შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუიციდის ენდორფი


19-06-2017, 20:00
ავტორი Cogitoergosum
ნანახია 1 582

წვიმა... ქარი... ტალღების ჩხუბი ნაპირთან...
და ღრუბლები... ღრუბლები შავი, საშიში...
სანაპიროზე მიმავალს ტანში მცრიდა, მთელი სხეული მიკანკალებდა და არც კი ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. მუხლები ტალახიანი, დაკაწრული, ფეხები სველი, სველი კაბა ტანზე მომტმასნოდა, ქარი სახეში მცემდა და მტკიოდა... მტკიოდა რაღაც, რაღაც ამოუცნობი. აი, ისეთ გრძნობას შევეპყარი, ხალხში ყოფნისას რომ ვგრძნობდი მხოლოდ, რაღაც უხერხულობის მსგავსი, მაგრამ არა, უხერხულობა მარტივია, ეს გრძნობა კი ბოლოს გიღებს წამებში, ხალხში რომ ხარ და გაქრობა და იქაურობას გაცლა რომ გინდა, იმ გრძნობაზე ვლაპარაკობ. ახლა მარტოდ მარტო ვიყავი და მინდოდა გაქცევა, მინდოდა გავქცეოდი საკუთარ თავს, მინდოდა დამეტოვა სხეული და იმ ზღვის ტალრებს სევერთებოდი ერთ ნაბიჯში რომ სცემდა ქვიშას, კანკალმა ამიტანა და მომინდა უბრალოდ დამეტოვა სხეული და გავქცეულიყავი სადღაც, გავქცეულიყავი იქ, სადაც მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები ვიქნებოდით, ან არა, არა... გატყუებთ. ფიქრებსაც დავტოვებდი სიამოვნებით და უბრალოდ დამძიმებულ თვალებს დავხუჭავდი, ოჰ, რა ბედნიერი ვიქნებოდი მაშინ... ოღონდ ახლა სხეულს დავიტოვებდი, და ამ სველი სხეულით შევუერთდებოდი ტალღებს, თითოეული უჯრედით ვიგრძნობდი მარილიანი წყლის სიმძიმეს. და უსასრულობის მოახლოვებას.
ხელსაც არაფერი მიშლიდა, შავი ღრუბლები, წვიმა და გადარეული ტალღები, რომლებიც თითქოს ყველაფერს უპირებდნენ წალეკვას, უფრო მეტად აღმაგზნებდა და ზღვისკენ მიმაქანებდა, მეც არეული ნაბიჯით ვუახლოვდებოდი მას, ფეხქვეშ ქვიშაც იმდენად სასიამოვნო იყო, რომ სულ პატარა ნაბიჯით მივიწევდი წინ, მსურდა მთელი ძალით მეგრძნო თითოეული წამი. და აი, ტალღებსაც მივაგენი, ან ტალღებმა მომაგნეს. ენდორფინები, აღტაცება და ამოუცნობი ემოცია, კანკალმა და ჟრუანტელმა შემიპყრო. დაღლილი, ძალაგამოცლილი, ზღვაში ჩაფლული სხეული- უცნაური, ამაღელვებელი გრძნობაა, არა, არა, ეს არაა თვითმკვლელობა. რაღაც სხვაა, ეს თითქოს სამყაროს შეცნობაა წამებში, ეს წამია, რომელიც უნდა დაიჭირო, წამი, როცა ხვდები რას ნიშნავს სიცოცხლე და საერთოდ სამყარო. წამი - ერთი შეხედვით, რა პატარა დროა, მაგრამ ამქვეყნად ის, რაც ყველაზე მეტად გვტკენს თუ სიხარულით გვავსებს, სწორედ წამში ხდება. ახლაც წამი იყო გადამწყვეტი. წამი, როცა გრძნობ იმას, თუ როგორ ქრება ყოველივე...



P.S. ვერ გეტყვით რა წაიკითხეთ, რა დავწერე ან რატომ დავწერე, მაგრამ თუ წაიკითხეთ, თქვით რამე. გაგრძელება იქნება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესდებით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent