შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასკინკილა (ნაწილი პირველი)


18-06-2017, 21:16
ავტორი Salynats
ნანახია 1 514

"გაცნობა"

კესო ვაშაკიძე - ოცდასამი წლის. მსახიობი, მოცეკვავე. მუშაობს თეატრში, თუმცა ეს მისთვის სამუშაოზე ბევრად მეტია. ცეკვავს ანსამბლ "სუხიშვილებში". მისი ჰობია წერა.
ალექსანდრე გოგინავა - იგივე სანდრო. ოცდახუთი წლის. მშობლების ბიზნეს აქციების დიდი ნაწილის მფლობელი და მომავალი მესაკუთრე. ცნობილი როგორც გიორგი გოგინავას და მედეა შელიას ვაჟიშვილი. ყოველთვის ოცნებობდა საფეხბურთო კარიერაზე. ჰყავს საცოლე - ნია გვასალია.

"პეპეს ბარი"

-"თბილისელების" ახალი გამოცემა ნახე, სანდრ?!
ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა ნია და საქმროს კალთაში ჩაუსკუპდა.
-არა, კიდე ჩვენზე დაწერეს რამე?
ჟურნალი გამოართვა ნიას და ფეხებზე დაიდო. გაოგნდა ყდას რომ შეხედა.
-ეს როდისღა გადაგვიღეს,ტო?
სიცილი წასკდა როდესაც ძმაკაცის ბარიდან გამოსული საკუთარი თავი და ნია დააფიქსირა.
-აუ, მე მომწონს.
გაიწელა გვასალია და ისედაც აჩეჩილი თმები ხელებით უფრო მეტად აიბურდა.
სანდრო წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.
პეპეს დაურეკა.

-რა იყო,მოკვდა ვინმე?
ისეთი ხმა ქონდა პეპეს, სულ რომ არ გცოდნოდა მისი ამბავი, მაინც მიხვდებოდი, რომ საშინელ პახმელიაზე იყო.
-ჯერჯერობით არავინ, მაგრამ კიდე თუ დაიბეჭდება ამ ჟურნალში ჩემი და ნიას ფოტო, შენს გასვენებაში შენივე ჯიპით მოვალ იცოდე!
ხმა გაუმკაცრდა სანდროს, თუმცა მაინც ეცინებოდა.
-ოხ, კაი კაცო - ეშმაკურად აუწია წარბი, - მაგაზე მანამდე გეფიქრა შენს ტყლარწია შეყვარებულს საცოლედ რომ წარადგენდი, თან საჯაროდ.
ბოლო ხმაზე ახარხარდა პეპე.
-რა ვქნა, სამსახური ეგრე მოითხოვს.
-სამსახური თუ ოჯახი?!
ორაზროვნად იკითხა. ზუსტად იცოდა სანდროს სუსტი წერტილი და ცდილობდა, ძმაკაცისთვის თვალი აეხილა და მომავალში დაშვებული,გამოუსწორებელი შეცდომა თავიდან აერიდებინა.
-კაი გვეყო. ნახევარ საათში გამოვალ და ბარში დამხვდი.
გაუთიშა და გასასვლელად მოემზადა.

იმ ღამეს იმდენი დალიეს და ისე დათვრნენ, საკუთარი სახელები აღარ ახსოვდათ.
-ის ორი გოგო ისე გაშტერდება, შეიძლება თვალებით შეგჭამონ.
თვალი ჩაუკრა პეპემ და კიდევ ერთი ვისკის ჭიქა გამოცალა.
-კაი რა იყო, ძაან გინდა ორი ცხედარი გაიტანონ აქედან?
გაეცინა სანდროს და გვერდით მჯდომ ნიას გადახედა.
-პიარია მამენტ, რო იცოდე!
გოგინავამ ხელები აუწია, დანებების ნიშნად. და ბარის მეორე მხარეს მჯდომ გოგოებს გადახედა.
არასდროს ყვარებია ვინმე, ყოველთვის ყველაფერს კარიერის საკეთილდღეოდ აკეთებდა, და ოჯახის. ძალიან ძლიერი ოჯახი ყავდა, ფულიანიც და გავლენიანიც. ამიტომ უწევდა მათი კაპრიზების ატანა, იმიტომ, რომ ყველა მათზე საუბრობდა.
ყველაზე გამორჩეულები იყვნენ გოგინავები.
და ყველაზე სასურველები.
განსაკუთრებით სანდრო. ყველა ქალის სასურველი სიძე და ქმარი იყო, ჩვენი სანდრიკა.
გარეგნობით თბილისში კი არა, საქართველოში არ დადიოდა მისნაირი მეორე. ყველა გიჟდებოდა, დიდიან-პატარიანად. საძმაკაცოც კარგი ყავდა. თუმცა პეპე იყო მისთვის ყველაფერი. ოჯახებითაც ახლობლობდნენ, და ალბათ მაგიტომ. მაგრამ ეს უფრო იმ დიდი სიყვარულის და ძმაკაცობის გასამართლებელი მიზეზი იყო, რაც ამ ორს აკავშირებდა.

-ნიას სახლში წაიყვან?
ლეკვის თვალებით შეხედა ძმაკაცს.
როგორც კი პეპემ თავი დაუქნია, გასაღები და ტელეფონი აიღო და გასასვლელისკენ გაემართა. ნიაც საგულდაგულოდ წამოხტა ფეხზე და გაეკიდა, ვაი და არ გამასწროსო და ლამის ფეხზე ჩამოეკიდა.
-აუ, შენ არ წამიყვან?
დაიმანჭა ნია.
-არა, არ მცალია,პეპეს ვუთხარი და გაგიყვანს. დაგირეკავ ხვალ..
შუბლზე ცივად აკოცა სანდრომ და ძმაკაცის ბარი დატოვა.

უკვე გარეთ ელოდებოდნენ გოგოები. ჰმ, როგორი სულელები და ამავდროულად ჭკვიანები არიან ქალები.
ყველაფრის კეთებას თვალებით ახერხებენ. მათ შორის ფლირტსაც.

"სანდრო დაბრმავდა"

გოგოები დატოვა თუ არა სანდრომ, სახლისკენ დაღლილი გაემართა. თბილისის ერთი ბოლოდან მეორეში უწევდა გასვლა.
ნუცუბიძეზე ქონდა ოთხ ოთახიანი ბინა და მაინც ეპატარავებოდა. ვერ მოახერხა ახალი სახლის ყიდვა და მოწესრიგება, იმდენი საქმე ქონდა.
სამში ბიზნეს შეხვედრაზე მიდიოდა მამამისთან ერთად ბერლინში. ექვსში მილანში იყო დაპატიჟებული იქაურ ბიზნესმენებთან ვახშამზე.
არადა ბავშვობაში სულ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. თუმცა გიორგი სულ უკრთობდა ამაზე ფიქრს. ფეხბურთის ბურთების კოლექცია, და ზოგადად სპორტის ყველა სახეობის აქსესუარი ქონდა.
ერთხელ ახსოვს, გიორგი და მედეა საფრანგეთის ელჩთან იყვნენ მიწვეულნი და სანდროც იქ ყავდათ წაყვანილი. არადა თბილისში ცხელ-ცხელი ჩემპიონატი იყო დაგეგმილი. ისე იყიდა ბილეთი და ისე წამოვიდა, არავის არაფერი უთხრა.
დედ-მამას რომ სახლში ეგონა, თბილისის საფეხბურთო მოედანზე იჯდა ძმაკაცებთან ერთად და გულმოდგინედ ადევნებდა თამაშს თვალყურს.
აბაშიძეზე რომ აუხვია, ქუჩაში ზედ შუაში მდგარი გოგონა დააფიქსირა და სახეზე მიტკლისფერი დაედო. ისე დაამუხრუჭა, "კალოდკებმა" ბოლი გაუშვეს.
მაგრამ მგონი გვიანი იყო.
ნუ, ცოტათი მაინც.

"ნიძლავი მთვრალზე"

კლუბიდან ძალით გამომტენა თეკლამ და ქავთარაძემდე სულ ცალი ფეხით მაწოწიალა.
-ვსო, ეხლა გავსწორდით!
ხელი ეშმაკური ღიმილით ჩამომართვა და ლოყები დამიკოცნა.
-აუ, შენ ნორმალური ხარ?
ქოშინით ვუთხარი და შუბლზე ოფოფივით გამოწეული ბუწუწები ყურს უკან გადავიწიე.
-ნწუ - თავი გააქნია ფეფამ. - აბა რას იტყვი? კიდევ ხარ დალევის და მერე ნიძლავების დების ხასიათზე?
-ოო, არ ვიყავი მთვრალი!
თავის გამართლება ვცადე მე.
-კი აბა რა, ქავთარაძემდე ასკინკილით მივალ-მეთქი, მე დაგიდე ნიძლავი..
ცალი წარბი ამიწია თეკლამ და იქ მივხვდი, რომ უკვე მართლა მეხვეოდა თავ-ბრუ.
-არაუშავს მაინც კარგია, გამოფხიზლდი უკვე. ეხლა შეგიძლია სახლში წახვიდე!
მანქანის კარი გამიღო და მეორე მხარეს წავიდა, მძღოლის ადგილზე დასაჯდომად.
ალბათ, ისეთი სახე მქონდა, მართლა გულით შევეცოდე.

-არ მინდა, მადლობა! - ცხვირი ავუბზუე მე, ვითომ გაბრაზებულმა, -ქავთარაძემდე ცალი ფეხით თუ მოვედი, აბაშიძემდეც მივალ ორით, როგორმე:)
დავეჭყანე და მანქანის კარი გაბუტულმა ისე მივუჯახუნე, მგონი ჩავამტვრიე.
ჩემთვის გამეცინა და გზას დავუყევი.
გზაში თეკლას ზარებს სიცილით ვაიგნორებდი.

"ბამბის ნაყინი გამთენიისას"

თვალები რომ გავახილე აზრზე ვერ მოვედი სად ვიყავი. მერე ჩემს წინ ჩამუხლული ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, რომელსაც სახეზე მიწისფერი ედო.
ფეხი ისე მტკიოდა, ცოტაც და ბოლო ხმაზე ავტეხდი ყვირილს.
-აუ, კარგად ხარ? გესმის ჩემი?
ისეთი დაბნეული იყო, შემეცოდა.
-კარგად ვარ, კარგად.
დავამშვიდე მე და შევეცადე წამოვდომილიყავი თუმცა უშედეგოდ.
-მგონი ფეხი გაქვს ნაღრძობი.
შემათვალიერა ჩემმა შუმახერხმა და ბოლოს ასეთი დასკვნა გამომიტანა.
-კაი კაცო-ხუმრობის ხასიათზე მოვედი მე - მართლა?! წინ რო გაგეხედა არ მექნებოდა.
ცოტა მკაცრად ვუთხარი თუმცა ხმაში მაინც სიცილი მეპარებოდა.
-შენ თუ ნორმაზე ხარ,-საათზე დაიხედა- ღამის ოთხ საათზე ასკინკილით რატომ დახტუნავ პირდაპირ შუა ქუჩაში?
გამოშტერდა უცნობი და ცოტათი გაეღიმა. ალბათ მშვიდად იყო,რახან გონზე ვიყავი.
-ეეე, არ იცი რა!
გამეცინა მე.
-რა არ ვიცი?
თვალები დამიქაჩა და გაკვირვებული სახით შემომხედა.
-"ტრასავშიკი" ვარ.
ბოლო ხმაზე ამიტყდა სიცილი, მას კი განცვიფრებისგან მიტკლისფერი დაედო.
-ბატონო?!
ჩემს სიცილზე გაეცინა მასაც.
-არაფერი-ხელი ჩავიქნიე მე - დიდხანს უნდა ვიჯდე ასე?
წარბი ავუქაჩე და უცნობიც მალევე მოვიდა გონს.
-უი ხო, აგიყვან საავადმყოფოში.
ხელი მომხვია და ნელა წამომაყენა თუმცა მალევე გავაშვებინე და კვლავ მიწაზე ავღმოჩნდი.
"ნიტო" სახით გავხედე.
-რა ჯიუტი ხარ, დამეყრდენი და აღარ მოგიწევს მიწაზე ფორთხიალი.
ოხ, შეძლებია ცინიზმი.
-სხვათაშორის, ზუსტად შენს გამო ვფორთხიალობ მიწაზე და ხვალაც შენს გამო გავმაზავ სპექტაკლის პრემიერას.
-დამაბრალა ეხლა მე რა - არ ცხრებოდა უცნობი - ჩამომიდგა შუა ქუჩაში დამფრთხალი ვირივით.
-ბატონო?
თვალები დავქაჩე მე.
-არაფერი. რაო, რა სპექტაკლიო?
-"ასკინკილა"
-ა, იმიტომ დარბოდი ცალი ფეხით?!
ჩაბჟირდა.
-არა!-შუბლი შევჭმუხნე მე-ნიძლავი წავაგე.
-აუ ეს მართლა არაა ნორმაზე.
შუბლზე მომადო ხელი და თავისი ჭკუით "გამეღადავა"
-აუ ნეკნი მტკივა!
დავიჭყანე და ხელი ისე მივიჭირე, მგონი მართლა ამტკივდა.
-შენ თუ მართლა მსახიობი არა ხარ,-სიცილი აუტყდა უცნობს-ნეკნს თირკმელებთან რა უნდა!
იმდენი იცინა, ლამის გაიხა.
-ოოო, მე მტკივა და მორჩა!
ჩემს სიჯიუტეზე მეთვითონვე დავეჭვდი.
-კაი კაი, ფრთხილად ცოტა.
ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა.

მეორე მხრიდან მოუარა და მძღოლის ადგილს მიუჯდა.
რაღაცნაირი გარეგნობა ქონდა. უცხო და შარმიანი. მგონი სახეზე შრამი ქონდა, კარგად ვერ ვარჩევდი.
-უი, მე სანდრო.
ხელი გამომიწოდა ჩემმა შუმახერმა.
-გკითხე რამე?
გავჯიუტდი მე, თუმცა გულში ათჯერ დავლოცე მისი სახელი.
-კი-ეშმაკურად გამიღიმა მან-თვალებით.

"უხ კესო, რა მიგასვა!:)))" გულში გავიფიქრე.
-ისე, საქმე ნორმალურობაზე თუ მიდგა, შენ რა გინდოდა ღამის ოთხზე ქუჩაში?
-გული მიგრძნობდა, ჩემნაირი დამხვდებოდა მეორე.
მიპასუხა და ფანჯრებს ბოლომდე ჩამოუწია.
-ანუ?
დაჭიმული ფეხი ხელით დავიზილე და ცოტა მომეშვა.
-ანუ, არანორმალური.
გაეცინა სანდროს და კვლავ გამოაჩინა მისი ქათქათა კბილები.
-აუ, საავადმყოფოში არ მინდა რა.
ტუჩები გამოვბზიკე და თვალები ავაფახუნე.
-მეღადავები? - თბილი ღიმილით გამომხედა სანდრომ - სისხლი მოგდის.
-უკვე აღარ!
ეშმაკურად გავუცინე და მანქანის სიდენიაზე დაგდებული ლენტა ხელზე მივიწებე.

სანდრომ "აუ ეს მართლა ვერ არის" სახით გამომხედა.
-მგონი მართლა ძაან მაგრად დაგარტყი,ხო?
-არაუშავს-ეშმაკურად გამეღიმა მე-შეგიძლია შეცდომა გამოასწორო!
ხელით ბამბის ნაყინის ფერადი ვიტრინისკენ ვანიშნე და ტაში მხიარულად შემოვკარი.

სანდრომ თბილად გამიღმა და მანქანა ტროტუარზე გააჩერა.
-ესეც რო ვერ არი არა? ღამის ოთხზე ბამბის ნაყინი ტო? მეკაიფებით?!

***



№1 სტუმარი l,m not sick

კარგია
უბრალოდ აღარასდროს დაწეროო ისტორიაში ე.წ სმაილებიიი
:)

 


№2  offline წევრი londoni

Kargia momewona.... cota tavebi gazardeee

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent