ძიძა თავი მეცხრე
ისეთი გაკვირვებული მიყურებდა გავშრი. ვცდილობდი მის სახეზე რაიმე ემოცია მაინც წამეკითხა მაგარამ ტყუილად. მერე უკან დაიხია და გაეცინა. -მგონი ყველა ჩვენ გვიყურებს, თვალი მოავლო ადგილს. ღმერთო რა არაპროგნოზირებადია, მე რას ველოდი და ამან რა კითხვა დასვა, მის გულუპრყვილობაზე მეც გამეცინა. -არაუშავს, არამგონია მეორედ კიდევ გვნახონ.ვუთხარი და კიდევ ვაკოცე.ამჯერად უფრო ნაზად. თვითონაც მომეხუტა, აშკარად უარზე არ იყო, მინდოდა ეს მისგან მომესმინა. -მინდა რომ ერთად ვიყოთ. -ასე არ შეიძლება... კიდევ უნდოდა გაეგრძელებინა მაგრამ არ ვაცალე. -რატომ არ შეიძლება?მე მიყვარხარ, მაგრამ შენ თუ უხერხულად ხარ შეგვიძლია არავის ვუთხრათ-მზერას მარიდებდა და სადღაც სივრცეში იხედებოდა.გავბრაზდი. ნიკაპში მოვკიდე ხელი, თავი მაღლა ავაწევინე და თვალებში ჩავხედე. -ანა პასუხი მჭირდება, იცოდე რომ თუ უარს მეტყვი ჩემგან არაფერი დარჩება, გავნადგურდები, ან შენ იქნები ჩემს გვერდით ან არავინ..ისე გადაჭრით ვუთხარი მგონი შეეშინდა, მობუზული მიყურებდა. ღმერთო ეს ვინაა, ვერაფერი გავუგე.. -ამას ფსიქოლოგიური ძალადობა ქვია. იმედი მაქვს ამას დაბნეულობისგან ამბობს. გული გამალებით მიცემდა, კიდევ ერთი მსგავსი რეპლიკა და... გაფიქრებაც კი არ მაცალა ბოლომდე. ფეხის წვერებზე აიწია და ნიკაპზე მაკოცა. ეს თანხმობად მივიღე და გულში ჩავიკარი.ზუსტად ვიცოდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა და ისიც ვიცოდი რომ მასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნებოდა. ანა ქუჩის კუთხეში ვიდექით . ჯერ სულელებივით ვიცინოდით და მერე გიჟებივით ვკოცნიდით ერთმანეთს, სუნთქვა მეკვროდა, სიამოვნებისგან სხეული მიცახცახებდა. ვუყვარდი. ეს ალბათ ყველაზე წარმოუდგენელი რამ იყო ამ წუთას ჩემთვის, ნიკოსნაირ კაცს ვუყვარდი.უამრავი აზრი ტრიალებდა ჩემს თავში. ეს ყველაფერი, სულ რამოდენიმე თვეშიც რომ დასრულებულიყო ვფიქრობდი რომ ჩემი თავისთვის უფლება უნდა მიმეცა ასეთ კაცთან მქონოდა ურთიერთობა, ხელს ვერ ვკრავი, ვერ მოვიშორებდი თავიდან და ვერ ვეტყოდი თითქოს მასთან არ მინდოდა.. დავთანხმდი, მაგრამ არ ვიცოდი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, ან რამდენად მეტკინებოდა გული.არაფერი ვიცოდი მართლა არაფერი ვიცოდი.. -მოდი საიდუმლოდ შევინახოთ ეს ამბავი. კაცმა თავი დამიქნია. -როგორც გინდა, არ მინდა უხერხულად იყო, ის კი ნამდვილად არ ვიცი ეს სადამდე გაგრძელდება ასე.მაგრამ იცოდე რომ ყველა შაბათ-კვირა ჩემი ხარ. -კარგი რა.ისედაც სულ ერთად არ ვიქნებით. -არა. მე შემს სახლში გადავალ. იშვიათად მოვალ ხოლმე. სულ იქ ვერ გავძლებ.ამის თქმაზე ყბები დაეჭიმა. -კარგია, მეც არ მინდა სულ ერთად ვიტრიალოთ და მერე ერთმანეთი მოგვბეზრდეს. -სისულელეს ნუ ამბობ. -სისულელე არაა , უმეტესად ასე ხდება...სიტყვა არ დამამთავრებინა. - უმეტესად არ ვიცი რა ხდება ხოლმე, მაგრამ ის ვიცი რომ საღამოების უშენოდ გატარება გამიჭირდება..არაფერი მითქვამს. ჩუმად მივსეირნობდით ქუჩაში. ისევ უაზრო ფიქრები მიტრიალებდა თავში, აშკარად პრობლემა მაქ, კაცი მეუბნება მიყვარხარო მე კიდევ.. -რატომ შეგიყვარდი მაინცდამაინც მე?ხმამაღლა ვიფიქრე, ღმერთო რა იდიოტი ვარ. ნიკოლას გაეცინა. -არ ვიცი. მისტიური ხარ,ლამაზი, თითქოს მშვიდი მაგრამ თავნება, შენი გამოხედვა და თვალები მაგიჯებს, თავგზას მირევ..ვერასოდე ვიგებ რას იზავ ან რას იტყვი, ძალიან არაპროგნოზირებადი ხარ.ისეთ მომენტებში ისეთ რამეებს აკეთებ, ბიჭმა თვალები დაატრიალა, მაგრამ მეორემხრივ ისეთი საყვარელი და უმწეო ხარ მინდა რომ სულ ჩემს ზურგს უკან მყავდე, რომ სიმშვიდე არ დაგერღვეს. -ეგეთ ქალებს ერიდებიან ხოლმე, წესით. გამეცინა მე, მანაც გაიცინა.ისეთი მომნუსხველი და მამაკაცური იყო, როგორ შეიძლებოდა მისთვის სიყვარულზე უარი გეთქვა.ამ სიტყვების მერე როგორ უნდა მექცია მისთვის ზურგი? -მე კი მგონია რომ შენ გელოდებოდი.შეიძლება წარმოუდგენელია, მაგრამ მგონია რომ ჩემთვის მოხვედი აქ.პირველივე დღეს ეს ვიფიქრე, მაშინვე მომეწონე. ამ ეტაპზე მგონია რომ შენ შეგიძლია ისეთი მიმიღო როგორიც ვარ, მიიღო ჩემი სიყვარული, მზრუნველობა, სითბო და ზუსტად ის მომცე რაც ყველაზე მეტად მჭირდება. -ეს სხვებსაც შეუძლიათ. არცერთი ქალი იტყოდა შენგან სითბოს მიღებაზე უარს. -ცდები!იმ წრეში სადაც მე მიწევს ყოფნა უამრავი ქალი მინახავს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ამ ყველაფერზე.შენ მათ არ იცნობ ან. მხოლოდ ფული, გართობა, ბრილიანტები და ინსტაგრამის მოწონებები აღელვებთ. თუ ამ ყველაფერს მისცემ ბედნიერები იქნებიან. ზუსტად იმიტომ შემიყვარდი რომ მგრძნობიარე და თბილი ხარ, იმიტომ რომ ოთახში შემოჭრილი ფერადი სხივები და კაფის კუთხეში ყავით ხელში ჯდომაც კი გაბედნიერებს. შენ ის გაქვს რაც მათ არასოდეს ექნებათ.გაშტერებული ვუყურებდი, მართლა არ ველოდი ასეთ პასუხს. საათს დავხედე უკვე ათი საათი იყო, სახლში უნდა წავსულიყავით. მე ბავშვებისთვის უნდა მიმეხედა, მაგრამ უარი მივიღე. -საახალწლო სოფელში გავიაროთ, ვიცი რო პატარა ბავშვივით გიხარია ეგეთი რამეები.მე წარბები შევიჭმუხნე, მაშინვე მიხვდა ყველაფერს.-არ იდარდო პაოლოს მე დავურეკავ და ვეტყვი რომ ჩემთან ერთად ხარ. -რომ მიხვდეს? -ვეტყვი რომ აქ სეირნობდი და გზაში შევხვდით, ან რამე მსგავსი რა.ისე მარკომ ყველაფერი იცის.მითხრა უცებ და ჩემს რეაქციას დააკვირდა. -საიდან?რა მაგარი კითხვა დავსვი ნეტავ საიდან ეცოდინებოდა. -თვითონ მიხვდა, რომ წავედი მაშინ..ნეტა ლუკაზე თუ იცის?ან უნდა ვუტხრა საერთოდ, არა ახლა ამაზე ფიქრი ნამდვილად არ მინდოდა. ნელა მივყვებოდით ქუჩას ხელიხელ ჩაკიდებულები. გარეთ საშინელი სუსხი იყო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა საერთო მხიარულებას რომელიც, მოედანზე გამართულიყო, ყველა ბედნიერი იყო, ყველა იცინოდა.მთელი ქუჩა ფერადი ნათურებით იყო განათებული, ჰაერში ცხელი შოკოლადისა და ყავის სურნელი ტრიალებდა.მართლა პატარა ბავშვივით მიხაროდა იქ ყოფნა. ნიკოლა კი როგორც ყოვეთვის აუღელვებლად მომყვებოდა გვერდით.მაგიდასთან ჩამოვჯექით და ნამცხვარი და ცხელი შოკოლადი შევუკვეთეთ. ნიკო ჩემს გვერდით იჯდა ასე მშვიდი არასოდეს მინახავს, მეც გატრუნული ვიყავი, მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. თავისი ბავშვობის ისტორიებს მიყვებოდა. კაცი რომელიც ყველაზე მკაცრიი და შეუვალი მეგონა, ისეთი საყვარელი და ლაღი აღმოჩნდა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.სულელებივით ვიცინოდით.. -იმედი მაქვს იდილიას არ დავარღვევ.მისი ხმის გაგონებაზე გამაჟრიალა ზიზღისაგან.ჩვენს წინ ლუკა იდგა ვიღაც ქერა პლასმასის გოგოსთან ერთად. -რატომ არ დამელოდეთ? ვითომ გაბუტული ხმით თქვა ასევე პლასმასის შავვრემანმა გოგომ და კაცს გვერდით ამოუდგა. რა საზიზღარი სანახაობა იყო, ცოტაც და გული ამერეოდა, ნიკოლასაც არ ესიამოვნა მათი დანახვა. თან იმდენად რომ, სახე მოეღრიცა. -ნიკოლა ფისუნია როგორ ხარ?ვითომ საყვარელი ხმით თქვა ქერამ და ნიკოლას მხარზე ხელი დაუსვა და მისკენ ცადა მიჩოჩება.გავბრაზდი, ვიეჭვიანე, მაგრამ არ შევიმჩნიე. -თავზე არ დამაჯდე ლეტიცია!მკაცრად უთხრა კაცმა, მანაც უკან დაიხია. -შენ ვინ ხარ?ჩემზე გადმოიტანა მზერა შავგვრემანმა გოგონამ? -მე ანა ვარ... -მე გაბი, შორიდან დაგინახე რა ლამაზი ხარ. შენნაირი ლამაზი ადამიანი არასოდეს მინახავს, ისეთი ხარ შენთან დაწოლაზე არც მე ვიტყოდი უარს.გოგომ ჩემს გაკვირვებულ სახეს შეხედა და გადაიკისკისა-მაპატიე ხანდახან მაგარი უტაქტო ვარ, მაგრამ უარს მართლა არ ვიტყოდი.ღმერთო რამ გაამწარა, მართლა შოკში ვიყავი. მართლა რა უტაქტო იყო. -გეყო გაბი. ვითომ მკაცრად უთხრა ლუკამ. ის ასეთი არაა.ჩემს წინ დაჯდა და მეგობარს გაუღიმა.-რატომ არ დამირეკე, რომ ჩამოხვედი, ან ეს მოულოდნელი ჩამოსვლა რა იყო, როდის აქეთ ჩქარობდი საქმეების დამთავრებას. ცინიკურად კითხა. -არ ჩავთვალე საჭიროდ, შენთვის დარეკვა, არ მინდოდა საქმეებში ხელი შემეშალა. კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, თავი შეიკავა. მკაცრი გამოეტყველება მიაპყრო ნიკომ მეგობარს.შეცბა არ ელოდა არც ამ ტონს და არც ამ პასუხს.დავინახე როგორ ებერებოდა ხელზე ძარღვები. აშკარად შეეშინდა მისი. არ ვიცი რა იფიქრა მაგრამ, ან ნიკო რაზე აძლევდა მინიშნებას. მაგრამ მის სახეზე და მის ხმაში არსებული დამამცირებელი ტონი წამში გაქრა. მე საშინლად დაძაბული ვიყავი, მათთან ერთად ჯდომა ჩემთვის ნამდვილი ტანჯვა იყო.ახლა მივხვდი ნიკოლა რასაც ამბობდა.ლუკა ნიკოს ელაპარაკებოდა. ქერა გოგო კი ისე ეპრანჭებოდა რომ არა მისი წინააღმდეგობა, აქვე შემოახევდა ტანსაცმელს. მე არაფერს ვიმჩნევდი. შავგვრემანი გოგო კი მე მხვრეტდა თვალებით. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე, ყველაზე ცუდად მთავრდებოდა.. -წავედით ან. თბილად მომმართა კაცმა და წამოდგომაში დამეხმარა. ქუდი დავიფარე და მაგიდას მოვშორდით. ნიკოლა გაბრაზებული იყო, ვერაფერს ვკითხავდი. ამიტომ მთელი გზა ჩუმად ვიარეთ სახლამდე. კაცმა ჭიშკართან შემაჩერა, მაგრად ჩამეხუტა და მაკოცა. ბავშვები ბუხართან იჯდნენ. პაოლოს კი მის წინ დაფენილ ხალიჩაზე იყო წამოგორებული და ბავშვებს ეთამაშებოდა. ვივიმ როგორც კი დამინახა ჩემსკენ გამოიქცა. გოგო ხელში ავიყვანე, მთელი ძალით ჩამეხუტა. -შენ გელოდებოდი, არ მინდოდა უშენოდ დაძინება.მე გამეცინა. ლიზაც ზანტად წამოდგა და ხელი ჩამკიდა. კიბეზე სწრაფად ავირბინეთ. ნიკო ძმასთან დარჩა. პიჟამოები ჩავიცვით და წიგნის კითხვას შევუდექით.ბავშვები დაღლილები იყვნენ, მალე ჩაეძინათ, მეც საშინლად დაღლილი ვიყავი ამიტომ, შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი. შუაღამეს კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამაღვიძა. წამოვხტი და კარი გავაღე. -შენთან დავიძინებ რა. არც მკითხა ისე შემოვიდა და საწოლში ჩაწვა. -რა წესია? ვინმემ რომ დაგინახოს -მერე რა? მაისური სწრაფად გაიხადა და იქვე მიაგდო, აქ მოდი პატარა თორე გაიყინები. ეშმაურად გამიცინა ბიჭმა და ხელით კიდევ ერთხელ მიხმო საწოლისკენ.უყოყმანოდ შევწექი საწოლში, მის გვერდით დავიკავე ადგილი. კაცმა ხელი მომკიდა და ერთი მოძრაობით მომაქცია მისი სხეულის ქვეშ. ქული ამიჩქარდა, დამცხა ავნერვიულდი, მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის პირველი არ იყო. -გაგიჟდი რას აკეთებ? ვცადე მომეშორებინა, მაგრამ ვერ მოვერიე.რამდენჯერმე ნაზად მაკოცა ტუჩებში, მერე კისერში და ლავიწებზე.. ღრმად ამოისუნთქა და თავის ადგილს დაუბრუნდა.დიდხანს ვერ დავიძინეთ, ნიკომ ლამის დამახრჩო. -უკვე აუტანელი ხარ, დამაძინე რა. დავიწუწუნე მე და მხარი ვიცვალე. მაგრამ სულ ტყუილად, ზურგზე მომეწება წურბელასავით. ყურზე მაკოცა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო... მაპატიეთ პატარა თავისათვის, მაგრამ გპირდებით შემდეგზე გავზრდი. მადლობა რომ კითხულობთ აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.