მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 8)
ქალი ლოგინზე იწვა. თავი ბალიშზე დაედო და თვალებიც დაეხუჭა. ზმანებაში იძირებოდა და ბალიშს ჩაბღაუჭებული ხელებს უფრო უჭერდა. ერიკი სამსახურიდან გამოვიდა. რამოდენიმე ხანში ქალს მიესალმა და სახლში შევიდა. ოთახები გაიარა და ერთ-ერთ ოთახში შევიდა. თეთრ ბალიშზე ქალს თავი დაედო,ხელებით ბალიში ჩაებღაუჭებინა და სრულიად არ აქცევდა სახეზე მიმოყრილ თმებს. კაცი მისკენ დაიძრა,თუ არა ქალმა თმები გადაიწია და უკან დაიხია კაცმაც. მის ყელს დააკვირდა,რომელზედაც შარფი ეკეთა. თეთრ ვარდისფერ ბურთებიან პლედს გადაავლო თვალი და ქალის ხელებს დააკვირდა. მის ხელს ხელი გადაუსვა და უცბად დაიხია უკან. ქალის ხელი იგრძნო მაჯაში და ქალს ახედა. უცბად ორივეს სახე ერთმანეთს შეხვდა და ქალი წამოიწია მის მაჯაში ჩაფრენილი. -აქ რა გინდა!!! -კარგად გაწვრთნილი ხარ! გეძინა, მაგრამ მოახლოება იგრძენი თუ არა მაშინათვე მეცი! -ფხიზლად მძინავს! -ალბათ გეშინია და რამე არ გაძინებს! იქნებ მკვლელობა! -მკვლელობას ნუღა მიხსენებ! რას გადამეკიდე! დაწერე მოხსენება,რომ საქმე გამოძიებული და დასრულებულია! და თავი დამანებე!!!-დაუყვირა და კაცს ხელი მოუჭირა მაჯაში,როგორც შეეძლო. -უნდა აღიარო სიმართლე! -დავიღალე შენი ბრალდებებით! -კაცს ხელი გაუშვა და ორივე მაჯა წინ გასწია: -დამაპატიმრე თუ ასე ძალიან გსურს! ქალისკენ ხელი წაიღო და უსწრაფესად მოხსნა მის ყელზე შარფი. -ეს ახლა აღარ გინდა!-თქვა და ქალს შეხედა,რომელიც მისკენ მიიწევდა და უყვიროდა:-დამიბრუნეო.კაცმა მკაცრად უთხრა:-ჩემიაო და ქალს ხელი წაავლო:-სახლში რატომ ხარ?! -ყელი მტკივა! -ხმამაღლა მელაპარაკები და მაგიტომ! -ცივი წვენი დავლიე და მაგიტომ! -ახლა თბილი რამე დალიე და თან მეც მომიმზადე! -მეტი საქმე არ მაქ შენ გემსახურო! -ემაა! -რა გინდა! -იყვირა ისევ ხმამაღლა ქალმა და კაცს შეხედა. -ბოდიშით ქალბატონო ბევრი საუბრისთვის! მაგრამ ანიტას ქმარი ჩამოუვიდა და ახლა შენ აქ ზედმეტი ხარ! სახლი უკვე გიპოვე დროებითი ჯერ! გააჩნია როგორ აგიტანს მასპინძელი! -თქვა და ქალს გაუღიმა. ქალს ხელი მოკიდა და ლოგინიდან წამოაგდო,თუ არა ქალის ჩანთა აიღო და პირაფარებული ჩასვა მანქანაში... -მე ზედმეტი არასდროს ვარ! იდიოტო!!!-თქვა ხმამაღლა ქალმა და კაცს დაუყვირა,რომელიც მანქანას ქოქავდა. -თქვენს თანამშრომლებს რბილად და მშვიდად ექცევით და მეც იგივეს ვითხოვ,მეც ხომ თქვენთან ვმუშაობ უკვე! -ყველა გამომძიებელი ამდენს საუბრობს?! -ძირითადად კი! მსხვერპლი ან დამნაშავე,რომ გამოტეხონ! -მაინც რამდენი საქმე გაქვს გახსნილი ერთი?! -თქვა მკაცრად და გაეცინა. -ბევრი!-უპასუხა ქალს და გაბრაზებულმა გადახედა. -მაინც?! -მკვლელობები,გატაცებები,ქურდობები,ჯამში 20. -ძალიან ცოტა! -შენ რამდენ სამკაულს აკეთებ ხოლმე?! -თვეში 50 ან მეტი! -იმიტომ, რომ ადვილია! -უთხრა მკაცრად და გააჩერა მანქანა თუ არა კარები მიაჯახუნა და ქალის ხმას აღარ მოუსმინა. თვითონვე განაგრძო საუბარი: -უკვე მოვედით! მასპინძელს უყვარს: სიმშვიდე და სიწყნარე! -თქვა და ლიფტისკენ წავიდა. -შენს ბინაში მიქირავე ბინა?! ნამდვილიი იდიოტი ხარ! -არაა! -თქვა მკაცრად კაცმა,თავის კარებთან დადგა,კარები გააღო და ქალს ხელი წაავლო და სახლში შეიყვანა. -მე მოგაქირავე ერთი ოთახი! -დააბოლოვა და ქალს გაუღიმა. -როდის მომშორდები! -იყვირა უცბად და კაცმა ხელი წაავლო: -ჩუმად! თორემ გარეთ გაგიშვებს მასპინძელი! -იდიოტი! -თქვა ისევ ქალმა და კაცის ხელს თავისი ხელი გამოგლიჯა და ფეხსაცმელები დატოვა შესასვლელში. -შენს დროებით ოთახში შედი! უკვე იცი სადაცაა თუ არ დაგავიწყდა! ქალი გაბრაზებული წავიდა ოთახისკენ,კარები შეაღო და ჩანთები დაინახა თუ არა იქვე მაშინათვე უკან გამოვიდა ხმამაღალი საუბრით: -ჩემს ჩანთებს აქ რა უნდა?! -ანიტასგან წამოვიღე ყველაფერი, არაფერი დამიტოვებია იქ,რადგან ვიცოდი,რომ აქ დაგჭირდებოდა! უკან მიტრიალდა და ოთახისკენ წავიდა,კაცის ხმა მოესმა: -არაფრისო.- და კარები მიაჯახუნა,ისე რომ არაფერი არ უთქვამს. ჩანთებისკენ დაიძრა და შიგნით ძებნა დაუწყო რაღაცას. -რა გინდა?! - უცბად თქვა ქალმა,ისე, რომ კაცს არც შეხედა. -რაიმე გინდა?! დამანებე თავი! -არც ამოგიხედია,ისე მიხვდი,რომ აქ ვიდექი კარებთან! უბრალოდ ჩუმად ვიქნები და გიყურებ! -ეგრე უნდა იდგე კარებში?! შემოდი და დივანზე ჩამოჯექი! -ისეთი ფორმით იყავი კარებთან ანიტასთან,სულ დამავიწყდა შოკოლადი, რომ მოგიტანე! არც შენ დაგინახია,მადლობაც არ გითქვამს არც მასთან სახლში და არც შენს სახლში!-თქვა კაცმა გაბრაზებულმა და ქალს შეხედა. -მე დაცვას ველოდებოდი,ჩანთები,რომ მოეტანა და არა შენ! ჩემს სახლშიც დაუპატიჟებლად დასეირნობდი! შენი შოკოლადი არ მჭირდება! ამიტომაც დავტოვე ჩემს სახლშიც და ანიტასთანაც! -შენი სახლიდან წამოვიღე! -თქვა და ლოგინზე დაუდო: -მიირთვი იქნებ დატკბე! ქალი უცბად მიტრიალდა კაცისკენ,გაბრაზებულმა გადახედა,ხელი მომუშტა და უცბად გაახსენდა,ვინ იყო მის წინ და მზერაც მოაშორა და ხელებიც მოადუნა,თუ არა გაშალა და ლოგინისკენ დაიძრა:-არ მინდა...-თქვა და პლედს მოკიდა ხელი,-მეძინება...დამტოვე.-თქვა და კაცს აღარ მიაქცია ყურადღება. კაცი მისკენ წავიდა. ხელი ჩაავლო და ლოგინზე დასვა. ახლოს მიუტანა შოკოლადი და ქალს შეხედა:-გასინჯეე...-თქვა და ქალის ხმაც მოესმა თუ არა:-ჯერ შენ ჭამე,იქნებ მოწამლულიაო. კაცმაც გასინჯა და ქალისკენ წაიღო შოკოლადი:-უგემრიელესია,ახლა კი შენი ჯერია.-უთხრა და ქალმა ხელიდან გამოგლიჯა, გატეხა და ჩაკბეჩვამდე თქვა: -რადგან ჯერ ისევ ცოცხალი ხარ,ანუ მეც არ მომკლავს! -თქვა და ჩაკბიჩა. კაცს ჩაეცინა და ქალს შეხედა: -როგორიაა?! -არაუშავსო.-უთხრა ქალმა და კაცს გააყოლა მზერა,რომელმაც ძილინებისა უსურვა და კარებისკენ წავიდა,უცბად მიტრიალდა ქალისკენ:-დღეს დაგჭირდებითო?-იკითხა და ქალის ხმაც მოესმა:-არასდროს დამჭირდებიო! -და კარები გაიხურა. ქალი გაბრაზებული წამოვარდა ლოგინიდან. აბაზანაში ჩაფიქრებული იდგა წყლის ქვეშ. აბაზანის მერე თმების გაშრობა დაიწყო ფენით და შოკოლადს დახედა,რომელიც იქვე კარადაზე დაეტოვებინა კაცს. უცბად კარების შემოგლეჯვის ხმაც მოესმა,უკან მიიხედა და წამოიყვირა. ფენი გათიშა და ისევ დაიყვირა: -რას მივარდები?! -ხმა, რომ გავიგე შემეშინდა! ვერ ვიფიქრე,რომ ფენის ხმა იყო,ბოდიში... -კარგი! წადი დაიძინე! და დაკაკუნება ისწავლე! -თქვა და ფენიც ჩართო ისევ. ქალს ისევ ხმა მოესმა და ისევ გათიშა ფენი. -რაიყოოო?! რა გინდა ახლა?! -საჭმელი ჭამე,როცა მორჩები,უკვე მზადაა. -ასე გვიან არ ვჭამ! ძილინებისა! -თქვა მკაცრად და ისევ ფენი ჩართო. მორჩა თუ არა თმების გაშრობას,შუქები ჩააქრო და დაწვა. მეორე დღის გეგმებზე ფიქრებში მშვიდად ჩაეძინა. ერიკი ოთახში შევიდა თუ არა და ლოგინზე დაწვა რბილად,ხელი ქალის შარფს შეახო და ფიქრებში წავიდა...ჩათვლიმა,მაგრამ ხმაური, რომ მოესმა მაშინათვე წამოვარდა და ქალთან შევარდა... უკვე ამ ფიქრებში იყო,ხელში ქალის შარფი მოექცია,რომ ჩათვლიმა და მიეძინა... დილით ემა ადგა გაივარჯიშა,მერე აბაზანა მიიღო და მოკლე ლურჯი ქვედაბოლო ჩაიცვა და ზემოდან თეთრი თავისუფალი შიფონის ბლუზა გადაიცვა. ლურჯი ყელსაბამი გაიკეთა და საათს დასწვდა გასაკეთებლად თუ არა ნატკენ ხელს გადაუსვა ხელი. ახალი ბინტით შეიხვია და ზემოდან ლურჯი საათი გაიკეთა. პომადა წაისვა ღია ფერის და სარკის წინ მალევე თეთრ მაღლებზე იდგა. თხელი, რამოდენიმე ზოლად გამჭვირვალე თეთრი პალტო და თეთრი ჩანთა აიღო, რომელშიც პასპორტი, საფულე,ტელეფონი და ბარათები ჩააწყო და სუნამო დაისხა. ჩანთაში ჩააგდო და მეორე ჩანთას ხელი მოკიდა და კარები გააღო. შემოსასვლელში მდგარ სარკეში ჩაიხედა. ერიკი გამოვიდა, უცბად აათვალიერა ქალის სხეული. -დილამშვიდობისა... ასე დილას ასე სად მიდიხარ?!- მოესმა ქალს,სარკეში როცა იხედებოდა. -შენ ვინ ხარ?! -იკითხა უცბად და სარკეში ჩაიხედა,იქიდან შეხედა კაცს,რომელიც მის გვერდით იდგა,ისე რომ სარკეში ჩანდა. -ერიკ ფრანკი! -კომისარ-გამომძიებელი!-თქვა ქალმა და კაცს მიუბრუნდა:-მე მეგონა ჩემთვის ვინმე იყავი,ანგარიშს,რომ მთხოვდი!-თქვა და კაცს თვალებში შეხედა:-ანგარიშს ბოლოს გაგისტუმრებ,დავითვლი სახლში გათენების დღეებს, დავუმატებ მძღოლის საათებს! ახლა კი წავალ!-უთხრა და კარებისკენ შეტრიალდა. ხელი გასწია კარების გასაღებად და კაცის ხმაც მოესმა: -თუ წახვალ კი! მოესმა და უცბად მიტრიალდა. -რააა?! კაცმა გასაღები დაანახა და ჯიბეში ჩაიდო. -მომეცი გასაღები,შენ უსაქმურად ხარ,მაგრამ მე ჩემი საქმეები მაქვს!-თქვა გაბრაზებულმა და კაცისკენ დაიძრა. კაცის წინ დადგა და ისევ გაუმეორა,კარები გაეღო. კაცმა სახეში შეხედა და ქალის ხმაც მოესმა ისევ:-შენი ბრალდებების გამო,ძალიან დავიღალე და მეტს ნუღა მომიშლი ნერვებს,გააღე კარები!-თქვა და კაცს თვალებში შეხედა. -შოკოლადი მაინც ჭამე და მერე გავაღებ,-უთხრა ქალს და შოკოლადი გამოუტანა. ქალმა რამოდენიმეჯერ ჩაკბიჩა და კაცს მიუბრუნდა:-მადლობა...დანარჩენი შენ მიირთვი,-უთხრა და კარებისკენ წავიდა. კაცი მის უკან დადგა,კარები გააღო და ქალს ჩუმად უჩურჩულა,-დროებითო,-თუ არა ქალიც გვერდით გადგა უცბად. მის თბილ ხმას ყური მოკრა თუ არა გვერდზე გადგა და კაცს შეხედა. უცბად მოაშორა მზერა,კარები გააღო და უცბად დაეშვა კიბეებზე. -რატომ აქვს ასეთი თბილი ხმა...რატომ აქვს ასეთი ბარიტონი...-თქვა ჩაფიქრებულმა და ქუჩას გაუყვა ფეხით.-ეს შოკოლადიც რატომაა ასეთი კარგი და გემრიელი,როცა ვეღარ ვიტანდი შოკოლადს. ახლა კი ისეთი გემრიელი და კარგია,რომ ძნელია არ დააგემოვნო...-გაიფიქრა და ქუჩა გადაჯრა,რამოდენიმე ხანი ფეხით გაისეირნა და ტაქსს ხელი აუქნია. უცბად გააჟრჟოლა და მანქანის ხმაურზე უკან მიტრიალდა,გაბრაზებული წავიდა უკან და ფანჯარაში დაუყვირა: -რა გინდა!რა!!! -დაჯექი მე წაგიყვან! სამსახურში! -თქვა ერიკმა და ქალს კარებზე ანიშნა. კარები გააღო და ძლიერად მიაჯახუნა. -ცოტა ნაზად!-თქვა კაცმა და ქალს გადახედა:-ნაზად უნდა ისწავლო საუბარი და მოქცევა. -მოკეტე!-თქვა ქალმა და მისამართი უთხრა,-იქ წამიყვანეო. რამოდენიმე ხანი იარეს ჩუმად და ემას გადახედა: -დაიღალე?! -რითი?! -რომ არ ყვირიხარ და ასე ჩუმად ზიხარ გამიკვირდა. -როცა თავს მესმიან,მეც თავს ვესხმი,-თქვა და კაცს მიუბრუნდა:-შენ კი ჩამოსვლისას პირველივე დღესვე დამესხი თავს!-თქვა და გააგრძელა:-წადი! არ დამელოდო! -შენს ძმას ნახევარ საათში სამუშაო ეწყება და მათთან 30 წუთზე მეტხანს ვერ დარჩები და დაგელოდები! -თქვა და ქალს გაუცინა. გაბრაზებულმა ქალმა კარები მიაჯახუნა და ლიფტში შევიდა. კარებზე დააკაკუნა თუ არა მაშინათვე დაიძახა: -მეც მოვედიიი! -თქვა და ძმას ჩაეხუტა,მერე რძალს და ბოლოს პატარა ბავშვს წაავლო ხელი: -ჩემი ბიჭი... როგორ არის?! -მაამ...მაამ...თქვა ბავშვმა და ემას ჩაეხუტა. ემამ ხელში აიყვანა და კოცნით გაძღა თუ არა,მერე მოყვა მოკლედ თავისი ამბები და მალევე ჩანთას დასწვდა. ჩემს გემრიელს საჩუქრები მოვუტანე თქვა და ბავშვი ფეხზე ააცოცდა და ჩაეხუტა: მააამ. -მამიდა მამიდა,- თქვა ემამ და გაუცინა.რამოდენიმე საჩუქარი ამოუღო და რძალს უთხრა: -ეს ჩანთა სულ ბიჭუნასია... ეს კი თქვენი,- უთხრა და ადგა,ბავშვს ხელი მოხვია და ჩაკოცნა გემრიელად. -ახლა კი უნდა წავიდე. აბა მითხარი კარგად მამიდაო,- გაუცინა ბავშვს და ხელი დაუქნია,დაემშვიდობა ყველას და ლიფტში შევიდა. ერიკი დაინახა,მანქანა გააღო და ჩაჯდა. -სამსახურში! -თქვა და ჩანთა დაიდო კალთაში. ერიკმა მანქანა დაქოქა და ქუჩას გაუყვა. -როგორ ვართო?! -კარგად! უთხრა მოკლედ და გზას გახედა. -ბავშვმა რაო?! -მამ დამიძახა და მაკოცა. -ისეთი ცივი ხარ შენ არ აკოცე?! -ვაკოცე და ჩავეხუტე! ძალიან საყვარელია და გემრიელი! -შენც! -თქვა გულში და ქალს გადახედა: -არ ყოფილხარ მთლად ცივი... მანქანა გაჩერებული, რომ დაიგულა,კარები გააღო ქალმა და სამსახურის კარებისკენ წავიდა. -მალე გამოხვალ,თუ საღამოს მოგაკითხო?! -9 საათზე მოვრჩები! -თქვა და კარებში შევიდა. დაცვას მიესალმა და ლიფტისკენ წავიდა. კარლო დაინახა და დაელოდა. კაცი ჯერ ფიქრობდა შევიდე თუ არაო და ემას ჩაეღიმა მიესალმა და შესვლა სთხოვა ლიფტში. -თანამშრომლებს ვეუბნები სახლში ჭამეთთქო და მე არ ვჭამ სახლში,- გაეცინა და კარლოსაც გაეღიმა: -მაშინ მე მოგიმზადებთ რაიმეს. მენიუ ყველამ მითხრა,ერთის გარდა. -და ეს მე ვარ?! -ჩაეცინა ქალს და კარლოს შეხედა: -დილას და საღამოს ცოტა მსუბუქი და შუაში ცოტა მძიმე,მაგრამ მხოლოდ დღეს ვითხოვ დილის საჭმელს. -კარგით მალევე გაგიმზადებთ.-უთხრა და ქალმაც მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. კაცი თავის სართულზე გავიდა. ემა ისევ ლიფტში იდგა და ავიდა თუ არა 9 სართულზე,მალევე მდივანს მიესალმა და გაუღიმა,ბედნიერი დღე უსურვა და კაბინეტში შევიდა. უკვე გამშრალ ესკიზებს გადახედა და ჩაფიქრებულმა დადო დივანზე ჩანთა და პალტო. აბაზანისკენ წავიდა და რამოდენიმე ხანში უკვე შავი თავისუფალი კაბით გამოვიდა. ფუნჯები,ფანქრები,პალიტრა გაამზადა და ისევ ხატვას შეუდგა. ფიქრებში გართულს,მდივანის ხმაც მოესმა და ბედნიერი წავიდა აბაზანისკენ,რომ ხელები გადაებანა.ბედნიერმა დააგემოვნა კარლოს გამოგზავნილი საჭმელი. ყოველი ლუკმის შემდეგ ესკიზებს გადახედავდა და ისევ ახალ კოლექციაზე ფიქრებში აგრძელებდა ჭამას. შოკოლადი გაახსენდა და უცბად წამოდგა ზეზე. ახლა თითქოს მის წინ დიდი გრძელი გზა გამოჩნდა, ყვავილებითა და ახალი ქვებით მორთული. რამოდენიმე შავი შოკოლადის ფერი სილუეტები დაიძრნენ, ფერად ქვებით სავსე გზაზე. მათ, შოკოლადისფერ სხეულზე, მხოლოდ რამოდენიმე სამკაული ანათებდა და ასხივებდა... უცბად წამოდგა ზეზე და მაშინათვე ფანქრით გაეშურა დასახატად.ცოტახანში მდივანის ხმაც მოესმა და უცბად გაეშურა ისევ ტანსაცმლის ჩასაცმელად. ერიკი ფრანკოს ესაუბრა ტელეფონზე,მაშინათვე გზიდან გადაუხვია და საქმეზე წავიდა,რამოდენიმე საათის მერე მაღაზიებში გაიარა და სახლში შევიდა, პარკებით ხელში და ხმაურიც შემოესმა. -ემა! ემააა! -ყვიროდა პატარა გოგონა და ემასკენ ხელს იშვერდა. -დეეეე ისააა ისსსს! -ჰო შვილო ემააა! აქაც კი ემას სახელი ესმოდა და იფიქრა ეს ქალი ისევ მელანდება, როგორც სიზმარში მეძახდაო. ისევ მოესმა მისი ხმა სახლში შესვლისას. დისშვილისკენ გავარდა და დაინახა ტელევიზორში რომ იყო ემა. დღეს როგორც იქნა კომპანიას ,,AMEthyst"-ს სათავეში ჩაუდგა და სამუშაო უნდა დაეწყოთ. რამოდენიმე ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა, 3 სართულზე გამოფენების დარბაზში. -აქ როგორ მოხვდა ბოსტონიდან?! -იკითხა გაკვირვებულმა დამ თავისთვის. -დაოოოო,ჩემო პრინცესააა... -იყვირა კაცმა და ორივეს ჩაეხუტა,ბევრი კოცნის მერე მიუბრუნდა დას:-რატომ ყვირის მის სახელს საიდან იცით ვინაა?! -ბავშვი ლიფტში გაიჭედა ფეხით და ემამ უშველა,ხელზე ჭრილობა აქვს კარებს მიარტყა. ერიკს ახლა გაახსენდა ეს ამბავი, რომ მოუყვა და ტყუილს, რომ მიაწერა. -გამოდის რომ არ მოვუტყუებივარ და მან ჩემი დისშვილი გადაარჩინა...-გაიფიქრა და ორივეს ჩაეხუტა და ბევრი აკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.