შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა თავი მეათე


18-06-2017, 22:03
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 145

მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა.თვალები რომ გავახილე უკვე რვის ნახევარი იყო, ელდანაკრავივით წამოვვარდი საწოლიდან. ნიკო შეშინებული შეხტა საწოლში და გაოცებული მზერა მომაპყრო
-გადაირიე გოგო? ხელისგულებით თვალები მოიფშვნიტა და ზანტად გაიზმორა.
-ბავშვები მყავს წასაყვანი. თავმოჭრილი ქათამივით დავრბოდი აქეთ-იქით.მაქსიმალურად სწრაფად მოვემზადე, ნიკოლა მშიდად მადევნებდა თვალს.ისე ვჩრარობდი თასმებიც ვერ შევიკარი წესიერად. -მე უნდა წავიდე. შენ კი აქედან ისე უნდა გაქრე რომ ვერავინ დაგინახოს.
-როგორც ჩემი ქალბატონი მიბრძანებს.საწოლიდან წამოხტა და ლოყაზე რამდენჯერმე მაკოცა.
ბავშვებს უკვე ეღვიძათ. ჩავაცვი ვასაუზმე და სკოლაში წავიყვანე.მერე ვივი უნდა წამეყვანა ბაღში. ძალიან გამიმართლა ასეთ უპრობლემო ბავშვებთან რომ ვარ. ნინას რომ ვუყურებ რასაც უკეთებენ გული მისკდება.საზიზღრები. მე და ლიზა ფეხით მივუყვებოდით ტროტუარს.
-მგონი დღეს თოვას აპირებს, ცას ახედა ბავშვმა.
-მგონი მართალი ხარ.მეც შევნიშნე ციდან წამოსული რამოდენიმე ფიფქი.
-რას აკვირდებით საყვარლებო?-ლუკას საზიზღარმა ხმამ ყური მომჭრა.გაღიზიანება ვერ დავმალე.
-შენთვის საინტერესოს არაფერს. უხეშად ვუპასუხე და ნაბიჯს ავუჩქარეთ.ისიც არ ჩამოგვჩა და უან აგვედევნა. ღმერთო რა დავაშავე ეხლა ამან ასე უნდა მდიოს?-შენობაში შევედით. ლიზა კლასამდე მივაცილე, მის მასწავლებელსად დაველაპარაკე, მინდოდა გამეგო როგორი შედეგები ჰქონდა.თან დროს ვწელავდი, იმედი მქონდა ლუკა წავიდოდა. საკლასო ოთახი დავტოვე და ზოზინით გავუყევი გრძელ დერეფანს.ეზო გადავჭერი და ჩემს წინ მდგარი კაცი არც კი შევიმჩნიე ისე გავვარდი სახლისკენ. ლუკა სწრაფა დამეწია.
-რა გინდა ვერ ვხვდები? ხომ მითხარი რაც გქონდა სათქმელი. გასაკვირი სიმშვიდით ვკითხე.-თუ კიდევ გინდა რამის თქმა-თქვი და დავამთავროთ.
-რატომ მეჩხუბები? მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი. მართლა ზედმეტი მომივიდა.ღმერთო ისეთი ყალბი და ამაზრზენი იყო.
-ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და დიდი ალბათობით არც შენთვის.ვერაფერი მითხრა. ამ პასუხზე, პასუხი არ ჰქონდა მომზადებული.რას ფიქრობდა? ეგონა რომ გული მომილბებოდა და გადავეხვეოდი?ან საერთოდ რას ცდილობს? ეს გავიფიქრე თუ არა მაშინვე გამინათდა გონება.რათქმაუნდა. ამას მე.ვუნდივარ. იმ ქერა გოგოს ნიკოლა.ამის გაფიქრებაზე საშინლად ვიეჭვიანე. ღმერთო რა საზიზღრობაა. ყველაზე მეტად მათთან თამაში არ მინდიდა.
სახლში მისულს ნიკო წასული დამხვდა. ვივი მოვამზადე და ბაღში წავიყვანე. საღამომდე უაზროდ ვიყავი, ჩანახატებს ვაკეთებდი. მერე ბავშვები გამოვიყვანე. ვამეცადინე.ცოტა ხანს პარკში ვისეირნეთ.ვუყუმიუხედავად ერთფეროვნებისა,აქ ცხოვრება თითქოს მაბედნიერებდა.სახლში დაბრუნებულებს შინ არავინ დაგვხვდა. ტელევიორი ჩავრთეთ და ბუხართან მოვკალათდით სამივე. დაჯდომა და ზარის დარეკვა ერთი იყო.ვივი გვერდით გადავსვი და კარისკენ წავედი.
-აქ რას აკეთებ?ნიკოლას დანახვამ გამაკვირვა.
-ჩემ სახლში მოვედი. მხარი გამკრა და ისე ამიარა გვერდი, ბუხართან ჩამოჯდა და ლიზა კალთაში ჩაისვა.კარი მივკეტე და მეც მათკენ წავედი.-ყავა გამიკეთე რა. ეშმაკურად გამიღიმა და ხალიჩაზე სითბოსგან ნასიამოვნები კატასავით გაწვა. სანამ სამზარეულოში ვიყავი ვივის და ლიზას სიცილი და კიველი მესმოდა, აშკარად გაართო ბიძამ!კაცს ყავა მივაწოდე და სკამზე ჩამოვჯექი. მე თვალმოუშორებლად ვუყურებდი ტელევიზორის ეკრანს, ნიკო კი მე.ორივეს გვეღიმებოდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდით, ყველაზე მეტად ბავშვებთან არ მინდოდა ამის გამჟღავნება,რადგან მათ თუ იციან ესეიგი ყველამ იცის.
კარზე ზარი გაისმა მე და ნიკოლამ ერთმანეთს გადავხედეთ.
-ასეთ დროს ვინ უნდა იყოს? გამიკვირდა მე. ყავის ჭიქა შუშის მაგიდაზე დავდე და კარისკენ წავედი,კაციც უკან ამედევნა. თვალებს ვერ დავუჯერე, ამდენი ხნის მერე?
-სოფია?გაკვირვებულმა მივმართე მე. ქალი გაშმაგებული იყო. განრისხებული მზე რა მსტყორცნა და ოთახში შემოიჭრა.
-შენი ძმა სად არის?დაიკივლა ქალმა. ოთახი სწრაფად გადავჭერი, ბავშვებს ხელი დავავლე და ოთახში ავიყვანე. მე კი ისევ ქვემოთ ჩავედი.ნიკოლა რაღაცას უხსნიდა. მხოლოდ ის გავიგე რომ ის რაც გააკეთა მხოლოდ იმიტომ რომ უყვარდა, მაგრამ რა გააკეთა ნეტა ასეთი?ან ამდენ ხანს რას უცდიდა?სად იყო აქამდე? ნიკოლა ისეთი გაცეცხლებული იყო, ეხლა რომ რამე მეკითხა ვერ გადავურჩებოდი.
-მე არაფერი მომიტყუებია, შენ დამაბრალე ყველაფერი? მთელ ხმაზე გაკიოდა ქალი.ღმერთო ასეთი რა მოხდა.
-რა გეგონა?როდემდე გააგრძელებდი? როდემდე მოიტყუებოდი?-ჯერ შენ შემოეკვეხებოდი ჩვენს სახლში და მერე შენ სულელ დას მე შემომტენიდი? ასე გეგონა? შედარებით მშვიდი ტონით უთხრა ნიკომ.ქალმა ვერაფერი მოიფიქრა,გამწარებულმა სილა გააწნა და სახლიდან გავარდა. კაცმა სიმწრისგან ხელში მოქცეული ყავის ჭიქა ნამსხვრევებად აქცია და ხელის გულიდან წამოსული სისხლის დანახვაზე, მაგრად შეიგინა. მე კედელთან ვიდექი.არ ვიცოდი რა მექნა. მივსულიყავი თუ საერთოდ ავორთქლებულიყავი ადგილიდან.ნიკოლა ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემი გაურკვევეილი და დაბნეული მზერის დანახვაზე, აშკარად გამხიარულდა.
-ნუ გეშინია. ჩემი სიბრაზე შემზე არ ვრცელდება.თან მაშიმ მითუმეტეს როც სხვაა დამნაშავე.სკამზე ჩამოჯდა მე სააბაზანოდან აფთიაქის ყუთი მოვიტანე და მის წინ ჩავიმუხლე.ხელი ფრთხილად დავუმუშავე და შევუხვიე.
-უფრო მაგრად მომიჭირე, ისე რო სისხლმა ვეღარ იმოძრაოს. აშკარად ზედმეტად მომივიდა მოჭერა.-უხეშად მომმართა კაცმა.
-სარკაზმი და უხეშობა საჭირო არაა. ვცადე მკაცრად გამომსვლოდა, მაგრამ ხმა გამებზარა. ჩემი ხასიათის ყველაზე ცუდი |თვისება. ეხლა ამ სისულელეზე გავიბუტებოდი. ნივთები ყუთში ჩავალაგე და თავის ადგილას დავაბრუნე და პირდაპირ ბავშვების ოთახისკენ წავედი. ვივის ეძინა ლიზა კი აშკარად ჩემს მისვლას ელოდა.
-რა ხდება ლიზ რატო არ გძინავს?
-რა აყვირებდა?
-მე არაფერი ვიცი და ვერ გავიგებთ ალბათ, რაღაც არასასიამოვნო მოხდა.-კარგი დაიძინე, დილით ადრე უნდა ადგე.შუქი გამოვრთე და დერეფანში გამოვედი და ჩემი ოთახისაკენ წავედი. აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე. დიდხანს ვიდექი წყლის ქვეშ, სოფიას კივილმა და ნიკოლას უხეშობამ ძალიან იმოქმედა. საერთოდ დაძაბულობას ვერ ვიტან, ამიტომ ოდნავი უხეშობაც კი ძალიან მთრგუნავს და ვიბუტები. წყალმა დამამშვიდა. საწოლში შევწექი და საბანი თავზე გადავიფარე.ვცადე დამეძინა მაგრამ არ გამომივიდა.წამოვდექი ახალი წიგნი მოვძებნე და კითხვას შევუდექი. მეც მაგარი ვარ აბა ათ საათზე რა დამაძინებდა.
დერეფანში ფეხის ხმა გავიგე.ჩემს კართან შეჩერდა მივხვდი რომ ყოყმანობდა. ვერ გადაეწყვიტა შემოსულიყო თუ არა. მე წიგნი სასწრაფოდ გადავდე გვერდზე და საბანი თავზე წამოვიფარე. არ მინდოდა მასთან ლაპარაკი. ნიკოლა ოთახში შემოვიდა და ჩემს საწოლთან დადგა.
-ვიცი რომ გღვიძავს. მე რეაქცია არ მქონია.-ანა! ნუ ბავშვობ რა.მუდარის ტონით მითხრა, საწოლზე ჩამოჯდა, ცოტა ხანს მელოდა, აინტერესებდა რას ვიზამდი, მაგრამ ვერ მოითმინა და საბანი გადამაძრო, მე შევიშმუშნე.-მაპატიე. ხო იცი გაბრაზებული ვიყავი და უხეშად მომივიდა. ეხლა ყველაფერზე ასე უნდა იბუტებოდე ხოლმე?კარგი მე არ მაღიზიანებს შენი ბუტიაობა.საბანი გადაწია და ტანსაცმლიანად შემოწვა საწოლში. მე მუცელზე დავწექი. ნიკოლა ზურგზე მომეხუტა.არცერთი არ ვიღებდით ხმას, მაგრამ ერთი სული მქონდა როდის ვკითხავდი სოფიაზე.
-სოფია რატომ გიყვიროდა?გაუბედავად ვკითხე.
-სერიოზულად მოიტყუა. პაოლოს უთხრა რომ მისგან იყო ორსულად და ესეც სულელივით დაატარებდა აქეთ იქით და ყველაფერს უსრულებდა. პაოლო ძალიან რბილია მე ასე მარტივად არ დავუჯერებდი. კიდევ ბევრი რამე მოხდა..არ მინდა ლაპარაკი.
-ნუ მახრჩობ რა. ვცადე მომეშორებინა, ვიფართხალე მაგრამ არაფერი გამომივიდა.
-შენ რა გგონია ასე მარტივად დამაღწევ თავს? კაცმა მკლავებში მომიმწყვდია და ისე ჩამიკრა, ლამის მართლა ჩამილეწა ნეკნები.
კარზე ზარის ხმა გაისმა. -შენ გააღებ! მკაცრად ვუთხარი მე.ნიკოლა მორჩილად წამოდგა საწოლიდან და კიბეზე. პაოლოს ხმა გავიგე. გავიგე როგორ გაიარეს დერეფანი და კაბინეტში შეიყუჟენ.

პატარა ჩანთა მოვამზადე, რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავდე. ტყავის კაბა და შვინდისპერი სვიტერი ჩავიცვი. დუტი მოვიცვი და ნინასთან წასასვლელად მოვემზადე.შობამდე ერთი დღე იყო დარჩენილი. მე ნინასთან მერჩივნა ყოფნა. არ მინდოდა თავი ზედმეტად მეგრძნო. ბავშვებს დავემშვიდობე, მარკოსაც. კიბეზე დავეშვი მისაღები გადავჭერი და ჭიშკართან დავდექი, გამოძახებული ტაქსი აგვიანებდა, ალბათ ქალაქში საცობი იყო. როგორც იქნა მოვიდა უკან ჩავჯექი მანქანამ ქალაქის გზისკენ გადაუხვია. ფანჯრიდან ლუკას მანქანა დავინახე გვერდით ის ქერა ეჯდა. ლამის ეჭვიანობით გავსკდი, ისე მაინტერესებდა იქ რა მოხდებოდა.უკან ხო არ დავბრუნდე ვითომ რამე დამრჩა, არაა სისულელეა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა ტელეფონი აწკრიალდა. ნიკოლა იყო.
-სად წახვედი? მისი გაკვირვებული და გაბრაზებული ხმა ჩამესმა ტელეფონში.
-ნინასთან უნდა შევხვდე შობას, პაოლოს შევითანხმდი...
-მე? მე რატომ არ მითხარი?გაბრაზებული იყო.
-კარგი რატომ ჩხუბობ არ მესმის? ჩემი მეგობარია და მინდა მასთან ვიყო, შენ ვერ გამიკონტროლებ სად წავალ. გავბრაზდი მე.-აშკარად არ ელოდა ჩემგან შეტევას, ყოყმანობდა ვერ გაარკვია რა ეთქვა ან რა ექნა. მხოლოდ უცნაურ ბგერებს გამოსცემდა.
-კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ამის შემდეგ გამაფთხილე ხოლმე და კიდევ შობას ჩემთან ერთად შეხვდები...
-კი მაგრამ.. მე და ნინა კლუბში მივდივართ.
-არავითარი მაგრამ თუ არ წამოხვალ ძალით წამოგიყვან ეს იცოდე! ძალიან გაბრაზებული იყო წარმომიდგენია ეხლა რა სახე ექნებოდა.
-მაგასაც ვნახავთ. უკან არ დავიხიე მე, ტელეფონი გავთიშე. ისეთი გაგულისებული ვიყავი. რა უფლება ჰქონდა რომ მეგობართან ერთად წასვლა მიკრძალავდა. ბრაზიანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ისე გავბრაზდი..კიდევ დამირეკა ცოტა ხანში მაგრამ არ ვუპასუხე.თან ის ქერაც გამახსენდა და უფრო გავმწარდი.
ნინა ჯერ ისევ საწოლში იწვა. ადგომა არ ვაცადე და მეც საწოლში შევუწექი.“მარტო სახლშო“ ჩავრთეთ. მთელი ბავშვობა ვჯიჟდებოდი ამ ფილმზე, ახლაც კარგად ვიხალისე.თითქმის მთელი დღე ვიწექით. შოკოლადის და ბანანის რულეტი გავაკეთეთ, ყავა გავაკეთეთ და ისევ საწოლში დავბრუნდით. კიდევ ერთ ფილმს ვუყურეთ უკვე საღამოს შვიდი საათი იყო. ასე წოლა მომაბეზრებელი იყო,სადმე წასვლა მინდოდა მაგრამ ნინა შემეცოდა.ძალიან გადაღლილი იყო. კიდევ ერთხელ მივხვდი რომ მაგრად გამიმართლა.
-დღეს რა ვქნათ?
-რავი რაც გინდა, მე საწოლიდან ადგომა მაგრად მეზარება, ისე ნაძვის ხეც არ მომირთავს. შენ დაგიტოვე, ვიცი რო გეკეტება.მითხრა ნინამ.
-მართლა. აუუ სად გაქვს?
-ყველაფერი სასტუმრო ოთახში დევს და როგორც გინდა ისე მორთე.
-აუუ რა ლამაზი რაღაცეები გიყიდია. სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა.
-რანაირი ტიპი ხარ, კიდე გიხარია ეგეთები..
-იცი რა მაინტერესებს? შენ იმ ოჯახთან რატომ არ ცხოვრობ? ვკითხე გაკვირვებულმა.
-მარიას ქმარი ძალიან მექალთანეა, არცერთ კაბიანს არ უშვებს ხელიდან ამიტომ მათთან სახლში არცერთი მოსამსახურე ქალი არ რჩერბა.გაკვირვებული ვუყურებდი.
-რა სისულელეა და სხვაგან ვერ უღალატებს?
-არ ვიცი დებილია, ეტყობა მაგდენს აღარ ფიქრობს. ამ კაცს ცოლის დასთანაც კი ჰქონდა.
-რააა? თვალები დავჭყიტე.
-შენ კიდე მშვიდ ტიპებთან ცხოვრობ, ესენი ნამდვილი ინტრიგნები არიან. მოდი აღარ გვინდა რა მათზე ლაპარაკი. ისედაც მთელი წელი კიდევ მათ უნდა ვუყურო.
-მერე რას აპირებ არ გიფიქრია?
-არ ვიცი. შენ? შენ რას აპირებ?
-მე სწავლას გავაგრძელებ... ტელეფონმა დაიწკრიალა. ნიკოს მესიჯი იყო. სხვა ვინ იქნებოდა.ყურადღება არ მიმიქცევია.ბოლოს ძალიან შევწუხდი და მესიჯები გავხსენი.
„ნახე აქ ვინაა?“ ფოტო ქერასთან ერთად ჰქონდა გადაღებული. ჩემს გაბრაზებას ცდილობდა, გავბრაზდი მაგრამ არ ავვარდნილვარ. ზედმეტი არაფერი იყო ამ ფოტოზე. მეც არ დავაყოვნე პასუხი.
-ჰოდა შობის ღამესაც, მასთან ერთად გაატარებ. ბედნიერად.ტელეფონი ისევ დივანზე მივაგდე. პასუხს არც დავლოდებივარ.თავს საკმაოდ მშვიდად ვგრძნობდი. ნაძვის ხის მორთვა თითქმის დავამთავრე, მაგრამ დარწმინებული ვარ კიდევ უამრავჯერ შევცვლიდი რაღაცეებს.ოთახში შევედი. ნინას ჩასძინებოდა. ახლა რა ვქნა. დივანზე მოვკალათდი და ლეპ ტოპი მუხლებზე დავიდე. დოკუმენტური ფილმები მოვნახე, ბოლოს წყალქვეშა სამყაროზე შევაჩერე არჩევანი და მთლიანად მასზე გადავერთე, იმდენად ვიყავი გართული ამის ყურებით რომ ვერც კი გავიგე ტელეფონი როგორ ბზუოდა. გვიან შევამჩნიე და ნამძინარევი ხმით ვიპასუხე.
-რა ხდება?
-იცი რამდენი ხანია გირეკავ? ლამის გავგიჟდი მეგონა რამე დაგემართა.
-მეძინა. უტიფრად ვიცრუე.გაბრაზებული ვიყავი მასზე.
-კარგი.ხმა დაუმშვიდდა- ხვალ თორმეტის მერე გამოგივლი და წავიდეთ ჰო?
-ჰო მაგრამ მე და ნინა ათზე უკვე კლუბში ვიქნებით.
-კიდევ იგივეს რატომ იმეორებ?
-შენ, შენს ოჯახთან ერთად უნდა იყო, ეს ხომ საოჯახო დღესასწაულია...
-ნუ მასწავლი რა უნდა ვქნა..
-კარგი რაც გინდა ის ქენი. ჯიუტად აწვებოდა თავისას. -კარგად. დავემშვიდობე და ტელეფონი გავუთიშე. დივანზე ჩამეძინა.
მთელი დღე მზადებაში გავატარეთ. ნიკოლა და ხუშტურები არც გამხსენებია უამრავიტკბილეულობა მოვამზადეთ. ჩვენი საყვარელი კერძებიც. კარზე ზარმა დაიწკრიალა. ნინამ გააღო და სიხარულისგან კივილი დაიწყო.
-ნეტავ რა მოხდა ჩავიბურტყუნე ჩემთვის და ჰოლში გავედი. ნინას ბიძაშვილი დავინახე კარში იდგა ბედნიერი სახით. ძალიან გამიკვირდა.
-ელენე?აქ რას აკეთებ?
-სიურპრიზი გავუკეთე ნინას. ორი კვირით ჩამოვედი. გადამეხვია გოგო.- არ მეგონა შენც თუ აქ გნახვადი,ძალიან გამოხარდა.რა მაგარი ყველანი ერთად.
უკვე საღამო იყო.სამივე მოვემზადეთ მე შავი ღანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი მოვსნილი მხრებით და გრძელი მკლავებით ყელზე იმავე ფერის ხავერდის ლენტი გავიკეთე შვინდისფერი ტუჩსაცხი წავისვი და მზად ვიყავი. გოგოებიც სწრაფად მომეზადნენ. წასვლამდე კიდევ ბევრი დრო იყო. მაგიდას მივუსხედით ჩვენი მომზადებული გემრიელობები დავაგემოვნეთ შამპანიური დავლიეთ და ელენეს თბილისში მიმდინარე სიახლეები და ამბები დაწვრილებით მოვაყოლეთ.ტელეფონს დავხედე, ათი გამოტოვებული ზარი და ათივე ნიკოლასგან, არც კი გამხსენებია.. ახლა კი ნამდვილად ცუდად მქონდა საქმე მესიჯი მივწერე. რომ ხმა არ მესმოდა. ახლა ნამდვილად ჩემი ბრალი იყო და თავს ვერ დავიძვრენდი.. პასუხი არ მოუწერია. ხასიათი გამიფუჭდა.მოუსვენრობა დამეწყო, სერიოზულად ავნერვიულდი.პიკი მქონდა. გოგონებს ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევიათ, საუბრით იყვნენ გართულები... კარებზე საშინელი ბრახუნი გაისმა.
-ღმართო ვინ უნდა იყოს? გაკვირვებულმე იკითხა ნინამ. მე წამოვხტი და კარის გასაღებად წავედი.ეხლა მართლა ცუდად იყო ჩემი საქმე. კართან ნიკოლა იდგა.კარი გამოვაღე. გული საშინლად მიცემდა. ნიკოლამ მზერა იატაკიდან ჩემზე დაგმოიტანა და გაკვირვებულმა გადმომხედა, გაბრაზებული იყო, ჩხუბს აპირებდა, მაგრამ ჩემს დანახვაზე ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-ჩემთან მოდიხარ და არ მაინტერესებს.
-კი მაგრამ, ჩვენ... სიტყვის დამთავრება არ მაცალა, ფეხებში მომკიდა ხელი და მხარზე მომიგდო.დავიყვირე , მაგრამ რეაქცია არ ჰქონია.-გაგიჟდი?რას აკეთებ? გოგოები ჩემს ყვირილზე გამოვიდნენ და გაკვირებულებმა შემომხედეს.ნიკო გოგონებს მიესალმა და კიბეზე დაეშვა. ფეხზე მოვუჭირე ხელი. კიდევ ერთხელ საკმაოდ ხმამაღლა წამოვიყვირე და ფეხზე კიდე ვუჩმიტე. ნიკოლამ კი საპასუხოდ უკანალზე წამომარტყა.
-გეხვეწები გამასწორე რა, უკვე გული მერევა. უკვე გარეთ ვიყავით.კაცმა მანქანაში ჩამსვა და თვითონ საჭესთან დაიკავა ადგილი. მე სუნთქვა წესრიგში მოვიყვანე და საზურგეს მივეყრდენი.ნიკოლა კარგად დამაკვირდა.
-ძალიან ლამაზი ხარ. მხარზე ნაზად მაკოცა. იცოდე რომ ამან გადაგარჩინა, გთხოვ წუწუნი აღარ დაიწყო. ჩხუბი არ მინდოდა ამიტომ დავემორჩილე.
-მცივა! ბავშვივით დავიწუწუნე მე. კაცმა უკანა სავარძლიდან თავისი ქურთუკი გადმოიღო და მომაწოდა. ქურთუკში გავეხვიე ისეთი კარგი სუნი ჰქონდა, ლამის დავდნი. ნიკოლა მშვიდად იყო.
-სად მივდივართ?
-ცოტა ფეხით მოგვიწევს სიარული, ისეთი საცობია არამგონია დილამდე მივაღწიოთ.
-მე სხვა რამე გკითხე.
-ჩემს სახლში. სახლი ქალაქის მეორე მხარესაა.ტყეშია.იქ ვიმალები ხოლმე.მოგეწონება. გამიღიმა კაცმა.
მანქანა გავაჩერეთ და გზას გავყევით. საშინლად ციოდა. ელვა შესაკრავი შევიკარი ნიკოს ხელი ჩავკიდე და ტყისკენ წავედით.სახლი იქვე იყო. ქუსლიანი ფეხსაცმლით კიბეზე საცოდავად ჩავდიოდი. კაცმა ამიყვანა და სწრაფად ჩაირბინა კიბე. სახლი პატარა იყო ხის მასალით ნაგები, სიბნელეში პატარა ბაღიც მოჩანდა. ნიკომ პარმაღზე ჩამომსვა და გასაღები კარს მოარგო. სახლში სითბო იყო. ბუხართან ნაძვის ხე იყო მორთული. ხალიჩაზე ბალიშები ეყარა. მთელი ბავშვობა მინდოდა ასეთ სახლში შევხვედროდი შობას. კედელზე თაროები წიგნებით იყო სავსე.ოთახში შევედით მე ფეხსაცმელი სასწრაფოდ გავიხადე, რადგან ფეხებს საშინლად მტკენდა. ნიკოლა ისეთი სიმპატიური იყო. შავი თმა წინ ჩამოყროდა, სულელივით მივაშტერდი, კაცი მიხვდა გაიღიმა და ტუჩები გაილოკა. ბუხართან დაგდებულ პუფში ჩავჯექი და მას დაველოდე. კაცმა მაცივრიდან ტკბილეული და სასმელი გამოიღო და ხალიჩაზე დადო. დასახმარებლად დავაპირე წამოდგომა, მაგრამ უკან დამაბრუნა. ყველაფერი მოიტანა და ჩემთან ჩაჯდა. ხელის ერთი მოძრაობით კალთაში ჩაისვა და ხელით ფეხზე ნაზად ამისვა ხელი.
-ძალიან გცივა?
-არც ისე დავიჩურჩულე მე. კაცი წამოდგა თავისი წინდები მოიტანა და ფეხზე ჩამაცვა.
-ძალიან ლამაზი ხარ.მუხლზე ნაზად მაკოცა. ნაზად გადავუსვი თავზე ხელი კაცი გაიტრუნა. მერე ადგილს დაუბრუნდა და წურბელასავით მომწება.



აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი რა მოგწონთ რა არა. წინ საინტერესო რამეები გელით. მადლობა რომ კითხულობთ :* :* <3



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ნიკოლაააა ♡♡♡

 


№2  offline წევრი Firefly

ეს გოგო ძაან ცივია და არმომწონს ((( მაგრამ ნიკოლაა საოცრად, საოცრად საყვარელია
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი ana_aneta

Firefly
ეს გოგო ძაან ცივია და არმომწონს ((( მაგრამ ნიკოლაა საოცრად, საოცრად საყვარელია

ჯერ შეშინებულია ამ ყველაფრით, გავათბობ აუცილებლად :D

 


№4  offline წევრი tamuna.s

ამ გოგოს ხუშტურები ნერვებს მიშლის, თვითონაც რომ არ იცის რაზე ბრაზდება. ზრდასრული გოგო უნდა იყოს წესით და 15 წლის თინეიჯერივით იქცევა. რავი რაღაც უაზრო ქცევები აქვს და არ მომწონს.

 


№5 სტუმარი შორთ აუსტი

ჯულიო ბერუტის ფოტო მომწონსსსს:))))

 


№6 სტუმარი Guest lia

Anas xasiati cota gamoaswore
nikola uketilshobilesia
shen arahveulebrivi xar.uhkvianesi ❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყველაფერი მომწონს ამ ისტორიაში.ჩვენი გოგოც დათბება ცოტახანში ხომ?
--------------------
ლანა

 


№8  offline წევრი ana_aneta

La-Na
ყველაფერი მომწონს ამ ისტორიაში.ჩვენი გოგოც დათბება ცოტახანში ხომ?

აუცილებლად და ბევრ კარგ რამეს იზამს.

 


№9  offline წევრი khatia khatia

კაია დზაანნნ მომეწონააა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent