შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე... (4)


16-06-2017, 21:27
ავტორი სატი
ნანახია 3 159

რო გამოვფხიზლდი პატარა ოთახში ვიწექი. ვიღაცის ხმები მესმოდა. შიშისგან ხმა ვერ ამოვიღე.
-მამა, აზრზე ხარ სააერთოდ რა გააკეთე?!! ამის გამო დაგვიჭერენ!
-ამ გოგოს მამამ დედაშენი მოკლა და ბიძაშენის მოკვლა სცადა!!
-და ამის გამო შვილი უნდა მოუკლა?! მამამისი ჩამოსულია, მისამართიც ვიცი!
-არა, უბრალოდ ჩვენ გვეყოლება, მან წაგართვა ყველაზე ძვირფასი შენ ცხოვრებაში ლევან!!! დედაშენი გესმის?!!!
-და რა უნდა ვუქნა მამა? ძალით უნდა დავიჭიროთ აქ?!!!
-სხვა გზა არ არის, ამ შურისძიებას წლებია რაც ველოდები!
-და რას მთხოვ.
-ცოლად უნდა მოიყვანო.
ვერ ვიჯერებდი, მამაჩემმა... აშკარად რაღაცა ეშლებოდათ... ძალაუნებურად ცრემლები წამომივიდა. ყველანაირად ვცდილობდი ჩუმად ვყოფილიყავი.
-არა... გაგიჟდი შენ... სუ გამოყ**ვდი?!!! რას აკეთებ რას!! გონზე მოდი, რა ცოლად მოვიყვანო მამა!
-გაგახსენო როგორ მოკლა მამამისმა დედაშენი?
-ცოლად არ მოვიყვან... ცხოვრებას გავუმწარებთ არა მარტო მამამისს არამედ ლიზისაც! გესმის?!! ამან რაღა დააშავა, დედამისიც მოკვდა გესმის?!! ისიც ამ ყველაფრის მსხვერპლია, მამა გეხვეწები გონზე მოდი!
-მაამისმა ჩვენი ოჯახის ამოწყვეტა სცადა. ლევან...
-დამიმტკიცე! დღემდე არ მინახავს იმის მტკიცებულება!!
-აი.
არ ვიცი რა დაანახა მაგრამ ლევანი გაქვავდა. ცოტახანი არცერთს არაფერი არ უთქვამს.
-რა უნდა გავაკეთო.
-სახლში წაიყვანე და რადაც არ უნდა დაგიჯდეს არსად არ გაუშვა.
-რო შემეწინააღმდეგოს?
-დავიჯერო 17წლის გოგოს ვერ მოერევი?
ჩემთან მოვიდა და შეამჩნია რო ფხიზლად ვიყავი. მაინც ხელში ამიყვანა და გარეთ გავედით. მაშინვე რტყმა დავუწყე, მაგრამ ამაოდ მაშინვე მანქანაში ჩამაგდო, თვითონაც უკან დაჯდა და მანქანა დაიძრა. არ ვჩერდებოდი მანქანის კარს ვეჯაჯგურებოდი, მაგრამ არაფერი. ლევანიმ მის მხრებში მომაქცია და არ მიშვებდა.
-შე ახ**რო გამიშვი!!!-პირზე ხელს მაფარებდა, უცებ ისევ ის რაღაც დამაფარეს და ისევ გავითიშე...
რო გამოვფხიზლდი რაღაც ოთახში ვიყავი, ცალი ხელით მიბმული საწოლზე. წინ ლევანი მეჯდა. პირზე სკოჩი მეკრა.
-სანამ მოგხსნი პირიდან ამ სკოჩს... დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაიგე. ისიც იც რაც ხდება და რო მე არაფერი არ შემილია. ყველაფერი ძნელი ასახსნელია, მაგრამ იცოდე რადაც არ უნდა დამიჯდეს შენ აქედან არ გაადგამ ფეხს. ცოცხალი. ძალიან შორს ვართ თბილისიდან, საერთოდ აქ ჩვენ და დაცვის გარდა არავინ არ არის. ლიზა, არ ვიცი როგორ აგიხსნა... მოკლედ გეტყვი მამაშენი მკვლელია.
ამდენს ვეღარ გავუძლებდი მაშინვე ფეხი ჩავარტყი მუცელში, ის არ ჩაკეცილა, უბრალოდ სახეზე შეეტყო რომ ეტკინა. თვალები ტირილისგან დასიებული მქონდა. ეს ახვ**ი მამაჩემს მკვლელს ეძახდა... ცხოვრებაში ესეთ რაღაცას ის არ იკადრებდა, ან რაში უნდა დასჭირვებოდა... მამაჩემი მკვლელი არ იყო, ამაში ვერავინ ვერასდროს ვერ დამარწმუნებდა. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა მაშინვე გავიქცეოდი, პოლიციაში მივიდოდი და ამოვალპოდი ლევანის მის მთლიან ოჯახთან ერთად. ისე სწრაფად ხდებოდა ყველაფერი რო ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა. ტირილისგან ვეღარ ვსუნთქავდი. ლევანიმ წყალი მომიტანა, ნელა მომაძრო პირიდან სკოჩი და წყალი მომცა, დალევის მაგივრად მეორე ხელი ავკარი და ჭიქა დავამსხვრიე. სახეში მინდოდა გამერტყა მაგრამ მეორე ხელიც დამიჭირა.
-მისმინე, რაც უფრო ბევრს ტირიხარ და ფართხალებ მით უფრო ცუდად ხდები. რაც არ უნდა მირტყა აქედან ვერ წახვალ. სანამ კიდე მყოფნის მოთმინება გაჩერდი, თორე რო გადამეკეტება დაგერხევა. მადლობა უნდა თქვა რო მამაშენი ცოცხალი რჩება.
-როგორც კი... მომე.ც...ემა შესაძლებლობა მაშ...ინვე გავიქცევი.
ამაზე გაეცინა.
-აქედან ვერანაირად ვერ გაიქცევი. 20კაცი დგას სახლის გარშემო.
-მამაჩემი... მკვლელი არ არის-ვერ ვჩერდებოდი, ლაპარაკიც მიჭირდა, ხელებში ძალა არ მქონდა რომ გამებრძოლებინა.
-სხვა გზას არ მიტოვებ, თუ არ დამშვიდდები მომიწევს დამამშვიდებლის გაკეთება.
-შე ახვ**ო-ამ სიტყვების გარდა ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი. მან კამოდიდან ნემსი ამოიღო და ჩემკენ წამოვიდა, უცებ მეორე ხელით ვცადე გაბრძოლება, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. მაშინვე დამიჭირა და ხელში გამიკეთა, შემდეგ კი დამეძინა. დილით რომ გავიღვიძე, საწოლზე აღარ მქონდა ხელი მიბმული, წამოდგომა ვცადე, მარგამ მივხვდი რომ უკან ლევანი მეწვა. ხელი ედო ჩემზე. ჩუმად მოვიშორე და ის იყო ადგომა დავაპირე რომ უკან დამაგდო.
-რა ვქნა ისევ დაგაბა?-წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.
-სკოლაში უნდა ვიარო, რაღაცას მიხვდებიან და პოლიციაში ადრე თუ გვიან ვინმე დარეკავს, სალი ან რეზი.
-რეზი და სალი არაფერს არ იზამენ, რადგან მამაშენმა თავისი პირით უთხრა ყველა შენ მეგობარს რომ საზღვარგარეთ გაგიშვა დაუხურლ სასწავლებელში.
-არ იზამდა ამას.
-გინდ დაიჯერე გინდ არა, სწავლა თუ გინდა აგიყვან მასწავლებლებს და ისწავლე. მაგრამ სკოლაში არ წახვალ.
-აქ სამუდამოდ ვერ გამაჩერებ.
-არც არის საჭირო, ქორწილის შემდეგ იტალიაში მივდივართ.
-და შენ გგონია გამოგყვები?
-აქ შენი ნებით გამომყევი? ლიზა, შენ კიდე ვერ ხვდები სიტუაციის სერიოზულობას, აჰა გაგიშვი ხელი, გაიქეცი და მაშინვე ტრანკვილიზატორით დაგაძინებენ.
-რატო აკეთებ ამას?
-უკვე გითხარი, მამაშენმა მოკლა დედაჩემი, სცადა ბიძაჩემის და მამაჩემის მოკვლა, დარწმუნებული ვარ რაღაც ფაქტორები რომ არა ის ჩემ და ჩემი დის მოკვლასაც გადაწყვეტდა-ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. სუ ფეხზე მეკიდა რას მესვროდნენ, მე არავითარ შემთხვევაში აქ არ გავჩერდებოდი. ფანჯრიდან გადავიხედე ჟალუზები იყო და გარეთ დაცვა იდგა. მაშინვე ტელეფონის ძებნა დავიწყე მინდოდა სალისთვის დამერეკა და იქნებ მის ძმას ეშველა ჩემთვის, მას დიდი გავლენა ჰქონდა ყველაზე. ქვემოთ ჩავედი, მისაღები უზარმაზარი იყო. გასასვლელ კართან დაცვა იდგა, შიგნიდანაც და გარედანაც. ფანჯრებზე აქაც ჟალუზები იყო, ლევანი სამზარეულოში ყავას სვამდა. კიდევ ერთი კარი იყო, საკუჭნაოსთან. იქ არავინ იდგა, მაგრამ სავარაუდოდ ისევ გარეთ იყო დაცვა. ცდა ღირდა... მაგრამ... მართლა გამთიშავდნენ და ისევ ლოგინში ავღმოჩნდებოდი მიჯაჭვული ლოგინზე...
-რას დგახარ მანდ?
არაფერი არ ვუპასუხე.
-დაჯექი ჭამე.
-უი, ეს ლიზაა? გამარჯობა შვილო, მე ლიანა მქვია.
-ლიანას უთხარი რაც გინდა და გაგიკეთებს.
-არაფერი არ მინდა.
-რას ქვია შვილო, რა გამხდარი ხარ, რა სუსტი, ესე არ შეილება, მე უცებ მოგიყვან ფერზე.
-არ მინდა არაფერი თქო-და ზევით ავედი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ტელეფონი არსად ჩანდა. ერთ-ერთ ოთახში შევედი, იქ კომპიუტერი, უზარმაზარი ტელევიზორი და დინამიკები იდგა. იქვე იყო ტელეფონიც, მაშინვე მივვარდი და რეზის ნომერი ავკრიფე, მაგრამ უცებ ვიღაცამ გამომართვა.
-ლიზა, ნელ-ნელა მოთმინებიდან გამოგყავარ. ნუ მაიძულებ რომ ცხოველივით მოგექცე.
-შენ ისედაც ცხოველი ხარ-ისევ ძლივს ვიკავებდი თავს რომ თვალებიდან ცრემლები არ წამომსვლოდა.
-წამოდი რამე ჭამე, 2დღეა არაფერი გიჭამია, გული წაგივა.
-არაფერი, არ მინდა თქო! ეხლა ის უნდა ვაკეთო რასაც მეტყვი?!! ყველაფერს გეფიცები არ დავნებდები და როგორც კი მომეცემა საშუალება გავიქცევი და გიჩივლებთ შენც და შენ ფსიხ მამაშენსაც! და ორივეს ციხეში ამოგალპობთ!!-იმხელაზე ვყვიროდი ალბათ მთელმა სახლმა გაიგო. ლევანიმ ხელი ჩამავლო და ოთახში გამათრია, შემიყვანა, კარი გაიჯახუნა და საწოლზე დამაგდო.
-ეხლა შენ მომისმინე, ბოლოჯერ ვიმეორებ!!! აქედან ფეხს არ გაადგამ, პატივისცემით მოეპყრობი ლიანას და გააკეთებ იმას რასაც გეტყვიან!!! თუ არადა რაც მოხდება შენ თავს დააბრალე!!!! ნუ გგონია რომ მამაჩემზე ნაკლები ვარ, რადგან კარგად გექცევი!!!
იმხელაზე ღრიალებდა კინაღამ თავი გამისკდა, ესეთი გაბრაზებული არ მინახავს... სახეზე სულ წითელი იყო, მაგრამ ძალიანაც მიხაროდა... ყველაფრის ღირსია რაც მოუვა, ეს არის ცხოველი.
-ეხლა კიდე ეგდე ოთახში სულ ფეხზე რა დაგემართება-გავიდა და კარი მთელი სიმწრით მოიჯახუნა. მე თავი ბალიშში ჩავრგე და ისევ ტირილი დავიწყე. უცებ მანქანის ხმა გავიგე, ფანჯარასთან მივედი და დავინახე ლევანი რო ჯდებოდა მანქანაში. ალბათ სამსახურში წავიდა. ისევ იმ ოთახში შევედი, მაგრამ ტელეფონი აღარ დამხვდა. ცხოველი. არაკაცი. ამას თუ გონია რომ მე ესე ადვილად შევუშინდები მის ყვირილს, ძალიანაც ცდება. უცებ ვიღაც ტიპი გამოვიდა ოთახიდან.
-აა, ალბათ შენ ხარ ლიზა-ჩემკენ წამოვიდა, მე უკან დავიხიე.
-ნუ გეშინია, მე ლევანის ძმა ვარ.
-და?
-რატო მეუხეშები, ისე ლაპარაკობ გეგონება მე დაგატყვევე.
-ალბათ შენც მამაშენის და შენი ძმისნაირი ცხოველი ხარ.
-ძალიან ცდები ძვირფასო, მთელი ცხოვრებაა რცხვენიათ ჩემი გამოჩენა რადგან მათნაირი არ ვარ. მე ლუკა მქვია.
-ლიზა.
-ხო ეგ უკვე ვიცი.
-თუ მამაშენს და შენ ძმას არ გავხარ იქნებ დამეხმარო...
-არა, ეგ ნაღდად არ შემილია.
-ანუ შენც იმათნაირი ხარ.
-დამიჯერე ამ სახლში ვინმე მეგობარი გჭირდება, თორემ 1კვირაში ან უფრო ნაკლებში აქედან გაგასვენებენ, ისეთი სუსტი ჩანხარ რო ვერ გაუძლებ ამდენს.
-არ ვარ სუსტი.
-წამო ქვემოთ ჩავიდეთ და წესიერად დავილაპარაკოთ.
ან ლევანი უნდა დამეკერა ან ლუკა. რომელიღაც მაინც და მერე გავიქცეოდი, ლუკა რო დამეკერა, უფრო ადვილი იქნებოდა. მოვატყუებდი რო ერთად გავიქცეოდით და სიმართლეში როგორც კი ამ სახლს გავცდებოდი ამასაც გავექცეოდი. ყოველ შემთხვევვაში ეს მჭირდებოდა. მაგრამ ესე ადვილად არ ვაპირებდი არავის ნდობას.
-სხვა დროს იყოს-და ისვე ოთახში შევბრუნდი. ლოგინში დავწექი და ძილი ვცადე. ლიანა ორჯერ შემოვიდა და ორჯერვე შემომთავაზე საჭმელი მაგრამ ორივეჯერ გავაგდე. როგორ მინდოდა რომ რამე მომსვლოდა და ამ სახლიდან გამეღწია, საავადმყოფოდან ხო უფრო ადვილი იქნებოდა გაქცევა. რამე წამალი უნდა მეშოვა, ბევრი ერთად ჩამეყარა და მაშინვე საავადმყოფოში გამაქანებდნენ... მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრისგან რომ ისევ ჩამეძინა. ფაქტიურად 2დღის განმალობაში ძილის გარდა არაფერი არ გამიკეთებია. ყველანაირ გეგმას ვიფიქრებდი, მაგრმ ყველგან ამის დაცვა მიშლიდა ხელს. დაცვიდანაც რო ვინმე... რაღაცნარიად დამეკერა.... ვერაფერს ვერ ვიფიქრებდი. არანაირად არ ვაპირებდი ამის ცოლობას. ჩემი დანებება ნიშნავდა სამუდამოდ ციხეში ცხოვრება... იმ ადამიანთან ყოფნა რომელიც არ მიყვარს და მეზიზღება. დარწმუნებული ვიყავი ისიც ზიზღით მიყურებდა... და თუ ესე იყო რაღაში ვჭირდებოდი... ან დედამისზე ხო ამბობდნენ რომ სიმსიმნით მოკვდა... აბა მამაჩემი რაღა შუაშია?... იმდენი კითხვა მქონდა რომ უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა. დარწმუნებული ვიყავი ლევანი ბევრს არაფერს მომიყვებოდა.
ერთი ნაღდად ვიცოდი. აქედან უნდა დამეღწია თავი რაც არ უნდა მომხდარიყო. მე აქ ვერავინ და ვერაფერი ვერ გამაჩერებდა.
ამას რო ვფიქრობდი ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა საშიშ ხალხთან მქონდა ურთიერთობა... ყველაზე მეტად კი ლევანის მამის მეშინოდა... ის ყველაფერზე იყო წამსვლელი და თუ გადაწყვეტდა რომ მე მისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი ალბათ მეც გამისტუმრებდა და ამით საბოლოოდ იძიებდა შურს.
და ყველაზე დიდი დაბრკოლება რაც იქნებოდა... სანამ ამ გაქცევის გეგმას ვადგენდი... როგორ კარგადაც ლევანი არ უნდა მომქცეოდა ყველანაირად უნდა დამეჭირა თავი შორს...
***
დღეში ერთს ან ორ თავს მაინც დავდებ ხოლმე.
ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობს <3 <3 <3



№1 სტუმარი ლამაზთვალება ❤❤

აუუ ძაან მაგარია გააგრძელე ხვალ დადებ?

 


№2  offline მოდერი სატი

ლამაზთვალება ❤❤
აუუ ძაან მაგარია გააგრძელე ხვალ დადებ?

კი <3 დაწერილი მაქვს უკვე
--------------------
a.m&m.i

 


№3 სტუმარი Guest bubu

dzaaan magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent