შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლისფერი (თავი პირველი)


14-06-2017, 13:17
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 345

სავარძელში მყუდროდ მოკალათებული ელიზაბეთი ფიქრებს მისცემოდა... როდესაც ჰენრიზე გაიფიქრებდა მაშინვე მრისხანებით ივსებოდა. ბუხრიდან გამომავალი ცეცხლის ხმის გარდა დუმილს არავინ არღვევდა. ყველა ელიზაბეთს მისჩერებოდა და მის შემდეგ ფრაზას ელოდა,მაგრამ ის ხმასაც არ იღებდა. თვალწინ ედგა ის დღე როდესაც დედამისი მოკლეს. მაშინ ელიზაბეთი მხოლოდ 7 წლის იყო და ვერაფერი მოიმოქმედა, ახლა კი უკვე 24-ს არის და მზად არის დედისთვისს შური იძიოს ! ამ დღისთვის მთელი ცხოვრება ემზადებოდა, მაგრამ მიუხედავად ამდენი წვრთნისა და ვარჯიშისა მას რაღაც აბრკოლებდა,რაღაც რაც თავადაც კარგად იცოდა თუმცა ამის გამჟღავნება არ უნდოდა...
მისი მთავარი სამიზნე მეფე რობერტი იყო, რომელიც 3 წლის წინ გარდაიცვალა. შესაბამისად ტახტზე მისი უფროსი ვაჟიშვილი ჰენრი ავიდა. ელიზაბეთს გუშინდელი დღესავით ახსოვდა ჰენრისთან გატარებული თითოეული წუთი,ახსოვდა მიზი წითური თმა,მისი ხავერდოვანი მაგრამ მჭექარე ხმა,მისი შეხება... როდესაც თავში მათი ცეკვა ამოუტივტივდა თავი ვეღარ შეიკავა და გაეღიმა,ეს ყველასთვის შესამჩნევი იყო. მას შემდეგ ზუსტად 17 წელი გავიდა... 17 წლის განმავლობაში მისი გრძნობები ჰენრისადმი საკმაოდ განელდა,ახლა ის უბრალოდ მოგონებაა წარსულიდან რომლის განადგურებასაც აპირებს. ის არ მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიის გოგონებს რომლებიც რაღაც უმნიშვნელო გრძნობების გამო თავის მიზნებზე უარს ამბობდნენ. როდესაც ეს ყმაწვილი ახსენდებოდა გული ზიზღით ევსებოდა, ჰენრი სწორედ იმ წუთიდან შეზიზღდა როდესაც დედამისის სიკვდილის დღეს მის კმაყოფილ მზერას მოავლო თვალი. მეფე რობერტმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, მხოლოდ იმისთვის რომ მისი ძმა ვილიამი შეუყვარდა.. რა ბანალური ისტორიაა არა?! რობერტის ვილიამისადმი შური მთელი მისი ცხოვრება გრძელდებოდა. შარლოტა მოსამსახურე იყო, რომელიც რობერტს სიგიჟემდე უყვარდა, თუმცა მასთან მიახლოებას ვერ ბედავდა, ეშინოდა... ეშინოდა იმის რომ მისი რეპუტაცია შეილახებოდა. როდესაც გაიგო რომ ვილიამს და შარლოტას ერთმანეთი უყვარდათ ყველაფერი მარტივად მოაწყო, დედოფლის ბეჭედი მის საძინებელში გადამალა, შემდგომ კი ბრალი ღალატისთვის და ქურდობისთვის დადო. მთელი იმპერიის წინაშე, სახალხოდ გამოიყვანა და თავი მოჰკვეთა. ამ ყველაფერს ელიზაბეთი სასახლის მესამე სართულიდან,მისი სამალავიდან ამღვრეული თვალებით უყურებდა. ყველაზე მეტად ის ტანჯავდა რომ ყველა და ყველაფერი ფარსი აღმოჩნდა. არავინ აპირებდა რამის თქმას,არავინ აპირებდა მისი ცხოველური გადაწყვეტილებისთვის ხელი შეეშალა, თავად ვილიამიც კი რომლისთვისაც შარლოტა ყველაფერს წარმოადგენდა...
ამის შემდგომ დედას ადგილი სწორედ ელიზაბეთმა დაიკავა,ახლა ის იყო სამარცხვინო. ყველა უნდობლად ექცეოდა. ყოველი დღე მისთვის ტანჯვა იყო. ყველა ამზერით და ზიზღით უყურებდა. სინამდვილეში მათ მისი ეშინოდათ, ეშინოდათ რადგან როდესაც ის მათ ავის მომასწავლებელი მზერით შეხედავდათ შიშით ივსებოდნენ. დღეში ერთხელ(ზოგჯერ ორჯერაც) როზგავდნენ მხოლოდ იმის გამო რომ სამუშაოს სათანადოდ ვერ ასრულებდა. ერთ დღესაც,მის დაბადების დღეზე გადაწყვიტა რომ აქედან თავი უნდა დაეღწია. ყველაფერი რაც კი გააჩნდა ერთ ფუთაში შეკრა, დედის მედალიონი ყელზე ჩამოიკიდა და ღამით როდესაც ყველას ეძინა სასახლიდან უჩუმრად გაიპარა. სასახლის ცივ ფილებზე ფეხშიშველი მიაბიჯებდა, უკვე ჭიშკარს უახლოვდებოდა როდესაც ჰენრის მზერას წააწყდა. ადგილზე შეჩერდა და თვალი თვალში გაუყარა, ჰენრიმ როგორც კი აათვალიერა მის ჩანაფიქრს მიხვდა. ელიზაბეთი მომლოდინე თვალებით მისჩერებოდა, ვერ გაეგო წასულიყო თუ თავის პატარა საძინებელში დაბრუნებულიყო. თითქოს ჰენრიმ იგრძნო რომ გოგონა მის დასტურს ელოდებოდა, თავი უხმოდ დაუქნია და თავის ოთახისკენ გაემართა. ელიზაბეთმა სწორედ ამ დროს გულის არეში გამაყრუებელი ტკივილი იგრძნო, მიხვდა რომ ჰენრისთვის ის არაფერს წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე მარტივად არ გაუშვებდა. როდესაც გოგონამ ტომასის ოხვრა გაიგონა გონზე მოეგო და ანთებული თვალებით შეხედა.
- ვინც დაიღალა შეუძლია წავიდეს ! - სახიდან ხელი მოიშორა და სასახლის რუკას დახედა.
- ცუდად არ გამიგო მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ამას შეძლებ? იმას ვგულისხმობ რომ.. - გოგონამ თითის აწევით ანიშნა რომ გაჩუმებულიყო.
- ნატალი, თუ ჩემში ეჭვი გეპარება შეგიძლია აქედან აორთქლდე.. - მიუგო მშვიდად.
- უბრალოდ შენ ხომ ის...
- ნატალი დაასრულე, ის რაც მასთან მაკავშირებდა უკვე წარსულს ჩაბარდა და ამაზე მეორეჯერ არაფერი გავიგონო გასაგებია? - ნატალიმ თავი დაუქნია თუმცა ეს დიდად არ ანაღვლებდა, საკუთარ ნაშრომს დასცქეროდა და სიამოვნებით ივსებოდა. - მოკლედ როგორც იცით მეჯლისი სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ტომას და ნატალი თქვენ ჩემთან ერთად იქნებით სასახლეში, ოღონდ განსხვავებული იმიჯით, მეჯლისს დაესწრებით, იცეკვებთ და ათასი უაზრობები თუ დამჭირდებით განიშნებთ. თეოდორ და ნიკოლას თქვენც ასევე, ჩემს გვერდით იქნებით ოღონდ მთლად ასეც არა. - ეშმაკურად ჩაიცინა. - თქვენ ჩვენი ძვირფასი ჰენრის დაცვის როლს შეასრულებთ და..
- მოიცადე ეგ როგორ?! რომ გამოგვიჭირონ ?! - აღელვებული ხმით იკითხა თეოდორმა
- ყველაფერი მარტივია, მეჯლისის დაწყებამდე შენ, ჩემო ძვირფასო ელის რადგან მეფეს შენი ტიპის ქალები მოსწონს შენი მომხიბვლელობით ჩვენს მექალთანე მეფეს "დაათრობ" და დროს გაიყვან, თუ გაგაბრაზებს უფლებას გაძლევ რომ მის ლამაზ სახეში მუშტი უთავაზო. სანამ ელისი მეფესთან იქნება დაკავებული თქვენ ორნი მათ მცველებს გათიშავთ და სადმე დაამწყვდევთ, მათ ტანსაცმელს გადაიცვამთ და როლს მოირგებთ. როგორც იცით მას ორი ძირითადი პირადი მცველი ჰყავს, დანარჩენი კი მნიშვნელოვნები არ არიან.
- და შენ ? შენს თავზე რას იტყვი ? - საუბარში ჩაერთო ოლივია - მე, ამელია, ენდი და ჯორჯი გარეთ ვიქნებით და იმაზე ვიზრუნებთ რომ რაიმე საფრთხე არ შეგექმნას, მაგრამ რას აპირებ ? - მის კითხვაზე გოგონას გაეღიმა, სავარძელს მიეყრდნო და ფეხები სავარძლის კიდეზე შემოაწყო.
- რაც შემეხება მე... მეც მეჯლისზე ვიქნები. დანარჩენი კი თქვენი საქმე არ არის მხოლოდ ის გევალებათ რაც გითხარით გასაგებია? - კმაყოფილად გაიღიმა და დანა გაშალა, მის ბზინვარე დანას რომ უყურებდა გულზე მალამო ეცხობოდა. დანას დაჟინებით დააცქერდა ცალყბად გაიღიმა და თავისთვის ჩაილაპარაკა - მხოლოდ მე და შენ...
- შუა ღამეს გავალთ და მოემზადეთ..
- შუაღამეს?! კი მაგრამ ხვალ არ უნდა განვახორციელოთ ჩვენი გეგმა?
- თეოდორ მართლა ასეთი დებილი ხარ ?! შენი აზრით საიდან უნდა მოვათრიო სამეჯლისო კაბები?!
- მე ვიფიქრე ამასაც ხვალე მოვაგვარებდით.
- ხოდა შეცდი ! - ელიზაბეთი უკმაყოფილოდ ფეხზე წამოიჭრა და მოსახვევი აიღო. - მე გარეთ გავდივარ და იმედია ჩემს მოსვლამდე რაიმეს არ გააფუჭებთ, როგორც ყოველთვის ! - მოსახვევი მოიხურა და კარები მიიჯახუნა.
- ღმერთო ის უკვე აუტანელია ! - აღმოხდა თეოდორს რასაც ამელიას სიცილი მოჰყვა - რამე არის სასაცილო ?!
- კარგი რა თეო, ხომ იცი რომ მასზე ისედაც ვერ გაბრაზდები? ტყუილად წვალობ ! - გადაიკისკისა და ენდის მიეყრდნო
- ვითომ რატომ ?! - მის კითხვაზე ამელიამ თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა
- ისეთ კითხვებს ნუ მისვამ რისი პასუხიც თავად იცი, იმ დღიდან მოყოლებული რაც ელიზაბეთი გაიცანი მასზე გიჟდები. სამწუხაროა რომ ის ამას ვერ ან არ ხვდება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს გინდაც უთხრა მას უკვე ჰყავს ვიღაც, ვისაც მისი გული უკავია და ეს ვიღაც ვინც არის თავადაც კარგად იცი.
- ხო სხვათაშორის შეგახსენებ რომ ის ხვალ უკვე მკვდარი იქნება - ნიშნის მოგებით თქვა თეოდორმა
- ზუსტად იცი რომ ამას შეძლებს? ეჭვი მეპარება...
ელიზაბეთი კუპრივით შავ ცხენს შეაჯდა და გეზი სასახლისკენ აიღო. წვიმაში აუჩქარებლად მიაბიჯებდა, წვიმის წვეთები მის ცეცხლივით წითელ თმას ასველებდნენ გულს კი ამშვიდებნდენ.როდესაც მის სასახლეს მიუახლოვდა იქვე ხესთან შეჩერდა, რამოდენიმე წუთი ამ აუღებელ ციხე-სიმაგრეს მიაჩერდა, შემდეგ კი აწრიალდა. რატომღაც მოუსვენრობამ შეიპყო,ცხენიდან ჩამოხტა და ცხენი ხეზე მიაბა. კაპიშონი წამოიფარა და სასახლის მეორე შესასვლელთან მიიპარა. მისდა საბედნიეროდ გზად არავის გადაყრია, როდესაც მოსამსახურეთა სამზარეულოში შეიპარა იქ არსებული სურნელი ხარბად შეისუნთქა და სევდიანად გაიღიმა. მოაგონდა აქ გატარებული თითოეული წუთი,მოენატრა დედა რომელიც ამ სამზარეულოში მხიარულად ფუსფუსებდა და კისკისებდა. ბევრი არაფერი შეცვლილიყო მხოლოდ ფარდები, სასაუზმო მაგიდა და ბუხარი,დანარჩენი კი კვლავ თავისებურად იყო. გაახსენდა თითოეული დეტალი,როგორ დარბოდა მაგიდის გარშემო,როგორ ბედნიერად იცინოდა და როგორ ეალერსებოდა დედას. ახსენდებოდა ის წუთებიც როდესაც ის და ჰენრი სამზარეულოს აიკლებდნენ და დაჭერობანას თამაშობდნენ.რობერტი მას აქ შემოსვლას უკრძალავდა თუმცა ელიზაბეთთან სათამაშოდ ყოველთვის ახერხებდა სამზარეულოში შეპარვას. მოულოდნელად ელის სიცილი წასკდა,თვალზე ცრემლი მოადგა თუმცა ღრმად ჩაისუნთქა და მოგონებები უკუაგდო. სამზარეულო სწრაფი,მაგრამ მშვიდი ნაბიჯებით დატოვა და დერეფანს გაუყვა. ჭერს ახედა და თვალი ძვირფას ჭაღს გაუშტერა,სწორედ ისე როგორც ამას პატარაობაში აკეთებდა. ჭაღს თვალი მოსწყვიტა და მეორე სართულისკენ გაემართა,საეჭვოდ ეჩვენებოდა ის ფაქტი რომ სასახლე სრულიად ცარიელი იყო.უკვე მეორე სართულის დერეფანში იყო, სასახლის ცივ კედლებს ხელით ეხებოდა და ირგვლივ იხედებოდა. როდესაც ნახევრად ღია კარი შენიშნა კედელს სწრაფად მიეყრდნო და თვალები დახუჭა. კედელს ფრთხილად მოშორდა და ოთახში შეიხედა. როდესაც საწოლში მწოლიარე წყვილს თვალი მოჰკრა გული ტკივილისგან შეეჭმუხნა. ჰენრი სრულიად შეცვლილიყო, სახეზე ემოციის ნატამალი არ დააჩნდა მხოლოდ იწვა ქერათმიან გოგონასთან ერთად და მის თმას ეთამაშებოდა. მისი წითური თმა მაშინდელთან შედარებით ოდნავ გამუქებულიყო, თუმცა მისი თვალები ადრინდელივით აღარ კაშკაშებდა. ელიზაბეთი კარებს ამოფარებოდა, იმ იმედით რომ რომელიმე შეამჩნევდა მაგრამ უშედეგოდ.ბიჭის თვალების უსასრულობისკენ მიისწრაფოდნენ გოგონასი კი უბრალოდ უაზროდ გაშტერებოდნენ. ელიზაბეთი მაშინვე შეხტა როდესაც დაცვის ყვირილი შემოესმა. კარებს წამშივე მოშორდა, მაგრამ მისი ყელსაბამის გამო წამით შეჩერდა. როდესაც ზურგიდან მწველი მზერა იგრძნო სახელურს გამოდებული ყელსაბამი გაწყვიტა და უკან მოუხედავად გაიქცა. ჰენრი ნაცნობ სურნელზე ფეხზე წამოიჭრა, ტანზე მოიცვა და დერეფანში გაავებული გავარდა,თუმცა როდესაც დერეფანში ვერავინ დაინახა იმედები გაუცრუვდა. ერთ-ერთი დაცვა მეფესთან ქოშინით მივიდა და უთხრა
- მაპატიეთ მეფეო, იმ გოგონას აუცილებლად დავიჭერთ ბოდიშს გიხდით ამ არეულობისთვის ! - ჰენრიმ ჩაფიქრებული მზერა მიაპყო მის ერთგულ დაცვას
- ის გოგონა ხომ არ დაგინახავთ ?
- არა ბატონო, რაღაც მოსასხამი ეხურა ამიტომ სახე ვერ დავინახე. - მეფემ თავი უხმოდ დაუქნია და ოთახში შებრუნება დააპირა როდესაც სახელურზე დაკიდებული ლურჯთვლიანი ყელსაბამი შენიშნა. ყელსაბამი ფრთხილად აიღო, ჩაიმუხლა და სრულიად მშვიდი მზერა მიაპყრო. ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად გაეღიმა როდესაც მისთვის საყვარელი ადამიანი გაახსენდა. ყელსაბამი ტუჩებთან ახლოს მიიტანა და ფართოდ გაიღიმა
- ცეცხლისფერო...
გაავებული მცველები გოგონას მთელი სისწრაფით მისდევნდნენ,თუმცა ელიზაბეთის მოხერხებულობის წყალობით მისი კვალი მალევე დაკარგეს. როდესაც აქოშინებულმა ელიზაბეთმა ტყეში შეირბინა და ცხენთან მივიდა. ხელით ხეს მიეყრდნო და უკან მოიხედა,როდესაც ვერავინ შენიშნა დამშვიდდა და გულზე ხელი მიიდო. როდესაც სული მოითქვა ყელი მოისრისა და სიცარიელე რომ იგრძნო შეიშმუშნა. ყელზე დაიხედა და მიხვდა რომ ყელსაბამი დაჰკარგვოდა. ერთხელ შეიკურთხა შემდეგ კი ხეს ფეხი მიარტყა,როდესაც ტკივილი იგრძნო ცხენი აუშვა და ზედ შეჯდა. გეზი თავისი ქოხისკენ აიღო. როდესაც ქოხში მივიდა,მოსასხამი დაკიდა და შემობრუნდა ადგილზე გაქვავდა. თვალები მომაბეზრებლად აატრიალა და ტაში შემოჰკრა,რაზეც ყველა წამში წამოფრინდა.
- სერიოზულად?! ნახევარ საათში გასვლას ვაპირებდით, თქვენ კი თბილ ბუხართან მოთავსდით და ძილს მიეცით არა?! ძილისპირულიც ხომ არ გიმღეროთ ?! - ყველანი გაოცებულები უყურებდნენ განრისხებულ ელიზაბეთს,რადგან ასეთი მოთმინება დაკარგული ელიზაბეთი კარგა ხანი არ ენახათ
- ჩვენ, უბრალოდ...
- რა უბრალოდ ენდი ?! ორი წუთით ვერ უნდა გავიდე ?! ასეთი უმაქნისები როგორ ხართ ?!
- რამე მოხდა ? აღელვებული ჩანხარ ! - თეოდორი მასთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო თუმცა ელიზაბეთმა მისი ხელი უხეშად მოიშორა.
- არაფერიც არ მომხდარა !
- მაშინ რა გჭირს ? ასეთი განრისხებული დიდი ხანია არ მინახიხარ.
- გითხარი რომ კარგად ვართქო !
- კარგი..
- აბა? კაბები იშოვე? ლამაზია? რა ფერებია, მომიხდება ? - ელისმა თავი წამოყო, მის კითხვებზე გოგონას ყბა ჩამოუვარდა. ახლა სწორედ ის დრო იყო როდესაც ელისი უნდა მიეხრჩო, თუმცა თავს ძალა დაატანა და ნერვები მოთოკა.
- გეგმა შეიცვალა.
- რა ?!
- რასქვია შეიცვალა ?! ამდენი ხანია ვემზადებით !
- რომ ვთქვი რომ გეგმები შეიცვალა,ესეიგი ასეც იყო საჭირო ახლა კი პატივი დამდეთ და ყველამ მოკეტეთ !
- რატომ შეიცვალე აზრი ? - საუბარში ჩაერთო ტომასი
- ვიცოდი რომ ვერ შეძლებდი. - წამოაყრანტალა ოლივიამ, განრისხებულმა ელიზაბეთმა ოლივიას ხელი სტაცა და კედელს ააკრო,დანის წვერი ყელზე მიადო. დამფრთხალმა ოლივიამ ხმა ჩაიგდო და მეგობრების გაოცებულ მზერას თვალი შეშინებულმა მოავლო.
როდესაც გოგონამ გაანალიზა რომ ზედმეტი მოუვიდა ხელი უშვა და თავი სავარძელში ჩაჯდა.
- ვიფიქრე რომ ამდენი წვალების შემდეგ ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა, რას იტყვით წავიდეთ ხვალ მეჯლისზე ? - გაიღიმა და თვალი დამსწრე საზოგადოებას მოავლო,როდესაც მათი კმაყოფილი მზერა შენიშნა თმა ზურგს უკან გადაიყარა და სავარძელს მიეყრდნო.
- კი მაგრამ ტანსაცმელი? - მშვიდად ხმით იკითხა ნატალიმ
- ამაზე არ იდარდოთ, ტანსაცმელი ჩემს ოთახშია.
- კიმაგრამ... რანაირ.. როგორ?
- სანამ თქვენ თვლემდით ზუსტად მაშინ.
- შეიძლება ვნახოთ ? - თვალები აუციმციმდა ამელიას
- რათქმაუნდა. - ფეხზე წამოდგა,ოთახში ავიდა და იქიდან ტანსაცმლით სასვსე ყუთი ჩამოათრია. გოგონები გიჟებივით მიაფრინდნენ ტანსაცმელს და ტანზე მორგება დაიწყეს,როდესაც ელიზაბეთი მათ ბედნიერ სახეებს ხედავდა უხაროდა მიუხედავად ყველაფრისა მას მისი მეგობრები ძალიან უყვარდა.
- მოიცადე შენი კაბა ?
- ხვალ ნახავთ. - თბილად გაუღიმა ჯორჯს

***
უკვე ათი ხდებოდა როდესაც ელიზაბეთს გამოეღვიძა. თვალები გაახილა ოთახი მოათვალიერა და ყურადღება ცისფერ კაბაზე შეაჩერა. რამოდენიმე წამის განმავლობაში სრულიად უაზროდ მიშტერებოდა,შემდეგ წამოდგა,აბრეშუმის ხალათი მოიცვა და კაბასთან ჩაიმუხლა. ყუთიდან ლაჟვარდისფერი კაბა ამოიღო და სარკესთან მივიდა.კაბა ტანზე მიიდო და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. თავის მოშიშვლებულ კისერს თვალი მოჰკრა და გული შეეკუმშა, მის ყელსაბამს არასოდეს იხსნიდა მის გარეშე კი თავს ცუდად გრძნობდა. კაბა ყუთში დააბრუნა და ფანჯარასთან მივიდა,ფარდები გადასწია და ფანჯარა გამოაღო. სუფთა ჰაერი ხარბად შეისუნთქა და გაიღიმა. ფანჯრის რაფას ხელებით დაეყრდნო და თმა ყურს უკან გადაიწია. როდესაც თეოდორის მზერას თვალი მოჰკრა ფანჯარას მოშორდა და საწოლში შეძვრა. კარგად ხვდებოდა თეოდორი მის მიმართ რასაც განიცდიდა,მაგრამ მისთვის არაფრის თქმას არ აპირებდა რადგან საქმეში პირადი გრძნობები არ სჭირდებოდა (ჰმ... საინტერესოა !). ამ თემაზე საუბარს როდესაც წამოიწყებდა ყოველთვის თავს არიდებდა და უჩინარდებოდა. არ მოსწონდა ის გარემოება რომელშიც მან თეოდორი გაიცნო, ვინ იცის იქნებ ერთმანეთს სხვანაირად რომ შეხვედროდნენ შეიძლება ერთადაც ყოფილიყვნენ,მაგრამ არა... მის გულში მისთვის ადგილი აღარ იყო.
ელიზაბეთი ფიქრებში იყო გართული როდესაც კარები ნატალიმ შემოგლიჯა და საწოლზე დაუკითხავად დახტა.
- ნატალიიიი... - ამოიზმუვლა ელიზაბეთმა, ნატალიმ გაიცინა და სახეზე აფარებული ბალიში მოაშორა
- ადგომის დროა მზეთუნახავო !
- ადგომას არ ვაპირებ,შეგიძლია წახვიდე. - უპასუხა ცივად და გვერდი იცვალა. გოგონამ ცალი წარბი აწია და გაიღიმა
- შენს მონებს ვგავარ ? გგონია ასე ადვილად მომიშორებ ? ვერ მოგართვი შენი მონოტორიული ხმა ჩემზე არ მოქმედებს,ამიტომ ტყუილად ნუ წვალობ !
- ნატალი ისინი ჩემი მონები არ არიან ! და საერთოდ წადი რა მეძინება !
- ელიზაბეთ ! შემახსენე შენი მეგობარი რამდენი წელია ვარ ?! აჰ, გამახსენდა 20 წელია ! ამასთანავე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ და შენზე ყველაფერი ვიცი,ამიტომ აწიე შენი ლამაზი უკანალი და მოწესრიგდი თორემ აღარავის მოეწონები. - კმაყოფილად ჩაიცინა და ელიზაბეთის ღიმილნარევ სახეს თვალი შეავლო
- ნამიოკებს ნუ მირტყავ რა ?! - ბუზღუნით წამოჯდა და ნატალის მიაჩერდა. გოგონამ გაიცინა და ხელები უარყოფის ნიშნად აწია
- მე არაფერი მითქვამს, ეს შენ უკავშირებ ყველაფერს იმ ლამაზმანს !
- ნატალი ! - შეურაწყოფილი სახე მიიღო, თუმცა ბოლოს მაინც გაიცინა
- გუშინ სასახლეში იყავი არა? - სევდიანად გაუღიმა ნატალიმ. ელიზაბეთმა ღრმად ჩაისუნთქა და მზერა აარიდა. - ყელსაბამიც იქ დაგრჩა არა?
- ხო იქ დამრჩა..
- ახლა გასაგებია რატომ გადადე ეს საქმე.
- უბრალოდ ამ კულონის გარეშე მგონია რომ ვერ შევძლებ... ნეტავ მისი სახე გენახა...
- მოიცა ჰენრი ნახე ?! - სახე გაუბრწყინდა ნატალის
- ჰო ვნახე.. შორიდან.
- მერე ?! ისევ ისეთია როგორიც მახსოვს ?
- არა ! - სახე მოეღუშა ნატალის რაზეც ელიზაბეთს გაეცინა - კარგი ვიხუმრე.
- ელიზაბეეეთ !!
- კარგი ჰო არაუშავდა. - გოგონამ წარბები აწია და გაიცინა
- არაუშავდა ? წარმომიდგენია რა ცეცხლი იქნებოდა ! - გადაიხარხარა და გოგონას მხარი გაჰკრა
- სულაც არა ! - ჩაიბურტყნა თავისთვის
- ხო მართლა, სად ნახე?! გიცნო?! რამე გითხრა ?! ამოღერღეეეე ! - ელიზაბეთმა ირონიული ღიმილი აიკრა და უპასუხა
- ხო ვნახე, თავის სათამაშოსთან ერთად საწოლში ნებივრობდა !
- რა?
- მშვენივრად გაიგე რაც.
- და?
- რა და ?
- ანუ.. ახლა კარგად ხარ ? - მისი ხელი მოიშორა, წარბები შეჭმუხნა და წამოდგა.
- შენი აზრით მადარდებს?
- კი !
- ხოდა ცდები.
- კარგი რა ჩემთან მაინც აღიარე, კარგად მახსოვს პატარაობაში როგორი თვალებით უყურებდი.
- ხო, ეს ადრე იყო...
- კარგი დაივიწყე, მალე ჩამოდი საუზმე უკვე მზად არის. - თბილად გაუღიმა და ოთახი დატოვა
ელიზაბეთმა მისი სტილის შესაბამისად ჩაიცვა, მოწესრიგდა და დაბლა ჩავიდა.როდესაც სამზარეულოში შევიდა უკვე ყველა საუზმობდა,როდესაც თეოდორმა შეამჩნია მის გვერდით სკამი გაათავისუფლა და ხელი დაატყაპუნა. გოგონამ თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა და ადგილი მის გვერდით დაიკავა.მის ქმედებაზე ყველამ ჩუმად გაიცინა და ჭამა მშვიდად გააგრძელეს. სიჩუმე ჯორჯმა დაარღვია.
- რომელზე უნდა გავიდეთ ? - ელიზაბეთმა ტუჩები ხელსაწმენდით მოიწმინდა და წითელი ღვინო მოსვა
- მეჯლისი ცხრაზე იწყება. - თქვა მხიარულად რაც ყველას ეუცნაურა
- და რატომ გადაწყვიტე რომ დღეს უნდა დაგვესვენა? - იკითხა ამელიამ
- რა, არ შეიძლება? ცოტა გართობა არ გვაწყენდა. - თქვა და სტეიკის ნაჭერი თეფშზე გადაიღო
- ერმ.. კარგიი ?
- ხომ მშვიდობა გაქვს ? - წარბები შეჭმუხნა ტომასმა
- კი, რატომ მეკითხები ?
- ეს ორი დღეა უცნაურად იქცევი.
- და რაში გამოიხატება ჩემი უცნაურობა, იმაში რომ მეჯლისზე წამოსვლა შემოგთავაზეთ ? თუ არ გინდათ მარტოც შემიძლია. - მხრები აიჩეჩა და ჭამა განაგრძო
- არა წამოვალთ. - სუაბარში ჩაერთო ელისიც - უბრალოდ რომ გაიგონ ვინ ვართ ?
- პირველ რიგში ეს გამორიცხულია და მეორეც კაბის ქვეშ ბევრი რამის დამალვა შეგიძლიათ. - ეშმაკურად ჩაიცინა და წამოდგა. თეფში ნიჟარაში ჩადო და დახლზე შემოხტა.
- რა გაქვს განზრახული ? - ეჭვის თვალით შეათვალიერა თეოდორმა
- არაფერი, უბრალოდ ერთად ვიცეკვებთ და მეტი არაფერი.
- ანუ ერთად ვიცეკვებთ ? მე და შენ ? - სახე გაუბრწყინდა თეოს რაზეც ბიჭებმა გულიანად გადაიხარხარეს, გაუკვირდათ როდესაც სიცილში ელიზაბეთიც აჰყვათ თუმცა დიდად არ შეუმჩნევიათ. - რა.. რატომ დამცინით ?!
- კარგი რა თეოდორ თავადაც ხომ ხვდები რომ არაფერი გამოგვივა? მართლია სიმპატიური ხარ მაგრამ, მე და შენ... ეს რაღაც.. უბრალოდ შეუძლებელია. სამაგიეროდ შენთვის კარგი გოგო მყავს, დარწმუნებული ვარ მოგეწონება. - თვალი ნატალისკენ გააპარა,რომელიც ბრინჯივით მიმოფანტული იყო.
- დიდი ხანია იცი? - მის ხმაში უკმაყოფილების გრძნობა გაერია
- საკმაოდ, უბრალოდ არ მინდა რომ ჩემნაირი გოგოს გამო თავი შეიწუხო., ამად არც ვღირვარ. მაგრამ თვალებს თუ გაახელ მიხვდები რომ გარშემო მუდამ თავს დაგტრიალებენ, შენი ღიმილი და უკვე მკვდარია, ასე არ არის ნატალი ? - ნატალი წამოწითლდა და ელიზაბეთს მკვლელი თვალებით შეხედა.
- მე რატომ მეკითხები ?!
- რავი ისე.. - მხრები აიჩეჩა და თეოდორის გაოგნებულ მზერას რომ შეეჩეხა კმაყოფილად გაიღიმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent