შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (11)


19-06-2017, 22:18
ავტორი jina
ნანახია 2 151

მთელი ღამის განმავლობაში ორივე სასიამოვნო სურნელს გრძნობდა, ერთმანეთზე მიკრულებს ეძინათ, შესაძლოა ითქვას რომ ასე ტკბილად ჯერ არც ერთ მათგანს არ სძინებია, მაგრამ როგორც ვიცით, ხშირ შემთხვევაში მშვიდ და სასიამოვნო ღამეს ქალიშხლიანი დილა სდევს თან და არც მათი გაღვიძება იყო შეხმატკბილებული...
ნიტა მუცლით იწვა საწოლზე, ერთი ხელი ბალიშის ქვეშ ედო, მეორეთი ზედ ეხვეოდა და თავი ედო მასზე, თმა არეულად ეყარა სახეზე და სუნთქვის დროს ნელნელა ირხეოდა, ბატონი დემეტრეც იგივე პოზაში იწვა იმის განსხვავებით რომ ბალიშის ნაცვლად ნიტას ზურგზე ედო თავი, ხელი კი მის მუცელზე ჰქონდა შემოხვეული... პირველად სწორედ მან გაიღვიძა, ისევ ძილბურანში მყოფმა უფრო ძლიერად შემოჰხვია ნიტას მუცელზე ხელი და თავისკენ მისწია
–ვატყობ კიდურების გარეშე დარჩენა გინდა! ახლდაგაღვიძებულმა გოგონამ თვალდახუჭულმა წარმოთქვა მკაცრი ტემბრით, თან არც კი შერხეულა იგივე პოზაში იწვა.
დემეტრეს რეაქცია არ ჰქონია მის სიტყვებზე, პირიქითმ უფრო მეტად აიკრა გოგონა სხეულზე, მისი ზურგიდან თავი მაღლა ასწია და მის თმაში ჩარგო სახე...
ძალიან არ უნდოდა ნიტას ადგომა მაგრამ ასეთ პოზაში წოლა არ შეეძლო, მიუხედავად იმისა რომ მოსწონდა დემეტრეს სიახლოვე... როგორც კი წამოიწია და ჯერ სიტყვიერი „იერიშისთვის“ მოემზადა, მაშინვე გაისმა დემეტრეს მობილურის ხმაც, გოგნამ კი კმაყოფილმა გაიღიმა
–დედა შე...ცი... უკმაყოფილო ოხვრით წამოვარდა ვაჟბატონი და მობილურიანად აივანზე გავიდა...
სანამ დემეტრე საუბრობდა ნიტა სააბაზანოში მოწესრიგდა, თეთრი შარვალი, საროჩკა და ბოტასები ჩაიცვა, თმა კოსად შეიკრა და ოთახში დაბრუნდა....
დემეტრე ისევ საწოლზე მიწოლილი დახვდა, ტელეფონში ჩამძვრალიყო და სააბაზანოს კარის ხმაზე გამოიხედა მხოლოდ, ნიტა შეათვალიერა და ისევ მობილურში ჩაძვრა..
–გავდივარ! მხოლოდ ეს უთხრა, ყურსასმენები და მობილური აიღო, სარკეში ჩაიხედა და კმაყოფილიგავიდა ოთახიდან. მისდა გასაკვირად დემეტრე უკან არ გაჰყოლია და არც უკითხავს თუ სად მიდიოდა...
დაბლა რომ ჩავიდა არავინ დახვდა მოსამსახურის გარდა, დემეტრეს მშობლები უკვე სამსახურში წასულიყვნენ
–ყავა გამიკეთე ლელა კარგი? მოსამსახურეს თბილად გაუღიმა და სამზარეულოში შევიდა...
სანამ ყავას მიირთმევდა გიორგისთან დარეკვა გადაწყვიტა
–გისმენთ... გიორგიმ ნ ომერი ვერ იცნო რადგან ნიტას ახალი მობილური ჰქონდა და შესაბამისად ახალი ნომერიც
–გიო მე ვარ... მხიარული ტონით ჩასძახა
–ქალბატონო გილოცავ ნიშნობა გქონია... ბიჭმაც მხიარული ნოტა ჩართო მეგობრის ხმის გაგონებისას
–ხო მაგრამ უშენოდ ჩაიარა... ოდნავ დამწუხრებულად უპასუხა
–სიყვარულით რო გათხოვდები მერე დამპატიჟე... გაიკრიჭა გიორგი და წამსვე ისევ გაახალისა ამირეჯიბი
–დღეს ბევრი პაციენტი თუარ გყავს ყავაზე დაგპატიჟებ
–მმმმ... ერთი წუთი გადავხედო.... სამი პაციენტი მყავს... საღამოს ექვისკენ მეცლება...
–მშვენიერია... მეც მეცლება და წავიდეთ სადმე
–არის ქალბატონო!
–კარგი დროებით... პასუხს აღარც დაელოდა გათიშა და მისაღებისკენ წავიდა, ტელევიზორის წინ დივანზე დაჯდა, ფეხები მოკეცა და უინტერესოდ მიაჩერდა რეპორტაჟს „ნიტა ამირეჯიბისა და დემეტრე არღვლიანის ნიშნობის“ შესახებ
–შენ ქორწილზე უნდა ნახო რა ამბავი იქნება! მოულოდნელად გაისმა ბოხი ხმა და მის გვერდით მდებარე სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა დემეტრე, ნიტამ მხოლოდ ცინიკური მზერით გახედა და ისევ ტელევიზორს მიაშტერდა
–საუზმე აქ მოგიტანოთ? მზარეული შევიდა და იკითხა
–კი ნანა თუარ შეწუხდები.. თბილად უთხრა დემეტრემ...
–დემეტრე უნდა ვილაპარაკოთ! ტელევიზორისთვის მზერა არ მოუშორებია ისე უთხრა ნიტამ
–გისმენ... უემოციოდ წარმოთქვა მამაკაცმა და ნანას შეტანილი საუზმის ჭამა დაიწყო
–დაასრულე და ოთახში ამოდი! მკაცრად წარმოთქვა და ოთახში ავიდა, რამდენიმე წუთში კი დემეტრეც შევიდა
–აბა?
–მინდა ყველაფერი გარკვეული იყოს ჩვენ შორის! წინ დაუდგა გოგონა და ჯიქურად მიაშტერდა თვალებში
–მაგალითად? მამაკაცმა აშკარად იცოდა რაზეც საუბრობდა მაგრამ იმდენად იზიდავდა ნიტას ეს მზერა და ტონი რომ უნდოდა გოგონას ელაპარაკა. ამირეჯიბი ერთხანს უძრავად იდგა მის წინ, მერე ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან, ნელნელა ახლოს მიდიოდა ბიჭთან, თან თვალს არ აშორებდა მის ყავოსფერ თვალებს, ძალიან ახლოს დაუდგა, თვა;ებოი დააწვრილა და გამომცდელი მზერით შეხედა
–თავს რატომ ისულელებ?!
მამაკაცს მის ქცევაზე ეღიმებოდა, ამოუხსნელად უნდოდა მისი მიზიდვა და უბრალოდ ასე ყურება, გაურკვევლად სურდა გოგონას მკლავებში მოქცევა, ნიტას დაუმორჩილებლობა და ასე ვთქვათ სითავხედე მოსწონდა, არ ჰგავდა სუსტ და დამყოლ არსებას, ამიტომ უნდოდა მისი მორჯულება...
–პირდაპირ თქმა გიჭირს? ბიჭმაც გამომცდელი მზერით შეხედა თვალებში... ნიტამ ცალი წარბი ზემოთ აზიდა, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, მერე ენით დაისველა ბაგე, თან მამაკაცის რეაქციებს აკვირდებოდა, რომელსაც მზერა გოგონას ტუჩებისკენ არც გაჰქცევია (მაგარამ მე ხომ ვიცი როგორ უნდოდა გიჟივით მოემწყვდია და დაეკოცნა სათითაოდ), ჯიუტად უყურებდა თვალებში, ამირეჯიბი კიდევ უფრო მიუახლოვდა არღვლიანს, ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე, ყურთან მიუტანა ტუჩები და შხამიანი ხმით „დაუსისინა“
–ცოლად არ გამოგყვები! მერე კი ისევ გასწორდა, მაგრამ იგივე მინიმალური მანძილით იყვნენ ისევ დაშორებულები... დემეტრე ცოტახანს ასე იდგა, მერე კი მზრა დაუნდობელი გამომეტყველებით შეეცვალა, ძარღვები დაებერა კისერთან, მომუშტული ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიალაგა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, რადგან უნდოდა თავის შეკავება
–ნიტა! ჯერ მშვიდად წარმოთქვა მაგრამ ძალიან უჭირდა ამ სიმშვიდის შენარჩუნება
–ბავშვს განახებ ხოლმე ნუ დარდობ! სრულიად უემოციოდ უთხრა ეს სიტყვები მაგრამ უფრო მეტად გამოიწვია ამით ისედაც გაცოფებული დემეტრე
–მდგომარეობიდან არ გამომიყვანო! საკმაოდ მკაცრად გამოუვიდა თქმა
–მე დავასრულე! იგივენაირად უთხრა ბიჭს და კარისკენ დაიძრა, სახელური ჩამოსწია და გამოაღო, მაგრამ მაშინვე უხეშად დაიხურა, დემეტრეს ერთი ხელი მისი თავის მაღლა კარზე ჰქონდა მიდებული, გოგონა რომ შემოტრიალდა არღვლიანი გამწარებული დასცქეროდა ზემოდან
–ჯერ სალაპარაკო გვაქვს! კბილებში გამოსცრა ბიჭმა
–ძალიან კარგი! ახლა მოგინდა ანუ ლაპარაკი ხომ?! ისევ ეს ცინიკური მზერა ჰქონდა გოგონას
–დაჯექი! მკაცრად უბრძანა
–შენ მე შენი რიგითი მოსამსახურე ან მონა ხომ არ გგონივარ? ირონია არ დაიშურა გოგონამ და იგივე პოზაში დარჩა
–რომელიმე მათგანი რომ მეგონო ამ ოთახში არ იქნებოდი დამიჯერე! უხეშად უპასუხა არღვლიანმა, ხელი ჩაავლო გოგონას და საწოლზე უხეშად დასვა
–ნუ მეხები! მთელი ზიზღით წარმოთქვა ნიტამ და მაშინვე წამოდგა
–ეხლა მომისმინე! (თითი დაუქნია მამაკაცმა და უკვე ვეღარ იკავებდა თავს) ცოლადაც გამომყვები და თუ საჭირო იქნება ხრამში რო გადავარდე იქაც ჩამომყვები! შენი ცანცარის და ქქარაფშუტობის დრო მაშინ უნდა დამთავრებულიყო სანამ ჩემი დაგერქმეოდა! ვერ ავიტან საზოგადოებაში ჩემი ქალის სტატუსის მატარებელი ასეთ პანიკებს და ისტერიკებს მართავდეს მითუმეტეს ორსულად ხარ და დადინჯდი!
–თავი ხოარაფერს მიარტყი! საერთოდ გაგიჟდი თუ რა ხდება?! გეფიცები ქორწილს ჩავშლი! ცოლად არ გამოგყვები! არ მინდა შენი ცოლობა! არა! (გაბრაზებული უყვიროდა)
–შეწყვიტე ისტერიკები! (უხეშად და ცივად უთხრა)
–ჯანდაბამდე გზა გქონია! ზიზიღით უთხრა და ისევ კარისკენ წავიდა, მაგრამ აქაც დემეტრემ გააჩერა, ხელი მაჯაში ჩაავლო და ისევ თავდაპირველ ადგილს დაუბრუნდა ნიტა
–ჩემი ნებართის გარეშე ფეხს ვერსად გაადგამ! თვალები დაუბრიალა გოგონას
–დემეტრე ნუ გამომიყვან წყობიდან! თავშეკავებული ტონით უთხრა
–ნუ გამოხვალ! ბავშვზე ცუდად იმოქმედებს! უემოციოდ უპასუხა... ნიტუკვე ისე იყო ცოტაც და დემეტრეს მართლა მიახრჩობდა, ხელი უხეშად გააშვებინა, თავზე მიიჭირა ორივე ხელი და ოთახში სიარული დაიწყო
–დამშვიდდი! დემეტრე ოდნავ მოლბა და წყანად უთხრა, ამირეჯიბი ისევ იგივეს აგრძელებდა, გონება არეული ჰქონდა და მხოლოდ გაქცევის გეგმას აწყობდა, მაგრამ არაფერი აფიქრდებოდა–გითხარი დამშვიდდი მეთქი! ცოტა უხეშად გამოუვიდა დემეტრეს მაგრამ გოგონა გაჩერდა და მას შეხედა
–ჯეკთან რა გესაქმება? უცბათ ამოუტივტივდა ეს კიტხვა და ძალიან მშვიდად ჰკითხა... მამაკაცი ადრე თუ გვიან ელოდა ამ შეკითხვას, ამიტომ არავითარი გაოცება ან დაბნეულობა არ გამოუხატავს
–პასუხი ისედაც იცი! თვალი აარიდა და ისე უპასუხა, საწოლის გვერდით მდგარ სვარელში ჩაეშვა და სიგარეტი ამოიღო მოსაწევად, ეტყობოდა ჯეკის გახსენებამ ძმა გაახსენა...
–არა არ ვიცი! გასაგებია მე ცოლად რატომაც მოგყავარ, ჩემი ტანჯვა გინდა იმის გამო რაც შენ ძმას გავუკეთე მაგრამ ჯეკი რა შუაშია? ნიტა სრულიად უნტრიგოდ და ალალად ეკითხებოდა, მან ხომ მართლაც არ იცოდა ჯეკისგან რა უნდოდა ბიჭს
–არ მითხრა რომ იცავ! ცინიკურად გაიღიმა მამაკაცმა და სიგარტის ბოლი ფილტვებშ ჩაუშვა
–უბრალოდ მიპასუხე მისგან რა გინდა! მომთხოვნი გაუხდა გოგონას ტონი
–მართალია ჩემი ძმის სისხლი შენს ხელებზეა, მაგრამ დამკვეთი ის იყო. ასე რომ... არღვლიანმა ზიზღით, ბოღმით და შურისძიების სურვიილით შეპყრობილმა უპასუხა..
ამირეჯიბი კი გაშრა, მიხვდა რაშიც იყო საქმე, არ იცოდა დემეტრემ რომ მისი ძმა ნიტამ შურის საძიებლად მოკლა, ანუ გამოდის რომ ხვდებოდა ნიტა დაქირავებული „მუშაკი“ რომ იყო მაგრამ თავის ძის მკვლელობა ნიტას კიარა ჯეკის შეკვეთა ეგონა… ამირეჯიბი კიდევ უფრო დაიბნა, საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ამოიოხრა
–ჯანდაბა დემეტრე ჯანდაბა! სინანულით წამოიძახა
–სინანული გვიანია! ირონიულად უთხრა
–ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია! მტკიცედ წარმოთქვა ნიტამ და წამოდგა, იფიქრა სიმართლის თქმა სჯობსო, იქნებ ცოლადაც აღარ მომიყვანოსო
–ისევ ამართლებ?! ამჯერად ცინიკურთან ერთად ცივი და უხეშ ტონი გაუხდა მამაკაცს
–შენი ძმა მე მოვკალი! უფრო სწორად მომაკვდავი დავტოვე მაგრამ ხო მოკვდა! (ხმა ცივი და უხეში ჰქონდა გოგონას, სინანული კი არ ჩანდა)
–ნუ ახსენებ! გიჟივით წამოდგა დემეტრე
–ადრე თიუ გვიან მოგვიწევს ამაზე ლაპარაკი! (კატეგორიულად საუბრობდა)
–რაიყო საერთოდ არ გაწუხებს სინდისი ადამიანი რომ მოკალი?! კვლავ ირონია
–კი ადამინებზე მაწუხებს! ცხოველურ ადამინებზე არა!
–მაშინ გაჩუმდი! დაუღრიალა ბიჭმა
–შენთან ჩემ დახოცილ ადამინებზე არ ვაპირებ ლაპარასკ! უბრალოდ გეტყვი რა იყო სინამდვილეში შენი ძმის მოკვლის მიზეზი!
–ამას ჯეკთან გავარკვევ! ნუ ერევი! მკაცრად გააფრთხილა და კარისკენ წავიდა
–ჩემი სურვილით მოვკალი! (ცივი ხმით წამოიძახა ნიტამ და დემეტრეც ადგილზე მიეყინა, ვერ აღვწერ რა იგრძნო მამაკაცმა, რამხელა ზიზღი იგრძნო ქალის მიმართ რომელიც თავის შვილს, სისხლსა და ხორც ატარებდა მუცლით და ორმელმაც ძმა მოუკლა და თურმე თავისი სურვილით და არა მოვალეობის გამო), ცივად შემობრუნდა უკან
–რა თქვი? გატეხილი ხმით ჰკითხა
–ჯეკი არაფერ შუაშია! თუ მისი დადანაშაულება გინდა მაშინ იმაში დაადანაშაულე რომ ხელი არ შემიშალა! (გოგონა უემოციოდ ეუბნებოდა)
–ნიტა რაოტომ იცავ იმ დედა მო*ულს?! დაუღრიალა დემეტრემ და თვალებში აკიაფებულ მლაშე სითხეს არადა არ მისცა გადმოსვლის საშუალება...
როცა ნიტამ არღვლიანის ტკვილინარევი, გამტყდარი და რამდენიმე წამში დატანჯული სახე დაინახა გული საშინლად ეტკინა, ყველა ორგანო შეეკუმშა, შიგნით ყველაფერი სწიწკნიდა და სულს უხუთავდა, უჰაერობას გრძნობდა, უნდოდა ყველაფერი ამოენთხია და მასში არსებული ემოციები სააშკარაოზე გამოეტანა, ეთქვა მიზეზი და ეს მხოლოდ თავის გასასამართლებლად გაეკეთებინა, მაგრამ რაში სჭირდებოდ ამ მამაკაცთან თავის მართლება რომელიც ვითომდა ფეხებზე ე*იდა? ამას ვერ ხვდებოდა მაგრამ ერთი კი ნათელი იყო!
–არ ვიცავ გესმის! არ ვიცავ! მინდოდა და იმიტომ მოვკალი! დაიმსახურა! გამაუბედურა! ცხოვრება დამინგრია! გამანადგურა! ცოცხლად მომკლა და დამმარხა! (მთელი ხმით ღრიალებდა, არცერთი წვეთი ცრემლი არ მოსდიოდა, გაფითრებული, გამწარებული და განადგურებული იდგა მისი ცხოვრების დამანგრეველი ადამიანის ძმის წინაშე და ერთი ცრემლიც არ სდიოდა, უბრალოდ გულ იოხებდა და ამდენი ხნის ტკივილს უზიარებდა კაცს რომლისთვისაც წესით ერთი სიტყვაც კიარ უნდა ეთქვა მომხდარზე) გესმის ჩემი?! გესმის?!
ამ დროს დემეტრე რას განიცდიდა? ის აკიაფებული სითხე წამსვე გადმოვიდა მის ღაწვებზე, სალუთარი ძმის დანაშაული სტკიოდა და რცხვენოდა, ნიტას ტკივილი სტკიოდა, არაკაცად აგრძნობინებდა თავს, სძულდა საკუთარი თავი და იმ წამებში თავისი გარდაცვლილი ძმაც კი სძულდა, მაგრამ რაღაც მომენტში, სულ წამიერად მისმა პატარა ნაწილმა დაუშვა რომ გოგონას ან ეშლებოდა ან გასასამართლებლად ტყუილს ამბობდა
–არა! იქნებ შეცდომაა! გეშლება.. არ შეიძლება ის.. ამას არ ჩაიდენდა... (უფრო თავისთვის ბუტბუტებდა)
–შემომხედე! (ნიტა ბიჭთან ახლოს მივიდა და ერთი ხელი ყბაში უხეშად მოკიდა)–შემომხედე! იმას ვისაც ახლა უყურებ, ადამიანი რომელიც შენს წინაშე დგას ცივსისხლიანი მკვლელია! შენი ძმის მკვლელი! შენი ტკივილის მიზეზიზ! შენი შურისძიების წყურვილის მიზეზი და მიზანი!
–გეყოფა! გეყოფა! (უღონოდ წარმოთქვა ბიჭმა და თავი ნიტას მხარზე დაადო, უღონოდ ჩამოეკიდა მხარზე დემეტრეს თავი, გოგონამ ინსტინქტურად მხრებზე მოკიდა ხელები და საწოლისკენ დაიძრა, დაჯდა და არღვლიანიც მასთან ერთად ჩამოჯდა, თავი ისევ მის მხარზე ედო და ნელნელა კისერში რგავდა, ნიტამ აცახცახებული ხელი თმაშ შეუცურა და მონოტორულად დაუწყო მოფერება)
–დემდეტრე ვიცი რომ გძულვარ! (მთრთოლვარე ხმით დაიწყო საუბარი), მაგრამ უნდა იცოდე რომ ასეთი ცხოვრება მე არ ამირჩევია! იძულებული გავხდი და არცერთი წუთი არ ვინანებ ამას რადგან მიზანი მომეცა და ამით გაგაგრძელე არსებობა!
–მაპატიე ნიტა, ჩემი ძმის საქციელი მაპატიე.. (დემეტრემ გოგონას ყელიდან თავი ასწია და ამღვრეული თვალებით შეხედა
–დემეტრე არღვლიანი პატიებას მთხოვს? ოდნავ ცინიკური გაუხდა მზერა
–შეწყვიტე ეს ცინიზმი! (გოგონას გამომეტყველებით გაბრაზებულმა დაუყვირა)
–შევწყვიტო და რა მერე? ცხოვრება გავაგრძელოთ მე შენ და ჩვენმა შვილმა ვითომ ერთმანეთს ვაპატიეთ და მორჩა? გაცოფებული წამოდგა ნიტა
–ნიტა მომისმინე....
–არასდროს არავის ვპატიობ გესმის!
–ნიტა სისხლი გდის! ( შეშინებულმა დემეტრემ ნიტას სახე მოიქცია ხელებში)
გოგონამ ძირს დაიხედა, ეგონა სისხლდენა ჰქონდა მაგრამ როცა ვერაფერი შენიშნა დემეტრეს შეხედა გაოცებული თვალებით, მაგრამ მის წინ მდგომი მამაკაცის სახე მთლიანად ბურუსს მოეცვა...

....

ვიცი დავაგვიანე, მაგრამ მინდა გითხრათ სანამ ჩემს კულტურულად ლანძღვას დაიწყებთ,გაითვალისწინეთ რომ მეც ადამიანი ვარ და გამაჩნია გარკვეული სახის პრობლემები რომლებიც არის ჩემი მოსაგვარებელი, ვიცი რთულია რომ ელოდებით მაგრამ ბოლობოლო მართლა საუკუნეების მერე ხომ არ ვდებ არა?! და კიდევ როცა ამბობთ რომ სურვილი გეკარგებათ წაკითხვის, მართალია ვწუხვარ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა ადექით და შეწყვიტეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით...
და რაც შეეხება ჩემს ერთგულ და თბილ მკითხველებს, ძალიან მიყვარხართ და დიდი სტიმული ხართ ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ ვაგვიანებ, ვიცი თქვენი თბილი კომენტარები დამხვდება და მიხარია ხოლმე <3 ყველა მიყვარხართ <3



№1 სტუმარი Lanu

Magari gogo xar shen .. sul vkitxulob yvela tavs da sul gelodebi xolme..akamde ar damiweria komentari magram getyvi ro me mainteresebs rogor damtavdeba es istoria amitom velodebi gagrdzlebas...ar shewyvito wera momwons es istoria

 


№2  offline წევრი jina

Lanu
Magari gogo xar shen .. sul vkitxulob yvela tavs da sul gelodebi xolme..akamde ar damiweria komentari magram getyvi ro me mainteresebs rogor damtavdeba es istoria amitom velodebi gagrdzlebas...ar shewyvito wera momwons es istoria

martalia pirvelad vnaxe sheni komentari da dzalianac gamaxare <3 shewyvetaze arc vpiqrob, dawyebuls bolomde miviyvan ubralod garemoebis gamo malmale ver vdeb samwuxarod... mixaria sheni komentari da madlobaa <3

 


№3  offline წევრი nini sabauri

Sauketesoo xar<3 am tavshi imxela emociebi gamoxate rom Ar vici. Mixaria nitam yvelafeei rom mouyvaa demetres, ase ufro jobda...
Zalian momwons sheni weris stili da martla saukunis merec rom dado axali tavii am istoriis wakitxvis surviliii mainc ar damekargeba:d<3<3
P. S ertguli mkitxvelebi arc arasdros migatovebt <3

 


№4  offline წევრი jina

nini sabauri
Sauketesoo xar<3 am tavshi imxela emociebi gamoxate rom Ar vici. Mixaria nitam yvelafeei rom mouyvaa demetres, ase ufro jobda...
Zalian momwons sheni weris stili da martla saukunis merec rom dado axali tavii am istoriis wakitxvis surviliii mainc ar damekargeba:d<3<3
P. S ertguli mkitxvelebi arc arasdros migatovebt <3

ver warmoidgen rogor gamaxare.... ugrmesi madloba chemo sayvarelo :* :* :*

 


№5  offline წევრი niio

მაგარიააა smile აუ ისე გიორგის პერსონაჟიც ძაან მომწონს და თუ მოახერხებ ეგეც დააწყვილე რა kissing_heart

 


№6  offline წევრი jina

niio
მაგარიააა smile აუ ისე გიორგის პერსონაჟიც ძაან მომწონს და თუ მოახერხებ ეგეც დააწყვილე რა kissing_heart

დავაწყვილებ აბა მისნაირი ბიჭი მარტო ხომ არ იქნება smile smile heart_eyes

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Mpmenatreee
Ro icode ra magari tavi iyoo.dzaan visuamovne am dilautenia. Ogond ver mivxvdi ra moxda boloss:dd
Ehhhh. Ragacnairi sxvanairi eshxi aqqvs am istorias da aba shen ici moutbenlad geli sayvarelo tumdac saukunit!:ddd

 


№8  offline წევრი jina

nawkas12345
Mpmenatreee
Ro icode ra magari tavi iyoo.dzaan visuamovne am dilautenia. Ogond ver mivxvdi ra moxda boloss:dd
Ehhhh. Ragacnairi sxvanairi eshxi aqqvs am istorias da aba shen ici moutbenlad geli sayvarelo tumdac saukunit!:ddd

shemdeg tavshi mixvdebi chamo tkbilo :* :* maxareb shen sul ♡♡♡

 


№9 სტუმარი Guest თამო

ისე ძალიან მომწონს ეს ისტორიაა რამდენიხანიც არ უნდა გავიდეს მაინცც ველოდებიი ^_^ ძალიანნ მაგარი გოგო ხარ <3 როგორ გამიხარდა ნიტამ რო უამბო ყველაფერი <3 მოკლედ ძალიან კარგი იყოო და ველოდები შემდეგ თავს <3

 


№10  offline წევრი niio

jina
niio
მაგარიააა smile აუ ისე გიორგის პერსონაჟიც ძაან მომწონს და თუ მოახერხებ ეგეც დააწყვილე რა kissing_heart

დავაწყვილებ აბა მისნაირი ბიჭი მარტო ხომ არ იქნება smile smile heart_eyes


ურაააააააააააა joy joy

 


№11  offline წევრი jina

Guest თამო
ისე ძალიან მომწონს ეს ისტორიაა რამდენიხანიც არ უნდა გავიდეს მაინცც ველოდებიი ^_^ ძალიანნ მაგარი გოგო ხარ <3 როგორ გამიხარდა ნიტამ რო უამბო ყველაფერი <3 მოკლედ ძალიან კარგი იყოო და ველოდები შემდეგ თავს <3

didi madloba ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent