შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალებით მოცული მკვლელობა(თავი 3)


14-06-2017, 23:06
ავტორი Deachkkaa
ნანახია 1 717

თითოეული უჯრა საგულდაგულოდ შეამოწმა.იმის ალბათობასაც კი უშვებდა,რომ ნებისმიერ უჯრაშს შესაძლოა ჰქონოდა სამალავი.მაგრამ არაფერი იყო,საერთოდ არაფერი.სამზარეულოდან აბაზანაში გადაინაცვლა.სარკეში საკუთარ ანარეკლს მოჰკრა თვალი.თვალები როგორც ყოველთვის შეშუპებული ჰქოდა,თმა ოდნავ ასჩეჩვოდა და ტუჩსაცხსაც უკვე ფერი გადასვლოდა.თმა თითებით ჩამოივარცხნა და სარკე გამოაღო.შიგნით უამრავი მედიკამენტი იდო.ყველა სათითაოდ გამოიღო,გახსნა და შეამოწმა.ერთერთ ყუთში პატარა ფურცელი იდო.სწრაფად ამოაძვრინა და გაშალა
"ამ სავსე მთვარეს,მშვენიერ ღამეს,
ფრთხილად იყავი,სადმე არ შესცდე,
მწვანე რაინდის სიგნალს ელოდე
ის გადაგიწყვიტავს სიკვდილის ღამეს."
ნაწერი რამდენჯერმე გადაიკითხა და რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.რას უნდა ნიშნავდეს ეს? ვინ გამოუგზავნა ლიზას?ნაწერზე ეტყობა,რომ მარცხენა ხელითაა დაწერილი. ნეტავ ვინ იყო მწვანე რაინდი?მკვლელი?იქნებ ეს უბრალოდ სულელური გართობა იყო?ფურცელი დაკეცა და შარვლის ჯიბეში საიმედოდ ჩამალა.კიდევ გადაქექა წამლების ყუთი მაგრამ სხვა ვერაფერი აღმოაჩინა.
-რამე იპოვე?-მისაღებში გავიდა და ალექსანდრეს მიუახლოვდა.ბიჭმა უარის ნიშნად თავი გააქნია და უჯრებში ქექვა განაგრძო
-კარგი მე მეორე სართულს ვნახავ-ერთი კიდევ შეხედა და კიბეებს აუყვა.მეორე სართულს წარმოადგენდა სამი საშუალო ზომის ოთახი და ვიწრო ჰოლი.პირველივე ოთახის კარი შეხსნა და შიგნით შევიდა.ოთახი კლასიკურ სტილში იყო გაწყობილი.კრემისფერ კედლებზე რამდენიმე ,არცთუისე ცნობილი ,მხატვრის ნამუშევარი ეკიდა.ოთახის შუაში ორი პატარა საწოლი იდგა.კუთხეში საშუალო ზომის კარადა იდგა,სადაც წიგნები სიდიდის მიხედვით ეწყო.კარადას მიუახლოვდა და წიგნები შეათვალიერა.
-როგორც ჩანს სტივემ კინგი ჰყვარებია-დაიჩურჩულა და "ნათება" გამოიღო.დიდხანს ათვალიერა წიგნები,მაგრამ უჩვეულო ვერაფერი აღმოაჩინა.კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი და მზერა ყველაზე დიდ შავ-თეთრ ნახატზე შეაჩერა.ნამუშრვარზე გამოსახული იყო პატარა გოგონა,რომელიც სკამზე იჯდა და სახე მწუხარებისგან მოეღრიცა.უკანა ფონი კი მთლიანად ჩაშავებული იყო.ნახატს მიუახლოვდა და კედლიდან ჩამოხსნა.რატომ ეგონა რომ მის უკან სეიფი ან რაიმე მაინც იქნებოდა?ხელი ნახატის ადგილას მიაკაკუნა,რომელმაც უჩვეულო ხმა გამოსცა.სწრაფად ჩამოხია შპალერი და პატარა ცარიელ სივრცეს მიაჩერდა.იმდენად ვიწრო იყო ხელი ძლივს შეატია და ადგილი მოსინჯა.მალევე რაღაც ფურცელს წაჰკრა ფრჩილი.მაშინვე გამოაძვრინა დიდი,რამდენჯერმე გადაკეცილი ფურცელი და საჩქაროდ გახსნა,არ უნდოდა ალექსანდრეს შემოესწრო.ფურცელზე ჩამოწერილი იყო 15 ადამიანის სახელი და გვარი .მათ შორის იყვნენ ჯინა და ნიკა ,რატომღაც გოგონას არ გაჰკვირვებია.თითქოს შეეჩვია იმ აზრს რომ მის ბიძაშვილს რაღაც კავშირი ჰქონდა ლიზასთან და მის მკვლელობასთან.სიას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი.აუცილებლად უნდა შეემოწმებინა ყველა მათგანი.უცებ ნაბიჯების ხმა გაიგონა,შეცბა და სწრაფად დამალა
ფურცელი,ხოლო ნახატი თავის ადგილას დააბრუნა.
-ინა?-ხმადაბლა დაიყვირა ალექსანდრემ.იმდენად სწრაფად გავარდა ოთახიდან,რომ ბურდულს მკერდზე ცხვირით აეკრო.
-მგონი აქ ვიღაცაა-დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა გოგონას.სხეულში სასიამოვნოდ დაუარა და შეიშმუშნა.არ მოსწონდა მის სიახლოვეს ყოფნა ,მაგრამ რა დროს ეს იყო?სახლში მათთან ერთად კიდევ ვიღაც იმყოფებოდა.იქნებ მკვლელი?
-იარაღი ხომ თან გაქვს?-ჩურჩულს განაგრძობდა ალექსანდრე.ინამ ხმა ვერ ამოიღო და თავი დაუქნია
-კარგი.მე ლიზას საძინებელს შევამოწმებ,შენ მეორე ოთახი ნახე-ბრძანება გასცა და მოსცილდა.
-მოიცადე-ხმადაბლა დაუძახა.-დარწმუნებული ხარ რომ ის ვიღაც ლიზას ოთახში იქნება და იმიტო მგზავნი ხო მე სხვაგან?გინდა შენ დაიჭირო არა?-თვალები მოჭუტა და შეუბღვირა
-ინა ნუ ბავშვობ.ეს თამაში არაა.რასაც გეუბნები გააკეთე-შეუღრინა და ლიზას ოთახისაკენ წავიდა.ინა იმდენად გააბრაზა ბიჭის სიტყვებმა,რომ მოუნდა მისი თავით ფეხბურთი ეთამაშა.ის ბავშვობდა? ის არიყო სერიოზული?თითქოს ამით აგრძნობინა პროფესია არასწორად აირჩიე,ეს საქმე არ გამოგდისო.სწრაფად გააქნია თავი,ახლა ამის დრო არიყო.ბურდულს მიბაძა და მეორე ოთახისკენ აიღო გეზი.იარაღი მოიმარჯვა და სახელური ფრთხილად ჩამოსწია.უცებ გვერდითა ოთახიდან ჯერ სროლის ,შემდეგ კი მინის მტვრევის ხმა გაისმა.სწრაფად მოსწყდა ინა ადგილს და ლიზას ოთახში შევარდა .იქ მხოლოდ მხარში დაჭრილი ალექსანხრე და ჩამტვრეული ფანჯარა დახვდა
-გაეკიდე დროზე-დაიღიალა ბიჭმა და ინაც მაშინვე მოსწყდა ადგილს.სწრაფად ჩაირბინა კიბეები და გარეთ გავარდა.დაინახა როგორ ჩაჯდა ტაქსში საშუალო სიმაღლის ბიჭი,რომელსაც ხელიდან წვეთ-წვეთად სდიოდა სისხლი.იარაღი ბორბალს დაუმიზნა და სასხლეტს თითი გამოჰკრა.მანქანის დაძვრამდე შეძლო მისი შეჩერება.გონებაში საკუთარი თავი შეაქი ასეთი კარგი ნასროლისთვის და გაქცეულ ბიჭს უკან გაეკიდა
-გაჩერდი თორემ გესვრი -დაიყვირა .როგორც ჩანს ბიჭი გაჩერებას არ აპირებდა.სირბილს უმატა და თითქმის დაეწია უცნობს.ხელი გაიშვირა და რამდენჯერმე შეეცადა მის დაჭერას.კაპიუშონში ხელი სტაცა,უკან გამოქაჩა და მიწაზე დაანარცხა
-ვინ ხარ!-დაიყვირა,მუხლი გულზე დააბჯინა და იარაღი შუბლზე მიადო.უცნობი დუმთა და ხმას არ იღებდა.ნახევარი სახე სისხლისგან წითლად ჰქონდა შეღებილი,რაც უფრო საზარელს აჩენდა მას.
-ვინ ხარ მეთქი!-არც ახლა დააკლო და თითებით ჭრილობას ჩააფრინდა-თქვი ვინ ხარ!
უცნობმა ცინიკურად ჩაიცინა და ირონიული მზერა მიაპყრო გოგონას-შენი კეთილის მსურველი
ინა შეკრთა,არ მოელოდა ასეთ პასუხს.
-დამცინი?-კბილებში გამოსცრა
-ვინც შენი მეგობარი გგონია სწორედ ის გღალატობს.ვინც დამნაშავე არ გგონია სწორედ ისაა მკვლელი.დამნაშავეს გარეთ ნუეძებ ინა,ის შენს სიახლოვესაა-წარბები შეჭმუხნა და ხელის ერთი მოძრაობით მოიშორა გოგონა.
-რას...რას აკეთებ!მოგკლავ იცოდე ,არ გაინძრე!-დაზუთხულუ ფრაზა გაიმეორა და ხელები აუკანკალდა.უცნობის სიტყვებმა საგონებელში ჩააგდო.რას უნდა ნიშნავდეს ეს?იქნებ აბნევდა? ახლა ამის დრო არ იყო!
-ხომ იცი არ მესვრი-წამოიწია და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.
-რატომ უნდა გენდო?
-უბრალოდ უნდა მენდო!
-მიზეზი არმაქვს!იქნებ მატყუებ?საერთოდ ვინხარ?
-ხომ გითხარი უკვე.შენი კეთილის მსურველი.სჯობს შეეშვა ინა ამ საქმეს.წეღა რაც გითხარი დაივიწყე .უბრალოდ ჩამოშორდი ამ ყვრლაფერს-მხარზე ხელი მოიჭირა და სწრაფად მოსწყდა ადგილს.ინა რამდენიმე წუთით გაშტერებული იდგა და მომხდარის გადახარშვას ცდილობდა.რა იყო ეს? ვინ იყო საერთოდ ეს უცნობი? ან რაზე ელაპარაკებოდა? იქნებ მან იცოდა ვინ იყო მკვლელი? ან იქნებ თავადვე იყო? არ უნდა გაეშვა,არა!გაბრაზებულმა შეიკურთხა და სახლდი დაბრუნდა.ალექსანდრე პირველ სართულზე ჩამობობღებულიყო.სახეზე მკვდრის ფერი ედო ,ტუჩებზეც ლურჯი ფერი დაჰკრავდა.სულ გადაავიწყდა ალექსანდრე დაჭრილი რომ იყო.სწრაფად დარეკა სასწრაფოში და მათ მოსვლას დაელოდა.
-ალექსანდრე ...სანდრო..-წყლალი მიაბკურა სახეზე
-ინა-ამოიხრიალა და თვალებში შეხედა
-რაარი ამასაც ვერ უძლებ?-ძალით გაიცინა გოგონამ და ახლაღა შეამჩნია კიდევ ორი ჭრილობა.ერთი მუცელში,მეორე მკერდთან.
-ინა თ..თუ ვერ გამოვძვერი იცოდ
-აბა რას ლაპარაკობ?-შეაწყვეტინა გოგონამ-შენი ხმა აღარ გავიგო!სამი ტყვია ამხელა გორილა კაცს რამეს გიზამს?ნუმაცინებ ალექსანდრე-გაბრაზებულმა დაუყვავა.სასწრაფოც მალევე მოვიდა და ბურდული სავადმყოფოში
წაიყვანეს,ინა არ გაჰყოლია.
იმდენად დაისტრესა არაფრის თავი აღარ ჰქონდა.მოაგროვა ნივთები და სახლში წავიდა.გზაში უფროსს დაურეკა და ალექსანდრეს ამბავი შეატყობინა,შემდეგ კი სთხოვა ეს დღე გაენთავისუფლებინა .რატომღაც დავითი მალევე დათანხმდა,მაგრამ ინას ყურადღება არ გაუმახვილებია.სახლში მალევე მივიდა,მოსაცმელი კვლავ დივანზე მიაგდო და საწოლზე გაიშოტა.დიდხანს იყო ასე უმოძრაოდ და ბოლო დღეების ანალიზს ატარებდა.უცნობმა აშკარად იცოდა ვინ იყო მკვლელი,ან.რატომ ესროლა ალექსანდრეს ამდენი ტყვია?ხომ შეეძლო ინაც დაეშავებინა მაგრამ.უცნობს რატომღაც იარაღი არც კი ამოუღია.იქნებ არ ჰქონდა?მაშინ როგორ დაიჭრა ალექსანდრე?რაც უფრო ღრმად ცდილობდა ჩასწვდომოდა საკითხს მით უფრო ეხვეოდა ბურუსში.შხაპის მიღება და ყველაფრის დროებით დავიწყენა გადაწყვიტა.ცხელი წყალი მოუშვა და დუშის ქვეშ დადგა.მხოლოდ ორი საათის შემდეგ იკადრა აბაზანიდან გამოსვლა.უცებ ნიკასთან საუბარი გაახსენდა და გადაწყვიტა მათთან წასულიყო.იქნებ არ ღირდა?მაგრამ აინტერესებდა რას ეტყოდა წყვილი მას.უცებ ფურცელზე დაწერილი სახელები ამოუტივტვდა.აუცილებლად უნდა მისულიყო მათთან და ეკითხა ლიზაზე.სწრაფად გაემზადა,მოსაცნელს ხელი დაავლო და ჯინას სახლისკენ გაემართა.მანქანა სახლის წინ გააჩერა,სწრაფად აირბინა კიბეები და კარზე დააკაკუნა.არავინ გამოეხმაურა.კიდევ რამდენჯერმე მონიტორულად დააკაკუნა კარზე ,როდესაც მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმა.რამდენი ხანი იყო გასული რაც ინას ჯინა არ ენახა,ახლა კი ასე უცებ უნდა შესჯახებოდა ძველ მოგონებებს.
****
-ინა...აა...ა დამიცადე-დაიყვირა გოგონამ და სიცილით გაექანა მისკენ
-დამიჭირე აბა -ენა გამოუყო ინამ და სწრაფად გაიქცა
-ნუ მირბიხარ მაქეთ-დაუყვირა ჯინამ და შეჩერდა
-გეშინია?-ჩაიცინა და ისიც გაჩერდა
-საშიში სახლია ინა.მაშინებს
-კარგი რა-თვალები მობეზრებულად აატრიალა-არ გაინტერესებს შიგნით როგორია?
-არა.-თავი გააქნია
-ხოდა აქ დარჩი-ცხვირი აიბზუა გოგონამ და ნახევრად ჩამონგრეული სახლისაკენ წავიდა.ღრმად ამოიოხრა ჯინამ ,დანებენის ნიშნად თავი გააქნია და გოგონას უკან გაჰყვა.უცებ ინა თვალთახედვის არიდან დაკარგა.საშინელმა შიშმა აიტანა.ვერ იტანდა მისტიურ ადგილებს,ეს სახლი კი თავისი ისტორიით საშინლად აშინებდა 12წლის გოგონას.
-ი..ინა სად ხარ-ამოიკნავლა გოგონამ და ღაწვები ცრემლებმა დაუნამა-ინა
-ბუუ-დაიყვირა გოგონამ და მაღალ ხმაზე გადაიკისკისა.ჯინას სახეზე ფერები გადაუვიდა და შიშისგან მაღალ ხმაზე შეჰკივლა
-შე არაადამიანო,სადისტი-ტიროდა და თან ეჩხუბებოდა რამდენიმე თვით უფროსს ბიძაშვილს.
-მართლა შეგეშინდა?-დაბნეული მიაჩერდა გოგონა.თამხმობის ნიშნად თავი დაუქნიაა გოგონამ .უცებ ბრახუნის ხმა მოესმათ.მხოლოდ ჯინას კი არა ინასაც ეცვალა უკვე ფერები.ხელი სწრაფად მოჰკიდა ბიძაშვილს და სწრაფად მოკურცხლეს.მას შემდეგ ინა ცდილობდა აღარ ეგრძნო ის შიში,რაც მაშინ განიცადა.
****
კარი ნიკამ გაუღო.გვერდით გაიღია და შიგნით შეატარა გოგონა.ფეხისთრევით გაიარა შესასვლელი და მისაღებში შევიდა.ოთახის შუაგულში ჯინას უსულო სხეული ესვენა,გარს კი ინასთვის უცნობი თუ ნაცნობი ხალხი ეხვია.


ვიცი პატარა თავია,მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე.ვფიქრობ ერთ-ორ თავში დავამთავრებ.აბა რას ფიქრობთ ამ თავზე? <3



№1 სტუმარი Guest Liza

Upro chaixlarta da upro saintereso gaxda <3 kargi tavi iyo dzalian

 


№2  offline მოდერი sopiko

ვაიმეე... ამიტომ ურეკავდა ნიკა? ოჰ, ბოლო ეპიზოდი ნამდვილად შოკი იყო. არ ველოდი.
ნიკა მკვლელი არ მგონია, თუმმცა მას ბევრი რამ ეცოდინება და ყველაფრის თავი და თავიც ის იქნება.
გავიგე, რომ მალე ამთავრებ და ერთი სული მაქვს გავიგო, გამართლდება თუ არა ჩემი ეჭვები.
ყოჩაღი გოგო ხარ!

 


№3  offline წევრი Deachkkaa

Guest Liza
Upro chaixlarta da upro saintereso gaxda <3 kargi tavi iyo dzalian

მადლობა დიდი <3

sopiko
ვაიმეე... ამიტომ ურეკავდა ნიკა? ოჰ, ბოლო ეპიზოდი ნამდვილად შოკი იყო. არ ველოდი.
ნიკა მკვლელი არ მგონია, თუმმცა მას ბევრი რამ ეცოდინება და ყველაფრის თავი და თავიც ის იქნება.
გავიგე, რომ მალე ამთავრებ და ერთი სული მაქვს გავიგო, გამართლდება თუ არა ჩემი ეჭვები.
ყოჩაღი გოგო ხარ!

დიდი მადლობა <3 კი საქმე ნამდვილად ჩაიხლართა .ვეცდები მალე დავიწყო ახალი თავის წერა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent