მე შენი სული შემიყვარდა სხეულზე მეტად,
მე შენი სული შემიყვარდა სხეულზე მეტად, შენს ხელებს კოცნა შეუყვარდათ სითბოზე უფრო. და სანამ გულით, ამ სიტყვების წარმოთქმას ვბედავ, მოდი და შენში შემინახე, ჩუმად და მყუდროდ. რომ ვერ გაიგოს ვერავინ და ვერც ერთმა რადგან, შური ატყვია გახუნებულ გრძნობათა ჭილობს, ვდგევარ გაშლილი, წინა გულის მარჯვენა კართან, და მთელი ძალით მის სარქვლებში შევარდნას ვცდილობ. მე შენი სუნთქვა შემიყვარდა ჰაერზე ძლიერ, შენს თვალებს ფრენა ვაგრძნობინე ზეცაზე მაღლა, და თუ ვიქნები მე ოდესმე შენს გვერდით ხნიერ, ვერ მომერევა შენი კოცნით, ოხვრა და დაღლა. დრო ბოლოს ყველას სისუსტეებს ერთად მოგვკითხავს, მსგავსად თითები, ატკიებულ სულზე შემახე, უშენოდ ვგავარ გაფითრებულ ბოლო მოჰიკანს, და ალბათ მკვდარი ვიქნებოდი, რომ არ მენახე. მე ეგ თვალები შემიყვარდა ღამეზე უფრო, შენს თმას ფერება შეუყვარდა, ნიავზე მეტად, მე ჩემს სხეულში შეგინახე თბილად და მყუდროდ, შენ კი ძარღვებში, სისხლისათვის სავალ გზას კეტავ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.