პირველად რომ დაგინახე...
რატომღაც თხრობის დაწყება ყოველთვის რთულია. არასდროს არ იცი როგორ წარმოადგინო პერსონაჟები, ან დაიწყო შენი ისტორიის მოყოლა ისე რომ პირველივე თავის წაკითხვის შემდეგ დააინტერესო ადამიანი. ამიტომ დავიწყებ ესე. მე ლიზა მქვია, ვარ 17წლის და მინდა მოგიყვეთ ჩემ ცხოვრებაზე ყველაფერი. ეს დღიურისავთ იქნება. ჩათვალე რომ იმაზე მეტი გეცოდინება ვიდრე ჩემ მეგობრებს. დედა გარდამეცვალა როდესაც 5წლის ვიყავი. მის შესახებ ბევრი არაფერი არ მახსოვს.მამა და მე დიდ დროს ერთად ვერ ვატარებთ, რადგან სულ მივლინებებშია. ჩვენი მოსამსახურე მივლის... მივლის რა, საჭმელს აკეთებს, სახლს ალაგებს, ერთი-ორჯერ თავზე ხელს გადამისვამს და წავა. ცუდად არ გაიგო, ის კარგი ქალია, მაგრამ მოსამსახურეს ისევ მამის ნახვა მირჩევნია. სკოლაში მაშინ დავდივარ როცა ეს მინდა. განებივრებული ბავშვი არ ვარ, მაგრამ ვინაიდან არავინ არ მყავს რომ მაკონტროლოს და აღმზარდოს ვაკეთებ იმას რაც მინდა. მაინცდამაინც ბევრი მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა და წერა. იმდენი რვეული მაქვს რომ ოთახში აღარ მეტევა. მწერლობა არ მინდა, უბრალოდ მიყვარს წერა. ესე მგონია ჩემ თვალწინ ტელევიზორია, ფილმი გადის და მე შემილია გავაგრძელო ეს ფილმი როგორც მინდა. ეს საოცარი შეგრძნებაა. ჩემი ოცნება რეჟისორობაა, სცენარისტობა და მსახიობობა. მინდა რომ ჩემ მიერ დაწერილი ფილმი გადავიღო და მასში ვითამაშო. არ ვიცი რამდენად ამიხდება, მაგრამ.... რაც შეეხება დღევანდელ დღეს... ერთი ადამიანი მაინც არსებობს რომელთანაც თითქმის მთელ დღეს ვატარებ და რატომღაც ყველას ჰგონია რომ ერთად ვართ. მას რეზი ჰქვია. მარტო რეზი არ არის ესეთი ადამიანი, მაგრამ დანარჩენებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ის იმავე სკოლაში სწავლობდა სადაც მე ეხლა.მე და რეზი პატარაობიდან ვმეგობრობთ, რათქმაუნდა ჩემზე 2წლით დიდია, მაგრამ მერე რა? დილით როგორც ყოველთვის ისე შემოიჭრა ჩემ ოთახში თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო. ის არც უზრდელია არც თავხედი, უბრალოდ 2წლიდან ერთად მოვდივართ, ამიტომ გასაკვირი არაფერი არ არის. -რამდენჯერ უნდა გააცდინო სკოლა? საერთოდ ფეხებზე გკიდია შენ შენი მომავალი. არა, მართლა გგონია რომ დიპლომს იყიდის მამაშენი? ან საერთოდ იცის რო ესე ყოველდღე აცდენ? ან რამდენჯერ უნდა გითხრა გოგოს მოწევა არ უხდება თქო-სიგარეტის კოლოფი ამაცალა მაგიდიდან და ჯიბეში ჩაიდო-მერე კიდე შემომხედე მე, მეც შენნაირად ვიყავი, მაგრა მეკიდა სწავლა მაგრამ ბოლო წელს რო მივხვდი რო დამერხეოდა გადავწყვიტე გონზე მოვსულიყავი. ლიზა! ლიზა შემომხედე. გაიღვიძე ბავშვო. არც მისმენ ხო? -დაამთავრე? -კი, ჩემი მზრუნველი მეგობრის როლი შევასრულე. ეხლა დანარჩენი შენზეა დამოკიდებული რამდენად გაითვალისწინებ ჩემ...-აღარ დავასრულებინე წინადადება და თავში ბალიში ვესროლე, მანაც არ დააყოვნა პასუხი და უკან მესროლა. მე ნელა წამოვჯექი და კედელს მივეყუდე. -დილამშვიდობის რეზი. -მანჩო წავიდა(ჩვენი დიასახლისი იგულისხმა) და მთხოვა ააყენე სკოლაში აგვიანდებაო. მანჩოს როგორ აპარებ იმას რო სახლში ხარ? -რეზი, 15წლიდან ესეთ რაღაცეებს ვაკეთებ, მანჩომ იცის ეს ყველაფერი, უბრალოდ... არ ამბობს. კი ტვინი მიაქ საყვედურებით, მაგრამ იცის რო არაფერი გამოუვა. აბა დღეს რას ვშვებით? -დღეს... ავდიავრ აგარაკზე. ჩემი ძმაკაცი ჩამოდის უცხოეთიდან სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და იქ ვხვდებით. წამოხვალ? -ვინმეს ვიცნობ იქ ვინც იქნება იმათგან? -ლექსო, თაზო, ირაკლი და მეტი არავინ. -აუ რავი, არ ვიცნობ იმ შენ ძმაკაცს და რა მინდა. არა მგონია გაუხარდეს ვიღაც უცხოს დანახვა. -სწერვა. -აი ეხა არანაირად არ მისწერვია. მაცადე საერთოდ გაღვიძება, მახტები აქ 7საათზე და ლექციებს მიკითხავ. როგორც ყოველთვის! -სწეეერვა. კაი მიდი ჩაიცვი, დროზე ჩამოდი ყავა დამალევინე. -ხო, მიდი ჩადი დამელოდე. რეზი ოთახიდან გავიდა. მე ჩემი ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე. 9ის 15 წუთი იყო. დროზე ავდექი გადავივლე, ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ყავა გავუკეთე და ბარის სკამზე შემოვჯექი. -რას შვებით შენ და ქრისტინა? -რავი, ეგეც მოდის დღეს აგარაკზე, გაერთობით ერთად, მაგის დაქალი იქ არავინ იქნება. -არა, გავალ დღეს სალის ვნახავ. -სალის 4მდე ვერ ნახავ, სკოლაში დადის. სალი და რეზის გარდა მეგობარი არ მყავს. აღარ მოგიწევთ მეტი ახალი პერსონაჟის გაცნობა... ყოველ შემთხვევაში ჯერ ჯერობით. -4ის შემდეგ და მერე ალბათ სადმე კაფეში ან კინოში გავალთ -აუ კაი რაა, წამო მაგრა გაგისწორდება. -ღამე რჩებით? -ხო აბა, ვათენებთ. მეორე საღამოს წამოვალთ. -მამაჩემი რო ჩამოვიდეს? ამაზე ორივეს გაგვეცინა. -კაი ვნახოთ, ოღონდ სალიც წამოვა. -კაი. მანჩოს რამეს მოუხერხებ? -ხო. -მოგწერ საღამოს, გამოგივლით შენ და სალის და აგიყვანთ. -ხო მართლა სად ავდივართ? -ჩემთან წყნეთში-გადამკოცნა და წავიდა. რა იყო ეხა ეს? რისთვის მოვიდა. გამაღვიძა 9საათზე, ყავა დამალევინა და წავიდა. ეს დამპალი არსება, ეხა სკოლაში უნდა წავიდე? როგორ ვერ მივხვდი რისთვის მოვიდა? მაინც მიყვარს. გასაღები ავიღე, სახლი დავკეტე და სკოლაში წავედი. მაშინვე სალის ძებნა დავიწყე და როგორც იქნა ვიპოვე, ჩვენ კლასთან იდგა. -აეე, როგორ მოხდა? -რეზიმ ამაგდო დილას. -იცი, რატომღაც ვერ ვეგუები იმ ფაქტს რო რეზი დილით შენ ოთახში ვარდება დაუკითხავად. -სალი, ერთად გავიზარდეთ, არაფერი არ გვაქ დასამალი ერთმანეთისგან. -ჰმ... ჩემზე ახლოს ხო მაინც არ არის? -სალი, გეყო სულელური ეჭვიანობები. -კაი, აუ დღეს ჩემთან ვიკრიბებით გოგოები, უეჭველი მოდიხარ. -არა, არა, არა,არააააააა.... ოღონდ დღეს არა. -კაი, წინაზე ხო მაგრა გაერთე, თუ გინდა ქეთის აღარ დავპატიჟებ. -არა, ეგ რა შუაშია. რეზიმ მთხოვა დღეს აგარაკზე ამოდით შენ და სალიო. -რა უნდა აკეთო რეზისთნ ერთად აგარაკზე მის ძმაკაცებთან ერთად. -ვიმედოვნებდი რო შენ და ქრისტინე იქნებოდით. -ქრისტინე? ის სწერვა რეზის დაქალი? -შეყვარებული, შეყვარებულიიი. -მჯერა. -ვაიმეე... მოკლედ გადადე რა. -არ შემილია, კაი რა გინდა ვაფშე იქ? ან რეზის რა უნდა? -ძმაკაცი ჩამოდის მაგისი, ეხლა დაამთავრა უნივერსიტეტი და ბრუნდება. დახვედრას თუ რაღაც ეგეთს უწყობენ. -და იცნობ მაგ ტიპს? -არა. -აბა, მანდ რა გინდა? -რავი... სუფთა ჰაერი და თან გავერთობით. -მე ისევ დებილმა ლექსომ უნდა მსდიოს ხო? -რას ერჩი ამ ლექსოს? ძაან საყვარელი ტიპია. -ტვინი მიაქ და დამსდევს იდიოტივით. -აუ სალი, ძაან გთხოვ. თან მართლა მეზარება იმ ქეთის შეყვარებულის ამბები და ჯანდაბა. -არ მოვა ქეთი თუ გინდა. -რა შუაშია, მიდი რა. -აი რა გეშველება ჩემ გარეშე. -მიყვარხააარ. -აჰაა, დროზე თორე ქიმიის დაწერა მოგიწევს ამ შაბათ-კვირას. -რა ქიმიის დაწერა? -ტესტს გვაწერინებს დღეს. -ჰაა? არ ვარ მზად. ამ დროს ჩვენი ქიმიის მასწავლებელი მოვიდა. ის კაცია. 27წლის არის, ახალგაზრდა, მაღალი და წვერებიანი. მეტი რა უნდა ვთქვა, ნაღდად არ ვაკვირდები იმდენად კონკრეტულად რომ გითხრათ რა ფერის თვალები აქვს, ან როგორი ცხვირი და ასე შემდეგ. -ქავთარაძე (სალის გვარი) და რას ხედავს ჩემი თვალები როგორც იქნება გამოცხადდით ქალბატონო ელიზაბედ? -დიახ, მას ავად ვიყავი. -იმედი მაქვს ტესტისთვის მზად ხარ. -კი, როგორ არა. მთელი ღამე ვიმეორებდი. -ძალიან კარგი, ზარი დაირეკა, შედით კლასში რომ დროულად დავიწყოთ. გაქცევასაც რო ვერ მოასწრებ.... -საპირფარეშოში შევირბენ და..-ვინ დაგაცდის, არ დამიჯერა და ორივე კლასში შეგვაგდო. დარწმუნებული ვარ ვერაფერსაც ვერ მივიღებ. დავწერე მაგრამ ამას რა დაწერა ერქვა. ყველაფერი ორასჯერ გადავხაზე და გადავჯღაპნე, გამიმართლებს თუ ამ შაბათს არ დამიბარებს თავიდან დასაწერად. ესეთი დამპალი მასწავლებელია. ჩავაბარე და გარეთ გამიშვა. ნახევარი კლასი უკვე გარეთ იყო. -ლიზ, ისეთი გამწარებული წერდი მემგონი 10იანს მიიღებ-იდეაში იხუმრა. ეს ჩემი ერთ-ერთი კლასელი თემო იყო. -როგორ მოხდა სკოლაში რო მოხვედი?-ოდესმე მომეშვება? -თემური-ესე ვეძახი ხოლმე რო ნერვები ავუშალო. მაშინვე სახე შეეცვალა-რო არ გპასუხობ ხო უნდა გქონდეს იმდენი შეგნება რო მომეშვა? -მევასება ვითომ უკარება გოგონები. -ვითომ?-მეტი აღარაფერი არ მითქვამს, მერე სალი გამოვიდა და გარეთ გამოვედით მოსაწევად. გაკვეთილის გამოსვლამდე 5წუთი იყო დარჩენილი. -ეს თემური უკვე ნერვებს მიშლის. -აუ თემურის რო ეძახი რა სახე აქ ხოლმე-გაეცინა სალის. -ტიპს არ ვეკონტაქტები და დამსდევს. სულ რო ხმა არ გავცე ალბათ სახლამდე გამომყვება. -რა გინდა საყვარელია. -აჰაჰაჰ, ნუ მიშლი ნერვებს. -რა ქენი, როგორ დაწერე? -რავი 6ს მაინც მივიღებ ალბათ და აღარ მომიწევს შაბათს მოსვლა. -შენ როგორ აპირებ ამ წელს სკოლის დამთავრებას? -რავი. -უნარებში ვიწყებ მომზადებას, არ გინდა ერთად ვიაროთ? -ხო კაი. -დღეს დავურეკავ იმ მასწავლებელს და ვკითხავ როდის ცალია. 5გაკვეთილის მერე წამოვედი სახლში. მისაღებში შევედი და ჩანთა სავარძელზე დავაგდე. -მანჩო? სახში ხარ? ჩვენ სტუდიო გვაქვს. სამზარეულოს და მისაღებს მხოლოდ ბარის სტოიკა ყოფს. -აქ ვარ, აქ. იყავი სკოლაში? -კი. რა გემრიელი სუნიააა. -ჩახოხბილს ვაკეთებ. -აუ კაი რაა, არ მინდა. სხვა რამე გამიკეთე. - 1თვეა თითქმის არაფერს ჭამ, სასტიკად გამხდარი ხარ, მამაშენი რო ჩამოვიდეს იფიქრებს რო არაფერს გაჭმევ. -მანჩო, დღეს რეზის მივყავარ აგარაკზე და ხვალ ჩამოვალ. -რა ხვალ ჩამოხვალ? -რეზი და მაგის მეგობრები ჩამომიყვანენ. -რა?! ბიჭებით სავსე სახლში აპირებ შენ ღამით დარჩენას? აბა მოდი გონზე ელიზაბედ?-თავი აწია, საქმეს თავი დაანება და მომაშტერდა. ელიზაბედ, ელიზაბედ, ბლა ბლა ბლააა... სრულ სახელს მამაჩემი აღარ მეძახის. -არ ვაპირებ ძილს, რეზის შეყვარებული იქნება და სალი. -რა გინდა იქ კი მარა? მე ვერ გაგიშვებ. მამაშენს ჰკითხე. -მანჩო, ნებართვა არც მიკითხავს. რო რამე იტყვი რო საღამოს წავედი ისე რო შენ არც იცოდი. -არ არსებობს, ელიზაბედ მამაშენმა შენი თავი მე ჩამაბარა და არ ვიცი რას მიზამს ეს რო გაიგოს. -კაი რეზის იცნობს და რეზი აქ ბევრჯერ დარჩენილა ღამით და მე მასთან. -რეზის კი მარა იმდენ ბიჭს არა. -აუუ, მანჩო აი საიდან იცი იქ რამდენი ბიჭი იქნება? -ვიცი. არა და მორჩა. -მანჩო! -მე ვერ გაგიშვებ. -არც მიკითხავს. -იცოდე მამაშენს დავურეკავ. -დაურეკე, უცებ არ ჩამოვიდეს-ვუთხარი, ჩანთას ხელი დავავლე და მეორე სართულზე ავედი. დაველოდე მანჩოს წასვლა და შემდეგ ქვევით ჩავედი, სალის მივწერე და ისიც მალე მოვიდა. -დღეს შენმა ალექსანდრემ გიკითხაა. -რაო?-ხო... ალექსანდრე... . ახლოს არ ვიცნობ, ჩვენი პარალელური კლასელია მაგრამ ეგ და სალი ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ და ახლოს იცნობენ ერთმანეთს. -ნომერი მთხოვა შენი. -არააა, არ არსებობს? მიეციი? -არა, რათ გინდა? შეგაწუხებს. -სალომე! -გეღადავები, მივეცი ხო. -აუუ, ნეტა როდის მომწერს. -არ ვიცი, ალბათ დღეს საღამოს. -მიყვარხარ, ვაიმე შეხვედრა რო მთხოვოს და მე რო წყნეთში ვიქნები? -დაწყნარდი, ესე მალე შეხვედრას არ გთხოვს. -რეზიმ მომწერა, მოვიდა. წავედით. პატარა ზურგჩანთა წავიღე, შემოსაცმელი, დამტენი, საფულე და სიგარეტის 2კოლოფი მედო შიგნით. უი კოსმეტიკა? არ ვხმარობ. არ მიხდება. კარი ჩავკეტე და რეზის მანქანაში ჩავჯექით. -გამარჯობა იცი სალი? -გაგიმარჯოს. -ეს სწერვობა ორივე დაქალს რა მაგრა გაქვთ დამუღამებული. -მე შენ არ გესწერვები-უკან ვიჯექით მე და სალი ის კი საჭესთან. ხელები შემოვხვიე და ლამის ჩავყვირე. -აჰამ. ხელები გაწიე გიჟო ბავშვო საჭესთან ვზივარ. მანამდე სალი ჩემ ტელეფონში დაძვრებოდა. -არააა, მოდი დროზე აქ-რეზის თავი დავანებე და სალის ფაქტიურად მივეხუტე. -რა? -ნახე ვინ მოგწერა? -ნაღდად იცი? ნომერი გიწერია? -კიი, ხო. ზეპირად ვიცი. უწერია რო... -მოკეტე. -ვინ მოგწერა?-რეზიმ წინა სარკეში გაიხედა რო ჩვენ დავენახეთ. -არავინ-მე და სალიმ ერთხმად ვუპასუხეთ. ტექსტი მოკლე იყო. ზედმეტად მოკლე. ,,ლიზა, ალექსი ვარ. სალიმ მომცა შენი ნომერი’’ -აი ამაზე რა უნდა მივწერო? -რა და თუ ნერვებს მოუშლის ჩემ საყვარელ დაიკოს იცემება მაგრა-ისევ რეზი ჩაეჩრა ჩვენ ლაპარაკში. -რეზი, გეყოფა. იქნება და გოგოა? -გოგოზე ესე არ ავარდებოდით. -ჰმ... გამომივიდა აქ პროფესორი. -კაი რა უნდა მიწერო და მომეცი აქ ტელეფონი-გამომართვა და თვითონ დაიწყო პასუხის მოფიქრება. ,,ხო, მითხრა სალიმ’’ 5წუთი ველოდეთ ამის პასუხს მარა არაფერი. მერე ამეშალა ნერვები, ჩემთვის მეორე მხარეს კუთხეში მარტო დავჯექი და ფანჯარას დავაშტერდი. -რა გჭირს?-რეზიმ მკითხა. -არაფერი. მალე მივალთ? -თითქმის მივედით. სალი მოჩოჩდა და მომეხვია. -კაი რა სისულელეებზე გეშლება ნერვები, მოგწერს. ხო იცი რო ესე 10წუთში არ იციან პასუხების დაბრუნება-ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში. -ვიცი. -მაშინ მოტრიალდი ეხლა და დროზე ნორმალურ ხასიათზე დადექი, გასაგებია? -ხო. -გასართობად ჩამოვედით და არა სატირლად ვიღაც ალექსზე. -მოვედით-სამივე გადავედით მანქანიდან. მეგონა 4-5 კაცი იქნებოდა. შევცდი. სამაგიეროდ ნაცნობი სახეები მაშინვე დავინახე. ლექსო, თაზო, ირაკლი და ქრისტინე ჩვენკენ წამოვიდნენ. ქრისტინემ მე და სალი გადაგვკოცნა და რეზის მიახტა. -ვაა, ისე რეზიმ თუ არ ამოგათრია ხოლმე ჩვენ არ უნდა გვნახო?-ირაკლი პირველი მოვიდა და მაშინვე ჩამეხუტა. -შენ რო მნახო არა? -მიღებულია საყვედური-მერე თაზო და ლექსოც ჩამეხუტნენ. ლექსო მაშინვე სალის მიადგა და ხელზე აკოცა. -როგორ გიკითხოთ ქალბატონო სალომე? -კარგად-სალიმ ხელი ჩამავლო და ეზოში შემიყვანა. -კაი ნუ ქაჯობ სალიი, ეხლა ვისთან წავიდეთ? აქ ყველა უცხოა. -არ მინდა იმ იდიოტთან ყოფნა. -მაგას სიამოვნებს შენ ნერვებზე თამაში და მაგიტო იქცევა ეგრე. -ვაა სალიი-ვიღაც მოვიდა და მაშინვე გადაეხვია. -რატი? რეზის იცნობ? -კი, მარა ისე ახლოს არა როგორც ლევანს. -ლევანს? -ჯერ შენ დაქალს არ გამაცნობ? -ა, ხო. ლიზა ეს რატია, ჩემი ძმის ძმაკაცი, რატი ეს ლიზაა. -სასიამოვნოა ლიზა. კინაღამ გადავკვდი. სასიამოვნოა ლიზა. ხელი ჩამომართვა, მე უბრალოდ გავუღიმე. მერამდენე საუკუნეში ცხოვრობს? -ლევანის გამო არ ხართ აქ თქვენ? -არა, რეზის გამოვყევით. ვინაა ლევანი? -ჩვენი ძმაკაცი ჩამოდის დღეს რა, სწავლა დაამთავრა უცხოეთში და ჩამოდის. -მერე ადამიანს დასვენება არ უნდა ამდენი რო შემოეხვევით? -თვითონ გვითხრა რო აქ მოვსულიყავით. -ხო რავი...- ამ დროს ალექსანდრემ მომწერა. ,, რო დაგირეკო შეილება?’’ ,,კი’’ -ეხლავე მოვალ-ეზოდან გავედი და ალექსანდრეს დარეკილს დაველოდე. იქვე ხის მორზე ჩამოვჯექი. 5-10წუთი გავიდა და არაფერი. როგორც იქნა დარეკა. -მაპატიე, ანგარიშზე არ მქონდა და ჩასარიცხად წავედი. -არაუშავს. -როგორ ხარ? -რავი. შენ? -სად ხარ ეხა? -კონკრეტული ადგილ სამყოფელი გითხრა? -არა, ხმაური ისმის და მაგიტო გკითხე. აუუუ... სულ ესე სწერვულად როოგრ გამომდის ეს ყველაფერი. -ა, მეგობრებთან ერთად ვარ აგარაკზე. -ხვალ სკოლაში არ მოდიხარ? -ვნახოთ. -ხო... სალის ვკითხე უკვე შენზე რაღაცეები. -რაღაცეები? უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. -ანუ... შეყვარებული გყავს თუ არა ვკითხე რო მერე ნომერს რომ მომცემდა და შენ შეყვარებული გყოლოდა ცოტა უხერხული იქნებოდა რო დამერეკა და მერე... -და მერე? -შენ იმენა უხერხულში მაგდებ-გაეცინა. ისეთი საყვარელი იყო. -ხელს ხო არ გიშლი? ალბათ ერთობი ეხა მანდ და ჩემ გამო ყველა დატოვე. -არ მიყვარს ბევრ ხალხში ყოფნა. -აბა სიმარტოვე? -კი. -მართლა? -ხო. ხმაურიანი ადგილები საერთოდ არ მევასება. -აბა რა გევასება? -სიწყნარე და ძაან ახლო მეგობრების წრეში ყოფნა. -ამდენი მეგობარი გყავს? -არა, ჩემმა ძმაკაცმა ამომათრია აგარაკზე და ეხლა სადღაც გადაიკარგა მეგობრებში და შეყვარებულთან. უფროსწორად მე დავკარგე და ვეღარ ვპოულობ. -აა. სალიც მანდაა? -ეხა ჩემ გვერდით არა მარა ისე კი. -ანუ არავინ არ გკარნახობს რა მიპასუხო ან რა მომწერო? -არა. ამ დროს მანქანა დავინახე. შავი ჯიპი. ალბათ ეს ლევანი იყო? დავიკიდე და ლაპარაკი გავაგრძელე. -არ გაინტერესებს ჩემზე რამე? -მაინც რა? -რავი, შენზე ხო მომიყევი უკვე და ჩემზე არაფერი გინდა გაიგო? -კაი, შეყვარებული გყავს? -იგივე კითხვებს მისვამ. -არ მპასუხობ. -შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს? -და მე მყავს თუ არა შენთვის აქვს მნიშვნელობა და ჩემთვის რატო არ უნდა ჰქონდეს? -კითხვაზე კითხვით მპასუხობ. -შენ არ პასუხობ. -არ მყავს. ვიღაც ტიპი გადმოვიდა მანქანიდან. ჩემკენ წამოვიდა. -შენ აქ ხარ ვინმესთან მოსული?-მკითხა. -მე მელაპარაკები?-გავტრიალდი. ### არ ვიცი, რამდენად მოგეწონებათ... მაგრამ თუ ერთი მაინც არის ვისაც მოსწონს გავაგრძელებ. წინა ისტორია წავშალე, არ დამიმთავრებია, მაგრამ გპირდებით ამას დავამთავრებ. აქამდე ბევრი მოთხრობა მაქვს დაწერილი და არც ერთი არ შემიწყვეტია წინის გარდა. ყველას მადლობა ვინც კითხულობს ჩემ ისტორიებს. თავიდან მოსაბეზრებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ შემდეგ როდესაც ლევანის და ლიზას ურთიერთობის განვითარებას ადევნებთ თვალს უფრო დაგაინტერესებთ. ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ. კიდე 2ამხელა თავი მაქვს დაწერილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.