ძიძა თავი მერვე
დილით ადრე გამეღვიძა.ნიკოს ჩემზე მოტმასნისლს ეძინა, თავი ჩემს მხარზე ედო,მისი უზარმაზარი ტორი კი წელზე ჰქონდა მოხვეული. თავზე ნაზად გადავუსვი ხელი არ მინდოდა გაღვიძებოდა, მაგრამ არც ის მინდოდა რაც ახლა ხდებოდა, არ ვიცი რა მჭირს, მის წინაშე უძლური ვარ, მაგრამ ჩემი გონება მაქსიმალურად ცდილობს მის უარყოფას, სწორად არ ვიქცევი, ორი წლის მერე აქედან წავალ და გული მეტკინება, დავიტანჯბი, ვერც ის გამირკვევია რა არის ამ შემთხვევაში სწორი და რა არასწორი. ძალიან არეული ვიყავი, ის კი უარესად მრევდა. ნეტა თვითონ რას ფიქრობს, ან საერთოდ როგორ მექცეოდა ეს პერიოდი......ვცადე სულელური ფიქრებისათვის თავი დამეღწია, რადგან ნიკოლა და მისი გრძნობები აბსოლიტურად არაადეკვატური იყო ჩემს მიმართ..კაცს კიდევ დიდხანს ეძინა მშვიდად და აუღელვებლად სუნთქავდა, ვცადე ფრთხილად გამოვძრომოდი, მაგრამ ერთი მოძრაობა და თვალები დაჭყეტილი ჰქონდა.. -დილამშვიდობისა.ნამძინარევი ხმით მომესალმა.მეც საპასუხოდ გავუღიმე.საწოლში გასწორდა და თავისკენ მიმიზიდა, ლოყაზე ვნებიანად მაკოცა, ისე მეხუტებოდა მეგონა ნეკნებს ჩამიმტვრევდა, ნაზად მოვიშორე.. -მომენატრები. დაიჩურჩულა მან. -ამას რატომ აკეთებ?თითქოს დამაიგნორა და ლავიწზე მაკოცა.-ნიკოლა?ღრმად ამოისუნთქა და საწოლში ჩამოჯდა და პასუხად მხრები აიჩეჩა. ეს ალბათ ყველაზე საშინელი პასუხი იყო, მაგრამ თითქოს შვება მომგვარა. -არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, თავს ვერაფერს ვუხერხებ და კიდევ არ მინდა გული გატკინო.საწოლიდან წამოდგა და კარისკენ წავიდა.-მომავალ შეხვედრამდე ანა.სევდიანად გამიღიმა და კარი გაიხურა.. საღამოს პაოლო ბავშვებთან ერთად დაბრუნდა.ვივი სიხარულით გამოიქცა ჩემსკენ და კალთაში ჩამიხტა.უამრავი რამ მომიყვა, მთელი საღამო მათთან თამაშსა და ლაპარაკში გავატარე.დრო ისე გავიდა ვერაფერი გავიგეთ. ნიკოლამ ჩემოდნები დაბლა ჩამოიტანა და ბავშვებს გამოემშვიდობა, მე ნაზად გადამკოცნა და ეზო გადაჭრა. არაფერს ვგრძნობდი, სრული სიცარიელე იყო.კარგია რომ წავიდა..ორივესთვის ასე ჯობია... ნიკოლა მოლაპარაკებებზე პაოლო უნდა წასულიყო, მაგრამ მე შევცვალე და ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე რომ მისგან შორს ვყოფილიყავი.მხოლოდ იმიტომ რომ მის მორევში ჩათრევა არ მინდოდა, თუ ჩავყვებოდი, თუნდაც მხოლოდ სიამოვნების გამო, ვიცოდი უკან დასაბრუნებელი გზა მომეჭრებოდა, იმდენი ემოციის შენახვა და დამალვა მიწევდა საკუთარ თავში, ვერ ვუძლებდი. ან მისთვის უნდა გამეზიარებინა ან გვერძე გავმდგარიყავი და მშვიდად ყოფნის უფლება მიმეცა.წასვლა ალბათ ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იყო.ამ პერიოდში,თუ ამ ფიქრებს თავიდან მოვიშორებდი, მაშინ ეს ის არ ყოფილა რაც მეგონა და მშვიდად გავაგრძელებდი ცხოვრებას... მოლაპარაკებები კარგად მიდიოდა, დროსაც შესანიშნავად ვატარებდი, ბევრ ქალს ვაბამდი, ბევრთან ვიწექი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა ცოტა ხანში ჩემს თავზე გული მერეოდა...სამწუხაროდ ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა. უფრო ვგიჯდებოდი, ღამე არ მეძინა, ყველგან მას ვეძებდი, არ გამომივიდა მშვიდი ცხოვრება მის გარეშე. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა შობა რომ სახლში მივსულიყავი.. ანა უკვე დეკემბრის შუა რიცხვები იყო. გარეთ საშინლად ციოდა, ყოველ საღამოს ბავშვებთან ან მარკოს მეგობრებთან ერთად ვიჯექი ბუხართად და ისე ვატარებდი დროს. საშობაო მზადება თითქმის ყველა ოჯახში დაწყებული იყო. ჩვენც დიდი რუდუნებით ავარჩიეთ ნაძვის ხე, მოსართავები და სახლი გავალამაზეთ. ფრანკა და ჯორჯოც ჩამოვიდნენ. საახალწლო დეკორაცია და ჟრიამული მეც პატარა ბავშვივით მახარებდა. მე, ბავშვები და მარკო ხშირად დავდიოდით სასეირნოდ.ფრანკა და ჯორჯოც ჩამოვიდნენ ტოსკანიდან და საერთო ოჯახურ მხიარულებას შეუერთდნენ. მინდოდა შობას ნინასთან ერთად შევხვედროდი, ამიტომ ბავშვებს და მარკოს საჩუქრები ადრე ვაჩუქე. ამ დროს ყველაზე მეტად ვიგრძენი რა ძნელია ოჯახიდან შორს ყოფნა, მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი ადამიანები მყავდა ირგვლივ. ნიკოლას წასვლის შემდეგ ლუკა უფრო გააქტიურდა, თითქოს წინაღობა მოიშორა მისი სახით.თითქმის ყოველდღე მირეკავდა და სადღაც მეპატიჟებოდა.უარით ვისტუმრები, მაგრამ ეს მისგან თავის დაღწევას ნამდვილად არ ნიშნავდა. წამში ჩნდებოდა სადაც არ უნდა წავსულიყავი, მის დაჟინებულ მზერას ყველგან ვგრძნობდი. სერიოზულ აკვიატებად ვექეცი. რაც უფრო შორს ვდგებოდი მისგან მით უფრო ხელდებოდა. შაბათი დილაც რათქმაუნდა მისით დაიწყო. თავი ძლივს წამოვწიე საწოლიდან.. -რას შვრები პატარა. მხიარულად ჩამყვირა ყურში. -რავი მეძინა და შენ გამაღვიძე.უკვე საშინლად მაღიზიანებდა. -გინდა სადმე გავისეირნოთ? -არ მინდა. პატარა ბავშვივით გავჭირვეულდი მე. -გინდა რა. რა უნდა აკეთო მარტომ სახლში?- მონიკას დაეხმარო? -კარგი, ჯანდაბას. -ჯანდაბა ვარ გოგო მეეე? გაიცინა კაცმა- ქალები ჩემზე ოცნებობენ შენ კიდეე.. -მე გამომრიცხე შენზე მეოცნებეთა სიიდან. აგდებით ჩავძახე ყურმილში. -კარგი, კარგი. გაიცინა ბიჭმა. პირველზე გამოგივლი და სასერნოდ წავიდეთ.ყურმილი ისე გავუთიშე პასუხიც არ დამიბრუნებია. არ მინდოდა წასვლა მაგრამ აზრი არ ჰქონდა. უხასიათოდ წამოვდექი საწოლიდან და მზადებას შევუდექი, მუქი მწვან ე ნაქსოვი კაბა და შავი მანტო ჩავიცვი, თავზე ბერეტი დავიფარე,ჩანთას ხელი დავავლე და კიბე ჩავირბინე. -სად მიდიხარ საყვარელო?გამიღიმა მონიკამ.ირგვლივ მიმოვიხედე და მივხვდი რომ სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. -ლუკას უნდა შევხვდე, მოსვენებას არ მაძლევს, მართლა აღარ შემიძლია.მინდა ადამიანურად გავაგებინო რომ მასთან ურთიერთობა არ მინდა. ამოვიოხრე მე, ქალმა სევდინი მზერა მომაპყრო. -მასთან ადამიანური არაფერი ჭრის, ნამდვილი არაკაცია.დაიღრინა ქალი. -კარგი რა, ვერ ხედავ რა სახე მაქვს, უარეს ნუ მიშვრები.ისეთი გრძნობა მქონდა რომ რაღაც იცოდა, რაღაც ისეთი გაიგო რაც მე არ უნდა მცოდნოდა. შემეშინდა. -არ ვიცი აშკარად შეპყრობყრობილია შენით. -მაგას უკვე მივხვდი.მანქანის სიგნალი გავიგე, მოვიდა. ოთახო დავტოვე და ეზო ნელა, ზოზინით გადავჭერი. კაცმა გამიღიმა, მაგრამ ჩემი უჟმური გამომეტყველაბის დანახვისას თითქოს ხასიათი წაუხდა. -ფეხით წავიდეთ! განვაცხადე მე და არც დავლოდებივარ ისე გავუყევი სველ ტროტუარს. ერთხანს გაშეშებული იდგა, მაგრამ სწრაფად გამოერკვა და ამედევნა.წამომეწია და გვერდით ამომიდგა.კიარ მივსეირნობდით, მივქროდით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნახევარ საათში უკვე მთავარ ქუჩაზე ვიყავით. მთელი გზა არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. -გაიცინე პატარა თორემ ხალხი იფიქრებს რომ შენზე ვძალადობ. გაიცინა თავის დებულურ ხუმრობაზე. -ეგ მაკლია ზუსტად, ჩავისისინე მე. -რომელ კაფეში წავიდეთ?ისე მკითხა ვითომ ძალიან აინტერესებდა. მე მხრები ავიჩეჩე.იმ კაფეში წასვლა შემომთავაზა სადაც მე და ნინა დავდიოდით ხოლმე. თავი დავუქნიე და უკან გავყები. დანიშნულები ადგილზე მალე მივედით. მე კუთხეში დავჯექი და ფანჯრიდან დავიწყე ყურება, ლუკა ჩემს პირდაპირ იჯდა და ინტერესით მაკვირდებოდა.ორივე უხერხულად ვიყავით, აშკარად საერთო არაფერი გვქონდა. გოგონები ჭკუაზე არ იყვნენენ, გამწარებულები ეპრანჭებოდნენ, მიმტანი ლამის კალთაში ჩაუჯდა, ისიც ყველას აძლევდა თავის წილ ყურადღებას, მოურიდებლად ფლირტაობდა, ბებრებთანაც კი. სერიოზული ნარცისიზმით იყო შეპყრობილი. საზოგადოებაში უფრო ადვილად შესამჩნევი გახდა ეს ყველაფერი. საზიზღარი იყო. მდიდარი მამიკოს ბიჭი რომელიც იღებს ყველას და ყველაფერს რაც თვალში მოუვა. ვხედავდი როგორ ღიზიანდებოდა იმ ფაქტით რომ მის მიმართ აღფრთოვანებას არ გამოვხატავდი, კაფეში მჯდომი სხვა გოგონების მსგავსად. -რის მიღწევას ცდილობ?მოულოდნელად მკითხა ბიჭმა. -უკაცრავად?ვერ მივხვდი მისი კითხვა რომელ მხარეს უმიზნებდა. -კარგი, უკარება საყვარელი გოგოს როლით, რის მიღწევას ცდილობ?გაღიზიანდა.არ ველოდი ამ კითხვას დავიბენი. -არაფრის, მე უბრალოდ ასეთი ვარ. მშვიდად ვუპასუხე. -ასეთი ხარ?არ ხარ.მიწვევ, მახელებ, ვიცი რაც გინდა პატარა. ყველას უნდა მდიდარი კაცის საყვარელი იყოს, ხანგრძლივი დროით.ერთი ღამე არ გაწყობს, ამიტომ იქცევი ასე.ძვირიანი საჩუქრები, წვეულებები არაფერი მომაკლდება ფიქრობ ალბათ.. -ნამდვილი ს**ი ხარ. სიტყვა არ დავამთავრებინე კაცს,წამოდექი და კაფე დავტოვე. მინდოდა მეტირა, მაგრამ თავი შევიკავე. გული გამალებით მიძგერდა, დიდი სიამოვნებით გავაწნიდი სილას მთელი ძალით.. კუთხეში გავჩერდი და თავის დამშვიდება ვცადე, მაგრამ უარესად ამომიჯდა გული. ახლა ცუდად გახდომა არ მინდოდა, მაქსიმალურად ავიყვანე თავი ხელში და სახლისკენ წავედი. მთელი გზა ღმერთს ვთხოვდი სახლში არავინ დამხვედროდა, არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე. მისაღებში პაოლო იჯდა, გამიკვირდა ამ დროს სახლში არ არის ხოლმე. ვცადე არაფერი შემემჩნია, მაგრამ აშკარად არ გამომივიდა. -რა ხდება ანა? შეშინებული წამოხტა კაცი. -არაფერი, მეზობლის ძაღლმა შემაშინა. მეტი დამაჯერებლობისთვის იდიოტივით გავიღიმე. -კარგი. ისე მიპასუხა მივხვდი რომ არ დაიჯერა.- დამაშვიდებელს დაგალევინებ, მზრუნველად მითხრა კაცმა-გამოიძინე.ისეთი გაფითრებული ხარ გული მისკდება.ექიმთან ხომ არ წავიდეთ. -არა, არაა საჭირო მართლა უკეთესად ვარ.კაცმა წამალი მომიტანა. -არ ინერვიულო საყვარელო. თუ რამე გაწუხებს შეგიძლია მითხრა.უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და კიბეს ავუყევი. წყალი გადავივლე და საწოლში შევწექი. არ მინდოდა მეტირა მაგრამ თავი ვერ შევიკავე, სახე ბალიშში ჩავრგე და მთელი ძალით ავტირდი. შუაღამისას გამომეღვიძა, თვალებიდან ძლივს გამოვიხედე. საწოლიდან წამოვდექი და სარკეში ჩავიხედე. მთელი სახე დასიებული მქონდა ტირილისგან.პირი დავიბანე და კრემი წავისვი. ვიცოდი გვიანი იყო და არავის ეღვიძა მაგრამ მარტო ყოფნა არ მინდოდა.მარკოს ოთახისკენ წავედი და ფრთხილად დავაკაკუნე. -შემოდი. გამოძახა ბიჭმა, კარი გავაღე და ოთახში თავიშევყავი.-მოდი ან. მარკომ საწოლზე ადგილი გამინთავისუფლა. მის გვერდით ჩამოვჯექი. -შენ რა ტიროდი. გაკვირვებულმა მკითხა და ლეპტოპი გვერდზე გადადო.-ვინმემ აგატირა.კიდევ უფრო დაიძაბა. -არა უბრალოდ მეძინა და ეხლა გავიღვიძე.უნამუსოდ ვიცრუე. -აქამდეც მინახიხარ ახალგაღვიძებული, მაგრამ ასეთი არასოდეს ყოფილხარ. დაეჭვებით შემომხედა.-ანა-მაინც გავიგებ. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი გაკვირვებული შემომყურებდა, მერე გაბრაზდა, ვთხოვე რომ არავისთვის არაფერი ეთქვა, როგორც იქნა დავითანხმე.. ფილს ვუყურებდით, როცა მისმა ტელეფონმა დაიწკრიალა.თვალი მოვკარი ნიკოლა იყო.ფილმზე გადავიტანე ყურადღება, არ მინდა ეგონოს რომ მათ საუბარს ვუსმენ, მაგრამ გავიგე როგორ კითხა ჩემზე.გული ამიჩქარდა. მარკომ უთხრა მერე მოგიყვებიო და ყურმილი გვერდზე გადადო. -ხვალ ჩამოდის. გაიღიმა ბიჭმა. -ასე ადრე რატომ? -საქმეებს მოვჩიო, თან შობას მარტო ყოფნა არ უნდოდა. აუუ დარჩი რა შენც გთხოვ. -არა, ნინა ცოდოა მარტო. -კარგი რა.გაბუტულივით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მომეხუტა. -კარგი დასაძინებლად უნდა წავიდე. ისე მალე ჩამეძინა ვერაფერი გავიგე, დილით ადრე ადექი, მოუსვენრად ვიყავი. მონიკას საუზმის მომზადებაში ვეხმარებოდი თან ლიზას ველაპარაკებოდი. ზარი დარეკეს, გული ამიჩქარდა მივხვდი ვინ იყო, მინდოდა დავმალულიყავი, ოღონდ არ ვიცი რატომ.მონიკა კარის გასაღებად წავიდა მე გაზქურას მივუბრუნდი და ვცადე თავი ხელში ამეყვანა.ნიკოლამ ზღურბლს გადმოაბიჯა, ბარგი შემოსასვლელში დადო და ქალს მიესალმა, მერე სამზარეულოში შემოვიდა. ლიზას აკოცა, ჯიუტად არ ვტოვებდი გაზქურას, მომიახლოვდა,ზურგზე ნაზად დამადო ხელი და ლოყაზე რამდენჯერმე მაკოცა... შეცვლილი მეჩვენა,საშინლად სევდიანი იყო, გაუხეშებული გამოხედვით და დაღლილი სახით, მოუთმენლად აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.შავი წვერი უფარავდა სახეს და თითქოს მის ისედაც მკაცრ მზერას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს, მაგრამ მისი მზერა აღარ იყო ისეთი როგორიც მახსოვდა, როგორიც მომწონდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა, რაღაც შეიცვალა მასში. ბარის კედელს მიყრდნო, მძიმედ სუნთქავდა და მაკვირდებოდა როგორ ვაჭმევდი ლიზას, რამდენჯერმე ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა მაგრამ მხოლოდ წამიერად. ოთახი რომ დატოვა შვებით ამოვისუნთქე.სამზარეულო მივალაგე და კიბეს ავუყევი, არ მინდოდა მარტო დავეჭირე, მაგრამ როგორც ყოველთვის არ გამომართლა. ჩემი ოთახის კარზე იყო მიყედებული და მელოდებოდა. უკან ჩაბრუნება დავაპირე,მაგრამ არ გამომივიდა. -მოდი აქ!მკაცრი მაგრამ გატეხილი ხმით მითხრა. მეგონა ლუკას გამო გამიბრაზდებოდა. ზოზინით ვუახლოვდებოდი, რაც უფრო მცირდებოდა მანძილი ჩვენს შორის, მით უფრო მიჩქარდებოდა პულსაცია, ღმერთო ოღონდ გული არ წამივიდეს..მის წინ დავდექი, კაცი გასწორდა. ჩემი ხელი თავის ტორში მოიქცია და ნაზად აკოცა. -შენთან ლაპარაკი მინდა, ცოტას დავისვენებ და საღამოს სადმე გავიდეთ კარგი. მე უხმოდ დავუქნიე თავი. ნიკო თავისი ოთახისკენ წავიდა და მალე კარში გაუჩინარდა, მაგრამ ახალი საფიქრალი დამიტოვა.. ნიკოლა წასვლამდე უკვე დღეებს ვითვლიდი. საქმეს დროზე ადრე მოვრჩი, ბარგი სწრაფად ჩავალაგე და პირველივი რეისი დავჯავშნე. ფრენისას თვალი ვერ მოვხუჭე, მთელი გზა ვალაგებდი აზრებს, როგორ მეთქვა ყველაფერი ანასთვის, ისე რომ არ გაღიზიანებულიყო. სათქმელი მოვიფიქრე მაგრამ ვიცოდი რომ გრძნობებს ავყვებოდი და ვერაფერსაც ვერ ვეტყოდი. ცივად შემხვდა, მაგრამ ეტყობოდა რომ ღელავდა, მას ეგონა გრძნობებს კარგად მალავდა, ასე არ იყო. მინდოდა კოცნით დამეხრჩო, მოვფერებოდი. მაგრამ ყველას თვალწინ ასე უცნაურად ვერ მოვიქცეოდი. სად წამივიდოდა, ჩემი იყო, ჩემს იქით გზა არ ჰქონდა. ეგოისტურად ჟრეტს მაგრამ სიყვარული ხომ ასეთია... კარგად გამოვიძინე, შხაპი მივიღე, წვერი გავიპარსე და სწრაფად ჩავიცვი, ანას კარზე მივუკაკუნე. ისეთი ლამაზი იყო, ისე მომნუსხველად მიღიმოდა ლამის გულმა დამარტყა. ხელი ჩავკიდე,სწრაფად ჩავირბინეთ კიბე, ეზო გადავჭერით და თითქმის სირბილით მივედით მთავარ ქუჩამდე. -გაგიჟდი სად მივრბივართ. ძლივს ამოისუნთქა გოგომ. -ცოტაც მოითმინე. ორივეს სულელებივით გვეცინებოდა. სირბილიდან სეირნობაზე გადავედით. ვერ მოვითმინე, არ შემეძლო მის გვერდით ვმდგარიყავი და სადღაც მისვლას დავლოდებოდი.. -სიგიჟემდე შემიყვარი ანა, გოგომ გაოგნებულმა შემომხედა. ტუჩებზე წავეტანე.უკან არ დაუხევია. სუნთქვის შეკვრამდე ვკოცნე, ისეთი ტკბილი იყო, ისეთი ნაზი სასიამოვნო..მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა.გოგომ ნაზად მიბიძგა ხელით, მანიშნა რომ მოვშორებოდი.უკან დავიხიე და მის რეაქცია დაველოდე.... მოკლედ ბოდიში დაგვიანებისათვი, გამოცდები მქონდა.აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი. <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.