კალათბურთის მამიდა
-შემომიშვი! -რა იყო სად გეჩქარება, ჯერ გაგვეცნო ერთმანეთი. ასე შემომიშვი და შემოგიშვა ეგრევე? არაა, მე ქორწინებამდე შემოშვების წინააღმდეგი ვარ. -გამიღე გოგო კარი რა წინააღმდეგი ხარ ხო ხარ ჯანმრთელად? -პაროლი მითხარი და შემოგიშვებ -უნდა შემოვიდე ამაღამ შენში! -კაი, კარს ღიას გიტოვებ -გააღეეე!-უნამუსო! შემოდის თუ არა პირდაპირ გვერდს მივლის და სამზარეულოში მიჯლაგუნობს! -შენც გაგიმარჯოს, არ იყო საჭირო ამდენი გამარჯობის თქმა, ააა ტვიქსები მომიტანე? რატომ შეწუხდი? -კიდევ დიდხანს აპირებ შენ თავთან ლაპარაკს თუ მოხვალ რომ დავიწყო თავდავიწყების მოყოლა? -Let me in-სამზარეულოში მივაბოტებ და გაჯგიმული ვუდგები წინ აი ისე ბავშვები რომ დგებიან და პირდაღებულები ელოდებიან როდის მისცემენ ფულს მამები. -დავიწყო? -დაიწყე. -ესეიგი, ადგა ავდექი. დაჯდა დავჯექი. გაიხადა გავიხადე. შემოვიდა ჩემში შევედი მასში.. -ესეიგი თავგადასავლებით სავსე ღამე გქონია ხო? -კეე, კაბის საყიდლად წავედი და კაბის ყიდვის გარდა ყველაფერი გავაკეთე -კაი , ახლა სერიოზულად მიდი დაიწყე რა მოხდა? -გოგო ჩემი დიშვილი რო მომაჩეჩეს ხომ იცი? -ნიკოლოზა? -ნიკუშა! -მერე? -ხოდა მივდიოდი ნიკუშასთან ერთად ქინდერი უნდა მეყიდა ხოიცი ამხელა ფილარმონია ბავშვია მაინც და, ხოდა გოგო არ შემოვიდა მაღაზიაში ვიღაც გოგოსთან ერთად?! იმ გოგოს კინაღამ თმებში ვწვდი თან კაი გრძელი თმა ქონდა ხო იცი.-კმაყოფილებისგან სახე გაებადრა. -ეხლა იმ გოგოს თმებზე აპირებ ლაპარაკს თუ გააგრძელებ? -ხოდა გოგო ჩამიარა გვერდით. ისეთი ნივიჟუ ჩამირყა პირადობა გადავამოწმე რო გამეგო ნამდვილად ვარსებობ თუ მეც ივანიშვილის დაპირებებივით მოგონებული არსება ვარ. მაგით ის გავიგე რო თურმე მართლა ვარსებოიბ -აუფ -ჩემი ძმა ჩამოდის მაგაზე გადავიტან ყურადღებას და ცოტა ხნით დავივიწყებ მაგ თარხან-მოურავის შთამომავალს. -შენი ძმა? -ჰო -აუ ბოლოს როდის ვნახე უუფ -გახსოვს ბავშვობაში რო გიყვარდა?-კუბოში ვაკისკისებ ახლა ამას თუ ასე გააგრძელებს! -არ მიყვარდა! მომწონდა და დიდი განსხვავებაა სიყვარულსა და მოწონებას შორის და საერთოდ მე მაშინ მომწონდა 12 წლის რო ვიყავი და ეგ რო 13ის იყო და ეხლა აღარც მახსოვს როგორია ვოტ! სახელიც კი აღარ მახსოვს სანდრო ქვია თუ ლაშა?-არადა რა კარგად მახსოვს რო სანდრო ქვია -ძაან კარგად იცი შენ რაც ქვია. -წაკვდი -ოკებიი საღამო: -აუ რამე გავაკეთოთ რა, რა უაზროდ ვართ -მოდი სულები გამოვიძახოთ-აუ ელენე! მართლა ქერა ხარ! რა სულებიი?! -კაი მოიცა პირველივარ-ახლავე , ახლა გამოვიძახებ ალექსანდრე მაკედონელის სულს რო ელენე ახანჯლოს -აუ წამო გავისეირნოთ. -წამო მანტოები ავიღეთ და ქუჩას გავუყევით. პეკინზე ვსეირნობდით რაღაც შენობას რო მოვკარით თვალი , რომელსაც ეწერა "მისნობის ოსტატი". -აი , წამო შევიდეთ და ეს ქალი ან კაცი გამოიძახებს სულს მისნობაო და. -წამო. აი რა სულის გამოძახება რის სულის გამოძახება, მეღადავებით? შევდივართ და ქალი გვხვდება სკამზე რომელსაც იცით როგორი სახე აქვს? აი ნანახი გექნებათ 19 საუკუნის ალქაჯები რო იყვნენ ხოლმე. ამან ვინ უნდა გამოიძახოს? დიდი დიდი მკვდარი კნუტის სული გამოიძახოს ეს მეტს ვერ გაქაჩავს. -მობრძანდით გოგოებო-ეს ბოხი ხმა დაყენებული აქვს? ჰააა ფარული კამერაა? -სულის გამოძახება გვინდა და სწორედ მოვედით? -დაბრძანდით და დავიწყოთ.-ვჯდებით და ამ ქალს იმ სახით ვუყურებ მზეს რომ განგმირავს და ადამიანს სამარეს გაუთხრის. ყოველ წამს ტელეფონს ვიღებ და საათს ვუყურებ. -ვისი სულის გამოძახება გინდათ?-ეს ახლა მე მეკითხება ამას თუ რატო მიყურებს იმ ცრუპენტელა თვალებით? -ბებიაჩემის-პასუხობს ელენე. -ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ-რატომ იცინის ეს ქალი?-კაი გაჩე ახლა! -ქალბატობო რა გაცინებთ? -სული მელაპარაკება და. -ქალბატობო..-მომისმენს ახლა?! -ჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰ. დედა რა ხუმარა ხარ!-ფანჯრისკენ იშვერს ხელს-კაი გადი გადი.-ეს ვისთან მომიყვანა ამ შეჩვენებულმა?! -დავიწყოთ?-მოსულიერდა ძლივს -დავიწყოთ-გაოცებული ვპასუხობ. ვიღაც ფსიქიკურად შეშლილთან ვართ -ესეიგი: თუ წამომყვებიიი ბებოოსსს საფლავთაააააან ყვავილები უნდა გვეჭიროს ხელშიიიი ამდენი მოთმინება დამთავრდა ბებო შემოვდივარ ცოტახნით შენშიი... აუფფ, სულ გაუბერია ამ ხალხს, ამან ახლა მისნობა იცის? სერიოზულად? ამან რა სული უნდა გამოიძახოს? წამი არაა გასული მაგიდა რო მოძრაობას იწყებს. ეეეჰ, ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს ფეხს რო ურტყავს მაგიდას კი ვერ ვხედავ! თვალებგაფართოებული ვუყურებთ მეც და ელენეც ამ სანახაობას. ბოლოს ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ სწრაფად ვხტებით სკამიდან და გარეთ გავრბივართ: -აღარასდროს მიხსენო ნათელმხილველი! -ეს რაიყო? -რა თუ წამომყვები ბებოს საფლავთან და რა უნდა შევიდეს ბებოში ცოტახნით ხოა ჯანმრთელად? -რას გაუგებ ამ ბედკრულ ხალხს დაო. -ჰომმრავი -ეხლავე წავიდეთ სახლში სანამ ვინმე მებაღე შეგვხვდა 9 საათზე ქუჩაში და სიმღერა არ დაუწყია: თუ წამომყვები საკრეჭ გაზონთანნნ სათიბები უნდა გვეჭიროს ხელშიიი ამდენი მოთმინება დამთავრდააააა უნდა ვითიბაოთ ამაღამ წყნეთშიიი ან რამე მსგავსი -ჰაჰაჰ, ხო წამო. სახლში მივედით და..ეს ვინაა? ახლა პირს დავაღებ. ვინაა ეს ბიჭი? რა დიკაბრიო რის ბრედ პიტი ეს ყველას ჯობს მგონი.. -არ მჯერაააა!-ელენე ცოტა უფრო ხმადაბლა რო გეყვირა ჩემი ყურები გადარჩებოდნენ რაღაცნაირად მაინც! -ჩემი ძმაააა, ჩემი ძმაააააა! აბა ღამე ჩამოვდივაროოოოოო!!!!!!!-არაააა! ოღონდ ეს არა! ეს სანდრო არაა ნინე! გეჩვენება გეფიცები! პაატა თედიაშვილის თავს ვფიცავარ მეჩვენება და პარანოია მჭირს! ასეთი სიმპატიური სანდროს დანახვას მირჩევნია პარანოია მქონდეს! არა კაცო ეს სულ ასეთი იყო ქერა ცისფერთვალება მაღალი , მაგრამ..აუფფ. -გამარჯობა-ხელს რატო მიწვდის? კაი ახლა, დავიჯერო ვერ მიცნო? ახლა ავხარხარდები -რა გამარჯობა გაკლია შენ ხო? -რა? -ეეეეჰ, შენ გაზრდილხარ ყველანაირად მაგრამ ჭკუა რო ისევ ისეთი დაგრჩა ცანცარავ! -ეეე ნინეე?-რაიყო რამჭირს სახეზე რამე მისვია თუ რატო მიყურებს ასეთი გაკვირვებული -ელენე უთხარი ამას რო ნუ მიყურებს ისე თითქოს დამხრჩვალი კატა ვიყო თორე საჭმელს არ ვაჭმევთ! კიდევ გინდა ხელის ჩამორთმევა თუ მოხვალ გონზე? -კაი რაიყო.-გადამკოცნა მაინც. ოოოჰჰჰ შანელის ბლუ თუ არ გვესხა ისე როგორ. ადრეც მახსოვს სულ ესეთი რაღაცეები ესხა სუნამოების გიჟია ესბიჭი.. ბავშვებო დავბრუნდიიიი. ვსო ახლა ვეღარ მომიშორებთ თავიდან ძაანაც რო გინდოდეთ ოღონდ მართლა. LOVE Is აღარ გაგრძლედება სამაგიეროდ დავიწყე ეს და რავი წაიკითხეთ მგონი ცუდი არაა რა, მერე კიდევ უფრო შევცვლი. მიყვარხაართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.