტის გამო მე მაგდებენ! -თქვა ექიმმა და ემას გაუღიმა: -მე წავალლ თქვენ ერთად უფრო კარგად იქნებით... -თქვა და გამოვიდა მალევე,როგორც კი შეამოწმა ქალის მდგომარეობა.
-ბავშვი უნდა წაიყვანონ... -მოესმა ქალს და თავი გააქნია.
-უნდა ჭამოს ემაა...შენ კი სუსტად ხარ.
-არააა! მეეე ვაააჭმევვ! -თქვა და წამოწევა სცადა.ერიკიც მიეხმარა და ექიმიც,ბავშვი ერთი ხელით ერიკს ეჭირა,მეორე კი ემასთვის ჩაეკიდა. როგორც კი იგრძნო მისი პატარა სუსტი ბაგეები მკერდზე ქალმა,მაშინათვე ენერგიაზე მოვიდა და სულ დაავიწყდა წამის წინ განცდილი ზმანება. ბავშვს ერთი ხელით იკრავდა მკერდზე და პირველად იღებდა ასეთ ბედნიერებას და სიცოცხლის სურვილი და ხალისიც უბრუნდებოდა. გულიც დაუმშვიდდა ზმანების მერე,მაგრამ ახლა გაცილებით დაიწყო მისმა გულმა ფეთქვა ამ სიამოვნების შეგრძნებისას. მთელ სხეულში დაუარა სითბომ,თითქოს ცხელი ლავა მიედინებოდა სხეულში,ისე გათბა და გაცხელდა მისი სხეული,ჭამას მორჩა თუ არა პატარა არსება,ერიკს ისევ მუცელზე უთხრა დაწვენა და თავის პატარას ხელს უსვამდა და ისევ დაფრინავდა ბედნიერებით სავსე ორგანიზმი,რომელიც აღარც ახსოვდა რომ პალატაში იწვა და არა თბილ ლამაზ სახლში.
-ერიკკკ...ბოდიშიი...შეშინებისთვისსს...-თქვა და კაცს შეხედა,რომელიც ისევ მის ერთ ხელს უჭერდა ძლიერად,თავის მამაკაცურ ხელებს.
-რადგან აქ ხარ და ორივე ერთად მაბედნიერებთ გადამიარა ამ ტკივილმა...-თქვა და ქალს აკოცა ტუჩებში. -წეღან რომ გაკოცე იგრძენიი?!
-კი მე ყველაფერი მესმოდა,ისიც ბავშვი რომ მოიყვანე და შენი ხელის შეხებაც და კოცნაც...ჩემი ნამდვილი სახელიც!
-ემააა! მადლობა უფალს რომ ისევ ჩემთან ხარ და ჩვენ ორივეს გვავსებ შენი სიყვარულით. რომ იცოდე როგორ იყო შენს მკერდზე და როგორ აჭმევდი...ეს დიდი ბედნიერებააა ჩემთვის... დღეს ეს კიდევ სასწაული იყო,ამ პატარა არსებას რომ იხუტებდი და აჭმევდი ასეთი გრძნობით...ემააა...თავი დაადო გულზე და აკოცა: მადლობა რომ ამ გულმა ჩვენთან ყოფნა ამჯობინა.
-ერიკკ... დამშვიდდიი... გარეთ ნერვიულობენნ?!
-არავის გავაგებინეთ...მხოლოდ ჟაკლინია გარეთ!
-მადლობაა...-თქვა ჩუმად ქალმა და კაცს თავზე გადაუსვა ხელი. ერიკმა ბედნიერმა შეხედა თვალებში და ქალს გაუღიმა.
-გილოცავვ...ერიკკ...-თქვა ჩუმად ქალმა და კაცისკენ მიწევა სცადა,კაციც მიიწია უცბად აკოცა ქალს და მანაც მიულოცა პატარა არსების დაბადება.
-აბა როგორ ხართ ჩვენო ყოჩაღებოო?!! ჩვენმა ყოჩაღმა პაციენტმა უნდა დაიძინოს შეხედა ექიმმა ორივეს და ბავშვს დასწვდა წასაყვანად. შენ დროებით ისევ შენს ოთახში უნდა იყო...მიმართა პატარას და ემას შეხედა. ცოტახანი უნდა დაიძინო! არ გაჯიუტდეე!
-არ მინდაა... მინდა ბავშვზე მომიყვეთ ყველაფერი...-მოესმა ექიმს,ექიმი ქმარს მიუბრუნდა: -როგორც აიძულეთ და მოაბრუნეთ,საჩვენოსკენ შენი მეუღლე, ახლა აიძულეთ რომ დაიძინოს. ბავშვი კი მეორე მედდას მიუყვანა,რომ წაეყვანა თავის დროებით საწოლში.
-ემაა დაიძინე და დაისვენეე გთხოვვ...მერე კი მოგიყვები,ყველაფერი რიგზეა...თავზე ხელი გადაუსვა აკოცა და ბედნიერმა ჩაისუნთქა ქალის სურნელი,რომელიც ჯერ ისევ შერჩენოდა ქალს თავისი სუნამოსგან დატოვებული.
-კარგიიი...ბავშვს ვაკოცებ და მერე შენც დაისვენე და სახლში წადი...
-კარგი ემაა...
-დამპირდიი...
-გპირდები წავალ სახლში და ახლა თავს მივხედავ.ქალმა აკოცა ქმარსა და შვილს და მშვიდად დაიძინა.

-ემაა... ზოგჯერ ვხედავ ისევ იმის გამო სევდას შენს თვალებში... -თქვა კაცმა და ქალის ნიკაპს ხელი წაავლო და თვალებში ჩახედა.
-ახლა ბედნიერი ვარ, ჩემი ლამაზი სიყვარულის გამო და ამ პატარას გამოც ხელი გადაუსვა პატარა არსებას, რომელიც მუცელზე ეწვინა.
-არ მინდა ის დღე არსებობდეს შენში!-თქვა მკაცრად მოქუფრულმა კაცმა და ქალს თვალებში ჩახედა.
-კარგი მამიკო და სახლში წაგვიყვან თუ კითხვებს როცა გაათავებ მერე წაგვიყვან სახლში?! -თქვა და კაცს შეხედა, რომელმაც ბავშვს ზურგზე აკოცა დედის მუცელზე მძინარეს და დედასკენ დაიძრა ტუჩებში ეცა და ჩანთას დასწვდა როცა მორჩა ქალის ტუჩების გასინჯვას. ქალიც წამოდგა, პატარას ხელი მოკიდა და მკერდზე ახუტებულმა ჩასვა მანქანაში.
-უკან რატო დაჯექი?! -იკითხა კაცმა და ქალმაც მშვიდად მიუგო:-ჯერ პატარაა და უკან დავჯდებითო.
-ემაა კაი რაა წინ დამჯდარიყავით ახლა სულ უკან უნდა ვიყურო?!
-სარკეში იყურე!
-ემააა!
-კარგი მოითმინე და სახლში კარგად გვნახავ.
კაცს გაეცინა და უკან მოიხედა მოგენატრეე?!-ჰკითხა ქალს.
-კი ერიკ! -თქვა და კოცნა გაუგზავნა კაცს.
-ეგეთი კოცნა არ მინდა...-თქვა კაცმა და ქალს და ბავშვს ბედნიერმა გადახედა.


ვიცი, ზოგისთვის უინტერესოც და დასამუშავებელიც არის ეს ნაწარმოები, მაგრამ ჩემთვის მაინც ძლიერი გრძნობებით სავსე პირველ ნამუშევრად დარჩება, რომელიც მაინც სხვანაირად მიყვარს და სხვანაირად ვუყურებ იქ შიგნით განვითარებულ გრძნობების ტრიალს...
მადლობთ ყველას ვინც ერთი თავი მაინც წაიკითხა...
---------




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent