შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები?! ...1...


13-06-2017, 17:35
ავტორი kethrine
ნანახია 3 028

ფერები? შეიძლება… შეიძლება იყოს რადიკალურად განსხვავებული მაგრამ მაინც ერთნაირი… ფერები…
ბევრჯერ მიფიქრია რატომ არის საჭირო ფერები… ხომ შეიძლება მარტო შავი და თეთრი იყოს. თუმცა ფერები ლამაზია, მეტყველი, თბილი. ბავშვობიდან მიყვარდა ლურჯი, ცის ფერი…
ჩემი საყვარელ ფერს, ცის ფერს ვუყურებ და ვტკბები, ვტკბები და ვაფასებ, რადგან ყველას არ აქვს მსგავსი შესაძლებლობა. რაც გვაქვს ხშირად ხომ ვერ ვაფასებთ ან უარესი, ყურადღებასაც არ ვაქცევთ. ვაკვირდები ლურჯის და თეთრის კომბინაციას და ჩემ თავს ვეკითხები, ნუთუ შეიძლება ერთმა ადამიანმა ჩაანაცვლოს მეორე. სიყვარულის გაერთიანება ან გაორმაგება?! პასუხი ისევ არ მაქვს. თუმცა როდესაც ჩემს საყვარელ პიროვნებებს ვუყურებ ვხვდები, რომ სიყვარული შეიძლება იყოს მრავალგვარი, მაგრამ ყველას ერთი ფუძე აქვს. შეუძლებელია ერთი გიყვარდეს თუ მეორეზე იტყვი უარს. მე არ მითქვამს “არა” …ეს მან თქვა თავისი სიტყვა…
მისაღებში ნაჩქარევად გავდივარ, კედელზე ჩამოკიდებულ საათს ვუსწორებ მზერას, ასევე ნაჩქარევად ვირგებ თხელ ქურთუკს, სახლის გასაღებებს ხელს ვავლებ და ოთახსაც ვტოვებ. ხშირად დავდივარ, ვსეირნობ ან თუნდაც დავრბივარ ფეხით. ასე ვცდილობ ის ფიქრები გადმოვღვარო ტვინიდან, რომელიც უკვე რამდენი ხანია თავს არ მანებებს და რომელიც ასე არ მინდა ჩემთან იყოს. უკვე მყავს ჩემი ყველაზე ძვირფასი, რომელსაც ვერავინ წამართმევს, თუმცა აი ისევ ყველაფრის გახსენება, ისევ თავიდან…
___3 წლით ადრე___
ყოველთვის მიყვარდა წიგნების კითხვა, ყველგან… ყოველთვის... თავისუფალ დროს, როგორც კი ვნახავ მაშინვე ჩემ საყვარელ კაფეში კომფორტულად ვკალათდები და ვკითხულობ. ხშირად მსაყვედურობენ “თავი აწიე, თვალები გეტკინება ჩვენც შემოგვხედე”-ო. თუმცა სანამ ბოლომდე არ მოვრჩები, შეუძლებელია ჩემი შექმნილი ბუდიდან გამომიყვანო.
-გოგო ნუ გადამრევ, კიდევ კითხულობ?!ახლა რაღას?
-დედაჩემის დროინდელ წიგნებში აღმოვაჩინე ლელ, ნახე რა კარგი წიგნია... "საიდუმლო ბრილიანტი"-აღფრთოვანებული ვუხსნი, წიგნიდან თავაუღებლად
-და რაზეა?-ცნობისმოყვარედ მაჩერდება და უკეთესად კალათდება სავარძელზე.
-პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური რომანია. მოკლედ... თუმცა ჩემგან რატომ გებულობ? წაიკითხე და თავად დატკბი. არ ინანებ-ნიშნისმოგებით სწრაფად ვბურდრუნებ და ისევ თავით ვძვრები გაცრეცილ ფურცლებში. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ, დაღლილი თვალებით მიყურებს და მეც ცრემლიანი ვხურავ წიგნს.
-ახლა კიდევ ნახევარი საათი გაცადო თუ როგორაა შენი საქმე? თუ მეც მასე უნდა ვიბღრიალო ბოლოს, მაშინ აღარ მინდა წაკითხვა-თვალებში დაკვირვებით მიყურებს და მეც მზერას ვიწმენდ.
-ლელ წამო გარეთ გავისეირნოთ, კარგი ამინდია... თან ხვალ სოფელში მივდივარ და ცოტა ხნით ვეღარ მნახავ. მერე კი მოისვენებ -ფართოდ ვუღიმი და ვცდილობ დავითანხმო
-ისედაც არ მაწუხებ. დილით გადიხარ, შუადღით კითხულობ, საღამოს კითხულობ, ღამე კითხულობ. ვაფშე გძინავს?-თავის აღმოჩენით გაკვირვებულმა მომანათა შავი თვალები
-კი ლელა მძინავს. აჰ წამო რა.-ტუჩები გავბუსხე და დიდი ხვეწნის შემდეგ ძალით გავაგდე გარეთ.
უამრავი ლამაზი ფერი... შემოდგომის მრავალფერიანი ხალიჩა, ნელი სიო და ხის ფერადი ფოთლების ერთმანეთთან ნაცეკვი ვალსი, მიყვარს ცეკვა...
კიდევ ბევრი ფერები...
და კიდევ შემოდგომა...
ხელები გავშალე და დავტრიალდი. ლელამაც მომბაძა და გაბადრული სახით გადაიკისკისა.
-მე, შენ და შემოდგომა-დაიყვირა თუმცა, რომ მიხვდა ბევრი თვალის ობიექტი გახდა,მაშინვე აიფარა ხელი პირზე. მისი შემხედვარე მეც გამეცინა. იმდენი ვიარეთ, სანამ ფეხები არ გვეტკინა, ძლივს "მივაგნეთ" სახლს.შესვლისთანავე დავიწყე ბარგის ჩალაგება, ვერ გავიგე რა ჩამედო,ლამის მთელი გარდერობი მოვათავსე ჩემოდნებში, თითქმის დავამთავრე, როცა ტელეფონმა შემახსენა თავი და მეც დიდი ხალისით ვუპასუხე
-გისმენ დე
-მორჩი დედი?-მაშინვე მზრუნველი ხმა გავიგე
-კი დეე,დილით გავდივართ ხომ?
-კი. დაგირეკავ კიდევ.
-მიყვარხარ დე-თვალებგაბრწყინებულმა ჩავძახე და გავუთიშე. ქალაქთან შორს არ მივდიოდით თუმცა რაღაც მაინც მაწუხებდა. "დედა და მამა ჩამოვა და წამიყვანს, რაღა მანერვიულებს" ჩემ თავს შევუძახე და ღრმად ჩავისუნთქე. დედისერთა გოგოს მუდამ მანებივრებდნენ, თუმცა ვერ ვიტყვი მსიამოვნებს. ვერც მათ ვამტყუნებ,მე ერთი ვყავარ და უნდათ ყველაფერი კარგი მქონდეს. როცა სასწავლებელში ჩავირიცხე, მახსოვს ჩემ მარტო წამოსვლაზე როგორ მსჯელობდნენ,თითქოს თბილისში კი არა, საზღვარგარეთ მივდიოდი. თბილისში ბინა კი გვქონდა, მაგრამ უნივერსიტეტთან ახლოს მიყიდეს, თავადაც აპირებდნენ გადმოსვლას მაგრამ ამჯერად მე აღარ დავანებე, ლელასთან ერთად გადავწვყვიტე სტუდენტური ცხოვრების შეგრძნება, თან სოფლის სახლს სულ ვერ დატოვებდნენ, სამაგიეროდ თითქმის ყოველ კვირა მივდიოდი... ფიქრებში ისე გავერთე,ძილი სულ დამავიწყდა. თავი გავაქნიე, თითქოს ფიქრებს კარი დავუკეტე, უკეთესად მოვთავსდი საწოლზე და ძილ-ბურანში გავეხვიე. არ მახსოვს რა მესიზმრა ან საერთოდ ვნახე თუ არა სიზმარი. ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა
-დედი წამოვედით უკვე,10 წუთში მანდ ვიქნები და მზად დამხვდი. ხომ იცი სამსახურში ვერ დავიგვიანებთ-ნაზი ხმა გაისმა ტელეფონის მეორე მხარეს
-კაი. ავდგები-ნამძინარევი ხმით ვუპასუხე,გავუთიშე და საათს დავხედე, 08:00 უჩვენებდა, ერთი ამოვიოხრე და სააბაზანოს მივაშურე, შეძლებისდაგვარად მალე მოვემზადე, მძინარე ლელას ვაკოცე და სადარბაზოსთან შეჩერებული მანქანისკენ დავიძარი. მშობლებს დიდი ხნის უნახავივით ჩავეკონე და მგზავრობისთვის მოვემზადე. მიყვარს წვიმაში მანქანით სიარული, როცა გარეთ ცივა, გრძნობ გარედან შემომავალ სიცივეს, მაგრამ თბილ სალონში ხარ გატრუნული და ლაღად უყურებ წვეთების თარეშს მინებზე, თუმცა სამაგიეროდ ბავშვობიდან ვერ ვიტან მგზავრობას სხვა ნებისმიერ ამინდში, ცოტა გავიზარდე მაგრამ ეს მავნე ჩვევა ვერ მივიშორე. ახლაც ყურსასმენები მოვირგე და ვეცადე სიმღერაზე უფრო მეტი მეფიქრა ვიდრე ჩემს ადგილ-მდებარეობა-მდგომარეობაზე. თავი ოდნავ უკან გადავწიე და ვეცადე დამეძინა ან თვალები დამესვენა მაინც. ძალიან მინდოდა მალე ჩავსულიყავით, ბიძაშვილებიც მომენატრნენ და საერთოდ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მეზობლებიც, სახლ-კარზე აღარაფერს ვამბობ. "ყველა ჩიტს თავის ბუდე უყვარს"-შემახსენმა ტვინმა სადღაც წაკითხული ფრაზა და ოდნავ გამეღიმა კიდეც...
სიმღერაც დამთავრდა და ახლის მოლოდინში მოვკალათდი, მაგრამ ყურში ჩაღვრილი სასიამოვნო ჰანგების ნაცვლად მამას შემზარავი ყვირილი მოწვდა ჩემ სმენას, თვალები გავახილე, თუმცა ჯობდა ეს არ მექნა... ან იქნებ არ ჯობდა...
მერე?
მანქანის გაბმული სიგნალი...
მამაჩემის დაყვირებული "გამაგრდით"...
დედასთვის ძლიერად ჩაჭიდებული მისი ხელი...
და კიდევ რაღაც...
უძლიერესი ტკივილი თავის არეში...
და ძილი... უმტკივნეულო, გამაბრუებელი, უსიზმრო, მაგრამ მტანჯველი...
ისევ სირენების ხმა, ძალიან თეთრი მკაფიო ბინდი და მერე ისევ შავი ძილი. ძილი, რომელიც ძლიერ მიყვარდა. ახლა? ახლა უკვე აღარ!


__________
ჩემო ტკბილებო და თბილებო, ისევ დაგიბრუნდით...
ვერ გავძელი დიდხანს :) :)
არვიცი რა გამომდის მაგრამ ვნახოთ.
ველი შეფასებებს. თუ წაიკითხავთ კი გავაგრძელებ თუ არადა ჩემთვის დავწერ :დდდ
მიყვარხართ და მადლობა წინასწარ დიდი



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოდ დაიწყე და ერთი სული მაქვს როდის დადებ მომდევნო თავს,ოღონდ გაზარდე რა თავები
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი kethrine

La-Na
საინტერესოდ დაიწყე და ერთი სული მაქვს როდის დადებ მომდევნო თავს,ოღონდ გაზარდე რა თავები

ლანა საყვარელო, მადლობა უღრმესი, რომ ისევ ჩემთან ხარ. ❤❤❤❤❤❤ დღეს დავდებ მეორე თავს. კიდევ ერთხელ მადლობა
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3 სტუმარი Guest თამთა

ქეთუს წარმატებები ჩემო გოგო...ვივი რო ძალიან მაგარია...ოღონდ მალე დაამთავრე რა თორემ მოთმინებას ვკარგავ უკვე

 


№4  offline წევრი kethrine

Guest თამთა
ქეთუს წარმატებები ჩემო გოგო...ვივი რო ძალიან მაგარია...ოღონდ მალე დაამთავრე რა თორემ მოთმინებას ვკარგავ უკვე

ჩემო პოზიტივო და სტიმულო... შენ ხომ მაინც იცი რა ვითარებაში ვწერ.(ყველაფერი თავზე მაყრია), მაგრამ რადგან დაგპირდი(თ) ავასრულებ... მაქსიმალურად ვეცდები მალ-მალე ვწერო. მადლობა დიდი. ❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ნუთუ შენ ხარ კეტრინ? დაგვიბრუნდი <3 ძალიან გაამიხარდა.მოგყვები ბოლომდე

 


№6  offline წევრი kethrine

Chikochiko
ნუთუ შენ ხარ კეტრინ? დაგვიბრუნდი <3 ძალიან გაამიხარდა.მოგყვები ბოლომდე

როგორ გამახარე შენი ასე თბილი დახვედრით. მადლობა უღრმესი ჩემო კარგო, მე შენ გამეხარდი ძალიან... ❤❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№7 სტუმარი Noo oon

Vaimee rogor gedzebdi shen xo arici da rogor ganaxare axali istoriit.... Jer ar damiwyia magram vici ro kargi iqneba......

 


№8  offline წევრი kethrine

Noo oon
Vaimee rogor gedzebdi shen xo arici da rogor ganaxare axali istoriit.... Jer ar damiwyia magram vici ro kargi iqneba......

მე როგორ მესიამოვნა შენი სიტყვები ვერ აგიღწერ, მადლობა უღრმესი ჩემო კარგო. მიხარია თუ მასეთი სიტყვების ღირსი გავხდი შენგან (თქვენგან). იმედია ესეც მოგეწონება ❤❤❤❤ მართლა უზომოდ გამიხარდი და მადლობა კიდევ ერთხელ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent