შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასაკი ყველაფერს ცვლის 3


13-06-2017, 21:33
ავტორი marishkka
ნანახია 2 419

ასაკი ყველაფერს ცვლის 3

ტრენინგი 5ზე იწყებოდა 10 წუთით დავაგვიანე და მომიწია შუა ტრენინგზე შევჭრილიყავი სხვა გზა არ მქონდა, დაახლოებით 50 მონაწილე მაინც მონაწილეობდა პროექტში რაც უფრო ძნელს ხდიდა ამ პროექტში გამარჯვებას, თან თითქმის ყვეა 4 კურსელი იყო ან იურისტი რომელსაც სისხლის სამართლის პროცესი გავლილი ჰქონდა, მე კი მათ ფონზე უსუსური სკოლის მოსწავლე ვიყავი ნუ ზოგადი განათლება და გამოცდილება კი მქონდა მაგრამ მაინც მეშინოდა, ტრენინგს ყურადღებით ვუსმენდი ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა 1 დღისთვის თეორიულად აგვიხსნეს ზოგადად რა იყო სისხლის სამართალი და ასე შემდეგ მეორე დღეს უკვე ჯგუფებში გადავნაწილდებოდით და საქმეს ტრენერებთან ერთად განვიხილავდით. ტრენინგის დასასრულს უამრავი ცოდნა და ემოცია დამიგროვდა ძალიან ბედნიერი გავემართე სახლისკენ იმის მიუხედავად რომ გარეთ ძალიან ციოდა მე კი არც თუ ისე თბილად მეცვა გადავწყვიტე მეტრომდე ფეხით ჩამესეირნა... ჩემი საყვარელი სიმღერა “Darkshine” ჩავრთე და გზას გავუყევი, დავფიქრდი ყველაფერზე რაზეც შეიძლებოდა რომ მეფიქრა და უეცრად გუკაც კი გამახსენდა მერე მივხვდი რომ ხვალ რეპეტიცია მქონდა თუმცა ვერ წავიდოდი ტრენინგის გამო და ჩემს მასწავლებელს დავურეკე
-გიო მას როგორ ხართ?
-კარგად კაწ შენ?
-კარგად, მას ხვალ მე ვერ მოვალ რეპეტიციაზე და იქნებ თქვენ ჩაატაროთ
-არანაირი პრობლემა არ არის
-მადლობა
მხიარულად ჩავძახე ტელეფონში და მეტროში ჩავედი, იცით მიყვარს მეტროთი მგზავრობა, აქ, ნახავ ყველანაირ ადამიანს განსხვავებული ჩაცმის სტილით და იერით, ვუყურებ მათ და ყველაფერზე მეფიქრება რამდენად ინდივიდუალური შეიძლება ადამიანი იყოს? რამდენად რადიკალური განსხვავება შეიძლება იყოს ჩემსა და მათ შორის? და მაინც, იქნებ არის ერთი ადამიანი მათ შორის ვინც ზუსტად ჩემნაირია ან მოახლოებული მაინც ჩემნაირობასთან? შეიძლება მოკვდე ისე რომ ვერ იპოვო ზუსტად შენნაირი ადამიანი? შეიძლება ისე დაასრულო შენი სიცოცხლე რომ ვერავინ ნაახო ისეთი ვინც ზუსტად შეიგრძნობს შენს ემოციებს? შენნაირი იქნება მიხვდება, როდის გიხარია, როდის გწყინს. იზრუნებს შენზე და ეყვარები. დეპრესიულმა ფიქრებმა შემიპყრო და საკმაოდ ღრმადაც გამიტაცა, ზოგადად არ ვფიქრობ, ან არ ვცდილობ რომ ვიფიქრო. არ ვიცი, ან რა მაქვს საფიქრელი? ერთი უბრალო გოგონა პროკურორობის სურვილით „შებყრობილი“ რომელსაც არაფერი ადარდებს. ან ადარდებს, მაგრამ ეს ხომ არავის აინტერესებს უკვე მგონი მეც აღარ მაინტერესებს. გოგო, რომელსაც რეალურად არავინ ჰყავს, დიახ, არავინ ჰყავს ისეთი ვინც ბოლომდე გაუგებს, მიხვდება იმას თუ როგორია, ან ეცდება მაინც რომ მიხვდეს. დედა? და? ძმა? თუ მამა? იქნებ მეგობრები მაინც? არა, არავინ ვერავინ ვერაფერს ხვდება იცით? ცუდ ხასიათზე რომ ვარ მაგასაც კი ვერ ხვდებიან. ზოგადად, ცუდ ან კარგ ხასიათზეც არ ვარ, შუალედური ვარ და ეს შუალედურობა არ იცვლება და მგონი აღარც შეიცვლება. მეტროდან ამოვედი და გზას გავუყევი ჩემს სახლთან ერთი მყუდრო კაფე იყო, მაკას მივწერე „ამო რამე“ ში ვჯდები და შემაგვიანდებათქო, არც გაუპროტესტებია, იცოდა როგორ ძალიანაც მიყვარდა ეს კაფე. აღარ მინდოდა ფიქრი, ვერ ვიცლებოდი ემოციისგან, არ ვიცი, ბოლო დროს საკმაოდ ემოციური გავხდი, კაწიას კი ეს არ შეეფერება მაგრამ, ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი, ყოველთვის ვცდილობდი რომ თავი ხელში ამეყვანა, ჩემი თავისთვის მებრძანებინა და ერთხელაც კი არ მიმეცა იმის უფლება რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა. ჩემს ასაკში ხომ, „სიგიჟეები“ ასწორებს, თუმცა სად მე და სად სიგიჯე? ესე დებილივით ჯდომა რომ მომბეზრდა და უკვე ვხვდებოდი ფსიქიკურობაში გადამდიოდა ეს ყველაფერი და ვისტრესებოდი ამიტომ ჩემი დეპრესიული „მე“ ისევ ღრმად ჩავჩქმალე და სოციალურ ქსელს მივეცი თავი, გუკასგან მესიჯი მომივიდა არც გამკვირვებია ზოგადად ხომ ასე ხდება, ჯერ მესიჯობა, მერე შეხვედრა, შემდეგ უკვე მეგობრიდან შეყვარებულამდე ერთი ნაბიჯი და ფეისბუქ ნიქნეიმად „ჩემი გოგოს“ დაწერა, ტიპიური 21 საუკუნის თბილისური ლავ სთორი შევთხზე გონებაში და გამეცინა გუკას ჩატი გავხსენი და მობეზრებულად დავიწყე მესიჯის კითხვა
-კატერინა, როგორ ხარ? იმედია გახსოვარ, ემილის ძმა ვარ. იმ დღეს ნორმალურადაც ვერ ვისაუბრეთ, იქნებ შევხვდეთ? ემილიზე გვესაუბრა, როგორი შესაძლებლობები აქვს რომ ვიცოდე მაინც. აი როგორ გამეცინა იცით? ესეთი მიზეზები უბრალოდ მშოკავს, აუცილებელია რომ შევხვდე და ისე ვუტხრა რომ 6 წლის ბავშვის შესაძლებლობებზე ახლა ვერ ვიმსჯელებ ნუ არა რა ფანტაზიის უნარი 0.
-კარგად გუკა, შენ? კი გიცანი, კარგი მახსოვრობა მაქვს)) მხოლოდ ემილიზე საუბარი თუ გინდა შეგიძლია რეპეტიციის მერეც მესაუბრო და ჩემი ნახვა თუ გინდა „ამო რამე“ ში ვარ და აქ მოდი. ჩემი სითამამის გამიკვირდა თუმცა ახლა ნამდვილად არ მაწყენდა წიგნების ოდნავ ცოტა დროით გვერდზე გაწევა და მინი ლავ სთორი რა იცი იქნებ მიმართლებს კაცო? თან არ ჩანს ეს გუკა ცუდი ბიჭი.
-მოვქრივარ, მალე ვიქნები მანდ, არ წახვიდე იცოდე
-კარგი გელოდები. ამის მერე იყო ზარი დაქალებთან ყველაფრის თქმა, მათი გაოგნება რომ მე ეს შევძელი და ცოტა ნორმალურობისკენ შემოვბრუნდი, და დროც სწრაფად გავიდა კაფეში არანორმალურად სიმპატიური გუკა შემოვიდა და გაღიმებული გამოემართა ჩემსკენ
-ხედავ რა პუნქტუალური ბიჭი ვარ?
-ნამდვილად ნამდვილად. თავი დავუქნიე და გავუღიმე
-გიხდება ღიმილი
-მადლობა
-კაი ტოო რისი მადლობა, რას შვები აბა მოყევი შენზე
-ნუ რავი ვზივარ მშვიდად კაფეში ჩემთვის
-დაგირღვიე სიმშვიდე?
-სიმშვიდეს რომ მირღვევდე და ხელს მიშლიდე შენი აზრით გეტყოდი მოდითქო?
-ხელები ამიწევია მართალი ხარ- თქვა და საყვარლად აწია ხელები, ჩამეცინა რაღაც იყო იცით მასში, აი რომ მოგნუსხავდა ისეთი, ძალიან ქარიზმატული და სიმპაწიური ყმაწვილი გახლდათ.
-რას დალევტ ბატონო გუკა?
-რავი ტო, შენ რა გინდა?
-მე მოდი მწვანე ჩაის დავლევ ისევ
-კაი მეც მაგას დავლევ
-კარგი, რა გაინტერესებდა აბა ემილიზე?
-არაფერი კაცო, პროსტა შენი ნახვა მინდოდა
-ვაიმე, რა პირდაპირი ხართ
-რა თქმა უნდა ნუ
-ყოჩაღ ყოჩაღ
-კარგი მოდი ეხლა მომიყევი შენზე, ანუ იმის გარდა რომ ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან მაგრად ცეკვავ და კიდევ იმის გარდა რომ ემილის ისე მაგრად უყვარხარ ლამისაა ვიეჭვიანო და არარ ვატარო შენთან. ეს თქვა და ისე თბილად გამიღიმა სადაც ვიჯექი იქ დავდნი სანთელივით.
-ვაიმე, ემილი მეც ძალიან მიყვარს, აი უმაგრესი, უსაყვარლესი და უნიჭიერესი ბავშვია, ნუუ ჩემზე რავი მეც უმაგრესი უსაყვარლესი და უნიჭერესი ბავშვი ვარ. გამეცინა
-ოჰ, შეიქო თავი
-რა არა?
-კი, კი ყველაზე საყყვარელი ვინც კი შემხვედრია
-ხოდა მასე ბიჭო - ვითომ დაძაბვის ინტონაციით ვუტხარი და ორივეს გაგვეცინა, მერე იყო ბანალური საუბარი ჩვენს ასაკზე, შეხდულებებზე გატაცებებზე და ასე შემდეგ, საბოლოოდ გუკა საკმაოდ მომეწონა ძალიან საყვარელი, თბილი და პოზიტიური ბიჭი იყო. მერე სახლამდეც ამაცილა მალევე წამოვედით რადგან ხვალ ტრენინგი მქონდა დილიდან საღამომდე და ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო ამ პროექტის, მალე უნდა დამეძინა ამიტომ ოჯახის წევრებს გაკვრით დავემშვიდობე და აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე პიჟამა ჩავიცვი და დასაწოლად ვემზადებოდი ტელეფონზე რომ მესიჯი მომივიდა, უცხო ნომრიდან, თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო თუმცა, ტექსტის წაკითხვის მერე არ იყო ძნელი მისახვედრი რომ გუკა იქნებოდა
-კაწუშ, ესეიგი, ნაყინი გიყვარს ხომ ყველაზე მეტად?
-გუკააა, კი რამ გაგახსენა ეგ ახლა?
-რამ და წუთში კარები გააღე სახლის
-რააა?
-ხო მიდი მიდი შუსტრად, პატარავ.
აი ეს რა გამოხტომა იყო ეხლა? თან ერთი დღის გაცნობილი ეთქმოდა რაც არუნდა ყოფილიყო. კარები გავაღე და თითქმის ყველანაირი ნაიყინი იყო და ზევიდან ბარათი ედო „არ ვიცოდი რომელი უფრო გიყვარდა კაწ“ შოკში ჩავვარდი ნაყინები ხელში ავიტატე, მაკა კვდებოდა სიცილით შუა ზამთარში რომელ დაცურებულს მოუვიდა თავში ნაყინის მოტანაო, მეც მეცინებოდა და ტან მიკვირდა სად იშოვა შუა დეკემბერში ამდენი ნაყინი, არა რაა გიჟია ეს ბიჭი!
-გუკააა, მადლობა მაგრამ, ასე არ უნდა შეწუხებულიყავი.
-მე შენით არასდროს შევწუხდები პატარავ, სასიამოვნო იყო შენთან გატარებული ყოველი წამი, ტკბილი ძილი.
-მადლობა კიდევ ერთხელ, და შენც, ტკბილი ძილი
გაღიმებული და გაბედნიერებული დავწექი დასაძინებლად, სანამ დავიძინებდი ჩავფიქრდი თუ როგორ 1 წამში შეიძლება „ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდეს“ ვფიქრობდი და თან მეცინებოდა, ყველანაირი სტრესი და „დეპრესიულობა“ დამავიწყა ამ ბიჭმა. მარვიძარა დავაყენე და მართლაც რომ უტკბილესად დავიძინე.



№1 სტუმარი lv

ძაან ბანალურია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent