შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური და დარტყმული ( თავი მეცხრე )


15-06-2017, 07:06
ავტორი Nini Kvitsaridze
ნანახია 3 628

როგორ უნდა გაიგო ადამიანი გიყვარს თუ არა ?
ზოგი ამბობს რომ თუ გიყვარს მაშინ სულ მასზე ფიქრობ . სიზმარშიც კი ის გხვდება. არ მოგწონს როცა ის ურცხვად გიყურებს და თვალს არ გწყვეტს , მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად მაინც გინდა რომ სულს შენს გვერდით იყოს. იმიზეზებ ყველაფერს რაც კი შეიძლება მოიმიზეზო , მხოლოდ იმიტომ რომ ახლოს გყავდეს. გსიამოვნებს მასთან გატარებული თითოეული წამი , ხოლო როცა გეხება , ეგრევე ჟრუანტელი გივლის. გული ათასჯერ მეტად გიცემს ვიდრე ჩვეულებრივ და ფიქრობ რომ მის გარეშე ვერ იცოცხლებ . ერთ წამსაც კი ვერ ისუნთქებ თუ იცი რომ ის შენს გვერდით არ არის. ... გენატრება ყოველთვის , მაშინაც კი როცა ის შენს გვერდით არის და გინდა ყოველთვის გადაჯაჭულებმა იაროთ. ... როცა გიყვარს აბიჯებ შენს სიამაყეს და ბოლომდე გინდა იმ წუთებით დატკბობა. ივიწყებ ყველაფერს ხალხის აზრთან ერთად . იკ**ებ იმას თუ რას იტყვის ადამიანები და როგორი ,, თბილი ‘’ სიტყვებით გაგისწორდებიან .
............
ძილბურანიდან ვიღაცის შეხებას გამოვყავარ . შეხებას რა კოცნას . ვიღაც ყელში მიტოვებს სველ კოცნას . ... ნუ ვინ იქნება თუ არა ალექსანდრე . იმის გაფიქრებაზე რომ ის მე მკოცნის ეგრევე ვჭყიტე თვალები .
- მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია - ამბობს თბილი ხმით
- რომელი საათია ? - გავიკვირვე მე .
- სამი საათია .
- ვაიმე რაა? ამდენი ხანი მეძინა ? - შევიცხადე მე
- თან ისე რო ვერც კი ავდექი - უნდოდა მკაცრად ეთქვა , მაგრამ ტუჩის კუთხე მაინც ჩაუტყდა.
- რატომ ვერ ადექი ვითომ ? - გაბრაზებულმა შევეკითხე
- ისე იყავი ჩემზე მოხუტებული როგორ გავინძრეოდი ? ტკიპასავით მეკვროდი - ვითომ დამწუხრებულმა წარმოთქვა .
- საიდან მოიტანე ? - გავიოცე მე
- საიდან ? ახლაც იგივე მდგოარეობაში ხარ - მითხრა სიცილით . მეც ამის გაგონებაზე ეგრევე გავუშვი ხელები .
- უბრალოდ მე ძალიან მეშინია ჭექა - ქუხილის , რაც შენ ძალიან კარგად იცი - თვალებ მოჭუტულმა ვუთხარი.
- ვიცი ჰო ვიცი . - თქვა ღიმილით და იქვე დადებულ მაიკას ხელი დაავლო და სპორტულებზე გადაიცვა .
- მალე ჩამოდი - მითხრა და ოთახი დატოვა . მეც ეგრევე გაოვიღე კარადიდან შავი სპორტულები და ჩავიცი . თმა უბრალოდ ცხენის კუდად შევიკარი და მეც ბიჭებთან გავედი .
- ვაა ნენსისაც გაუღვიძია - თქვა მხიარულად თოკომ
- მე კი გავიღვიძე , მაგრამ რომ მშია არაუშავს ? - თვალებ მოჭუტულმა გადავხედე ჯერ თოკოს და მერე ალექსანდრეს.
- გააკეთე მერე რამე - ეს უკვე ალექსანდრე იყო.
- სულ მე ვაკეთებ რაღაცას ახლა თქვენი ჯერია - ვთქვი მხიარულად და სავარძელზე დავებერტყე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
- მე რომ არაფრის გამკეთებელი ვარ ეგ ყველასთვის ნაცნობია . არა თუ გინდათ გადაგბუგოთ კი ბატონო - ეს თოკო იყო
- ვინ დარჩა ? - შევიცხადე მე და ალექსანდრეს შევხედე.
- ჰო აი ამ უჟმურს კარგად ეხერხება საჭმლის გაკეთება . ამაში გეთანხმები რძა .. ნენსი - თქვა თოკომ
- არა მე საჭმლის გამკეთებელი არ ვარ . - მკაცრად თქვა სვანმა
- ისე უშგულში წავიდეთ იზო ბებოსთან , რამდენი ხანია არ მინახავს - იდეა წამოაყენა თოკომ
- მართალი ხარ . ძალიან მომენატრა იზო ბაბო , თან ნენსისაც გავაცნობ - თქვა ალექსანდრემ .
- ვინ არის ის მაინც გამარკვიეთ - გაკვირვებულმა წარმოვთქვი
- ალექსანდრეს ბებიაა - გამიცხადა თოკომ
- წავედით ჰო ? - იკითხა სვანმა , მეც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ბიჭებთან ერთად მანქანისკენ დავიძარი . ... თოკო ეგრევე ჩასკუპტა უკან . ის , ის იყო მეც მის გვერდით უნდა ჩამჯდარიყავი კარები გამოვაღე და თოკომ შეყვირა .
- შენ აქ რატო ჯდები ? ჩქარა წინ დასკუპტი - მითხრა თვალების ბრიალით და თვალით მანიშნა ალექსანდრეს გვერდით დაჯექიო . მეც დავნებდი და გაბუსულმა დავიკავე ადგილი. ... გზაში თოკო ალექსანდრეს და მის ბავშვობაზე მიყვებოდა . იმდენი მაცინა რომ სადღა მახსოვდა წყენა . ......
მალევე მივედით დანიშნულების ადგილას და მანქანა დავტოვეთ . ალექსანდრემ ჭიშკარი შეაღო და ორ სართულიან სახლისკენ გაემართა. მალევე დავინახე მოხუცი ბებო რომელიც ბიჭბის დანახვაზე სახლიდან ქოთქოთით გამოვარდა.
- დედა ამას რას ხედავს ჩემი თვალები . მართლა თქვენ ხართ ბებო ? - გაიკვირვა ქალმა
- კი ბებო ჩვენ ვართ - თქვა თბილი ხმით ალექსანდრემ და ქალი ჩაიხუტა. შემდეგ თოკომაც იგივვე გაიმეორა. ბოლოს იზო ბებო ჩემსკენ შემობრუნდა.
- ალა ხოჩა დინა იარ წუა ? ( ეს ლამაზი გოო ვინ არის ? )
-ალა მიშგუ ლეხხურია (ეს ჩემი საცოლეა ) - ამაყად წარმოთქვა ალექსანდრემ.
- ჩიღაი ( ძლივს ) - წამოიყვირა ქალმა . მე კიდევ გავირვებულმა შევხედე ალექსადრეს რას ამბობს-თქო.
- ლუსკულერე იმღა წუა ? ( გაკვირვებული რატომ არის )
- ჩიქ დო ხოხალ ( ჯერ არ იცის ) - ჩაიცინა თოკომ
- მაი დო ხოხალ ? ( რა არ იცის ? )
- ლეხხური ერე წუა ( აცოლე რომ არის ) - ეს უკვე ალექსანდრე იყო . მე კიდე ერთი გემრიელად ვუბრწკინე რა ხდება გამარკვიე-თქო თვალით ვანიშნე
- კარგი ბებო ეს ნენსია - ძლივს დაიწყო გასაგებათ ლაპარაკი
- მე იზო ბებო ვარ . - მითხრა თბილათ და სახლისკენ გამიძღვა - შემოდით ბებო , მე კუბდარების დაცხობას დავიწყებ და ცხელ-ცხელს გაჭმევთ . თქვენ გენაღვალოთ იზო ბებო - თქვა თბილად და ოთახიდან გასვლას აპირებდა მე რომ შევაჩერე
- მოგეხმარებით
- არავითარ შემთხვევაში . შენ აქ სტუმარი ხარ. ერეც გეყოფა ყველაფერი - ბოლო სიტყვები ვერ გავიგე , მაგრამ ვითომაც არაფერი - თქო
- არაუშავს მაინც მოგეხმარებით - ვთქვი , მაგრამ იზო ბებომ იქვე მდვანზე ჩამომსვა და ბიჭებს ანიშნა რაღააც .
- შეეშვი , იზო ბაბო მაინც არაფერს არ გაგაკარებს -თქვა მხიარულად თოკომ , მეც დავნებდი.
- რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ - სევდიანად წარმოთქვა ალექსანდრემ და ისიც ჩემს გვერდით მოკალათდა.
- რაც გერმანიაში წახვედი - აშკარად ზიზღით წარმოთქვა თოკომ და ჩვენს წინ ჩამოჯდა.
- რამდენი ხანია რაც საქართველოში ჩამოხვედი ? - ჩაფიქრებულა შევეკითხე ალექსანდრეს.
- როგორც კი ჩამოვედი მეორე დღესვე შენს სკოლაში დავიწყე დირექტრობა - მკაცრად თქვა მან
- ვერ მოითმინა და ეგრევე შენკენ გამოიქცა - დაიცინა თოკომ და ალექსანდრეს დაბრიალებული თვალებიც მიიღო.
- ისე შენ ბევრს რომ დაგვცინი ჩვენ , შენსკენ რა ხდება ? - თვალებ მოჭუტულმა გადავხედე.
- მე ჩემო რძალო ჩიტივით თავისუფალი ვარ . - მხიარულად წარმოთქვა , მაგრამ რაო ? რძალოოო ? ამ სიტყვის გაგონეაზე შვცბი და ეს აშკარად არ გამოპარვია ალექსანდრეს.
- თორნიკე ახვლედიანო შენს სისხლს დავლევ - კბილებში გამოცრა მან.
- ოოო , მოიცა რა - ხელი აიქნია თოკომ - დიდი ამბავი რამდენიმე დღით ადრე დავუძახებ ამ სახელს თუ გვიან ? ბოლოს ჰო მაინც დავუძახებ ? - გაკვირვებულმა წარმოთქვა.
- ზედმეტებში არ გადახვდე - გაბრაზებულმა წარმოთქვა - ... - კიდე რაღაცის თქმას აპირებდა იზო ბებომ რომ დაგვიძახა.
- საჭმელი მზად არის . - ჩვენც ავდექით და სამზარეულოში გავედით . სადაც სუფრა უკვე გაშლილი იყო. დავსხედით და ჭამას შევუდექით. მე კუბდარი გადმოვიღე და ერთ გემრიელად ჩავკბიჩე.
- ძალიან გემრიელია ქალბატონო იზო .
- რა ქალბატონო ? - შეიცხადა ქალმა - ბებო დამიძახე.
- კარგი ბებო - დარცხვენილმა ჩავილაპარაკე. ... შუა ჭამაში ვიყავით იზო ბებომ რომ წამოიწყო ლაპარაკი .
- სად მუშაობ ბებო ?- ამაზე მე პირში არსებული ლუკმა გადამცდა და ხველება ამიტყდა. ალექსანდრემ ეგრევე მომაწოდა წყალი და დამალევინა.
- არ არის საჭირო ასეთი კითხვები - მკაცრად ჩაილაპარაკა მან.
- არაუშავს . იზო ბებო მე არსად არ ვმუშაობ . აბიტურიენტი ვარ . სხვათაშორის ალექსანდრე ჩემი დირექტორია - ვთქვი ამაად. მართლა არ მრცხვენია იმის რომ მე ექვსი წლით პატარა ვარ ალექსანდრეზე. – 17 წლის ვარ . სისხლის სამართალზე ვაპირებ ჩაბარებას.
- ბოდიში ბებო , მართლა არ ვიცოდი . - სევდიანად ჩაილაპარაკა იზო ბებომ.
- საბოდიშო აქ არაფერია. - ვთქვი თბილად. - ვიცი ესენი როგორც გაგაცნობდნენ ჩემ თავს - ვთქვი და ბიჭებს გადავხედე . -მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ჯერ მე და ალექსანდრე შეყვარებულებიც არ ვართ - ვთქვი მკაცრად და ალექსანდრეს სახეს დავაკვრიდი , რომელიც ეგრევე მოიღუშა.
- სალომე ხომ არ ჩამოსულა ბებო - სიტუაცია თოკომ განმუხტვა.
- იყო ჩამოსული , მაგრამ მალევე წავიდა . - კიდევ ბევრ რამეზე ილაპარაკეს , მაგრამ მე უკვე ყურს არაფერს არ ვუგდებდი . მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ რას ვქრძნობდი ალექსანდრეს მიმართ . ... ეს აშკარად იყო დიდი მოწონება , მაგრამ ერქვა კი ამ გრძნობას სიყვარული ? ....
შვიდი საათი იყო იზო ბებოს სახლი რომ დავტოვეთ . ქალმა თბილად გადამეხვია და მითხრა ,, ყველაფერი კარგად იქნება ‘’ - ო .
გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია . თოკოც კი გაჩუმებული იყო. ... მალევე მივედით სახლში და სამივე მდივანზე ჩამოვჯექით.
- მოდით რა რამე ვითამაშოთ - წამოაყენა იდეა თოკომ
- მაინც ?
- დურაკა სურვილებზე . ოღონთ ვინც დურაკი იქნება მას ეუბნება ერთ სურვილს პირველმა ვინამაც დაამთავრა - თოკო
- კარგი ჯანდაბას დაარიგე - ჩემდა გასაოცრად ალექსანდრემ თქვა. თოკომაც დაარიგა ... პირველი ხელი თოკომ წააგო და მე უნდა მეთქვა სურვილი .
- ვინმე მოგწონს ? - დაეჭვებულმა შევეკითხე
- არგეტყვი - თავი სასაცილოდ გააქნია მან
- შენ გეცოდინება - ახლა ალექსანდრე მივუბრუნდი .
- კი არის ვიღაც ვიკაო მემგონი - ჩაფიქრებულმა თქვა სვანმა
- გიყვარს?
- ისეთი პონტია რა ... - სევდა ნარევი ხმით მითხრა თოკომ.
- კაი ანუ ახლა დაურეკავ მაგ შენ ვიკას და სიყვარულს აუხსნი , თან სპიკერზე ჩართავ ჩვენც რომ გავიგოთ - გამარჯვებული სახით ვუთხარი
- ჰო მაგრამ ....
- არავითარი მაგრამ . - მკაცრად ვუთხარი . ისიც დამნებდა და ტელეფონს იქით მალევე გაისმა გოგონას თბილი ხმა .
- ჰო თორნიკე
- ვიკა, რაღაც მინდა გითხრა ... - დაიწყო ბლუყუნი.
- გისმენ - მხიარულად ჩაილაპარაკა.
- დიდი ხანია რაც ამის თქმა მინდოდა და დავიფიცებ რომ ასე თქმაც არ მინდოდა ამ სიტუაციაში , მაგრამ .... ნუ ერთი სიტყვით და ერთი გაგებით ... მე შენ მიყვარხარ - ძლივს თქვა და თვალები მოჭუტა . ალბათ ეგონა რამეს ცუდს მეტყვისო.
- მთვრალი ხარ? - აი რეაქციაც ასეთი უნდა . ამის გაგონებაზე სიცილი ძლივს შევიკავე.
- არა სრულიად ფხიზელი - მკაცრად თქვა.
- აბა რამე მჭირს და არ მეუბნები ? - ამაზე უკვე გადავბჟირდი , მაგრამ მოვახერხე და ჩუმათ ვიცინოდი . არანაკლებ დღეში იყო ალექსანდრეც . ... ღმერთო როგორ უხდება სიცილი
- რა უნდა გჭირდეს ? - გავირვებულმა და გაოცებულმა თოკომ თქვა.
- აბა ამდენი ხანი რომ არ დააყენე საშველი , სხვა რა უნდა ვიფიქრო - აი მეორე ამისნაირი გიჟი.
- ამთ რისი თქმა გინდა ? - გახარებულმა შეეკითხა თოკომ.
- იმის რომ მეც ძალიან მიყვარხარ , ნუ უფრო რომან,,წ’’ იულად შეიძლებოდა , მაგრამ ეგ არაფერი - გადაიკისკისა გოგომ - ისე რამ წამოგიარა ?
-სურვილია , სურვილი - მე გავეცი პასუხი .
- ვინც ხარ უკვე მიყვარხარ - მხიარულად თქვა. - ისე ვაჟბატონო იმედია მხოლოდ სურვილის გამო არ გააკეთე
- არა , არა მართლა მიყვარხარ . - მკარად თქვა თოკომ
- ჰოდა ვსიო , მალე ჩამოდი ძაან მომენატრე . აბა კარგად და კიდევ ერთხელ მადლობა - გადაიკისკისა და ყურმილი დაკიდა .
- არა რა როგორ ნახე ზუსტად შენაირი ? - გადავიკისკისე მე
- თვითონ მომნახა რა - გაიჯგიმა თოკო . ... ამაზე ჰო მე და ალექსანდრე უფრო ჩავბჟირდით .
- გილოცავ ბრატ - მიულოცა ალექსანდრემ და გადაეხვია . . . . იგივე გავიმეორე მეც.
- აბა გავაგრძელოთ თამაში უნდა შეგასრულებიოთ სურვილები - თვალებ აციმციმებულმა თქვა და დაარიგა . ... ამ ხელში ალექსანდრემ წააგო და თოკოს უნდა ეთქვა სურვილი.
- ეე ახლა ამას რა გავაკეთებიო ? სიყვარული უკვე ახსნილი აქ ისა ესა . - ჩაფიქრდა თოკო. - ძმა გიტარა უნდა იყოს აქ სადღაც , მიდი აბა მოიტანე . - გაბრწყინებული თვალებით წარმოთქვა . ალექსანდრეც წამოდგა . ... მოიცა ახლა აქ ის თუ მოხდა რაც მე მგონია რა მაგარი იქნება. ... მოიტანა და თოკოს გაუწოდა ამან რომ წამოიყვირა.
- არა , არა . მე რათ მინდა შენ დაიჭირე . რამე დაუკარი და იმღერე.
- კარგი რა სამი წელია არ მიმღერია - მკაცრად თქვა ალექსანდრემ .
- არმაინტერესებს . - წარბები შეკრა თოკომ და ანიშნა დაიწყეო .
- ნენსი შენც ჩემთან ერთად უნდა იმღერო . - ალექსანდრე
- ჰო მაგრამ ...
- არავითარი მაგრამ . ახლა მაგას ვერ იტყვი ვერ ვმღერიარო . ჩემი ყურით მაქ მონასმენი . თანაც ჩვენი ნიზლავი ჯერ კიდევ ძალაშია - გამარჯვებული სახით გადმომხედა.
- ოჰ ეს ნიზლავი ვის გაახსენდა - ვთქვი გაბრაზებულმა. - დაუკარი ჰო და აგყვები - თვალებ მოჭუტულმა ვუთხარი . მანაც დაიწყო გიორგი ტიგინაშვილის - სიყვარულმა . ... ისე კარგად მღეროდა ნამდვილად არ მინდოდა მე ავყოლოდ , მაგრამ ისე დამიბრიალა თვალები მეც ინსტიქტურად დავემორჩილე . ....
- აი ამას ქვია წყვილი . მართლა ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები - მხიარულად თქვა თოკომ.
- დაარიგე შენ მიდი . - ვუთხარი მე . მანაც დაარიგა . ... ოოო ეს ხელი კი მე წავაგე . ალექსანდრეს უნდა ეთქვა სურვილი .
- რა თუ არა ლექსი ?
- მოიცა რა ლექსი ? - გაოგნებულმა თოკომ წამოყო თავი .
- თავის ლექსი უნდა წაგვიკითხოს . - გამარჯვებბული სახით წარმოთქვა . - თან სიყვარულზე .
- ყოჩაღ რძალო . - ცერა თითი ზემოთ აწია მოწონების ნიშნათ.
- მოკლედ რა . - გაბუტულმა ჩავიბურტყუნე და დავიწყე :
როცა მეგობრობას:
სახელი ეცვლება,
პატარა გრძნობები ,
დიდ გრძნობად იქცევა.
როცა მისი ზრუნვა,
ჩვევაში იზრდება,
სიტყვა ,,მიყვახარ“-ს ,
სხვა ფასი ეძლევა.
როცა მის მიმართ,
გრძნობები გიჩნდება,
მის მონაწერზე,
გული სულ გისკდება.
ის გეტყვის ოთს სიტყვას ,
მე შენ სულ მიყვარდი ,
შენ კი უბრალოდ ,
მას ჩაეხუტები .
მერე ხელს გაუშვებ ,
თვალებში ჩახედავ
და მას ეტყვი რომ,
მე შენ სულ მიყვარდი .

- აი წყვილი , თან ესეც რომ წერს ლექსებს. - აღრფთოვანებულმა თქვა თოკომ
- მოიცა რაა? შენ ლექსებს წერ და ამდენი ხანი მარო მე მაყოლებ ? - წარბ აწეულმა შევხედე. - მოვითხოვ ახლავე წამიკითო ერთი ლექსი .
- შენ არ ხარ ისეთ პოზიციაში ლექსი რომ წამიკითხო პატარავ .- გამარჯვებული სახით გადმომხედა.
- უკვე თერთმეტი საათია მე დაგტოვებთ - თქვა თოკომ და იქაურობას გაეცალა .
- აუუ აბა სულ მე რომ გიყვები კაია ? - გაბუტულმა ჩავილაპარაკე .
- გადასარევია - ამაყად ჩაილაპარაკა .
- აუ კაი რა მომიყევი . - დავიწუწუნე . .. ის , ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა .
- მე გავალ ჩემს ოთახში - თქვა და იქაურობას გაეცალა . მეც ტელეფონი ავიღე და გიოს ვუპასუხე.
- გისმენ გიო. როგორ ხარ? - მხიარულად ჩავილაპარაკე
- კარგად შენ ? ეგ რას შვება ხომ არის ჭკუით ? - გამოაჩინა ძმური კლანჭები.
- კი ,კი . აუუ გიოო ...
- არ ინერვიულო პრინცესა. მას ნამდვილად უყვარხარ. დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი რა ბიჭიცაა. შეიძლება შენ ფიქრობ რომ ცოტა ხანია რაც იცნობ , მაგრამ ის მართლა დიდი ხანია გიცნობს და შენც დარწმუნებული ვარ უკვე კარგად გაიცანი . ვიცი რომ ნამდვილად რომ არ უყვარდე მე არაფერს არ მეტყოდა. შენ რას ფიქრობ გიყვარს? - თბილი ხმით შემეკითხა.
- აი არ ვიცი . ვერ ვარჩევ სიყვარულს და მოწონებას ერთმანეთისგან . რაღაც დოზით შეიძლება მიყვარს კიდევაც . ნუ შეიძლება რა , მაგრამ ... მეშინია. მეშინია რომ რამე ისე არ წავა როგორც უნდა წავიდეს - დამწუხრებულმა ვუთხარი
- დამშვიდდი პრინცესა და გულს უგდე ყური . ეს ის მომენტია როცა გულით უნდა გადაწყვიტო და არა გონებით . ჰო რაც შეეხება შიშს. ეგ ბუნებრივიც კი არი . დაელლაპარაკები ამაზე ალექსანდრეს და ყველაფერი მოგვარდება . ახლა კი წავედი პრინცესა და ჭკუით . - კავშირის დასასრული.
მეც მდივნიდან ავდექი და გეზი ალექსანდრეს საძინებლისკენ ავიღე. .. ჰო სწორად გაიგეთ . .. დავაკაკუნე და შევედი. ის უკვე ლოგინში იწვა და ჭერზე იყო მიშტერებული. აშკარა იყო რაღაცაზე ფიქრობდა. ... ჩემი შესვლა გაიგო და ეგრევე გამისწორა მზერა .
- რამე მოხდა?
- მართალია არც საშინელებათა ფილმისთვის მიყურებია და არც ჭექა - ქუხილიია , მაგრამ უბრალოდ შენთან დავწვები კარგი ? - დასჯილი ბავშვივით ვიყავი კედელთან ატუზული .
- მოდი პატარავ , მოდი . ჩემთან ნურაფრის ნუ გრცხვენია. - მითხრა და მისგვერდით მანიშნა დაწექი-ო . მეც ფეხზე გავიხადე და ეგრევე შევწექი . შევწექი რა მთელი ძალით ჩავეხუტე.
- იცი ისე მივეჩვიე შენთან ერთად ძილს , აღარ მინდა მარტო ძილი . - პატარა ბავშვს შოკოლადის ჩამაზე რომ წაასწრებენ და დარცხვენილი , რომ დგას მშობლების წინაშე სწორედ ისე ვიყავი ახლა მე . იმ განსხვავებით რომ მე ვიწექი , თან ალექსანდრეს ვეხუტებოდი , თან ცხვირი მის ყელში მქონდა ჩარგული.
- ნუ გრცხვენია პატარავ. მეც ზუსტად ეგრე ვარ და არვიცი რა მეშველლება თბილისში რომ დავბრუნდებით . - დამწუხრებულმა წარმოთქვა და ჩემი თმის წვალება დაიწყო.
- რა იქნება თბილისში რომ დავბრუნდებით ? მე ისევ ჩვეულებრივი მოსწავლე ვიქნები და შენ ჩვეულბივი მათემატიკის მასწავლებელი დირექტორთან ერთად ? - ქვემოდან ავხედე.
- არა ეგ რომ ეგრე არ იქნება ფაქტია. ჯერჯერობით სანამ შენ იფიქრებ ჩვენ ვიქნებით კარგი მეგობრები , თან ისეთი კარგი რომ ყველაფერი გვეცოდინება ერთმანეთზე. ნუ მე ისედაც ვიცოდი , მაგრამ ... ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები , იმის მიუხედავათ მოგეწონება ეს შენ თუ არა . ნუ ისედაც სულ შენს გვერდით ვიყავი , მაგრამ ამ ჯერათ უკვე აღარ დავიმალები - მკაცრად გამაფრთხილა.
- ისე რა საჭირო იყო უცნობის პოზიციაში რომ მომევლინე ? სხვა ვერაფერი მოიფიქრე ? - შევეკითხე მე
- მიყვარს ბანალურობები - გამიღიმა . - თან მართლა არ მინდოდა შენი შეშინება . რამდენიმე საათის გაცნობილი რომ ვიყავით მოვსულიყავი შენთან და მეთქვა .. უი იცი მე შენი ძმის ბავშობის მეგობარი ვარ და ძალიან მიყვარხარ - თქო ? ნურას უკაცრავად .
- ნუ ეგრე რომც მოსულიყავი კაი ამბავი არ დაგადგებოდა , მაგრამ .... - გადავიკისკისე მე .
- ჰო ეგ მარინას გაკვეთილზე რომ გნახე კარგად გეტყობოდა , თან კინაღამ გამლახე შენს ადგილას რომ ვიჯექი - ახლა უკვე ისიც იცინოდა.
- ოოო ეგ დღე არ გამახსენო . როგორი დეგენერატივით იქცეოდი ? თან მანდამაინც ჩემს მერთან რა გინდოდა ? - წარბ აწეულმა შევეკითხე.
- სწორედ რომ შენს მერხთან მინდოდა პატარავ . - მითხრა და თავზე მაკოცა. - ისე რაები ჩაუტარე მარინას. პირი ღია დაატოვებიე მთელ კლასს . - მხიარულად წარმოთქვა .
- ჰო შენ განსაკუთრებით . გულში იმას ვიძახოდი ,, პირი დახურე ბიჭი , ბუზი არ შეგიფრინდეს ‘’-თქო. - ავკისკისდი .
- ნამდვილად კარგად გეხერხება ადამიანის გაოცება , თან არა ერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე - თავზე მაკოცა. - ახლა კი ტკბილი ძილი პატარავ. - მითხრა და მთელი ძალით ჩამიხუტა .

............

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის , მაგრამ მხოლოს ორი სიტყვა მართლა არ კმარა. კარგია გააგრძელე და ასეთები :( . ბოდიში შეცდომებისთვის , როგორც ყოველთთვის ამ წამს მოვრჩი წერას და ისე მეძინება რომ რაავი. მედია ისიამოვნებთ და შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ .



№1 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან მაგარი გოგო ხარ .❤მე ძალიან მომწონს ეს ისტორია და გელოდები მალ-მალე წერე ხოლმე

 


№2  offline მოდერი ენემი

საოცრებაააა kissing_heart

 


№3 სტუმარი elene

shesanishnavi istoriaa, ai iseti guls sitboti rom agivsebs, shen kidev dzalian nichieri adamiani xar

 


№4  offline წევრი nini :)

აი ძაან მაგარი იყოოოო.... მალე გაერკვეს რა გრძნობებში და რამე უბედურა არ დაატეხო თავს.... ნუ მოკლედ მალე დადე რააა...... და უფრო დდიდი თავიიიი

 


№5  offline წევრი mia15

Kargi istoriaa.momwons da gaagrdzele.veli shemdeg tavs.

 


№6 სტუმარი Guest ანი

გუშინ დავიწყე ამის კითხვა და ძალიან მომეწონა

ასე გააგრძელე და მალე დადე

 


№7 სტუმარი Guest NOBODY

dzalian sayvareli istoriaa, ubralod ro vkitxulob msiamovnebs, eseni ro ertmanets daashoro gavgijdebi

 


№8 სტუმარი I HOPE

imedi maqvs liza male gaerkveva tavis grdznobebshi, magari wyvilia, gansakutrebit mainteresebs rogor gaagtdzeleben cxovrebas roca ukan dabrundebian

 


№9 სტუმარი Guest barbi

dzalian tbili istoriaa, ai iseti ro gabednierebs da ro kitxulob gegimeba, dzalian kargi wyvilia, ubralod minda ro ertad darchnen

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent