ბიჭი კაფედან თავი 5
სიმშვიდეს თუ დაკარგავ, დაიწყება ემოციების ქაოსი.აბობოქრდება შენში ყველა გრძნობა რომელიც წაგლეკავს და სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანს.მოთმინება დაკარგული ისეთ შედეგამდე მიხვალ რაც საზიანოა შენთვის. მე კი ვგრძნობდი როგორ მიწვავდა შიგნეულობას რაღაც.ბრაზი,იმედგაცრუება.ყოველთვის რამე ცუდს თუ შევეჯახებოდი ვცდილობდი რაიმე სულ მცირე მაინც კარგი დამენახა ,აღმომეჩინა რომ ჩავჭიდებოდი იმედი მქონოდა.მაქსიმეს ქცევაში კი ვერანაირ დადებითს ,კარგს ვერ ვპოულობდი.გაურკვევლობა შემშლიდა მალე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. მე კი ჯიუტად ვიჯექი და წასვლას არც ვაპირებდი.ვიგრძენი როგორ მომიჯდა გვერდით ვიღაც.მოშორებით დაჯდა ჩემგან შორს.მაგრამ მაინც ვიგრძენი ნაცნობი სუნამოს სურნელი.როგორ მიპოვა საინტერესოა. -დავილაპარაკოთ ნინია?არ მინდოდა საუბარი ვიცოდი, ამის შემდეგ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი რასაც აღარასდროს შევცვლიდი. -არ ვაპირებ არაფრის ახსნას. საჭიროა ამ მომენტისთვის ასე და ნდობას ვითხოვ შენგან ნინია.მეგონა მომესმა.ისტერიული სიცილი ამიტყდა.გაოცებული ვუყურებდი. -უკაცრავად ვერ გავიგე,ნდობა ახსენე?ვიცინოდი ვერ ვჩერდებოდი.მგონი შევაშინე კიდეც სახეზე შიშმა გადაურბინა.ავდექი წამოსვლა დავაპირე მისმა ხმამ რომ შემაჩერა. -მორჩი ისტერიკებს და დაჯექი.ამ ეტაპზე ჩვენი დაშორებაა საჭირო ნინია გაიგე? -ვერა , ვერ გავიგე და იცი რა აღარც მაინტერესებს.ყველაფერს გავიგებდი გეფიცები.ყველანაირ სიტუაციში გვერდით დაგიდგებოდი და შენ ეს იცი.მაგრამ არ მოინდომე. -მაპატიებ? -რას მააქსიმე? -სიმართლეს რომ გაიგებ მაპატიებ? -გაპატიებ?არ ვიცი რა ხდება და ვერც გეტყვი რას ვიზავ მერე მაგრამ უთქმელობას და უნდობლობას არასდროს მაქსიმე.კარგად. -გაგიყვან გვიანია. -ნუ იდარდებ თავს მივხედავ.არ ვიცი სიმშვიდეს როგორ ვინარჩუნებდი.ტაქსი გავაჩერე და ცავჯექი ვხედავდი როგორ მომყვებოდა უკან მაქსიმეს მანქანა .სახლამდე მიმაცილა და შემდეგ წავიდა.სახლში ასვლამდე მოვემზადე ნონას ჩხუბისთვის ვიცოდი მიწასთან გამასწორებდა არც შევმცდარვარ -გოგო შენ ნორმალური თუ ხაარ?შესვლა არ მაცადა.სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი ან სად დადიხარ?გინდა გული გამისკდეს ნინია?ტიროდა უარესად გავხდი მივედი ჩავეხუტე და ასე ორ ხმაში ვსრუტუნებდით. -მაპატიე ნონა გთხოვ. -ხომ კარგად ხარ ნინია? -კი კარგად ვარ გავუღიმე.ძილი უკეთ გამხდის . ყველაზე ცუდი იცით რა არის სიმართლეს იმისგან რომ მოისმენთ ვისგანაც არ მოელოდები და ვინც ვალდებულია არაფერს გეუბნება.ვთქვი ბექასთან შეხვედრა ცუდის მომტანი იქნებათქო და ასეც მოხდა. -ნინიაა გააგრძელა ჩემი სახელი.როგორ მიგატოვა შენმა პრინცმა ტოო. -შემეშვი ბექა. -იცი ეხლა შენი მაქსიმე ჩემი სიძე რომაა??აბა რა ეგონა ორსულ გოგოს რომ ტოვებდა.ამაზრზენად იცინოდა. -რას ბოდავ შენ თვითონ თუ იცი? -არაა.დავიჯერო სიმართლე არ უთქვამს?საღოლ მაქსიმეს იმაზე უარესი სი...ი ყოფილა ვიდრე მეგონა.მე გეტყყვი სიმართლეს ჩემო ნინია.რახდება და შენს მაქსიმეს და ჩემს დას ლოლას ერთმანეთი უყვარდათ.ჩემი და ენდობოდა მაგრამ ამ შენმა მაქსიმემ მიიღო თავისი და აით....ა.დატოვა გოგო 1 თვის ფეხძიმე ეგონა შერჩებოდა .ხოდა მიიღო კიდეც მაგისთვის და ისწავლა ჭკუა.ეხლა ზარდოს შვილი და მიხედოს ჩემს დას და შენ თუ ჩაეჩხირები მათ ურთიერთობაში შენც მოგხედავ.დამემუქრა აშკარად.ნუ გგონია პრინცესა რომ უყვარდი შენგანაც ის უნდოდა რაც ჩემი დისგან. -შეიძლება მაგრამ ჩემგან ვერ მიიღო არც შემოუთავაზებია.აი შენი დისგან კი მიიღო. წამოვედი არა წამოვლასლასდი.ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს.ტვინმა პროტესტი გამოთქვა ინფორმაციის გადამუშავებაზე.ვეღარ ვგრძნობდი სხეულის ვერცერთ ნაწილს.თვალთ მიბნელდებოდა კიბის მოაჯირს დავეყრდენი.ნაბიჯს თუ გადავდგავდი დავეცემოდი. -ჰე ნინია კარგად ხარ?არ ვიცი საიდან გაჩნდა სანდრო.ხმას ვერ ვიღებდი მეგონა სიტყვის მაგიერ ბღავილს ამოვუშვებდი.უცებ ჰაერში აღმოვჩნდი სანდრომ ამიყვანა და მანქანისკენ წავიდა.თან მესაუბრებოდა -ნინია ნინია ხმა გამეცი გთხოც.არაფერი არ მესმოდა.ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი ორად ორი სიტყვა მიტრიალებდა მიღალატა მიმატოვა.მერე კი ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. თვალი ძლივს გავახილე ვერ მივხვდი სად ვიყავი.არაფერი არ მეცნობოდა.ადგომას ვაპირებდი მაგრამ ძალა ისე მქონდა გამოცლილი ვერ შევძელი.საუბარი შემომესმა.მგონი ჩუმად მოსმენის პროფესიონალი გავხდი ამ ბოლოდროს -ცუდად იყო კიდევ კარგი მივუსწარი.გონს კარგავდა.კიბესთან იდგა ურეაქციოდ.ხმას არ მცემდა.შემაშინა შენს ძმობას ვფიცავარ.ასეთი ნინია არ მინახავს -დაგვასწრო იმ ახვ...მა.მეგონა პირობას შეასრულებდა და ნინიას არ გარევდა ამ ამბავში. -მე მიმყავს ნინია და ახლოს თუ გაეკარებით ან შენ ან ბექა ძმობას ვფიცავარ დაგხოცავთ ორივეს გაიგეე? -სანდრო ნუ მიტრაკებ შენ მაინც.არ იცოდე მაინც რა დღეშივარ. - ამ ამბით მხოლოდ ნინია დაზარალდა და კეთილი ინებე და გადაწყვეტილება მიიღე.ეხლა კი შევალ ნინიასთან.ჩუმად შემოვიდა.სასწრაფოდ დავხუჭე თვალები.მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა -მაპატიე ვერ მოვახერხე შენთვის ტკივილის არიდება.მალევე გავიდა და მიწყდა ხმაური.მერე კი მეც ჩამეძინა.ძილში ვგრძნობდი ვიღაც როგორ მეფერებოდა თმებზე.ნაცნობი სურნელით და ნაცნობი ხელებით.ეგონა მეძინა და საუბარი დაიწყო -მაპატიე.დაგპირდი გულს არ გატკენთქო მაგრამ ვერ შევასრულე.ერთს გთხოვ ნუ დაიჯერებ ყველაფერს.ორმაგად მტკივა შენი ტკივილი ბამბინო.მე ხომ გითხარი ჩემს ცხოვრებაშიხართქო.ნეტავ იცოდე როგორ ვწუხვარ.მაგრამ სჯობს ჩემგან შორს იყო.დაიხარა ტუჩებზე მაკოცა და წავიდა.ეს იყო ბოლო კოცნა ვიგრძენი. არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი კომენტარები არ ჩანს.ამიტომ აქ მიწევს გამოვხატო მადლიერება.მადლობა ყველას ვინც კითხულობს და ვისაც მოგწონთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.